შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გავისეირნოთ?! გარე განათება ჩაქრა... (6)


17-03-2016, 21:48
ავტორი ირინა
ნანახია 4 894

-არაა... მართლა არაა ეს გოგო ნორმალური, ჯერ იყო და ჩემი ინგლისურის მასწავლებელთან შემარცხვინა, მერე ფეხი გაიჭრა... ჭკუიდან გადავყავარ , მაგიჟებს.. მაგრამ როცა კაფეში დაუკრა და თან იმღერა, ადგილს მივეყინე, თითოეული ბგერა, თითოეული ნოტი ჩემს უჯრედებს ერწყმოდა და მათსავით სევდიანს მხდიდა, დავინახე, როგორ ატირდა, როცა მე შემომხედა, მაგრამ მე ადგილზე ვიყავი გაშეშებული... მინდოდა მივსულიყავი, ჩავხუტებოდი, მეკოცნა, მეთქვა , როგორ მიყვარს.... მაგრამ ვერ შევძელი, განა იმიტომ, რომ ამჯერადაც ჩემი ბოროტი მე ლიდერობდა, არა... უბრალოდ ვერ შევძელი, ადგილიდან ვერ ვიძროდი... მხოლოდ ვუყურებდი და იმ დიდი ბურთის გადაყლაპვას ვცდილობდი, ყელში რომ მქონდა გაჩხერილი და ჩემს დახრჩობას ცდილობდა... მალე დაასრულა დაკვრა და ბავშვებს შეუერთდა, მე კი ისევ ვიდექი ..... როგორც იყო გონზე მოვედი და მათ შევუერთდი, მართამ კი გვახარა, რომ კლუბში მიდიოდა გოგოებთან ერთად... -ჯანდაბა, რა კლუბი აუტყდათ .... გავიფიქრე ჩემთვის, თუმცა არ ავყევი და კეთილი მგზავრობა ვუსურვე.
-ბიჭო, შენ ხო არ გადაირიე, წარმოიდგინე ესენი კლუბში მარტო... მითხრა გაბრაზებულმა გაბრიელმა მას შემდეგ, რაც გოგონები კაფიდან გავიდნენ.
-და მერე ვინ თქვა, რომ მარტო იქნებიან? საუბარში ჩაერთო მათეც...- სანამ ეგენი წავლენ. ჩვენ წავიდეთ და იქ დავხვდეთ, მაგრამ თვალში ნუ გავეჩხირებით, ვნახოთ აბა როგორ მოიქცევიან.. გეგმა გაგვაცნო მათემ .
-მშვენიერი იდეაა... ზუსტად ის თქვი, რისი თქმაც მინდოდა რაა.. მხარზე ხელი დავცხე მას.
-ბიჭო, ეგ კაი, მარა შენ რა გეტაკა წეღან ტო?? იდექი და დებილივით უყურებდი როგორ უკრავდა მართა... ჩამეკითხა გაბრიელი და ალუბლის წვენი ფრთხილად მოსვა პასუხის მოლოდინში.
-რა ეტაკა და ს..ი როა ეგ... კვდება იმ გოგოს სიყვარულით, იმასაც აშკარად მოსწონს და ეს გამოლენჩებული კიდევ დგას და უყურებს ქათამივით... ხოდა ეგდე ეგრე და რომ წაგართმევენ შენს ცხვირ წინ მართას, მერე უყურე კიდევ დებილივით... მითხრა მათემ და ვიგრძენი, როგორ ამივარდა სისხლი თავში... ვიცოდი, რომ მართალს ამბობდა,მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ მართას გვერდით სხვა იქნებოდა, საღად აზროვნების უნარს მიკარგავდა...
-ხოო??? და შენ თვითონ ვისზე რას ამბობ? სიყვარულზე ხელს იღებ?? და არ გეშინია, რომ ბარბარეს ვინმე წაიყვანს?? მაგრამ არა, შენ ხომ ჩემი ნამდვილი ძმაკაცი ხარ და აბა როგორ შეშვენის ძმაკაცს ჩემი დის შეყვარება... ვერა რაა, ვერ გადავეჩვიე იმის ლაპარაკს, რასაც რეალურად არ ვფიქრობ. მართალს მეუბნებოდა მართა, როცა ნადირს მეძახდა ხოლმე.... ჯერ მათეს შევხედე, რომელსაც მუშტები შეეკრა და სიმწრისგან ჩასისხლიანებული თვალებით მიყურებდა, შემდეგ კი -გაბრიელს, რომელმაც არ იცოდა, როგორ განემუხტა სიტუაცია და ხან მე მიყურებდა შეშინებული, ხან მათეს. ვიგრძენი როგორი სისულელეც წამოვაყრანტალე და ტონი მაშინვე შევარბილე...-მათე, რატომ გეშინია? რატომ ვერ ბედავ, მოხვიდე და კაცურად დამელაპარაკო??? შენ რა გგონია, რომ შენზე და ჩემს დაზე მნიშვნელოვანი არის კიდევ ვინმე??? და ფიქრობ, რომ რაღაც დედა მოტ....ლ სტერეოტიპებს უფლებას მივცემ, რომ შენ და ბარბარე გაუბედურდეთ??? რატო არ აწიე აქამდე შენი ტ...ი და რატომ არ დამელაპარაკე? რაღას ელოდები?? თუ ჯერ უნდა დაიხოცოთ და მერე იქორწინოთ? ამის დედა შ..ი , ხო ვხედავ როგორცგიყვართ ერთმანეთი, როგორ ვერ გაბედეთ აქამდე ჩემთან მოსვლა?? არ მიცნობ? არ იცი, რო ყველას აზრი ფეხებზე მკ...ია? ჩემთვის მთავარი ისაა, რომ შენ და ჩემი და იყოთ ბედნიერები... რა სისულელეა... დებილი ხარ, როგორ ვერ მოხვედი ჩემამდე როგორ მათე??? მე რა უნდა გითხრა შე ჩ..ა , შემიყვარდა გოგო, რომელსაც „ძმას“ ვეძახდი და 24 საათს მასთან ვატარებდი. რა გინდა რა?? რომ ძალით მიგათრიოთ ერთმანეთთან და ჩემი თანდასწრებით გამოგტეხოთ გრძნობებში? რატო ატ...ებ? მე გამწარებული ვლაპარაკობდი.. თუმცა ბოლომდე ვერ ვიაზრებდი ჩემი სიტყვების არსს... თვალებამღვრეულ მათეს ვუყურებდი და ველოდი, როდის გამცემდა ხმას.
-უტა.. მე... მე.... უბრალოდ ეს ერთი წელი შენს თავს არ გავდი და ვიფიქრე, რომ ჩამოვა მართა, მერე დაველაპარაკებითქო... მე არ მინდოდა, მართლა... მათემ თავი ხელებში ჩარგო და ისე ბუტბუტებდა... -უტა, მე მართლა მიყვარს შენი და, მაგრამ მე... არასწორი ვარ ვიცი... მაგრამ მიყვარს... მართლა მიყვარს.. მაპატიე რა უტა... ბარბარეს არ გაუბრაზდე რა.. გვაპატიე უტა რაა..... იმეორებდა ერთსადაიმავეს ხმისკანკალით... გაბრიელი კი ისევ დაძაბული გვიყურებდა და სიტყვას ვერ ძრავდა.
-ვახ ჩემი.... ამდენი ტყუილად მალაპარაკე ? შ..გ ხო არ გაქვს? რა მაპატიე ტო??? მაგრამ იცოდე, კიდევ ერთხელ რომ დამიმალო რამე, შენს თავს ვფიცავარ, ნაადრევად დავაქვრივებ ჩემს დას... ჩამეცინა მე და მათეს მხარზე ხელი დავცხე... ძლივს გაითავისუფლა თავი მკავებიდან და საცოდავად შემომხედა, თითქოს ჩემი სიტყვების სიმართლეში დარწმუნება უნდოდა და როგორც კი მომცინარი დამინახა, წამში შეცვალა მისი სევდა სიხარულის ნაპერწკლებმა თვალებში.
-უტა.. მე მეე გპირდები, რომ თვალის ჩინივით მოვუფრთხილდები.. ჩაილაპარა და მორიდებულად გამიღიმა.
-რა დებილი ხარ, რომ არ ვიყო მაგაში დარწმუნებული, როგორ ფიქრობ, მოგცემდი ბარბარესთან ყოფნის უფლებას? ვსო დაწყნარდი ახლა და მალე დაელაპარაკე იმას, თორემ ხომ გაიგე დღეს კლუბის დაპყრობა გადაწყვიტეს ქალბატონებმა და ვინმე არ ლოს.. გამეცინა მე და ძმაკაცს გადავეხვიე..-აღარაფერზე ინერვიულო, მე მჯერა შენი და ვიცი ვინც ხარ და რაც ხარ... და განდობ ბარბარეს.. ბედნიერებას გისურვებთ ორივეს მთელი გულით... ჩავჩურჩულე ყურში და ვიგრძენი მისი გახშირებული სუნთქვა.. სწრაფად გამოვეცალე და გაბრიელს მივუბრუნდი. -ჰაა გაბიიი... რა სიძე ავაგდე შეხედე რაა.. გამეცინა და აღელვებულ მათეს გადავხედეთ ორივემ, რომელიც ხელისკანკალით სვამდა წყალს და ჩვენი სახეების დანახვაზე, წყლის ყლუპი სასულეში გადასცდა.
-აბა ტოო... შეჩვეული ჭირი ჯობს შეუჩვეველ ლხინს ძმაო... თუ რამე და ბარბარეს აწყენინა, ვიცით ამისი სუსტი წერტილები, გასამწარებლად.. მხარი ამიბა გაბრიელმაც. -კაი ჰოო... რახან თქვენ რამე გეშველებათ, რაღა მომკლავს , დავიტანჯე თქვენი ცოდვით..
-არა, ეს რო ვინმეს რამეს ეტყვის ეე... ვისზე რას ამბობ შე გამოტვინებულო... კატოს სიყვარულით მე მიკიდა ცეცხლი?? ხასიათზე მოვიდა მათეც.
-აუ კატო სუ სხვა პონტია ტო... ანუ ნაჩხუბრები ვართ ნუ თითქმის ერთი წელია უკვე, მაგრამ მაინც.. ნერვებს მიშლის. დაიბღვირა გაბრიელი.
-ჰოო. რას ლაპარაკობ, შენ სულ ვარდებით ანებივრებ რა ყოველდღე . გამეცინა მეც.
-აჰა... კუმ ფეხი გამოყო.. „ძმაკაცი“ მაინც არ გვიყვარს.. შენ როდისღა აპირებ რამის გაკეთებას? მომიბრუნდა გაბრიელი.
-აუუ.. მაგარ შარში ვართ ეე... სამი ძმაკაცი ვსხედვართ და ვწუწუნებთ, როცა ჩვენი საყვარელი სამი ქალი, ჩვენს გვერდითაა ზღვაზე და კლუბში ვუშვებთ მარტოებს... აი რისი ღირსები ვართ? ს...ი ვართ სუფთა... გამეცინა მე და ბიჭებიც მალევე ამყვნენ... -დღეს საღამოს იქ დავხვდებით იმ ბატებს და ვეცდებით რამე სხვა საფეხურზე გადავიდეთ... გასაგებია ბიჭო??? სახე დავასერიოზულე მე.
-არის შეფ... ფეხზე წამოხტა გაბრიელი და მარჯვენა ხელი შუბლთან მიიტანა.
-ჰოდა წავიდეთ მაშინ, დავისვენოთ ცოტა და საღამოსთვის მოვემზადოთ... თქვა მათემ და ფეხზე წამოდგა.. ჩვენც მას მივბაძეთ და ჩვენი ნომრებისკენ დავიძარით.

გვიან საღამოს კი კლუბში წავედით... გოგოები ჯერ არ იყვნენ წასულები და გადავწყვიტეთ, მათზე ადრე მმივსულიყავით.. მაგიდა ყველაზე მიმალულ კუთხეში შევარჩიეთ და ადგილები დავიკავეთ... დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირვებია, დაახლოებით ნახევარ საათში ისინიც გამოჩნდნენ.. პირისკენ წაღებული ვისკის ჭიქა ხელში შემეყინა, როცა მართა დავინახე... შავი, მოკლე , წელზე მოტკეცილი კაბა ეცვა, მისი გული კი რომელიც საკმაოდ იყო ამოჭრილი, მშვენივრად წარმოაჩენდა მის ულამაზეს მკერდს.... ფეხზე კი??? ფეხზე კედები..... ჩამეღიმა და სახეზე გადავიტანე მზერა, მზისგან უკვე საკმაოდ გახუნებული წაბლისფერი თმა გვერდზე ჰქონდა გადაყრილი და ცისფერ ფარატინა ძარღვს აჩენდა ყელზე.. ტუჩებზე კი სისხლივით წითელი ტუჩის საცხი ესვა, რაც უფრო მიძლიერებდა სურვილს, რომ მივვარდნოდი და ტუჩებზე დავცხრომოდი. გული გამალებით მიცემდა.. თვალს ვერ ვაშორებდი, ყველა და ყველაფერი გაქრა გარშემო, არსებობდა მარტო მართა, რომელიც თავს მაკარგვინებდა... დედამიწას მხოლოდ მაშინ დავუბრუნდი, როცა მის წინ დილანდელი ბიჭი დავინახე, რომელიც უღიმოდა და პასუხადაც მართას ღიმილს ღებულობდა...
-ბიჭოო... კიდევ კაი წამოვედით ტო... მომიბრუნდა გაბრიელი, მაგრამ როცა ჩემი გამწარებული სახე დაინახა, მაშინვე გაჩუმდა.. ფეხზე წამოდგომა დავაპირე, მაგრამ მათემ ჩამავლო ხელში.
-მოიცა, ნუ ხარ მოუთმენელი... დავიცადოთ აბა ხუთი წუთი რა მოხდება... მითხრა მან და ადგილზე დამაბრუნა.... მეც მოწყვეტით ჩავეშვი ადგილზე და გაცხოველებული თვალებით მივაშტერდი მათ, ვგრძნობდი, როგორ მატულობდა ჩემი გულის ცემა, ისეთი სიმწრით მქონდა მუშტები შეკრული, რომ ხელები მთლიანად გამილურჯდა... თუმცა ცოტა დავმშვიდდი, როცა ბიჭებმა გოგოებს ადგილი დაუთმეს და თვითონ ბართან დასხდნენ... რამდენიმე წუთში კი საცეკვაოდ დაპატიჟეს და ესენიც უპრობლემოდ წაკუსკუსდნენ.
-მოვკლავ... კბილებში გამოსცრა გაბრიელმა და ფეხზე წამოვარდა.. მათეც ხმისამოუღებლად გაყვა უკან, მაგრამ მის დაჭიმულ ყბებს რომ მოვკარი თვალი, მივხვდი, არც ის იქნებოდა უკეთეს დღეში. მე კი ადგილიდან არ დავძრულვარ და ვუყურებდი მართას, რომელსაც თვალები ჰქონდა დახუჭული და ისე მოძრაობდა, საერთოდ არ ახსოვდა გარშემო არავინ.. ამასობაში ბიჭები გოგოებთან მივიდნენ. გაბრიელი კატოს წასწვდა მკავზე და ფაქტიურად ძალით გაათრია გარეთ. მათემ კი რაღაც უთხრა ჩემს დას, წინ წავიდა და ისიც უკან გაყვა. მე ისევ მართას შევხედე, თვალებს აცეცებდა , სანამ საბოლოოდ ჩემს მზერას არ წააწყდა, სულ ოდნავ ჩაიღიმა და ცეკვა განაგრძო... არა, მართლა ჭკუიდან მშლიდა... გულში რაღაც სითბო ჩამეღვარა, მაგრამ მაშინვე მოვედი გონს, როგორც კი იმ უცნობმა წელზე ხელი შემოხვია და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა... ტვინში სისხლი ჩამექცა, ჭიქა მთელი ძალით დავაფშვენი მაგიდას და ფეხზე წამოდექი, თუმცა მართას რეაქცია არ გამომპარვია, უხეშად მოიშორა მისი ხელი და რაღაცაზე დაუწყო საუბარი, უცნობი კი მიუახლოვდა, თავზე აკოცა და სწრაფად გაეცალა. სახტად დავრჩი, თუმცა ნაბიჯისთვის არ შემინელებია, მართას ზურგიდან მივუახლოვდი და დავინახე, როგორ დამიწყო თვალებით ძებნა, თუმცა მერე მისი საყვარელი სიმღერა დაიწყო და წამსვე დამივიწყა... გამეცინა მის ქცევაზე, რამდენიმე წამი ვაკვიდებოდი, მერე კი მივედი და წელზე შემოხვიე ხელები, არ შემწინააღმდეგებია, ჩემთან ერთან გააგრძო მუსიკით ტკბობა... მერე კი ჩემსკენ შემოვაბრუნე.
-რა უნდოდა? ვკითხე მკაცრად.
-ჩემთან ცეკვა...
-ეგ დავინახე.. წელზე ხელი რატომ შემოგხვია? .
-ლამაზი ხარო, მითხრა.. მიპასუხა ისევ მშვიდად...
-თავზე რატომ გაკოცა? გამომომცრა კბილებში.
-საყვარელი ხარო, მითხრა..
-და ახლა სადაა???
-წავიდა, ვუთხარი, რომ აქ დევი იჯდა, რომელიც თვალს არ გვაშორებდა და კიდევ რომ დაეკარებინა ჩემთვის თითი, ეს დევი თავის მუშტებზე ააცეკვებდა , ჩვენ შორის გაჩაღებული ომის მიუხედავად... ისიც ადგა და წავიდა.. წამიერად გამეღიმა მის გულწრფელობაზე, ისეთი საყვარელი იყო, მინდოდა მაგრად ჩავხუტებოდი.. მაგრამ სახე ისევ გავამკაცრე.
-მეორეჯერ აღარ ვნახო შენს ახლოს, თორემ მართლა მომიწევს შენი სიტყვის შესრულება, მითუმეტეს არ დავინახო, რომ თითი დაგაკაროს, გაიგე???
-აუფ... და შენ რა გინდა? მკითხა გაბრაზებულმა.
-ის, რომ არ აქვს უფლება, ხელი მოგხვიოს , ან თავზე გაკოცოს.. ან საერთოდ თითი დაგაკაროს...
-რას მელაპარაკები? რატომ ვითომ?
-იმიტომ , რომ მაგის უფლება მარტო მე მაქვს... მარტო მე მაქვს უფლება წელზე ასე მოგხვიო ხელი, ვუთხარი და მთელი ძალით მივიკარი სხეულზე... მარტო მე მაქვს უფლება, რომ გაკოცო თავზე... . -მარტო მე მაქვს უფლება, რომ შუბლზე გაკოცო... ამჯერად შუბლზე გადავედი.. ცხვირიც და ეგ დიდი თვალებიც მარტო ჩემია... ცხვირზე და თვალებზე დავწვდი... შენი ნიკაპიც მარტო ჩემია... ახლა ნიკაპზე დავუტოვე სველი კოცნა, არც შენს პატარა ყელს დავუთმობ ვინმეს... ნიკაპიდან არტერიაზე გადადავედი, ჩემი სისხლი კი ლავასავით თუხთუხებდა... წამით არ მინდოდა მასთან დაშორება და ტუჩებს არ ვაშორებდი მის გლუვ კანს. -ეს ხომ რა თქმა უნდა , ჩემია. ამჯერად მის სისხლისფერ ტუჩებს მივაშტერდი და გიჟივით დავეტაკე ზედ.... მისი გახშირებული სუნთქვა კი თავბრუს მახვევდა... ცალი ხელი მის კისერზე მედო, მეორეს კი წელზე დავაცოცებდი, მაგრამ შემდეგ გვერდზე მოვუჭირე მთლი ძალით და ამან სულ გამახელა... ცოტაც და ტუჩებს მოვაჭამდი, ის კი არ მეწინააღმდეგებოდა... რითაც უფრო ამყარებდა ჩემს ეჭვებს ,თავის გრძნობებთან დაკავშირებით...



ლამის გული გამისკდა, როცა ბარბარეს გვერდით ვიღაც ტიპი დავინახე... სწრაფად წამოვდექი ფეხზე და გამწარებულ გაბრიელს გავყევი უკან...
-ბარბარე, ერთი წუთი გამომყევი. მივუახლოვდი მას და მაქსიმალურად შევეცადე , რომ ბრაზი არ დამტყობოდა. ისიც ხმისამოუღებლად გამომყვა უკან.
-რა გინდა? მკითხა უინტერესოდ, როცა კლუბიდან გარეთ გამოვედით .
-ვის ეცეკვებოდი?
-რაში გაინტერესებს. მგონი თავის დროზე გასაგებად გითხარი, რომ ახლოს აღარ გაგეკარებოდი და სანაცვლოდ შენც არ უნდა შეგეწუხებინე შენი სიახლოვით, თუ სწორად მახსოვს, არ დაგიჭერივარ, არც უკან გამომკიდებიხარ მაშინ და ახლა რა გინდა მათე? ძალიან გაბრაზებული ჩანდა და არც ტყუოდა...
-დღეს შენს ძმას ველაპარაკე... მე თემასგადავუხვიე, თუმცა როგორც კი მისი დაძაბული სახე დავინახე, საუბარი განვაგრძე. -თანახმაა , რომ ერთად ვიყოთ, მითხრა რომ მენდობა და დიდი ხანია იცის, რომ ერთმანეთი გვიყვარს, უბრალოდ ელოდა, ჩვენ თვითონ როდის ვეტყოდით. მაგრამ გამაფრთხილა, რომ თუ კიდევ ერთხელ მოვატყუებ, ნაადრევად დაგაქვრივებს... ვუთხარი ღიმილით ბარბარეს და მისი რეაქციის მოლოდინში, გული ამიჩქარდა.
-მართლა? სულ არ ბრაზობს??? საერთოდ საერთოდ?? მკითხა გულუბრყვილოდ.
-კიი, მართლა არ ბრაზობს საერთოდ. საერთოდ.. დავუდასტურე ღიმილით.
-ანუ შემიძლია , რომ ახლოს მოვიდე შენთან , შემიძლია , მოგეფერო, გაკოცო, გითხრა როგორ მიყვარხარ და ეს დანაშაული არ იქნება?! რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემთან და ლოყაზე თითები ჩამომისვა... გამაჟრჟოლა..
-დანაშაული ის იქნება, თუ არ მომეფერები, არ მაკოცებ და არ გეყვარები...
-მაშინ... ახლავე რომ დავიწყო? მითხრა ხმისკანკალით და იმდენად ახლოს მოვიდა ჩემთან, რომ მისი ტუჩები ჩემსას ეხებოდა საუბრისას... მე პასუხი არ გამიცია, სწრაფად მივწვდი ტუჩებზე და ამდენი ხნის მონატრებული , ბედნიერად მოვიქციე ჩემს მკლავებში.
-იცოდე, კიდევ რომ დაგინახო ვინმე ბიჭის გვერდით, არ ვიცი რას გიზამ... ვუთხარი ტუჩების მოუშორებლად და ისევ განვაგრძე კოცნა.
-იდიოტი ხარ რაა, ამ წამს შევრიგდით და რაზე ფიქრობ შენ. ვერ გიტან, თავი დამანებე. სწრაფად გასხლტდა ჩემი მკლავებიდან , ზურგი შემაქცია და სწრაფი ნაბიჯებით გამშორდა.
-აუუ ბაბიი... კაი რაა... გაგეხუმრე, აუ რა გჭირსს... მივდევდი შეშინებული უკან და გულში ჩემს თავს ვაგინებდი, რომ ასეთი მომენტი გავაფუჭე. დაახლოებით 5 წუთი მადევნინა, შემდეგ კი მოულოდნელად შემობრუნდა და კისერზე ჩამომეკიდა.
-უჰ რა კარგი მოსასმენია შენგან ამდენი ბოდიშები... ჩაილაპარაკა და კისერში მაკოცა... სიამოვნებისგან თვალები მიმელულა..-გულითაც რომ მოგინდეს , ასე ადვილად ვეღარ დაიხსნი ჩემგან თავს, ასე რომ რამე სერიოზული მიზეზი მოიფიქრე, რომ გადაგიყვარო.. ამჯერად ტუჩის კუთხეში მაკოცა მოწყვეტით.
-სიკვდილის წინაშეც კი არ ვაპირებ შენზე უარის თქმას ბარბარე მიქელაძევ... ასე რომ მოემზადე, დღეიდან შენ ჩემი შეყვარებული გქვია!!! ვუთხარი ამაყად და ისევ დავწვდი მის ტუჩებს..
-ოჰჰ... როგორი განცხადებაა... გაეცინა მას და თმაში შემიცურა გრძელი თითები.


მთლიანად ვარდისფერ ბუსუსში ვიყავი ჩაფლული... უტას კისერზე მქონდა ხელები შემოწყობილი და მის ვნებიანკოცნას ანალოგიურად ვპასუხობდი... თუმცა , ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე...
-უტა, როგორ ხარ??? მომესმა ქალის ხმა და მთელი სხეულით დავიძაბე. უტა ნელა მოსწყდა ჩემს ტუჩებს, თუმცა წელზე შემოხვეული ხელი არ მოუშორებია. ნელა შეტრიალდა ხმის პატრონისკენ და სახე მაშინვე შეეცვალა, როცა მის წინ მდგარი შავგვრემანი, ლამაზი გოგო დაინახა.
-ნატალი?? ჰკითხა გაოცებულმა..
-ჰოო რა იყო, ცუდ დროს ხომ არ მოვედი?? ჰკითხა და მე სშემომხედა ირონიულად.
-აქ რას აკეთებ? ყურადღება არ მიუქცევია მისი ქცევისთვის.
-დასასვენებლად ვარ უტა, რას უნდა ვაკეთებდე, შემდეგ დაგინახე და თვალს ხომ არ აგარიდებდი?? მაგრამ სანამ შენამდე არც თუ ისე დიდი მანძილი გამოვიარე, ეს პატარა ქალბატონი ჩამოგეკიდა კისერზე... რაო საყვარელო, ეს კიდევ ერთი სუვენირია შენს კოლექციაში? მეგონა რომ ამ ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ გაამდიდრე შენი სია, როგორც ჩანს ასე არა... ნატალი უტას ელაპარაკებოდა, მაგრამ ირონიულ მზერას არ მაშორებდა მე... მიქელაძემ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მე არ ვადროვე.
-არა, საყვარელო... მე ერთადერთი ძვირფასი როგორც შენ იტყოდი სუვენირი ვარ უტასთვის, რომელსაც მუდამ გულით ატარებს... რიგითი სუვენირი კი შენ ხარ და კიდევ ის ერთღამიანი პატენტები, რომლებიც უტას ასე მალე ბეზრდებოდა და სანაგვეზე ისვრიდა... თუმცა ძვირფასი ნივთის მოპოვება ძალიან რთულია და ბევრი უნდა იწვალო , რომ როგორმე ხელში ჩაიგდო... ამჯერად მე გავუცინე სახტად დარჩენილ ნატალის ირონიულად და უტას ხელი მოვიშორე... -თუმცა როგორც ჩანს , უტასთვის უფრო საყვარელი იაფფასიანი ბიჟუტერიაა, ის ხომ ასე ადვილად ხელმისაწვდომია... ამიტომ დაგიტოვებ და აბა შენ იცი, არ მოაწყინო ამ ღა.....
-მართა გეყოფა... შემომიბღვირა უტამ.
-კარგით, როგორც გინდა.. მე ხელს აღარ შეგიშლით.. გავუღიმე და ჩემი მაგიდისკენ წავედი, რომ ჩემი და გოგონების ნივთები ამეღო... მეგონა მიქელაძე უკან გამომყვებოდა, მაგრამ როდესაც შევბრუნდი, დავინახე, როგორ ჩაეკიდა ნატალისთვის ხელი და როგორ მიარბენინებდა გარეთ... მწარედ გამეცინა... ნივთები ავიღე და გარეთ გავედი.. 10 წუთში უკვე სასტუმროში ვიყავი.. გოგოების ნომერში არ დამხვდნენ ,ამიტომ ჩემი ოთახისკენ გავეშურე, რომ წყალი გადამევლო.... 1 საათი მაინც ვიდექი გრილი წყლის ქვეშ, რომ ფდავწყნარებულიყავი და ფიქრები მომეწესრიგებინა... -არა, უტას დღევანდელი საქციელი ნამდვილად არ ჰგავდა თამაშს.. მაგრამ ნატალი?? ამდენი ხნის განმავლობაში არ დაშორებულა? ან თუ დაშორდა მაშინ რას ნიშნავდა მისი სიტყვები? გამოდის რომ უამრავი ქალი ჰყავდა ამ დროის მანძილზე??? მე თითებზე ვითვლიდი როდის ჩამოვიდოდი, ის კი გართობას არ იკლებდა??? თუ სამაგიეროს მიხდიდა ასეთი ხერხით?.... როგორც იქნა , ვინებე სააბაზანოდან გამოსვლა და როცა ოთახში დავბრუნდი, თვალებგაბრწყინებული კატო დამხვა ჩემს საწოლზე გაშხლართული.
-რაო ქალბატონო, რამ გაგახალისა ასე? ვკითხე მე და შევეცადე, რომ ჩემი ცუდი განწყობა მისთვის არ მომეხვია თავზე.
-რა დააა.... მე და გაბრიელი ერთად ვართ.. ძაან გაბრაზდა დღეს იმ ტიპის გვერდით რო დამინახა და გარეთ როგორც კი გამიყვანა ეგრევე ტუჩებზე მეცა და რო მომშორდა მერე მითხრა მიყვარხაროოო...... და ნუ ცდილობ რომ მაეჭვიანო, საჭიროზე უფრო კარგად გამოგდის ეგო.... და მერე მეც ვუთხარი რომ მიყვარს... აუუ რა მაგარიაა.... აი ერთით მეტი წყვილი შეემატა საქართველოსს... არ წყნარდებოდა კატო და სიხარულით ადგილზე ცქმუტავდა.. მე კი მისი კარგი განწყობა გადმომედო და ყურებამდეგაკრეჭილი სმენად ვიყავი ქცეული.
-ერთი არა, ორი წყვილი შეემატა ჩვენს პატარა ქვეყანას.. კარი შემოაღო გახარებულმა ბარბარემ და ისიც საწოლზე გაიშოტა..
-შენთან რაღა ხდება კაცო?? თვალები ვჭყიტეთ მე და კატომ...
-რა და მათეს და უტას ულაპარაკიათ და როგორც იქნა , დღეიდან ერთად ვართ... შეგიძლიათ მომილოცოოოთთთ.. იყვირა ბარბარემ და საწოლზე ხტუნვა დაიწყო...
-რა მაგარიაა ბაბიიი... გილოცააავ.... მას აჰყვა კატოც ..
-მეც გილოცავ ჩემო კარგო, ბედინიერებას გისურვებ.. მოეხვია ბარბარე.
-აუუ მე არ გამიჩენია დღეს შეყვარებულლი და არავისთან არ დავწყვილებულვარ, მაგრამ მეც ჩამეხუტეთ რაა.. ავბუზღუნდი და საწოლზე ავხტი.
-ვაიმეე... ჩვენი ეჭვიანი გოგოო... მომეხვია ორივე და ერთად განვაგრძეთ ხტუნვა.
-გილოცავთ, გოგოებო... ბედნიერებას გისურვებთ ორივეს.. ხელი გადავხვიე მეც და მათთან ერთად განვაგრძე საწოლზე ხტუნვა.
-შენ და უტამ რა ქენით?? მათემ მითხრა, რომ ჩემი ძმაც იქ იყო. მკითხა ბარბარემ მას შემდეგ, რაც დაღლილები საწოლზე მივესვენეთ.
-მოვიდა და მაკოცა... მეგონა რაღაც დალაგდათქო, მაგრამ ნატალი მოვიდა და შხამი მომაფრქვია, არც მე არ ჩამოვრჩი, ანალოგიურით ვუპასუხე და წამოვედი, შენი ძმა კი იმას გაუყვა უკან.. ვუპასუხე „სულერთიას;“ გამომეტყველებით ...
-აუუ კაიი რაა... დეტალურად მოგვიყევი აბა რა მოხდა... მითხრა კატომ და თმაზე დამიწყო მოფერება. მეც დეტალურად მოვუყევი გოგოებს ყველაფერი... ბევრი ლანძღვა-გინების შემდეგ, რომელიც უტას და ნატალის მისამართით იყო, ჩაეძინათ.. ღიმილით გადავხედე ორივეს და თხელი პლედი მივაფარე. მე კი ჯინსის შარვალი ამოვიცვი , თხელ ბრეტელებიან მაისურთან ერთად და გარეთ გავედი... ზაფხულის წვიმა ესტუმრა ბათუმს და მისი შხაპუნა ხმით გააყრუა არემარე, ღრმად ჩავისუნთქე მიწის სუნი და გარეთ დავაპირე გასვლა, მაგრამ სასტუმროს წინ, პატარა ,გადაფარებულ ფაცხაში უტას მოვკარი თვალი, ბიჭებთან ერთად იდგა და რაღაცაზე გაღიზიანებული ლაპარაკობდა, მაგრამ წვიმის ხმა ყველაფერს ახშობდა. საკმაოდ ახლოს ვიდექი მათთან, ისინი კი ვერ მხედავდნენ და გაცხარებულები განაგრძობდნენ რაღაცაზე კამათს, სანამ უტამ მთელი ძალით ბოძს არ დაარტყა მუშტი, დავინახე როგორ წამოუვიდა სისხლი.. მაგრამ არ შეუმჩნეივია, ისეც იგივენაირად განაგრძობდა ხელებისქნევას. სწრაფად შევბრუნდი სასტუმროში და ადმინისტრატორს პირველადი დახმარების ყუთი ვთხოვე.. სწრაფად დავბრუნდი უკან, ბიჭები ისევ იქ დამხვდნენ... დავაპირე მათთან მისვლა, მაგრამ მომერიდა და უკან დავიხიე... ფაცხისგან საკმაოდ მოშორებით წავედი და გადახურულ ეზოში დავჯექი ერთ -ერთ სკამზე. შემდეგ კი ტელეფონი ამოვიღე და უტას მივწერე.
-სასტუმროს გვერდით გადახურული ეზო რომ არის, იქ მოდი! ოდნავ ფეხზე წამოვიწიე და დავინახე , როგორ ამოიღო უტამ მარცხენა ხელით ჯიბიდან ტელეფონი და მესიჯი გახსნა... იმ წამსვე შემობრუნდა და ჩემი მიმართულებით წამოვიდა, ბიჭებმა კი რაღაც მიაძახეს და სასტუმროში შევიდნენ.. რამდენიმე წამში უკვე ჩემთან იყო, ხმის ამოუღებლად დამიჯდა გვერდზე და თავი დაბლა დახარა.. არც მე გამიცია ხმა. მისი მარჯვენა ხელი ფრთხილად დავიდე მუხლებზე და ახლოდან დავაკვირდი, კანი სულ გადატყავებული ჰქონდა... წამლების ყუთი გავხსენი და ჭრილობის დამუშავება დავიწყე... ისევ ჩუმად იჯდა, მაგრამ როგორც კი სპირტზე გადავედი დაეწვა და ოდნავ შეატოკა ხელი, მაშინვე მისკენ დავიხარე და იქამდე ვუბერავდი ჰაერს, სანამ მაჯა არ მოადუნა... ბოლოს მაზი წავუსვი და კარგად შევუხვიე ხელი, რომ ინფექცია არ შეჭროდა... როგორც კი ყველა პროცედურა დავასრულე, მისი ხელი ჩემი მუხლებიდანისევ ძველ ადგილას დავაბრუნე და წამოვდექი.
-სასტუმროში რომ შეხვალ, ეს ყუთი ადმინისტრატოს შეუტანე რა... ვუთხარი მე და წამოვედი... ისევ არაფერი არ უთქვამს, ძველებურ პოზაში იჯდა თავჩაქინდრული და ადგილიდან არ იძვროდა... მე კი შევუერთდი ღამის ბათუმის წვიმიან სანაპიროს და „არაფერზე“ ფიქრს მივეცი თავი.... მივდიოდი ზღვასთან ძალიან ახლოს და ვტკბებოდი სიმშვიდის ხმით, რომელსაც იმ წამს ზღვაზე წვიმის წვეთები დგაფუნის ხმა წარმოადგენდა ჩემთვის... კარგა ხანს ვიარე , სულ სველი ვიყავი მხოლოდ იმ წამს შევამჩნიე , რომ მციოდა... სასტუმრომდე საკმაოდ დიდი მანძილი იყო და წასვლა გადავიფიქრე, სანამ წვიმა არ გადაიღებდა.. რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადავდგი და პატარა პარკს წავაწყდი, პარკში პატარა გადახურული სათამაშო ადგილი იყო ბავშვებისთვის გამოყოფილი.. ოთხ ბოძზე ლამაზი კრამიტი იყო გადაფარებული და ძალიან მყოუდროდ გამოიყურებოდა, სწრაფად გავეშურე იქით და უკვე საყვარელ ადგილს შევაფარე თავი... ადგილი შიგნით იმდენად პატარა იყო, რომ სკამი ვერ ჩაეტეოდა, მხოლოდ წითელი ხრეში ეყარა და რამდენიმე პატარა მანქანა ეგდო უპატრონოდ.. ერთ ერთ კუთხეში მოვიკუნტე საცოდავად და ხელები ფეხებზე შემოვიწყვე... კბილს კბილზე მაცემინებდა ისე მციოდა. თმიდან ჩამოსული წვიმის წვეთები კი უფრო მეტად მაციებდნენ.. მაშინვე კოსად შევიკარი და ისევ ფეხებზე შემოვიკარი ხელები. კრამიტზე კი არა და არ წყდებოდა წვიმის დგაფუნი.... მე კი ეს ხმა მამშვიდებდა... -ნეტავ უტაც იყოს აქ... გავიფიქრე ჩემთვის და კიდევ ერთხელ გამაკანკალა სიცივისგან.. უცებ კი რაღაც რბილი დამეცა თავზე...
-გაცივდები... მომესმა ნაცნობი ბუბუნა ხმა და გაკვირვებულმა ავიხედე ზემოთ.. უტა იდგა, მუხლამდე შორტი და შავი მოკლემკლავიანი მაისური ეცვა... ხელები კი ჯიბეებში ჰქონდა ჩალაგებული.. თავზე ინსტიქტურად მოვისვი ხელი და რბილი ნივთი ჩამოვიღე, რომელიც წეღან დამეცა... უტას სვიტრი აღმოჩნდა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა და ვეხვეწებოდი ხოლმე რომ ეჩუქნა, ის კი ჯინაზე არ მჩუქნიდა, ამისდამიუხედავად მაინც სულ მე მეცვა.... მაგრამ მერე ინგლისი იყო და ერთი წელი აღარ მინახავს შავი, თეთრწარწერებიანი სვიტრი. მხოლოდ ზაფხულში ეცვა ხოლმე, ცივ ამინდში შორტებთან... და ზუსტად მისი ეს სტილი მიყვარდა ყველაზე მეტად..
-შენ არ გცივა? ვკითხე მე და სვიტრი გავუწოდე, ის კი გაწვდილ ხელში წამწვდა და ფეხზე წამომაგდო, სვიტრი ძალით გადამაცვა თავზე. შემდეგ კი ძირს დაჯდა იმავე პოზაში, როგორც მე ვიჯექი ... რამდენიმე წამი გაშტერებული ვუყურებდი, მერე კი მეც გვერდით მივუჯექი და სვიტრში ჩავმალე ცხვირი, რომ ასე მონატრებული უტას სუნი შემეგრძნო. -როგორ მიპოვნე? ვკითხე ცოტახნის დუმილის შემდეგ.
-როგორც კი წახვედი, მაშინვე ოთახში ავვარდი , ტანსაცმელი გამოვიცვალე და შენი მიმართულებით წამოვედი. ვიცოდი სანაპიროზე რომ ივლიდი , მეც ამ მიმართულებით დავიწყე სიარული, მერე კი ამ ადგილს მოვკარი თვალი და რთული მისახვედრი არ იყო, სადაც იქნებოდი.. მიპასუხა ხმადაბლა.
-ჰოო... კარგად მიცნობ... გამეღიმა მე.
-ყველაზე კარგად. ჩამისწორა უტამ და მასაც გაეღიმა. მოულოდნელად კი ისეთ ხმაზე დაიქუხა, რომ შიშისგან შევკივლე და მთელი ძალით ჩავბღუჯე უტას ხელი. ის ხმისამოუღებლად მოიწია ჩემთანახლოს , ფეხები ძირს გაშალა და კალთაში ჩამისვა. თავი მის გულთან მიმადებინა და მთელი ძალით მომხვია მკლავები, რომ ქუხილის ხმა აღარ გამეგო.. მეც გავიტრუნე მის ძლიერ ხელებში და გულისცემას ვუსმენდი, მაგრამ მისი ტუჩები ვიგრძენი ყურთან და გამაკანკალა, ოღონდ ამჯერად სიცივით არა.
-მართა, გარე განათება ჩაქრა.. მითხრა და თავისი ტუჩები ჩემს საფეთქელზე დატოვა.. ცალი თვალით ამოვიჭყიტე მისი მკლავებიდან...
-რა კარგიაა...აღმომხდა მე და ამჯერად ორივე თვალის ცეცება დავიწყე, ჩემს ამ საქციელზე გაეცინა და თავზე მაკოცა.
-მართა, ის ტიპი არ მომწონს ... დასერიოზულდა უცებ...
-მე ის გოგო არ მომწონს.. ამოვიბურტყუნე გაბრაზებულმა.
-ვიცი, ნატალის იმ დღესვე დავშორდი, როცა შენ ის უბედურება შეგემთხვა და გაბრაზებულია დღემდე ჩემზე. რაც შეეხება გოგოებს, მართლა მყავდა, ამ ერთი წლის მანძილზე, თან ძალიან ბევრი , მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე მიყვარდა..
-აბა რას ნიშნავს უტა. ჰორმონებს იწყნარებდი??? მაგრამ პრინციპში შენი საქმის შენ იცი, მე ხო ძმაკაცი ვარ და ეგეთ თემებზე ძმაკაცები მხოლოდ იცინიან...
-ხო, მართალი ხარ, შენ ჩემი ძმაკაცი ხარ.. ჩაილაპარაკა მშვიდად...
-რაზბორკებზე წამოგყვები პირობას გაძლევ... წავკბინე მე. მოულოდნელად კი ისევ დაიქუხა და კვლავ მის მკლავებში ჩავმალე თავი.. უტა კი ფრთხილად მომეფერა თმაზე...
-ჯერ ქუხილის შიში დაამარცხე სკვინჩა და მერე მდიე რაზბორკებზე.. გაეცინა მას და უფრო მაგრად მიმიხუტა გულზე...

არ ვიცი რამდენ ხანს ვისხედით ასე.. ვეღარც სიცივეს ვგრძნობდი, ვეღარ ქუხილის და წვიმის ხმას. უტას ცალი ხელი ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული , მეორეთი კი თმაზე მეფერებოდა... მალე წვიმამაც გადაიღო და მეც ფეხზე წამოვდექი.
-წამოდი, წავიდეთ, თორემ გავცივდეებით და ვეღარ დავტკბებით ზღვით... გავიცინე მე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, თუმცა უტა მკავში წამწვდა და თავისკენ მიმიზიდა... ისე ბნელოდა, რომ ვერაფერს ვერ ვხედავდი, მხოლოდ მის გახშირებულ სუნთქვას ვგრძნობდი სახესთანახლოს... ლოყაზე ჩამომისვა თითები, მოულოდნელობისგანდა სიამოვნებისგან ტანში ჟრუანტელმა დამიარა...თითები ჩემს ყელზე ჩამოაყოლა და მეც ინსტიქტურად მიმელულა თვალები, საბოლოოდ კი წელზე მომხვია და ბოლომდე ამაკრო თავის სხეულს... უფრო ახლოს ვიგრძენი მისი სუნთქვა და გულისცემა... ფეხები მიკანკალებდა, თვალებს კი დახუჭვის უფლებას არ ვაძლევდი, მინდოდა , რომ დამენახა... მინდოდა მისი მზერა დამეჭირა... თითქოს ჩემი სურვილი ახდა კიდეც... ისე გაიელვა , რომ გარშემო ყველაფერი გაანათა, ეს რამდენიმე წამი მეყო ისმისთვის , რომ უტას ამღვრეული თვალები დამენახა... ხშირ შემთხვევაში , სიტყვის უთქმელად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთის აზრებს, ესაც მსგავსი სიტუაცია იყო... თვალები მიმენაბა და უტას ცხელი ტუჩები ვიგრძენი შუბლზე... შემდეგ ცხვირზე, თვალებზე.. მკოცნიდა ნაზად, მაგრამ მისი ღრმა და ცხელი სუნთქვა საპირისპიროს ამბობდნენ... ლოყაზე, ნიკაპზე... წამით გაჩერდა და შუბლი შუბლზე მომადო... მოწყვეტით მაკოცა ქვედა ტუჩზე, შემდეგ ზედაზე და ისევ გაჩერდა... მოულოდნელად კი არანორმალურივით დაეწაფა ჩემს ბაგეს... ისე მიჭერდა ზურგზე ხელს, რომ სიმწრისგან ამოვიკვნესე, მან კი უფრო მეტად ამიკრა სხეულზე და რამდენიმე წამით სუნთქვა გამიჩერა თვისი კოცნით....



№1 სტუმარი darin

Dzalian momwons me eseni, amati chxubic miyvars, iseti sayvarlebi arian, ra ver daayenes sashveli am ert miyvarxars, magram rom eshvianoben esec momwons, mokled saerto jamshi me es istoria miyvars da vgijdebi shenze.

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

საღოლ არ ვიცი რა ვთქვა უმაგრესი იყო <3

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Auuu ra kargiii iyooo vgijdebiii am xalxzee ... miyvarss es istoriaa <3
--------------------
G.ke

 


№4 სტუმარი nin_nitsa

ვაიმეე ვაი ვაი ვაი ვაი ვაიმეეე აგი რა იყო კაცო ძალიან მაგარი მოთხრობაა ყველანი ძალიან საყვარლები არიან მაგრამ ტასო და გაბო ჩემთვის ყველაზე კარგი წყვილია

 


№5  offline წევრი ირინა

darin
Dzalian momwons me eseni, amati chxubic miyvars, iseti sayvarlebi arian, ra ver daayenes sashveli am ert miyvarxars, magram rom eshvianoben esec momwons, mokled saerto jamshi me es istoria miyvars da vgijdebi shenze.



ra sayvareli xar didi didi madloba shen❤️

ტომა
ვახხ აღარ მომწონს უტა, ეს "გრუზინული სტერეოტიპები" ჭკუიდან მშლის no



ratoo?? piroqit stereotipebisgan daam shorsaa matestan damokidebulebashic gamoamjgavna, ar megona eget shtabrchdilebas tu datovebxa

ანი ანი
საღოლ არ ვიცი რა ვთქვა უმაგრესი იყო <3

ani ugrmesi madloba❤️

gvanciii kereselidze
Auuu ra kargiii iyooo vgijdebiii am xalxzee ... miyvarss es istoriaa <3



gvanci❤️❤️ didi madloba

 


№6 სტუმარი lile

cota iyoooo :-D:-D mara mainc gavgijdiiiiii ♥♥♥♥♥♥♥♥

 


№7  offline წევრი kaxelii

Dzaalian magaria. Imedia male eshvelebat

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

მოვკვდი მაგათი ცოდვით

 


№9  offline წევრი შამხათი

ჰუჰ, რა ცხელი თავი იყო, საუკეთესო ხარ love

 


№10  offline წევრი ირინა

შამხათი
ჰუჰ, რა ცხელი თავი იყო, საუკეთესო ხარ love



საყვარელოოო❤️❤️❤️ მადლობა

 


№11  offline წევრი kora

როგორ ძალიან მიყვარხართ შენ და ეს ისტორია love სამივე წყვილზე მაბოდეებს love
--------------------
kira.G

 


№12 სტუმარი lile

shemdegs rodis dadeb?

 


№13 სტუმარი Black

კომენტარი davde da waishala?tumca agar davwer tavidan xoici mainc kargad shegapaseb:Daxals veli!<3

 


№14  offline წევრი cancara

Vaues su sxva gagrdzele

 


№15 სტუმარი patara isterichka

მალე დადეთორე არ ვიცი რას გიზამ მოვკვდი სამი დღე ლოდინით ირინა ნუ მაწამებ ძალიან გთხოოვ <3 <3 უმაგრესი ხარ love

 


№16 სტუმარი 123blu

აუუუუდადეერაა მაგარია ძააან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent