შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტელეფონის ბრალია (სრულად)


12-03-2016, 19:06
ავტორი niino
ნანახია 5 953

სამსახურიდან დაღლილი გამოვედი,დიდხანს ველოდე მარშუტკას,ბოლოს როგორც იქნა გამოჩნდა,როგორც კი ავედი მაშინვე ყურსასმენები გავიკეთე და უკვე მერამდენედ ვუსმენდი Leonard Cohen - A Thousand Kisses Deep..ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და შემიძლია უსასრულოდ მოვუსმინო...ვუსმენდი თან facebook-ზე ვმესიჯობდი,მოკლედ ჩემს სტიქიაში ვიყავი..მძღოლს ფული ისე მივაწოდე და მარშუტკიდან ისე ჩამოვედი ტელეფონისთვის თვალი არ მომიშორებია, თან სახლისკენ მივდიოდი,უცებ რაღაცას მივუახლოვდი და როცა თავი ავწიე დავინახე შავი ფერის BMW X6 რომელსაც უკანა მხრიდან ვედექი და ტელეფონის გამო კინაღამ თავი მივარტყი.გავბრაზდი ჩემს თავზე,ასეთი სულელი როგორ ვარ,მთლად გამოვშტერდი ამ ტელეფონის გადამკიდე,გვედრის ავლა ვცადე და სწორედ ამ დროს გავიგონე წინა კარის გაღების ხმა,ვიღაც ტიპი გადმოვიდა დაახლოებით იქნებოდა 34-35 წლის,შავი მანტო ეცვა,მისი გადახოტრილი თავი მომხვდა თვალში..ისე სერიოზული სახით მიყურებდა,არვიცი რა იფიქრა,მაგრამ ტელეფონით ხელში რომ მნახა მიხვდა რაც დამემართა და ჩაეცინა,კიდევ კარგი ღამე იყო და ჩემს გაწითლებულ სახეს ვერ ნახავდა,ისე შემრცხვა თავი ჩავხარე და სასწრაფოდ გავშორდი,ერთი მივიხედე უკან და ვნახე რომ მიყურებდა თან მაღაზიისკენ მიდიოდა..მიყურებდა გაღიმებული სახით..ფეხს ავუჩქარე და ლამის მივრბოდი,თან ჩემს თავს ვლანძღავდი,ჩემი უტვინობის გამო..მას მერე გავიდა თითქმის თვე,ხშირად მახსენდებოდა და სულ მისი სახე მედგა თვალწინ.როგორ მინდოდა კიდევ ერთხელ მენახა,მაგრამ ისიც ვიცოდი რომ მენახა ისევ ისე გავიქცეოდი....
შაბათს ჩემმა დაქალმა ლანამ დამირეკა და მთხოვა მასთან ერათად წავსულიყავი მისი უმცროსი ძმის დაბადების დღეზე,სიმართლე გითხრათ დასვენება მერჩია მაგრამ ხათრი ვერ გავუტეხე..ბორდოსფერი კაბა ჩავიცვი რომელიც ოდნავ მუხლებს ზემოთ იყო,ფეხზე ბალეტკები თმა,რომელიც ბუნებრივად ხვეული მაქვს,გავიშალე,მუქი წითელი პომადა ოდნავ,თვალებიც გამოვკვეთე და წავედი.ჩემის აზრით უბრალოდ ვიყავი,ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს.
როგორც კი მივედი რესტორანში ლანა გამოქანდა ჩემთან,მაშინვე მომახალა ულამაზესი ხარო და გამაქანა მაგიდისკენ სადაც ახალგაზრდები იყვნენ შეკრებილები..ლანას და მისი ძმის გარდა არავის ვიცნობდი,ამიტომ ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს..გავიცანი ისინიც,მაგრამ ამით მაინცდამაინც არაფერი შეცვლილა თუ არ ჩათვლით ახალგაცნობილ ბიჭთან ერთ ცეკვას,რომელის მთელი ის პერიოდი თვალს არ მაშორებდა.მე კი ვაიგნორებდი...ლანა ყველანაირად ცდილობდა გავერთე,ასე თუ ისე გამოსდიოდა..ბოლოს ისევ ჩემი მობილური და მისი ჯანითქო და ჩავძვერი..ყველა თავის სტიქიაში იყო მე კიდე ჩემსაში"მობილურში",ბოლოს ლანა მომვარდა გეყოფაო ისეთი დამიბრიალა თვალები ვერც მოვწვი ტელეფონი,როგორ ამაცალა და გაიქცა,ეგრევე გამოვეკიდე და ვთხოვდი დაებრუნებინა.თითქმის მთელი რესტორნის ხალხი ჩვენ გვიყურებდა,შემრცხვა და შევანელე სვლა.ლანას დაბალ ხმაზე ვთხოვე დაებრუნებინა ტელეფონი და მეტად აღარ ჩავძვრებოდი..დამიჯერა და დამიბრუნა.გიჟივით გამოვსტაცე ხელიდან
-გარეთ გავალ და მალე მოვალ-ლანას ვუთხარი და ვერანდაზე გავედი..რათქმაუნდა ჩემი დაწყებული საქმე გავაგრძელე და დავიწყე ქექვა ტელეფონში,თან უკან ვიხედებოდი ლანა ხო არ მოდისთქო..
-ტელეფონი რაღაც არ გწყალობს დიდად-შემომესმა სასიამოვნო ხმა,ეგრევე მივიხედე და ტელეფონი კინაღამ გამივარდა.ის ტიპი იდგა ჩემს წინ რომლის მანქანას ერთი თვის წინ კინაღამ თავი მივარტყი სწორედ ჩემი ტელეს გამო..მიახლოვდებოდა და მიცინოდა.ძალიან შემრცხვა,დავიბენი და უკან უკან დავიწყე სიარული ზურგით კედელს ავეკარი,ის კი ისევ ჩემსკენ მოიწევდა.ტელეფონს სიმწრისაგნ ხელს ვუჭერდი,მან ეს შეამჩნია,სახე ახლოს მომიახლოვა
-ცოდვაა ეგ ტელე-მითხრა ღიმილით,მისი ცხელი სუნთქვა გონებას მიბნიდავდა.
-ჯანდაბა-წამოვიძახე და ხელიდან დავუსხლტი..მაგიდასთან აღელვებული მივედი მაგრამ არშეუმჩნევიათ.თან ვერანდისკენ ვიყურებოდი.ის არ იდგა.გულზე მომეშვა მაგრამ ამავე დროს მეწყინასავით..ჩემი საყვარელი მელოდია გაისმა.
-ეს მელოდია შენ გეძღვნება და ვიცეკვოთ-მომიახლოვდა ისევ ბიჭი ვისთანაც ვიცეკვე..გავყევი..
-ლანამ მითხრა რომ ეს მელოდია გიყვარდა-მითხრა თბილად
-ოხ ლანა,ლანა ვერ გადამირჩები-დავემუქრე გულში..როგორც იქნა მოვრჩით ცეკვას და მაგიდისკენ წამოვედი როცა ვიღაცამ ხელი ჩამავლო..
-ტელეფონი შენს დაქალს აქვს,ასე რომ ვერ ჩაძვრები და ვერც მე გამექცევი-ის თავხოტორა მედგა წინ.ნუ ახლა მთლად თავხოტორაც აგარ იყო უკვე..
-ჯანდაბა-ჩავილაპარაკე ჩუმად მაგრამ მაინც გაიგო
-ერთად წავიდეთ ჯანდაბაში,რას იტყვი-მკითხა ეშმაკურად,რაზეც გილიანად გამეცინა.ვცეკვავდი მასთან და ვგრძნობდი როგორ ვდნებოდი მის სიახლოვეს.არ მინდოდა დასრულებულიყო ეს ცეკვა ,ეს საღამო და საერთოდ ეს ყველაფერი..
იმ საღამოს მერე შეიცვალა ჩემი ცხოვრება,ლანასი უზომოდ მადლობელი ვიყავი,ის რომ არა იქნებ არც შევხვედროდით ერთმანეთს..მასთან ძალიან ბედნიერი ვიყავი............ჩვენ ხომ სამუდამოდ დავუკავშირეთ ჩვენი გულები ერთმანეთს......



№1  offline წევრი milangirl

ძალიან პატარა იყო, არ მეყო. სიუჟეტი კარგი იყო, მაგრამ რომ გაგევრცო უკეთესი იქნებოდა ბევრად. მიუხედავად ამისა, მაინც დადებითი ემოციები გამოიწვია ჩემში.

 


№2  offline წევრი შოკი მოკი

ჰმმმ ნეტავ უფრო ახალგაზრდა პერსონაჟი აგერჩია უფრო კარგი იქნებოდა ისე მალე განვითარდა ყველაფერი ვერაფერი გავიგე ძალიან პატარა იყო what

 


№3  offline წევრი mimimimo

პატარა იყო..
დასასრული კი, თითქოს მიფუჩეჩებული..
შეგეძლო მეტად გაგევრცო..
ერთად წასულიყვნენ ჯანდაბაში... lol
მაგრამ არა ასე..
არ მოველოდი ასეთ დასასრულს..

იმედია შემდეგი ისტორია შედარებით ვრცელი იქნება და ასეთი(მიფუჩეჩებული) არა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent