შენი თამუნია... დასასრული (თ.ჯ)
დრო გადიოდა... მეკი ისევ ისე ვიყავი, როგორც არასდროს, იმაზე ცუდად ვიდრე ოდესმე, და ვიცოდი, რომ ეს ის ბოლო წერტილი იყო დასახული გზისა, საიდანაც უკვე წრეზე უნდა დამეწყო სიარული, საიდანაც სხვა გამოსავალს ვერ ვიპოვნიდი, ან როგორ შემეძლო გამოსავლის პოვნა, როცა ის რეალობაში არ არსებობდა... წარსულის შეცვლა მამაზეციერსაც კი არ შეეძლო, რაც მოსახდენი იყო მოხდა, უფრო მეტიც, ის მოხდა რაც არ უნდა მომხდარიყო, და თან ეს ის, ძალიან ბევრჯერ მოხდა... ვიქირავე ერთ ოთახიანი ბინა, ნუ უფრო სწორედ ერთი ოთახი... თუმცა არც ჰქონდა მნიშვნელობა სად ვიქნებოდი, როგორ ვიქნებოდი, ჩემთვის იმ ეტაპზე საკმარისი იყო მხოლოდ ერთი საწოლი ან უბრალოდ ადგილი სადაც შემეძლო თვეების განმავლობაში სულმოუთქმელად მეტირა, ისე რომ ხელი არავის შეეშალა მომაბეზრებელი კითხვებით, თუნდაც მომაბეზრებელი გამოხედვით... ვიყავი ჩემთვის მარტო... ყველასგან ძალიან შორს... თუმცა იმ დროს ვერ წარმოვიდგენდი თუ რამდენიმე თვე კი არა რამოდენიმე წელიც არ მეყოფოდა ამ ტკივილის ოდნავ მაინც გასაყუჩებლად... <<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> დრო ჩემთვის გაიყინა, გაიყინა საათის ისრები, გაიყინა წელიწადის ოთხი დრო, და მხოლოდ ერთი დრო დამრჩა იმ ოთხი დროდან, მხოლოდ ერთი თვე დამრჩა იმ 12 თვიდან, მხოლოდ ერთი საათი იმ 24 საათიდან, მხოლოდ ის ერთი კონკრეტული დღე, წელი, თვე, კვირა, საათი , წუთი და წამი, დღე, როცა საკურთხეველთან ნანატრი, ათასჯერ ნაოცნებარი თეთრი მზის სხივებით გამთბარი კაბით დახუნძლული აპრილის თვეში ჩემი ერთადერთი სიყვარული, ჩემს უახლოეს მეგობარს ჩავაბარე, და ეს უბრალოდ ჩაბარებაც არ იყო, მე გიორგის გვერდით ვიდექი არა როგორც დედოფალი მეფის გვერდით, და არც როგორც რიგითი სტუმარი მე ხელისმომკიდე ვიყავი, დაახლოებით ისე როგორც „ხევისბერ გოჩაში“ მქონდა წაკითხული, თუმცა მე მისი კითხვისას დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს უბრალოდ ავტორის ფანტაზიის ნაყოფი იყო, და ვერც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ზუსტად იგივე, უფრო სწორედ უფრო უარესი მე მელოდა წინ... და თან მე ცოცხალი ვრჩებოდი, ცოცხალი, ჯამრთელი და უბრალოდ ლეში სულგამოცლილი, რომელსაც ღმერთმა იმ ქვეყნის გზაც კი არ გაუხსნა, როცა ამ ქვეყნად ყველა გზა , ოთხივე მხრიდან ჩაკეტილი დახვდა, ჩარაზული, ჩაბოქლომებული... <<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< ასე დროის და ტკივილის ჭიდილში ხუთი წელი გავიდა... ჩემთან არაფერი შეცვლილა, არც მათი ამბავი ვიცოდი, ერთადერთი რა შეიცვალა ის იყო, რომ დედამ დამტოვა, და ეს სწორედ ის ტკივილი იყო რის გადატანასაც ალბათ კიდევ რამდენჯერმე განვლილი 5 წელიც კი ვეღარ უშველიდა... ეს იყო ყველაზე საშინელი და ყველაზე გამაგიჟებელი მიზეზი, რის გამოც იქ დავბრუნდი საიდანაც 5 წლის წინ გავიქეცი, გავექეცი ყველაფერს დედის და მისი სიყვარულის გარდა და ვბრუნდებოდი მხოლოდ იმიტომ, რომ მე ის აქ დამრჩა, აქ დამრჩა და მე როგორც შვილს ისიც არ შემეძლო მის გვერდით თუნდაც კიდევ რამდენიმე წამი გამეტარებინა, მისი ხმა გამეგო, გამეგო მისი ტირილის ხმაც კი, ის ხომ ჩემს გამო ბოლო 8 წელი არც კი გაუღიმია, არ ვიცი, რატომ გამომრჩა ცნობიერებიდან ის ფაქტი, რომ დედა, ჩემი მშობელი დედა ადრე თუ გვიან მიმატოვებდა, უფრო სწორედ ჯერ მე მივატოვებდი 5 წელი მისი ნებართვით, მერე კი ის წავიდოდა ჩემგან იმ ქვეყნად, იქ, სადაც მე უფრო მინდოდა ყოფნა, მითუმეტეს მასთან ერთად თუ ვიქნებოდი, ის ხომ ჩემი იყო, უფრო სწორედ მე ვიყავი მისი, მისი სხეულისა და სულის ნაწილი... მხოლოდ ის შევძელი, რომ დასაფლავებას ჩამოვუსწარი, ჩამოვედი ჩემი მშობლის სახლში, ჩემს სახლში, სადაც მხოლოდ დედის ხმა ჩამესმოდა, სადაც მხოლოდ დედის იავნანა მესმოდა, სადაც მხოლოდ დედის ცრემლიანი თვალები მედგა თვალწინ... ჩამოვედი, მაგრამ ვერ შევძელი მისი უმოძრაოდ ყურება, ის მე თვალებშიც კი აღარ მიყურებდა, არც ტიროდა და არც მიღიმოდა მისი თვალები, არც მლოცავდა და არც ჭკუას არ მარიგებდა მისი სულგამოცლილი ტუჩები, სახეზე ფერი აღარ ჰქონდა დედას, ჩემს დედას, რომელსაც სულ ჩემი ტკივილით ვაწუხებდი და 23 წლის გოგოს ისიც კი არ მიკითხავს მისთვის რომ თვითონ რა აწუხებდა, ან როდის რა აწუხებდა ჩემი ტკივილის შემდეგ... მაგრამ ხომ ვიცი, რომ სწორედ ჩემი ტკივილის გამო იყო ასე, სწორედ მე მიმალავდა მის ცუდად ყოფნას, არც კი მიმხელდა, არც არავინ მეუბნებოდა ამას, ალბათ იცოდა, რომ მე აქ მხოლოდ მის გამო შევძლებდი დაბრუნებას, სწორედ ამიტომ არ მითხრა არაფერი, ბოლო წლების მანძილზე უჩემოდ ებრძოდა სენს, რომელმაც საბოლოოდ აქ ჩემს სახლში, დედის ცხედრის გვერდით შემახვედრა ბოლოჯერ ჩემს დედიკოს... >>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>><<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< __მიყვარხარ დე... ზუსტად ვერ ვიხსენებ მაშინ რას ვგრძნობდი, ზუსტად არც მახსოვს, რა ხდებოდა ჩემს გულში, გონებაში, ფიქრებში... მესმოდა მხოლოდ ერთი ფრაზა გამუდმებით, მთელი ერთი კვირა, მერე მთელი 40 დღე, ეს ფრაზა დიდხანს ჩამესმოდა ყურში __ვიზიარებ დედაშენის გარდაცვალება...__ ეს ის ფრაზა იყო, ფრაზა, რომელმაც ყველა და ყველაფერი დამავიწყა, ყველა კარგი თუ ცუდი მოგონება, ყველა გულით საყვარელი, თუ საძულველი ადამიანი, მე ერთი ვიცოდი... ის ვისაც მართლა ვუყვარდი, ის ვისაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობოდი, ვის იმედადაც თვითმკვლელობა რამდენიმეჯერ გადავიფიქრე, აღარ იყო, უბრალოდ აღარ იყო ამ ქვეყნად... ............................................................................................................................................................... წლის თავი ისე მოვიდა მისი საფლავი ერთი დღის შვალედითაც არ მიმიტოვებია, სულ მის გვერდით ვიყავი და ვიცოდი, რომ ისიც ჩემს გვერდით იყო, ის ახლაც ჩემს გვერდით არის, არ ჩანს ვერ ვგრძნობ, მაგრამ არის... >>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>><<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< დრომ ყველაფერი წაიღო, ყველაფერი გააქრო, ყველა გრძნობა შეცვალა, გადაასხვაფერა, დარჩა მყოლოდ მოგონებებად ქცეული განყენებული, გრძნობებ მოცილებული ფაქტები... მაგისტრატურის პირველ კურსზე ჩავირიცხე დედას ეს ძალიან გაახარებდა, მას მუდამ უნდოდა რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ვყოფილიყავი, ალბათ ეს იმ დროისთვის უნდოდა, როცა ის აქ, ჩემს გვერდით აღარ იქნებოდა, მეც სწორედ მისმა არა ამქვეყნად ყოფნამ, მისმა არაამქვეყნიურმა სიყვარულმა მაიძულა მებრძოლა საკუთარი თავისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემს ანგელოზად ქცეულ დედაჩემს ჩემით ეამაყა... მე მუდამ ვამაყობდი შენით დედა, დროა ახლა მე გავაკეთო რამე ღირებული შენს გარეშე, შენი რჩევების და დახმარების გარეშე... უშენოდ, მაგრამ შენს დასანახად... შენს დასანახად ზეციდან... ვიცი დღემდე მხედავ დე... .............................................................................................................................................................. მე დღეს ისევ სტუდენტი ვარ, ისევ იქ ვსწავლობ, სადაც ვსწავლობდი, ისევ იქ ვარ საიდანაც ყველაფერი დავიწყე, საიდანაც შევწყვიტე, ისე ყვავიან მარტის 9 ში ირგვლივ ყვავილები, ისევ ჭიკჭიკებენ ირგვლივ ჩიტები, ჩემს სახლში ისევ აივანზე ბუდეს იშენებენ მერცხლები, ისევ ამოდის ია-ია ჩემს ეზოში, ეს ია-იები დედას ძალიან უყვარდა, უყვარდა მას, და მეც მიყვარს, მე მაშინ ვერ ვამჩნევდი ამ სილამაზეს, მაგრამ მე დღეს მასზე მეტად მიყვარს, მასავით ვერა, რადგან ვიცი, რომ ის რომ აქ იყოს, მას ცემზე მეტად ეყვარებოდა, მაგრამ ის აქ არ არის... მალე ჩემი თვეც მოვა, ხო, ჩემი აპრილი... რაღა დარჩა... თითქმის ერთი თვე, თუ ზუსტად გამოვაკლებთ მარტის 31-ტს, 9 დღეს მივიღბთ რამდნიმე დღეს პირველ აპრილამდე, საოცარი დამთხვევაა, რომ წელს მე 25 წლის ვხდები, სწორედ 25 წლის იყო დედა, როცა მე გავჩნდი, როცა მე გავჩნდი აპრილის თვეში, 29 აპრილს... ორშაბათ დღეს, დილის 6 საათზე... „გამთენიისას შვილო...“__ასე ამბობდა დედა, როცა იხსენებდა ხოლმე ამ დღეს, ასე ამბობდა ყოველთვის, ყოველი წლის მარტის ბოლოდან, აპრილის ბოლომდე, წელს ამ ყველაფერს მე გავიხსენებ, ზუსტად ისე, როგორც მახსოვს დედის მონაყოლიდან, ალბათ უფრო მეტიც მახსოვს, ვიდრე ვინმე სხვას, ვინც ამქვეყნად მყავს... ჩემს დედიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი და კეთილი გული ჰქონდა ღმერთო... ............................................................................................................................................................... ზუსტად არ ვიცი, როგორ გამოვნახე ძალა და ცრემლების გარეშე ავკრიბე მტელი ეს თავი, თუმცა ცხადია, რომ არც კი გამხსენებია გიორგი და მაკა, რომლებიც მხოლოდ ამ ბოლო მომენტში მომივიდნენ თვალებისკენ ცნობიერებაში ცრემლების თანხლებით... ისინი ისევ ერთად არიან, მხოლოდ ეს ვიცი მათზე, მხოლოდ ის ვიცი, რომ კარგად და სხვენის ტვალით ბედნიერები არიან, მე ისინი არასდროს მინახავს იმ ქორწილის დღის სემდეგ, რომელშიდაც ერთმანეთს დავშორდით, არ ვიცი ახლა სად არიან, თუმცა ერთი რამ ცხადია, უკვე მე ჩემი საკუთარი თავი ვიპოვე სწორედ ისეთი ვარ, როგორიც ვარ, სწორედ ისე ვიქცევი, როგორც ვიცი რომ სწორია, სწორედ ისე ვცხოვრობ, როგორც დედამ მასწავლა, სწორედ იმას ვაკეთებ რასაც მე გავაკეთებდი, სწორედ იმიტომ, რომ ვიცი, ზევით ღრუბლებიდან იცქირება უფალი, რომელიც ყველას ერთნაირად გვიყურებს, გვარიგებს, გვახარებს, და რაც მთავარია, მე ვგრძნობ, რომ ის ჩემთან არის, ისევე, როგორც დედა... ალბათ ბედის ირონიაა, რომ „შენი თამუნია“... უკვე დიდი გოგო გახდა დედა, უკვე ძალიან დიდი და ძალიან სხვანაირია დე, ვიცი ახლა რომ დაგენახე იტყოდი, „__მგონი მართლა გაიზარდე შვილო..“_ ეს სიტყვები მართალია შენგან არასდროს არ მსმენია, თუმცა ვიცი დღეს 2016 წლის 9 მარტს ამ სიტყვებს შენგან აუცილებლად დავიმსახურებდი... მალე ჩემი დაბადების დღე მოვა დედილო, მალე „შენი თამუნია“ 25 წლის გახდება, მისთვის ისევ მოვა აპრილის თვე ყოჩივარდებით, ისევ მოვლენ მერცხლები ჩვენთან ბუდის ასაშენებლად, ან აღარ მოვლენ, რადგან შენ ვერ დაგინახავენ, თუმცა მე ხომ ვიცი, რომ დროა უკვე „შენი თამუნია“ შენი შვილიშვილის დედა გახდეს დე... დამელოდე ... დამელოდე და მალე ყველა ოცნებას ავიხდენ დე, ყველა იმ ოცნებას, რასაც ერთად ვოცნებობდით თუ ვგეგმავდით, რაც გვინდოდა თუ უფრო მეტად გამხნევების გამო ვეუბნებოდით ერთმანეთს დე... მალე შენს გარეშე გახდება შენი თამუნია სხვისი თამუნია დე, მალე ალბათ ნანატრ შვილიშვილსაც გაგიჩენ დედიკო... ვიცი, ვიცი, რომ ასეც იქნება, მე ხომ ზემოდან ანგელოზად მიყურებ დე.. დიდი სიყვარულით შენი თამუნია 2016 წლის 9 მარტი. თ.ჯიშკარიანი <<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.