შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (40 თავი) დასასრული


8-03-2016, 00:15
ავტორი murachashvili
ნანახია 3 929

მეორმოცე თავი
დასასრული
რამდენიმე წუთში შეუერთდნენ მარიამს ახალგაზრდები. აკას სპორტულები აშკარად დიდი ჰქონდა თეკლეს, თუმცა არ იმჩნევდა. მოხერხებულად დაეკაპიწებინა მკლავები და მოხუცს ეხმარებოდა. საკუჭნაოში შეშის ღუმელი დაანთო აკამ. ცომი მოზილეს. ქალები ჭარხლის ფურცლებს ჭრიდნენ მხლოვანებისთვის, აკას კი მოხარშული კარტოფილი მიაწოდეს გასარჩევად.
გიჭამიათ მთიულური მხლოვანა? თუ არა, ბევრიც დაგიკარგავთ. სიტყვაზე უნდა მენდოთ, უგემრიელესია. ჩვენი გმირიც პირველად აგემოვნებდა, ოდნავ ამრეზით დასცქეროდა ერთმანეთში არეულ წვრილად დაკეპილ ჭარხლის ფოთოლსა და ჭყინტ ყველს.
მთელი დღის მშიერი გაუბედავად დასწვდა ერთ ნაჭერს. გვერდულად გამოხედა აკამ, ფრთხილად დააგემოვნა გოგონამ. თვალები გაუბრწყინდა მოულოდნელობისგან. იმდენად მოეწონა ქადებს აღარც მიჰკარებია.
- უგემრიელესია.... - კმაყოფილი ილუკმებოდა ის.
- შეგარგოს... - თბილად გამოხედა ვაჟმა.
- მოგეწონა? აკასაც უყვარს... - ეშმაკურად გამოხედა მოხუცმა ბიჭს.
- მართლა? არ გითქვამს? - ეჭვით გახედა თეკლემ.
- ასეთ გემრიელ მხლოვანებს მხოლოდ მარიამი აკეთებს. აქ სხვა გემო აქვს...
- აი, ვასწავლი თეკლესაც და მე რომ აღარ ვიქნები... - ნაღვლიანად გამოხედა ახალგაზრდებს.
- თქვენ სულ იქნებით, უფლება არ გაქვთ მიგვატოვოთ... - სიცილით მიეფერა თეკლე, სიკვდილის ხსენებაზე არც აკას შეჭმუხნილი შუბლი გამოჰპარვია მოხუცს - თუმცა, მომზადებას თუ მასწავლით მადლობელი დაგრჩებით... ყველის გარდა კიდევ რა გაურიეთ?
ხომ საერთოდ არ იცნობდა ამ ერთი ციდა გოგონას, მაგრამ მისმა სიტყვებმა გული გაუთბო მარიამს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდა, მასთან გაიზარდა, უბრალოდ მისი იყო...
აშკარად გაახალისეს და გამოაცოცხლეს მიტოვებული სახლ-კარი სტუმრებმა.
საღამოს გვიან დაწვნენ დასაძინებლად. ერთ ოთახში მოხუცს ეძინა, მეორეში კი... გვერდი-გვერდ მიდგმულ ლითონის რიკულებიან, ზამბარიან ლოგინებში თეთრ, თოვლივით ფითქინა თეთრეულში იწვნენ ახალგაზრდები. მატყლის საბანში ჩაცმული შეძვრა თეკლე და ლოგინში ნელ-ნელა გაიხადა, აკას ზედმეტი რომ არ დაენახა საგულდაგულოდ შეიკეცა საბანი კუთხეებში, გარეთ მხოლოდ ცხვირი ჰქონდა გამოყოფილი.
- ფრთხილად იყავი არ გაიგუდო!... - დასცინოდა ვაჟი. - ბარემ ხმალიც ხომ არ ჩაგვედო შუაში? ჩემი ასე თუ გეშინოდა, გეთქვა და გარეთ დავიძინებდი... - უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა.
- მართლა?! - აშკარად ჩაუჯდა მისი სიტყვები ჭკუაში თეკლეს.
- აბა, რა... თბილად მივწვებოდი შეშის ღუმელთან და ... - სიტყვის დასრულება ვეღარ მოასწრო, გარედან უცნაური ყმუილის ხმა შემოესმათ.
- ეს რა იყო?! - თვალებდაჭყეტილი, შეშინებული საცვლების ამარა წამოვარდა თეკლე, სულ დაავიწყდა რამოდენიმე წამის წინ საბანში რომ იმალებოდა.
- მგელი... - სიცილით უპასუხა ვაჟმა, სწრაფად აარიდა თვალი და ყელში ძლივს გადააგორა ნერწყვი ქალის გამომწვევი ფორმების დანახვისას.
- მეხუმრები, ხომ? - ცრემლებით აევსო თვალები თეკლეს.
- არა... - ეშმაკურად უმზერდა ვაჟი.
- შეუძლებელია, აშკარად მატყუებ, აქ მგელს რა უნდა!... - ისევ ლოგინში შეძვრა და საკუთარ თავს ელაპარაკებოდა თეკლე.
არადა აკა აშკარად ხალისობდა მის შიშზე, სიტუაციას უფრო და უფრო ამძაფრებდა:
- აქ მხოლოდ მგელი კი არა, დათვიც იცის... ბავშვობაში მკაცრად გვაფრთხილებდნენ შებინდებისას მარტო, უფროსის გარეშე არსად გავსულიყავით, ისინიც ხელში იარაღს იღებდნენ და ისე მოგვყვებოდნენ...
- აუ, აკა კარგი რა!.... - ვეღარ მოითმინა თეკლემ და ცრემლებიც გადმოჰყარა.
- ღმერთო ჩემო, რა სულელი ხარ! - თავი ვეღარ შეიკავა ვაჟმა - მგელი აქ ზამთარში ჩამოდის, როცა ზემოთ მთებში საკვებს ვერ შოულობს. რომც იყოს სახლში ხომ არ შემოგვიხტება?!
- ბოროტო, ჩემი შიშით ერთობი?!... - აშკარად გვიან მიხვდა და გაბუტულმა ზურგი შეაქცია თეკლემ.
მის საქციელზე ღიმილი ვერ შეიკავა ვაჟმა.
- ჩურჩუტო, რამდენიც არ უნდა ეცადო ქალივით მოქცევას, მაინც პატარა ბავშვი ხარ! - მის მხარეს გადაიწია და თმები აუჩეჩა. მართალია ვაჟისკენ აღარ შებრუნებულა, მაგრამ ოდნავ ჩაჩვრეტილი ლოყით, მიხვდა, რომ იცინოდა თეკლე. - ტკბილი ძილი! - ზურგიდან ტუჩებით ფრთხილად შეეხო რამოდენიმე წამის წინ გაღიმებულ სახეზე.
- ღამე მშვიდობის! - ღიმილნარევი, თითქმის ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები როდის-როდის მისწვდა ძილ-ბურანში წასულს ვაჟს.

ჯიუტმა მზის სხივებმა თვალებში მიაჭყიტა თეკლეს. სხარტად გვერდით გადაბრუნდა, ეგონა აკას გააღვიძებდა, თუმცა ვაჟი იქ არ დახვდა. გაოცებულმა ფანჯრიდან გაიხედა. წელს ზემოთ შიშველი ბიჭი პირსაბანთან იდგა, ცივი წყლით ხელ-პირს იბანდა, თან მხიარულად პირსახოცით ხელში იქვე მდგომ მარიამს ელაპარაკებოდა.
ისე მძაფრად მოუნდა თეკლეს მასთან ჩახუტება და მოფერება, რომ უნებურად გაწითლდა. თითქოს საკუთარი აზრების შერცხვაო, მყისვე მოაშორა თვალი, ლოგინიდან თვითონაც სწრაფად წამოხტა, იქვე წინა ღამით დალაგებული სპორტულები ჩაიცვა და გარეთ გავარდა.
- ოჰო, მძინარე მზეთუნახავო, უკვე გაიღვიძეთ?! - პირის მშრალებისას ღიმილით შესცინა ვაჟმა.
- მძინარე აღარ ვიქნებოდი, რომ გაგეღვიძებინე!... - ჩუმად, უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა თეკლემ.
- ყველა სიკეთესთან ერთად ბუზღუნაც ყოფილხარ!... - თვალი ჩაუკრა მოხუცს - ამბობენ ქალი ახალგაღვიძებული თუ მოგეწონება, ესე იგი მართლა ლამაზიაო. მარიამ, მე მეჩვენება, თუ მართლა ლამაზია ჩემი თეკლე?!
- ლამაზია, შვილო, ლამაზი... - სიცილით დაეთანხმა ქალიც.
- ყვავს მისი ბახალა ლამაზი ეგონაო, ასეა შენი საქმე!... - სიწითლის დასამალად თავადაც პირსაბანთან მივიდა თეკლე.
- ასეთი ბიჭი ყვავს შემადარე გოგო?! - ისევ იცინოდა აკა - ხუმრობა იქეთ იყოს და, ცოტა რომ მოწესრიგდები, ოთახში შემოდი რაღაც უნდა გაჩვენო! - ჩუმად უჩურჩულა და მარიამს სახლში შეჰყვა.

ცნობისმოყვარეობით კვდებოდა, რატომ ეძახდა ვაჟი. შეძლებისდაგვარად სწრაფად მოწესრიგდა, ცოტა ფორმაში მოიყვანა ერთ ღამეში ბუჩქად ქცეული თმა და ოთახში შევიდა. მარიამი საკუჭნაოში ფუსფუსებდა. აკა სავარაუდოდ საძინებელში ელოდა. წინა დღის ქადებსა და მხლოვანებს აწყობდა მოხუცი.
- მოდი ბებია, მოდი... ნუ უსმენ იმ გადარეულს... ცხელი წყალი ავადუღე. ყავა ან ჩაი, რომელიც გაგიხარდეთ ის მიირთვით... აკას, რომ უსმინო, მთელი დღე მშიერს გატარებს, აიჩემა დილიდანვე უნდა წავიდეთო... სულ ორი წუთი უნდა.. უცბად მიირთვით და!... - ქოთქოთებდა მარიამი.
ისეთი სუნი იდგა სულმა წასძლია თეკლეს, ხათრიც ვერ გაუტეხა მოხუცს, მაშინვე სუფრასთან მოკალათდა.
- აკა, გესმის ბიჭო? ბალღი მშიერია, მოდი შენც, ჭამე ორი ლუკმა და წადით მერე...
- ეეე, კარგი რა თეკლე!... - ბუზღუნ-ბუზღუნით გამოვიდა ვაჟი ოთახიდან.
კინაღამ ლუკმა გადასცდა ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი, მხრებში ამაყად გამართული აკას დანახვაზე თეკლეს.
- აღიარე, ხომ მიხდება?! - ეშმაკური ღიმილით ეკითხებოდა გოგონას, თუმცა ქალს პასუხის გაცემის თავი აღარ ჰქონდა, თვალებ გაფართოებული მისჩერებოდა მისი რეაქციით გამხიარულებულ ბიჭს.
- რამე გამოვტოვე?!- ამჯერად მოხუცს მიაჩერდა თეკლე.
- ჯერჯერობით არა, მაგრამ თუ დიდხანს გააგრძელებ მარიამთან ქეიფს, საკუთარ ქორწილს გამოტოვებ...
- მორჩი მასხრობას, მოდი ორი ლუკმა შენც შეჭამე და აუხსენი ადამიანურად, ნუ დააბნიე ბალღი!... - თბილად უღიმოდა მოხუცი აკას.
თეკლეს გვერდით მოთავსდა ვაჟიც: - იმედია მოსამზადებლად ნეხევარი საათი გეყოფა!... - ჩუმად უჩურჩულა დაბნეულ ქალს.
აშკარად აღარ ახსოვდა საუზმე თეკლეს. თითო-თითო ნაჭერი მხლოვანა და ქადა მაინც შეჭამა, ესეც იმიტომ, რომ მარიამი არ გაენაწყენებინა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ვაჟს რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული, სული მისდიოდა ისე უნდოდა ეკითხა მისი გეგმების შესახებ, მაგრამ ზედმეტი კითხვის დასმას ვერ ბედავდა. იცოდა, მაინც არ გაუმხელდა.
ოთახში თითქმის შეფრინდა და მოულოდნელობისგან ადგილზე გაშეშდა. ლოგინზე თეთრი საქორწილო კაბა იყო მიფენილი.
- შეუძლებელია. - ხელში ატრიალებდა თხელ გიპიურის ქსოვილს.
სიხარულის ცრემლებს ვეღარ იკავებდა თეკლე. ასე სწრაფად ცხოვრებაში არ მომზადებულა. რამოდენიმე წუთში გაიხადა სპორტულები.
ხის ძველებური კარადის სარკეში შეათვალიერა საკუთარი გამოსახულება. ულამაზესი, თეთრ კაბაში გამოწყობილი სილუეტი გაბრწყინებული თვალებით მისჩრებოდა ქალს. მკერდთან გადაჭრილი, გიპიური ლამაზად ვარდებოდა და უკან შლეიფად მიჰყვებოდა. თმას ბევრი ვერაფერი მოუხერხა, უბრალოდ ბალერინასავით აიკეცა და სახელდახელოდ შეიკრა.
- იდეალური არაა, თუმცა ცუდიც არ ითქმის... - თვალი ჩაუკრა საკუთარ გამოსახულებას და გარეთ გავიდა.
ერთ რამედ ღირდა აკას გაოცებული და დაბნეული სახის დანახვა. აშკარად დამუნჯდა თეკლეს შემხედვარე.
- აღიარე, ხომ მიხდება?! - რამოდენიმე წუთის წინ დასმული საკუთარი სიტყვები გაუმეორა ქალმა.
- ულამაზესი ხარ... - როგორც იქნა სიტყვებს თავი მოუყარა - თუმცა ერთი რამ გაკლია... - ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა თეკლეს, საგულდაგულოდ აკეცილი თმები ცალი ხელით ფრთხილად დაუშალა და თავზე ზურგს უკან დამალული მინდვრის ყვავილების საკმაოდ სქელი გვირგვინი დაადგა. - ჩემი დედოფალი ხარ! - ვნებიანად, ყურთან უჩურჩულა და სულ ოდნავ შეეხო ტუჩებით ყვრიმალზე.
ისევ დაბურძგლა სიამოვნებისგან, ისევ დაუარა ცხელმა ტალღამ სხეულში, საკუთარი ემოციებისგან გაწითლდა და ვაჟის მკერდში დამალა სახე. - სულ ორი წუთი დამელოდე კარგი?!
მის პასუხს აღარც დალოდებია, კარებში გავარდა აკა და მალე თეთრ ცხენზე ამხედრებული მოადგა სახლის კარებს.
- ცხენი?- დაბნეულმა ახედა ქალმა.
- იქ სამწუხაროდ ავტომობილით ვერ ავალთ...
- კი მაგრამ, ასეთ ადგილზე სად მივდივართ?! - შიში შეეპარა ხმაში.
- მენდობი?! - თვალებში უმზერდა ვაჟი - ჩემი გჯერა?! - ინსტიქტურად დაუქნია თავი თეკლემ თანხმობის ნიშნად. - მაშინ არაფრის შეგეშინდეს... - მსუბუქად აიტაცა გოგონა ხელში და წინ შემოისვა. გამალებით უცემდა გული დამფრთხალ თეკლეს, თუმცა ვაჟის ძლიერი ხელები იგრძნო თუ არა წელზე, მაშინვე დამშვიდდა. მთელი სხეულით მიეკრა მკერდზე.
- ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ შვილებო! - პირჯვარი ხელის კანკალით გადასწერა უკვე საკმაოდ შორს მყოფ მხედარს.

თითქმის ერთ საათზე მეტ ხანს მიდიოდნენ ციცაბო აღმართზე გამოკიდებულნი. ალაგ-ალაგ თვალებს ხუჭავდა თეკლე და მკერდში ეკვროდა ვაჟს, რომელიც აშკარად არ აპროტესტებდა ქალის ჩახუტებას. პირიქით, თავზე კოცნიდა და ათას სასიამოვნო სიტყვებს ეჩურჩულებოდა საყვარელ არსებას.
მთის წვერზე ავიდნენ მხედრები, გაფართოებული თვალებით უმზერდა ქალი თავზე წამომდგარ მყინვარს. ხელის გულივით მოსჩანდა ქვემოთ დარჩენილი სოფელი. იქვე ახლო-მახლოს პატარა ტაძარი შენიშნა ქალმა.
- სად ვართ?
- ეხლა მლეთას გადავყურებთ ზემოდან. ეს კი ლომისის წმინდა გიორგის ტაძარია.
- შეუძლებელია... - ყურებს არ უჯერებდა გოგონა. - ყოველთვის მინდოდა აქ მოხვედრა, ყოველ ზაფხულს გვეგმავდით, მაგრამ...
- ლეგენდა იცი?
- გამიგია, თუ სწორად მახსოვს მონადირესა და მის უშვილო ცოლს უკავშირდებოდა...
- როგორც მარიამისგან გამიგია, მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი აოხრებდა საქართველოს, არბევდა და ტყვედ მიჰყავდათ ხალხი. ეს ყველაფერი გაგრძელდა ჭირივით გაგრძელდა თითქმის ხუთი წელი. მტერმა მაშინ არაგვის ხეობაც დაარბია და 7000 არაგველი ტყვედ წაასხა. ტყვეებს თან მთიულეთის მთავარი სიწმინდე - გზოვანის წმინდა გიორგის ხატი - წაუღიათ. გადმოცემით, ამ ძლიერ ხატს ხვარაზმელთა (ხორასნელთა) მხარე „შეუკრავს“ - დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, ადამიანი და საქონელი გაბერწებულა... ერთი სიტყვით, ქვეყანა დაღუპვის პირას მისულა.
თავზარდაცემულ სულთანს მკითხავები უხმია. მათ მოუხსენებიათ, უბედურების მიზეზი გურჯისტანის ხატიაო. საკირეში ჩააგდეთო, მყისვე უბრძანებია სულთანს. ასეც მოქცეულან, მაგრამ უვნებელი ხატი საკირიდან ამოფრენილა და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. ხარი და ხატი მანამ არ დაძრულან ადგილიდან, სანამ სულთანს ყველა ტყვე არ გაუთავისუფლებია. მაინც დაჰკლებიათ ერთი კოჭლი დედაკაცი, რომელიც ვიღაც ხორასნელს მოახლედ წაუყვანია. ის ქალიც სასწრაფოდ მოუძებნიათ და ხატიანი ხარიც 7000 ტყვედყოფილის თანხლებით საქართველოსკენ დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხს ყველგან ნიში აუგია. ამ ნიშებს ლომისის ნიშებს უწოდებენ.
შინ დაბრუნებული ხარი, ყველას გასაკვირად, გზოვანის მთაზე კი არ ასულა, ციცაბო ბილიკს შესდგომია, ქსნისა და არაგვის ხეობათა წყალგამყოფ ქედამდე მოუღწევია და აქ უსულოდ დაცემულა. ხატიც აქვე დააბრძანეს. ამ მთის წვერიდან არაგვამდე ხალხი ჯაჭვად გაბმულა და ტაძარი ასე აუშენებია. რაკი ხარს ლომა ერქვა, სალოცავსაც ლომისას წმინდა გიორგი უწოდეს. ამბობენ ტაძარში სასწაულ მოქმედი ჯაჭვია, რომლითაც ხატი ყოფილა დაბრძანებული და დამაგრებული, ვინც ჯაჭვს კისერზე დაიდგამს და ტაძარს სამჯერ ლოცვით შემოუვლის ნებისმიერი სურვილი აუსრულდებათო. შენ რაც სთქვი, უშვილო ცოლ-ქმარზე, ამბობენ ცოლი სწორედ იმ ტყვედყოფილებში ყოფილა, ხარს კი წინ მისი მეუღლე მოუძღვოდაო. ლეგენდის თანახმად, უფალმა უდუდესი მადლი უბოძა, ერთ წელიწადში წყვილს ვაჟი შესძენიათ.
- და ჩვენ... აქ?... - მღელვარებისგან კითხა ვერ დაასრულა თეკლემ.
- ჩვენ ჯვარს დავიწერთ. - გაბრწყინებული სახით შესცინა აკამ.
- კი, მაგრამ... მეჯვარეები? - დაიბნა ქალი.
- სულ ცოტაც მოითმინე და... - სიცილს ვეღარ იკავებდა ვაჟი. - ტაძრამდე ცხენით მისვლა არ შეიძლება, ეგ კი არა, სულ რამოდენიმე წლის წინ ამ ტერიტორიაზე ქალსაც კი არ უშვებდნენ, აქედან ფეხით უნდა წავიდეთ... - მსუბუქად ჩამოხტა ცხენიდან და ქალსაც დაეხმარა ჩამოსვლაში.
გრძნობდა როგორ ცახცახებდა ემოციებისგან თეკლე. პატარა ბავშვივით ხელმოკიდებული მიჰყავდა ტაძარში მომავალ მეუღლეს. გაუბედავად მიჰყვებოდა თეკლე, აქეთ-იქით დაბნეული აცეცებდა თვალებს, წინასწარ აფრთხილებდა საკუთარ თავს, რომ რაც არ უნდა დაენახა, გაოცება არ გამოეხატა, თუმცა მაინც ვერ შესძლო. აქამდე შეკავებული კივილი მისით აღმოხდა ყელიდან. სიხარულის ცრემლებს ვეღარ იკავებდა, როცა ტაძრის კარებთან მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანები დაინახა.
- ცოტა არ იყოს შევშინდით, ხომ არ გადაიფიქრა ჩვენმა გადარეულმა გოგომო? - ხელებგაშლილი მიეგება ეკა და თბილად ჩაიკრა გულში.
- აქ საიდან? - ცრემლებს ვერ იკავებდა თეკლე.
- გეგონა ამ დღეს გამოვტოვებდით? მამას პრინცესა, რა ლამაზი ხარ... აღიარე, ბევრი გაწვალა? - მეგობრულად მხარზე ხელი დაჰკრა მირიანმა აკას.
- დედას გეფიცებით ნამდვილი გიჟები ხართ. მთის წვერზე ქორწილს მხოლოდ თქვენ ორნი თუ მოიფიქრებდით!... - წუწუნით წამოვიდნენ ჩასახუტებლად ტატო და ფარნა.
- ეგ ჩემი იდეა არ ყოფილა, საყვედურებით თქვენს ძმაკაცს მიმართეთ! - სიცილს ვეღარ იკავებდა თეკლე.
- ხედავ, ჩვენი გოგო კმაყოფილი არაა, უკან მიგვყავს!... - ხუმრობდა თამარი.
- გაგიჟდი გოგო?! - სწრაფად შეიცხადეს ნიკამ და ოთომ - რაც ამის აქ ამოტყუებაში ენერგია დავხარჯეთ, საკუთარ ქორწილში არ ვინერვიულებთ ამდენს.
- კი, მაგრამ თქვენ აქ საიდან მოხვდით? - როგორც იქნა დასვა მისთვის საინტერესო კითხვა თეკლემ.
- რას არ იზავ მეჯვარეობის გამო, - ფეხით ამოვედით მლეთიდან!... - ამაყად გაიბღინძა დათუნა.
- ასე ჩაცმულები? - გაოცებულმა გადახედა აკას მსგავსად სხვადასხვა ფერის ჩოხებში გამოწყობილ ბიჭებს.
- გატყუებს, მაშველებს სთხოვა მამაომ და ხევისბერთან ერთად ვერტმფრენით ამოგვიყვანეს!... - სიცილს ვეღარ იკავებდა ჯემალიც.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მოკლედ გეტყვით, რომ მეჯვარეები, როგორც ალბათ უკვე მიხვდით, დათუნა და თამარი გახლდნენ. ჯვარი ჩვენთვის კარგად ნაცნობმა მამაომ დასწერა წყვილს. ხელისმომკიდეების მიერ ჩამოტანილი მარადიული სიყვარულის, ერთგულებისა და უსასრულობის სიმბოლო, ოქროს რგოლები საკუთარ გულებთან ერთად ერთმანეთს სამუდამოდ აჩუქეს. ბედნიერებით გაბრწყინებულებმა იტრიალეს გვირგვინებით საკურთხეველთან, უდაოდ უცნაური ცერემონიალი გამოვიდა. მამაოს ხომ ჯვრისწერისას ხევისბერიც ეხმარებოდა.
ერთად-ერთი რაზეც გული სწყდებოდა თეკლეს, ის იყო, რომ გოგა და თათია არ იყვნენ მათთან. მიუხედავად იმისა, რომ მისი დანახვა დიდად არ გაჰხარებია, ვიკაც კი არ დააკლდნენ ცერემონიალს, სრული შემადგენლობით გამოცხადდნენ ასათიანებიც. აიკოც მხარს უმშვენებდა შეყვარებულს.
ტაძრის კარებთან ხმლებით გაკეთებულ თაღქვეშ გამოატარეს ბედნიერი წყვილი ბიჭებმა. იაკო, ქეთა და თამარი ყვავილების ფურცლებს აყრიდნენ თავზე. ღიმილით ულოცავდნენ ახლობლები დაოჯახებას.
- ბედნიერებას გისურვებთ! - ცალ-ყბად, როგორც იქნა თავი მოუყარა სიტყვებს ვიკამ.
ოდნავ შესამჩნევად დაუქნიეს წყვილმა მადლობის ნიშნად თავი.
- იცოდეთ ასე მშრალად არ გამოგივათ, გოგა და თათიაც ჩამოვლენ და ხელისმოწერის დროს... ერთს ჩვენებურად... - ისევ გეგმებს აწყობდა მირიანი.
- მაპატიე, თუ ყველაფერი ისეთი იდეალური არაა, შენ რომ გსურდა!... - ჩუმად უჩურჩულა აკამ.
- ამაზე უკეთესად წარმოუდგენელია, მადლობ ყველაფრისთვის!. - ფრთხილად, მსუბუქად შეეხო ტუჩებზე ტუჩებით თეკლე - შენთვის პატარა საჩუქარი მაქვს... უბრალოდ აქამდე ვერ გითხარი. გიგას ქორწილში ერთ ადამიანს დავპირდი, რომ როცა გეტყოდი, ისიც იქ იქნებოდა!... - ცალი თვალით იქვე მდგომ ნიკასკენ გაიხედა და ანიშნა ახლოს მოდიო.
მისი ქცევა არ გამოჰპარვიათ სტუმრებს და ჩუმად, მოლოდინით მიაჩერდნენ წყვილს.
საგულდაგულოდ დამალული მერსედესიდან მიღებული მოწვევა ამოიღო გოგონამ და აკანკალებული ხმით დაიწყო ხმამაღლა კითხვა.
- შეუძლებელია... რაღაც მომეჩვენა?! ეს როგორ მოახერხე... - თავი ვეღარ შეიკავა ემოციებისგან, აღარ აღელვებდა გარშემო ამდენი ხალხის ყოფნა, ბედნიერებისგან იცინოდა თუ ტიროდა ვეღარ არჩევდა.
- მე მგონი ჯობდა ნელა შეგვეპარებინა, პირველივე დღეს შეურაცხადი ქმარი დიდი ვერაფერი ხეირია!... - როგორც ყოველთვის ხუმრობდა ნიკა.
და რა იყო შემდეგ? თბილისთან და ოჯახის წევრებთან განშორების შვიდი გრძელი წელი. სანუკვარი ოცნების ახდენისკენ მიმავალი შვიდი, ყველაზე მძიმე და შრომატევადი წელი.
მერსედეს - ბენტსის მიერ წარმოებული „წითელი ავაზა“ ავტომობილების გამოფენაზე პოტენციურ მომხმარებელთა წინაშე ამაყად იწონებდა თავს და ალბათ, მხოლოდ ერთეულებმა თუ იცოდა ერთი პატარა გოგონას ოცნების ასახდენად, როგორ შექმნა პატარა ბიჭმა სათამაშო მაკეტი, სახელად „წითელი ავაზა“ .



№1 სტუმარი qeta

ნიკა? recourse ესე მარტო დამიტოვე?

 


№2 სტუმარი ემი

აუუ, დასასრულს არ ველოდი ჯერ....

სასწრაფოდ დაიწყე ახალი ისტორია love

 


№3  offline ახალბედა მწერალი murachashvili

qeta
ნიკა? recourse ესე მარტო დამიტოვე?


ნიკას იმდენად საინტერესო პერსონაჟი გამოვიდა, აქ მისი ამბავი რომ დაგვემატებინა მართლაც დაუსრულებელი გამოვიდოდა. love თან ასე მგონია ამ პერსონაჟმა ცოტა თეკლეს და აკაც დაჩრდილა. ასე რომ ამ ისტორიის მთავარ მოქმედ გმირებად ისევ აკა და თეკლე დავტოვე, თუმცა ნიკას პროტო ტიპს იმდენად საინტერესო ცხოვრება აქვს დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ გამოვიყენებ.

ემი
აუუ, დასასრულს არ ველოდი ჯერ....

სასწრაფოდ დაიწყე ახალი ისტორია love


იმდენი გაწვალეთ მკითხველი ამ ისტორიის დადებისას, რომ ცოტა ხნით ჩემგან უნდა დაგასვენოთ... fellow პირობა დავდევი, სანამ ახალ ისტორიას ბოლომდე არ დავასრულებ აღარ დავდებ... თქვენ კი უღრმესი მადლობა, რომ კითხულობდით და თქვენი კომენტარებით მაებივრებდით.

 


№4 სტუმარი ემი

მაგაზე, მეგონა, შევთანხმდით წინა თავში recourse

 


№5  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ამეტირაააა... ძალიან ძალიან ლამაზი დასასრული იყო და ვამაყობ მე შენით... სიტყვები არ მყოფნის და ამ შემთხვევაში ზედმეტიც კი არის... იდეალური, შეუდარებელი და განუმეორებელი სწორედ ასეთი არის ეს ისტორია... მალე დაგვიბრუნდი რა ძალიან მომენატრები და მოუთმენლად ველოდები ახალ ისტორიას...

 


№6  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აი არ ვიცი რა სიტყვები უნდა გითხრა. მეც დავფრინავდი ბედნიერებისაგნ თეკლესთან ერთად. შენ ძალიან ძალიან კარგად წერ ავტორო და იმედია კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ შენს შემოქმედებასს <3 <3 <3

 


№7 სტუმარი qeta

murachashvili
qeta
ნიკა? recourse ესე მარტო დამიტოვე?


ნიკას იმდენად საინტერესო პერსონაჟი გამოვიდა, აქ მისი ამბავი რომ დაგვემატებინა მართლაც დაუსრულებელი გამოვიდოდა. love თან ასე მგონია ამ პერსონაჟმა ცოტა თეკლეს და აკაც დაჩრდილა. ასე რომ ამ ისტორიის მთავარ მოქმედ გმირებად ისევ აკა და თეკლე დავტოვე, თუმცა ნიკას პროტო ტიპს იმდენად საინტერესო ცხოვრება აქვს დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ გამოვიყენებ.

ემი
აუუ, დასასრულს არ ველოდი ჯერ....

სასწრაფოდ დაიწყე ახალი ისტორია love


იმდენი გაწვალეთ მკითხველი ამ ისტორიის დადებისას, რომ ცოტა ხნით ჩემგან უნდა დაგასვენოთ... fellow პირობა დავდევი, სანამ ახალ ისტორიას ბოლომდე არ დავასრულებ აღარ დავდებ... თქვენ კი უღრმესი მადლობა, რომ კითხულობდით და თქვენი კომენტარებით მაებივრებდით.

ქე კარგი,მაშინ ნიკას ჩემთვის დავიტოვებ love

 


№8  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ამეტირაააა... ძალიან ძალიან ლამაზი დასასრული იყო და ვამაყობ მე შენით... სიტყვები არ მყოფნის და ამ შემთხვევაში ზედმეტიც კი არის... იდეალური, შეუდარებელი და განუმეორებელი სწორედ ასეთი არის ეს ისტორია... მალე დაგვიბრუნდი რა ძალიან მომენატრები და მოუთმენლად ველოდები ახალ ისტორიას...

ablabudaa
აი არ ვიცი რა სიტყვები უნდა გითხრა. მეც დავფრინავდი ბედნიერებისაგნ თეკლესთან ერთად. შენ ძალიან ძალიან კარგად წერ ავტორო და იმედია კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ შენს შემოქმედებასს <3 <3 <3

ვეცადე შეძლებისდაგვარად ლამაზი დასასრული ჰქონოდა. იმედია გამოვიდა. იმდენად გამანებივრეთ თქვენი თბილი სიტყვებით, რომ თქვენი კომენტარების გარეშე საკმაოდ გამიჭირდება ... მიყვარხართ, მიუხედავად იმისა რომ არ გიცნობთ, ასეთი თბილები და კარგები რომ ხართ.

qeta
murachashvili
qeta
ნიკა? recourse ესე მარტო დამიტოვე?


ნიკას იმდენად საინტერესო პერსონაჟი გამოვიდა, აქ მისი ამბავი რომ დაგვემატებინა მართლაც დაუსრულებელი გამოვიდოდა. love თან ასე მგონია ამ პერსონაჟმა ცოტა თეკლეს და აკაც დაჩრდილა. ასე რომ ამ ისტორიის მთავარ მოქმედ გმირებად ისევ აკა და თეკლე დავტოვე, თუმცა ნიკას პროტო ტიპს იმდენად საინტერესო ცხოვრება აქვს დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ გამოვიყენებ.

ემი
აუუ, დასასრულს არ ველოდი ჯერ....

სასწრაფოდ დაიწყე ახალი ისტორია love


იმდენი გაწვალეთ მკითხველი ამ ისტორიის დადებისას, რომ ცოტა ხნით ჩემგან უნდა დაგასვენოთ... fellow პირობა დავდევი, სანამ ახალ ისტორიას ბოლომდე არ დავასრულებ აღარ დავდებ... თქვენ კი უღრმესი მადლობა, რომ კითხულობდით და თქვენი კომენტარებით მაებივრებდით.

ქე კარგი,მაშინ ნიკას ჩემთვის დავიტოვებ love
დაიტოვე, მე თანახმა ვარ wink love

 


№9  offline აქტიური მკითხველი lalita

ჩემი ნიჭიერი გოგო უმაგრესი დასასრული იყო . არასოდეს დავიღლები შენი ისტორიებით მითუმეტეს კომენტარით, დასვენება არ ვიცი მე ახალ ისტორიას ველოდები.

 


№10  offline ახალბედა მწერალი murachashvili

lalita
ჩემი ნიჭიერი გოგო უმაგრესი დასასრული იყო . არასოდეს დავიღლები შენი ისტორიებით მითუმეტეს კომენტარით, დასვენება არ ვიცი მე ახალ ისტორიას ველოდები.


wink ვნახოთ, ვნახოთ... ერთ ფეროვანი რომ არ გამოვიდეს, რამე განსხვავებული უნდა მოვიფიქრო... იმედია გამოვა...

 


№11  offline წევრი meri89

მომეწონა კარგი იყო ზალიან.

 


№12 სტუმარი mumu...

ძალიან კარგი იყო. ....

 


№13  offline ახალბედა მწერალი murachashvili

meri89
მომეწონა კარგი იყო ზალიან.

mumu...
ძალიან კარგი იყო. ....

დიდი მადლობა

 


№14  offline წევრი შამხათი

არაჩვეულებრივი იყო, ყოჩაღ!

 


№15  offline წევრი Nia♡Nia

Arc kivici ra gitxra, egoistobashi nu chamitvli magram vamayob roca dziritad aqcents mtaze aketeb, game gavatene am istoriis wakitxvashi. Mindoda usasrulod gagrdzelebuliyo. Yvelaprit kmayopili var dzalian damwyda guli likas personajis gamo magram szvanairad istoria banaluri gamovidoda, rac sheexeba nikas personajs vtvli rom mas nateli momavali elodeba da didi bednierebac mjera rom siyvarulsac ipovis. Albat imitom ar ganavrce misi ambavi rom mkitxvels dautove archevanis upleba daenaxat misi momavali ise rogorc mat warmoudgeniat. Vamayob imito ro shen wer am istoriebs me ki vkitxulob erti sulis motqmit. Me martla vmayob shenit :) tumca arc ki vici rogor gamoiyurebi :*

 


№16  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Nia♡Nia
Arc kivici ra gitxra, egoistobashi nu chamitvli magram vamayob roca dziritad aqcents mtaze aketeb, game gavatene am istoriis wakitxvashi. Mindoda usasrulod gagrdzelebuliyo. Yvelaprit kmayopili var dzalian damwyda guli likas personajis gamo magram szvanairad istoria banaluri gamovidoda, rac sheexeba nikas personajs vtvli rom mas nateli momavali elodeba da didi bednierebac mjera rom siyvarulsac ipovis. Albat imitom ar ganavrce misi ambavi rom mkitxvels dautove archevanis upleba daenaxat misi momavali ise rogorc mat warmoudgeniat. Vamayob imito ro shen wer am istoriebs me ki vkitxulob erti sulis motqmit. Me martla vmayob shenit :) tumca arc ki vici rogor gamoiyurebi :*

დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის, ძალიან მიხარია თუ მოგეწონათ ეს ისტორია, რაც შეეხება მთის სიყვარულს, მიუხედავად იმისა, რომ თბილისელი ვარ, ალბათ ჩემში მთა უფრო ჭარბობს, ვიდრე ბარი wink ამიტომაც ვცდილობ მეტ-ნაკლებად ნაცნობ თემას შევეხო. პატარა ბავშვივით მიხარია თქვენი სიტყვები, ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეულ სიტყვას. love რაც შეეხება ვიზუალს, პროფილად ჩემივე ფოტო მიყენია, ასე რომ თითქმის მიცნობთ wink

 


№17  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან კარგი ისტორიაა.აღფრთოვანებული ვარ.მომრწონა ნიკას სხვს რომ არ გამოუჩინე.სიყვარული ნამდვილად იცოდა.ძალიან დადებითი პერსონაჟები გყავდა.ყოჩაღ
--------------------
ლანა

 


№18  offline ახალბედა მწერალი murachashvili

La-Na
ძალიან კარგი ისტორიაა.აღფრთოვანებული ვარ.მომრწონა ნიკას სხვს რომ არ გამოუჩინე.სიყვარული ნამდვილად იცოდა.ძალიან დადებითი პერსონაჟები გყავდა.ყოჩაღ


გამიხარდა ამდენი ხნის შემდეგ ამ ისტორიაზე კომენტარი. heart_eyes მგონი ყველაზე სევდიანი პერსონაჟი ნიკა და ლიკა იყო, თუმცა მთლიანობაში საკმაოდ პოზიტიური ამბავი გამოვიდა. ძლივს სადღაც კარგი დასასრულიც მქონდა smile მადლობა შეფასებისთვის, ნიკა მომნატრებია

 


№19  offline წევრი nestanuka13

შენი ძველი ისტორიების კითხვა დავიწყე :)) ეს რა კარგი თბილი და გრძელი ისტორია იყო, ლიკა შემეცოდა ამატირე მარტო ის გამოვიდა ზედმეტი ვერ ვიტან ამ სიკვდილებს და რა ვქნაა ((

 


№20  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nestanuka13
შენი ძველი ისტორიების კითხვა დავიწყე :)) ეს რა კარგი თბილი და გრძელი ისტორია იყო, ლიკა შემეცოდა ამატირე მარტო ის გამოვიდა ზედმეტი ვერ ვიტან ამ სიკვდილებს და რა ვქნაა ((


ამ ისტორიაში ცოტა არ აყოს ზედეტად ბევრი წყვილები გვყავდა,ამიტომ ზოგჯერ ასეთი "ბოროტი" საქციელიც დასაშვებია kissing_heart

 


№21  offline წევრი nestanuka13

ხოო მარა მარტო ლიკა გეზედმეტა?? ))

 


№22  offline ახალბედა მწერალი murachashvili

nestanuka13
ხოო მარა მარტო ლიკა გეზედმეტა?? ))


ასე გამოვიდა smile

 


№23  offline ახალბედა მწერალი murachashvili

უცნობი ქ
ამეტირაააა... ძალიან ძალიან ლამაზი დასასრული იყო და ვამაყობ მე შენით... სიტყვები არ მყოფნის და ამ შემთხვევაში ზედმეტიც კი არის... იდეალური, შეუდარებელი და განუმეორებელი სწორედ ასეთი არის ეს ისტორია... მალე დაგვიბრუნდი რა ძალიან მომენატრები და მოუთმენლად ველოდები ახალ ისტორიას...

ჩემი გოგო, როგორ ძალიან მომენატრა შენი კომენტარები kissing_heart

ablabudaa
აი არ ვიცი რა სიტყვები უნდა გითხრა. მეც დავფრინავდი ბედნიერებისაგნ თეკლესთან ერთად. შენ ძალიან ძალიან კარგად წერ ავტორო და იმედია კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ შენს შემოქმედებასს <3 <3 <3

kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent