შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 თვე (7)


14-03-2016, 23:29
ნანახია 2 647

***
ხან როგორ ცდილობდა ანკა სესილიასთან დალაპარაკებას, ხან როგორ. სესილია კიდევ თავს არიდებდა და როგორც კი ასო „დ“-ს ახსენებდა ანკა, მაშინვე თემას გადაუტანდა,ან რამეს მოიმიზეზებდა. არადა, ანკა ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ სესილია გულგრილი არ იყო დათას მიმართ. ეს ჯერ კიდევ მაშინ შეატყო, როცა უგონო სესილია დათამ სახლში შეიყვანა. დათა ისეთი თვალებით უყურებდა სესილიას და სესილიაც გაღვიძებისთანავე დათას ეძებდა თვალებით, რომ მაშინვე რაღაცა იეჭვა ანკამ. ბოლოს კი გივის დაბადების დღეზე დარწმუნდა, რომ რაღაც ვერ იყო და მის გასაკვირად, ირაკლის არაფერი უთხრა. არადა, როგორ უნდოდა ეთქვა საყვარელი ადამიანისთვის მათთვის ორი ძვირფასი ადამიანის შესახებ. იქნებ, ირაკლის ხელი უფრო მეტად შეეწყო ძმისთვის და სესილიასთვის. მაგრამ ანკამ გაჩუმება ამჯობინა. ჯერ გადაწყვიტა სესილიასგან მოესმინა ყველაფერი.

იმ დღის მერე სესილია დათას სანახავად არ მისულა. სულ რაღაც 5 დღე იყო დათა საავადმყოფოში, მაგრამ ამ 5 დღის განმავლობაში მხოლოდ ნინოსგან თუ იგებდა მის მდგომარეობას. არადა, ძალიან აინტერესებდა, მაგრამ არ მიდიოდა. ან უბრალოდ ვერ მიდიოდა.. მასაც თავისი მიზეზი ჰქონდა. პირველად დაატყდა თავს ასეთი ძლიერი გრძნობა, ემოციები და გაურკვეველ სიტუაციაში იმყოფებოდა. უბრალოდ, სესილიას თვალები ამბობდა ყველაფერს. აციმციმებული იყო და რაღაც, საოცრად შეცვლილი. აკვირდებოდა მის თვალებს და ხედავდა როგორ კიაფობდა ნაპერწკალი. ესეც იცოდა.. წაკითხული ჰქონდა, რომ სიყვარულის სიმპტომი იყო..

-გოგო, დღეს დათას გამოწერენ! რა მაგარია არა?!-ახარა ანკამ ახალი ამბავი.
-კი, ძალიან. ხო კარგად გრძნობს თავს?-ჰკითხა გახარებულმა, მაგრამ არ შეიმჩნია გულის აფართხალება.
-კი, უკეთესად არის. ძლივს გააჩერეს საავადმყოფოში რა. ადგომა მინდა ადგომაო. არადა, ტვინის შერყევა აქვს და მსუბუქი დაჟეჟილობა და მაგის ადგომა იქნებოდა ახლა?!-თქვა აღშფოთებულმა ანკამ და ყავა მოსვა.
-არ ჯობია გამოჯანმრთელდეს და ისე გამოწერონ?
-კი, როგორ არ ჯობია, მაგრამ ესმის ვინმესი?-შეიცხადა ანკამ, -სესო, არ წამოხვალ დავხვდეთ. ბუშტებით მოვურთოთ სახლი?
-არა, გაკვეთილი მაქვს, თორემ დიდი სიამოვნებით,-მაშინვე უარი უთხრა სესილიამ ანკას.
-ვაიმე, როდის ვეღირსები შენი გამოცდების ჩაბარებას რა!-თქვა ანკამ და ადგა,-კაი, წავედი მე მაშინ და თუ გადაიფიქრე შემეხმიანე.-

როგორც კი გააცილა ანკა მისაღებში დაჯდა ტელეფიზორთან. უყურებდა და თან არ უყურებდა. ფიქრობდა დათაზე და მის სიტყვებზე.“ბევრი რამ შეიცვლება“- ეს დღეებია სულ ეს სიტყვები ურტრიალებს თავში. ძალიან ეშინოდა მომავლის. რა იქნებოდა, რა მოხდებოდა. ფაქტია, დათასადმი გრძნობებს ვერაფერს უხერხებს, მაგრამ ასე გაგრძელებაც არ შეიძლება. ისიც კი აწუხებს, რომ ანკას არაფერს უყვება. მაგრამ რა უნდა მოუყვეს? რეალურად თვითონაც არ იცის რა ხდება! რომ იცოდეს კიდე ჰო, მაგრამ რა უნდა უთხრას დათამ შუბლზე მაკოცაო? ჰოდა, ამიტომ არის ჩუმად წყნარად და სანამ შეუძლია არიდებს თავს ჯანხოთელს. რა მაინც და მაინც დღეს მოუნდათ მის მშობლებს კახეთში წასვლა. წაჰყოლოდა მაინც თვითონ ხომ არ იქნებოდა მარტო და მოიწყენდა? რაღა იმეცადინოს, სამეცადინოც ამოწურა უკვე. წიგნებიც გადაკითხული აქვს. იქნებ, მართლაც გაჰყვეს ანკას და დაეხმაროს დათასთვის სურპრიზის მოწყობაში?არა, ძალიან ცუდი აზრია. ამიტომ, მოუწევს ტელევიზორთან ჩაჯდომა და ათასი გადაცემის თუ პროგრამის ყურება.



***


საღამო ისე მოვიდა ვერც გაიგო. ოჯახის წევრები ჯერ არც წამოსულან. სავარაუდოდ, მარტოც მოუწევდა ღამით ყოფნა. „ნეტა, გამოწერეს? ხო არ დავურეკო ანკას და ვკითხო?“-გაიფიქრა სესილიამ და მაშინვე ტელეფონს ხელი დაავლო, აკრიფა ანკას ნომერი და დაელოდა ზარის გასვლას.

-ხო, სესოო..-უპასუხა ანკამ.
-რას შვები ანკ?
-რავი, გოგო არაფერს ჯანხოთელებში ვარ და ვართობ ჩემს უჟმურ მაზლს, შენ რას შვები?
-არაფერს, სახლში ვარ. ნინო და გივი მგონი დღეს არ ჩამოდიან და არ გინდა დარჩე?
-აუ, გოგო თუ მარტო ხარ მიდი რა გამო..-გაიწელა ანკა ტელეფონში.
-კაი, მეზარება ამ ღამით სიარული და რომ გამოხვალ მაქედან მოდი, კაი?
-კაი, ჰო.!-უპასუხა ანკამ და ტელეფონი გაუთიშა. ესეც ასე! გაიგო, რომ დათა სახლშია და ანკაც მოვა მასთან. კარგია, დამლაპარაკებელი ეყოლება, ღამით მარტო არ იქნება და რამე კარგ ფილმსაც ჩაუჯდებიან გოგოები. მაშინვე მაღაზიაში ჩაირბინა და იყიდა ბატი-ბუტები, შოკოლადები და პარკებით დახუნძლული სახლში ამოვიდა. ერთი სული ჰქონდა ანკა ამოსულიყო და მოეყოლა რა ხდებოდა დათასთან სახლში. რამდენიმე საათი ისე გავიდა ანკა არ გამოჩენილა.

-სად ხარ?
-ვაიმე, ჩემო პაწკუწუნა გეშინია?-გაეტყლარჭა ტელეფონში ანკა.
-არა, მაგრამ იქნებ მალე მოხვიდე რა..-შეევედრა სესილია.
-ჰო, აი მალე გამოვალ შენ თავს ვფიცავარ ერთ საათში ვიქნები,-უპასუხა ანკამ. სესილიამ გადაწყვიტა ყველაფერი, რაც იყიდა მოეთავსებინა თეფშებზე, პლედებიც მოიმარჯვა და მისაღებ ოთახში დააწყო ყველაფერი. კარზე დარეკეს და შეცბა სესილია. არადა, ცოტა ხნის წინ ელაპარაკა ანკას და სულ არ ელოდა მის გამოჩენას. გახარებულმა კარი სწრაფად გააღო და ზღურბლზე არც მეტი, არც ნაკლები ყავარჯნით ხელში დათა ჯანხოთელი შერჩა.

-აქ უნდა ვიდგეთ?-მშვიდად ჰკითხა დათამ.
-უი, არა.. შემო..-დაბნეულმა უპასუხა და დათა შეატარა სახლში. დათაც ძლივ-ძლივობით შევიდა მისაღებში და სავარძელში ჩამოჯდა.
-მარტო ანკას ელოდები თუ მთელ სამეგობროს?
-მარტო ანკას..-მოკლედ უპასუხა სესილიამ და მის წინ ჩამოჯდა.
-ამდენის ჭამას თუ აპირებთ, არამგონია თქვენი საოცნებო კაბები ჩაგეტიოთ,-ირონიულად უთხრა დათამ და შოკოლადის ნატეხი აიღო.
-დათა..-დაიწყო სესილიამ, მაგრამ დათამ გააწყვეტინა.
-არ იციან აქ რომ ვარ და ვაფშე არ იციან გარეთ რომ გამოვედი. ისე ერთობოდნენ ვერც კი შემამაჩნიეს, მოვედი ტაქსით, რომელიც ქვემოთ მელოდება. რატომ მოვედი და იმიტომ, რომ შენი ნახვა მინდოდა.
-და როგორ ხარ?-ჰკითხა დაბნეულმა სესილიამ, იმდენად ყველაფერს უპასუხა დათამ ამ კითხვის გარდა. დათას ჩაეცინა და მშვიდი ხმით უპასუხა:
-ზოგადად კარგად, მაგრამ ეხლა ისე კარგად ვარ ადამიანი რომ ვერ ინატრებს!
-ძალიან კარგი. ყავას ან ჩაის ხომ არ დალევ?-უთხრა სესილიამ და წამოდგა.
-აქ ყავის ან ჩაის დასალევად არ მოვსულვარ..-უთხრა დათამ და თვალებით ანიშნა დაჯექიო. სესილიაც უხმოდ დაჯდა და დათას შეხედა. როგორ მონატრებია დათას შავი თვალები! მაგრამ, რაღაცა სხვანაირი იყო დათას თვალები.. უფრო შავი, უძიროდ შავი და აციმციმებული! ძალიან გავდა სესილიას თვალებს.. შეცბა მისი თვალების ყურებისას, როცა იგივე დაინახა, რაც თავის საკუთარ თვალებში. გულის სიღრმეში გაუხარდა, მაგრამ სად ჰქონდა ახლა გული?! თვითონაც არ იცოდა..!
-რა ქენი გამოუტყდი უკვე შენს თავს?-ფიქრებიდან დათას მშვიდმა ხმამ გამოიყვანა.
-რა?ვერ გავიგე..-უარესად დაიბნა გოგონა.
-კარგი, მოდი სხვანაირად დავილაპარაკოთ,-უთხრა დათამ და სავარძლის სახელურებს დაეყრდნო. თვითონაც ძალიან უჭირდა ამ საკითხზე ლაპარაკი.. მისთვის პირველი გოგო არ იყო სესილია, მაგრამ იყო პირველი ვინც ჭეშმარიტად უყვარდა. უბრალოდ, ძალიან დიდიხანია ასეთ სიტუაციაში არ ყოფილა.. არ აუხსნია ვინმესთვის რამე.. წლებია დათასთვის მხოლოდ მეგობრების მოგონება იყო მთავარი.. ახლა, კი პატარა ბავშვს, რომელმაც სულ აურია მისი ცხოვრება უნდა დაუჯდეს და აუხსნას მისდამი გრძნობებზე!
-სესო, იმედია „პედოფილად“ არ შემრაცხავ ხო?-დაიწყო დათამ.
-რა შუაშია ეგ?-გაიკვირვა სესილიამ.
-ეს უბრალოდ იუმორნარევი წინადადება იყო, რომ განმეტვირთე. ძალიან დაძაბული ზიხარ.
-დათა! როგორ ფიქრობ დაძაბული არ ვიქნები? ვერ გავიგე აქ რას აკეთებ, შენი მდგომარეობაც მაწუხებს, როგორც ვიცი წოლითი რეჟიმი გაქვს. შენ კიდევ რამდენიმე საათის გამოწერილი მოდიხარ ჩემთან და რაღაცა პედოფილიაზე მელაპარაკები! ეს როგორ ფიქრობ ნორმალურია?-აღშფოთდა სესილია. დათას გაეღიმა და თავი გააქნია,-აი, კიდევ! გეცინება კიდეც ხო? მეთამაშები თუ რას შვები?

-მომისმინე..! ჩემი და შენი გაცნობა თამაში არასოდეს ყოფილა, არც ურთიერთობა და არც იქნება არასდროს.. შენ უფრო რეალური ხარ ჩემთვის, ვიდრე ის გამოგონილი თამაშები, რითაც მე ბავშვობაში ვირთობდი თავს ან დღეს შენ ირთობ. შენი გაცნობა და ჩემში გადატრიალება ერთი იყო.. გეცოდინება ალბათ წლების წინ მეგობრები დავკარგე. წესით, მეც მათთან ერთად უნდა ვყოფილიყავი. ყოველი დღე მეზიზღებოდა იმის გამო, რომ მეც არ გარდავიცვალე და იმ დღეს არ გავყევი. ყველა გათენებული დილა იწყებოდა იმის ფიქრებში, რომ მე ვიყავი დამნაშავე და ჩემი ბრალი იყო დღეს მეგობრები, რომ არ მყავს გვერდზე. თვალის დახუჭვა და თითოეული მათგანი ჩემს გვერდზე იყო. ყოველთვის ვგრძნობდი მათ სიახლოვეს. ყველა ადამიანს ჰყავს მფარველი ანგელოზი, მე კიდევ ბევრი ანგელოზი მყავს.. ყოველ დღე ვხედავდი მათ, ყოველ დღე! დღე არ გავიდოდა მათი სევდიანი სახე არ დამენახა და ვერ ვხვდებოდი რას განიცდიდნენ ასეთს და მინდოდა მათთან წავსულიყავი, მაგრამ შენმა გამოჩენამ ჩემში სიცოცხლის სურვილი გააჩინა. შენი გაცნობა და ჩემი ბიჭების გაღიმებული სახეები ერთი იყო. იმ დღის მერე მე ისინი აღარ მინახავს. არც მაშინ როცა უბრალოდ თვალს ვხუჭავ, არც მაშინ როცა მძინავს და არც მაშინ როდესაც უბრალოდ ჰორიზონტს ვუყურებ. მათი ადგილი უკვე სხვას უჭირავს. მე არ დაგიწყებ შენ ტრადიციულ ლაპარაკებს, რასაც დღევანდელი ბიჭები აკეთებენ. უბრალოდ, მინდოდა ჩემი დამოკიდებულება შენდამი გცოდნოდა და ისიც მინდა იცოდე, სიჩქარე არ მიყვარს! შენ შენი თავი უნდა იპოვო ჯერ და შემდეგ სხვა დანარჩენს მიხედო,-მშვიდად უთხრა დათამ და ამოისუნთქა. რა მაგარი ყოფილა გულიდან ამოგლეჯვა სათქმელის! ამოისუნთქა და სუნთქვას ამოაყოლა ყველა ის სიყვარულის პატარა ბაქტერია, რაც სესილიათი იყო გაჟღენთილი. სესილია? სესილი უბრალოდ უყურებდა დათას გაშტერებული და ხმას ვერ იღებდა. ხომ არ იცოდა გული სად ჰქონდა? ახლა, ისიც კი არ იცოდა გული ჰქონდა თუ არა. ისეთ დონეზე ჰქონდა აჩქარებული გული რომ ხმას ვერ იღებდა. ან რა უნდა ეთქვა? კი, ჰქონდა ბევრი სათქმელი, მაგრამ როგორ ეთქვა არ იცოდა.
-დათა, მე.. მე.. ძალიან მოულოდნელი იყო.. მე არვიცი..-დაიწყო ბლუყუნი სესილიამ.
-ჩუ, სესო. მე შენ არაფერს გავალდებულებ,მაგრამ მინდა იცოდე რომ იმას, რასაც ვარქმევ „ჩემს“ ჩემია და მორჩა,-აღელვებული ხმით უთხრა სესილიას დათამ. დაბნეულობისგან სესილიამ აღარ იცოდა რა ეთქვა და უცებ წამოროშა:
-საფერფლე მოგიტანო?
-კი,-უპასუხა დათამ და გაეცინა სესილიას ბავშვურ საქციელზე. რაზე ელაპარაკებოდა და რა უთხრა გოგომ. არ იყო პატარა ბიჭი, მაგრამ არც იმ ასაკის იყო რომ ოჯახზე ეფიქრა. თან მით უმეტეს მისი ერთადერთი სიყვარულის ვარსკვლავი სესილია იყო. გოგონასთვის ჯერ საკმაოდ ადრე იყო დაოჯახება. დათასთვის საამაყო არის ქალი, რომელიც გვერდზე უდგას და ნებისმიერ თემაზე დალეპარაკები. ზუსტად, ამიტომ არ უნდოდა ხელი შეეშალა სესილიას განათლებისთვის. ერთი ფიქრი კი იმასაც ფიქრობდა, რომ არ ეთქვა ეს ყველაფერი, მაგრამ როდემდე მოეთმინდა? გული ამოგლეჯვას ჰქონდა! სესილია უხმოდ გავიდა და უხმოდ დაბრუნდა ოთახში საფერფლით ხელში და წინ დაუდო დათას მაგიდაზე.

-სესო, ჩემი იმედი გქონდეს ..-უთხრა დათამ სესილიას.
-მაქვს შენი იმედი და სულ მქონდა.. იმ დღის მერე..-ალაპარაკდა სესილია და დათა სმენად იქცა,-რომ გადამარჩინე ჰო, მაგრამ აი, ბავშვებს რომ არ უთხარი რეალურად რაც მოხდა მაგის მერე მაქვს შენი იმედი და მადლიერი ვარ.. მე.. მე უბრალოდ კარგად ვგრძნობ შენს გვერდზე თავს.. ცოტა, კი მეშინია შენი გამოხედვის, მაგრამ მაინც კარგად, დაცულად ვგრძნობ თავს.. -დათას ეღიმებოდა და ხვდებოდა ეს რისი ნიშანი იყო,-მე.. უბრალოდ.. ახლა ამის დრო არ არის. ხომ გესმის, არა? წინ გამოცდები მაქვს ჩასაბარებელი ..
-ვიცი, პატარავ. შენ როგორ ფიქრობ მე ხელს შეგიშლი? ძალიან ცდები.. ამ დროის განმავლობაში ასე კარგად როგორ ვერ გამიცანი.. მინდა, რომ შენი ყველა მიზანი განახორციელო და პირველ რიგში შენი ოჯახი გაახარო.. მეც ვიამაყებ შენით.
-მადლობა, დიდი მადლობა.. ჩემი რომ გესმის..-უთხრა სესილიამ და გაუღიმა. მისი ერთი ღიმილი და დათა დამდნარი იყო სანთელივით
-ერთს გთხოვ, ან მოგთხოვ ან არ ვიცი, რაც გინდა ის დაარქვი. შენამდე მომიშვი,-უთხრა დათამ. რამდენიმე წამის მერე სესილიამ გაუღიმა, რაც მისგან თანხმობას ნიშნავდა. დიდხანს უყურებდნენ ალბათ ერთმანეთს, რომ არა კარებზე ზარი.დათასგან განსხვავებით სესილია შეცბა და ჯერ კარისაკენ გაიხედა, შემდეგ კი დათასკენ, რომელიც ოდანავადაც კი არ შერხეულა. კარი გააღო სესილიამ და სახლში ირაკლი შემოვიდა, რომელსაც ანკა ეჯდა ზურგზე. გაქუსლე ჩემო მხედაროს ძახილით მისარებ ოთახში შეცვივდა წყვილი და უცებ, სასწაულმა სიჩუმემ დაისადგურა. სესილია დამნაშავესავით შევიდა ოთახში და წყვილის გაოცებულ სახეებს შეხედა.

-ბიჭო, კიდევ კაი მოხვედი რა. გელოდები ამდენიხანია.. სახლში ხო მოდიხარ?-უთხრა დათამ გაოცებულ ირაკლის.
-კი, მოვდივარ.-უპასუხა ირაკლიმ.
-ჰოდა, მომე რა ხელი, თორე მოვკვდი ამ ყავარჯენზე დაყრდნობით,-უთხრა დათამ და ხელი გაუწოდა ირაკლის.ანკა და სესილია კარებისაკენ გაემართნენ, რომ გაეცილებინათ ბიჭები. სადარბაზოში გასულებმა დათამ გოგონებს დაუძახა:
-ძალიან გთხოვთ, მშვიდი ძილი მინდა და ბევრს ნუ ილაპარაკებთ, თორემ ყურები ამეწვება.

კარი დაკეტა თუ არა ხელებგადაჯვარედინებული ანკა დააფიქსირა, რომელიც წარბაწეული უყურებდა მეგობარს. სხვა გზა არ ჰქონდა შევიდა მისაღებში და ანკას ყველაფერს მოუყვა. ძალიან სასაცილო სანახავი იყო ანკა. ფერები და ემოციები ერთმანეთში ენაცვლებოდა. როგორც კი მოყოლა დაამთავრდა სესილიამ გახარებულმა უთხრა:

-აუ, აი ხო ვამბობდი რა! გივიკოს დაბადების დღეზე კინაღამ მიმასიკვდილე და ეს ნახე რა „ფარულ ვნებებში“ ყოფილა!
-ანკა, რანაირი შედარებებით ხარ!-გაეცინა სესილიას.
-უძალიანეს უკარგესი!-აღტაცებით თქვა ანკამ,-სუპერ მაზლიკო მყავს რა.. ხო, ვამბობდი ამასაც! პელე ბიჭია, პელე!

***
ველოდები შეფასებებს:)
დიდი მადლობა, რომ კითხულობთ!
სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვერ ვახერხებ ატვირთვას!
იმედი მაქვს მოგეწონებათ!:)



№1  offline წევრი natia-natia

კარგი იყოო ყოჩაღ დათას

 


№2  offline წევრი ჩუმა

მაგიჟებს დათა, მეც მიმდა ესეთი საყვარელი დათუნია :დ

 


№3 სტუმარი ემი

კარგი იყო, შენც კარგად წერ რაღაცნაირად...ისე, აი რომ გამშვიდებს და გათბობს...

გელოდებით...

 


№4 სტუმარი mari

usayvarlesobaa

 


№5 სტუმარი tamuna

Sigijemde momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent