13 თვე (8)
*** და მერე როგორ გაგრძელდა ყველაფერი?! შავი თვალებით ნათქვამი სათქმელი.. მორცხვი გამოხედვები.. სიყვარულის ღიმილები.. თვალებში ანთებული ვნებები.. და უბრალოდ, სიყვარულთან ბრძოლა. ბრძოლა რატომ? იმიტომ, რომ დათა ვერასოდეს ვერ გადაუდგებოდა სესილიას წინ. არასოდეს არ ათქმევინებდა ოცნებებსა და მიზნებზე უარს. იცით რას იზამდა? უბრალოდ, ხელს შეუწყობდა ამ ყველაფრის განხორციელებაში. იმდენად მწარედ ახსოვს თავისი აბიტურიენტობის პერიოდი, რომ არ უნდა სესილიამ იმისი მეოთხედიც რომ განიცადოს საკუთარ თავზე. მიუხედავად იმისა, რომ იყო პათოლოგურად ეჭვიანი, იყო საოცრად გაწონასწორებული მაინც აგიჟებდა ის ფაქტი, რომ სესილია ვიღაც ჯგუფელ ბიჭს გაუღიმებდა. ან უბრალოდ სოციალურ ქსელში ნახავდა სურათს, სადაც ერთი ბიჭი მაინც ფიგურირებდა. არ უნდოდა სესილიასთვის ბავშვობის წლები წაერთმია, არ უნდოდა მოეწყვიტა იმ ლამაზ რეალობას, რასაც ბავშვობა ჰქვია. თავის სატკივარი მერეც ეყოფოდა. მაგრამ დათა ამას არ დაუშვებდა! არასოდეს, არასოდეს არ მისცემდა სესილიას ნერვიულობის უფლებას.. ნუ, რავიცი.. დათა კი ასე ფიქრობდა, მაგრამ რამდენად მოხდებოდა ეს ყველაფერი არვიცი და არც თვითონ იცის. ცხოვრება ხომ სიურპრიზებით აღსავსეა და ადამიანს როდის აგიშლის ნერვებს და როდის გაგანებივრებს არავინ იცის.. იჯდა სახლში დათა წოლითი რეჟიმის გამო და შორიდან უყურებდა სესილიას. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღე ისე გავიდა არ ენახა მისი ბავშვური სახე და ხმაც არ გაეგონა, ირაკლისგან და ანკასგან იგებდა სესილიას რას აკეთებდა, როგორ იყო. იმ დღეს გივი ესტუმრა, სესილიას მამა. ძალიან გაუხარდა, როდესაც გაიგო, რომ სესილიამ მოკითხვა დამაბარა შენთანო, მაგრამ ამავდროულად გულში რაღაცა ჩაწყდა. „ნეტა, მოსულიყო“-ო.. მაგრამ ისე გავიდა კიდევ რამდენიმე დღე სესილია არ გამოჩენილა და არც ანკასგან და არც ირაკლისგან არ გაუგია არაფერი. სახლშია ან გაკვეთილებზეო, წესიერად ვერც ველაპარაკებიო პასუხობდა ანკა. დათასაც რა ექნა, სესილიას სურათებს მისჩერებოდა და მალე გამოჯანმრთელების იმედად იყო. *** საოცარმა თავის ტკივილმა გააღვიძა. თითქოს, თავში ურტყამდნენ ჩაქუჩს და ეს უნამუსოები არაფრით არ ჩერდებოდნენ. უცებ, მისაღებიდან წკრიალა ხმა შემოესმა და გულმაც გამალებით დაუწყო ძგერა. ეგონა, რომ ელანდებოდა. მაშინვე ფრთხილად წამოდგა ფეხზე და კარებისაკენ წავიდა. ნელა გამოაღო კარი და დიდი ჰოლი გაიარა. მისაღებთან ოდნავ გაჩერდა და დარწმუნდა, რომ ეს ხმა ნამდვილად სესილიასი იყო გულიც იმ წუთასვე გაუჩერდა.. ამდენი დღის ნანატრი ადამიანი იყო მასთან სახლში და სულ რამდენიმე წამში მას რეალობად აღიქვამდა. შეიხედა კარებში და დაინახა დედამისი და სესილია, რომლებიც საუბრობდნენ და თან ჩაის მიირთმევდნენ. სესილიას დათას დანახვისას მაშინვე პირთან მიტანილი ფინჯანი გაუჩერდა და გაუღიმა გაშეშებულ ბიჭს. -დათა, დედი.. რატომ ადექი ფეხზე?- მაშინვე ფეხზე წამოიჭრა ეკა და შვილთან მივიდა. დათა მას დაეყრდნო და ნელი სვლით წამოვიდაა სავარძლისკენ. სესილიას გვერდზე დაჯდა და იგრძნო ჟრუანტელი, რომელიც მასთან სიახლოვემ გამოიწვია,-დათა, დედი. სესილია გელოდებოდა როდის გაიღვიძებდი. ამდენი ხანია არ გიძინია ამდენი საათი და ახლა რა დაგემართა?-სიცილით უთხრა ეკამ,-ჩაის დალევ? -ყავა რა, ეკუშ..-შეევედრა დათა დედამის. -არ არსებობს! ყავა აკრძალულია შენთვის..! და სესილიაც არ გიშველის არც გაბედო და თხოვო!-უთხრა ეკამ და გადახედა სესილიას. -კი, ეკა დეიდა. ჯობს ჩაი დალიოს. ამაში ნამდვილად ვერ დავეთანხმები..-უთხრა სესილიამ ეკას და გაუღიმა. -ვაიმე, ამ ბავშვს ეს დეიდა ხომ ვერ მოვაშლევინე რა..!-თქვა ეკამ სიცილით და წამოდგა. სამზარეულოში გავიდა ჩაის დასაყენებლად. სამარისებური სიჩუმე დადგა.. აი, რომ იტყვიან ბუზის გაფრენის ხმაც არ ისმოდაო. დათა სესილიას უყურებდა, სესილია-იატაკს. მთელი ძალ-ღონე მოიკრიბა გოგონამ და მასზე მიშტერებულ ბიჭს გახედა. -როგორ ხარ? -დამიჯერებ? შენ რომ ხარ ძალიან კარგად..-მშვიდად უთხრა დათამ და ტუჩის კუთხე ჩატეხა, როგორც სჩვევია ხოლმე. -მაშინ სულ შენს გვერდით ვიქნები,-თავისი ჭკუით გაიხუმრა სესილიამ. დათას სახე გაებადრა. -თუ შენ გინდა მე ხომ იცი არ ვარ წინააღმდეგი. -ბოდიში რა.. -რისთვის მიხდი ბოდიშს?-დაფიქრდა დათა. -იმისთვის, რომ აქამდე ვერ მოგიკითხე. თუნდაც, ვერ დაგირეკე და საერთოდაც, რომ ვერ მოვედი.. ძალიან ბევრი სამეცადინო მქონდა. -კარგი რა, სესო.. რატომ მიხსნი? ამაზე ხომ ვილაპარაკეთ? ძალიან მიხარია, აქ რომ დაგინახე. მაგრამ შეწუხებად ნამდვილად არ ღირდა.. ვიცი, შენი გრაფიკი..-უთხრა დათამ. ალტერ ეგომ კი ამოსძახა „ვაი, დათა! არადა, როგორ გაგიხარდა აქ რომ ზის და როგორ გაინტერესებს, რომ გიხსნის. როგორ გსიამოვნებს!“. ამ დროს ეკა შემოვიდა დათასთვის გამზადებული ჩაით და მაგიდაზე დაუდო ფინჯანი შვილს. -სესო, უთხარი ახალი ამბები?-ჰკითხა სესილიას გაღიმებულმა. -რა ამბები, დედა? -საატესტატო გამოცდები მომიხსნეს. კარგი მოსწავლე ხარო.. ოქროს მედალზე ვამთავრებ სკოლას,-დარცხვენილმა უპასუხა სესილიამ. ამის თქმა იყო და დათას სახეზე ფერებმა მონაცვლეობით დაიწყეს სირბილი. ძალიან გაუხარდა საყვარელი ადამიანის ეს მინიმალური წარმატება. სახუმარო ხომ არაა ამდენი გამოცდის ჩაბარება?! -მართლა? ყოჩაღ! მჯეროდა მე შენი.. ისეთი ყოჩაღი გოგო ხარ..!-უთხრა დათამ და მხარზე ხელი ჩამოუსვა გოგონას. ორივემ იგრძნო ის აჩქარებული პულსი და ჟრუანტელი,რაც განიცადეს, ორივე მოსწყდა რეალობას და ორივემ დაბნეულობისგან გაიღიმა.-და, მეორე რა ამბავია? -რა ამბავი?-თქვა სესილიამ. -ჰო თქვი ეკა, ამბებიო და მეორე რა ამბავია?-ჰკითხა დედამისს დათამ. -რა და დედიკო, გივი რომ იყო იმ დღეს მოსული რაღაცას ლაპარაკობდნენ გივი და ნუგზარი და ასეთი რაღაცა უთხრა გივიმ. ძალიან უნდა, რომ საზღვარგარეთ ისწავლოს სესილიამ, მაგრამ ამ შრომას წყალში ხომ არ ჩაუყრითო და იქნებ რომ ჩააბარებს და ერთი სემესტრისა თუ კურსის მერე ესპანეთში ისწავლოსო..-თქვა ეკამ და ჩაი მოსვა. აი, აქ იყო ნამდვილი ჟრუანტელი, რეალობისგან მოწყვეტა. სესილია ესპანეთში? სესილია მასთან ერთად? ეს იყო სრული შოკი! მაგრამ დათა, როგორც სერიოზული და რეალისტი მალე ჩამოფრინდა დედამიწაზე და უთხრა: -კაი, ეკუშ. ჩააბაროს ჯერ რა.. ასე, რატომ გეგმავთ მომავალს? ჰკითხეთ ჯერ უნდა სესილიას?-გამომცდელად შეხედა გოგონას, რომელიც აღელვებული უყურებდა ბიჭს. -კი, მეც მინდა..-თქვა სესილიამ რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ,- თუმცა, მართალი ხარ.. ჯერ შორია ამის დაგეგმვა.. ეს უბრალოდ იდეის დონეზე არსებობს,-რაღაცით ძალიან ეწყინა დათას სიტყვები ასე რატომ გეგმავთ მომავალსო! ეს ის ბიჭი არ არის სესილიასთან რომ აქვს მომავალი დაგეგმილი?! -იქამდე ეროვნული გამოცდებია სესო..იქნებ, რომ ჩააბარებ უნივერსიტეტში ისე მოგეწონოს სულ არ მოგინდეს ბაკალავრის საზღვარგარეთ დამთავრება?!-ისევ გააგრძელა დათამ სესილიას ნერვებზე თამაში. -კი, მართალი ხარ. ეს გივის სურვილი და იდეაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემს მომავალს მე ვწყვეტ,-გაბრაზებული ტონით უთხრა სესილიამ -დარწმუნებული ხარ?-არანაკლებ გაბრაზდა დათა. მიხვდა, რომ თავის დაწყებულ თამაშში თვითონვე მოიშალა ნერვები. -კი, რა თქმა უნდა..! -და იქნებ, შეყვარებული გყავდეს და რას ეტყვი შენს მომავალთან დაკავშირებით?-არ ჩერებოდა დათა. -შეყვარებული, როგორც მეყოლება ისე აღარ მეყოლება თუ ის ჩემს გეგმებს შეეწინააღმდეგება!- მტკიცედ უპასუხა სესილიამ დათას და დაინახა როგორ აუთამაშდა ნერვი შუბლზე დათას. ეკა კი გაოცებული უყურებდა მოჩხუბარ ახალგაზრდებს. არა, დედის გულმა კი იეჭვა რაღაც, მაგრამ მაშინვე უკუაგდო ეს ფიქრები. კიდევ კარგი კარებზე ზარის ხმა გაისმა და ეკაც მაშინვე წამოხტა გავაღებ ვნახო ვინ არისო. გავიდა თუ არა ეკა დათა მაშინვე მხარში ეცა სესილიას. -ბევრს ხო არ ტლიკინებ შემთხვევით? -რა პრეტენზია გაქვს ვერ გავიგე?!- არ შეეპუა სესილია. -რა პრეტენზია მაქვს ძალიან კარგად უნდა ხვდებოდე. მგონი, ჩვენი ლაპარაკის მერე იმას მაინც უნდა მიმხდარიყავი, რომ რაღაც დოზით შენი ცხოვრება მეც მეხება! შენ შენი თანაკლასელი თუ თანატოლი ბიჭუკელა ხო არ გგონივარ?- ცივად უთხრა დათამ. ალბათ, მარტოები რომ ყოფილიყვნენ ყვირილს დაიწყებდა. -მგონი არ გაქვს უფლება პრეტენზიებს მიყენებდე ან „რაღაც დოზით“ ერეოდე ჩემს ცხოვრებაში, არა?-ცინიკურად უთხრა სესილიამ და თავისი თავის გაუკვირდა, რომ ასეთი ლაპარაკი შეძლო დათასთან. -სესილია! -სესოს აღარ მეძახი? -რატომ მიშლი ნერვებს?-დაღლილმა უპასუხა დათამ. მეტი ვეღარ მოასწრეს, როდესაც კარში ირაკლი, ანკა და კოტოშა გამოჩდნენ. დათამ მაშინვე ხელი გაუშვა და ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე, თუმცა რას გამოაპარებდა დათა ჯანხოთელი სხვებს, რომ ეს ღიმილი უბრალოდ მათ დასანახად იყო. -სესუკა! რძალიკო!- ყურში უჩურჩულა ირაკლიმ სესილიას და მაგრა ჩაეხუტა. სესილიასგან კი მუშტი მიიღო მხარში. -სესუ, ის ტიპი ვნახე..-დაიწყო კოტოშამ ლაპარაკი. სესილიას მაშინვე თეთრი ფერი დაედო სახეზე და კოტეს გაუბრიალა თვალები გაჩერდიო, მაგრამ კოტოშაც რა თქმა უნდა ვერ მიხვდა და ჩვეულებრივად განაგრძო: -ჰოდა, ვუთხარი რა მეთქი შეეშვი ბავშიათქო და ხო არ გეწყინა ბავშვად რომ მოგიხსენიე? -ვინ ტიპი? რა ხდება?-ჩაერთო დათა. ირაკლი, ანკა და სესილია მაშინვე დამუნჯდნენ. -რავი, ტო.. ერთი ტიპია რა აწუხებდა სესოს და ჩემი ჭკუით მეგონა, მოვუგვარე და იმას კიდე გუშინ დაურეკავს. დაგირეკა ჰო?-ჰკითხა სესილიას. -არა, საიდან მოიტანე?-გაიშტერა თავი სესილიამ. მაშინვე დათას შავი თვალები შეეჩეხა,-კი, დამირეკა. -აუ, ვინაა ეგ აუღებელი ციხესიმაგრე რა!-თავში შემოირტყა ხელი კოტოშამ. ირაკლი წამოდგა და გაიყვანა ოთახიდან კოტოშა. რამდენიმე წუთში დაბრუნდნენ. -რაო, მერე კოტოშ.. რა ებაზრე?-ჰკითხა დათამ ისევ. -არაფერი, პატარა ღლაპია რა.. ხო იცი ამათი „პაკალენია“.. გადაუვლის რა..-მაშინვე უპასუხა კოტოშამ და დათა მიხვდა, რომ ირაკლის ხელი ერია. ანკამ თემა გადაიტანა და დაიწყო ქორწილზე ლაპარაკი. ათას თემაზე ილაპარაკეს და უკვე რომ დაღამდა სახლებისკენ დაიშალდნენ. მეცადინეობდა სესილია, როდესაც ტელეფონმა დაურეკა. -სესო, ან მეტყვი ის ტიპი ვინაა ან წამებში დაგიდებ მაგის დოსიეს. მირჩევნია შენ მითხრა..-უთხრა მკაცრად დათამ. -კაი რა, დათა..-დაიწუწუნა სესილიამ. ეს იყო და ეს დათამ გაუთიშა ტელეფონი. რამდენიმე წუთში კი გადმოურეკა: -დიმა ვასაძე, 22 წლის, შავი ზღვის სტუდენტი, ცხოვრობს ქავთარაძეზე, ჰყავს და და ძმა. გავაგრძელო? -დათა! რა საქციელია ახლა ეს?-აღშფოთდა სესილია. -ხომ გითხარი მითხარითქო?გინდა გავაგრძელო?-ხმა გაბზარულმა უთხრა დათამ. -არა, არ გააგრძელო. მეც ძალიან კარგად ვიცნობ.. -ძალიან კარგი. ჩათვალე აღარ იცნობ..-უპასუხა დათამ და ტელეფონი დაუკიდა. სესილია ანერვიულდა. არა, კი სმენია დათას მძიმე ხასიათის შესახებ, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ ასაკით უფროსი დათა უფრო მეტად გაწონასწორებული იქნებოდა. დიმა ვასაძე მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნო სესილიამ 1 წლის წინ. შემდეგ იმავე წრეში რამდენჯერმე ნახა და ამის მერე მართლაც, მოსვენება დაუკარგა სესილიას. ხშირად ურეკავდა, სთხოვდა ნახვას. სესილიაც, რა თქმა უნდა, უარს ეუბნებოდა. შემდეგ დაიწყო საჩუქრების ცვენა, გაცილებები, დახვედრები და სესილიაც იძულებული იყო, რომ შეხვედროდა და ყველაფერი ცივილიზებულად აეხსნა. საბედნიეროდ, დიმამ ყველაფერი შეიგნო, მაგრამ ერთი დალია და აეშალა ფიქრები. ისევ დაიწყო რეკვები და სიყვარულის ახსნები და ერთ-ერთ ასეთ ზარს კოტოშაც შეესწრო, რომელიც იმ ადგილას „შემთხვევით მოხვედრილთა“ სიაში ეწერებოდა. მერე გაიკითხა-გამოიკითხა და დიმა ვასაძესაც დაურეკა შეეშვიო, მერე შეხვდა და მოაგვარა. მაგრამ თბილისი ხომ ძალიან პატარაა და საერთო სანაცნობო წრეში რომ მოხვდა ისევ გაუგია, რომ სესილიას აწუხებდა და აღშფოთებულმა უთხრა დღეს სესილიას ამის შესახებ. მერე არაფერი.. ურეკავდა სესილიას. სესილიაც ხასიათის მიხედვით ხან პასუხობდა, ხან არა და ასე იყვნენ. მომდევნო კვირა არც დათა უნახავს და ულაპარაკია და დიმა ხო საერთოდ. ბიჭს საერთოდ აღარ დაურეკავს გოგონასთვის. გაკვეთილიდან გამოსული სესილია მისეირნობდა ჭავჭავაძეზე. მაისის თბილი დღე იყო, შემდეგი გაკვეთილი ერთი საათის მერე ჰქონდა და ამიტომ გადაწყვიტა გაესეირნა და ჭავჭავაძის „ვენდის“-ში შესულიყო ყავის დასალევად. შესულმა დიმა დაინახა, რომელმაც „ნივიჟუ“ ჩაურტყა და ისე გავიდა უკან არც მოუხედავს. გაკვირვებულმა აიღო შეკვეთა და დაჯდა უახლოეს მაგიდასთან, რომელიც შუშასთან იყო. ამოიღო გადასამეორებლად გაკვეთილი და ყავასთან ერთად შეუდგა მის კითხვას. უცებ, მის შუშიდან არეკლილი მზე ვიღაცამ დაუჩრდილა. აიხედა და სახე წაშლილი დიმა ვასაძე დაინახა. -უი, დიმ.. როგორ ხარ? მოდი, დაჯექი..-უთხრა გაღიმებულმა სესილიამ და მიუთითა სკამისკენ. -არა, სესილია. მადლობა.. ორი წუთის საქმე მაქვს..-აღელვებული მოეჩვენა დიმას ხმა. -რა ხდება?-დაიძაბა სესილიაც. -ბოდიში იმ დღეებისთვის, რომ შეგაწუხე. ჩემთვის მართლა ძვირფასი ადამიანი ხარ და უბრალოდ მივხვდი, რომ რადგანაც ჩემთან ერთად ვერ იქნები სხვასთან მინდა იყო ბედნიერი. მე ჯერ ჩამოუყალიბებელი ბიჭი ვარ. გაგაწვალებდი ძალიან.. მაგრამ იცოდე, რომ დიდ პატივს გცემ და მინდა ბედნიერება გისურვო.. -დიმ, რატომ მეუბნები ამას? რამე მოხდა?-ანერვიულდა სესილია. -არა, არაფერი.. კაი, წავედი.. გამიხარდა შენი ნახვა..-უთხრა დიმამ და სასწრაფოდ გაემართა გასასვლელისკენ სესილია კი გაოცებული დატოვა კაფეში. ისე მოვიდა გაკვეთილის დრო სესილიამ გადამეორებაც კი ვერ მოასწრო. სულ ფიქრობდა, დიმას სიტყვებზე.. როგორ შეიცვალა ბიჭი ასე ძალიან? რამდენიმე დღის წინ საუკუნო სიყვარულს ეფიცებოდა, ვარსკვლავების წვიმას უწყობდა, აუხდენელს უხდენდა და ახლა უცებ, დიმამ „გადაიყვარა“? იცი, რა მოხდა სესილია? დათა ჯანხოთელი მოხდა! მაშინვე გამოცოცხლდა სესილია, როცა მიხვდა დათას საქციელს. ძალიან გაბრაზდა, ერთი სული ჰქონდა გაკვეთილი მორჩენილიყო და დაერეკა დათასთვის. ძალიან მაგრად აპირებდა ჩხუბს, მაგრამ უცებ გადაიფიქრა.. რა სისულელეა, არა? დათამ ამითი რო დაუმტკიცა სიყვარული, მაგრამ სულელი სესილია ნამდვილად ასე ფიქრობდა. პატარა ბავშვებისთვის ხომ ესეც საკმარისია გმირი გამოხვიდე მის თვალში.. მიუხედავად იმისა, რომ სესილია ტიპურ ქართველ გოგოებს არ ჰგავდა მაინც იყო მასში,აი, ისეთი სადაც „ყველა კაცი ერთნაირია“ იქაც ყველა „ქალი ერთნაირია“-ს-ნაირი.:) *** ისე გამახარა წინა თავის კომენტარებმა, რომ არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ! დიდი მადლობა, ასეთი თბილი და კარგი კომენტარებისთვის.. ძალიან გამახარეთ:) იმედი, მაქვს ეს თავიც არანაკლებ მოგეწონებათ:) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.