შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა იბრძვი, გწამს, გიყვარს! –4– (დასასრული)


15-03-2016, 19:22
ავტორი sopiko
ნანახია 2 724

[თავი 4]
ბარიდან სრულიად ფხიზელი გამოვიდა. თვალწინ სულ სოფიო ედგა და ვერ შეძლო ერთი წვეთის დალევაც კი. ერთი მხრივ ალბათ საბას სიტყვებმა იმოქმედა... მეორე მხრივ კი დრომ და სინდისის ქენჯნამ. მხოლოდ ამან? სხვა მიზეზი არსებობდა? ეჰ, ყველაზე რთული და დამფერფლავი სიყვარული იყო, რომელიც ვერაფრით და ვერასდროს გაუნელდებოდა ონისეს.
საბამ სახლამდე მიიყვანა და მერე წავიდა. ონისე ტორტმანით ავიდა კიბეებზე და კარზე ზარი დარეკა. უნდოდა ისე მოქცეულიყო, ვითომ მთვრალი იყო, მაგრამ იერსახის შეცვლა ვერ მოასწრო. კარი წამის მეასედებში გამოაღო სოფიომ და წინ აესვეტა აფორაჯებულ მამაკაცს.
–ონისე! კიდევ კარგი...–მეტი აღარაფერი უთქვამს. ღიმილი სახედან წაეშალა. როგორ გაუხარდა ონისეს დაბრუნება... რომ ეს ღამეც სხვაგან არ გაატარა... სხვაგან თუ სხვასთან... რომ ისევ ნასვამი და კაიფში მყოფი არ იყო, მაგრამ ამას როგორ იტყოდა... თავს ამჯერადაც ვეღარ დაუფენდა ფეხების გასაწმენდად ონისეს. გზა დაუთმო ქმარს და მანაც თითქოს ამას ელოდაო, დამშვიდებულმა გადმოაბიჯა ამობურცულ კიდეს.
–საჭმელი ცხელია. გინდა?–უცხოსავით მოერიდა სიყვარულის და ბედნიერების მოზიარის... ფორტეპიანოსთან აიტუზა და აკანკალებული ხელები ჯიბეებში ჩაიყო.
–ვჭამე უკვე!–მტკიცედ მიუგო ონისემ. მშვენივრად იცრუა... პროფესიონალივით, მაგრამ სოფიოს რას გამოაპარებდა. ჩამქრალი ქალი ცქვიტ გოგონად იქცა. ონისე თავისკენ შემოატრიალა და თვალებში ჩახედა.
–სტყუი!–შეკავებული ცრემლები სულში ჩაიღვარა. სოფიომ ქარიშხლის ქროლვა იგრძნო მუცელში. რაღაც უცნაურმა დაუარა... ეს არც ლტოლვა იყო, არც სიყვარული... ეს შიში იყო... შიში იმისა, რომ ონისეს აღარ უყვარდა.–შენ ხომ შემპირდი, რომ არასდროს მომატყუებდი! გახსოვს, მითხარი, სიყალბე გამოსავალი არ არის. საყვარელ ადამიანს ვერასდროს მოვატყუებ, სული შემეხუთება და სიცოცხლეს ვეღარ გავაგრძელებო... ახლა მე ვინ ვარ? აღარაფერი! შემთვის რაიმეს კიდევ ვნიშნავ? შემორჩა შენს გულში ჩემი სიყვარულის ნამცეცი მაინც? მე შენი სიბრალული, დანაშაულის შეგრძნება, პატივისცემა, პასუხისმგებლობა არ მჭირდება! გამეცი პასუხი! თუ არა და...
–თუ არა და?–შეწყვეტილი აზრი გონებაში ვეღარ გააგრძელა არაქათგამოცლილმა ონისემ. დაეღალა ეჭვებს... სოფიოს თვალებში ამოკითხულ ტკივილს დაექანცა...
–წავალ! გეფიცები, წავალ! მამის სულს გეფიცები, ონისე! ხომ იცი, მის სახელს ისე არ ვამბობ, გონება რომ არ დავატანო... ძალიანაც რომ ვინანო, ამ ფიცის გამო შენთან აღარ დავბრუნდები! თუ ახლა მიპასუხებ, მივხვდები, რომ ისევ გიყვარვარ! საპირისპირო შემთხვევაში კარებს გავაღებ და წავალ...–თავიდან კი დაუფიქრებლად თქვა ეს ყოველივე სოფიომ, მაგრამ სიტყვა უკან ვეღარ წაიღო. ან გარდაცვლილი მამის სული რამ დააფიცა... დილით ხომ თვითონ ონისემ უთხრა, წადიო... ახლა რომ გაეშვა? უარი რომ ეთქვა მასზე?
ძალიან, ძალიან შეეშინდა წასვლის. ონისესგან შორს ყოფნის შეეშინდა. გრძნობდა, როგორ ემხობოდა ცა თავზე. ეს მოქმედება ისე ნელა ხდებოდა... ისე იწელებოდა, რომ სოფიოს ყველაფერი შესძაგდა... ყველა და ყველაფერი ონისეს გარდა!
–წადი_მეთქი, რომ გითხრა, მართლა წახვალ?–უეცრად თავისკენ მიიზიდა მამაკაცმა ცოლი და ტანზე აიკრა.–გულახდილად მიპასუხე, შეძლებ ამ სახლის დატოვებას?
ქალს ონისეს სუნთქვა ეფრქვეოდა ტუჩებზე, ცხვირზე, შუბლზე... ცოტაც და ადუღებული წყალივით დატოვებდა თავის საზღვრებს... შემოფარგლულ გალიას... ისევ შეფრინდებოდა მამაკაცის გულში და თავისუფალი ჩიტივით შემოუვლიდა არემარეს, მაგრამ... კვლავ იგივე რომ განმეორებულიყო? ისევ რომ ხელი ეკრა ონისეს? საბოლოოდ დაკარგავდა თავს... საბოლოოდ გაანადგურებდა მისივე უნებისყოფოობა...
–გითხარი, რომ... უკვე გითხარი... წავი... წავიდოდი...–ისე მოსწყდა რეალობას, ვერ გაიაზრა. გონს რომ მოეგო, ონისეს მკლავებში იყო მოქცეული და საძინებლის ცენტრში იდგა... ხელებს თავისუფლად დაატარებდა მამაკაცის შიშველ მკერდზე და შვება სუნთქვას უადვილებდა... იცოდა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ხვალ როგორც არ უნდა მოქცეულიყო ონისე, მაინც სასიამოვნოდ დაილექებოდა წარსულის მოგონებებში ეს ღამე... იმაზე მეტადაც კი, ვიდრე სხვა დანარჩენი...

დილით სიყვარულის სურნელმა გამოაღვიძა. მზის სხივებს დაეპყრო ოთახის კედლები.... აივნის წინ ამართული რამდენიმე ნაძვის ხე ტოტებს ნარნარად არხევდა და ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი ძალიან ლამაზად მოეჩვენა სოფიოს.
თავი ონისეს გულზე ედო და მამაკაცის ფშვინვას ყურს უგდებდა. არც ერთი ჩქამი არ უნდოდა გამოპარვოდა... თითოეულ წამს დიდ სასწაულად აღიქვამდა! ეჩვენებოდა, რომ ზედმეტად სწრაფად გარბოდა წინ საათის დიდი ისარი... იმის ნაცვლად, რომ დრო გაჩერებულიყო, სადღაც მიიჩქაროდა...
უეცრად ონისე წამოიწია და საწოლის უკანა მხარეს მიეყუდა. რაღაც ამოიზმუილა, სოფიოს ხელი პირთან მიიტანა და ნაზად ეამბორა. ეს დილა ისეთი მშვენიერი, ლაღი და ფერადი იყო, რომ საკუთარი თავიც აღარ ეჩვენებოდა ისეთი მძიმე და საშინელი.
–დილა მშვიდობისა, სოფიო!–ქალი ზემოთ ააჩოჩა და მჭიდროდ შემოხვია ხელები.
–დილა მშვიდობისა!–სოფიომ გაიღიმა და ტუჩების მოძრაობისას ისინი ონისეს მხარს გაუხახუნა.
–ახლა ვხვდები ჩვენებური დილა როგორ მომნატრებია... იმ... იმ ოთახში...–ხმა ჩაეხრინწა გვერდითა ოთახის ხსენებისას.–საზარლად ბნელი იყო ყოველი განთიადი... აქამდე არ ვიცოდი, რომ მზე მხოლოდ ჩვენს საძინებელს უღიმოდა. მიყვარხარ, სოფიო!
სოფიოს გრძნობების დამალვა არც უცდია. მის გონებაში სინათლე გამეფდა, გულში სიხარული, სულში სიმშვიდე. იმ ონისეს ეკვროდა სხეულზე, რომელიც ასე უყვარდა! წუხანდელ ღამეს უწინდებური ონო დაებრუნებინა! მასში კიდე ერთხელ მოეხდინა გარდატეხა! მამაკაცის გული მასთან ერთად ფეთქავდა... ორივეს ღიმილი ერთმანეთს ერწყმოდა... ორი პიროვნების ცალკეული ბედნიერება ეჯვარებოდა! აქ არ ჰქონდა ადგილი არც ტყუილს, არც მალვას, არც აფერისტობას... მნიშვნელოვანი ამ წუთებში აღარც ონისეს ნარკომანობა იყო, რადგან ის სოფიოს თვალში განიკურნა! განკურნა არა წამალმა, არამედ სიყვარულმა!
–ონისე... შენ არ იცი, როგორ ველოდი ამ სიტყვას...–ქვითინით დაეწაფა მამაკაცის ბაგეებს და თვალები ნეტარებით მიხუჭა.

ცხოვრება კამფეტი არ არის, მუდამ ტკბილი გემო რომ ჰქონდეს. არც ფუნთუშაა, ზედ დაყრილი შაქრის პუდრა და ქიშმიშები რომ შეჭამო და შიგნეულზე უარი თქვა. მთავარი შენი მონდომებაა, ამ მონდომებას კი რაღაც მიზანი და სტიმული სჭირდება! ზოგის შემთხვევაში ეს უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტზე ჩაბარებაა, ზოგის პრესტიჟულ სამსახურში მუშაობა, ზოგისთვის კი სიყვარული... სიყვარული, რომლის ხიდიც თუ შენ არ ჩაწყვიტე, არ გაქრება, რადგან ის მოკვდავებს არც გაუჩენიათ და ვერც მის აღმოფხვრას მოახერხებენ.
ბედნიერებას გემო მეორედ გაუგეს ჩვენი ისტორიის გმირებმა! უამრავი ბარიერი გადაეყარათ, წინ მრავალი კედელი აღემართათ, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვიტავთ, რადგან სწამდათ და ამ რწმენით უძლებდნენ ყოველგვარ გასაჭირს.
მაშინ, როცა ონისე ოფლში იწურებოდა და გაუსაძლის ტკივილს ეწინაამღდეგებოდა, სოფიო გვერდით ეჯდა და ცხარე ცრემლებით უსველებდა პერანგს. კოცნითა და ალერსით უამებდა ტკივილს და ნარკოტიკის მცირე დოზა თავისი ხელით შეყავდა მამაკაცის ორგანიზმში.
დღითიდღე მცირდებოდა ეს დოზა... ბოლოს მინიმალური რაოდენობაც კი მინიმუმამდე დადიოდა... ამ დროის განმავლობაში ონისე თავს არიდებდა სოფიოს, რათა აგრესიულ გუნებაზე მყოფს რამე ცუდად არ ეთქვა საყვარელი ქალისთვის.
ეს სიცივე სითბომ და ეს ზამთარი გაზაფხულმა მაინც შეცვალა! ერთ დღესაც ონისემ სოფიოს გვერდით გაიღვიძა და პირველი, რაც გაიფიქრა ის იყო, რომ ურიგო არ იქნებოდა, ცოლ–ქმარი როლებს თუ გაცვლიდა. ეს როგორო? იკითხავთ თქვენ. აი, ასე! მხოლოდ წინსაფრის გაკეთება მოუწია ონისეს, გუშინ მომზადებული სადილის გაცხელება, სახლის დალაგება, ფანჯრების გამოღება და ნაგვის გადაყრა. ამ ყველაფერს ერთი საათი მაინც დასჭირდა... სოფიოს გაღვიძებასაც დიდხანს ელოდა... და ოდნავადაც კი არ უგრძვნია სურვილი ნარკოტიკის... აღარანაირ ტკივილს არ შეუწუხებია. არც ბრწკენას სხეულში, არც დენის დარტყმას. მაშინღა მიხვდა, რომ სოფიოს მეთაურობით გამარჯვების დროშა უკვე მის ხელთ იყო! მათ ბედნიერებას ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა!
ვერავინ შეძლებს იმ განცდების და ემოციების გადმოცემას, რაც სოფიომ განიცადა საბედნიერო ამბავის შეტყობისას. ღმერთს უდიდესი მადლობა გადაუხადა იმ ბრძოლის უნარიანობისთვის, იმ რწმენისთვის, იმ სიყვარულისთვის, რომელიც უზენაესმა არგუნა ონისესათვის! მისი მგლის ხახიდან ამოყვანაში! სიკვდილის კლანჭებიდან გამოხსნაში!
აბა, სხვა რა იყო მათი ბედნიერების საფუძველი თუ არა ეს გრძნობათაღელვა, რომელიც აჩქარებით მიედინებოდა მდინარის კალაპოტში და უსასრულო არსებობას უქადდა ამ ჰარმონიას!

დ ა ს ა ს რ უ ლ ი!

^^^
ამ დასასრულით რაღა თქმა უნდა ყველაფერი არ დამთავრებულა! არც ონისესა და სოფიოს სიყვარული! არც ლოლას გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი! მხოლოდ ჩვენი ისტორია დასრულდა!
დიდ ბოდიშს გიხდით ამ ხუთდღიანი დაგვიანებისთვის, მაგრამ ჩემი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა და ძალიანაც ნუ გამიბრაზდებით... ჯგუფშიც დავპოსტე და აქაც ვიტყვი, რომ უინტერნეტობაა უპასუხისმგებლობის მიზეზი...
თქვენი სითბო ჩემს გულში ძალიან დიდ კვალს ტოვებს... იმხელა სიხარულს წარმოშვამს თითოეული კომენტარი ჩემში, რომ არ ვიცი... უღრმესი მადლობა თქვენ! ემის... ბლექს... თედ'უნიას... თეოს... ელენიკოს... მარიამს... ლიზაზუს... უცნობს და სხვებს... ვინც გამომრჩით, მომიტევეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ყველანი მნიშვნელოვნები ხართ ჩემთვის!
უახლოეს მომავალში დაგიბრუნდებით სახალისო ისტორიით... ისე, რომ განვიტვირთოთ და სასიამოვნოდ დავიმუხტოთ!
სიყვარულით სოფო!



№1 სტუმარი Teo...

Sofi hemo kargo da nijiero,hatvale rom ukve sheni ertguli mkitxveli gavxdi.cremlebma damaxrho kitxvis dros.madloba amdeni emociistvis damjeravs rom siyvaruls yvelaferi sheudzlia.male dagvibrundi..

 


№2  offline წევრი Firefly

უკეთეს დასასრულს ვერც ვინატრებდი!
საოცრება ხარ. love
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი Black

Sopo rogor shegidzlia sul karg ga tbil ganwyobaze damayeno<3chemi pozitivi xar:Des istoriac mshvenieri iyo,xoda velodebi axal saxaliso istorias;) <3

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ვიცოდი რო მ წაქცეულთ ზეფ არ გადაუვლიდი და ფეხზე წამოდგომაში მიეხმარებოდი. ყოჩაღ ჩემო გოგო.. (რა უცებ მიგითვისე) წარმატებები

 


№5  offline წევრი saloo

უუხ სიტყვები არ მყოფნის ძალიან ემოციური და გულში ჩამწვდომი იყო ეს ყველაფერი..ამატირე ნამდვილად მაგრამ ბოლოს ამაყი ვიყავი იმიტომ რომ ჩემი აზრების კიდევ ერთი დასტური დავინახე..მეც შენსავით მჯერა რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს და თუ გიყვარს შეუძლებელს შეძლებ

 


№6  offline წევრი teddy))

Dzalian momewona! Titoul detals gasagebat, chamwvdomat gadmoscem :* mixaria rom kargad daasrule da sicocxlis xalisi mieci mat :* sheni istoriebidan es istoria gaxda chemtvis yvelaze sayvareli! Warmatebebi! <3

 


№7  offline მოდერი sopiko

Teo...
Sofi hemo kargo da nijiero,hatvale rom ukve sheni ertguli mkitxveli gavxdi.cremlebma damaxrho kitxvis dros.madloba amdeni emociistvis damjeravs rom siyvaruls yvelaferi sheudzlia.male dagvibrundi..

ვაიმეე, როგორ გამახარეე lol თეუსიუს {ეს სახელი მე შეგარქვი wink} შენნაირი ერთგული მკითხველის ყოლა მართლაც სიხარულის მიზეზია!
Firefly
უკეთეს დასასრულს ვერც ვინატრებდი!
საოცრება ხარ. love

დიდი მადლობა, ჩემო მარიამ! love მეც ვთვლი, რომ უნდა ყოფილიყო ის, რაც იყო...
Black
Sopo rogor shegidzlia sul karg ga tbil ganwyobaze damayeno<3chemi pozitivi xar:Des istoriac mshvenieri iyo,xoda velodebi axal saxaliso istorias;) <3

პოზიტივის გარეშე სოფო არ არსებობს fellow გმადლობ, ბლექ!
terooo
ვიცოდი რო მ წაქცეულთ ზეფ არ გადაუვლიდი და ფეხზე წამოდგომაში მიეხმარებოდი. ყოჩაღ ჩემო გოგო.. (რა უცებ მიგითვისე) წარმატებები

უკვე იმდენმა მიმითვისა, აღარაფერს ვამბობ lol გმადლობ, ტეროო feel
saloo
უუხ სიტყვები არ მყოფნის ძალიან ემოციური და გულში ჩამწვდომი იყო ეს ყველაფერი..ამატირე ნამდვილად მაგრამ ბოლოს ამაყი ვიყავი იმიტომ რომ ჩემი აზრების კიდევ ერთი დასტური დავინახე..მეც შენსავით მჯერა რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს და თუ გიყვარს შეუძლებელს შეძლებ

ზუსტად ასე მგონია მეც! დიდად მადლობელი ვარ, სალო love
teddy))
Dzalian momewona! Titoul detals gasagebat, chamwvdomat gadmoscem :* mixaria rom kargad daasrule da sicocxlis xalisi mieci mat :* sheni istoriebidan es istoria gaxda chemtvis yvelaze sayvareli! Warmatebebi! <3

ჩემო ტკბილუსია request დიდი მადლობა!

 


№8  offline მოდერი ლილიანა

ძალიან მომეწონა,სევდიანი და ტკივილიანი იყო.როგორც დდედს ძალიან შემეხო გულზე.❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№9 სტუმარი tamari ✅

magadzia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent