შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უფროსის ვაჟი! [4]


18-03-2016, 20:42
ავტორი Likk Red
ნანახია 5 533

უფროსის ვაჟი!
IV თავი.
სახლში მისულმა პარკები მის ოთახში შეიტანა და საწოლზე დაალაგა, რამოდნიმე პარკი ტანსაცმლისგან გაანთავისუფლა და გარდერობში შეინახა, შემდეგ გაახსენდა რომ მია და კახი უნდა მოსულიყვნენ, ამიტომ ტანსაცმელს თავი მიანება და მაღაზიაში ჩავიდა.
უცებ იყიდა ყველაფერი, დიდ პარკში ჩაალაგა და სახლისკენ სულ კუსკურით წავიდა. უხაროდა კახის ნახვა და მისი საცოლის უკეთ გაცნობა, ან უფრო ის უხაროდა, რომ ბატონმა ლევანმა მია იგულისხმა რძალში და არა ქრისტი.
სახლში ასულმა პროდუქების მზადება დაიწყო, ყველაფერი დაჭრა და ცომიც კი გაამზადა, პიცის გაკეთებას აპირებს, იცის რომ კახის გაუხარდება. მანამ სანამ კახი წავიდოდა სასწავლებლად, ხშირად დადიოდა მილასთან.
კარებზე ზარის ხმამ გამოაფხიზლა, უცებ შეიწმინდა ხელები და კარისკენ წავიდა. გახარებულმა ლამის ყვირილი დაიწყო როცა კარებსი მიას და კახის გვერდით მიშოც დაინახა, თან მარტო! ქრისტის გარეშე.
–შემოდით რა კარებში ჩამოდექით– ამბობს კახი და წინ მიიწევს, როგორ ყოველთვის შინაურივით იქცევა სახლსი. მილას მასზე ეცინება, კარებს კიდევ უფრო აფართოვებს, რომ მია და მიშო შემოუშვას.
მია უხერხულად იდგა, რაზეც ძმები დასცინოდნენ, მასე მილასაც ეცინებოდა მაგრამ არ იმჩნევდა.
–საყვარელო მოდი დაჯექი– სიცილით უთხრა კახიმ და მის გვერდით ადგილზე მიუთითა, გაწითლებული მია უცებ ჩამოჯდა და აწითლებული ლოყების თმებით დაფარვა გადაწყვიტა.
–ეე რა მაგარია მორცხვი რძალი მეყოება– უცებ ყვირის მიშო და მიას გვერდით ჯდება, ლოყებზე ხელების ადებს და უწელავს.
–მიშო შეეშვი– ხელებში ურტყავს კახი მიშოს და მიას მკერდზე იხუტებს.
მილა უყურებ როგორ ჩხუობობენ ძმები და ბედნიერი იღიმის, უხარია რომ მისი ერთადერთ მეგობარს ბედნიერს ხედავს, უხარია მიშოც, რომლიც მის ცხოვრებას უკვე 3 წელია ახალისებს, აკლია მხოლოდ 1 ადამინი, რომელიც ყველაზე ძალიან უყვარს, მისი ნაწილი, მისი ტყუპისცალი მიკა.
–მორჩებით ჩხუბს?– სიცილით ეკითხება მილა, მაშინ როცა ხდება რომ მათი კამათი ჩხუბში გადადის.
–კი– ამბობს კახი და ძლიერად ჩქმეტს მიშოს, შემდეგ კი ფეხზე დგება და მილასკენ მიდის. პატარა ბავშვებივით იწყენებ სირბილს ოთახში, ხანდახან მილასაც ურტყამენ წრეს.
–მილა უთახრი რამე– უცებ ყვირის კახი და ისევ მის უკან დგება.
–მია კახი დაამშვიდე, მიშო შენ წამომყევი– უცებ უყრის ხელკავს მიშოს და სამზარეულოსკენ მიჰყავს.– აბა მოუსვენარო აიღე საბრტყელებელი და გააბრტყელე ცომი პიცისთვის.
ხელებგადაჯვარედინებული მის წინ დადგა მილა, ეგონა უარყოფდა, მაგრამ გაოცდა როცა დაინახა როგორ დაიბანა ხელები, როგორ მოიხვია 'ფართუკი' და როგორ დაიწყო ცომის გასწორება. სიცილისგან მუცელი ხელში ეჭირა, უყურებდა მიშოს რომელიც ფქვილში ითხვრებოდა, მაგრამ ცომის გასწორებას მაინც აგრძელებდა.
–რატომ იცინი?– ინტერესდება მიშო და საბრტყელებელს მხარზე იგდებს, შემდეგ კი ხელზე ირტყავს, მილას შეშინების მიზნით.
–რაღაც გამახსენდა და
–კაი ქალო გაჩე ახლა– ქალის ხმით ამბობს და მასაც ეცინება– ქრისტიმ იცის ხოლმე ასე– ამბობს უცებ, რაზეც მილა სიცილს წყვეტს.
–ააააააა– ამბობს თავი ქვევით– გააბრტყელე შენ და მოვალ მე
–კარგი– მთელი მონდომებით აგრძელებს გაბრტყელებას, თან მის საყვარელ სიმღერას ღიღინებს.
მილა კი ყურადღების გადასატანად მაგიდის გაწყობას იწყებს, თან მომღიმარ წყვილს ათვალიერებს და მათი სიყვარულით თბება. ყველაფერს მისცემდა რომ ასე ყოფილიყო მიშოსთან ერთად. გონებაში სულ მიშო უტრიალებდა, მაგრამ ამ ფიქრებთან ერთად ხშირად ცნდებოდა 'ვეძმა' ქრისტის სახით.
–მილაჩკაა– სამზარეულოდან მიშოს ხმა ესმის, თეფშებს თავს ანებებს და მისკენ მიდის, უყურებს მიშოს გასწორებულ ცომს და ყბა დაბლა უვარდება.
–მიშო? შენ გააკეთე ეს?
–ხო აბა სხვა ვინ გააკეთებდა?– იცინის და უყურებს დაბნეულ გოგოს.
–რა?...რავიცი– დაბნეული პასუხობს– გააკეთებ ბოლომდე თუ მე გავაგრძელო?
–გავაკეთებ, მაგრამ უნდა ამისხსნა როგორ უნა გავაკეთო, არ გამოვირჩევი მზარეულობის ნიჭით.
–კარგი– ახსნა დაიწყო, უთითებდა ყველაფერზე, რა რის შემდეგ და როგორ უნდა გაეკეთებინა, მიშოც თავის ქნევით პასუხობდა და ცდილობდა ყველაფერი დაემახსოვრებინა.
დიდი მოდომებით დაიწყო მილას მითითებების შესრულება, მაშინ როცა მილა მაგიდას აწყობდა. კახი და მია კი უბრალოდ მათი ყურებით იყვნენ გართულები და ხანდახან თუ ჩაურჩულებდნენ ჩუმად რაღაც–რაღაცეებს, ისე რომ არცერთს გაეგო.
–კახი როგორ მოგეწონა უკრაინა?
–იყო რა– ამბობს სიცილით– ერთი მიზეზის გამო მომწონდა– სიცილით ამბობს და მიას უყურებს.
–რა?
–კარგი ნაშები იყო იქ– ამბობს ჩურჩულით, რომ მილამ გაიგოს, მაგრამ ამას უფრო იმიტომ ამბობს რომ მია გააბრაზოს.
–ნაშები არა? კარგი– გოგონას მის ანკესზე ეგება და ბრაზდება. კახის მკლავებს იშორებს და მისგან მოშორებით ჯდება– გყავდეს ის შანები– ბურდღუნებს მისთვის.
მილას და კახის კი უკვე სიცილის შეკავება უჭირთ, მილა სამზარეულოში შედის და იქ იწყებს ხმამაღლა სიცილს, კახი კი წითლდება, ბოლოს ვეღარ ითმენს და ისიც გულიანად იცინის, თან გოგოს წინ დგება და დასცინის.
მხოლოდ მაშინ ჩერდება კახი როცა ხედავს ტირილამდე მისულ მიას, უცებ ეხვევა და თავზე კოცნის.
–კარგი ვიხუმრე მია, ხომ იცი შენგარდა არავინ მინდა– ჩურცულებს მის თავთან და ისევ კოცნის– მხოლოდ შენ მიყვარხარ.
–დამპალი ხარ– ბუზღუნებს მია და ისიც ეხვევა.
–ეე ასე უცებ რატომ შერიგდით?– გაბრაზებული მილა წყვილს უყურებს და წარბებს კრავს– ცოტახანი გებუზღუნათ რა
–შეხედე შენ ამას– ბრაზდება კახი– რა გინდა ახლა?
–საყვარლები ხართ როცა ბუზღუნებთ– საყავრლად ეკრიჭება მილა, კახის კი გული ულბება, გოგოსკენ მიდის და ეხვევა
–ჩემი მილაჩკა, როგორ გაიზარდე, სულ პატარა მახსოვხარ.
–უფ კიკი– ხელებს ხვევს და მის სიტყვებზე ეცინება– არადა სულ რაღაც ათი წელია მიცნობ.
–საკმარისია იმისთვის რომ ასე გამეცანი, გადაშლილი წიგნივით ხარ მილა, ყველაფერი სახეზე გაწერია ყოველთვის
–ხო ხო აბა– თვალებს ატრიალებს, მაგრამ გული მაინც უთბება მის ისტყვებზე. ისე უყვარს როგორც მისი ძმა, თვალდახუჭული ენდობა.
–შენ თუ გგონია რომ არ ვიცი შენს გრძნობებზე ძალიან ცდები– ისე მოულოდნელად ამბობს ამ სიტყვებს რომ მილა კრთება, გაოცებული შეჰყურებს და პირი ეხსნება.
–შენ... რა?
არ უნდა ამის დაჯერება, ამ გრძნობას ხომ ამდენხანს მალავდა, არავინ იცოდა ამაზე და ვერც ვერავინ ამჩნევდა აქამდე. ახლა კი ნამდვილად მოულოდნელი იყო კახისგან ამის მოსმენა.
–კარგი მშვიდად, ხომ იცი არავის ვეტყვი და ისიც იცი რომ ყველანაირად ხელს შეგიწყობ.
–რაში უნდა შემიწყო ხელი?– უცებ ხარშავს მის სიტყვებს, გაოცებული უყურებს როგორ იღიმის ბიჭი და ხვდება რომ ამ ღიმილის უკან რაღაც იმალება– კახი, არაფერი გააკეთო– აფრთხილებს, კახი კი უბრალოდ მხრებს იჩცეჩს და მიასთან მიდის.
ჩაფიქრებული მილა კი სამზარეულოში გადის და კედელის ჩარჩროს მიყრდნობილი უყურებს როგორ ამზადებს პიცას მიშო, მამაკაცი რომელიც უკვე 3 წელია განსხვავებული სიყვარულით უყვარს, აი ისეთით სიტყვებით გადმოცემა რომ უჭირთ, ან სუნთქვაც კი როცა მის სახელს უხსენებენ.
უხარია ასე რომ ხედავს მის სამზარეულოში, მოფუსფუსეს. ოცნებების კოშკებს აგებს, მაგრამ იცის რომ ეს თავზე დაემხობა, რადგან ყოველთვის არსებობს ცუდი, რომელიც ყველაფერ კარგს მოჰყვება. ან პირიქით.
–რატომ მიყურებ ასე?– მიშოს ხმა აფხიზლებს, მზერას აშორებს მასზე მოშტრებულ ბიჭს და წითლდება.
–არაფერი ისე– მხრებს იჩეჩს, მაგიდაზე დადებულ ფროთოხალს იღებს და გაფრცქვნას იწყებს.– კარგად გაგიკეთებია– უცებ ავლებს თვალს მიშოს გაკეთებულ პიცას და გაღიმებული ისევ მიშოს უურებს– აუჩ– ღმუის უცებ და ხელზე იყურება. ხედავს როგორ იღვრება თითიდან წითელი სისხლი.
–ოუ თითი გაიჭერი?– სიცილით ეკითხება მიშო, მაგრამ მილა მის სიტყვებს ვერ იგებს, დაჰყურებს თითს რომელიც სისხლით აქვს დაფაული, შიში მთელ სხეულში უვლის, ყვირილი უნდა მაგრამ ჩუმდება.–მილა?– მხარზე ხელს კიდებს მიშო და წყალთან მიჰყავს, მაგრამ გრძნობს რომ მილა ნაბიჯებს აღარ დგავს, სახიდან თმას უწევს და სწორედ მაშინ ხედავს როგორ ეხუჭება თვალები და როგორ ესვენება მის მკლავებში ძალა გამოცლილი.
–კახი– ყვირის მიშო და მილას ხელში იყვანს, მისაღებში შეჰყავს.
–რა მოუვიდა?
–ხელი გაიჭრა, სისხლის უყურებდა და როცა ვერ გამოვაფხიზლე წყალთან მივიყვანთქო, მაგრამ გული წაუვიდა.
–ოხ ჯანდაბა, დააწვინე აქ– უცებ ერკვევა კახი სიტუაციაში, ახსენდება რომ როგორ მიკას, ისე მილასაც ბავშვობიდან სისლის პანიკური შიში აქვს. სააბაზანოში მირბის და აფთიაქის ყუთს იღებს, სპირტს და ბამბას ასველებს და ცდილობს ხელი გაუსუფთავოს, მანამ სანამ გონს მოვა, გასუფთავებას რჩება თუ არა ბინტით უხვევს.
–კი მაგრამ რა მოუვიდა?– დაბნეული მია უყურებს ანერვიულებულ კახის და ისიც მასსავით ნერვიულობს.
–ბავშვობიდან პანიკური შიში აქვს მილას და მიკას სისხლის, ალბათ როცა დაინახა თავის შეკავება ცადა, რომ არ ეყვირა და გული მაგიტომ წაუვიდა– უცებ აყრის სიტყვებს ერთმანეთს და მუხლისჩოქრებზე დგება მილას თავთან. ნიშადურის სპირტი მილას ცხვირთან მიაქვს– ჯანდაბა რა სუნი აქვს– უცებ ამბობს და თავს უკან წევს.
მილა უცებ ფხიზლდება და პირველი რასაც აკეთებს ხელს უყურებს და როცა გადახვეულს ხედავს უცებ ხვდება რომ ეს სინამდვილე იყო და არ დასიზმრებია. ხელის დათვალიერების შემდეგ იქვე მუხლებზე მდგარ კახის ავლებს თვალს.
–კარგად ხარ მილა?– კახის გვერდით მიშო დგება და მილას ხელს მის ხელში იქცევს, მთელ სხეულში ჟრუანტელი უვლის, რასაც კახიც ამჩნევს და ეღიმება.
–კარგად ვარ, იმედი მაქვს ძალიან არ შეგაშინეთ– ამბობს მორიდებულად და მიშოს ავლებს თვალს. აწრიალებული ტელეოფნი ფიქრებს უფანტავს, უცებ დგება და ტელეფონს დაჰყურებს.
–მიკაა ხო?– სიცილით ეკითხება კახი, მილაც ბედნიერი ღიმილით თავს უქნევს და ტელეფონზე პასუხობს.
–მილა ხო კარგად ხარ?
–უკარავად ვინ ბრძანდებით მილასი?– ტელეფონს ხელიდან გლეჯს კახი და ბოხი ხმით პასუხობს.
–მე მილას... მოიცა შენ ვინ ხარ?– კახის დაბენული ხმა ესმის ყურმის მიღმა.
–მე მილას საქმრო ვარ– ისევ ბოხი ხმით ამბობს და სიცილის შეკავების მიზნით ხელს პირზე იჭერს. მილა უკვე სიცილისგან ცუდად არის, მიშო და მია ისევ გაოცებულები უყურებენ, მაგრამ მათაც ეცინებათ.
–რა? ვინ ჩემი *** ხარ?– ესმის ყურმილს მიღმა ხმა, მაგრამ ისე ხმამაღლა ყვირის რომ ყველას ეხმის, კახი კი სიცილს ვეღარ იკავებს და ბოლო ხმაზე იწყებს სიცილს.
–მიკა კახი იყო– უცებ ართმევს ტელეფონს მილა და პასხუობს.
–მილა ხომ კარგად ხარ?– წამის წინ მომხდარი ავიწყდება.
–კი კარგად ვარ, უბრალოდ ხელი გავიჭერი და ხო ხვდები არა?
–ხო, ხელი დამიბუჟდა, მართლა ხომ ყველაფერი კარგადაა?
–კი მიკა ყველაფერი კარგადაა ვა– უცებ ეუნბენა და კახის უყურებს რომელიც სიცილით არ წყვეტს.– კახი დაგცინის
–ჩემ ფეხებს– იცინის მიკაც– მანდ რა უნდა?
–ჩემთან დავპატი...
–და პიცა უნდა აჭამო ხო?
–რა მიხვედრილი მყავხარ– იცინის მილა და კახის უსწორებს მზერას, რომელიც სიცილს ახლად მორჩენილია, შემდეგ კი ტელეფონს აწვდის.
–მილა?
–ჰო– ტრიალდება და მიშოს უყურებს, კარგ ხასიათზეა, მიკას ერთმა ზარმა ძაან გაახალისა.
–ვინ არის მიკა?– ინტერესდება და წარბშეკრული უყურებს გოგოს.
–ჩემი...
–შეყავრბეულია, არ დაუმალო– უცებ ყვირის კახი და მილას თვალს უკრავს.
–მართლა?
–არა ჩემი ტყუიპისცალია, კახის საკუეთესო მეგობარი
–აა ჰო, ვიცი. – უცებ ახსენდება მიშოს, შემდეგ კი მის თავზე ბრაზდება, მაგრამ მიზეზს ვერ ხვდება თუ რატომ.
–პიცა მზად იქნებოდა აქამდე– ბუზღუნით შედის სამზარეულოში და პიცას დასრულებულ სახეს აძლევს, თითი უსლაც არ უშლის ხელს და სულაც არ აქცევს ყურადღებას.
–ხო იქნებოდა მზად– სიცილით უკან მიჰყვება მიშოც.
–მე კიდე მში უკვე– ბუზღუნს აგრძელებს, ხელებგადაჯავრედინებული დგება და მიშოს უყურებს, რომლის მზერაც მის ტუჩებს არ შორდება, სხეულში უცნაური ჟრუანტელი უვლის.
–ჭამე მერე– მხრებ აიჩეჩს მიშო და მზერას აშორებს.
–შევჭამდი, პიცა რომ მზად იყოს, წამო დავსხდეთ, ეს მალე გამზადდება.
მაგიდის გარშემომსხდომებმა დიდხანს ისაუბრებს, რას აღარ მიედნენ, რა აღარ გაიხსენეს, როგორ არ შეარცხვინეს ერთმანეთი, დასცინეს და გახალისდნენ.
დალევითაც დალიეს და ჭამითაც ჭამეს. კახი მალევე გამოთვრა და დაიწყო უაზრობების ბლუყუნი და ბევრი სიცილი, მასზე არანაკლებ მილა იყო, ორივერ ერთმანეთს დასცინოდნენ.
–მილა ყველაფერი შესანიშნავადაა, მალე მადლობასაც გადამიხდი. ახლა კი მე გიხდი მადლობას ამ შესან...იშნავი დღისთვის– საასცილოდ დააბოყინა, მაგრამ სიტყვები მაინც გააგრძელა, მის ამ უნებურ საქციელზე ყველას გაეცინა, კახისაც კი, რომელიც თავს ძლივს იკავებდა და მიას ეყრდნობოდა– ახლა კი დაგტოვებთ მე და ჩემი პატარა, მიშო დიატოვე თუ გინდა– მძინარე ბიჭზე ანიშნა, რომელსაც თავი სავარძლის კიდისთვის მიეყრდნო და მშვიდად ეძინა.
–მივხედავ ამას, თქვენი ტაქსი დაბლა გელოდებათ, მანქანის მართვა არც კი ცადოო– გააფრთხილა კახი, რომელიც უკვე დებილივით იკრიჭებოდა, ხან მილას უყურებდა ხან კი მიას.– გამიხარდა რომ მოხვედი– მიასკენ მიტრიალდა მილა და ლოყაზე ფრტხილად აკოცა– ხშირად გამომიარეთ
–კარგი კარგი, იმედი მაქვს ჩასვლას მოვახერხებთ– სიცილით ამბობს მია და კარებში კახისთან ერთად გადის, მილა სიხარულისგან მხოლოდ ჩუმად ყვირის, შემდეგ კარებს ხურავს და მისაღებში შედის.
კედელზე მიყრდნობილი უყურებს მიშოს, აკვირდება მის ნაკვტებას და კიდევ უფრო უყვარდება, მაინც ვერ ხვდება რატომ შეხედა მას სხვა თვალით და რატომ შეუყვარდა ასე ძალიან.
დაინახა როგორ მოიბუზა სავარძელში და მის საქციელზე გაეღიმა, მის ოთახში შეირბინა და იქიდან პლედი გამოიტანა, დაფარებას აპირებდა, როცა მიშოს ტელეფონმა დარეკა, არ უნდოდა ენახა ვინ რეკავდა, მარგამ მაინც დაინახა ქრისტის ფოტო. თვალები აატრიალა, გათიშვას აპირებდა როცა მიშოს შეხება იგრძნო, ჟრუანტელმა ერთაიანად დაუარა.
–თუ არ შეწუხდები მომაწოდე– ჩახლეჩილი ხმა ქონდა, უცებ აიღო ტელეფონი და მიაწოდა, იქვე იდგა და უყურებდა როგორც ცდილობდა თვალებიდან გამოხედვას მისო, ჩუმად ჩაიფხუკუნა და მაგიდის ალაგება დაიწყო.
ჩუმად ადევნებდა თვალს ნერვიულად როგორ დადიოდა მიშო ოთახში, ხანდახან თმებზე გადაისმევდა ხელს, შემდეგ კი ხელებით ხსნიდა, ეტყობოდა რომ თავს ძლივს იკავებდა რომ არ ეყვირა.
წამით გაუხარდა კიდევაც, მაგრამ მაინც შეაწუხა რაღაცამ გულში, არ უნდოდა რომ უბედური ყოფილიყო, არ უნდოდა რომ გული ტკენოდა. აიტანდა ყველაფერს, ქრისტისაც, მაგრამ მას გულგატეხილს ვერა.
–მილა უნდა წავიდე– ხმამაღლა დაიძახა და სახლიდან ისე გავარდა, რომ მილამ პასუხის გაცემა ვერ მოასწრო, შეამჩნია რომ ქურთუკი და საფულე დარჩენოდა, აპირებდა დაძახებას, ფანჯრიდან გადაიხედა, მაგრამ სწორედ მაგ დროს გავიდა მიშოს მანქანა ეზოდან. შიშის გრძნობამ აიტანა.
მაგრამ მალევე დამშვიდდა, იცოდა რომ მის თავს არასდროს ავნებდა, უბრალოდ ამის დაჯერება უნდოდა და გონებაში ამას იმეორებდა.
ჭურჭელი დარეცკა, ყველაფერი მოაწერსიგა და გაასწორე, მიშოს ქურთუკზე ჩახუტებული კი მისი ოთახისკენ წავიდა, უცებ იბანავა, იქიდან გამოსულმა კი პენიუარი ჩაიცვა და საწოლში შეწვა მიშოს ქეურთუკსჩახუტებული. ყოველწამს ცხვირს უხახუნებდა ზედ და მის სურნელს სუნთქავდა, ამ ბედნიერი წამების შეგრძნებამ მალევე მოთენთა და დაეძინა.

..............

დილა არეულობით დაიწყო, შეშფოთებული დარბოდა ოთახიდან ოთახში, იქექებოდა პარკებში და ფიქორბდა რა ჩაეხვა, ბოლოს არჩევანი ლურჯი ფერის კლეჩატ კაბაზე შეაჩერა. კაბის მორგებისას თმები ისევ მაღლა აიწია და ლამაზად შეიკრა კოსა, ფეხსაცმლსი არჩევაზე დიდიდიხანი არ უფიქრია, მავლევე აარჩიე ჩვეულებრივი შავი ფერის წვეტიანი მაღლები. მოირგო და სარკეში მისი თავი შეათვალიერა.
იფიქრა მაკიაჟს გავიკეთებო, მაგრამ არაფერი იცოდა, როგორ უნდა გამოეყენებინა და როგორ უფრო ლამაზი იქნებოდა, ამიტომ უბრალოდ თავი მიანება. მანტო ჩაიცვა და ახლი ჩანთა მხარზე მოიკიდა. გარეთ გასულს გაეღიმა, როცა მოკაშკაშე მზე შეეგება. მანტოს ღილები გახსნა და სამსაზურისკენ ფეხით წავიდა, იქვე ახლოს ყავა იყიდა.
სამსახურში მისულმა ბევრის ყურადღება მიიბყრო, რაზეც საშინლად გაწითლდა, თავდახრილი მიდოდა და როცა მის მაგიდას მიუახლოვდა ბედნიერმა ამოისუნთქა. მოსწონს მისი ახლაი იმიჯი, მაგრამ უჭირს ამხელა ყურადღებასთან შეგუება.
ბატონი ლევანისთვის ყავა გააკეთა და კაბინეტისკენ წავიდა, ფრთხილად დააკაკუნა და მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, იქ კი ბატონი ლევანი და მიშო დახვდა, მიშოს თავი მაგიდაზე ჩამოედო და ხმას არ იღებდა.
–მილა?– კითხვასაცით გაისმა ბატონი ლევანის ხმა– რა ლამაზად გამოიყურები– აღფრთოვანებული უყურებს და თავიდან ფეხებამდე ათვალიერებს, წითლდება, მაგრამ მიშოს მზერა ცეცხლს უკიდებს.
მის მზერაში ისევ ხედავს რაღაც ნაპერწკალს, მაგრამ ამ ნაპერსკალს რაღაც დიდი ნაღველი ფარავს. თვალებზე ეტყობოდა, რომ უძინარი იყო, რაც მილას არ გამორჩენია.
–მადლობა ბატონო ლევან– მასთან მივიდა და ყავა წინ დაუდო– ეს თქვენი ყავა, მიშო შენც ხომ არ გინდა?– უყურებს და უღიმის, უნდა მისგანაც იგივე მიიღოს, მაგრამ ამის მაგივრად მკაცრ სახეს და თავის გაქნევას იღებს.
–ერთი უშაქრო ყავა მოუტანე, ნამდვილად დასჭირდება.
–არ მინდა მამა– ცრის კბილებში და ხელებს მაგიდაზე აწყობს, ხელებზე კი თავს დებს.
–'რა მოხდა ბატონო ლევან?'– ფურცელზე წერს და ბატონ ლევანს აწვდის.
–'ქრისტისთან პრობლემები აქვს'– სიცილით წერს ბაოტნი ლევანი პასუხოს და მილას აწვდის, უნდა სიხარულისგან იყვიროს, მაგრამ თავს იკავებს, ეღიმება და ცოტაც და პირი გაეხევა.
–კარგით მე დატოვებთ– ამბობს უცებ და ოთახიდან უჩინარდება, გახარებული ცეკვირს დაწყება უნდა, მაგრამ ამას მანამ არ აკეთებს სანამ საპირფარეშოში არ შედის, იქ შესული კი კარს კეტავს და სიხარულისგან ხელებს ერთმანეთს ურტყამს, მოქნილად იწყებს ტანის ქნევას, ისევ გონებაში გაჟღერებულ მუსიკაზე.
–მშვიდად მილა, ეს შემთხვევა უნდა გამოიყენო, უნდა დავუახლოვდე და დავანახო ის რომ ქალი ვარ! და ისე მოვაწონო თავი როგორც ქალს, აბა შენ იცი!– გაამხნევა მისი თავი და კიდევ ერთხელ შეხტა სიხაულისგან.
საპირფარეშოს დატოვებისას, მისი მაგიდისკენ წავიდა, იქ კი მიშოს მოკრა თვალი, კაბა შეისწორა და მისკენ წავიდა.
–აბა მიშიკო რატომ არის მოწყენილი?– კითხა მხრიარულად და მის წინ მოურიდებლად დადგა, იგრძნო, როგორ აათვალიერა ფერხებიდან, მაღლა სახემდე. შემდეგ კი დაინახა როგორ გაეღიმა ბიჭს.
–უბრალდ ქრისტისთან პრობლემები მაქვს– სახიდან ღიმილი გაუქრა– და მე...
–კარგი რა მიშო, როდის იყო მაისგამო ცხვირს უშვებდი დაბლა? რამდენი ქალია შენს გარშემო გაახილე თვალები– შემოუძახა მასაც.
–მართალი ხარ, მაგრამ ის... ძალიან მიყვარს.
–და მას?– ჩუამდ ჩაილაპარაკა ტავისთვის მილამ, შემდეგ კი ღიმილით ახედა– თუ მასაც უყვარხარ დაბრუნდება, აი საღამოს კი გელოდები, მე და შენ უნდა გამოვთვრეთ.– შეაგულიანა და მხარზე ხელი დაადო, ვიტომ მეგობრული ჟესტი, არამედ უნდოდა რომ სეხებოდა და იგრძნო ამ შეხებისას როგორ შეეცვალა სახე მიშოსაც, იფიქრა რამე ტკივაო, მარგამ როცა ღიმილი დაინახა მის სახეზე, მასაც გაეღიმა.
–კარგი, ვნახოთ რომელი ჩვენგანი აჯობებს. შაურმების ჭამაშიც შევაჯიბროთ– უცებ წამოჭრა ახლი იდეა, მილას გაუხარდა მისი ასე უცებ ხასიათის ცვლილება და სული თითქოს ბედნიერებისგან გაებერა.
–კარგი იყოს მასე! დაგამარცხებ– ბოროტულად გაიცინა, რაც ზედმეტად საყავრელ კისკისში გადაუვიდა. რასაკვირველია არ გამორჩენია მიშოს თვალებში ნაპერწკალი, რომელიც ასე აბედნიერებდა.
–ვნახოთ!– გაიჯგიმა ბიჭიც და ღიმილით დაასაჩუქრა.
მილა თითქოს ადგილზე გაშეშდა, ეცნო ეს ღიმილი და იცოდა რომ ასე მხოლოდ ქრისტის უღიმოდა, მაგრამ ისიც იცოდა რომ მალე ყველაფერი შეიცვლებოდა.
ბედნიერი საქმეს შეუდგა, რამოდნიმე სტატია გადათარგმნა, რაც ციტა დამღლელი იყო, მაგრამ იმდენად დიდი მოლოდინი ქონდა მიშოსთან შეხვედრისთვის, რომ სულაც არ აწუხებდა ეს დაღლილობა და როგორ იქნე დადგა ნანატრი დრო, მიშომ სამსახურში ბატონი ლევანის მაგივრად მილას მიაკიტხა.
ღიმილით გავიდნენ შენობიდან, მიშომ საჭესთან დაჯდომა იკისრა, მძღოლს კი დასვენების უფლება მისცა, მანქანას სწრაფად ატარებდა და ფიქრობდა სად წაეყვანა. ერთერთ კაფე–ბარში მივიდნენ.
–აბა რამდნლარიანს შეჭამ?– უცებ ეკითხება მიშო და ღიმილით დაჰყურებს მასზე დაბალს გოგოს, რომელიც შაურმისთვის ზედმეტად უცნაურია.
–რამდენლარიანსაც შენ– თვალის ჩაკვრით უპასუხა და კომფორტული ადგილისკენ წავიდა, ადგილი დაიკავა და დაელოდა როდის მოვიდოდა მიშოც.
–უი სულ დამავიწყდა შენი ქურთუკი და საფულე ჩემთანაა– სიცილით უთხრა.
სკამზე ისე სექსუალურად უჯდა რომ მიშოს უნებურად თვალები მილას ფეხებისკენ გაექცა, ისევ თავიდან ბოლომდე აათვალიერა და ღიმილით დააჯილდოვა.
–არაუშავს– მხრები აიჩეჩა.
–თუ არაუშავს, მაშინ შენ ქურთუკს დავიტოვებ– ვითომც არაფერი ისე უთხრა და მზერა მოარიდა, რატომღაც იქვე მჯარი ბიჭისკენ გაექცა ყურადღება, მაგრამ როცა მიშოს მზერა იგრძნო ისევ მას გახედა, ეჭვისთვალით შეათვალიერა და მის დაჭიმულ ყბაზე და ათამაშებულ თვალებზე გაეცინა– რა?
–არაფერი, არ შეგეფერება ეგ ბიჭი– უცებ ამბობს.
–და რატომ?
–იმიტომ რომ უკეთესი გეკუთვნის.
–მაინც?– ინტერესით უყურებს, მისი პასუხის მოლოდინში ტუჩების წვალებას იწყებს. ხედავს მიშოს როგორ გაეფანტა ფიქრები და როგორ გადაიტანა მზერა თვალებიდან ტუჩებზე.
–თუნდაც მე!– მკაცრად ამბობს, მაგრამ როცა მის სიტყვებს იაზრებს, თვითონვე უკვირს.

.......

ვეცადე, დიდი გამოსულიყო



№1  offline წევრი kora

ოპა, აი იწყება ის ეტაპი, რომელიც ასე მიყვარს - "მოვარჯულოთ მიშო" wink ის ქრისტი სადღაც მიკარგულში გადამალე, მიჩაგრავს მილას smile
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი kiko

ვაიმე მიშიკო მიშიკო :დდ ძაან ძაან მაგარია

 


№3  offline წევრი Pepper

უფუფ ახლა დაიწყო რაც დაიწყო
მომწონს მილაჩკააა ძალიან ძალიან
მიშოოოც ძალიან საყვარელიაა
მილასკენ ვარრ უნდა გააგიჟოს ეს ბიჭი რააა.
ქრისტი არ უყვარს მიშოს ასე მგონიაა
მია და კახი ძაააან სიყვარულები არიაან
კარგი თავი იყოოო <3 მაგარი ხარ რაა <3
ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლაად <3

 


№4 სტუმარი A

O.... Umagresi iyo dzalian momewona da kidev upro moutmenlad veli shemdegs

 


№5 სტუმარი Black

Uh ra kargi istoriaa da es tavic aseve kargze uketesi,velodebi shemdeg tavs da aba he;)

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუ ძალიან კარგი იყოოოოოოოოოო <3 love ბევრი არ გვალოდინო რა request

 


№7  offline წევრი nuki-nuka

ძალიან კარგია და მალე დადე love love

 


№8 სტუმარი matata

შოკი მოკი რა კარგი იყო <3 აუკიდე მინდაეე

 


№9  offline წევრი cancara

Haha mavaria gagrdzele

 


№10 სტუმარი happy

magaria male dade axali ❤❤

 


№11  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადე რა love

 


№12  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ოპა ოპა აოპოა ოაპოა პაო აპ როგო რმიყვარს მე ეს გოგო wink love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent