ღირსების საფასური ( 7 )
დემნას სიტყვებმა მოულოდნელად ადგილზე გაყინა ლიკა.დაიძაბა,სკამზე უხერხულად შეირხა და გულუბრყვილო ღიმილით თვალი მოავლო თანასუფრელებს.ყველანი ჩვეულბრივ იქცეობა,არაფერი განსაკუთრებული.რამოდენიმე წამის მერე გააცნობიერა,რომ ის ფრაზა,რაც ამ წუთას დემეტრემ წარმოთქვა მხოლოდ მისთვის იყო უცხო,მხოლოდ მას მოხვდა გულზე სხვაგვარად ეს ფრაზა და არა მთელ საზოგადოებას,რადგან მათ თვალში ის და დემეტრე უკვე ცოლ-ქმარი იყო. -კარგი-სიტყვა მობეზრებულად გაწელა და თეფზე ეულ სალათის ფურცელს ჩანგლით წვალება დაუწყო.ვის დაუძახოს?ვინ დაპატიჟოს? პირველ რიგში რათქმაუნდა მამა.მერე ნანა.კიდევ?კიდევ ვინ შეიძლება მოიწვიოს?დედამისი დედისერთა იყო,პაპა-ბებო დიდი ხნის გარდაცვლილია,ფაქტიურად დედის მხირდან აღარავინ ჰყავს.მამას კი ერთი ძმა ჰყავს ოჯახით,თუმცა მათთან არც ისე სახარბიელო ურთიერთობა აქვს,მაგრამ მაინც დაპატიჟებს,ბიძას და ბიცოლას თუ არა ლელას და ბაჩოს ეტყვის მაინც. და რათქმაუნდა ეკას,მისი თანაკურსელს და მეგობარს.აი მისი სტუმრების სიაც-მამა,ორი მეგობარი და ორიც ბიძაშვილი. -კარგად ხარ ლიკა?-ფიქრებიდან მამაკაცის თბილი თითების შეხებამ და მშვიდმა ხმამ გამოარკვია,დაბნეულმა თეფშს თვალები ძლივს მოსწყვიტა და მაღლა აიხედა,დემნა სანდომიანად უღიმოდა.აოცებდა ლიკას,მისი ორსახოვნება.როგორ შეეძლო ამ მამაკაცს ერთდროულად ყოფილიყო,მშვიდიც და ფიცხიც,მკაცრის და ლმობიერიც.და ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რომელი იყო აქედან ნამდვილი. -ბოდიშს მოგიხდით ,თუ შეიძლება დაგტოვებთ-სუფრას თვალი მოავლო,ფეხზე წამოდგა და ოთახიდან გავიდა.მეორე სართულზე ამავალ კიბეებს მიუყვებოდა და თან მარჯვენა ხელის მტევნის არათითზე იცქირებოდა.თითებს მომუშტავდა გაშლიდა,რამოდენიმეჯერ გააკეთა ასე.მერე ხელი ზურგით მიიდო ბარძაყზე და ძლიერ გაიხახუნა შარვალზე,თითქოს რაიმე ჭუჭყს იშორებდა. -მძინარე მზეთუნახავო გაიღვიძე-დილით ძილბურანში მყოფს ჭექა-ქუხილივით ჩაესმა დემეტრეს რიხიანი ბარიტონი. შეიშმუშნა,ამოიკრუსუნა და გვერდი შეიცვალა,საშინლად არ სურდა თბილი საბნიდან გამოძრომა. -ჰე ადექი ახლა,პრინცის მოსვლის იმედი ნუ გაქვს-დივანის საზურგეს ორივე ხელით ჩააფრინდა და მძლავრად შეარხია. -როგორ მოვა პრინცი,როცა კოშკში გველეშაპი მიზიხარ-გაბრაზებული წამოჯდა და იქვე მიფენილ ხალათს დაწვდა. -მოიცა შენთვის კიდევ არ უკოცნიათ?-დაეჭვებით მოჭუტა თვალები და ირონიული ღიმილით ცოლისკენ შემობრუნდა-მეც არ გამიკვირდა ,საიდან ისმის ყიყინითქო. -ყიყინი იმიტომ გესმის ,რომ შრეკივით მახინჯი და დიდთავა ხარ,სოფლის ტალახის და გუბეების მეტი არ გინახავს არაფერი-გამწარებული წამოხტა ფეხზე და სააბაზონოსკენ ფეხშიშველი წაფრატუნდა. -და შენ ფიონა ხარ,მსუქანი,დიდყურება და მატლების ჭამია-თავისივე ნათქვამზე გულიანად გაეცინა,მაგრამ ენაგადმოგდებული და დამანჭული ლიკას სახე,რომ დაინახა უფრო მეტად გადაბჟირდა და საწოლზე გადაემხო. -ჰაჰაჰაჰაჰ,იუმორის მეფე ხარ-ჩაიდუდღუნა ლიკამ და სააბაზანოს კარი მთელი ძალით გაიჯახუნა. ზუსტად საათნახევარი,უცდიდა ჯერ ეზოსი,მერე კი მანქანის საჭესთან დემნა ცოლს და მოთმინების ფიალა ისე ჰქონდა ავსებული ლამის სიბრაზისაგან გამსკდარიყო.თითებს საჭეშე დაძაბული ათამაშებდა და წამდაუწუმ საათზე იყურებოდა.ამ ყველაფერს კი უკვე ნახევარ საათძე მეტია ლიკა სრულიად მზადყოფნაში მყოფი ფანჯრიდან მშვიდად ადევნებდა თვალს.საოცარ კმაყოფილებას და სიამოვნებას გრძნობდა,რომ დემნას ასე აგიჟებდა.მშვიდი სხეულის ნარნარით გაფარფატდა ეზოში,დაახლოებით 10 წუთი სახლის კართან ესაუბრა თეონას ათას სისულელეზე,კიდევ უფრო,რომ გადაერია დემნა,ის კი მანქანიდან მხოლოდ მისი მიმართულებით იყურებოდა და თვალებიდან ისე ყრიდა ნაპერწკლებს,როგორც რკინა შედუღაბებისას. -რომ მცოდნოდა,რომ ასეთი დაბდურა და ნელი იყავი ცოლად არ მოგიყვანდი-კარგა ხნის დუმილის შემდეგ გადმოულაპარაკა არემარეს თვალიერებით გართულ ცოლს. -ოჰო,რას ამბობს ისე ხომ ხუთი თითივით მიცნობდი-ისე უპასუხა,არც კი შებრუნებულა მისკენ.ამ მხარეში პირველად იყო და მოხიბული ათვალიერებდა ლამაზ ბუნებას. -არა,სერიოზული სამუშაო მაქვს-უკმაყოფილოდ გააქნია თავი. -რაზე? -შენს ენაზე. -გირჩევ მომბაძო და შენსაზეც იმუშავო,იქნებ შეძლო და ჩემსავით,სხარტი და მოსწრებული გაგიხდეს-მთელი სხეულით მისკენ შებრუნდა და ოდნავ ჩატეხილი ტუჩით და მოციმციმე თვალებით მიაცქერდა. დემნასაც არ მოუცილებია მისთვის თვალი,თითქოს იმ წამს შეამჩნია მისი მოციმციმე თვალეები,ჭინკები,რომლებიც იმ ლამაზ თვალებში დაუხტოდნენ,პირველად დაინახა მასში ქალი,ქალი,რომელსაც შეუძლია იყოს,მიმზიდველი და სასურველი.მსუბუქად გაარხია თავი და მკაცრი სახით ისევ გზისკენ გაიხედა,ლიკას კი აღარაფერი უპასუხა. თბილისამდე არცერთს არ ამოუღია ხმა.პირდაპირ ოქროს ბირჟაზე მივიდნენ.ინიციატივას დემნა იჩენდა,ამიტომ ლიკა მორჩილად და უხმოდ დაჰყვებოდა. -ლიკა ეს მოგწონს?-კოლოფში ლამაზად ჩაწყობილი სამეული და ოქროს რგოლი მიაწოდა,ისეთი ნაზი და ჰაეროვანი იყო ნაკეთობა,რომ ქალს ჯერ გაეღიმა,მერე კი ქმარს გაოცებული გახედა,არ ეგონა ,ან არ ეჯერა,რომ შეიძლებოდა დემეტრეს ასეთი დახვეწილი და კარგი გემოვნება ჰქონოდა და მათი შეხედულება ამ საკითხზე ერთნაირი ყოფილიყო. -ძალიან-აღფრთოვანებულმა ჩაილაპარაკა და თითებში მოიმწყვდია აწ უკვე მისი სამეულის საყურე. -კარგი გადავიხადე,წამოდი ახლა ყელსაბამი და სამაჯურიც ვიყიდოთ-ფიქრებიდან გამოარკვია მისმა ხმამ. -არ მინდა-გადაჭრით თქვა და შედგა. -რატომ?-გაიოცა. -მეტი არაფერი მინდა,მართლა-საოცრად გულწრფელი და ალალი იყო ამ წუთას. აღარ,შეეწინააღმდეგა დემნა,თავისთვისაც აიღო ოქროს რგოლი და შენობიდან გავიდნენ.მირზასტანაც გაიარეს სამსახურში,გეგმები გააცვნენ.მამა თვალს არ აცილებდა ქალიშვილს,სურდა დაენახა ბედნიერი იყო თუ უბედური.მაგრამ ლიკა მაქსიმალურად ცდილობდა,რომ მხოლოდ სიხარული და ბედნიერება ესხივებინა.მამას სთხოვა,რომ ლელა და ბაჩოსთვის მას დაერეკა და გაეგებნინებინა ვითარება.ეკას კი თავად დაურეკა.სახლშიც გაიარეს,ლიკამ თავისი ნივთები აიღო,რაც წინა ჯერზე დაავიწყდა.უკვე ღამდებოდა,რომ ისევ კახეთის გზას დაადგნენ.სავარძლის საზურგე ოდნავ გადაწია ლიკად და თვალებდახუჭული მიაწვა. -რატომ არ გაიკეთე? -რა?-გაკვირვებულმა შეაბრუნა მისკენ თავი. -საქორწინო ბეჭედი. -შენ? დემნამ პასუხის ნიშნად მარჯვენა ხელი ჰაერში აწია,ღამის განათებაზე საოცრად ბრწყინავდა მის ხელზე ბეჭედი. -გავიკეთებ...... სუფრისათვის-ცოტა ხნის შემდეგ უპაუსუხა. -კარგი-აღარაფერი უთხრა,მაგრამ რატომღაც გული დაწყდა,თუმცა არ შეიმჩნია. მომდევნო ორი დღე მზადებაში იყვნენ ყველანი ვინც კი ხუციშვილების სახლში ცხოვრობდა ან მუშაობდა.ნუგზარის და თამილას,შემოთავაზებაზე,რომ ჩამოვალთ და მოგეხმარებითო დემნამ სასტიკი უარით უპასუხა.მე ვარ მასპინძელი თქვენ კი სტუმრებიო და მართლაც ყველაფერში მაქსიმალურად იარჯებოდა.ლიკას გასაკვირად,მას არაფერს ავალებდა,თუ თავად არ დაივალებდა რამეს. გადაწყვიტა სუფრა ეზოში ,მისი ხელით აშენებულ ფანჩატურში გაეშალათ,უკვე მაისი იყო და ამინდებიც თბილი და კარგი.ყველაფერი 50 კაცზე მოამზადებინა მზარეულებს.საოცრად ლამაზი იყო დილით იქაურობა,ყვავილებით სავსე.მიუხედავად დემნას თხოვნისა ლიკამ სადედოფლო კაბაზე კატეგორიული უარი განაცხადა.ერთ-ერთ მაღაზიაში სადა კრემისფერი გიპიურით გაწყობილი გრძელი ფანქარი კაბა შეარჩია,ამავე ფერის ფეხსაცმელები,თმა თავისივე ხელით გაიკეთა,ლამაზი თმის სამაგრი ჩაიბნია,მაკიაჟიც თავისივე ხელით გაიკეთა.არადა დემნას ეგონა ,რომ ყველაზე მეტი თანხა სწორედ პატარძლის გამოწყობას დასჭირდებოა,მაგრამ მგონი მის ჰალტუხში უფრო მეტი დაეხარჯა ვიდრე ლიკას საჭიროებებში ერთად აღებული. მოსაღამოვდა თითქმის ყველა სტუმარს ეზოში მოეყარა თავი ვინც კი დაპატიჟებული ჰყავდათ.ნუგზარი და დაჩი მარანში პატარა ექსკურსიას აწყობდნენ მირზასთვის და ბაჩოსთვის.ნანას,ეკას და ლელას ახალ ნათესავებს პატარა ლიზიკო აცნობდა.თამილა კი,როგორც ყველა დედა შვილის ამ მნიშვნელოვან დღეს სამზარეულოში ფუსფუსებდა და ამოწმებდა ყველაფერს,რაც უკვე მინიმუმ ოთხჯერ ჰქონდა შემოწმებული ბოლო ნახევარ საათში.ხოლო ამ საღამოს მნიშვნელოვანი პერსონები კი არსად სჩანდნენ. მუქ ლურჯ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი აწ უკვე ნეფე აფორიაქებული დააბიჯებდა მისი საძინებლის წინ და ერთი სული ჰქონდა ,როდის ინებებდი ქალბატონი ლიკა გამობრძანებას,რომ ქვემოთ ჩასულიყვნენ.დემნას მღელვარება სულაც არ იყო იმაზე ფიქრით გამოწვეული თუ როგორი იქნებოდა მისი პატარძალი,არა პირიქით,გული უსკდებოდა.რადგან ყველანაირ კოსმეტიკურ მომსახურეობაზე უარი განაცხადა ლიკამ,ეჭვი ჰქონდა რამე საშინელება არ მოეფიქრებინდა და ამდენი ხალხის წინაშე ალქაჯივით არ წარდგენილიყო,კი მარტალია მის ალქაჯობას დემნასთვის მტკიცებულება აღარ სჭირდებოდა მაგრამ მაინც ასე მოულოდნელად არ სურდა ნათევასების დაშოკვა და გაგიჯება.ჰოდა იდგა საძინებლის კარის წინ,ხან ფეხს აბაკუნებდა ხან კი ბოლთას სცემდა,შიგადაშიგ კი კარზე ბრახუნით ცოლს გასძახებდა. -კარგი რა ლიკა,რით ვერ მორჩი,გამოდი აწი. -მოვდივარ-როგორც იქნა გაიგონა სანატრელი ფრაზა და კარს უკანსვლით მოშორდა,ცნობიმყოყვარეობითა და შიშით თვალები გაუფართოვდა,ნამდვილად არ იცოდა ,რას უნდა დალოდებოდა კარის გაღებისას. თუმცა რეალობამ მოლოდინს მთელი 200 % გადააჭარბა.დემნა გაოგნებული იდგა და თვალს ვერც წყვეტდა იმ სილუეტს,რომელიც მისი ოთახიდან ამ წამს გამოვიდა.იგრძნო,როგორ შეანელა მისმა გულმა მუშაობა,ფილთვებმაც კი უარი თქვეს ჟანგბადის მიწოდებაზე,მერე ერთბაშად იფეთქა გულმაც და ჟანგბადმაც,ღმრად ამოისუნთა,ოდნავ გაეღიმა,ჯიბეებში ჩაწყობილი ხელები მჭიდრომ მომუშტა,მხრებში კმაყოფილმა გაიშალა და ისევ ლიკას მიაცქერდა.საოცრება იყო,მომაჯადოებელი,ანგელოზი ფრთების გარეშე,ნაზი,ჰაეროვანი,მისი თვალები...... ისევ დახტუნავდნენ ჭინკები.ეს არ იყო ის ქალი,რომელიც ღვინისაგან გაბრუებული ,რაღაც სისულეებს ,როშავდა,ეს ქალი იყო,რომელიც სურდათ,,რომელიც ანათებდა და ასხივებდა,რომელსაც შეეძლო ნებისმიერი მოკვდავის გულისა და სულის დაპატრონება და სწორედ ამიტომ იდგა ახლა მისი ქმარი ასე მუნჯად და გაოგნებული,იმის აღმოჩენით,რომ მის წინ ქალი იდგა,ქალი რომლისთვისაც ნებისმიერი მამაკაცი თავს გასწირავდა და ამ ქალს მისი ცოლი ერქვა.თუმვა დემეტრე ხუციშვილი აბა რისი კახელი იყო,თუ ასეთ გრანდიოზულ და ამაღელვებელს მომენტს კიდევ უფრო პიკანტურობას არ შემატებდა. -ვხედავ ბაყაყისთვის უკოცნიათ-თქვა და თავი ოდნავ გადახარა გვერდზე,აშკარად ეღიმებოდა,მაგრამ აღფრთოვანებასაც ვერ მალავდა. -შენდა სამწუხაროდ,არც მაგისთვის გამოდექი ვარგისი-მის ირონიას საკადრისად უპასუხა. -მართლაც,რომ...... ჩაილაპარაკა და მოხრილი მკლავი გაუწოდა იმის ნიშნად,რომ მას დაყრდნობოდა.ქალმაც მორჩილად გამოსდო ხელკავი და უხმოდ გამარჯვებული იერით ჩაუყვა კიბეებს. დემნა საოცრად ბედნიერი იყო.მირზა,თამილა და ნუგზარი ამაყი და კმაყოფილი მათი შემხედვარე.დაჩი კი გახარებული და აღფრთოვანებული ძმის არჩევანით.საოცარი მხიარულება იყო სუფრაზე.ლიკამ დაივიწყა ყველა წყენა და ბიძაშვილებს საოცარი სითბოთი შეხვდა.ყველაზე ლაღი და ენერგიული თავად დედოფალი იყო. -თვალებს არ ვუჯერებ-ბოლო ხმაზე კიოდა ეკა. -როგორ მიხარია აქ,რომ ხარ ეკუშ-კიდევ ერთხელ მოეხვია მის მეგობარს. -ისეთი მოულოდნელი იყო შენი ამბავი,იცოდე ყველაფერს მომიყვები მოღალატევ-მსუბუქად უჩქმიტა . -აუცილებლად,მერე შენთანხმდეთ და ჩემთან ჩამოდი დარჩენით,მეც ბევრი რამის თქმა მინდა. -აუცილებლად ,უკვე მომწონს აქაურობა-მომღიმარი მოალო თვალი არემარეს. სადღეგრძელო სადღეგრძელოზე ისმებოდა,რათქმაუნდა სიძის დაწურულლი და პატარძლის დაწუნებული ღვინით.მირზა თვალცრემლიანი აკვირდებოდა ამ ყველაფერს და მხოლოდ ერთი ნატვრა ჰქონდა,მისი ცოლი მოსწრებოდა ამ დღეს. -სიძე პატარძალმა იცეკვოს-ვიღაცამ დაიძახა და სხვებიც აყვა-დაისი დაისი დაუკარით-კიდევ ერთი შეძახილი სუფრის ერთი ბოლოდან. -არ მინდა შენთან ცეკვა-გაბრაზებით გადაულაპარაკა მომღიმარი სახით ქმარს,რომ სხვებს საეჭვო არაფერი შეემჩნიათ. -ბოლომდე ითამაშე ჩემო მეუღლევ,არაჩვეულებრივი მსახიობი ხარ-მანაც გაუღიმა ხელოვნურად და ხელი გამოსდო წელზე,რომ აეყენებინა. -კვირაზე მეტია პროფესიონალთან გავდივარ სპეც კურსებს -ყოჩაღ მე-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და წრის მეორე ბოლოსკენ წავიდა,რომ სასტარტო პოზიცია დაეკავებია ცეკვისათვის. და აი მთელს ეზოს დაისის საოცარი ჰანგები მოედო.რამდენადაც ნაზი და მსუბუქი იყო ლიკას მოძრაობები,იმდენად მამაკაცური და მტკიცე იყო დემნას მიხვრა-მოხვრა.როგორც კი ახლოს დაიგულებდა მაშინვე, კბენდა ქმარს,თან მომღიმარი სახით. -რა მოუქნელი და ხისტი ხარ. -შენ კი ინდაურივით დაიფხორები. -ლონდრე. -ბატო. -კვაზიმოდო -ფიონა -ეგ აღარ დამიძახო,თორემ მოგკლავს -კარგი....ფიონა -ვირო სტუმრები კი მქუხარე ტაშით ამხნევებდა მოცეკვავე წყვილს და ბედნიერი სახეებით შესციცინებდნენ მომღიმარ და მოცეკვავე წყვილს. -ცეკვის დროსაც არ ისვენებ და იქაც ერთმანეთს ეფერებიან სიტყვებით-გულზე ერთმენეთზე გადაჭდობილი ხელისმტევნები მიედო თამილას და ცრემლიანი თვალიებით კმაყოფილი შესცქეროდა „მოჟღურტულე „ ვაჟსა და რძალს. მუსიკაც დამთავრდა,სტუმრები აღფრთოვანებით უკავდა ტაშს წყვილს ლამაზი ცეკვისათვის,ისინი კი ხელიხელ ჩაკიდებულები თავის დაკვრით იხდიდნენ სამადლობელს და ერთმანეთს ისე უჭერდნენ თითებს,რომ ეს ხელის მტევანი კიარა ყელი,რომ ყოფილიყო აქამდე უსულოდ დაეცემოდნენ ძირს. უცებ ჰაერში საზეიმო მაშხალა გავარდა,რომლისაგანაც ცის კამარაზე ულამაზესი წიტელი გული დაიხატა,ყველას მზერა ცისკენ მიემარტა.კიდევ გავარდა,კიდევ,კიდევ,მერე ვიღაცამ მაღალი ბოხი ხმით დაიჭექა -გილოცავ ძმაო. ამ ხმის გაგონებაზე ელდა ნაკრავივით შებრუნდა უკან დემნა და სხვებიც,ეზოს მეორე მხარეს მაღალი,ახოვანი მამაკაცი იდგა,რომელიც მომღიმარი შემოცქეროდა მარყიონს. -ბექა-მოულოდნელობისაგან გაოგნებულმა წამოიძახა სიხარულით დემნამ და ჩქარი ნაბიჟით სტუმრისაკენ გაემართა,მთელი ძალით ჩაეკრა და ერთმანეთს ძლიერი მკლავები შემოაწდეს. p.s. როგორც იცით ავად ვიყავი,ვკვდებოდი და გადავრჩი იმედია მაპატიებთ და გაგიხარდებათ,რომ არ მოვკვდი .დავბრუნდი აწი აღარ დავაგვიანებ.მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.