მიზანდასახული 4
*** - ანაა, ანა გაახილე თვალი... ანა გესმის ჩვენი? - დამძიმებული თვალები გავახილე და პირველი ჩემი კითხვა იყო თუ სად ვიყავი - ანა როგორ გრძნობ თავს? (ექიმი) - არ მოვკვდიიი? რატო არ მოვკვდი? ვინ გადამარჩინა? -ნელ-ნელა ვიაზრებდი, რომ ჩემი სუიციდის მცდელობა არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა - კი მაგრამ რატო გადამარჩინეთ თქვენ ვინ გეკითხებოდათ? მე გთხოვეთ გადარჩენაა?? -ტირილი ამივარდა და წამოდგომა ვცადე. ექიმი ეგრევვე მკლავებში დამწვდა და სასწრაფოდ დამაწყნარებელი მოითხოვა. ნემსიც უცებ მიჩხვლიტეს და გარშემო ყველაფერი დატრიალდა... რა სასიამოვნო შეგრძნება იყო. იმ მომენტში მართლაც დამავიწყდა ყველანაირი პრობლემა. დამშვიდებულზე ექიმმა ჩემთან გამომძიებლები შემოუშვა. ათასი კითხვა დამისვეს იმის შესახებ თუ რამ მაიძულა თვითმკვლელობა, მაგრამ მე ხმის ამოღების სურვილი არ მქონდა, მიუხედავად იმისა რომ მამაჩემის საქციელმა მიმიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე. ალბათ ვერ ავიტანე კაცი, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა, რომელიც ჩემთვის ეტალონი იყო, კაცი, რომელსაც ქვეყანაზე ყველაზე მეტად ვენდობოდი, ასე ცუდად მომექცა. მან პირველად აღმართა ჩემზე ხელი, მაგრამ მიუხედავად ამისა მის მიმართ სიყვარული არ გამნელებია... ის ხომ მამა იყო ჩემი და მე მას ვერ გავწირავდი ციხისთვის... ალბათ ნათიამ განაწყო ჩემს წინააღმდეგ... ალბათ მამა შეურაწყოფილი იყო ჩემგან... მაგრამ... მაგრამ მე აღარ მინდოდა მათთან ყოფნა, აღარ მინდოდა გაუთავებელი ჩხუბი, დავა, ალიაქოთი... მე ყველაზე მეტად დასვენება მჭირდებოდა ყველასგან და ყველაფრისგან... მე მხოლოდ სიკვდილში ვიპოვე გამოსავალი. - საკმარისია, მომეშვით! დამღალა ამდენმა კითხვებმა! არავის არ მივუყვანივარ ამ მდგომარეობამდე! მომეშვით - დავიწყე ხმამაღლა კივილი, იმ იმედით რომ მომეშვებოდნენ. ექიმები სასწრაფოდ შემოვარდნენ და უკვე მეორე ნემსი მიჩხვლიტეს, გამომძიებლები კი გარეთ გაისტუმრეს. ის დღე ისე დასრულდა არავის შევუწუხებივარ, მეორე დღეს კი ექიმმა მნახველი შემოუშვა ჩემთან.. უღიმღამოდ გავიხედე კარებისკენ და მამაჩემი შევნიშნე, მაგრამ იმან უფრო მეტად გამაოცა რომ უკან ნიკა შემოყვა.. - ანა, შვილო!... მაპატიე მამი! მაპატიე გთხოვ- მამაჩემმა გულში ჩამიკრა, მაგრად მომეხვია და თავზე მაკოცა. მისი მამობრივი სიყვარული და სითბო რომ ვიგრძენი ჩემდაუნებურად თვალებიდან ცრებლები წამსკდა, ავქვითინდი და რაც მეტად ვუმატებდი ხმას მეტად მიკრავდა მამა გულში - კარგი გეყოს შვილო, დამშვიდდი... დამშვიდდი, თორემ იცოდე ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ იმ ღამეს! - ნიკა კი იდგა და ინტერესის თვალებიტ იყურებოდა, თუ რა მოხდა იმ ღამეს ისეთი რომ მამა ახლა პატიებას მთხოვდა. - ნათიაც მოსულია, გინდა შემოვიდეს? - არა მამა! არავის ნახვა არ მინდა. არავინ არ შემოვიდეს ჩემთან გთხოვ... მამა მითხარი რა გითხრეს ჩემზე ისეთი რომ შენგან ასეთი სილა დავიმსახურე? რა გავაკეთე ასეთი? - ნუ მკითხავ ანა გთხოვ! არაფრის თქმა არ მინდა -მამამ თავი ჩახარა და თვალები აუწყლიანდა... საოცარია, კაცი რომელიც ასეთი დიდია, ასეთი ახოვანი, კაცი რომელიც ყველას შიშის ზარს სცემს, როგორი გულჩვილი ყოფილა... ის ტირის, ნანობს თავის საქციელს. მე მისი ცრემლები უკვე მეორედ ვნახე.პირველად მაშინ როცა დედა გარდამეცვალა და მეორედ ეხლა როცა კინაღამ მეც დამკარგა მამამ. - მამა გთხოვ უბრალოდ მენდე! მენდე! მე ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც შენ გულს დაგწყვეტს. -მამა ფეხზე წამოდგა. ნიკამ გაბედა და მკითხა - ანა როგორ ხარ? როგორ გრძნობ თავს? თუ დღევანდელი შენი მდგომარეობა ჩემი ბრალია გთხოვ მაპატიე - არა შენი ბრალი არ არის - მე და მამაშენმა უკვე გავიცანით ერთმანეთი.. ჩვენ შეგვიძლია ვიმეგობროთ.. ნუ რა თქმა უნდა მხოლოდ მამაშენის ნებართვით. - გამეცინა გამიხარდა რომ ნიკამ ჩვენი მეგობრობის ნებართვა მამაჩემისგან აიღო... ალბათ მისი ეს საქციელი ჩემი და ჩემი მშობლის პატივისცემაზე მიუთითებდა. კარებზე კაკუნი გაისმა და შემოსვლის ნებართვას არც დალოდებია ისე შემოიჭრა პალატაში დათო, უზარმაზარი თაიგული ხელში მომაჩეჩა და მკითხა - ანა როგორ ხარ? ძალიან ვინერვიულე შენზე? მაგრამ არაუშავს რაც მთავარია ეხლა ხო კარგად ხარ... უი ხო შოკოლადი გეჭმევა... - კარგი ბიჭო რა იყო რას დაიქოქე?! - გაღიზიანდა ნიკა. დათოს საქციელმა კარგად გამახალისა და რამდენიმე წუთით დამავიწყა არსებული პრობლემები და წარსული. ის ერთ ადგილას არ ისვენებდა... ჯერ წვეთოვანს დასწვადა... ასწია და დასწია - მოიცა აქ რა წყალი ასხია?... ალბათ ეს რო ჩამიდგან მე გული წამივა - მიმანიშნა კათეტერსე და გულიანად გადაიხარხარა. ნიკა მხრებში დასწვადა და მოაშორა წვეთოვანს. ნათიამაც ალბათ ვეღარ მოითბინა და დაუკითხავად შემოვიდა ოთახში. მის დანახვაზე ტანში გამცრა და ისევ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, როგორც უწინ... ზიზღის.. ისევ ყველაფერი გამახსენდა და სახეზე უკმაყოფილება დამეტყო. - ვაიმე ჩემო სიხარულო- ჩამომიჯდა ლოგინზე და შუბლზე მაკოცა. მისი ნაკოცნი ადგილი ძლიერად მოვიწმინდე, თითქოს ამით ვეცადე დაუფლებული ზიზღი მომეცილებინა. -ჩემო ანა როგორ ვინერვიულე შენ ხომ არ იცი! - იცი რაა ნათია ჩემზე არ გელაპარა ამდენი სისულელე და დღეს არ მოგიწევდა ჩემზე ნერვიულობა! -ირონიულად გავუღიმე და თვალებში მივაჩერდი. ნათიას ამის გაგონებაზე სახე აელეწა.. აშკარად რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მამაჩემს გახედა გვერდულად, ისე თითქოს არ უნდოდა მამაჩემს დაენახა ან გაეგო რამე... მერე მე შემომხედა გაცეცხლებული თვალებით. წამოხტა ლოგინიდან და გავიდა პალატიდან, მამაც თან გაჰყვა. - ეხლა ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. ვინ გადამარჩინა?- დათო ეგრევე ჩამოსკუპდა ლოგინზე და მხიარულად დაიწყო მოყოლა, ნიკა კი უკმაყოფილო თვალებით შესცქეროდა... ვერ ვხვდებოდი მისი ასეთი რეაქციები რაზე მიანიშნებდა. - მოკლეთა და კონკრეტულათა... შენ ხო ახვედი სახლში. ჩვენ წავედით, მერე მე ლუდი და სიგარეტი მომინდა, მანქანა გავაჩერებინე ნიკას და გადავედი, ხოდა უკან რომ დავბრუნდი ყველაფერი მომხდარი იყო რაა! გაიგეე - ხოდა რა იყო მომხდარი ეგ მაინტერესებს? ჰაა! გელოდები როდის ამოშაქრავ - უეცრად დათოს ტელეფონმა დაიბზუილა. დახედა მობილურს, უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები და თქვა - აიუ მამაჩემია, გავალ და მალე მოვალ- თვალი ჩამიკრა და პალატიდან დიდი სისწრაფით გავარდა. ახლა ნიკას შევხედე ვედრების თვალებით. ნიკა მიმიხვდა თხოვნას, ჩამომიჯდა გვერდით და მითხრა - მანქანაში ვიჯექი დავინახე წვიმიან ამინდში როგრი ჩქარი ნაბიჯით მიაბიჯებდა ფეხშიშველი გოგო, როგორ ავიდა მოაჯირზე და წყალში ისკუპა. უკან კი ვიღაც კაცი მისდევდა მანაც არ დააყოვნა და წყალში გადახტა. მეც სასწრაფოს გამოვუძახე და აი ახლა შენ აქ ხარ - სიტყვა დაასრულა და ხელი წამოიღო ჩემკენ რომ სახეზე მომფერებოდა, მაგრამ თითქოს რაღაცამ შეაკავა. ადგა და პალატიდან გავიდა. მისმა ხასიათმა დამაინტრიგა... ის ისე იქცეოდა... მე ყველა მის მოქმედებას ვაკვირდებოდი, მაგრამ ეს იყო ის ერთადერთი ადამიანი რომლის შინაგანი სამყარო მე ვერ ამოვიკითხე. ის მთლიანად საიდუმლოებით მოცული იყო... მისი ღრმა, ნაღვლიანი მწვანე თვალები ცდილობდნენ ჩემთვის საიდუმლოს გამხელას მაგრამ მათ თავიანთი „ბატონი“ არ აძლევდა ამის საშუალებას. ის დღეც პალატაში გავატარე. მეორე დღეს კი მამაჩემმა თავისთან წამიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ნათიას და მისი შვილის, რომელსაც წელიწადში ერთხელაც არ ვახსენდებოდი, ატანა არ მქონდა, მამაჩემს დავადებინე პირობა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გავყვებოდი სახლში თუ ნათიას დაელაპარაკებოდა და მე აღარ გამიმწარებდა ცხოვრებას ჩემი „უსაყვარლესი" დედინაცვალი და მისი შვილი. მართლაც მამაჩემი დაელაპარაკა ნათიას და ნხოლოდ პირველი რამდენიმე კვირა იყო ყველაფერი კარგად, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი საწყის ფორმას იღებდა.ნათია უკვე მიზეზებს ეძებდა რომ მას კი არა უკვე მამაჩემს დავეტუქსე. ერთხელ თავისი კაბა მომაწოდა და მთხოვა გამეუთავებინა, მეც არ ვუთხარი უარი. ჩემდა საუბედუროდ უთოს ტემპერატურა იმდენად მაღალი იყო, რომ ერთ დადებაზე დაიწვა ნათიას კაბა. მასაც მეტი რა უნდოდა მორთო ისტერიკები. მიზანსაც მიაღწია და მამაჩემსაც დაატუქდინა ჩემი თავი. - ამხელა გოგო ხარ... გათხოვება არ გინდაა? ეგ რო შენს ქმარს გაუკეთო დედამთილი გამოგაგდებს სახლიდან! შე უჯიშო, მოუხერხებელო! -გაჰკიოდა ნათია. - ამის მერე ანა უფრო ხშირად უნდა მიალაგო სახლი და გააკეთო საქმეები რომ ეგეთი შეცდომები არ დაუშვა- მითხრა მამაჩემმა - მამა მე ვარ ეხლა აბიტურიენტი. მე რომ საქმე გავაკეთო ვეღარ ჩავაბარებ! -ნათია მარტო ასეთ რაღაცეებს არ აკეთებდა. რამდენჯერაც ნიკასთან დათოსთან და თაიასთან ერთად გავდიოდი გარეთ მაშინ მოუნდებოდა ყველაფერი რომ მათთან არ გავსულიყვაი. მაგრამ ერთხელ აშკარად შეცვალა სტრატეგია. - ნათია მე გასვლას ვაპირებ ბავშვებთან. - კარგი როგორც გინდა საყვარელო - მოჩვენებითი სიყვარულით მითხრა ნათიამ. მეც არ დავაყოვნე და სიხარულით გავიქეცი ჩემს მეგობრებთან. - ნიკაა! დათოო! თათიაა! - სიხარულისგან შევყვირე მათ დანახვაზე - ანაა ჩვენ გადვწყვიტეთ სამხატვრო მუზეუმში წავიდეთ რას იტყვიი - შემომხედა დათომ გაბრწინებული თვალებით. - რატომაც არა - არ დავიწუნე იდეა - მერე სად წავიდეთ? - აუ, აუ ჩემთან ავიდეთ რააა უგემრიელესი ტორტი გავაკეთე და გაგასინჯებთ - სიხარულით წამოიყვირაა თათიამ. - თუ არ მოვიწამლებით რატომაც არა- გადაიხარხარა ნიკამ - აუ მაშინ მუზეუმში სხვა დროს წავიდეთ და ეხლა ტორტი ვჭამოთ რაა -თქვა ნერწყვმორეულმა დათომ. სამეგობროში უკვე დიდიხანია ვიცოდით, რომ დათოს სიგიჟემდე უყვარდა ტკბილეული. - მაშინ წავედით - ვთქვი მე და გეზი ავიღეთ თაიას სახლისკენ. - ვაიმე რამდენნი ხართ! ღმერთმა გამრავლოთ- კარის გაღებისას გავკვირვებით და სიცილით თქვა თათიას დედამ. ის ახალგაზრდა გათხოვდა და ჩვენთან ისე იყო როგორც თანატოლი. მასთან ყოფნა ძალიან მოგვწონდა ყველას და ხშირად ვიკრიბებოდით თათიას სახლში. ყველა სუფრას მივუჯექით და ტორტის ჭამა დავიწყეთ. უცებ დათომ გამოსცა უცნაური ხმები - მემგონი იხრჩობა -ვიკივლე მე, ყველა ფეხზე წამოხტა. უცებ დათომ შეწყვიტა ხმების გამოცემა, ხმამაღლა გაიცინა და თქვა - ვიხუმრეეე- გაბრაზებულმა თაიამ თავის თეფშიდან ტორტი აიღო და ლამის სიცილისგან გაგუდულ დათოს სახეში ესროლა. დათოსაც მეტი არ უნდოდა, ტორტს ჩამოაგლიჯა ნაჭერი და თაიასთვის გამიზნული ტორტი ნიკას მოახვედრა. ნიკამაც არ დააყოვნა და დაიწყეს ე.წ. გუნდაობა. მე ყველას ვუყურებდი და გულიანად ვიცინოდი. - შენ რა გაცინებს? აშკარად ყველაზე სუფთა აქ შენ ხარ - სიტყვა არ დაამთავრა ნიკამ რომ ტორტი ჩემი მიმართულებით გამოფრინდა. მეც კარგად გავითხვარე - არააა ჯერ მე უნდა შევიდე ვანაში - არა მეე - დავიწყეთ ჭიდაობა თუ ვინ შეასწრებდა პირველი ვანაში. თათიას დედა ყავებით ხელში იდგა და იმდენს იცინოდა ყავის დადებასაც კი ვეღარ ახერხებდა მაგიდაზე. ბოლოს მე და ნიკამ ვიმარჯვეთ და ორივემ ერთდროულად შევაღწიეთ ვანაში. კარი სასწრაფოდ ჩავკეტე მოვტრიალდი და ნიკას ღრმა მწვანე თვალები შემეჩეხა. იმ წამს ჟრუანტელმა დამიარა მთელს სხეულში. არ ვიცოდი რატომ მეუფლებოდა ასეთი შეგრძნება მისი თვალებში ჩახედვისას და მუდამ ვცდილობდი მის მზერას ავრიდებოდი. ეს უძირო მწვანე თვალები ჩემში ემოციების ზღვას იწვევენ. ერთ ადგილას ვერ მოვისვენე. გამოსავალი ვიპოვე, ხმამაღლა ვიყვირე და გეზი ონკანისკენ ავიღე - პირველი მე შემოვედი! გადი აქედან - არა მე შემოვედი - და ისიც გამომყვა უკან. უცებ მოვუშვი ონკანი და ხელები შევუშვირე. მანაც იგივე გაიმეორა და ეს იყო პირველი შემთხვევა როცა ჩვენ ერთმანეთს შევეხეთ. მისი შეხებისას სხეულში დენმა დამარტყა. იგრძნობოდა რომ ისიც იგივეს განიცდიდა. ჩვენ ერთდროულად შევწყვიტეთ ეგრეთ წოდებული ღლაბურცი და ერთმანეთს თვალებში ჩავაშტერდით. მის მზერას ვეღარ გავუძელი და ვანიდან გავედი. - ვაიმე ბავშვებო უკვე თორმეტის ნახევარია. უნდა წავიდე - შეშინებულმა ვთქვი მე და ყველას დაუმშვიდობებლად სახლში გავიქეცი. სახლში შესვლისას ნათიამ ერთი ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ირონიულად ჩაეღიმა. საინტერესოა ნეტა რა ჩაიფიქრა ამ ქალამა. „ ანა მე რაღაც მინდა რო გითხრა.. მოკლედდ სალაპარაკო მაქვს და შეიგიძლია ჩამოხვიდე დაბლაა" - ნიკას მესიჯი მომივიდა ღამის პირველის ოც წუთზე. რა უნდა ხდებოდეს ასეთი -გავიფიქრე და ჩავედი დაბლა. ნიკა ჩემს წინ აისვეტა მომიახლოვდა და მითხრა -ანა მე... ანა მე დიდიხანია რაღაც მინდა გითხრა -მოუსვენრობა დაეტყო, მე კი ინტერესი მიღვივდებოდა. - ვაა ბავშვებო! ამ შუაღამისას აქ რას აკეთებთთ? - სამსახურიდან ახალდდაბრუნებულმა მამაჩემმა გვკითხა - არაფერს ისეთს... უბრალოდ ბრასლეტი დარჩა ანას თათიასთან და მოვუტანე- პირველად იცრუა ნიკამ. ჯიბიდან კი ახალი ნაყიდი ბრასლეტი ამოიღო და მამაჩემის დასანახად გამომაწოდა. -კარგით ეხლა მე წავალ. კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო გიორგი- დაემშვიდობა მამაჩემს და წავიდა. - თუ ეგ ბრასლეტი შენია შეფუთვაში რატოა? - მკითა მამაჩემმა - ააა... დღეს ვიყიდე მამა და ეტყობა თათიასთან დამრჩა. - ჰმ.. ყველაფერი გასაგებია - თავისთვის ჩაიბუტბუტა მამაჩემმა. - ნიკას ანასთვის ბრასლეტი უყიდია? აგერ ეხლა ქვევით შემხვდნენ... ეგენი მე რას გამომაპარებენ... -(მამა) - მერე არაფერი არ უთხარიი (ნათია) - არა რა უნდა მეთქვა? ჯერ ხომ ბავშვები არიან (მამა) - არა გიო. ანა ჯერ ჩვიდმეტის არის. ის კი უკვე კაცია. იცი დღეს რომელზე მოვიდაა? იცოდე ესე თუ გაათამამებ გა*ოზდება! ისედაც ატეხილია! - სად შეატყვე ატეხილობა? - დღეს ძალიან მოკლე კაბა და საკმაოდ დიდი დეკოლტე ეცვა... - ნათია მგონი გავიწყდება რომ დღეს მეც ვნახე ანა და შენ მის ჩაცმულობას აბუქებ - აი შენ ნახავ ეგ რომ ხელიდან გაგივარდება მერე რას იზამ. - გეყოს ეხლა. ტასია სად არის? - თავის დაქალთან - რომელ დაქალთან შეამოწმეე? დარეკეე? იცი ვისთან არის. ან მის მშობელს თუ ელაპარაკე - ამ კითხვის მოსმენისას ნათია შეკრთა. ეტყობოდა რომ ტასიაზე არაფერი იცოდა მაგრამ არ შეიმჩნია. -მამიი დღეს თაიასთან დავრჩები რაა! გეხვეწებიი -საყვარელ მამიკოს, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო კისერზე ჩამოვეკიდე და გავეკრიჭე. - კარგი დარჩი - ხელები მომხვია წელზე და ისე ძლიერად დამატრიალა, ფეხზე რომ დამაყენა თავი ვერ შევიკავე და წავბორძიკდი, მამაჩემმა კი გულიანად გადაიხარხარა. იმ ღამეს თაიასთან ავედი. დედამისი სახლში არ იყო. კარზე ზარი გაისმა და ჩემდა გასაკვირად ბიჭებიც შემოგვიერთდნენ „ქეიფში“. თათიამ ძველი კონიაკი გამოიტანა, ჩამოგვისხა ყველას და სადღეგრძელოც წარმოთქვა - ჰმმმ.. ჩვენ გაგვიმარჯოს! - უცებ ჩაცალა ჭიქა. მე და თათია კარგად დავთვერით. ბიჭები შეზარხოშდნენ. დათომ უეცრად ხელი მომკიდა და აივანზე გამიყვანა. ალბათ იცოდა მთვრალს ყველაფერზე ადვილად დამიყოლიებდა. - ანაა... მიყვარხარ... ძალიან მიყვარხარ და გეხვეწები გახდი ჩემი შეყვარებული - მისმა ვარაუდმა გაამართლა და მეც დავეთანხმე სიყვარულში, მიუხედავად იმისა რომ მის მიმართ მხოლოდ მცირე სიმპათიები გამაჩნდა. - რაა? - რა მოხდა ნიკა? - დათოს ანა ჰყვარებია. ანაც დაეთანხმა -ნიკა კარებთან ჩაიკეცა, ანას თვალზე ცრემლი მოადგა. არ ელოდებოდა ამას. მას ხომ სიგიჟემდე უყვარდა დათო. მხოლოდ მისი გულისწადილი არავინ იცოდა. ნიკასგან დამალა ცრემლები. არ უნდოდა შეემჩნია ვინმეს. ვანაში შეიკეტა და მწარედ აქვითინდა. ნიკა... ნიკა კი წამოდგა ფეხზე და გარეთ გავიდა. სიგარეტს ნერვიულად წაუკიდა და ღრმა ნაპასი გამოქაჩა. რომ იცოდეთ როგორი ცეცხლი ტრიალებდა მის გულში... მისი ემოციები ზღვის ტალღებივით ეჯახებოდნენ ერთმანეთს. თავი გაუბრუვდა., მოსვენება დაკარგა. სტკიოდა, ძალიან სტკიოდა, თვითონაც ვერ გაეგო რაა. - რა გჭირთ ბავშვებო რატომ ჩამოგტირით სახეე? - ვიკითხე მე - ისე ახალი ამბავი მინდა გითხრათ, მე და დათო ერთად ვართ - ჩემს ამ ნათქვამ ჩემდა გასაკვირად უემოციოდ შეხვდნენ - ხოო... კარგია, მოდი მე წავალ - თქვა ნიკამ წამოდგა ფეხზე და კარებში გასვლისას შემომხედა... შემომხედა და თვალებში შემომანათა.. მის გამოხედვაში საშინელი ნაღველი და წყენა იგრძნობოდა. უცებ მომეჩვენა რომ მე ის დავკარგე. დიახ მე ის დავკარგე მაშინ როცა დათოს თანხმობა ვუთხარი. გული დამიმძიმდა, ვერ გავუძელი ამ სიმძიმეს და ჩამოვჯექი - მოდი მეც წავალ - ვთქვი, ავდექი და და დაუმშვიდობებლად საკმაოდ დინჯად გავედი სახლიდან - სად გაატარე მთელი ღამე- იკივლა ნათიამ - ნათია შენ ტასოს მიხედე უკვე მეორედ გეუბნები- საკმაოდ უკმეხად მივმართე. ეს ნათიამ ვერ მოითბინა და სახეში გამარტყა.. ოოო ისე ამეწვა ლოყა. მინდოდა მეც გამერტყა მისთვის... მაგრამ არა... შევედუ ოთახში და დავიწყე ფიქრი-„ რა გავაკეთო? ეს ნათიას სახლია, სადაც ფაქტობრივად მე და მამა შეკედლებულები ვართ. იმიტომაც ბედავს ამდენს. ბებიაა? არა არც ის არის მისი სახლი. ის ბიძაჩემს ეკუთნის და იმ სახლის გაყიდვას აპირებს. დეიდები? არა ვერც მათთან ვერ წავალ საცხოვრებლად, მათ თავიანთი ოჯახები ჰყავთ. აქაც ვეღარ დავრჩები. ნათიას ატანა აღარ მაქ.მის წინ დგომაც, ჯდომაც, ჭამაც და საერთოდ ცხოვრება მიჭირს. მბოჭავს ეს ადამიანი. რომც არაფერს მეუბნებოდეს მისი ყურება მაღიზიანებს. ბავშვობიდან ავითვალწუნე. ალბათ იმიტომ რომ დედაჩემის ადგილი დაიკავა. რა გავაკეთო? მეე... მე ჩავაბარებ... დიხარ და მე მწვერვალებს დავიპყრობ. იმდენს ვიზამ რომ ამ სახლს მოვშორდე" - ალბათ ეს ბავშვური ოცნება იყო. დავიწყ ჩემი მიზნის სისრულეში მოყვანა. თავდაუზოგავად ვშრმობდი. ჩავაბარე, გრანტიც ავიღე. ამ ხნის განმავლობაში ჩემს მეგობრებს მხოლოდ კვირაში ერთხელ ვნახულობდი. მამამ დიდი წვეულება მომიწყო მიწყობის აღსანიშნავად. ნიკა გერმანიაში წავიდა სწავლის დასასრულებლად. მენატრებოდა, საოცრად მენატრებოდა ის ადამიანი. ყოველი დღე მასზე ფიქრით იწყებოდა და მთავრდებოდა. მაგრამ დათო? დათოსთან რაღა მინდა მაშინ? დათო ნიკას წასვლით გამოწვეულ ტკივილს ცოტახნით მავიწყდება. გავიდა ორი წელი. ნიკა თბილისში აპირებდა ჩამოსვლას და ფესვების გადგმას, მე კი გერმანიაში ვაპირებდი წასვლას. დაიწყო ზაფხული. მე, დათო და თათია აეროპორტში ვიცდიდით რათა ჩვენს მეგობარს დავხვედროდით. დათო როგორც ყოველთვის ცანცარებდა და თაიგული ეჭირა ხელში... - აი ნიკაც მოდიის - იყვირა თათიამ, გაექანა მისკენ და კისერზე ჩამოეკიდა - ვაიმეეე ნიკუუუშ -უკანალის ქნევით გაემართა დათო (გოგოებს მიბაძა) -ვაიმე ნიკუუშ როგორ ხაარ? -დათომ თაიგული ხელში გადასცა ნიკას. ყველას სიცილი აგვიტყდა, მხოლოდ ნიკა იყურებოდა გაკვირვებული - შენ მემგონი გადახრები დაგეწყო ბიჭო - გაიცინა ნიკამ და ძლიერად დასცხო მხარზე ხელი. - ანაა! -წამოვიდა ჩემკენ. -ნიკა... -ვეღარ მოვითბინე, სწრაფი ნაბიჯით წავედი ნიკასკენ, კისერზე შემოვხვიე ხელები და მთელი სხეულით ავეკარი მას. ეს იყო საოცარი შეგრძნება, სხეული ამითრთოლდა მაშინ როდესაც ნიკას ძლიერი ხელები ვიგრძენი ჩემს წელზე. მისგან საოცარი სითბო მოდიოდა.. მისი სურნელი... ოო როგორ მათრობდა ეს სურნელი, ეს სიმხურვალე, მისი სხეულის სიმხურვალე მავსებდა. გული ამიძგერდა. იმდენად ძლიერად ცემდა ჩემი გული.. მისი გული? მისი გულისცემაც მესოდა... ეს იყო გრძნობა... ენით აუღწერელი გრძნობა რომელიც აქამდე არასდროს განმეცადა.. - რა იყოთ ხალხო რა ტკიპებივით ჩაეკარით ერთმანეთს? უკვე ეჭვიანობას ვიწყებ -თქვა დათომ და ჩვენ ერთმანეთს მოვშორდით. მანქანაში ჩავსხედით. დათო მანქანას მართავდა. მე ნიკას სავარძლის უკან ვიჯექი და სარკეში მის სახეს ვხედავდი. მთელი გზა ჩემთვის თვალი არ მოუცილებია. ცდილობდა ეთქვა რაღაც, მაგრამ... ხანდახან მის მზერას ვერ ვუძლებდი და თავს ძირს ვხრიდი. ისევ მენატრებოდა მენატრებოდა მისი ჩახუტება, მაგრამ... არა! ეს არ შეიძლებოდა, მე ხომ დათოს შეყვარებული ვიყავი. იმ საღამოს რესტორანში წავედით და კარგადაც მოვილხინეთ. დათომ საცეკვაოდ გამიწვია, ცეკვის ბოლოს კი ჩემს ტუჩებს დასწვდა. უცებ მოვიშორე და ერთი სილა ვუთავაზე სახეში - რას აკეთებ? ეს რა გააკეთე? -მისი ნაკოცნი მოვიწმინდე და სწრაფი ნაბიჯით გავედი გარეთ. დათოც გამომეკიდა. - ანა რა გჭირს? - რას ნიშნავს რა მჭირს?! როგორ გაბედე კოცნა? მით უმეტეს იმდენი ადამიანის წინ?- დათო გაშტერებული მიყურებდა. ნიკაც გამოგვყოლია და შორიდან გვიცქერდა. არც თათია დარჩენილა ისე. ოთხი თვალი მოგვშტერებოდა ჩვენ. - კი მაგრამ ანა? ჩვენ უკვე ამდენი წელია შეყვარებულები ვართ. მერე რა მოხდა თუ ვაკოცეთ ერთმანეთ. -არა დათო... არაა... შეიძლებით შეიძლება მაგრამ ეს ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. დათო მოდი აქ დავასრულოთ ჩვენი ურთიერთობა.. - ანა არა გთხოვ! - დათო მე აღარ მიყვარხარ. სხვა მიყვარს! -ამის გაგონებაზე ნიკას ბედნიერების ელფერი გადაეფინა სახეზე - ვინ სხვა ანა. მე ვიცნობ? მითხარი ვინ არის. - ამას არ ააქვს მნიშვნელობა! -ამ კოცნამ- გუნება-განწყობილება გამიფუჭა, ამიტომ სუფრის დატოვება და სახლში წასვლა ვარჩიე. მეორე დღეს ნიკამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. უარი არ მითქვამს. მანქანაში ჩავუჯექი და გზას გავუდექით - სად მივდივართ? - მცხეთაში. ერთი ლამაზი ადგილი მნდა გაჩვენო. -ჯვრის მონასტერში ამიყვანა. ტაძართან მივედით, შემომიბრუნდა, მისი უკიდეგანო და საიდუმლოებით მოცული მწვანე თვალები შემომანათა და მითხრა -იციი? მინდა რომ ამ ტაძარში დავიწერო ჯვარი. ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იქნება სპეტაკი, ხელშეუხებელი და წმინდა. -გამიკვირდა როტომ შეიძლებოდა რომ ეს მაინც და მაინც ჩემთვის ეთქვა. - სატრფო უკვე შერჩეული გყავს? - კი შერჩეული მყავს. ის ისეთი ლამაზი, საყვარელი და ბავშვურია. მინდა ჩავეხუტო მაგრამ მეშინია ამით მის სისუფთავეს და მის უმანკოებას საფრთხე არ შევუქმნა. იცი როგორ ვუფრთხილდებიი.. -კი მაგრამ რატომ? რატომ უფრთხილდები? - მიყვარს მიყვარს.. უზომოდ მიყვარს.. -ეს რომ მითხრა გულში ელვასავით გამკრა. „ვინ არის ნეტა ის ვინც გიყვარს“- ვიეჭვიანე... „ ჩემს ბიჭს სხვა უყვარს... დიახ უყვარს და უნდა რომ ჯვრის მონასტერში დაიწერონ ჯვარი" - ეს ყველაფერი მე რატომ მითხარი? - ნაწყენმა ვკითხე, მას კი ჩაეცინა და მითხრა - მალე გაიგებ! სახლში წამიყვანა. მე კი იმდენად ვიყავი დაგრუზული რომ არავის დანახვა აღარ მინდოდა. ჩემს საყვარელ მამაკაცს სხვა უყვარდა. მაშინ მე თბილისში რაღა დამრჩენოდა. ჩავალაგე ბარგი და პირველივე რეისით წავედი გერმანიაში იმისთვის რომ დამეპყრო მწვერვალები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.