შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა მიყვარდეს თავი 50 (დასასრული)


12-03-2016, 02:16
ავტორი mako-makako
ნანახია 3 452

გივი უკვე ქალაქს გასცდა როდესაც მირანდამ ლადოს დაურეკა და შეატყობინა.
-ლადო,უკვე ქალაქიდან გავიდა და უკან მივყვებით.-ჩაესმა ტელეფონში მირანდას ხმა.
-ვაგრძელებთ თვალთვალს.მეტრეველიც სადაცაა გავა ქალაქიდან.ეჭვი მაქვს ორივე ერთი და იგივე დანიშულების ადგილას მიდის.-უთხრა კაპანაძემ.
-ბრძანება მიღებულია.-მირანდამ მითითებები ბიჭებს მისცა და ისევ ლადოს დაუგდო ყური.
-დროა დამხმარე ძალა გამოვიძახოთ,გული მიგრძნობს ამაღამ ყველაფერი დასრულდება.-მღელვარებისგან ხმა ოდნავ დაბოხებოდა მამაკაცს რაც უფრო მკაცრს ხდიდა.
-ჩვენ მზადყოფნაში ვართ.-მჟავიამ ტელეფონი გათიშა და გზას მიადევნა თვალი. აინტერესებდა სად მიდიოდა სიმონიშვილი.
თბილისს ახალი გაცდენილები იყვნენ გივის ავტომობილმა ნორიოსკენ რომ გადაუხვია ჩაბნელებულ დანგრეულ გზას ნელი სვლით აუყვა.მოთვალთვალეები საკმაოდ შორიდან ადევნებდნენ თვალს.მიახლოვებისას სიბნელეში შეიძლება მათი მანქანის ფარები გივის შეენიშნა და მდევარი აღმოეჩინა.ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილით აგრძელებდნენ თვალთვალს.სოფელს გაცდა და გეზი ტყისკენ აიღო, დიდხანს არც უვლია იქვე ხშირ ნაძვნარში შეაჩერა მანქანა და ფარები ჩააქრო,არ ჩქარობდა გადმოსვლას,აშკარა იყო ვიღაცას ელოდებოდა.მირანდამ მანქანა მოშორებით გააჩერებინა და ყველანი გადმოვიდნენ,იარაღები მზადყოფნაში მოიყვანეს და ტყის გავლით,ნელ-ნელა მიახლოვება დაიწყეს.ისე გადანაწილდნენ რომ ერთმანეთს საკმაოდ კარგად ხედავდნენ.გივის მანქანა მათ წინ იდგა და თვალყურს ადევნებდნენ.მოცდა არც ისე დიდხანს მოუწიათ.სიბნელეში და ფოთლების ხმაურზე მიხვდნენ რომ ვიღაც უახლოვდებოდათ.სმენა და მხედველობა დაძაბეს.დაინახეს როგორ ჩაჯდა ვიღაც მაღალი ახალგაზრდა ბიჭი გივის მანქანაში და მაშინვე დაიძრა მანქანა ისევ ტყის მიმართულებით.არც მათ დაუკარგავთ დრო,ყველამ სასწრაფოდ მოახდინა რეაგირება,მანქანაში განთავსდნენ და ისევ განაგრძეს თვალთვალი.
-დარწმუნებული ვარ ირაკლი იყო.-უფრო თავისტვის ჩაილაპარაკა ქალმა ვიდრე ბიჭების გასაგონად.
-დღეს ნამდვილად გამოვიჭერთ.-მხნედ წარმოსთქვა ეს სიტყვები უკან მჯდომმა და მირანდას გამამხნევებლად დაადო მხარზე ხელი.
-იმედია,თაზო იმედია.-ესიამოვნა ბიჭის მხარდჭერა,მაგრამ მჟავიამ იცოდა რომ ეს ყველაფერი უსისხლოდ არ ჩაივლიდა.მამაც და შვილიც ისეთი ხალხის კატეგორიას მიეკუტვნებოდნენ რომლებიც უბრძოლველად არასოდეს გამოდიოდნენ ბრძოლის ველიდან,უკანასკნელ სისხლის წვეთამდე გაიტანდნენ თავს ან შეაკვდებოდნენ ან შემოაკვდებოდა.ასეთი იყო მათი ცხოვრების დევიზი.ამაში ნამდვილად არ ცდებოდა მირანდა ამ რამდენიმე თვიანი მუშაობის მერე გივი საკმაოდ კარგად გაიცნო,ირაკლისაც ფაქტებიდან გამომდინარე უკვე კარგადაც იცნობდა და იცოდა რაზე იყვნენ წამსვლელები.აი მეტრეველი კი ნამდვილად საკითხავი იყო რამდენად გაქჩავდა ამ ყველაფერში.აკაკის ნამდვილად ეტყობოდა რომ ამ ცხოვრების მიმდევარი არ იყო რასაც მის შვილზე ვერ ვიტყოდით,ამიტომ მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი.
მანქანაში ჩაჯდომისთანავე ირაკლიმ მამას გახედა და საუბარი პირველმა წამოიწყო.
-რა ხდება მამა?საკმაოდ აღელვებული ჩანხარ.-და მის აცახცახებულ ხელებს ყურადღებით დააკვირდა.გივი საჭეს მაგრად ჩაფრენოდა და გზას გაცაციცებით ადევნებდა თვალს.
-დღეს აკაკი იყო ჩემთან მოსული და პირობები წამომიყენა.-ისე უთხრა ვაჟს რომ მისკენაც არ გაუხედავს.
-მერე რაო რა მინდაო?-იმხელა ზიზღი და აგრესია იგრძნობოდა ირაკლის ხმასი რომ ალბათ აკაკის მოკვლის სურვილიც კი გაუჩნდა.
-ჩემს ბიჭს თავი დაანებოს ირაკლიმო,ტორემ ყველაფერზე წავალო.-გივი ისევ დაძაბული იჯდა და სიბნელეში ძლივს იკვალავა გზას.
-არავინ არ აბამს მის შვილს,თვითონ უნდა და ჩემთანაა.მამამისისნაირი კურდღელი კი არაა რამის რომ ეშინოდეს.-ზიზღიტ გადააფურთხა ფანჯრიდან და ჰაერი ხარბად ჩაისუთქა.
-არაა შვილო ეს სახუმარო საქმე.დაანებე გთხოვ თავი,შურისძიების წყურვილმა სულ დაგაბრმავა.არ მინდა ხელახლა დაგკარგო.-უკვე სასოწარკვეთას მოეცვა უფროსი სიმონისვილი და შვილს მუდარის თვალებით შეჰყურებდა.
-მამა ეს უბრალოდ შურისძიება არაა.ეს კაცობის საკითხია,მათ მე გამწირეს და ეხლა მთხოვ რომ დავინდო?არასოდეს,გესმის არასოდეს.-იმხელა ხმაზე დაიღრიალა ირაკლიმ რომ გივიმ სიტყვის თქმაც კი ვეღარ მოახერხა. ამის მეტი მათ ერთმანეთთან აღარ უსაუბრიათ.მშვიდად,საკუთარ ფიქრებში ჩაძირულები მიუყვებოდნენ უკუნეთ ღამეში გზას და ერთმანეთისკენაც არ იხედებოდნენ. ამასობაში გივის მანქანა ერთ აგურით ნაშენებ,ძველებურ სახლს მიუახლოვდა, გარედანვე ეტყობოდა რომ დიდიხნის მიტოვებული იყო.ეზო სულ გაპარტახებული და შელახილი,სიძველისგან ძლივს დაკიდებული დაჟანგული ჭიშკარი და ალბათ უკვე საუკუნის ხნის ეზოს შუაგულში მდგომი კაკლის ხე საზარელი სანახავი იყო.კოშმარულ სიზმარში ნანახს მოგაგონებდათ აქაურობა. ღამეც უჩვეულოდ ბნელი იყო.ქურდს რა უნდა,ბნელი ღამეო.სწორედ მათთვის იყო ეს ღამე ზედ გამოჭრილი.მამა-შვილი მანქანიდან ერთდროულად გადმოვიდნენ და სახლის უკვე კარგა ხნის მორყეული ხის კარი ფრთხილად შეაღეს, რომ არ ჩამონგრეულიყო. ფრთხილად დაუყვნენ სარდაფისკენ ჩამავალ ნახევრად დანგრეულ კიბეს და დაკეტილ კარებთან გაჩერდნენ.გივის მაშინვე ცხვირში ეცა ნესტისა და საშინელი სიმყრალის სუნი.მყუდროებას მხოლოდ ვირთხების წრიპინი არრვევდა,რომლებიც მრავლად იყვნენ და არც ერიდებოდნენ მოსულთ,ისე დარბოდნენ მათ ფეხებ შორის.ოთახიდან ისეთი სიჩუმე გამოდიოდა ვერცკი იფიქრებდი რომ შიგნით ვინმე იქნებოდა.კარები ირაკლიმ შეაღო და სანტელი აანთო,მბჟუტავი სინათლე მასინვე მოედო სიბნელით გამეფებულ ოთახს და ოდნავ გაანათა იქაურობა. ასე ტუ ისე სილუეტების გარჩევა შეიძლებოდა.გივიმ სარდაფი მოათვალიერა და იქვე კუთხეში რაღაც ბინძური ლეიბის ნაგლეჯზე ნახევრად შემოხეული ტანისამოსიანი პატარა გოგონა შენიშნა,რომელიც ცდილობდა შიშველი ადგილები ხელებით დაეფარა,მაგრამ რამდენად გამოსდიოდა საკითხავი ეგ იყო.
-ამას რას უპირებ?-ჩუმად გადაულაპარაკა შვილს და ისევ გოგონასკენ გაექცა თვალი.რომელიც მათ შემოსვლაზე არც კი განძრეულა.
-არც არაფერს,ჯერ კარგად გავერთობი მერე კი ისე მოვისვრი სანაგვე ყუთში როგორც მისმა დაქალმა მომისროლა ოდესღაც.-იმხელა ზიზღი გამოსჭვიოდა მის ხმის ტემბრიდან რომ გივი მიხვდა თურმე რა მონსტრი შვილი გაუზრდია და ეს აქამდე ვერ გაეცნობიერებებინა.
-საკმარისია რაც გაუკეთე,უკვე საკმაოდ აგო პასუხი.ამიტომ დროა შვილო გაუშვა. პოლიცია ყველა ნაბიჯს მიკონტროლებს,ძლივს შევძელი ამაღამ თავის დახსნა ისე რომ არავინ ამდევნებოდა.ამიტომ შეეშვი ამ საქმეს ეხლავე,საბუთები ორ დღეში მზად იქნება და გაგამგზავრებ აქედან სამუდამოდ.-სიტუაცია ნათლად აუხსნა გივიმ ირაკლის,რომელიც ანთებული თვალებით უყურებდა გოგოს ნახევრად შიშველ სხეულს.
-არა და არა,უკვე მერამდენედ უნდა გითხრა რომ როცა მე მომინდება მხოლოდ მაშინ დამთავრდება ეს თამაში და ამას მხოლოდ მე გადავწყვეტ,ის კი აქ ჩემთან ერთად დარჩება და ჩემს სურვილებს დააკმაყოფილებს,რომლებიც დღითი დღე უფრო და უფრო მიმძაფრდება.შენ ვერც კი წარმოიდგენ რად დამიჯდა მე ეს ყველაფერი,მე ხომ მარტო სიყვარული მინდოდა სხვა არაფერი მითხოვია,მან კი სხვა სი გამცვალა,სხვა მამჯობინა ამისათვის კი მისი საყვარელი დაქალი აგებს პასუხს.ის დაისჯება მის მაგივრად და იმას ვაზღვევინებ ყველაფერს.-ამის თქმა იყო და ირაკლი ადგილს მოწყდა.ანასთან მიირბინა ფეხზე წამოაყენა და ორივე ხელით მაგრად ჩაებღაუჭა მის მხებს,რომლებიც ციანივით ცახცახებდნენ.არა არაფრის არ ეშინოდა ანას,უბრალოდ მისი ყოველი შეხება,მისი ბინძური ხელებისა და ტუჩების ფათური მხოლოდ ზიზღს აღზრავდა მასში და ეზიზღებოდა საკუთარი სხეულიც, რადგან ყველგან გრძნობდა ირაკლის ამაზრზენ კოცნას და მოფერებას.როგორც მშიერი მხეცი ეცემა ნანადირევს ისე ეცა სიმონიშვილიც ანუკის და დამგელებულმა დაუწყო სხეულზე მოფეება.კოცნიდა თუ ამას კოცნა ერქვა ეს უფრო შეურაცყოფა და დამცირება იყო გოგოსთვის,დიდ სველ ტუჩებს ჯერ სახეზე დაატარებდა აუტანლად და შემდეგ ყელს დაუყვა,ხელებს მთელს სხეულზე უფათურებდა. ნახევრად დაფლეთილი მაისური ბოლომდე შემოახია და ძირს ისროლა,გივი გაოცებული უყურებდა შვილის ამაზრზენ საქციელს რომელიც გოგონას ალერსით ცხოველური ინსტინქტების დაოკებას ცდილობდა და ხმას ვერ იღებდა.უბრალოდ გაოცებული და განადგურებული იდგა ამ სცენის მოწმე რომელიც კულისებიდან ადევნებდა ყველაფერს თვალყურს.ირაკლი კი თავის დაწყებულ საქმეს განარძობდა,არც კი უცდია შეჩერება,უბრალოდ ჟინს იკმაყოფილებდა და მორჩა. ანასთვის კი ეს ყველაფერი უკვე სულერთი გამხდარიყო.მისი ცხოვრება მოტაცების დღიდან დასრულდა და ამის მერე ის უბრალოდ აღარ არსებობდა.გრძნობდა როგორ გადავიდა ირაკლი ყელიდან მკერდზე და როგორ მოუჭირა ორივე ხელი ამობურცულ და მკვრივ მკერდს,მხოლოდ მტკივნეული ხმების გამოძახილი აღმოხდა პირიდან და ისიც მაშინვე დაახშო,კბილები მაგრად დააჭირა ტუჩებზე და გაინაბა.ირაკლის ცხოველურად ესიამოვნა მისი ტკივილი,მკერდიდან ტუჩები ისევ ბაგეებზე გადაიტანა და კბილები ერთმანეთს დააშორებინა.უნდოდა ისევ გაეგონა ტკივილნარევი ანას ხმები,რომელიც მის შეგრძნებებს უფრო ამძაფრებდა,ხელები შარვლისკენ წაირო და ღილები შეუხსნა,ნელა ჩააცურა ხელი შარვლის შიგნიტ და მისი გლუვი კანის შეხებისას ტანში სასიამვნოდ გააცია,არ მოელოდა ამდენ სიამოვნებას თუ აღძრავდა ეს პატარა გოგო მასში.რომ დაფიქრდეს თეკოზე უკეთესიც კი არის მისი ალერსი.მაგრად მოუწირა შარვლის შიგნიდან საჯდომზე ორივე ხელი და თვალებში ჩააშტერდა.ანუკის მზერა ცივი და არაფრისმთქმელი იყო,იმდენად იყო დასუსტებული და გაბრუებული რომ შეწინააღმდეგების თავიც კი აღარ ჰქონდა,ირაკლის კი ეს მორჩილება უფრო ახელებდა,უფრო და უფრო მეტი უნდოდა.უდოდა საბოლოოდ თავისად ექცია ეს უმანკო სხეული,ეს ჯერ კიდევ შეულახავი სული და უნდოდა ბოლომდე გაენადგურებინა,წაებილწა და ნასიამოვნებს მერე სადმე შორს მოესროლა როგორც უსარგებლო ნივთი.მას მხოლოდ ჟინის დაკმაყოფილება და შირისძიება უნდოდა.ამ ყველაფრით გართულს უცებ კარებთან ხმაური მოესმა და მხოლოდ მაშინ შეწყვიტა დროებით ,,ალერსი''. გოგონას მაშინვე მოშორდა და რამდენიმე ნახტომში კარებთან გაჩნდა.
შოთიკომ მანქანა იქვე ხშირ ნაძვნარში დამალა და ისიც შეუერთდა,უკვე გადანაწილებუ მირანდას და თაზოს.რომლებიც გარემოს ზვერავდნენ და ცდილობდნენ ყველაფერი დეტალურად შეეთვალიერებინათ.გარეთ არავინ იყო,ეტყობოდა მამა-შვილი მარტო იყო ან მათთან ერთად იყო კიდევ ვინმე სხვა, რომელიც სავარაუდოდ სახლში იმყოფებოდა.უცებ შორიდან მანქანის ხმა მოესმათ,რომელიც მათკენ მიიდიოდა.ყველამ მოასწრო დამალვა და ეხლა მანქანას მიადევნეს თვალი.მანქანა გივის დაყენებულ მანქანასთან შეაჩერეს და იქიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა.ეს გოგიტა იყო.მათთან მალე ლადო და თავისი ბიჭები გაჩდნენ რომლებსაც ბექა მოჰყავდათ და ძლივს აკავებდნენ.მირანდას ვაჟის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა და გაოცებული მზერა ლადოს მიაპყრო.
-ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ,ეხლა ის მითხარი აქ რა ხდება?-მზერის არს როცა მიხვდა კაცი მაშინვე სიტუაციის გარკვევა დაიწყო.
-ჯერჯერობით სიმშვიდეა.ნახევარი საათი იქნება რაც აქ არიან და ჯერ გარეთ არ გამოსულან.ან მარტო უნდა იყვნენ ან სავააუდოდ ვინმეა მათთან.ეს ჯერ კიდევ დაუდგენელია.-მაშინვე განუმარტა ყველაფერი მჟავიამ ლადოს.
-გასაგებია,მოემზადეთ გოგიტა აქვე უნდა ავიყვანოთ რომ მერე დამატებით ძალად არ მოგვევლინოს.-ყველას საყურადღებოდ განაცხადა და იარაღი მოიმარჯვა.-შენ კი დროებით აქ დამელოდე და საქმის ჩშლა არც კი იფიქრო.-მკაცრად გააფრთხილა ბექა და პირვლი თვითონ წავიდა.
გოგიტა მაშინვე გადმოვიდა მანქანიდა,არემარე მოათვალიერა და როცა დარწმუნდა კაციშილის ჭაჭანება არ იყო საბარგულს თავი ახადა.ორი შავი სპორტული ჩანთა გადმოიღო,რომლებიც დღეს შუადღით გამოიტანა სახლიდან და საბარგული დახურა.ორიოდე ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული მირანდამ საფეთქეზე იარაღი მიადო.
-განძრვა არც გაბედო,თორემ ტვინს აქვე გაგასხმევინებ.-იმდენად სერიოზული იყო მისი ხმა გოგიტა ადგილიდან ვერ დაიძრა.
-ამის დედაც..-მოგუდილად ჩაილაპარაკა და მოხვდა კიდეც მძიმედ იარაღის ტარი თავში.რამაც მისი უგონო მდგომარეობა გამოიწვია.ბიჭები მაშინვე მისცვივდნენ და მანქანაში ჩატენეს.ლადომ ერთ-ერთი ბიჭი დაუყენა მცველად,ვაი თუ ადრე მოსულიყო გონს და გაქცულიყო.ამას კი ნამდვილად ვერ დაუსვებდნენ.ბექას ხელით ანიშნა კაცმა მომყევიო და ისიც მასინვე მათთან გაჩნდა.შარვლის უკნიდან იარაღი ამოიღო და მზადყოფნასი მოიყვანა.
-ეს საიდან?-გაოცებულმა გახედა ლადომ.
-ამაზე მოგვიანებით,ეხლა დრო არ დავკარგოთ და ჩემი ანა გადავარჩინოთ,ისედაც საკმაოდ იტანჯა ამ ნაბი*ვრების ხელში.-ზიზღით გამოსცრა ბოლო სიტყვები ბექა და ჯგუფს შეუერთდა.
ყველანი დაიძრნენ სახლისკენ.მირანდა მართალი აღმოჩნდა,გარეთ ნამდვილად არავინ იყო მაგრამ შიგნით ოთხი კაცი იცავდა სახლს,რომლებიც კარტის თამაშით ირთობდნენ თავს,კარის გაღების ხმაზე ყველამ ყურადღება დაძაბა მაგრამ იარაღის სროლა ვერც მოასწრეს ისე გაისმა პოლიციელების მხრიდან მაყუციანი იარაღის გასროლის ხმა და ოთხივე მოწყვეტით დაეცა ძირს.ამას ცოტა ხმაური მოჰყვა, მაგრამ იქ არავინ გამოჩენილამ.ამიტომ ივარაუდეს რომ დანარჩენები ალბათ სარდაფში თუ იქნებოდნენ.იქვე სამზარეულოს კარების შესასვლელში კიდევ ერთი კარი იყო რომელიც უსასრულოდ დაბლა მიუყვებოდა კიბეებით.კიბეებს ფრთხილად დაუყვა ლადო,შემდეგ მირანდა და თაზო მიყვნენ,ბექა და დანარჩენები უკან მიჰყვებოდნენ.
ირაკლიმ ხმაურზე მაშინვე იარაღი მოიმარჯვა,მამამისაც მიაწოდა და კარებს ამოეფარა.ანუკი კი ასე შიშველი იდგა გაშეშებული და ადგილიდან ვერ იძვროდა. კარები ირაკლიმ გამოაღო და უმისამართო სროლა ატეხა.ყველანი დაიფანტნენ და სხვადასხვა მხარეს გადანაწილდნენ,კიბის თავში მირანდა მოხვდა იარაღი მოიმარჯვა და მანაც გაისროლა,ამას საპასუხო სროლა მოჰყვა და მჟავიამ ერთი ამოიკვნესა კიდეც.თაზო ყველაზე ახლოს იყო მასთან,წამებში ხელში აიყვანა დაჭრილი გოგო და კიბეებს აუყვა,მირანდას ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი ერთი გამავალი მხარში და მეორე მუცელში.სისხლი შეჩერებას არ აპირებდა, პირიქით ისე სწრაფად მოდიოდა რომ ვაჟს მაშინვე დაუსველა მთელი პერანგი.ეზოში აიყვანა და მანქანაში ჩააწვინა,მანქანიდან პირველადი დახმარების ყუთი ამოიღო, გოგოს ჭრილობაზე დააჭირა და მაგრად გადაუხვია.შემდეგ დამხმარე ჯგუფს ექიმის მოყვანა სთხოვა და გოგონას ხელი მის დიდრონ თითებში მოიქცია.
-გთხოვ,ოღონდ თვალები არ დახუჭო,არ დაიძინო.ყველაფერი მალე დამთავრდება. მალე ექიმიც მოვა ოღონდ არ დაიძინო.-ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა თაზოს მაშინვე მიხვდებოდა ყველა მის მიმართ რას გრძნობდა. მირანდა ისე დასუსტებულიყო ამ რამდენიმე წუთში რომ თვალები თავისით ეხუჭებოდა. საბოლოოდ დიდხანს ვეღარ გაუძლო და მაინც გაეთიშა გონება.ამის დანახვაზე თაზო სულ გადაირია,იქვე მდგომ ბიჭს რომელიც გოგიტას იცავდა მხოლოდ ის მიაძახა რომ მირანდა საავადმყოფოში მიჰყავდა და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა. ყველამ გაიგონა მანქანის მუხრუჭების ხმა და იმასაც მიხვდნენ რომ მირანდას მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო,თორემ თაზო ექიმის მოსვლას დაელოდებოდა.კაპანაძე ნელა მიუახლოვდა კარებს და ბიჭებს დაცვა უბრძანა, დამხმარე ძალა რატომღაც აგვიანებდა რაც საქმეს საგრძნობლად ართულებდა, ყველა ხვდებოდა რომ მამა-შვილი უბრძოლველად არ დანებდებოდნენ და დღეს საკმაოდ ბევრი სისხლი დაიღვრებოდა.ბექა მაშინვე ბიჭის გვრედით გაჩნდა და მხარში ამოუდგა კარებს,როცა მიხვდნენ ირაკლი სროლას არ აპირებდა მაშინვე ფეხით შეამტვრიეს კარები,სიბნელეს თვალი მოავლეს და ვერავინ ვერ დაინახეს.ბექა კედლებს ხელის ცეცებით გაჰყვა და ჩამრთველი იქვე ახლოს აღმოაჩინა,იქვე კუთხეში ჩაცუცქული დ ნახევრად შიშველი ანა დაინახეს, ირაკლი და მამამისი კი არსად ჩანდნენ.ლადო და ბიჭები მაშინვე იქვე ღია კარში გაძვრნენ და გაქცეულებს უკან დაედევნენ.გასვიანი სირბილით გიქცე გოგოსკენ,გულში ჩაიკრა და მთელი სახე თვალეცრემლიანმა დაუკოცნა.ეფერებოდა დ ცრემლად იღვებოდა, ანუკის კი წარბიც არ შეუხრია.ბექამ მაშინვე ტყავის ქურთუკი გაიხადა და გოგოს მხრებზე მოახვია,შიშველ მკლავებზე ხელი მოჰკიდა და ფეხზე წამოაყენა. ანუკი იმდენად სუსტად იყო სიარულის თავიც არ ჰქონდა,კიბეებზე ასვლისას ფეხი მოეკვეთა და გასვიანს პირდაპირ ხელებში ჩაუვარდა,ბექამ მაშინვე იმარჯვა გონდაკარგული გოგო მჭიდროდ მოიქცია ხელებში და კიბე სირბილით აიარა. სახლიდან გამოსული მაშინვე თავისი მანქანისკენ გაემართა,ანა უკანა სავარძელზე დააწვინა,სწრაფად შემოუარა მანქანას და ადგილის გიჟივით მოწყვიტა მანქანა. ამ დროს ლადო და თავისი ბიჭები კვალდაკვალ მისდევდნენ მამა-შვილს,რომლებიც უკუნეთ ღამეში თავს დაბურულ ტყეს აფარებდნენ.მაგრამ ეს დევნა დიდხანს არ გაგრძელებულა კაპანაძის ნასროლმა ტყვიამ ირაკლი სერიოზულად დაჭრა.გივი მაშინვე შვილთან ჩაიმუხლა,იარაღი რომელიც ირაკლიმ სარდაფში მოულოდნელად ხელში მიაჩეჩა გვერდით დადო,მისი თავი მუხლებზე დაიდო და ატირდა.დიახ არ მოგესმათ,ეს გულქვა კაცი,რომელსაც ცხოვრებაში არაერთი ბოროტება ჩაუდენია.დამიანის მკვლელობის დროს ხელიც კი არ აჰკანკალებია ისე გამოუკრია ჩახმახისთვის თითი,ეხლა იჯდა და შვილის გამო ტიროდა.ტიროდა იმის გამო რომ ასეტი ტირანი და არაკაცი შვილი გაზარდა.კარგი ვერაფერი ჩაუნერგა და ამით მთელი ცხოვრება დაუნგრია.ტიროდა იმის გამო რომ ის უკვე სიცოცლის უკანასკნელ წამებს ითვლიდა და კვდებოდა მოუნანიებლად, უპატიებლად და ეს ყველაზე დიდი ტვირთი მიჰქონდა საიქიოს.სადაც ცოდვების შენდობა არც ისე ადვილი იქნებოდა.ღმერთის მორწმუნე არასოდეს ყოფილა თავისი საქმიანობიდან გამომდინარე,ის ყველა წარმატებას თუ წარუმატებლობას ბედს მიაწერდა და ასე ამართლედ ყველაფერს,მაგრამ ეხლა იმდენად სასოწარკვეთილი იყო რომ ყველაფერს იწამებდა ოღონდ მის ირაკლის ეცოცხლა, ოღონდ ისევ დაენახა ის თვალები რომელიც დაბადებისთანავე მუდამ თან დაჰყვებოდა.უყვარდა შვილი ეგოისტურად მაგრამ რა გააკეთა მისთვის?არც არაფერი ცუდის გარდა.ის კვდებოდა მისი ცოდვების გამო რომელიც მამამ მემკვიდრეობით გადასცა შვილს და მისცა უფლება მასაც ბევრი ცოდვა შეემატებინა იმ სიისთვის.ლადოს და ბიჭებს ხელი არ გაუნძრევიათ.იცოდნენ რომ ირაკლის აქედან ცოცხალს ვერ გაიყვანდნენ და აზრი არ ჰქონდა არაფერს.მისცეს მამას შვილთან სამუდამოდ დამშვიდობების უფლება,რადგან მეტი დრო ამისთვის აღარ ექნებოდათ.ირაკლიმ ბოლოჯერ ამოიხრიალა და სული განუტევა.აქამდე ჩუმად მტირალი მამა ეხლა ხმამაღლა ღრიალებდა,მხოლოდ უსიტყვოდ.არ ყოფილა არც ერთი სიტყვა მათ შორის თქმული,თითქოს მათი მზერით ყველაფერი ცხადი იყო. დასრულდა მათი ცხოვრებისეს ეტაპი ყველაზე ტრაგიკულად მაგრამ სამართლიანად დასრულდა,რადგან უფალი ყოველთვის აღავლენს სამართლიანობას და მიეზღვება ყველა იმას ვისაც ეს ოდენ საშინელი ცოდვები აქვს ჩადენილი.არ არსებობს ადამიანი რომელსაც ცოდვა არ ედოს კისერზე,არ აქვს მნიშვნელობა ეს ცოდვა მსუბუქია თუმძიმე,ცოდვა ცოდვაა.ამბობენ, ბავშვს დაბადენბისთანავე დედის ცოდვები გადაეცემაო.მე არ ვიცი ეს მითია თუ რეალობა მაგრამ ის კი ვიცი ყველა ადამიანს აქვს ცოდვა და მას ადრე თუ გვიან აუცილებლად მოეკითხება.ასე იყო ირაკლიც და გივიც,ირაკლიმ სიკვდილით აგო ყველაფერზე პასუხი ხოლო გივი ციხე არ ასცდებოდა იმ აუარებელი ცოდვების გამო რაც სიცოცხლის მანძილზე ჩაუდენია და ალბათ არც იქნებოდა საკმარისი მისი დარჩენილი ცხოვრება ამ ყველაფრის მოსანანიებლად საკმარისი.ცხედარეი მანქანის უკანა სავარძელზე დაასვენეს,გივი მეორე მანქანაში ჩასვეს ბორკილებ დადებული და ასე წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.გოგიტა ცივ საკანში მოვიდა გონს,გვერდით სახეწაშლილი გივი ეჯდა და ხმას არ იღებდა.მალე მათ ბრალს წაუყენებდნენ.დანაშაულის ადგილზე აყვანილებს სასამართლო მალე გაასამართლებდათ და ციხეშიც გადაიყვანდნე.იქამდე კი იქნებოდა დამღლელი დაკითხვები.ლადომ როგორც კი ყველა საქმე მოაგვარა მაშინვე თაზოს დაურეკა.
-სად ხარ თაზო?მირანდა როგორაა?-როგორცკი ვაჟმა უპასუხა მაშინვე კითხვები დააყარა.
-თბილისში ვარ,მირანდა საავადმყოფოში წამოვიყვანე მაშინვე მაგრამ მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.ბევრი სისხლი აქვს დაკარგული.ექიმები ოპერაციას უკეთებენ მაგრამ იმედს არ იძლევიან.-ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა თაზოს რომ მაშინვე მიხვდა ყველაფერს ლადო.
-რომელ საავადმყოფოში ხართ?-კაპანაძე უკვე გიჟდებოდა,მირანდას რომ რამე მოსვლოდა ვერ გადაიტანდა ის ხომ ძალიან უყვარდა.ერთადერთი მეგობარი იყო რომელსაც მისი უსიტყვოდ ესმოდა და მას ნამდვილად ვერ დაკარგავდა.
-ღუდუშაურის საავადმყოფოში ვართ.მალე მოდი რა ლადო.-ბიჭის ხმაში ვედრება ისმოდა.
-ეხლავე მანდ გავჩნდები.-ტელეფონი გათიშა და მაშინვე მანქანა დაქოქა.გზაში ლექსოს დაურეკა.მობილური ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო და იქვე სავარძელზე დადო,იმდენად ნერვიულობდა არ იცოდაეს ამბავი მათთვის როგორ ეთქვა.ის კი იცოდა რომ ანა კარგადაა და ეხლა ბექასთან იყო,მაგრამ სად ეგ ნამდვილად არ იცოდა.
-გისმენ ლადო.-მაშინვე გაიგონა ლექსოს ანერვიულებული ტემბრი.
-სად ხარ ლექსო?-თითქოს წელავდა სიმართლის თქმას.
-ანასთან ვართ,სახლში და შენს ზარს ველოდებოდით.-ეს თქვა და შამანაურმა იქ მსხდომებს თვალი მოავლო,რომლებიც დაძაბული უსმენდნენ მის საუბარს.
-ყველა მანდაა?სანდროც?-შეპარვით იკითხა,იმედოვნებდა რომ იქ არ დახვდებოდა,ყველაზე მეტად მისი რეაქციის ეშინოდა.
-კი ყველა აქაა,სანდროც.რა ხდება ლადო რა ქენით?მიაგენით კვაალს?- მოუთმენლობა ეტყობოდა ხმაზე ლექსოს.
-ცხელ კვალზე გავყევით გოგიტას და გივის,ბექაც ჩვენთან ერთად იყო.სადგაც მიტოვებულ სახლში მიგვიყვანა მათმა კვალმა,ირაკლი დაიღუპა სროლის დროს,გოგიტა და გივი ავიყვანეთ,ანა ბექასთანა მაგრამ...-ცოტა შესვენება გააკეთა მაგრამ გაგრძელება ვეღარ შეძლო.
-რა მირანდა,ლადო თქვი რატომ გაჩუმდი?-მისმა დუმილმა ბევრი რამე ქფიქრებინა ბიჭს და ბოლოს თვითონ დაუსვა კითხვა,მაგრამ კაპანაძე საუბარს ვერ ბედავდა.მირანდას სახელის ხსენებაზე სანდროს სახე წაეშალა,მაშინვე გამოგლიჯა ტელეფონი ლექსოს და ეხლა თვითონ დაიწყო ყვირილი.
-რა ხდება ლადო,მითხარი რა დაემართა მირანდას,ამოიღე ხმა დროზე.-იმხელა ხმაზე იღრიალა რომ თეკოს ლამის გული წაუვიდა ნერვიულობისგან.
-მირანდა დაჭრეს და საავადმყოფოშია.-ჭლივს მოახერხა ამ რამდენიმე სიტყვის თქმა და ტელეფონში გაბმული ზარი გაისმა.სანდრომ ამის გაგებაზე ნერვები ვერ მოთოკა და ტელეფნი კედელს გაუქანა,რომელიც ნაწილებად მიმოიფანტა ოთახის ყველა კუთხეში.ხელები ჩავზე შემოიწყო და უსიტყვოდ ჩაიკეცა პატარა ბავშვივით.
-არა,ღმერთო ოღონდ ის არა.გევედრები უფალო,გადამირჩინე.არაფერი დაემართოს გთხოვ,ვერ ვიცოცხლებ მის გარეშე.მოვკვდები ღმერთო გთხოვ.-იჯდა იატაკზე და ხმამაღლა ტიროდა.თეკომ ვერ გაუძლო ძმის ასეთ მდგომარეობაში ნახვას და ისიც ატირდა.გვერდით მიუჯდა და თავი მის მხარზე დადო.
-რა მოხდა შვილო რა ამბავია.-მაშინვე გამოფხიზლდა ნოდარი და სანდროს თავზე მზრუნველად გადაუსვა ხელი.
-ნოდარი ბიძია,ჩემი გოგო,ჩემი ლამაზი გოგო ეხლა სიკვდილს ებრძვის.-მთელი გული ამოაყოლა გიორგაძემ ამ რამდენიმე სიტყვის თქმას.
-ყველაფერი კარგად იქნება შვილო,ღმერთი მას არ წაგართმევს.ის მალე გამოკეთდება,მთავარია რწმენა არ დაკარგო.-უთხრა და გულში ჩაიკრა მაშინვე ბიჭი.მის თვალწინ გაზრდილი იყო სანდროც და თეკოც და როგორც ანა ისე უყვარდა ორივე.გული უკვდებოდა ასეთ მდგომარეობაში რომ ხედავდა ბავშვებს, მაგრამ თავს ზევით ძალა არ ჰქონდა.მხოლოდ იმედის თვალით უყურებდა ყველა განსაცდელს და ცდილობდა ეს იმედი არ დაეკარგა.ამ მდგომარებაში მზია სულ გადაავიწყდა რომელიც შვილის კარგად ყოფნის გამო სიხარულის ცრემლებით ტიროდა და მირანდას გადარჩენაზე ლოცულობდა.სადნრო თითქოს ბურანიდან გამოვიდაო,ფეხზე წამოდგა და გარეთ გავარდა.ყველა უკან მიჰყვა.მანქანებში მოთავსდნენ და წავიდნენ.საავადმყოფოს შესასვლელი კარები გაგიჟებულმა შეგლიჯა და იქვე მდგომ ლადოს მივარდა.რომელიც ბექას რაღაცას ესაუბრებოდა.
-სადაა ჩემი მირნდა?სადაა მითხარი.-არ აინტერესებდა სად იყო იმხელაზე ყვიროდა გიორგაძე მთელი საავადმყოფო ზანზარებდა.
-ოპერაციას უკეთებენ.-უთხრა ლადომ და ჩაწითლებული თვალები მიაპყრო. ვაჟი მიხვდა რომ არც ის იყო ნაკლებ მდგომარეობაში,ამიტომ იქვე სკამზე ჩამოჯდა და უხმოდ დაელოდა როდის გამოვიდოდა ექიმი და რაიმე სანუგეშოს ეტყოდა. ყველანი ბექასკენ გაემართნენ.
-როგორაა ჩემი შვილი ბექა.-ხმაწართმეულმა იკითხა მზიამ და ცუდის მოლოდინში გული აუფრთხიალდა.
-დამამშვიდებელი გაუკეთეს და ეხლა სძინავს,დილამდე მშვიდად იძინებს ქალბატონო მზია.-ისეთი განადგურებილი იყო გასვიანი ნანახის გამო რომ საუბარიც კი უჭირდა.
-შეიძლება რომ ვნახო?-იკითხა შეშინებულმა ქალმა.
-ექიმმა უარი გვითხრა.დასვენება და ძალების აღდგენა სჭირდებაო.რამდენიმე დღეა არ უკვებია ნორმალურად,სტრესულ მდგომარეობაშია და საჭიროა დასვენებაო.-აუხსნა სიტუაცია ბექამ გულდამწვარ დედას.
-მოუკვდეს დედა,რა დღეში იქნებოდი დე მანდ,ჩემი ლამაზი გოგო,ჩემი სიცოცხლე,აწი აღარსად გაგიშვებ დე მარტოს,სულ შენთან ვიქნები.-იჯდა და ხმადაბლა ქვითინებდა მახარობლიძეების ქალბატონი.თეკოც მის გვერდით უხმოდ იჯდა და ლოცულობდა მირანდა მალე გამოკეთებულიყო და ოპერაციას წარმატებით ჩაევლო.
ბექა განადგურებული იდგა ფანჯრის წინ და ნახევრად ჩაბნელებულ ეზოს გადაჰყურებდა,სადაც ადამიანები ათასში ერთხელ თუ გაივლიდნენ და გამოივლიდნენ.ვინ იცის უკვე მერამდენე ღერ სიგარეტს ეწეოდა და გულს მაინც ვერ ამშვიდებდა.ყველაფერი ნათლად ედგა თვალწინ და დავიწყების საშუალებას არ აძლევდა.იცოდა რომ ანუკი საკმაოდ სტრესულ მდგომარეობაში იქნებოდა მაგრამ ამდენის გაბედვას თუ შეძლებდა ის არაკაცი ამას ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა.ეხლა საკმაო დრო დასჭირდებოდა ანუკის ჭრილობიბის მოსაშუშებლად და ის მზად იყო დახმარებოდა.მზად იყო მთელი თავისი მოთმინებით და სიყვარულით გვერდით ჰყოლოდა და ეს კოშმარი ერთად გადაელახათ.მთავარი ანაზე იყო დამოკიდებული.რას იზამდა ამ ყველაფრის მერე როცა გამოფხიზლდებოდა.სწორედ ამ კითხვის ეშინოდა გასვიანს სიკვდილივით და იმედს იტოვებდა რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდებოდა.ფიქრებში წასულმა ვერც კი გაიგო როგორ მიუახლოვდა მეგობარი და გვერდით დაუდგა. მას უსიტყვოდ ესმოდა მისი ტკივილი,მხარზე ხელი მოჰხვია და ჩაეხუტა,გრძნობდა რომ ის მარტო არ იყო და ამ ყველაფრის გადალახვაში ბექაურს მეგობრებთან ერთად დაეხმარებოდა,მთავარი იყო მას მოენდომებინა და ამ კოშმარს სამუდამოდ გააქრობდნენ მისი მეხსიერებიდან. ეხლა იმდენად იყო გამწარებული და განადგურებული რომ შესძლებოდა ირაკლის ხელახლა მოკლავდა.არა და ბექა ისეთი ადამიანი არაა ვინმეს მოკვლა რომ გაუადვილდეს,მაგრამ მისი სიყვარულის ჩამქრალ თვალებს რომ ხედავდა იმ წუთას ყველაფერზე იყო წამსვლელი,თუნდაც მკვლელობაზე.ისე გამოჰკრავდა ჩახმახს თითს ხელიც არ აუკანკალდებოდა.
ამასობაში ექიმებმა დაასრულეს ოპერაცია და იქ მყოფებს გაესაუბრნენ.სანდრომ მხოლოდ მაშინ ასწია თავი როდესაც თეთრ ხალათში გამოწყობილი ექიმი დაინახა. მაშინვე წამოდგა ფეხზე და პირველი ის მიიჭრა მასთან.
-რას გვეტყვით ექიმო?მირანდა ხომ კარგად იქნება?-აღელვებულმა კითხვები დააყარა დაღლილ ექიმს.
-დამშვიდდით,ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.ბევრი სისხლი დაკარგა პაციენტმა, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ ადვილად გამოძვრება ამ რთული სიტუაციიდან. მდგომარეობა სტაბილურად რთულია.ეს 48 საათი გადამწყვეტია მისი სიცოცხლისთვის.-სიტყვა დაასრულა და ოფლით დაცვარული შუბლი ხელსახოცით მოიწმინდა.აშკარა იყო რომ საკმაოდ რთული ოპერაცია გადაიტანა მირანდამ.ამიტომ ყველაფერი მის ორგანიზმზე იყო დამოკიდებული.მას უნდა ებრძოლა სიცოცხლისთვის და აუცილებლად გაიმარჯვებდა.ყველა სასწაულის მოლოდინში დაშორდა ექიმს და სკამებზე ღონემიხდილები დაესვენენ.მხოლოდ ლადო იყო მხნედ,მას სჯეროდა რომ მჟავია არ მიატოვებდა.მას არაერთი რთული სიტუაციიდან დაუძვრენია თავი და არც ეხლა იყო საგანგაშო რამე.ის დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა და ამ ყველაფერს წერტლს დაუსვამდა.
სადნრო კი განადგურებული,ყველანაირ იმედ წართმეული უკვე მერამდენე ღერ სიგარეტს ეწეოდა საავადმყოფოს ეზოში და ცრემლები მის სახეს უმოწყალოდ ასველებდნენ.გული ეწურებოდა სასიკვდილო სარეცლზე მწოლიარეს რომ უყურებდა მის ერთადერთ და მარადიულ სიყვარულს.მათ ხომ რთად ბედნიერება ვერც კი მოასწრეს.რატომ იყო ღმერთი ასეთი სასტიკი?რატომ არ აძლვდა მშვიდად და ბედნიერად ცხოვრების საშუალებას?უკვე მერამდენედ უსვამდა საკუთარ თავს ამ კითხვებს მაგრამ პასუხები კვლავაც არ ჰქონდა.მირანდას რომ რამე მოსვლოდა ნამდვილად ვერ გადაიტანდა.ისიც მასთან ერთად მოკვდებოდა და ცოცხლად დაიმარხბოდა დედამიწის ზემოდან.ეხლა მხოლოდ ლოდინის და იმედის ამარა იყო დარჩენილი.სხვა უკვე აღარაფერი შერჩენოდა ხელთ და ეს ყველაზე მეტად ანადგურებდა.მთავარი მისთვის მირანდას იყო.
ასე მტანჯველად გაიარა ორმა კვირამ, მაგრამ მირანდას არანაირი გაუმჯებესობა არ ეტყობოდა,რც გაუარესობა.უბრალოდ ერთ ადგილას იყო გაყინული მისი მდგომარეობა დ ექიმებიც კი ვერ ერკვეოდნენ რა ხდებოდა მის თავს.სანდრო გვერდიდან არ შორდებოდა მჟავიას.მინის კარებთან შუბლმიყრდნობილი იდგა საათობით და უყურებდა ათას მილ შემოხვეულ გოგონას.რომელიც სიცოცხლეს ებღაუჭებოდა მთელი თავისი ძალებით.
ლადოსაც უნდოდა მისვლა მაგრამ ასე მთელი დღე ფიზიკურად არ შეეძლო.მეორე დღესვე გაიმართა გივის და გოგიტას სასამართლო.აკაკიც დააპატიმრეს და ისიც მათთან ერთად ჩაჯდა ციხეში.ლადო მასალებს აგროვებდა პროკურორისთვის გადასაცემად და დრო არ ჰქონდა მირანდას ხშირად ნახვის.თორემ მთელი გულის ყური მისკენ ჰქონდა მიმართული.გივის და გოგიტას ადამიანის გატაცება და წამება წაუყენეს ბრალად.აკაკის კი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობა და დაფარვა.გივის აკაკისთან ერთად რამდენიმე ბრალიც წაუყენეს მკვლელოა,ქრთამის აღება-გაცემა,უკანონო გადაზიდვები.რაც ყველაფერი ერთად სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებდა.მასთან ერთად მოსამართლე მამუკა ჟღენტიც აიყვანეს,ქრთამის აღების ფაქტზე,გოგიტას განთავისუფლების სანაცვლოდ რომ აიღო გივი სიმონიშვილისგან.გოგიტას სასჯელს ისიც დაემატა რომ მას პირობითი სასჯელის ვადა ჰქონდა როდესაც ეს დანაშაული ჩაიდინა.პატიმრობასთან ერთად დაემატა პირობითი სასჯელის 5 წელი რამაც მთლიანობაში 13 წელი შეადგინა. აკაკის 5 წელი მიუსაჯეს.ლადო კმაყოფილი გამოვიდა სასამართლო დარბაზიდან და პირდაპირ საავადმყოფოში წავიდა.ეს კარგი ამბავი აუცილებლად უნდა ეხარებინა მირანდასთვის.იქნებ ეხლა მაინც მოსულიყო გონს.რეანიმაციის კარებთან ისევ სხივ ჩამქრალი სანდრო დალანდა და ფრთხილად მიუახლოვდა. მეგორულად დაადო მხარზე ხელი და თანაგრძნობით შეხედა.ვაჟს არაფერი უთქვამს.მზერითაც ეტყობოდა რომ მადლობელი იყო მისი გვერდში ყოფნით. მეგობერები ახალი წასულები იყვნენ ამიტომ მარტო იდგა და ისევ უყურებდა ნახევრად უსიცოცხლო სხეულს.რომელსაც არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა სიცოცხლის.ექიმისგან უკვე ნებართვა ჰქონდა ლადოს აღებული და შესვლა შეეძლო მირანდასთან.კარები ნელა გამოაღო.იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა და ხელი გოგონას გამხდარ ხელს დაადო.ამ ყველაფერს სანდრო გარედან უყურებდა და გული სტკიოდ,რადგან იცოდა ლადოსაც ,,უყვარდა'' მჟავია. კაპანაძემ დაწვრილებით მოუყვა სასამართლოს ამბები მირანდას და ისიც უთხრა რომ მისია შესრულებული იყო.აწი შეეძლო მშვიდად გაეგრძელებინა ცხოვრება.მთავარი იყო გონს მოსვლა სხვა დანარჩენი კი თავისით ჩადგებოდა კალაპიტში.ვაჟმა ძალიან ნელა იგრძნო ხელის მოჭერა,თვალებს არ დაუჯერა მირანდა ცდილობდა თვალები გაეხილა და გამოსდიოდა კიდეს.მადლიერი მზერა მიაპყრო ვაჟს და ცრემლები გადმოსცვივდა.მჟავია გონს მოვიდა.ლადომ წითელ ღილაკს დააჭირა ხელი და ექიმთა ჯგუფი წუთებში შემოვარდა რეანიმაციის პალატაში.სანდრო კი სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.მდენი ხნის მანძილზე ერთხელაც ვერ შეძლო შესვლა და დალაპარაკება.ეშინოდა რომ მირანდა მის ხმას ვერ გაიგონებდა.ეხლა კი სასწაული მოხდა ლადოს ხმაზე გოგონა გონს მოვიდა.ეტკინა,ძალიან ეტკინა. ამით ბევრ რამეს მიხვდა.უხმოდ გაეცალა კარებს და იქვე სკამზე ჩამოჯდა.ექიმებმა კარგად დაათვალიერეს და ძირფესვიანად გასინჯეს მჟავია.ყველაფერი რიგზე იყო. ის გამოჯანმრთელების გზაზე იდგა და მალევე გაწერდნენ საავადმყოფოდან.ამ სიტყვებმა გიორგაძე ძალიან დაამშვიდეს.უხმოდ გაირა დერეფანი და კიბეები ჩაირბინა.მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.ოღონდ სად თვითონაც არ იცოდა.ბევრ რამეზე დაფიქრება სჭირდებოდა.უკვე დრო იყო საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო.სანამ მირანდა უგონოდ იყო დარწმუნებული იყო რომ მასთან ერთად გალევდა მთელს ცხოვრებას გონზე მოსვლის მერე,მაგრამ ეხლა ეს მომავალი ძალიან ბუნდოვანი და თითქმის წარმოუდგენელიც იყო.ამიტომ ის აქედან უნდა წასულიყო და წავიდ კიდეც.ისევ დაუმშვიდობებლად ჩაალაგა ბარგი როცა სახლში არავინ იყო და ჰოლანდიაში გაემგზავრა.მხოლოდ იქ ჩასვლის შემდეგ დაურეკა დას და შეატყობინა.
ანუკი მეორე დილასვე გამოსწერეს საავადმყოფოდან და ფსიქოლოგთან ვიზიტები დაუნიშნეს.ძალიანაც არ უნდოდა მაგრამ მშობლებთან და ბექასთან ვერფერს გახდა.იძულებული იყო ეს მტანჯველი კურსი გაევლო და კიდევ ერთხელ გაეხსენებინა ის საშინელი წუთები როდესაც უიმედოდ იყო ჩაკეტილი იმ ნესტიან სარდაფში.სადაც ყოველ დღე ხდებოდა მასზე ფიზიკური თუ სულიერი ტკივილის მიყენება.ჭრილობებს ჯერ კიდევ ვერ მოესწროთ შეხორცება რომ ისევ უწევდა ახლიდან გახსნა და მთელი სიმძლავრით იგივე ტკივილის შეგრძნება.უკვე რამდენი ღამე გაატარა საკუთარ სახლში და კოშმარებმა არც ის ღამეები არ მოასვენეს. ელანდებოდა თითქოს ირაკლი ისევ ცდილობდა მასზე ძალადობას და ის კი წინააღმდეგობასაც ვერ უწევდა.გაქვავებული იდგა ერთ ადგილას ქანდაკებასავით და განძრევას ვერ ახერხებდა.მერე ყვირილით გამოეღვიძა.მთელი სხეული ოფლით ჰქონდა დაცვარული სა ხელები გაყინვოდა.სწორედ იმ ღამეს გადაწყვიტა რომ ფსიქოლოგთან აუცილებლად წავიდოდა.ამდენს მისი გული და გონება ვერ გაუძლებდა. ყოველ დღე კეთროვანივით გაურბოდა ბექას შეხებას,მასთან საუბარს თუ უბრალოდ მარტო დარჩენას.ვაჟი ამ ყველაფერს ხვდებოდა და გული საშინლად სტკიოდა.ეხლა ყველაზე დიდი მოთმინება სჭირდებოდა რომ როგორმე გაეძლო მასთან ასე ახლოს და თან ასე შორს მყოფი სიყვარულთან ურთიერთობას. ანა ამ ყველაფერს კარგად ხედავდა და უფრო მეტად აფასებდა გასვიანს.უფრო მეტად უყვარდებოდა და ეს გრძნობა მის გულში ყველა ტკივილს ფარავდა.უნდოდა რომ გამოჯანმრთელებულიყო და ეს კოშმარი მალე დაევიწყებინა.წარსულისთვის მიებარებინა და ყველაფერი თავიდან,ნათელ ფერბში დაეწყო ბექასთან ერთად. მეორე დილით ისეთ კარგ ხასიათზე ადგა თვითონაც უკვირდა,მაგრამ დრო იყო ახალი ცხოვრება დაეწყო და ეს დღეს მოხდებოდა.ტელეფონი მოიმარჯვა და ბექას დაურეკა,როგორც კი აბაზანიდან გამოვიდა.
-როგორ ხარ ბექა?ხომ არ გაგაღვიძე?-ჰკითხა მაშინვე როგორც კი ბექას ჩახლეჩილი ხმა გაიგონა.
-არა ცხოვრება,არ გაგიღვიძებივარ.უბრალოდ ვიწექი.შენ როგორ ხარ?-არადა მართლა ეძინა ამ მტანჯველი დღეების მერე პირველი ღამე იყო რაც თავის საწოლში კომფორტულად ეძინა და ასე ვთქვათ გათიშულსაც.დაწყვიტა თავის ნაყიდ ბინაში პირველად გაეთია ღამე.ეს სახლი მათი მომავალი ერთად ცხოვრებისთვის შეიძინა.ამდენი დღეები სულ ლექსოსთან ან ანუკის მისაღებ ოთახში რჩებოდა.დღეს კი პირველად გრადგან იცოდა ანუკი უკვე სამშვიდობოს იყო,სხვა დანარჩენს კი ერთად გაუმკლავდებოდნენ.
-მაშინ მოემზადე და მალე გამომიარე,ფსიქოლოგთან მინდა რომ წამომყვე.-იმდენად ნორმალურ ხმა ჰქონდა გოგოს გასვიანი გაკვირვებული უსმენდა მის ყველა სიტყვას.
-გავემზადები და მოვალ.დამელოდე.-მხოლოდ ეს უთხრა.ტელეფონი საწოლზე ისროლა და გიჟივით წამოხტა ფეხზე.უკვირდა ჯერ ის რომ ანუკი ამდენი ხანი თვითონ არიდებდა თავს მაშთან შეხვედრებს და საუბარს და ეხლა თვითონ დაურეკა და მეორე ის რომ ძალიან მხიარული ხმა ჰქონდა.სულ არ იყო ის დათრგუნული ანა რომელიც გუშინ საღამოს დატოვა საკუთარ ოთახში.ხვდებოდა რომ დღევანდელი დღე ბევრ რამეს შეცვლიდა,ანუკი ისევ ის ძლიერი გოგო იყო და ყველაფერს გაუმკლავდებოდა.მართლაც ნახევარ საათში გაემზადა და ბექაურთან წავიდა. გოგონა უკვე მზად იყო და ეზოში ელოდა.ვაჟის მანქანას რომ მოჰკრა თვალი მაშინვე მისკენ წავიდა.კარი გამოაღო და გვედით დაუსკუპდა.იმდენად სხვანაირი ეჩვენა ბექას საკუთარ თვალებს არ უჯერებდა.მხიარული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და თვალებში ისევ ის ნათელი სხივი იწყებდა ჩადგომას,გასვიანს ასე რომ უყვარდა მასში. ბექაურის ისეთმა ცვლილებამ მშობლებიც გააკვირვა,მაგრამ მიზეზი არ უკითხიათ.ურალოდ ყველანაირად ცდილობდნენ შვილისთვის ის კოშმარული დღეები დაევიწყებინათ.ბექას არაფერი უკითხავს მხოლოდ იჯდა და უყურებდა მის ასეთ ცვლილებას.ანუკი კი ეშმაკურად იღიმებოდა ვაჟის ასეთ რეაქციაზე.
-აღარ წავიდეთ?-იკითხა გაკვირვებულმა როცა მიხვდა რომ ბექა ხმას არ ამოიღებდა.
-საად?-მაშინვე გაიკვირვა ვაჟმა.
-ფსიქოლოგთან.-დემონსტრაციულად შემოკრა ბექაურმა ორივე ხელი ერთმანეთს და გაიღიმა.
-ანუ უკვე გადაწყვიტე?-გახარება და გაოცება ეტყობოდა ხმაში გასვიანს.
-კი,უკვე დროა შენზეც ვიფიქრო.-ეშმაკურად ჩაუკრა თვალი ბექაურმა ვაჟს და წინ გაიხედა.
ესიამოვნა ბექას მასში ასეთი ცვლილება და უკვე ბედნიერიც იყო რომ ყველაფერს წარსულს მიაბარებდნენ მალე.დღეს კი თავისუფლად შეეძლოთ თქმა რომ ახალი ეტაპი იწყებოდა მათ ცხოვრებაში.მანქანა დაძრა და კლინიკისკენ წავიდნენ.გზაში ბევრი ისაუბრეს.გოგოას აშკარად ეტყობოდა ,,ამ ქვეყნისკენ''მობრუნება და ს ყველაზე მთავარი იყო.ირველმა სეანსმა წარმატებით ჩაიარა.ექიმმ კიდევ 5 სეანსი დაუნიშნა და დიაგნოზს მხოლოდ ამის მერე დასვამდა.მაგრამ ანას უკვე სახეზე ეტყობოდა ცვლილება.საღამოს თეკოს და ლექსოს გაუარეს.გაბერილი დაქალის ნახვამ კიდევ უფრო მოუმატა ემოციები და ეხლა მთელი დღე გაკრეჭილი დადიოდა.რას საავადმყოფოდან გამოვიდა თეკო აც უნახია.ახლოს არ იკარებდა. იცოდა დაქალი ყველა მის ტკივილს ადვილად მიხვდებოდა და ამ ტანჯვისთვის არ ემეტებოდა.თან ორსულად იყო.ლევანი და ნია ისევ თაფლობის თვეს ატარებდნენ ლონდონში და ერთ კვირაში ისინიც შემოუერთდებოდნენ.
-სუფრა გაშლილი.დავსხდეთ და მივირთვათ.-გაბერილი მუცლით გამოცუნცულდა თეკო მისაღებში და მეგობრებს შესძახა.ყველა მაშინვე წამოიშალა და ადგილები დაიკავეს მაგიდის გარშემო.
-სანდრო სადაა?-იკითხა ბექამ და მისი ოთახისკენ თვალი გააპარა.
-წავიდა.-სევდიანად ჩაილაპარაკა თეკომ და თვალები დახარა.
-სად წავიდა?-ისე მიამიტურად იკითხა ანამ რომ თვითონაც კი გაუკვირდა.
-ჰოლანდიაში.-ისევ მოკლედ უპასუხა გიორგაძემ მეგობარს.
-რაა?რატო?ის ხომ მირანდასთან იყო?-გაკვირვება ვერ დამალა ლექსომ.
-იყო და წავიდა.დილით მირანდა გონს მოსულა ლადო რომ შესულა მასთან და ამ სულელს უფიქრია ერთმანეთი უყვართ და ხელს არ შევუშლიო და წავიდა. ასე უბრალოდ ადგა,დათმო ყველაფერი და ისევ წავიდა.-ცრემლებს ვეღარ იკავებდა თეკო და ლექსოს ეხუტებოდა.რომელიც დრო და დრო თმებზე ნაზად ეფერებოდა და თავზე კოცნიდა.
-მოკლედ ეგ ბიჭი ჭკუას ვერ ისწავლის რა.როდის უნდა მიხვდეს რომ მირანდას მის გარდა არავინ უნდა.-გაბრაზებულმა ამოილაპარაკა ლექსომ და გოგოს შუბლზე აკოცა ნაზად.
იმ საღამოს ძალიან ბევრი იმხიარულეს.ყველას უხაროდა ანუკიში მომხდარი ცვლილება და ეხმარებოდნენ ყველანაირად რომ ამ კოშმარიდან თავი მალე დაეღწია.უკვე საკმაოდ გვიანი იყო გასვიანმა ბექაური სახლში რომ წაიყვანა.
-ანა..-სანამ გოგო მანქანიდან გადავიდოდა ბექამ ხელი მორიდებულად დაადო მის სიფრიფანა თითებს და შეაჩერა.
-გისმენ ბექა.-ისეთი მოელვარე მზერა ჰქონდა ბექაურ თვალსაც კი უჭრიდა მისი ყურება ბიჭს.ამან უფრო გაათამამა და შიტყვებს ადვიდად მოუყარა თავი.
-რაღაც მინდა გითხრა და არ ვიცი როგორ მიიღებ,ოღონდ გთხოვ სათქმელს დავასრულებ და შემდეგ გამეცი პასუხი.-ბექა შეჩერდა პასუხის მოსასმენა,ანუკიმ კი თანხმობის ნიშნად თავი ოდნავ დაუქნია და გაიყურსა მომავალი საუბრის მოლოდინში.-ანუკი კარგად იცი რომ უკვე ძალიან დიდი ხანია მიყვარხარ და შენ ერთადერთი ქალი ხარ ჩემს ცხოვრებაში,რაც სამომავლოდაც ასე გაგრძელდება. მაგრამ უშენოდ უკვე მართლა აღარ შემიძლია.აღარ მინდა ღამე მეღვიძებოდეს და ვერ გხედავდე,შენი სუნთქვა არ მესოდეს და დილით გაღვიძებულს შენი კოცნა არ შემეძლოს.მინდა მუდამ ჩემთან იყო და ყოველთვის შემეძლოს შენთან ჩახუტება, შენი მოფერება და შენი ლამაზი თვალების ცქერა.მინდა რომ ჩემი ცოლი გახდე. გამომყვები ცოლად?-ელოდა ანუკი ამ სიტყვებს უკვე დიდი ხანია მაგრამ ეხლა იმდენდ მოულოდნელი იყო ეს კითხვა რომ ცოტა არ იყოს დაიბნა.ხმავერ ამოიღო და გაოცებული მზერა მიეპყრო მისი პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეკრული გასვიანისთვის.
-არც კი ვიცი უბრალოდ რა უნდა ვთქვა.-ბოლოს როგორც იქნა პირის გაღება მოახერხა და რამდენიმე უაზროდ ნასროლი სიტყვაც მოაყოლა რამაც ბექა ძალიან გააოცა,მაგრამ ხმა არ ამოუღია.-უბრალოდ,ძალიან ბედნიერი ვარ ბექა რომ ეს დღე დადგა და თამამად შემიძლია პასუხის გაცემა შენს წინადადებაზე.-ანუკის ნათქვამი რომ გაანალიზა ბექამ სმენად იქცა.-თანახმა ვარ გავხდე შენი ცოლი.-როგორც იქნა სათქმელი თქვა ბექაურმა და მაშინვე გულზე მიეხუტა გახარებულ ვაჟს.ბექა ბედნიერებისგან დაფრინავდა,ნელა ამოიღო საგანგებოდ დიდი ხნის წინ მისთვის შეძენილი ნისნობის ბეჭედი და თითზე წამოაცვა.შემდეგ მაგრად შემოჰხვია თავისი ტორები მის სიფრიფანა სხეულს და მთელი სახეე დაუკოცნა.
-მიყვარხარ ჩემო გოგო,ჩემო ცხოვრება.დღეს ყველაზე ბედნიერ მამაკაცად მაქციე შენ ჩემო სიცოცხლე.-ეჩურჩულებოდა და მის ლამაზ ბაგეებს დრო და დრო ისევ კოცნისგან აწითლებდა.ანუკი ბედნიერი და გახარებული აფრინდა სახლში და ოთახში შეიკეტა.საკუთარი ბედნიერების ჯერ კიდევ არ ეჯერა,დაჰყურებდა თითზე წამოცმულ ბეედს და თვალებს არ უჯერებდა.მალე ბექას ცოლი გახდებოდა და მთელი ცხოვრება მის გვერდით იქნებოდა.ამ ლამაზ ფიქრებში და ოცნებებში ისე ჩაეძინა თვითონაც ვერ მიხვდა ვერაფერს.
გასვიანი კი ბედნიერი დაბრუნდა სახლში.მაშინვე გადაეშვა ფიქრებში თუ როგორი უნდა ყოფილიყო მათი ქორწილი.იცოდა რომ ანუკის გრანდიოზული ქორწილები დიდად არ ხიბლავდა.ამიტომ მხოლოდ ახლობლების წრეში გააკეთებდნენ ყველაფერს.გადაწყვეტლება მიიღო რომ ხვალ ოფიციალურად ყველას განუცხადებდა ანუკის თანხმობას და მალე დედასაც გააცნობდა მის მომავალ ცოლს.
მირანდას გამოჯანმრთელება უკეთესობისკენ მიდიოდა.შედეგი ნამდვილად სახეზე იყო და ამას თვითონაც ატყობდა.სანდროზე მასთან საუბარს ყველა თავს არიდებდა.თითქოს ფიცი ჰქონდათ დადებული,შეთქმულებივთ დუმდნე ამ სახელის ხსენებისას.ბოლოს მიეჩვია მჟავია ამ სიტუაციასაც და აღარც თვითონ კითხულობდა ბიჭს,მაგრამ გული სევდით ჰქონდა სავსე რომ ამ ცუდად ყოფნის ჟამსაც კი ერთხელაც არ გახსენიბია გიორგაძეს რომ გოგო ენახულებინა. მირანდა მალე გამოწერეს საავადმყოფოდან და თავის გაყინულ სახლში დაბრუნდა. პატაა წვეულება მოუწყვეს მეგობრებმა,ყველა იქ იყო იმ ერთადერთის გარდა.ვინც მის გულს ასე ენატრებოდა.სამზარეულოში წყლის დალევას აპირებდა როდესაც ანუკის და თეკოს საუბარს მოჰკრა ყური.რამაც ყველაზე მეტად ატკინა გული და გაანადგურა.
-თეკ,ნახე მირანდას რა სახე ჰქონდა სანდრო რომ არ დახვდა სახლში?-გულდაწყვეტილმა ამოილაპარაკა ბექაურმა.
-ხო ვუყურებდი.ძალიან შემეცოდა და ჩემი ჯიუტი ძმა ხომ საერთოდ ნერვებს მიშლის.ვერ შევაგნებინე რომ ლადო არ უყვარს მირანდას.-გაბრაზებული საუბრობდა თეკოც.
-ეგ სიჯიუტე დაღუპავს და საყვარელ ქალსაც დააკარგვინებს.ან რა ჯანდაბად მირბოდა ისევ ჰოლანდიაში,ყოფილიყო აქ და თავისი თვალით ენახა რა მოხდებოდა მერე.მაგრამ არა გაქცევა არჩია.-არანაკლებ გაბრაზებული იყო ანუკიც ბიჭის საქციელების გამო.მირანდას ამის მეტი აღარაფერი მოუსმენია,თვალზე მომდგარი ცრემლი მჯუჭით შეიმშრალა და მისაღებ ოთახში გავიდა.სადაც ბექა ყველას ყურადღებას ითხოვდა.
-ანუკიი..-დაიძახა გასვიანმა ხმამაღლა და სამზარეულოდ კარებში მდგარ გოგოს გახედა.-მოდი ჩემთან.-ბექაური მაშინვე მისკენ დაიძრა.ვაჟმა წელზე ხელი მოჰხვია და ნხევრად ზედ აიკრა.
-მეგობრება მინდა სასიხარულო ამბავი გამცნობოთ.გუშინ საღამოს ანუკის ცოლობა შევთავაზე და თანხმბა განმიცხადა.-გახარებულმა აცნობა მეგობრებს ეს ამბავი გასვიანმა და მაშინვე გაისმა მხიარული შეძახილები.ყველა ულოცავდა და ბედნიერებას უსურვებდა.მათ სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა
-ნახე მამი, ბექა ბიძიამ დაგვასწრო მე და შენს დედიკოს დაქორწინება.-მხიარულად მიეფერა თეკოს გამობერილ მუცელს ლექსო და შვილს გამოელაპარაკა. რომელმაც დასტურის სანაცვლოს დედიკოს ფეხები მაგრად დაარტყა და მათი გაღიმებული სახეებიც დაიმსახურა.სალომე მეგობრის და მაიმდაშვილის ბედნიერებით სიხარულისგან ცას ეწეოდა.ორივე მაგრად ჩაკოცნა და ბედნიერება უსურვა. გოგონამ ცოტა ხანში დაძაბული მზერაიგრძნო და იქით გაიხადა საიდანაც ზურგი ეწვედო.მაგიდასთან მჯდომი ახალგაზრდა,სიმპათიური მამაკაცი შენიშნა, რომელიც თვალს არ აშორებდა.ცოტა ეუხერხულა ასეთი დაჟინებული მზერა მაგრამ ყურადღება აღარ მიუქცევია.ბოლოს მამაკაცი ფეხზე წამოდგა და გოგონას ცეკვა შესთავაზა.უარი ნამდვიალდ არ უთქვამს.მოიხიბლა მისი მამაკაცური მზერით და მისი ლამაზი პირ სახით.ვაჟმა ნელა შეუცურა წელზე ხელი და უფრო ახლოს მიიზიდა ეს ლამაზი არსება.
-შეიძლება გავიცნოთ ერთმანეთი?-ჰკითხა ძალიან სასიამოვნო ხმის თემბრით.
-რა თქმა უნდა.მე სალომე ზედგენიძე ვარ.-კეკლუცად წარმოსთქვა თავისი ვინაობა გოგომ.
-ლევანი თქვენი რა არის?-იკითხა გაოცებულმა მამაკაცმა.
-ჩემი ძმაა ლევანი.-ისევ ისეთი კეკლუცი და მხიარული ხმა ჰქონდა სალომეს.
-ძალიან საინტერესეო.მე ლადო კაპანაძე გახლავართ.-თავაზიანად გაეცნო ვაჟი და ოდნავ გაუღიმა ზედგენიძეს. ცეკვავდნენ და ერთმანეთს ათას რამეს ეკითხებოდნენ.აშკარა იყო რომ ერთმანეთი ძალიან მოეწონათ.ყველა ამჩნევდა მათ ერთმანეთისადმი აშკარა ინტერესს და ხმას არავინ იღებდა.მართლაც ძალიან ლამაზი წყვილი იქნებოდნენ ერთად.
ყველა მართლაც რომ ბედნიერი იყო.იმ საღამოს ყველა მხიარულობდა და ბედნიერობდა,მხოლოდ მჟავია იჯდა განმარტოებით სავარძელში და თავის ფიქრებში იყო გართული.სტკიოდა სანდროს ყოველი გადადგმული ნაბიჯი და ყოველი მისი მოქმედება,რომელიც უფრო და უფრო აშორებდა მასთან.მაგრამ ეს ყველაფერი მისი ბრალი იყო და უფლება არ ჰქონდა გიორგაძე რამეში დაედანაშაულებინა.სხვა გზა არ ჰქონდა ამ ყველაფერს უნდა შეჩვეოდა და ცხოვრება გაეგრძელებინა.
გავიდა რამდენიმე კვირა,ლადო და სალომე დღითიდღე ერთმანეთს უკეთ იცნობდნენ და ერთმანეთი უფრო და უფრო მოსწონდათ.არავინ იყო მატი ურთიერთობის წინააღმდეგი პირიქით.ყველას ძალიან მოსწონდათ ლადო. კაპანაძემ კი პირველმა გაუმხილა მირანდას სალომეს მიმართ რასაც გრძნობდა. გოგო ძალიან გახარებული იყო მეგობრის ბედნიერებით და ყველაფერში დახმარებას დაჰპირდა.ანა და ბექა ქორწილის სამზადისში იყვნენ ჩაფლულები. მშობლები ძალიან გახარებულები იყვნენ მათი გადაწყვეტილებით ყველაფერში მხარში ედგნენ.გასვიანმა მაინც ვერ მოახერხა მშობლებისთვის გაეცნო ანუკი, მაგრამ იმას მაინც ვარაუდობდა რომ მისი ქორწილისთვის ორივე მოიცლიდნენ, სამსახურს გვერდით გადადებდნენ და ჩამოვიდოდნენ.ამასობაში ნია და ლევანი საქორწილო მოგზაურობიდან დაბრუნდნენ და მეგობრებს ეხლა თვითონ ეხმარებოდნენ მზადებაში.ყველაფერი უამბეს მეგობრებმა რაც მათ არ ყოფნის დროს გადახდათ თავს და მათი საყვედურებიც დაიმსახურეს.მაგრამ მთავარი იყო რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ის არაკაცები ეხლა ციხეში ლპებოდნენ. სანდრო პირადად ბექამ დაპატიჟა ქორწილში და უარი ვერ უთხრა.ამიტომ აუცილებლად ჩავიდოდა და ყველას იმედი ჰქონდა ეხლა მაინც მიხვდებოდა ეს ჯიუტი ბიჭი ყველაფერს.ეხლა მისი ჯერი იყო სიმართლისტვის თვალებში ჩაეხედა და ყველაფერი ნათლად დაენახა.
ძალიან მალე გაიარა ორმა კვირამ და დადგა ნანატრი ქორწილის დღეც. ბექა უჩვეულოდ ნერვიულობდა რასაც პატარძალზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული იყო რომ ყველას უკვირდა.მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად თორემ მის გულში ქარიშხალი ბობოქრობდა რომელსაც გარეთ გამოსვლის საშუალლებას არ აძლევდა.ულამაზესი თეთრი,ტანზე მომჯდარი მუხლამდე კაბა ეცვა.სადა მაკიაჟით და მისი უჩვეულოდ ლამაზი კულულებით ნამდვილ ანგელოზს გავდა.რომელიც ერთ მხარეს მოექცია და დიდი ვარდით დაემაგრებინა.ამაყი მზერით იდგა და ელოდა როდის მოაკითხავდა საქმრო და წაიყვანდა.სულ რაღაც ერთი სართულით მაღლა ბექა კი ბოლთას სცემდა და პიჯაკის ღილებს ნერვიულად ათამაშებდა.მისი ნერვიული სახის დანახვაზე კი ლევანი გულიანად იცინოდა და თავისი ქორწილის დღეს ახსენებდა.როგორ დასცინოდა ბექა ნერვიულობაზე და ეხლა თვითონ რა დღეში იყო.არც ლექსო აკლებდა ძმაკაცს რეპლიკებს და უფრო მეტად უშლიდნენ გასვიანს ნერვებს. სალომე კი მაშინაც უალამაზესი იყო.წითელ კაბაში ნამდვილ ლედის მოგაგონებდათ.ლექსომ გასვლისას ისე მაგრად მოჰკიდა გოგოს ხელი რომ ყველა სიცილით მოკვდა.რა ვიცი არავინ მომტაცოს შენი თავიო თან სიცილით ამასაც ამატედა.როგორც იქნა მომზადება ყველამ დაასრულა და უკვე დრო იყო პატარძალთან წასვლის.ლევანი ძმაკაცს მხარში ამოუდგა და კიბეები დინჯი ნაბიჯებით ჩაიარეს.უკან კი ოჯახის წევრები მოჰყვებოდნენ.მშობლებმა გუშინ დაურეკეს და აცნობეს რომ პირდაპირ რესტორანში შეუერთდებოდნენ.ბექას კარებში მზია შეეგება და მხიარულად შეჰყვა მისაღებ ოთახში,სადაც უკვე ბევრი სტუმარი ელოდა სასიძოს გამოჩენას.ბექაურს გვერდით თეკო და ნია ედგნენ. რომლებიც გვერდს უმშვენებდნენ ულამაზეს პატარძალს.ანუკი თვალის მომჭრელად გამოიყურებოდა და მისი ცქერა არასოდეს მობეზრდებოდა. ის იყო ღვთაება,რომელიც დედამიწაზე ანგელოზის სახით ჩამობრძანდა და ბექას ქალღმერთად იქცა.ნელა მიუახლოვდა საცოლეს და ნაზად აკოცა ლოყაზე.ტუჩები ყურის ბიბილოსკენ წაიღო და ისე უჩურჩულა რომ მხოლოდ ანუკის გაეგო მისი ნათქვამი.
-ამაღამ ეს ღვთაება სამუდამოდ ჩემი გახდება.-ნელა შეახო ტუჩები ბიბილოზე და უკან დაიხია.გოგონას ჟრუანტელმა დაუარა რაც გასვიანს არ გამოპარვია და ოდნავ გაეღიმა.სახლიდან პირდაპირ ეკლესიაში წავიდნენ ჯვარის დასაწერად.მამაომ გვირგვინები დაადგა ორივეს თავზე და ქორწინების საიდუმლოს ქადაგება დაიწყო.ყველაფერი უკვე დასასრულს უნდა მისულიყო როდესაც ბექ გვერდით მდგარმა ლექსო მამაოს სიტყვა შეაწყვეტინა.
-ბოდიშს ვიხდი მამაო,მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ ამ ქორწინების.-ყველა გაოცებული უყურებდა შამანაურს მხოლოდ ბექა იყო ღიმილ შეპარული და ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა ვერავინ.
-რატომ შვილო ჩემო?-მშვიდი ხმით მიუგო მამაომ.
-მხოლოდ ერთი პირობა მაქვს,თუ ეს პირობა შესრულდება ამ ქორწინებას ხელს აღარაფერი შეუშლის.-ისე სერიოზულად საუბრობდა ლექსო რომ მის ძლივს დამალულ ღიმილს ვერავინ ამჩნევდა.
-გისმენ შვილო.-ისევ ისეთი მშვიდი იყო მამაო,სხვებისგან განსხვავებით.
-თუ დღეს მე და თეკოსაც დაგვწერთ ჯვარს.-მხოლოდ ეს თქვა და ღიმილს საშუალება მისცა მთელს სახეზე მოჰფენოდა.მერე თავის გაბერილ გოგოს ხელი მოჰკიდა და გვერდით დაიყენა.ეხლა კი ყველა მიხვდა მის ოინს.თეკო კი გაოცებული გაფართოებული თვალებით ხან ლექსოს უყურებდა ხან კი მამაოს.რომელიც უკვე გვირგვინებს ამზადებდა მათთვის.
-რა ხდება ლექსო?-ზალიან ჩუმად უჩურჩულა გოგომ შამანაურს.
-არაფერი ჩემო სიცოცხლე,ჯვარს ვიწერთ.-მხიარულად უთხრა ვაჟმა და ლოყაზე ნაზად აკოცა.ამის მეტი ვერარაფრის თქამ ვეღარ მოახერხა გოგომ.ბედნიერებისგან გაბრწყინებული იდგა საკურთხეველთან და ელოდა მამაოს დალოცვას.მეგობრების ბედნიერება გაორმაგრად და ეხლა უფრო მეტად უხაროდათ ერთმანეთის სიხარული.მამაომ ჯვარი დაწერა და ორივე წყვილი დალოცა.აქედან პირდაპირ ხელის მოსაწერად წავიდნენ ლექსოს და ბექაც აქაც ყველაფერი მოეგვარებინათ. ამიტომ პრობლემა არც აქ შექმნიათ.იმდენად ლამაზი იყო ორივე პატარძალი თეთრ კაბებში გამოწყობილები რომ ნამდვილ ანგელოზებს გავდნენ.ისე კი მთელი დღე უკვირდა გიორგაძეს რატო მსთხოვდა ლექსო თეთრი კაბის ჩაცმას როცა მას ოქროსფერი უნდოდა.ეხლა კი ამის მიზეზიც გაირკვა და უკვე თითზე წამოცმულ ბეჭედს ბედნიერი დაჰყურებდა.მატჩის ბიუროდან რომ გამოვიდნენ იქვე ახლოს მდგარ ძმას მოჰკრა თვალი და ბედნიერებისგან ლამის ჩაიკეცა.
-სანდრო?როდის ჩამოხვედი?-ძმისკენ წავიდა მაგრად ჩაეხუტა გულში და ჩუმად ჰკითხა.
-აბა ჩემი ერთადერთი დაიკოს ქორწილს დავაკლდებოდი?-ეშმაკურად გაუღიმა ძმამ და სახე დაუკოცნა გაბერილ დაიკოს.
-შენც იცოდი?-გაკვირვება ვერ დამალა უმცროსმა გიორგაძემ.
-ჩემს გარეშე ჩაივლიდა ეგ ამაბავი როგორ გგონია შეენ?-ჰკითხა სანდრომ და მეგობრებს თვალი მოავლო.იმედი ჰქონდა მასაც ნახავდა და ეს იმედი ნამდვილად გაუმართლდა.მარტო იდგა გრძელ ლურჯ კაბაში საოცრად ლამაზად გამოიყურებოდა.ცოტა ხანს მზერავერ მოწყვიტა.როდესაც თეკო მიხვდა მისი მზერის ობიექტი ვინც იყო,ხელი ოდნავ უბიძგა და ანიშნა რომ მისკენ წასულიყო.მაგრამ ვაჟი ადგილიდან არ დაიძრა.მირანდა კი ისევ გულნატკენი იდგა ერთ ადგილას და მზერას არ აშორებდა ვაჟს.ბოლოს ძალიან ბევრი ფოტოც გადაიღეს და უკვე დრო იყო რომ რესტორნისკესნ აეღოთ გეზი.დღეს ყველა ბედნიერი იყო რადგან ყველაზე ცუდი უკვე ბოლოში მოეტოვებინათ და ეხლა ცხოვრებით ტკბებოდნენ.ბექა და ანუკი იმდენად გახარებულები იყვნენ რომ მათი სიხარული საზღვრებს არღვევდა და სადღაც უსასრულობააში იკარგებოდა. რესტორანში უამრავ ადამიანს მოეყარათ თავი.გასვიანის მშობლებს ანუკი ძალიან მოეწონათ და ბედნიერები იყვნენ რომ მათ შვილს ღირსეული რჩეული ჰყავდა ცხოვრებაში გვერდით.მთელი საღამო ლადოს სალომეს ხელი არ გაუშვია.მთელი საღამო მის გვერდით იყო და არცერთ მუსიკას არ ტოვებდა რომ გოგო არ აეცეკვებინა.მირანდას მეგობარი დიდი ხანია ასეთი ბედნიერი არ ენახა.არც სანდროს გამოჰპარვია მათი საეჭვო ქცევები და ცოტა არ იყოს ბევრ რამეზე დაფიქრდა.ყველაფერი გონებაში გადახარშა და ბოლოს საავადმყოფოს სცენაც წარმოუდგა თვალწინ.მიხვდა რომ იქ მირანდას გამოღვიძების მიზეზი სულ სხვა რამე იყო და სულ ტყუილად დაკარგა ამდენი დრო.ასეთი ბრმა როგორ იყო.აქამდე როგორ ვერ შენიშნა ეს ყველაფერი,არადა ყველა ამას უმტკიცებდა და ცდილობდნენ რომ რეალობა მის თვალებსაც დაენახა.მაგრამ არაუშავს არც ეხლაა გვიან.თეკო გაბერილი მუცლით იჯდა სუფრასთან და ბედნიერი სახით უყურებდა მომღიმარ და მხიარულ სტუმრებს.მთელი ღამე ცეკვაში და მხიარულებაში გაატარეს.ბოლოს მათი წასვლის დროც დადგა,გოგოები მოემზადნენ თაიგულების სროლისთვის და ყველას მზადყონა უბრძანეს.
-ერთი...ორი... და სამი..-ორივემ ერთად დაითვალეს და თაიგულები სხვადასხვა მიმართულებით ისროლეს.ერთი მირანდას ხელებში ჩავარდა მეორე კი სალომესი. სალომე ბედნიერი დაჰყურებდა თაიგულს და ლადოს მაგრად ეხუტებოდა, მირანდას კი მის დანახვაზე ცრემლები წასკდა თვალებიდან.სასწრაფოდ მუჭით მოიშორა დაუკითხავად ჩამოგორებული ეს მლაშე სითხე და ახალდაქორწინებულებს დაემშვიდობა. უნდოდა დროზე გასცლოდა აქაურობას. რომ მის თვალებს კიდევ სადმე არ გადაჰყროდა.მთელი საღამო არიდებდ თავს მასთან შეხვედრას და არ უნდოდა ეხლა გამოლაპარაკებოდა. ორივე წყვილი ჟრიამულით გაცილეს რესტორნიდან ხანგრძლივ მოგზაურობაში,ბექა და ანუკი საზღვარჰარეთ მიდიოდნენ,თეკო და ლექსო კი იქვე ახლოს გასვიანის აგარაკზე დაივენებდნე.რადგან თეკოს ორსულობის გამო მოგზაურობა ცოტა ხნით აკრძალული ჰქონდა.დაიბადებოდა ბავშვი და მერე მოიწყობდნენ თაფლობის თვეს.მირანდა მაშინვე ტაქსში ჩაჯდა და სახლში წავიდა.კიბები სირბილით აიარა, ერთი სული ჰქონდა როდის შევიდოდა სახლში და ცრემლებს გასაქანს მისცემდა. ის იყო ბოლო სართული უნდა ევლო რომ ვიღაცის ძლიერმა ხელებმა მკლავებში ჩაავლო და მისკენ მიაბრუნა.ისეთი ჩაბნელებული იყო სადარბაზო მისი სახის დანახვა ძალიან გაუჭირდა.ვაჟმა გონს მოსვლა არც კი დააცადა ისე დაეწაფა მის მონატრებულ ბაგეებს და ორივე ერთდროულად დაუკოცნა.მირანდამ იგრძნო ნაცნობი სურნელი და მის მკლავებში მომწყვდეული ჩიტივით მოექცა.განძრევა არ უნდოდა.ოცნებობდა ეს წუთები არასოდეს დასრულებულიყო.იმდენად ენატრებოდა მისი შეხება,კოცნა,ალერსი რომ მონატრებას ჭკუიდან გადაჰყავდა.არც სანდრო იყო ნაკლებ დღეში,როდესაც ქალის ნაცნობი სურნელი შეიგრძნო და ბაგეებს გემო ისევ გაუგო ჭკუა თავიდან დაკარგა და გულში მაგრად იხუტებდა. ვერც კი მიხვდნენ ისე შევიდნენ სახლში და როგორ გაერთნენ ალერსში.მირანდა გონს მაშინ მოვიდა როდესაც სანდრომ კაბის ელვაშესაკრავი ბოლომდე ჩახსნა და კაბა ძირს დავარდა.მის წინ კი საცვლების ამარა დარჩა.მაშინვე ჰკრა ვაჟს ხელი და გვერდით გადგა.
-აქ რატომ მოხვედი?-ჰკითხა აცახცახებულმა გოგომ.
-მომენატრე.-მხოლოდ ეს უთხრა სანდრომ და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. მირანდა უკან წავიდა მაგრამ მალე მოექცა ისევ გიორგაძის მკლავებსი და ამჯერად გაქცევის საშუალება აღაც მისცა ვაჟმა.-არაფერი თქვა.მე ყველაფერი ვიცი და აღარ მინდა დროის დაკარგვა.მირანდა მიყვარხარ და მინდა მთელი ცხოვრება შენს გვერდით გავატარო.ვიცი რომშენც გიყვარვარ და ამის უარყოფას აზრი აღარ აქვს.მიეცი თავს უფლება რომ ბედნიერი იყო.-თვალებში უყურებდა სადრო მჟავიას და იქ ცდილობდა სიმარტლის ამოკითხვას.
-მიყვარხარ.-მხოლოდ ეს უთხრა გოგომ და ამჯერდ თვითონ დაეწაფა ვაჟის ტუჩებს.მონატრებული და გაგიჟებული უკოცნიდა ბაგეებს.ამან ვაჟი უფრო გაახელა და წამში არმოჩნდნენ საზინებელ ოთახში.ამდენი ხნის მერე ისევ ტკბებოდნენ ერთმანეთის ალერსით და ხვდებოდნენ რომ დროის კარგვა ფუჭი იყო..რაც თავიდანვეა დაგეგმილი იმას ნამდვილად ვერ აუვლი გვერდს და ვერც შეცვლი გულითაც რომ გინდოდეს.ერთმანეთზე გადახლართულები ერთმანეთის ალერში გათანგულები ღრმად სუნთქავდნენ და სიყვარულს სამარადისოდ ეფიცებოდნენ.
ბექა და ანუკი კი უკვე სასტუმროს ნომერში იყვვნენ და თითოეული მომენტით ტკბებოდნენ.რეისი დილის 7საათზე ჰქონდათ იქამდე კი საკმაო დრო იყო. ბექაურს სასმლისგან ლოყები ოდნავ შეფაკვლოდა და მალაზი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.გასვიანი ნელა მიუახლოვდა და მის გავარვარებულ ბაგეებს მოწყურებულივით დააცხრა.სასმლისგან ანუკი ბევრად გათამამებულიყო. მედიდურად შეუცურა ვაჟს პერანგის შიგნით ხელები და იგრძნო როგორ დაეხორკლა მაშინვე კანი.ესიამოვნა ეს ახალი შეგრძნება და უფრო გათამამდა.არც ბექამ დააყოვნა,მაშინვე კაბის ბოლოებს მოჰკიდა ხელი და წამში გადააძრო გოგოს.სადგა მის წინაშე მხოლოდ საცვლის ამარა.მის ამაყ და ლამაზ მკერდს აღარაფერი მალავდა და ეს ჭკუას აკარგვინებდა გასვიანს.თამამად დააცხრა მას ბეგეებით და მის ყურს გოგოს სიამოვნების ამოძაილები ჩაესმა.საწოლზე ნელა გადააწვინა და ზემოდან მოექცა.ანუკიმ პერანგის ღილები სათითაოდ გაუხსნა და ძირს გადააგდო.ერტმანეთი ზედმეტი სამოსისგან გაანთავისუფლეს და ალერსში გადაეშვნენ თავით.მათ გარშემო სიამოვნების ბურუსი წარმოიქმნა და ამ მყუდროებას მხოლოდ რამდენიმე ანუკის ამოძახილი თუ დაარღვევდა ხოლმე. უბედნიერესი წუთები იყო ეს ყოველივე ორივესთვის.ბექამ გულზე მიიხუტა დაღლილი გოგო და ტმებზე ნაზად ეფერებოდა.ის მისი ღვთაება იყო და მთელი ცხოვრება გაუფრთხილდებოდა მას.
ცხოვრებაში ადამიანს ბევრი განსაცდელის გავლა უწევს.მთავარი ის კი არაა რამხელაა ეს განსაცდელი ან რამდენ ტკივილს მოგაყენებს.არამედ ის თუ როგორ გადაიტან და გაუძლებ ამ განსაცდელს.ეს ცხოვრება არავითვისაა ია-ვარდით მოფენილი.ის მუდამ ეკალ-ბარდიანია და ჩვენ უნდა ვაქციოთ ის ადვილად გასავლელი,თორემ ერთხელ თუ მოგერია ცხოვრება და ფეხზე ვერ დადექი ჩთვალე რომ ის ყოველთვის შენზე გამარჯვებული ივლის,შენ კი უნდა შეეგუო დამარცხებულის სტატუს.



№1  offline წევრი θεοδώρα

Vaimeeeee dzalian magari ikooooo

 


№2 სტუმარი Lana

Vaime ra kargi iyo... Zustad aseti dasasruli unda hqonoda ^_^ gamagija am tavma,rogorc ki gavigvidze es davinaxe da maleve chavamtavre kitxva.ar vici ra vtqva dzalian momewona,gelodebi axali motxrobit <3 (lana cincadze,ubralod accountshi ver shevdivar droebit da ar gegonos damaviwydi :dd <3 )

 


№3  offline წევრი natia-natia

Ai dzaan magari iyoo

 


№4 სტუმარი mtvaro svani

vaime ramdeni xani velodi am tavs.magram lodinad girda.zalian kargi iyo

 


№5  offline წევრი mako-makako

θεοδώρα
Vaimeeeee dzalian magari ikooooo

მადლობა რომ მოგეწონა... <3

Lana
Vaime ra kargi iyo... Zustad aseti dasasruli unda hqonoda ^_^ gamagija am tavma,rogorc ki gavigvidze es davinaxe da maleve chavamtavre kitxva.ar vici ra vtqva dzalian momewona,gelodebi axali motxrobit <3 (lana cincadze,ubralod accountshi ver shevdivar droebit da ar gegonos damaviwydi :dd <3 )

მადლობა ჩემო ლამაზო რომ ესე მოგეწონა.შენ თავს რა დამავიწყებს.როგორც კი შენი სახელი წავიკითხე მაშინვე მივხვდი რომ შენ იქნებოდო.აუცილებლად დავდებ ახალ ისტორიებს თან ძალიან მალე. <3

natia-natia
Ai dzaan magari iyoo

მადლობა ნათი,ძალინ მიხარია რომ მოგეწონა <3

mtvaro svani
vaime ramdeni xani velodi am tavs.magram lodinad girda.zalian kargi iyo

მართლა ვწუხვარ რომ ამდენი ხანი გალოდინეთ.მაგრამ რა ვქნა ისეთ ხასიათზე ვიყავი ეს ორი კვირა ნამდვილად ვერ დავასრულებდი ცუდად და ამიტომ მოცდა ვამჯობინე.მიხარია რომ თქვენი იმედები გავამართლე. <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№6 სტუმარი darina

Dzlivs amovisuntqe, chemi beqa monenatreba, miyvars heppy endebi, davelodebi axal istorias.

 


№7  offline წევრი mako-makako

darina
Dzlivs amovisuntqe, chemi beqa monenatreba, miyvars heppy endebi, davelodebi axal istorias.

მადლობა ჩემო კარგო.აუცილებლად ძალიან მალე დავდებ ახალ ისტორიებს

ანი ანი
ძალიანნ გამახარა შენმა კომენტარმა.მიხარია რომ ძალიან მოგეწონა.ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულიარომ ასეთი კმაყოფილები ხართ წაკითხვის შემდეგ.მადლობა ანი შენ <3 <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№8 სტუმარი nina(nina)

ჩემი მაკუნა დაბრუნდაააა!!! როგორ გამახერე.ახლა ვნახე,რომ დადე და როგორც კი მოვიცლი აუცილებლად წავიკითხავ <3 <3 <3 ჰო და კიდევ იმედია თავს ძალიან არ მოგვანატრებ და ახალი ისტორიებითაც გაგვანებივრებ <3 <3 <3

 


№9  offline წევრი mako-makako

მანანა ლომიძე,
ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მანანა ასეთი თბილი სიტყვებისთვის.<3

nina(nina)
ჩემი მაკუნა დაბრუნდაააა!!! როგორ გამახერე.ახლა ვნახე,რომ დადე და როგორც კი მოვიცლი აუცილებლად წავიკითხავ <3 <3 <3 ჰო და კიდევ იმედია თავს ძალიან არ მოგვანატრებ და ახალი ისტორიებითაც გაგვანებივრებ <3 <3 <3

ჩემი ლამაზი გოგო მოსულაა.არა ჩემო კარგო დიდხანს არ დაგეკარგებით ,უკვე ვწერ და როცა დავასრულებ აუცილებლად დავდებ.მადლობა შენ რომ მუდამ ჩემთან ხარ. <3 <3
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№10 სტუმარი nina(nina)

mako-makako
მანანა ლომიძე,
ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მანანა ასეთი თბილი სიტყვებისთვის.<3

nina(nina)
ჩემი მაკუნა დაბრუნდაააა!!! როგორ გამახერე.ახლა ვნახე,რომ დადე და როგორც კი მოვიცლი აუცილებლად წავიკითხავ <3 <3 <3 ჰო და კიდევ იმედია თავს ძალიან არ მოგვანატრებ და ახალი ისტორიებითაც გაგვანებივრებ <3 <3 <3

ჩემი ლამაზი გოგო მოსულაა.არა ჩემო კარგო დიდხანს არ დაგეკარგებით ,უკვე ვწერ და როცა დავასრულებ აუცილებლად დავდებ.მადლობა შენ რომ მუდამ ჩემთან ხარ. <3 <3


ძალიან,ძალიან მაგარია მაკო.აი არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის.ვიცოდი კარგად ,რომ დაამთავრებდი და ისიც ვიცოდი,რომ აღფრთოვანებული დავრჩებოდი.ერთი რაზეც გული დამწყდა ის არის,რომ დამთავრდა.ძალიან შევეჩვიე ამ ისტორია და პერსონაჟებს.მაგარია ყველა წყვილებად დარჩნენ.ერთ-ერთ თავში,რომ დაწერე დსალომ თაიგული დაიჩირაო და რაღაცეები,მაშინ მივხვდი,რომ ეგ და ლადო ერთად დარჩებოდნენ.სანდროზე და მირაზეც ძალიან გამიხარდა,კიდევ ის გამიხარდა ანამ დეპრესიას,რომ "აჯობა".კარგად მოიფიქრე ორი ქორწილი ერთად,თან ყველასთვის მოულოდნელად :D რავი რაღა დაგიწერო,ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ <3 <3 <3 საოცრება ხარ ჩემო გოგო,საოცრება,რომელიც მაბედნიერებს თავისი ისტორიებით <3 <3 <3
პ.ს უფრო ადრე კომენტარის გაკეთება ვერ მოვახერხე <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent