შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მინდა იცოდე არასდროს დაგთმობ (მერვე თავი)


15-03-2016, 23:40
ავტორი სალი-სალი
ნანახია 3 904

უკვე მერამდენე ლექტორს უსმენს და ვერაფერს ვაერ გებულობს. საათს დასჩერებია და თითოეული წამის გასვლას სულმოუთმენლად ელოდება.აშკარა იყო უკვე აღარაფრის თავი ჰქონდა, მისი ცხოვრება სულ სხვაგვარად წავიდა. ამბობდა როცა სწავლა დაიწყება შევეცდები ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანოო თუმცა აგერ უკვე 3 თვეა რაც უნივერსიტეტში დადის და ვერაფერზეც ვერ გადააქვს ყურადღება. თავის ძმასთან ხშირად მოსდის ჩხუბი დემური კი მის ნერვებზე ურცხვად თამაშობს.ერთ დღეს სხვა გოგოსთანაა მეორე დღეს სხვასთან და ასე გრძელდებოდა უსასრულოდ.მასალას არ იყო ჩამორჩენილი უბრალოდ ვერ აანალიზებდა ვერაფერს ვერ უთმობდა სათანადო ყურადღებას წიგნებს, მუდამ შიშში იყო სახლიდან გასვისას სანამ ირგვლივ არ მიმოიხედებოდა ისე ვერ ჯდებოდა ავტომობილში.მხოლოდ ლექციები სახლი ლექციები სახლი და ისიც სალოსთან თუ წავიდოდა ხოლმე მისი ძველი უბანი რომ მოენახულებინა.იქ თავს მშვიდად გრძნობდა, ყველა ისე თბილად უყურებდა, როცა ხურციძის მანქანა შესისინდებოდა ხოლმე ეზოში მოხუცები ერთ ამბებს ატეხდნენ ჩვენი პატარა ალექსანდრა მოვიდაო. მეგობრებსაც ისე თბილად ჩაკოცნიდა ბავშვები კი გარს ეხვეოდნენ, ამაზე მეტი სითბო რა უნდა მიეღო? თუმცა ყველაფერს ის აშხამებდა რომ სადღაც ქვეყნის დასალიერში იყო წასასვლელი, იქ სადაც "დაგეშილი" საზოგადოება ცხოვრობდა სადაც ყველა ყველაფერს აკონტროლებდა, სადაც შეიძლებოდა ვინმეს ან მოეკალი ან კიდევ კარგად "გამოეცვალე".
ბოლო ლექციაც დასრულდა, ნელა ჩაალაგა წიგნები ჩანთაში და დერეფანს გაუყვა.უნივერსიტეტის ეზოში უემოცოდ გააჭრა. სახეზე ცივი ქარი მოხვდა, რათქმაუნდა იმ დროს ხომ ნოემბრის დასაწყისი იყო.თბილი "კაშნი" ყელზე შემოიხვია და ნაცრისფერი ქუდი თავზე დაიფარა.ცოტა რომ დაცხა მანტოს ღილები შეიხსნა და შორიახლოს დაყენებული ავტომობილისკენ მიაშურა.
-ალექსანდრა მოიცა.უკნიდან მისი კურსელის აკოს ხმა შემოესმა.სწრაფად გააქანა თავი როცა ნაცნობი და მონატრებული ხმა ამოიცნო და გული საგრძნობლად აუჩქარდა.
-ეე დაკარგულო როგორ ხარ?.თბილად გაუღიმა და მეგობარს რაც ძალა და ღონე ქონდა ისე ჩაეხუტა.
-მეც როგორ მომენატრე კუკლა.სიცივისგან აწითლებული ლოყები დაუკოცნა და ხელი კარგახანს არ გაუშვა.
-რატო არ დადიოდი ლექციებზე?.ვითომ გაბრაზებით წარმოთქვა სიტყვები ალექსანდრამ და მხარზე ხელი დაარტყა.
-აუ რავი რა საქმეები მქონდა ხო იცი არა ლელუკას პონტში ვჩალიჩობდი რაღაცეებს.თავი გადააქნია აკომ და ალექსანდრას ხელი გადახვია.
-ისე კი მომანატრე თავი შე მათხოჯო.ღიმილით გამოაჯავრა და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა.-ერთი წუთი ჩემი ძმა მირეკავს.ორი ნაბიჯით გვერდით გაიწია და ტელეფონს უპასუხა.-ხო ლეო.გახარებულმა ჩასძახა ტელეფონში.
-სად ხარ?.
-ახლა გამოვედი უნივერსიტეტიდან და მეგობარს ველაპარაკები ხდება რამე?.უცებ ანერვიულდა თავისი ძმის ოდნავ მკაცრი ხმა რომ გაიგო.
-არა მეთქი სადახართქო მალე მოდი სახლში.დამრიგებლურად ჩაიჩურჩულა.
-ხო კარგი მოვალთ მალე.აკოს დაჭყანულ სახეზე გაეცინა და ტელეფონი გათიშა.-გიჟი ხარ ადამიანო ველაპარაკებოდი ჩემს ძმას მემგონი.ფხუკუნით მიუახლოვდა საუკეთესო ძმაკაცს და მასთან ერთად ახარხარდა.
-ჰმ აბა რისთვისავარ ძმაკაცი ლაპარაკოს დროს რო არ გაგაცინო.მხრები აიჩეჩა აკომ.
-წამო რა ჩემთან სალიც ამოვა.წარბები ეშმაკურად აათამაშა.
-აუ ვერა რაა საქმეები მაქვს.
-რა საქმეები არ გადამრიო ადამიანო.ხმამაღლა დაიყვირა.-კარგი შენ თუ ჩემი ყავის დალევა არ გინდა კიბატონო.ეშმაკურ ხერხს მიმართა და მის გაჭრას დაელოდა.
-ხო კაი წამოვალ.ყავის ხსენებაზე აკო მოფხიზლდა და კინაღამ ალექსანდრას გაასწრო სახლში.
-მე წაგიყვან.გასაღები ხელში აათამაშა და მანქანისკენ გასწია.
-კაი ოღონდ ცოცხალი მიმიყვანე მოსულა?.თვალი ჩაუკრა.
-მოსულა.მანაც თავლი ჩაუკრა და მის ავტომობილთან ჩამწკრივებულ ახალგაზრდებს თვალი გაოცებულმა შეავლო.
-არ მესმის შენი ძმა ასე სიარულის უფლებას როგორ გაძლევს.საუბარი დაიწყო ერთ-ერთმა ბიჭმა რომელიც ავტომობილს იყო აკრული.
-უკაცრავად?.ცალი წარბი მაღლა აწია და ისე შეათვალიარა ახალგაზრდები.
-რადა მაგარ შარში რო ხარ რატო გაძლევს იმის უფლებას რომ მთელი თბილისი შემოირბინო.ახლა თამამად განაცხადა იმ ბიჭმა და ალექსანდრას მიუახლოვდა.
-რა შარი ადამიანო ხო არ გახველებს.გათამამებული წინ წაეჭიმა
-თავს ნუ იშტერებ, ყველამ ყველაფერი ვიცით, შენ ჯუბო ლევანი და დემური საოცარი კომბინაციაა იმისთვის რომ საუკეთესო სისხლისღვრა მოეწყოს მთელი საქართველოს მაშტაბით.ცინიკურად საუბარი განაგრძო მეორემ რომელიც დიდიხნის განმავლობაში აკვირდებოდა ალექსანდრას.
-სისხლისღვრა? გარწმუნებ ეგ არ მოეწყობა და თუ მოხვდება ბრთხილად იყავი შემთხვევით შენ არ გაისვარო.მისი სახე მალევე ამიცნო, ის ბიჭი ჯუბოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო ძმაკაცი იყო რომელსაც ინფორმატორსაც უფრო ვუწოდებდით.
-რაგგონია აქედან ვინმე სუფთად გამოვა? არც კი იცი შენ რა როლი გიკავია ამ ყველაფერში.
-მე რა შუაში ვარ? ეს ყველაფერი დემურის ლევანის და ჯუბოს გასარკვევია მე უბრალოდ მსხვერპლის პოზიციას ვიკავებ.
-შუაში კი არა თავში ხარ შენ რომ არა ეს დაპირისპირება ასე არ გაიწელებოდა.
-მე მადანაშაულებ? კიმაგრამ რაში? ვინმეს შეიძლია გამაგებინოს?.თავში ხელები შემოირტყა ალექსანდრამ.
-ალექს ამათ ნუ უსმენ წავიდეთ, მე მომეცი გასაღები.აკომ ავტომობილის გასაღები იმწამსვე გამოართვა, ძლივსძლივობით შესვა მანნქანაში და სახლის გზას დაადგა.
-არაფერს არ მკიხავ?.დამშვიდებულმა ჩუმად ჩაილაპარაკა.
-ისედაც ყველაფერი ვიცი.ხელი ხელზე დაადო და წამიერად გახედა.
-და ის იცი მე რა შუაში ვარ?.რამოდენიმე ცრემლი გადმოაგდო და საქარე მინას თავი მიადო.
-არ ვიცი მაგრამ შენსიცოხლესგეფიცები ყველაფერს გავარკვევ.ხელი ძლიერად მოკიდა და ვენდისთან გააჩერა.-ახლა მე და შენ წავალთ და ბევრ ნაყინებს ბევრ ჰამბურგერს და ბევრ ფრის ვიყიდით მერე ავივლით შენთან სახლში წამოვიღებთ პლედს ბალიშებს და ესეთ რარაცეებს და ავაჭრით გლდანის ტბაზე.ტაში შემოცხო აკომ და მის რეაქციას დაელოდა.
-კოლა არ უნდა ვიყიდოთ?.საწყალი სახით ახედა და შემდეგ მასთან ერთად სიცილი დაიწყო.
-აბა რაა ჩემო ლამაზო.შუბლზე გახარებულმა აკოცა და გულში ჩაიკრა... ყველაფერი რომ იყიდეს სახლში ავიდნენ იქ კი როგორც ყოველთვის მთელი ბანდა დახვდა მათთან კი გაბრაზებული სახით მჯდარი სალი.
-ვახ ბრატტ რავახარ შე სასიკვტილე.ფეხზე წამოემართა სალომე როცა აკო დაინახა.
-მე სასიკვტილე კარგად ვარ შენ რავახარ შე პატარა წურბელა?.ხელები მოხვია და დაბოღმილი სახით მოელვარე ბიჭებს გადახედა.
-ესეიგი გაიცანით ეს არის ჩემი არაბიოლოგიური ძამიკო აკო, აკო ეს ჩემი ბიოლოგიური ძმაა ლევანი ის დემური,გურწა,ანდრიკო, ეს არ ვიცი არც ეს და ის საბა.სახელები სათითაოდ ჩამოუთვალა და რამოდენიმე ვულგარულად ჩაცმულ გოგოს ისეთი სახით გადახედა იქვე გააქვავა.
-სასიამოვნოა.ყველამ თავი დაუქნიეს და ხელის ჩამორთმევით მიესალმენ.
-ხო აბა მოდი ჯერ ყავა დავლიოთ და მერე წავიდეთ. წარბები აათამაშა უმცროსმა ხურციძემ და სალის გადახედა.
-სად მიეთრევით უჩემოდ.ერთიანად გაცეცხლდა სალომე.
-ვინგითხრა რომ უშენოდ მივეთრევით, გლდანის ტბაზე მივდივართ თან რაღაცეები ვიყიდეთ.პარკები მაღლა ააფრიალა აკომ.
-ვაა ეგ მე რატო არ ვიცოდი?.წარბაწეულმა სალიმ თვალი აწითლებულ ლევანისკენ გააპარა რომელიც მოწიკწიკე ბომბს გავდა.
-ახლა ხო იცი.
-რამ გადაგაწყვეტინათ? თან უჩემოდა.ისევ თავისას აგრძელებდა ბერიძე.
-მოკლედ ეგი ამიფსლუკუნდა ხოდა გადამეწყვიტა ახლა კიდე ვახოს დავურეკავ და ეგაა რა.სამზარეულოსკენ შევიდა აკო და თან ლაპარაკობდა.
-სად მიდიხარ ალექსანდრა?.კბილებსშორის გამოსცრა ლევანის.
-ვერ გაიგე? გლდანის ტბაზე.ტელეფონი დასატენად შეაერთა და მდივანზე ჩაჯდა.
-მე არ უნდა მკითხო?.
-არა!.თავი სასაცილოდ გააქნია და დაბალ ხმაზე ჩართულ მუსიკას ფეხის მოძრაობა აუწყო.-აკოს მივყავარ და არავიზე არ მჭირდება შეკითხვა.
-ვინ არის ეს აკო?.ხმა ამოიღო კუთხეში მჯდარმა დემურიმ.
-ჩემი მეგობარია.დამარცვლით გაუმეორა და გაცეცხლებული თვალები დაუბრიალა.
-უჰ დემიკოზე მეც ეგრე ვამბობ ხოლმე მეგობარიათქო მაგრამ.დემურის გვერდით მჯდომმა გოგომ წამოიკნავლა და ალექსანდრასგან გაქნეული გრძელი თმა კინაღამ სახეში მოხვდა."დემიკო" ამ მოფერებითმა სახელმა ძალიან გააცოფა უმცროსი ხურციძე. სახეზე მთლიანად ალმური მოედო ისედაც გაბრაზებულს და ახლა უფრო მეტად გაუჩნდა სურვილი იქ მჯდომთაგან რომელიმე მოეკლა.
-შენ სხვა ხარ გენაცვალე მე სხვა, რომ ვამბობ მეგობარიათო ანუ ასეც არის.ირონიით სავსე მზერა შეანათა სახეში.
-სხვაა? ყველა გოგოები ერთნაირები ვართ არა შორე?.ისევ დემურის გვერდით მჯდომმა გოგომ დაიწყო საუბარი და ლევანის გოგოს გადახედა.
-ჰაჰა კაი არ გამაცინო ყველა გოგო არ არის .თვალი ჩაუკრა და გაბადრული სახით მჯდარ დემოს გახედა.
-ამით რისი თქმა გინდა?.წამოეჭიმა შორენა.
-იმის თქმა უნდა რომ ყოველივე შემხვედრს არ ვეტენებით და თავმოყვარეობა გაგვაჩნია თქვენგან განსხვავებით.ალექსანდრას სათქმელი სალიმ დაასრულა.
-მე წავედი რა.ხელი აიქნია ალექსანდრამ და სალოოთახიდან გასვლისას გაიყოლა.
-რამოხვდა? სამზარეულოში მოფუსფუსე აკომ გოგონებს გასძახა.
-შენზე დამაყარეს კითხევი.მკრთალად გაიღიმა და ნაყინები საყინულეში შეალაგა.
-მოდი ყავა აღარ გვინდა და ბარემ წავიდეთ ვახომ მითხრა წყნეთში ავიდეთო ჩემთანო ტბას ჩემი ულამაზესი ბუნება ჯობიაო, ჯერ ჩვენ ვიქნებითო და მერე მაგის ძმაკაცებიც ამოვლენ მოკლედ მაგარ ტუსოვკას აწყობს რა.
-ეეე კაია ახლა ნამდვილად მჭირდება გართობა.გახარებულები აცეკვდნენ.
-იქ დავრჩეთ 2-3 დღე და უფრო კარგად დაისვენებ, თუ არ გევასათ კიდე იქაურობა ისევ ჩემს სახლში გადავცვივდეთ და იქ გავაგრძელოთ ჩვენს პონტში გუგუნი.ჰამბურგერები უკანვე პარკში ჩააბრუნა და ქურთუკი მხარზე გადაიკიდა.
-მაცა ჯერ იმათ ვუთხრა, მარა ამის ამბავი რო ვიცი ძაან უნდა ვეჩალიჩო.უღონოდ ჩაილაპარაკა ალექსანდრამ.
-მაცა მე დაველაპარაკები.გვერდით გაწია გოგონა და ბიჭებთან შევიდა ოთხაში.-ბიჭებო თქვენთან საქმე მაქვს.მდივანზე ჩამოჯდა იდაყვები მუხლებზე დააწყო და სერიოზული სახით გახედა ირგვლივ მსხდომ ხალხს.
-აბა გისმენ.ხელით ანიშნა ლევანმა დაიწყეო.
-ალექსანდრა და სალი მიმყავს წყნეთში 2-3 დღით და მინდა რომ იცოდეთ.
-და მე არ მეკითხები? იქნებ არ ვუშვებ? არ ვიცი ვინ ხარ და რას წარმოადგენ რატო უნდა გენდო?.ლევანიც წინ წამოიწია.
-ჯერ ესერთი ალექსანდრა უკვე დიდი გოგოა, მერე მეორე მე მისი მეგობარი ვარ მთელი ამ წლების განმავლობაში როგორც დაძმა ისე ვიყავით და მერე მესამე ის რომ ჩემი ნდობა შეიძლება მაგრამ ის ვიცი რომ შენ უნდა გენდო? 15 წლია ჩვენ ვმეგობრობთ და აქამდე სულ ორჯერ მყავხარ ნანახი ამ ბოლო პერიოდში კი მითუმეტეს შენი სახელიც არ გამიგია, თქვენი მშობლები იმაზე მეტად მენდობიან ვიდრე ნებისმიერ სხვა ნათესავს და მემგონი არ უნდა იყოს პრობლემა.ცდილობდა ძალიან უხეშიც არ ყოფილიყო თუმცა რაც სათქმელი იყო ის თქვა.
-და რა გინდა ახლა ამით თქვა რომ შენ უფრო მეტი უფლება გაქვს ალექსანდრაზე ვიდრე მე?.გაბრაზება დაეტყო ხმაში უფროს ხურციძეს.
-არა მე ამის თქმა არ მინდა, მესმის ძმა ხარ და გაინტერესებს მის გარშემომყოფებზე ინფორმაცია თუმცა ის აუცილებლად უნდა გცოდნოდა რომ მე მისი ძალიან ძალიან ახლო მეგობარი ვარ, შენს გამო ბევრი გამოიარა და ზუსტად ვიცი რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, რაც ალექსანდრასთვის მზადდება ის ამ ყველაფერზე უარესია, მე ყველანაირად ვიზრუნებ მასზე, არ მინდა ცუდად გამოვიდეს თუმცა რაც მე ვიცი შენი დის შესახებ იმდენ ინფორმაციას ვერ ფლობ ამიტომ ნუ დაუწყებ ჩემთან მიმართებაში რაიმე კითხვების დასმას.
-ვიცი რომ დიდიხანია მეგობრობთ მაგრამ არ გაქვს უფლება მოხვიდე და კაჩავი დამიწყო იმის შესახებ თუ რა ვკითხო ჩემს დას და რა არა, რასაც მომინდება იმას გავაკეთებინებ და შენ არაფერს შეგეკითხები.
-კაცურად გეუბნები, არ მინდა ჩემი ალექსანდრას ძმასთან ცუდი ურთიერთობა მქონდეს მაგრამ მინდა იცოდე რომ ალექსანდრა სათამაშო არაა, ვიცი მაშინ რაც მოხვდა, იმ ღამეს როცა ჯუბო დაჭერი, სიმართლე მისთვის ბოლომდე არ გითქვამს! მაშინ მე შეგიშალეთ ხელი, მე გადმოვრიცხე ის თანხა ანგარიშზე და ეს იმიტომ გავაკეთე რომ შენი და მიყვარს, ის ღვიძლი დასავითაა მასზე ძვირფასი არავინ და არაფერი გამაჩნია და ამიტომ არ დავუშვებ ისევ გახდეს გარიგების მსხვერპლი.
-ეს ამბავი არ უნდა გაიგოს! მადლობა ძმაო! არ ვიცოდი ვინ როდის როგორ გადმორიცხა ფული ახლა კი მადლობა! წაიყვანე! სრული უფლება გაქვს მისდამი ოღონდ არაფერი უთხრა თორემ შემიძულებს ამას კი ვერ გადავიტან, შენთვთონაც გეცოდინება რატომ მომიწია მასთან კავშირის შეწყვეტა ეს კი მხოლოდ ალექსანდრასთვის გავაკეთე, ჩემი დისთვის.თავზე ხელებს ისმავდა აღელვებული ლევანი და უწინ მომხვდარ გახმაურებულ ფაქტს იხსენებდა.
-კარგი მაშინ მაგრად აბა წავალ და წავიყვან! იცოდე რომ კარგად იქნება, მალე ჩამოგიყვან.ფეხზე წამოხტა ხელი ჩამოართვა და გოგონებს შეუერთდა.
-აბა რაო?.ანერვიულებულები აცქეროდნენ მშვიდად მდგარ აკოს და პასუხის მოლოდინში კვდებოდნენ.
-მოდიხართ.ორივეს ხელები მოხვია გულში ჩაიკრა და ლოყები დაუკოცნა.
წყნეთის გზას ადგნენ და სულ სიმღერით მიდიოდნენ მეგობართან. გზადაგზა ლამაზ ადგილებთან აჩერებდნენ და ფოტოებს იღებდნენ.როგორც იქნა დაბრუნდა ძველი ალექსანდრა და ამასთანავე ძველი სალიც. ის მხიარული და სითბოთ სავსე გოგოები იმ ადამიანმა დააბრუნა რომელიც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა მთელი 15 წლის განმავლობაში.
წყნეთში ავიდნენ, კარგადაც მოეწყვნენ და ბევრიც იმხიარულეს.სალო ალექსანდრა ვახო და აკო უკვე დიდიხანი იყვნენ მეგობრები, ერთი პატარა ოჯახივით იყვნენ სადაც სულ სითბო და სიყვარული სუფევდა.
-გახსოვთ მაშინ ჩვენ ოთხივე ამ სახლში რომ გამოვიპარეთ, მე და სალო 12 წლისები ვიყავით თქვენ კი 16, ისე კარგად მაქვს გონებაში ჩაბეჭდილი, მეგონა ვინმე გვეჩხუბებოდა თუმცა არავინ არაფერი გვითხრა ბოლოს კი მთვრალები ვიყავით და ასე უგონოს გვიპოვეს.ძველი დროის გახსენება დაიწყო ალექსანდრამ.
-საავადმყოფოშიც კი ამოყავით თავი.სიცილით განაგრძო ვახომ.
-კიდევ მინდა ის დრო, მაშინ ყველაფერი რა ადვილი იყო, მხოლოდ იმაზე ვღელავდით დედას არ გაეგო სკოლაში ორიანი რომ მივიღეთ ახლა კი რას დავემსგავსეთ, მე არაფრის გამო მემტერებიან სალის ერთი დამთხვეული შეუყვარდა ვახოს მშობლები დაეღუპა აკო კი საცოლემ მიატოვა ყველას ცხოვრებაში დაგვიდგა ცუდი პერიოდი მაგრამ ყველაზე მჩატე მაინც ჩემი და სალის პრობლემაა თქვენთან შედარებით ეს არაფერია.სევდისფერი ეკრა ალექსანდრას სახეზე, იჯდა გაუფერულებული მეგობრების წინაშე და მათი ტკივილი სააშკარაოზე გამოჰქონდა, არ ერიდებოდა ამაზე საუბარს რადგან ესეთი „პონტი“ მათთან „მოსული“ იყო.
-ასე ნუ ამბობ,მთელი თბილისის მაშტაბით ჰყავს ჯუბოს კრიმინალები შეკრებილი, შენზე ნადირობა ეს მისთვის ახალი თამაშია, მაგრამ მტერი მოყვარეშიც უნდა ეძიო თვალდახუჭული არავის უნდა ენდო, არც შენი ძმის ძმაკაცებს გადაუშალო გული.საუბარში ჩაერთო გულდამძიმებული აკო.
-იქნებ გადაუაროს, ან იქნებ მე მოვკვდე, მაგრამ ეგ რა იყო? მოყვარეში რატომ უნდა ვეძებო მტერი?.
-არავინ არ იცის ადამიანი რისი გამკეთებელია და ამიტომ.თავი ჩახარა სალიმ.
-ვისი ტელეფონი რეკავს?.მეორე ოთახიდან ტელეფონის ზარის ხმა შემოესმთ.
-ჩემია.ფეხზე წამოხტა ალექსანდრა და სენსორს ხელი გადაუსვა.-ხო ლეო.
-მაიდან ფეხი არ მოიცვალო დემური ვარ.დემურის შეშინებული ხმა რომ მესმა ტელეფონი კინაღამ ხელიდან გაუვარდა.
-კარგი და რახდება?.
-გოგო გითხარი მაინდან ფეხი არ გაადგათქო და ბევრ კითხვებს ნუ მისვავ.შეუღრინა დემურიმ.
-რახდება ადამიანო გამაგებინე თორემ ფეხსაც მშვენივრად გავადგავ და ტანსაც.
-შენ თუ ფეხს გაადგავ მოკვდები და მეც მოვკვდები.ხმა ოდნავ გაუტყდა დემოს.
-შენ რაღატო მოკოკვდები?.გაოცებულმა ჩასჩხავლა ყურმილში.
-ვერ ხვდები? შენ თუ არ იქნები მეც არ ვიქნები, ჩვენ ერთმანეთზე ვართ მიბმულები ეს ბედისწერაა შენ მე მეკუთვნი.გაცოფებული ყვიროდა ტელეფონში და ძრავის ხმა მის ხმას ცოტაარიყოს ფარავდა.
-ამას რატომ მეუბნები? მაინცდამაინც ახლა?.ცრემლები წამოსცვივდა ალექსანდრას და მუხლებზე დაემხო.ხმა საოცრად აუკანკალდა გულმა ათასი დარტყმა გამოტოვა სანამ დემური ხმას ამოიღებდა.
-იმიტომ რომ შეიძლება მოვკვდე.ხმა თანდათან წყდებოდა თუმცა მაინც შეეძლო იმის გარჩევა თუ რას ლაპარაკობდა.
-რაა? რეებს ბოდავ რა მოკვდე?.პირზე ხელი აიფარა და შუბლი იატაკს დაადო.
-ჯუბო მომდევს, შევეცდები გავიტყუო შევეცდები გადაგარჩინო.ხმამაღლა ყვიროდა დემური და მანქანის ძრავის ხმა უფრო ხმამაღლა ისმოდა.
-გადარჩი გთხოვ ჩემს გამო გადარჩი.იატაკზე გწოლოლი ხელებს ძირს ურტყავდა რომ ტირილი შეეწყვიტა.
-გადავრჩები ჩემო პატარა აბა რას ვიზავ.ეს სიტყვები ჩაილაპარაკა და ტელეფონი გათიშა.
-დემური, დემურიი. ხმამაღლა ჩასჩხაოდა ტეელეფონში და გული ათასნაწილად ეფლითებოდა, სამივე გამწარებულები მივარდნენ ალექსანდრასთან და მისი დამშვიდება სცადეს როცა გონება დაკარგა და სამყაროს რამოდენიმეხანი გამოემშვიდობა.


დადამმ ახალი თავი დავდეე როგორც იქნა რაღაცეები მოვიფიქრე.. იმედია მოგეწონებათ და შეცდომები მომიტევეთ ისე ისე ისეეეეე მახარებს თქვენი თბილი კომენტარები რომ სულ ერთიანად ვტკბები... მიყვარხართ ძალიან და გთხოვთ ნუ დაიშურებთ შეფასებებს..



№1  offline წევრი chupika

ვაიმეე ეს რა ხდება ველოდები შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი )))

auu ra iko adeni xani ro daagbainee -_- :dd agar daagviano ase da gazarde tavebi ♥ dzaan kaiaaa

 


№3  offline მოდერი bibo

რა კაობაა იყო :* ვგიჟდები ამ ისტორიაზე ტორტო მარწყვო ალუბალო.იმედია აკო ცუდი არ იქნება და ჩემი სალი და ლევანი ცუდები არ იქნებიან თორე გული დამარტყავდ და დემურიმდე მე ჩაგაკვდები ხელში ალუბალო ატამო

 


ვაიმე რა იყო ეს უმაგრესი თავი იყო ძალიან მომეწონა ვაიმე დემური არ მოკლა რა ძალიან მომეწონა ველი მთელი გულით შემდეგ თავს აღარ დაიგვიანო რა წარმატებები❤❤
--------------------
romantikosi mwerali

 


№5  offline წევრი სალი-სალი

chupika
ვაიმეე ეს რა ხდება ველოდები შემდეგ თავს

შევეცდები მალე დავდო <3
)))
auu ra iko adeni xani ro daagbainee -_- :dd agar daagviano ase da gazarde tavebi ♥ dzaan kaiaaa

ყველანაირად შევეცდები ამის შემდეგ აღარ დავაგვიანო <3 მადლობა :*

bibo
რა კაობაა იყო :* ვგიჟდები ამ ისტორიაზე ტორტო მარწყვო ალუბალო.იმედია აკო ცუდი არ იქნება და ჩემი სალი და ლევანი ცუდები არ იქნებიან თორე გული დამარტყავდ და დემურიმდე მე ჩაგაკვდები ხელში ალუბალო ატამო

ნუ ნერვიულობ ყველაფერი კარგად იქნება :D დიდი მადლობა რომ კითხულობ ჩემო ყველაზე ყველაზე ყველაზე ტკბილო და თბილო <3
lann❤
ვაიმე რა იყო ეს უმაგრესი თავი იყო ძალიან მომეწონა ვაიმე დემური არ მოკლა რა ძალიან მომეწონა ველი მთელი გულით შემდეგ თავს აღარ დაიგვიანო რა წარმატებები❤❤

ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო <3 დიდი მადლობა რომ კითხულობ ჩემს ისტორიას და მოგწონს <3

 


№6 სტუმარი fisho

ვაიმეე ეს რა მომენტში შეწყვიტე წერა გოგო რა იყოო აგიიი ??? დაგვაინტრიგე ? უხხხ :დდდ ვაიმეე სანგაააა გავაფრენ მაგარიი იყოო აუუ ბევრი დაწერე რა რომ ვკითხულობ მერე რა გავაკრთო აღარ ვიციიი ლოლ უმაგრესი იყოო ნუუუ რა ფანტაზიის მქოე და მყავსს <333 ლავ იუუუ

 


№7 სტუმარი ჩეპე

გააგრძელეეეე რაააა მალეე დადეე ძაან მაგარუაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent