შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოლიტიკის თეორია [ნაწილი მეხუთე]


14-03-2016, 23:48
ავტორი N7
ნანახია 3 174

V.
"დასასრული დასაწყისში"
ნიუ იორკი და ბევრი სიყვარული იყო.
მთელი სამი თვე ვიყავი როის გვერდით და ის იყო ჩემს გვერდით.
არ ვიცი, ძალიან დიდი კავშირი იყო და თან ძალიან მცირე.
ჩემთან ცხოვრობდა, ფეხებში მელანდებოდა და იმ ცარიელ დღეებს მივსებდა, რომლებიც ყველაზე ახლობლებმა შექმნეს.
ჰო, მე დავკარგე ყველა. ნუცაც, დედაც და სხვა ახლობლები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე გვერდში დგომას მპირდებოდნენ მაშინ, როცა ჩემს ეზოში წარმატების ქარბუქი იყო.
მაშინ კი, როცა ყველამ ერთად დამიწყო ჩაქოლვა, ბრბოს შეერივნენ ისინიც, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ველოდი.
ჩემი ხსნა ამერიკაში იყო და ეს აქამდე რომ მცოდნოდა, იმ ბინძურ თბილისში წამით არ გავჩერდებოდი.
თუმცა, ჩვენში დარჩეს, მთელი ჩემი ამერიკაში მოღვაწეობის მანძილზე, მენატრებოდა თბილისი, თბილისური გესლიანი ჭორები, წვიმიანი ქუჩები და თბილი ბარები. მენატრებოდა ყველა და თან მონატრება მათ სიძულვილს აასმაგებდა.
ხო, ასე, მე შევიძულე თითოეული მათგანი მონატრების წყალობით.
ჩვენ დავდიოდით „შეხვედრების ადგილზე“ თითქმის ყოველ დღე. იმდენად საინტერესო იყო მათი ფილოსოფიის მოსმენა, არ შემეძლო ამაზე უარის თქმა. და მე არამარტო ვუსმენდი, დროთაგანმავლობაში, დისკუსიაში ჩართვაც ვისწავლე.
იზრდებოდა მათი, და თუ შეიძლება ასე ითქვას, „ჩვენი“ რიცხვი.
სიგიჟე იყო როის სიყვარული.
ერთდროულად ყინული და მზე იყო. შეიძლება წამიერად იმდენად გაყინულიყო, რომ გაქცევის სურვილი გაეჩინა ჩემთვის და მეორე წამს ისე თბებოდა, მწვავდა.
ვუყვარდი. ჰო, მას მე ვუყვარდი და მეც ვცდილობდი მის შეყვარებას.
ჩვენ ყველაფერში შეხმატკბილებული წყვილი არ ვიყავით და იყო მომენტები, ისეთ რაღაცაზე გვიჩხუბია, წარმოდგენა რომ არ შეიძლება.
– როი, მიხდება ეს კაბა? – კმაყოფილი დავტრიალდი სარკის წინ.
შემომხედა, ცერად ამათვალიერა და მკვახედ მითხრა:
– შენ ხომ მოგწონს? შეიძლება ყოველწამს იმის კითხვით შემაწუხო, რაც შენ თვითონ გაკმაყოფილებს?
ძალიან მეწყინა მისი პასუხი და ტირილი მომინდა.
მე სუსტი ვიყავი როის წინაშე, იმდენად სუსტი, რომ მავიწყდებოდა ჩემი წარსული და მასში ათასი სიბოროტე რომ მქონდა ჩადენილი. მავიწყდებოდა, რომ მეც მქონდა ბნელი მხარე და მეც შემეძლო მისთვის გულისტკენა.
უბრალოდ, ვერ ვტკენდი, ალბათ, იმიტომ, რომ არც ის მტკენდა. მხოლოდ მე ვცდილობდი შემეფერებინა და მე ვიყავი დამნაშავე ჩემი თავის დათრგუნვაში.
მიხვდა დანაშაულს, რამდენიმე წუთი კი დასჭირდა გასააზრებლად, მაგრამ, როგორც ჩემს ხელში სიგარეტი და სახეზე ჩამოდენილი ცრემლები შენიშნა, ამეკრო და დამწვა.
ასეთი იყო როი და ამიტომ იყო მისი სიყვარული სიგიჟე, ჩემი მხრიდან.

– როი, საშინელი ამინდია, დღეს დავრჩეთ რა სახლში, – ავეკარი ზურგიდან ფანჯარასთან მდგომს.
ნიუ იორკში საშინელი ქარბუქი იყო. ტელევიზია გაჰკიოდა, მოერიდეთ ქუჩებში სიარულსო. ის კი დაჟინებით ემზადებოდა შეხვედრაზე წასასვლელად.
– შენ დარჩი სახლში, – შემოტრიალდა და შუბლზე მაკოცა. – ასეთებს მიჩვეულები ვართ!
– მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მიჩვეულები ხართ თუ არა, მინდა, რომ დღეს დარჩე სახლში, გარეთ სუსხი დაქროდეს და ბუხარს ვათბობდეთ ჩვენ – ორნი! – ღიმილით ვუთხარი და გაყინულ სახეზე თბილი თითები ჩამოვუსვი.
– ნუ იცი ხოლმე ასე ჩაცივება, რა! – ბრაზით ამოიჩურჩულა.
ისევ მეწყინა. მე რომ ვცდილობდი ასე ამეშენებინა ურთიერთობის კედელი, მე რომ ვაწყობდი სათითაო აგურს და მე რომ ვუმზადებდი საძირკველს ყოველ ჯერზე, ის კი ასე უყურადღებოდ ანგრევდა, ჭკუიდან მშლიდა.
– მორჩი რა! – ხმას ავუწიე. – გიყვარვარ? – დავამატე თრთოლვით და უკან გადავდგი ერთი ნაბიჯი.
– სიყვარული სასაცილო რამაა, მაგრამ თუ ეს გაგახარებს, მე შენ მჭირდები! – გაეღიმა.
უცნაური იყო მისი სიტყვებით მიღებული განცდა. ტკივილთან ერთად, ბედნიერებამ დამიარა სხეულში. განა მას ვჭირდებოდი და ეს პირიქით არ იყო?
– ესეც საკმარისია ჩემთვის, ოღონდ ახლა მე მჭირდები შენ! – ისევ წინ გადავდგი ნაბიჯი და კისერზე შემოვხვიე ხელები.
– უნდა წავიდე! – დაიჩურჩულა მას შემდეგ, რაც თავზე მაკოცა.
უღონოდ ჩამოვყარე ხელები და მის მარჯვენა მხარს თვალი მივაშტერე. ის კი წავიდა.
ვუყურებდი სიცივეს, რომელიც ხეებს შორის დაქროდა გარეთ და ცარიელ ქუჩას, რომელიც აქამდე მუდამ სავსე იყო ხალხით.
საშინლად მიცემდა გული, თითქოს მაფრთხილებდა, უკანასკნელად რთავდა განგაშის სიგნალს, მე კი თავმოყვარეობა არ მაძლევდა უფლებას გავყოლოდი. შემეჩერებინა ადამიანი, რომლის გაშვების შემთხვევაში, უარესს გავუკეთებდი თავს; ადამიანი, რომელიც მიყვარდა; და ადამიანი, რომელიც არც არასდროს აფასებდა ჩემს გრძნობებს.
არ გავყევი. მერჩია ცივი წერტილისთვის მიმეყინა მზერა, ვიდრე მისი სითბო შემეგრძნო, თუნდაც უკანასკნელი ყოფილიყო, ოღონდ შემეგრძნო.
შუა დღისას, როცა შედარებით ჩაწყნარდა ამინდი, ხალხი გამოიშალა გარეთ და საშინელი ამბების გადმოცემა დაიწყო ტელევიზიამაც პირდაპირ ეთერში. არ შემეძლო ყურება, ვიყინებოდი, როცა ამდენ გარდაცვლილს ვხედავდი.
ტელეფონმა წრიალი ატეხა და შეშინებული მივვარდი, საშინელის მოლოდინში. როი მირეკავდა, თუმცა არ მჯეროდა, თავს ვატყუებდი ან პირიქით, რომ ის იყო.
– გისმენ, – თრთოლვით ამოვღერღე.
– რა გჭირს? – მკითხა როიმ.
დაძაბულობა მაშინვე მომეხსნა და ბედნიერებისგან წამოვიკივლე.
– რა გჭირს, ლილი? – გაეცინა.
– სად ხარ? კარგად ხარ?
– მოვდივარ და რა წამოვიღო?
კარის ხმა გავიგონე თუ არა, გახარებული გავიქეცი და ჩავეხუტე მთელი ძალით.
– როგორ მანერვიულე! – საყვედურით ჩავჩურჩულე და ყელში ვაკოცე.
– გეუბნები, მიჩვეული ვარ–მეთქი და არ მიჯერებ, – გაიცინა, პარკები დაბლა დაყარა, წელზე ხელები შემომხვია, ჩემი სხეული აიტაცა და დამატრიალა.
ხმამაღლა გავიცინე.
– დღეს პირველად დავფიქრდი სიყვარულზე, იცი? – მითხრა და თითებში ჩემი სახე მოიქცია. – შენამდე წარმოდგენაც არ მქონდა, რა იყო სიყვარული. გაიცინე... მე კაცი ვარ, რომელიც ათას ფილოსოფიას ქადაგებს და წარმოდგენაც არ აქვს რა დატვირთვის მატარებელია სიყვარული, რომელიც ყველაზე მოდებული ფილოსოფიაა მთელს ქვეყანაზე, – გაიცინა. – და გაინტერესებდა, მიყვარხარ თუ არა, ხო?
თავი დავუქნიე და წყლიანი თვალები რამდენჯერმე დავახამხამე.
– სიყვარული შენ ხარ და ახლა, როცა ეს გავიაზრე, შემიძლია არ მიყვარდე?!
მაკოცა და ეს იყო ყველაზე სათუთი კოცნა, რადგან ახლა გრძნობაც იყო. გრძნობა, რომელზე ნაზიც არ არსებობდა. ახლა ორივემ ვიცოდით დარწმუნებით, რა გვაკავშირებდა და სხვას აღარაფერს ჰქონდა აზრი.
– დავბრუნდეთ საქართველოში, – მითხრა ერთ საღამოს.
ანაზდად თითოეულმა კადრმა გაიქროლა თავში, რომელიც კი საქართველოსთან მაკავშირებდა. მეტკინა და უნებურად ჩამოგორდა ცხელი ცრემლი ცივ სახეზე.
– თუ ასე გტკივა, არ გაძალებ, ხომ იცი... – გაორმაგებული ცრემლები თითით მომწმინდა და შუბლზე მაკოცა. – უბრალოდ, არაა ნიუ იორკი ის ადგილი, სადაც კომფორტში ვიცხოვრებთ, – გამიღიმა მტკივნეულად.
– მატერიალურ კომფორტს გულისხმობ?
– თუნდაც მატერიალურს, თუნდაც მორალურს...
– მატერიალური კომფორტი არ მადარდებს! აი, მორალური კომფორტი ვერ აღვიქვი ადეკვატურად, – გამეცინა. – რას გულისხმობ?
ამოიხვნეშა და წამოიწყო:
– აქ სხვა აზროვნების ხალხი ცხოვრობს. მე მათ რიტმს ავყევი, მაგრამ ჯერაც ჩამოვრჩები, უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც... შენ კი ვერ ხვდები, რამდენად მძიმე ტვირთს იკიდებ. საუკეთესო ქალაქია, მაგრამ არა ჩვენნაირებისთვის, გესმის?
მაინც ვერ მივხვდი რას ამბობდა, მაგრამ თავი დავუქნიე.
– მოიფიქრე, გაიაზრე და გადაწყვიტე, სად გირჩევნია ცხოვრება... აქაურობა თბილისზე ბინძურია, აქ ვერ გაეხვევი დიდებულში და თუ გაეხვიე, ვეღარ გამოძვრები ქარბუქიდან, – შუბლზე მაკოცა და წამოდგა. – მომშივდა რაღაც.

რამდენიმე დღე ვფიქრობდი როის სიტყვებზე. ზოგადად, არ მიჭირდა მისი საუბრის აღქმა, იმდენად გასაგებად და მსუბუქად ხსნიდა ყველაფერს, თუმცა დამაბნია. მისი მხრიდან სერიოზული გადაწყვეტილება იყო ჩემი კომპრომისებზე დაყოლიება. თან როგორ კომპრომისებზე?!
ღამეები გავათეთრე და ბოლოს მივხვდი – სიმართლეს ამბობდა. ნიუ იორკისთვის არ ვიყავით დაბადებულნი. მერე რა, რომ ვუხდებოდით?! აქ ცხოვრება იმაზე რთული იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ვინმეს ეჩვენება.
ჰოდა, გადავწყვიტე – ჩვენ საქართველოში ვბრუნდებოდით. ოღონდ ჩვენ და არა ის ან მე. როი და ლილი ხომ უკვე ერთ მთლიანობად ქცეულიყო?!

– მზად ხარ? – კარის ჩარჩოში ჩადგა როი და გამიღიმა.
– თითქმის, – ელვა ბოლომდე შევუკარი მეორე დიდ ჩემოდანს. – დარწმუნებული ხარ? – მოვუახლოვდი და საცოდავი სახით ავხედე.
სახეზე თითები ჩამომისვა და სრულიადო – მიჩურჩულა.
– შენ?
– შენთან ერთად, კი! – გავუღიმე და ვაკოცე.
ბედნიერება იყო როი. უბრალოდ, კაცი ბედნიერება. აი, ასე. ჩემს მუქფარდაჩამოფარებულ ცხოვრებაში შემოფრენილი.
– ლევანია დაბლა, ჩადი, მე ჩამოვიტან ამეებს, – მანიშნა ჩემოდნებზე.
შემეცოდა ამდენის ასაღებად და ერთ–ერთს დავავლე ხელი.
– გოგო, შეგიძლია ერთხელ მაინც არ გამიწიო წინააღმდეგობა? – სიცილით ამეკრო უკნიდან და მომიღიტინა.
იმხელა ხმაზე გავიცინე და ისე დავიკლაკნე, ლამის ისიც გავაგიჟე და მეც წელში გადავტყდი.
– აღარ გაბედო! – დავემუქრე მაშინვე, როცა მორჩა ღიტინს.
– თორემ რა? – იცინოდა და ისევ იწევდა.
– როი, მორჩი, სული მეხუთება! – წამოვიკივლე და ფანჯარას ავეკარი.
– კარგი, ჩადი დაბლა, – დასერიოზულდა და მეც სხვა არაფერი დამრჩენოდა, კედელს ავეკარი და ისე ჩავუარე მომღიმარ მამაკაცს.
ეზოში ლევანი და თეკო დამხვდნენ. დიდი, ცარიელი და ნაცნობი ჯიპის წინა მხარეს ჩამომჯდარიყვნენ, სიგარეტს ეწეოდნენ და რაღაცაზე გაცხარებულნი ბჭობდნენ.
– მომაწევინებთ? – მივეპარე უკნიდან.
მოულოდნელობისგან შეხტა თეკო და დაბლა გადმოხტა.
– მოგკლავ! – დამემუქრა და იმდენად საშიში სახე მიიღო, სერიოზულად შემეშინდა. მაგრამ მერე გაიცინა, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოაცურა და გამომიწოდა. – მეორედ აღარ გაბედო!
– წესითა და რიგით, მეტჯერ აღარ მომიწევს, – გავუღიმე და სიგარეტს მოვუკიდე.
– მომენატრები, სხვათაშორის, – თვალი ჩამიკრა.
– მეც, რა დაგიმალო! – მისი მოძრაობა გავიმეორე.
– მალე ჩამოდით, თორემ გიჩივლებთ! როისნაირი ბიჭები იშვიათები არიან, – ისეთი ტონით თქვა, ლამის შევჭამე თავი ეჭვიანობისგან, რამდენიმე წამის მანძილზე მხოლოდ. – ცუდად დაიწყო შენი დილა? – გადაიხარხარა. – ცუდი გაგებით არ მითქვამს, გოგო!
შვებით ამოვისუნთქე. განა რა, უბრალოდ, როცა შევიცანი რა იყო სიყვარული და მისი მისაკუთრება დავიწყე, ვერ მივცემდი ასე მარტივად წართმევის უფლებას ვერავის.
როი გამოვიდა ამასობაში და ლევანს ესაუბრებოდა. არ კამათობდნენ, უბრალოდ, ცხარე დებატები გაემართათ და ძალიან დამაინტერესა რა ხდებოდა.
– მშვიდობაა, ბიჭებო? – მივუახლოვდი და წელზე შემოვხვიე ხელი როის.
– რაღაც გაუთვალისწინებელი საქმეებია, ლილ, – ჩამომხედა და თავზე მაკოცა. – ოღონდ არ იდარდო შენ მაგაზე... – დაამატა სასწრაფოდ.
– რას გულისხმობ?
– ფრენა გადაიდო, უამინდობის გამოო და ბედზე რაღაც საქმეც გამოჩნდა, რომლის დასრულებაც აუცილებელია.
– ნამდვილად? – ეჭვით შევათვალიერე წამებში შეცვლილი როი.
– დაბრუნდი სახლში, გავალთ ჩვენ და დავბრუნდებით საღამოსთვის... – შუბლზე მაკოცა და წავიდა.
მთელი დღე მოუსვენრად დავძრწოდი დაცარიელებულ სახლში. ვნერვიულობდი, ოღონდ არ ვიცოდი რაზე. ისეთი უცნაური იყო ეს სიტუაცია... ნიუ იორკში თუ მზემ გამოიხედა რამდენი ხანია, ასე როგორ აირია თბილისში ამინდი, ფრენა რომ გადადეს? ეჭვები მღრღნიდა და ვერსად ვპოულობდი პასუხს.
ეჭვები კი არ იყო იმდენად მთავარი, რამდენადაც ძალიან მძიმე შეგრძნება, გულზე რომ მაწევდა ლოდად. არ ვიცოდი ეს რა იყო, მაგრამ ძალიან, ძალიან რთული იყო გაძლება.
ტელეფონი დავიჭირე და რამდენიმეჯერ ვცადე როისთან დაკავშირება. ყოველი ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა, არც ერთ ჯერზე არ მიპასუხა. მერე ლევანთან გადავრეკე. გამიკვირდა, გამორთული რომ აღმოაჩნდა ტელეფონი, რადგან ეს ბიჭი არამც თუ თიშავდა ტელეფონს, არამედ მეორე გასვლაზე მეტადაც კი არ ალოდინებდა ადამიანს. ამან მეტი საბაბი მომცა ნერვიულობის.
საღამომდე რომ გავძელი, მიკვირს, მაგრამ ისეთი ჯოჯოხეთი დამიდგა საღამოს, სჯობდა ის დილა სულ არ გამთენებოდა.
აწრიალებული ტელეფონის ეკრანზე როის სახე რომ განათდა, მეც ბედნიერებისგან გავბრწყინდი, მაგრამ არავის გისურვებთ მსგავსად წამიერ ბედნიერებას... ნეტავ არც გამომეცადა.
საავადმყოფოდან რეკავდნენ. მხოლოდ პირველი წინადადება გავიგე, როი ბლეიკი გარდაიცვალაო და მერე ყველაფერს შავი ფარდა ჩამოეფარა.
გაგრძელება არამც თუ აღარ ღირდა, არამედ აღარც იქნებოდა. ეს დასასრული იყო. უბრალოდ, დასასრული.
***
მაპატიეთ, ამდენი რომ გალოდინეთ და ასეთი პატარა ნაწილით დაგიბრუნდიით..
უბრალოდ, საშინელი პერიოდი მქონდა, ვერაფრით შევძელი დაწერა.
მიყვარხართ და გმადლობთ თუ ჯერაც მომყვებით <3



№1  offline წევრი teddy))

Ooo dzalian chaxlartulia :) ragac kargad ver gavige tavidan titkos ise mivxvdi rom ar uyvarda am gogos roi, shemdeg uyvarda... Ratomgac yvelafris miuxedavat tu reebsac uketebdnen koka da es gogo ertmanets minda rom ertad iyvnen :*

 


№2  offline მოდერი Eleniko13

shen kargi xar da dzalian miyvarxar, xom ici ?
magram am gogos nu tanjav ase ra.
ramdenjer dausrule,
ramdenjer atkine,
ramdeni shecdomebi daashvebine.
da me mainc mindoda rom ertxel da samudamod, yofiliyo ise, rom kitxvaze "rogor xar" epasuxa "kargad vart".
da shen es imedic mokali.

me visze ras vambob, uaresad vxlartav xolme, magram...

xoda, axla saqartveloshi asmagad dzlieri dabrundeba da kokas tu kokos uchvenebs seirs. xoda ase !
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№3  offline წევრი N7

teddy))
Ooo dzalian chaxlartulia :) ragac kargad ver gavige tavidan titkos ise mivxvdi rom ar uyvarda am gogos roi, shemdeg uyvarda... Ratomgac yvelafris miuxedavat tu reebsac uketebdnen koka da es gogo ertmanets minda rom ertad iyvnen :*

ვნახოთ, ვნახოთ <3 ჰო, იმდენი ხნის განმავლობაში ვწერდი ნაწილ–ნაწილ ამ თავს, ამერია ეტყობა, მომიტევეთ sad

Eleniko13
shen kargi xar da dzalian miyvarxar, xom ici ?
magram am gogos nu tanjav ase ra.
ramdenjer dausrule,
ramdenjer atkine,
ramdeni shecdomebi daashvebine.
da me mainc mindoda rom ertxel da samudamod, yofiliyo ise, rom kitxvaze "rogor xar" epasuxa "kargad vart".
da shen es imedic mokali.

me visze ras vambob, uaresad vxlartav xolme, magram...

xoda, axla saqartveloshi asmagad dzlieri dabrundeba da kokas tu kokos uchvenebs seirs. xoda ase !

100000%-ით, ელე love
სხვანაირად ვერა, ვერ განვითარდებოდა და ისტორიის ელემენტები აქეთ-იქით მიიფანტებოდნენ, ჰოდა ვერ შევძლებდი აკრეფას recourse
ამ ერთხელ მაპატიეთ, ახალი თავებიდან მეტს გპირდებით!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№4  offline წევრი Diosa Dela Tristeza

არ ვიცი რა ვთქვა დავიბენი...
სულ თავიდან მსურდა კოკასთან ყოფილიყო,მერე თვითონ ეს გოგო შეიცვალა და კოკასთანაც ერთი ორომტრიალი ატყდა.
ახლა როი გამოჩნდა და მომეწონა. ლილი ასე რომ ნერვიულობდა მივხვდი უკვე, რომ ამ ბიჭის აღსასრული დგებოდა, მაგრამ მეწყინა.
რავი კოკასთან აპირებ ამ გოგოს დაწყვილებას? მე პირადად არ მომეწონება მაშინ როის სიყვარული რაღაა ასე მალე გაუქრება ამ გოგოს?
და ცოტა არ იყოს ნამეტანი არეულობა და ხლართია. რაღაც პატარა გახსენი თორე რავი ასე ინტერესი მეკარგება.
ძალიან მალე ვითარდება მოვლენები და ალბათ ამის ბრალია.
ვერ ვხვდები,დედამ საკუთარი შვილი როგორ უნდა მიატოვოს.
გააგრძელე ველი მომდევნოს.
დაგვიანებაზე არ გსაყვედურობ.შენ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ და იმედია დაალაგებ ყველაფერს.

 


№5  offline წევრი N7

gvanciko_gvancunia
არ ვიცი რა ვთქვა დავიბენი...
სულ თავიდან მსურდა კოკასთან ყოფილიყო,მერე თვითონ ეს გოგო შეიცვალა და კოკასთანაც ერთი ორომტრიალი ატყდა.
ახლა როი გამოჩნდა და მომეწონა. ლილი ასე რომ ნერვიულობდა მივხვდი უკვე, რომ ამ ბიჭის აღსასრული დგებოდა, მაგრამ მეწყინა.
რავი კოკასთან აპირებ ამ გოგოს დაწყვილებას? მე პირადად არ მომეწონება მაშინ როის სიყვარული რაღაა ასე მალე გაუქრება ამ გოგოს?
და ცოტა არ იყოს ნამეტანი არეულობა და ხლართია. რაღაც პატარა გახსენი თორე რავი ასე ინტერესი მეკარგება.
ძალიან მალე ვითარდება მოვლენები და ალბათ ამის ბრალია.
ვერ ვხვდები,დედამ საკუთარი შვილი როგორ უნდა მიატოვოს.
გააგრძელე ველი მომდევნოს.
დაგვიანებაზე არ გსაყვედურობ.შენ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარ და იმედია დაალაგებ ყველაფერს.

დიდი მადლობა love შევეცდები ყველანაირად love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline მოდერი Eleniko13

რომ არ დავწერო, არ შემიძლია.
არეულობა ყველაზე მაგარი რამაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს.
ყოველთვის ვერ დაწერს მწერალი კარგ პერსონაჟებზე (ამას იმიტომ ვამბობ, რომ მეც ამ მდგომარეობაში ვარ)
არსებობენ უარყოფითი და ბევრ შეცდომადაშვებული-თუ შეიძლება ასე ითქვას-პერსონაჟები.
ასე რომ, შენ არაჩვეულებრივი ხარ, შვიდიანო.
ამაზე ნაკლებს არც უნდა წერდე.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№7  offline წევრი Diosa Dela Tristeza

Eleniko13
რომ არ დავწერო, არ შემიძლია.
არეულობა ყველაზე მაგარი რამაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს.
ყოველთვის ვერ დაწერს მწერალი კარგ პერსონაჟებზე (ამას იმიტომ ვამბობ, რომ მეც ამ მდგომარეობაში ვარ)
არსებობენ უარყოფითი და ბევრ შეცდომადაშვებული-თუ შეიძლება ასე ითქვას-პერსონაჟები.
ასე რომ, შენ არაჩვეულებრივი ხარ, შვიდიანო.
ამაზე ნაკლებს არც უნდა წერდე.

არეულობა ისტორიაში მეც მიყვარს.
მარიამის ისტორიები ძალიან მომწონს ზუსტად რაღაცნაირი მწერალი რომააა მაგიტომაც.
იმაშიც გეთანხმები ყველა პერსონაჟი დადებითი არ იქნება.
უბრალოდ ცოტა ნელ-ნელა წამართოს მოვლენები თორემ ასე დანაკლისის შეგრძნება მიჩნდება.
მარიამის მხატვრულობაზე ვჭედავ :დ ❤
ალბათ ესაა მიზეზი მის სულ სხვანაირ ისტორიებს რომ ვარ მიჩვეული მაგიტომაც. ყოველ შემთხვევაში მე არც ვაკრიტიკებ და არც რაიმეს ვუშლი.
აღარაფერს ვიტყვი :დ პროსტა გააგრძელოს მოვკვდი ქალი❤
ასე ჩახლართული რომაა ნერვებისთვისაა ცუდი :დდ

 


№8  offline წევრი N7

gvanciko_gvancunia
Eleniko13
რომ არ დავწერო, არ შემიძლია.
არეულობა ყველაზე მაგარი რამაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს.
ყოველთვის ვერ დაწერს მწერალი კარგ პერსონაჟებზე (ამას იმიტომ ვამბობ, რომ მეც ამ მდგომარეობაში ვარ)
არსებობენ უარყოფითი და ბევრ შეცდომადაშვებული-თუ შეიძლება ასე ითქვას-პერსონაჟები.
ასე რომ, შენ არაჩვეულებრივი ხარ, შვიდიანო.
ამაზე ნაკლებს არც უნდა წერდე.

არეულობა ისტორიაში მეც მიყვარს.
მარიამის ისტორიები ძალიან მომწონს ზუსტად რაღაცნაირი მწერალი რომააა მაგიტომაც.
იმაშიც გეთანხმები ყველა პერსონაჟი დადებითი არ იქნება.
უბრალოდ ცოტა ნელ-ნელა წამართოს მოვლენები თორემ ასე დანაკლისის შეგრძნება მიჩნდება.
მარიამის მხატვრულობაზე ვჭედავ :დ ❤
ალბათ ესაა მიზეზი მის სულ სხვანაირ ისტორიებს რომ ვარ მიჩვეული მაგიტომაც. ყოველ შემთხვევაში მე არც ვაკრიტიკებ და არც რაიმეს ვუშლი.
აღარაფერს ვიტყვი :დ პროსტა გააგრძელოს მოვკვდი ქალი❤
ასე ჩახლართული რომაა ნერვებისთვისაა ცუდი :დდ

ვუი, მუცელში პეპლებმა გამოიღვიძეს, ისეთი სიტყვები იყო wink wink love
მარიამი ახლა თავს დააკლავს და დახვეწავს შემდეგ თავს! winked
არ იზამს და ისწავლის ფრენას O:)

Eleniko13
რომ არ დავწერო, არ შემიძლია.
არეულობა ყველაზე მაგარი რამაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს.
ყოველთვის ვერ დაწერს მწერალი კარგ პერსონაჟებზე (ამას იმიტომ ვამბობ, რომ მეც ამ მდგომარეობაში ვარ)
არსებობენ უარყოფითი და ბევრ შეცდომადაშვებული-თუ შეიძლება ასე ითქვას-პერსონაჟები.
ასე რომ, შენ არაჩვეულებრივი ხარ, შვიდიანო.
ამაზე ნაკლებს არც უნდა წერდე.

ჩემი პერსონაჟები ძირითადად, რატომღაც ასეთები არიან.. არეულები.
ალბათ იმიტომ, რომ მეც მასეთი ვარ. არ შემიძლია დალაგებულად რამის გაკეთება, ძირითადად, მიუხედავად იმისა,რომ უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდები ყველაფერს..
ამის ნათელი მაგალითი ისტორიებია ჩემი, სადაც, უბრალოდ, არ შემიძლია გეგმის მიხედვით ვიმოქმედო და ამიტომაცაა ასეთი გაურკვეველი, ქაოსური.
უღრმესი მადლობები, ტკბილებო. ვგიჟდები თქვენზე, სერიოზულად!
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent