შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"შენში ზამთარიც გაზაფხულია" =3=


13-03-2016, 23:13
ავტორი ელი
ნანახია 1 807

დილით ადრიანად გამომეღვიძა და უცებ მოვიწესრიგე თავი. სახლი მივალაგე და სარეცხიც დავრეცხე. სველი სარეცხით სავსე თეძოზე შემოდებული კალათით აიანზე გავედი.
კალათი ძირს დავდე და ჩამოშლილი თმა უცებ ავიწიე ზემოთ.
ნელ-ნელა დავიწყე სარეცხის ფენა და მახსენდებოდა როგორ მასწავლიდა დედა ამას. როგორ მიხსნიდა რომ ნამდილი ქალი მაშინ იყავი,როდესაც სარეცხსაც კი ლამაზად და კოხტად დაფენდი.
მახსენდებოდა დედის გაკვეთილები და უნებურად მეღიმებოდა.
-დილა მშვიდობისა-მომესმა გვერდიდან ლექსოს ხმა.
უცნაურად დამიარა ტანში ჟრუანტელმა. თითქოს ისევ განმეორდა წუხანდელი.
ფიქრები უცებ გავფანტე და ნელი მიძრაობით გავატრიალე თავი მისკენ.
-დილა მშვიდობისა-ღიმილით ვუთხარი მე.
საოცარი სანახავი იყო თეთრ უბრალო მაისურსა და სპორტულ ნაცრისფერ შარვალში გამოწყობილი თმა აბურდული ლექსო. ტუჩები ოდნა დასიებოდა. ახლად გახელილი თვალები დღის სინათლისგან შეწუხებულნი ისევ ლამობდნენ დახუჭვას.
მზერა ავარიდე და მაისურის დამაგრება დავიწყე.
გვერდითა ხედიდან დავინახე როგორ დაეყრდნო იდაყვებით მოაჯირს,როგორ მოაბრუნა სახე ჩემკენ და ყურება დამიწყო.
-რა გეგმები გაქვს დღეს?- ისევ გაიჟღერა მისმა ძილისაგან დაბოხებულმა ხმამ.
მისკენ ახლა უკვე თამამად მიბრუნდი და ასევე თამამად შევხედე.
-ხვალ სასწავლებელში ვარ წასასვლელი და უნდა მოვწესრიგდე.-ვუთხარი და მის ხელებს დავუწყე ყურება.
საოცარი თითები ქონდა.
მთელი გულით შემშურდა მისი და მთელი გულით შემრცხვა ჩემი თითების.
მისი მარჯვენა ხელის თითებში ისე ელეგანტურად იყო სიგარეტის ღერი მოქცეული. საოცარი სიმსუბუქე იგრძნობოდა.
სულელურად,მაგრამ საოცრად მომინდა მისი ხელების შეხება.
-ჰეი,მანო!- დაფეთებულმა შეხედე ასევე ახლად გაღვიძებული საბას.
ისეთი სასაცილო იყო.
-კუდრაჭ,როგორ ხარ?- აივნიდან გადმოიხარა და ლოყაზე მიჩქმიტა.
-საბა, ნუ მჩქმეტ,მტკივა-შევუბღივრე მე.
-მოდი,მოდი მოგირჩინო-უცებ მიმწია მოაჯირთან და ხმაურით მაკოცა ნატკენ ადგილზე.
მზერა ლექსოსკენ გამექცა,რომელიც ღიმილით გვადევნებდა თვალს.
-რას ლაპარაკობდით ერთი შენ და ეს ვაჟბატონი?-წარბაწევით გამომხედა საბამ და მანაც ძმის მსგავსად სიგარეტის ღერი ამოაძვრინა.
-ხომ გითხარი შეეშვი-თქო- უცებ გამოაცალა პირიდან სიგარეტის ღერი ლექსომ და ძირს მოისროლა.
საოცრად გაბრაზებული სახე ჰქონდა და ბღვერით უყურებდა ძმას.
საბას სახეზეც გაქრა ღიმილი და გაყინული მზერით ჯერ ძმას შეხედა,შემდეგ მე და სახლში უთქმელად შევიდა.
-რა ხდება?-მაშინვე ვკითხე ლექსოს.
-არაფერი,უბრალოდ სიგარეტს უნდა შეეშვას-მითხრა უხეშად და მზერა ამარიდა.
საოცრად გავბრაზდი რომ ლექსომ ჩემთვის უკვე ძალიან ძვირფას ადამიანს სახიდან ღიმილი გაუქრო. მზად ვიყავი იმ წამს ლექსოს ყელში ვწვდომოდი.
-და ამას ამბობ შენ,რომელიც გაღვიძებისთანავე ეწევი?-მეც უხეშად ვკითხე და ხელებ გადაჯვარედინებული დავდექი მის პირისპირ.
-როცა არ იცი გაჩუმდე ჯობია.-მითხრა მან და საბას მსგავსად სახლში შევიდა.
საოცრად გავბრაზდი,საოცრად.
ცოფების ყრით შევედი სახლში და კალათი სააბაზანოში რასაც ქვია დავახეთქე.
-რა გჭირს მანო?-მაშინვე გამოვიდა ციცი.
-არაფერი ციც, ლექსომ მომშალა ნერვებზე-ვუთხარი მას და დივანზე დავებერტყე.
-უყურე ერთი მაგას... ყურები ხომ არ დავუწელოთ ბე?-მითხრა ღიმილით ციციმ და მომეფერა.
-საბაც გამიბრაზა ციც...-ვუთხარი დაკოპილმა.
-ო... მაშინ საბას შენი შოკოლადის ტორტი გაახარებს-მითხრა ღიმილით.
-მართალი ხარ ციც,ახლავე დავიწყებ.აუ რა კარგი ხარ-ვუთხარი უკვე ფეხზე წამომხტარმა და ლოყები დავუკოცნე.
სამზარეულოში ვტრილებდი და თან საყვარელ მელოდიას ვღიღინებდი.
სულ მალე ტორტი ხელში დავიკავე და ციცის გავძახე გავედი-თქო.
უცებ მივაკაკუნე მეზობელ კარზე და ღიმილით დაველოდე საბას,მაგრამ მის ნაცვლად ლექსო შემრჩა ხელში.
-ეს ვინ მოსულაო-გამიცინა მან და შევამჩნიე ტორტის დანახვაზე თვალები როგორ აუციმციმდა. გვერდით გადგა და შესვლის საშუალება მომცა.
უცებ მომაკრო ლოყაზე ტუჩები და კარი ჩემს ზურგს უკან დახურა.
დაფეთებული ადგილზევე გავშეშდი და მომხდარის გააზრებას შევუდექი.
-მოდი,მოდი-უკნიდან მიბიძგა მან.
მეც მისაღებისკენ დავიძარი და ჩემი საბუც დავინახე.
დივანზე იჯდა და ღიმილიანი სახით შეყურებდა ტელევიზორს.
-კუდრაჭ!...-წამოიძახა ჩემს დანახვაზე და ფეხზე წამოხტა.
მეც უნებურად გამეცინა და ახლა უკვე მეორე ლოყაზე მისი ტუჩები ვიგრძენი.
-ეს რა მოგიტანია?- ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და აციმციმებული თვალებით შემომხედა.
-დილას ერთმა ვაჟბატონმა რომ გაგაბრაზა განა დამავიწყდა. ვიფიქრე ამით გაგახარებდი-გავიკრიჭე მე.
-ეგ აღარც მახსოდა ცუცნა-ლოყაზე მიჩქმიტა საბამ-მოდი აი აქ დადე შენი ტორტი და სწრაფად დაჭერიი-ტაში შემოკრა მან.
მეც სიცილით გავემართე სამზარეულოსკენ და სასწრაფოდ დავიწყე ტორტის დაჭრა. ტორტის ნაჭრებით ხელში გავედი მისაღებში და პატარა მაგიდაზე დავდე თეფშები.
საბამ მაშინვე ხელი დასტაცა და პირისაკენ გაიქანა პორტის ნაჭერი.
-მმმ... საოცრება არის საოცრების მიერ შექმნილი- წამოიძახა მან და კიდევ ერთი ლუკმა შეჭამა.
ახლაღა დავინხა აივნის კარს მიყრდნობილი მომღიმარი ლექსო,რომელიც ტრადიცილუად სიგარეტს ეწეოდა.
ეშმაკური ღიმილით გავემართე მისკენ.
მანაც უფრო გამიღიმა და კიდევ ერთი ნაპასი დაარტყა.
სახიდან არ ქონდა მოცილებული სიგარეტის ღერი ხელიდან რომ გამოვტაცე და საფერფლეში ჩავუსრისე.
-თავი უნდა დაანებო ლექსუნია-ვუთხარი ტუქსვით და გაკვირვებულს ცხვირზე თითი ჩამოვკარი.
მოვბრუდნი და კისკისით გავემართე საბასკენ და გვერდით მიუბრუნდი.
ცოტახანს ორივე ძმა ჩუმად იყო,მაგრამ ბოლოს საბამ ვეღარ შეიკავა თავი და მთელი ხმით ახარხარდა.
აი ლექსოზე კი იგივეს ვერ ვიტყოდი.
-შენ რა მყავხარ კუდრაჭ-სიცილით გადამხვია საბამ ხელი და გულზე მიმიხუტა.
მეც გავიტურუნდე და თვალები მივნაბე.
-ეშმაკუნა გოგოა ძალიან-გავიგე უცებ ლექსოს ხმა და თვალები ვჭყიტე.-უნდა იცოდე რომ საბასთვის მართლა არ შეიძება მოწევა,-მითხრა მან და ჩემ წინ მდგარმა უცებ აიღო თეფში და ჩემ გვერდით მოკალათდა.
-საბასთვის თუ არ შეიძლება შენთვის შეიძლება?-ვუთხარი მე.
-ჩემზე ნერვიულობ პატარავ?-გამომხედა ღიმილით ლექსომ.
მერეღა მივხვდი რომ მართლა ასე გამომივიდა.
-ნწ,საბაზე-ვუთხარი უცებ მე.
ლექსოს აღარაფერი უთქვამს,გემრიელად მიირთმევდა ჩემ ტორტს და დრო და დრო უაზროდ იღიმოდა.
-ქალბატონო,ნომერს არ დამიტოვებდით?-უცებ მკითხა საბამ.
-ჰა?- შევხედე სიცილით.
-არ მაქვს შენი ნომერი გოგო-მითხრა მან და ჯიბიდან ტელეფონი ამოიძრინა-მითხარი აბა.
-მომეცი დაგიწერ-გამოვართი და მე ჩემი მივაწოდე-შენიც ჩამიწერე.
უცებ ავკრიფე ჩემი ნომერდი და საბას მომცინარ სახეს შევხედე.
-რა გაცინებს?-ვკითხე ინტერესით.
უცებ მოაბრუნა ტელეფონი და ეკრანზე დაყენებული ჩემი და ანოს ფოტო დაინახე. დასაც მე და ანო სასაცილიდ ვიჭყანებით.
-უი...- შემრცხვა მე და გაიკრიჭე.
-ვინაა ეს ბაჭია?-მკითხა ღიმილით ლექსომ.
-ჩემი დაიკოა, ანო.-ვუთხარი ღიმილით.
-ე... კი არ იცოდი და თუ გყავდა.-გამომხედა საბამ.
მე მხოლოდ გაიცინე.
-რა სახელით ჩაგიწერო?-ვკითხე მე.
-მომეცი მე მივხედავ-ტელეფონები გავცვალეთ.
უცებ წამოვდექი და უკვე ცარიელი თეფშებით ხელში გავემართე სამზარეულოსაკენ. ჭურჭელი ნიჟარაში ჩავაწყე და ონკანი მოვუშვი.
სწრაფად გავრეცხე და ის იყო მობრუნებას ვაპირებდი კისერში კოცნა რომ ვიგრძენი და დაფეთებული მობრუნდი უკან.
ხელში კი მომღიმარი ლექსო შემრჩა.
-შემაშინე...-ამის თქმაღა მოვახერხე.
-რატომ?- არ იშორებდა ღიმილს.
-არ გელოდი.-ვუთხარი მე და თვალის არიდება ვცადე.
-მე თუ კოცნას?-მკითხა კვლავ ღიმილით.
-ორივეს.-გულწრფელად ვუპასუხე და გასალ დავაპირე.
-კარგი გოგო ხარ-თქვა მიმწყდარი ხმით და ახლა უკე ცხვირზე მომაკრო ტუჩები.
ეს სიახლოვე ცოტაც და გამგუდავდა. იმდენად მიჭირდა სუნთქვა.
მიხურდა მთელი სხეული,მაგრამ ამავდროულად უნებურად ვცახცახებდი.
არეულად ვსვუნთქავდი და გრძნობდი როგორი ცხელი ჰაერი ამოდიოდა ჩემი სხეულიდან.
ოდნავ გაეღიმა და გვერდით გაიწია.
მისაღებში არეული ნაბიჯებით გავედი და საბას მივუჯექი.
თავი მხარზე ჩამოვადე და ფიქრები ისევ სამზარეულოში მომხდარზე გადავახვიე.
-რა გჭირს ბაჭი?-შუბლზე მაკოცა საბამ.
უცებ გამოვერკიე ფიქრებიდან.
-ხვალ სასწავლებელში მივდივარ პირველად და ვნერვიულობ-ამოვიჩურჩულე მე და მას შევხედე.
- ბაჭი... რატო ნერვიულობ კაი რა...-უფრო მაგრად მიმიხუტა გულზე საბამ.
მართალი იყო ციცი. ყოველ წამს ვრწმუნდები რომ საბა სწორედ ისაა...
-აუ რავი... სულ ყველა უცხო იქნება... თან ესეთი სიტუაციები ერთი რაიონებიდან ჩამოსული გოგოსთის ხომ იცი რომ უცხოა-ვუთხარი მისი სითბოთი გამთბარმა.
-ჩემი პატარა გოგო. მე გაგიყვან ხვალ.-მითხრა საბამ.
-აუ... როგორ გამახარე. თან არც ვიცოდი წესივრად როგორ უნდა მივსულიყავი-ვუთხარი სიცილით.
-რომელ სასწავლებელში ხარ?-ოთახში შემოვიდა ლექსო და დივანზე ჩამოჯდა.
-ილიაში.-ვუთხარი მე.
-რაზე?-ისევ მისვამდა კითხვებს და ვხედავდი მისი ტუჩის კუთეები ზემოთ როგორ მიიწევდნენ.
-საერთაშორისო ურთიერთობები.-ვთქვი უფრო თამამად.
-მეც ილიაში ვარ ბაჭი-მითხრა საბამ და კვლავ განმმუხტა.
-რა კაია... იქ იქნები ხოლმე.-ვუთხარი ღიმილით.
-ისედაც შენთან ვიქნებოდი-კიდევ ერთხელ მაკოცა.
უცებ ამღერდა ტელეფონი,რომელიც ლექსოსი აღმოჩნდა.
მცირეხნიანი საუბრის შემდეგ ვაჟბატონმა განაცხადა გავდივარო და გავიდა კიდეც.
მე საბა კი საღამომდე ერთად ვიყავით და ათას უაზრო თუ აზრიან თემაზე ვსაუბრობდით.
უკვე ღამე იყო საბას რომ დავემშვიდობე და სახლში გავედი.
ციცისთან ერთად ვივახშმე და დასაწოლად წავედი.
საშინლად ცხელოდა და ღამის თბილისთან დამშვიდობებისას აივნის კარი ღიად დავტოვე. შემდეგ გადაღლილი საწოლში შევწექი და საყვარელ ბალიშს ჩახუტებული ძილის სამყაროში გადავეშვი.
გვიან ღამით ტელეფონის ვიბრაციამ გამომაღვიძა. ზანტად დავხედე განათებულ ეკრანს და როგორც კი უცხო ნომერი დავინახე მაშინვე უკან დავაბრუნე და ძილის გაგრძელებას შვეცადე,მაგრამ ტელეფონი არა და არ ჩერდებოდა.
ხელი გადავწიე და ისიც გავუყენე ძილის გზას. ის იყო ჩემი საქციელით ნასიამოვნებმა თვალები დავხუჭე რომ უცნაური ხმები მომესმა. მაშინვე გავახილე თვლაები და სიბნელეში მიმოვიხედე.
ისევ მომესმა რაღაც ხმა.
შეშინებული მაშინვე ტუმბოსკენ გადავიხარე ტელეფონის ასაღებად რომ ფარდის გაწევის ხმა გავიგე,მობრუნებულს კი საწოლის კუთხესთან ასვეწილი სილუეტი დამხვდა.
საშინლად ბნელოდა ოთახში,მაგრამ მაინც ამოვიცანი ჩემი ღამის მოჩენება.
-ღმერთო ჩემო,აქ რას აკეთებ?-დავიჩურჩულე მე და პლედის კიდეებს ჩავებღაუჭე.
დავინახე როგორ გაიღიმა ჩემ ნათქვამზე.
ჩემკენ წამოვიდა და ზემოდან დამიწყო ცქერა.
-რატომ არ მიპასუხე რომ გირეკავდი?-მკითხა ჩურჩულითვე.
-რა ვიცოდი შენ თუ იყავი?-ვკითხე ბრაზით და ხელების ცეცებით დავრწმუნდი რომ სხეულის ყველა კუნჭული დაფარული მქონდა.
-რომ გცოდნოდა მე ვიყავი ესე იგი მიპასუხებდი?-არ დააყოვნა მანაც.
-მაინც არა. იმიტომ რომ გამაღვიძე და ამით ძალიან გავბრაზდი-ვუთხარი ჩემი ჩკუით სიბრძნე.
-მიიწიე, მიიწიე-მითხრა მან და ჩემკენ დაიწყო დახრა.
-რა?-ვკითხე დაფეთებულმა და ვიგრძენი როგორ ჩამაჩოჩა გვერდით და უკვე ჩემს გვერდით მოკალათდა.
-ლექსო,ნორმალური ხარ?- გვერდულად გავხედე.
მიხვდა რომ მის ასეთ საქციელს მართლა არ ველოდი.
-მგონი...- მითხრა დაეჭვებულმა და უცებ გამიცინა.
-ეს არაა კარგი საქციელი. ღამით იპარები გოგოს ოთახში,რომელსაც სულ მეორე საღამოა იცნობ.-დავტუქსე მე.
-რომ გეპასუხა ეს არ მოხდებოდა-მითხრა უდარდელად და ზურგს უკან ბალიში გაისწორა.
მისი ყოველი მოქმედება მაკვირვებდა.
-ახლა მითხარი რისი თქმა გინდოდა და წადი.- იმის გაფიქრებაც კი მზარავდა ციცის ლექსო რომ აქ ენახა რას მიზავდა.
- ტკბილი ძილი უნდა მესურვებინა-მითხრა ღიმილით.
უკვე ეჭვი მიჩნდება რომ მან მხოლოდ ღიმილი იცის.
-თავადვე რომ დამიფრთხე ტკბილი ძილი იცი?-მის უბრალოდებაზე გამეღიმა.
-მიდი ახლა ისევ დაიძინე.-
-წადი და დავიძინებ-
-მიდი გყურებ რომ დაიძინებ და მერე წავალ.-მითხრა მან.
-ლექსო ნუ სულელობ რა... მიდი წადი.-უცებ წამოვიწიე და მისკენ მივბრუნდი.
-რა საყვარელი ხარ გოგო ახალ გაღვიძებული-ცხვირზე ღიმილით დამკრა თითი.
-მძინარე უფრო კარგი ვარ და წადი ეხა.-ვუთხარი სიცილით და მის ხელს ჩაებღაუჯე რომ წამომეწია.
-ო... მიდი მაშინ დაიღინე აბა ვნახო-ახლა უკე მან გადამწია და საწოლის მაგიერ მასზე დამაწინა.
გაიტრუნე და გავშეშდი.
ასეთ ახლოს არადროს ვყოფილარ ბიჭთან. თუმცა ასე ახლოს? სასაცილოა...
-ისა, ლექსო...-ავბლუყუნდი მე.
-დაიძინე და ისე წავალ ვერავინ ვერაფერს გაიგებს-მიჩურჩულა მან.
არ ვიცი რატომ,მაგრამ რახან მითხრა დავიჯერე.
გასუსულმა დავუწყე მისი გულის ცემის ხმას სმენა.
ვიგრძენი როგორ ახლართა ჩემს თმაში თითები და ნაზად დამიწყო ფერება.

ისევ ამიცახცახდა სხეული.
იმაზე ფიქრმა დაიწყო გონებაში ფეთქვა რომ ის თითები,ის ლამაზი თითები ახლა ჩემს თმას ეხებოდა.
მძინარემ ვიგრძენი შუბლზე ცხელი ტუჩები და ოდნავ გამეღიმა.
სიზმარშიც ჩემი ღამის მოჩვენება ვნახე.
მასთან ერთად ტრიალ მინდორში ვიყავი,რომელიც სულ მთლად გვირილებს მოეცვა.
მოცინარი ლექსო გვირილების გვირგვინს მიწნავდა და შემდეგ უკვე თავზე დამადგა.
მასთან ერთად ტრიალებ და ბოლო ხმაზე ვკისკისებ.
ბოლოს კი დაღლილები ორივე ძირს ვეცემით ხელჩაჭიდებულნი და მეც მისი თვალების ყურებაში ვირინდები.
-------------
არც თუ ისე პატარა გამოვიდა მგონი.
შეიძლება ხვალ ვერ მოახერხო დადეა,რადგან ბევრი სამეცადინო მაქვს. იმედია მოგეწონებათ და ნუ დაგეზარებათ თქენი აზრის გამოხატვა.
მუდამ თქვენი ელი
<3



№1  offline წევრი Firefly

რა კარგები არიანნნ
--------------------
M.T

 


№2 სტუმარი Teo..

Momwons ukve es leqso.ar meyo ucbad wavikitxe gtxov iqneb cota gazardo tavebi.gelodebiiiii....

 


№3 სტუმარი ლიკაია

წავიკითხე და დავდნი! ♥ მარტო ჩემ ელოს შეუძლია ესეთების წერა!
მარტო ჩემი ელიკოა ასეთი ჭკუიანი! მარტო ჩემი ელოა ასეთი თბილი და ლამაზი.
არ ტოვებ შენ სტილს,ელი. ცდილობ მხიარული ისტორია გამოგივიდეს, მაგრამ «სიგარეტზე» რომ წავიდა საუბარი მერე მივხვდი რაც მოხდებოდა და მოხდება... ვიცი ტრაგიზმს ვერ ავცდები და სალფეთქების შეკვრა უნდა მოვიმარჯვო,რადგან ვიცი,როგორ ემოციურად დაწერ და ტირილით გავსკდები!!!♥
ჩემი სათნოება გოგო ხარ და მე მაშინვე მივხვდი ვისზე და რა სიტუაციაში იყო ისტორია დაწერილი....
აი ეგეთ ისტორიებს მხოლოდ შენ წერ...
იმიტომ რომ შენნაირი მხოლოდ შენ ხარ! <3333333
ველი მოქმედების განვითარებას და ყველაფრის გამძაფრებას, არ მინდა მდარე ისტორია გამოგივიდეს და დაანთე უკვე ცეცხლი!

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ♥
გუდ ლაქ,ჩემო ტკბილო

 


№4  offline მოდერი ელი

ლიკაია
წავიკითხე და დავდნი! ♥ მარტო ჩემ ელოს შეუძლია ესეთების წერა!
მარტო ჩემი ელიკოა ასეთი ჭკუიანი! მარტო ჩემი ელოა ასეთი თბილი და ლამაზი.
არ ტოვებ შენ სტილს,ელი. ცდილობ მხიარული ისტორია გამოგივიდეს, მაგრამ «სიგარეტზე» რომ წავიდა საუბარი მერე მივხვდი რაც მოხდებოდა და მოხდება... ვიცი ტრაგიზმს ვერ ავცდები და სალფეთქების შეკვრა უნდა მოვიმარჯვო,რადგან ვიცი,როგორ ემოციურად დაწერ და ტირილით გავსკდები!!!♥
ჩემი სათნოება გოგო ხარ და მე მაშინვე მივხვდი ვისზე და რა სიტუაციაში იყო ისტორია დაწერილი....
აი ეგეთ ისტორიებს მხოლოდ შენ წერ...
იმიტომ რომ შენნაირი მხოლოდ შენ ხარ! <3333333
ველი მოქმედების განვითარებას და ყველაფრის გამძაფრებას, არ მინდა მდარე ისტორია გამოგივიდეს და დაანთე უკვე ცეცხლი!

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ♥
გუდ ლაქ,ჩემო ტკბილო



ჩემი ტკბილი გოგო. ჩემი გადარეული და ჩემი განუმეორებელი!
მე თავად არ მაქვს აზრი დალაგებული უკვე ხვდები...
არც კი ვიცი რა გითხრა წარბა...
უბრალოდ ერთს გეტყვი და ისევ შენებურად ყველაფერი გაშიფრე- მეჩემები !

 


№5 სტუმარი ლიკაია

ელი
ლიკაია
წავიკითხე და დავდნი! ♥ მარტო ჩემ ელოს შეუძლია ესეთების წერა!
მარტო ჩემი ელიკოა ასეთი ჭკუიანი! მარტო ჩემი ელოა ასეთი თბილი და ლამაზი.
არ ტოვებ შენ სტილს,ელი. ცდილობ მხიარული ისტორია გამოგივიდეს, მაგრამ «სიგარეტზე» რომ წავიდა საუბარი მერე მივხვდი რაც მოხდებოდა და მოხდება... ვიცი ტრაგიზმს ვერ ავცდები და სალფეთქების შეკვრა უნდა მოვიმარჯვო,რადგან ვიცი,როგორ ემოციურად დაწერ და ტირილით გავსკდები!!!♥
ჩემი სათნოება გოგო ხარ და მე მაშინვე მივხვდი ვისზე და რა სიტუაციაში იყო ისტორია დაწერილი....
აი ეგეთ ისტორიებს მხოლოდ შენ წერ...
იმიტომ რომ შენნაირი მხოლოდ შენ ხარ! <3333333
ველი მოქმედების განვითარებას და ყველაფრის გამძაფრებას, არ მინდა მდარე ისტორია გამოგივიდეს და დაანთე უკვე ცეცხლი!

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ♥
გუდ ლაქ,ჩემო ტკბილო



ჩემი ტკბილი გოგო. ჩემი გადარეული და ჩემი განუმეორებელი!
მე თავად არ მაქვს აზრი დალაგებული უკვე ხვდები...
არც კი ვიცი რა გითხრა წარბა...
უბრალოდ ერთს გეტყვი და ისევ შენებურად ყველაფერი გაშიფრე- მეჩემები !

მახარებ ჩემო ტკბილო, ჩემი ნაწილი ხარ... ყველაფრის: გულის, სულის, გონების, რეალობის... მიხარია რომ გიცნობ თან ძალიან კარგად. მიხარია, რომ შენნაირი ადამიანები არსებობენ და მე გიცნობ... თუმცა შემეშალა... შენნაირები არ არსებობენ, შენ ერთი ხარ ყველა ასპექტში...
და ამიტომ მიყვარს შენი შემოქმედებაც!

 


№6  offline მოდერი ელი

ლიკაია
ელი
ლიკაია
წავიკითხე და დავდნი! ♥ მარტო ჩემ ელოს შეუძლია ესეთების წერა!
მარტო ჩემი ელიკოა ასეთი ჭკუიანი! მარტო ჩემი ელოა ასეთი თბილი და ლამაზი.
არ ტოვებ შენ სტილს,ელი. ცდილობ მხიარული ისტორია გამოგივიდეს, მაგრამ «სიგარეტზე» რომ წავიდა საუბარი მერე მივხვდი რაც მოხდებოდა და მოხდება... ვიცი ტრაგიზმს ვერ ავცდები და სალფეთქების შეკვრა უნდა მოვიმარჯვო,რადგან ვიცი,როგორ ემოციურად დაწერ და ტირილით გავსკდები!!!♥
ჩემი სათნოება გოგო ხარ და მე მაშინვე მივხვდი ვისზე და რა სიტუაციაში იყო ისტორია დაწერილი....
აი ეგეთ ისტორიებს მხოლოდ შენ წერ...
იმიტომ რომ შენნაირი მხოლოდ შენ ხარ! <3333333
ველი მოქმედების განვითარებას და ყველაფრის გამძაფრებას, არ მინდა მდარე ისტორია გამოგივიდეს და დაანთე უკვე ცეცხლი!

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ♥
გუდ ლაქ,ჩემო ტკბილო



ჩემი ტკბილი გოგო. ჩემი გადარეული და ჩემი განუმეორებელი!
მე თავად არ მაქვს აზრი დალაგებული უკვე ხვდები...
არც კი ვიცი რა გითხრა წარბა...
უბრალოდ ერთს გეტყვი და ისევ შენებურად ყველაფერი გაშიფრე- მეჩემები !

მახარებ ჩემო ტკბილო, ჩემი ნაწილი ხარ... ყველაფრის: გულის, სულის, გონების, რეალობის... მიხარია რომ გიცნობ თან ძალიან კარგად. მიხარია, რომ შენნაირი ადამიანები არსებობენ და მე გიცნობ... თუმცა შემეშალა... შენნაირები არ არსებობენ, შენ ერთი ხარ ყველა ასპექტში...
და ამიტომ მიყვარს შენი შემოქმედებაც!



ყველაზე მეტად ჩემო და ჩემში !

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩემი კომენტარი ისევ რატო შეჩამეს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent