უფროსის ვაჟი! [5]
უფროსის ვაჟი! V თავი. –თუნდაც მე!– მკაცრად ამბობს, მაგრამ როცა მის სიტყვებს იაზრებს, თვითონვე უკვირს. მილას სხეულში ერთიანად უვლის ჟრუანტელი, ყურებამდე ეღიმება, თავს კი დაბლა ხრის, ნამვილად ძნელია თავის შეკავება მისთვის როცა ასეთ სიტყვებს ისმენს, აწითლდა ლოყები და გული საშინლად აუჩქარდა, სიტყვები რომელსაც მოსმენას მთელი 3წელი ელოდა, მაგრამ იცის რომ ეს დროებითია ახლა. მილა როცა პასუხის გაცემას აპირებს სწორედ მაშინ მოვიდა მიმტანიც და ორივეს შურმა დაუდო თეფშზე, თეფშთან კი ლუდით სავსე კათხა. –აბა მზად ხარ?– თემა შცვალა მიშომ, დაბნეულობა თვითონაც არ შეიმჩნია. –კი კი მზად ვარ– სიცილით უთხრა და სახეზე ჩამოშლილი თმის ნაწილი ყურიდან გადაიწია. შაურმა ხელში მოიმარჯვა და ორივე ერთდროულად შეუდგენ ჭამას. სიცილს ვერცერთი იაკვებდა, ერთმანეთს უყურებდნენ და დასცინოდნენ, რაც შაურმის ჭამაში ხელს უშლიდა ორივეს. მილას იმაზე ეფიქრებოდა რამდენად ქალური საქციელი იყო საყვარელ მამაკაცთან ერთად შაურმის ჭამა, მაგრამ აღარაფერი ახსოვდა გარდა იმისა რომ მასთან ერთად დროს ატარებდა, ამიტომ ცდილობდა ყველაფრის დავიწყებას. –ესეც ასე გაჯობე– სიცილით თქვა მილამ და ხელსახოცზე ხელები შეიწმინდა, შემდეგ კი ტუჩები გაისუფთავა. –კარგი რა, როგორ შეჭამე ასე მალე?– თეფშზე დებს დარჩენილ შაურმას და წარბშეკრული მილას აკვირდება, შემდეგ კი ეცინება– პირველი ხარ ვინც მაჯიბა. –ხოო? ძალიანც კარგი– კმაყოფილი იღიმის და კათხას იღებს.– მოიცა ეს რა უალკოჰოლოა? –კი– თავს უქნევს სიცილით მიშო და მის ლუდს სვავს– ჩემთვის ალკოჰოლიანი შევუკვეთე, შენთვის უალკოჰოლო. –კარგი რა– თვალებს ატრიალებს, მაგრამ აღარ ეწინააღმდეგება– ქრისტისთან რა პრობლემები გაქვს?– ცნობისმოყვარეუბამ ძლია. დაინახა როგორ შეკრა მიშომ წარბები და როგორ დაიძაბა, ინანა, მაგრამ რა ქნას აინტერესებს, ასე უმიზეზოდ და უაზროდ ქრისტი არ დაშორდებოდა. იქნებ მობეზრდა? არაა აქ ვიღაც იყო გარეული. –არ ვიცი, გუშინ მასთან ვიყავი და უაზროდ მიყვიროდა, დამშორდა, მაგრამ მიზეზი არ მითხრა, გიჟივით იქცეოდა და უაზროდ წიკვინებდა რაღაცეებზე. –უცნაურია– თავისთვის ჩაილაპარაკა მილამ, შემდეგ კი გაახსენდა კახის ნათქვამი, მაგრამ ისევ უცებ მიივიწყა, რადგან იცოდა რომ კახი არაფერს გააკეთებდა, ან იცოდა, ან უბრალოდ იმედი ქონდა ამის. –ხო ძალიან უცნაურია და გაამღიზიანებელიც– თავის ქნევით ჩაილაპარაკა მიშომ, მილას კი მის სიტყვებზე გაეღიმა.– მილა არავინ გიყვარს? –მე?– დაბნეულმა ახედა და ლუდის ყელში გადაუშვა, სახე აუწითლდა, არ უნდოდა მოტყუება, მაგრამ ვერ იმას იტყოდა რომ უყვარდა ვიღაც და ეს ვიღაც ის იყო.– არა –კარგი რა, 23 წლის ხარ და არავინ გიყვარს? –ჯერ ერთი 22 და მეორეც, მერე რა რომ არავინ მიყვარს? –უცნაურია, მითუმეტეს ახლა. არავინს გამოუჩენია სიმპათიები? –მიშო რა გინდა?– უცებ ენთება და ბრაზდება. –არაფერი მართლა, უბრალოდ მიკვირს, როცა ასეთი მიმზიდველი ხარ, ქალური, საყვარელი, ლამაზი და სექსუალური, რატომ არ უნდა გყავდეს შეყავრებული და რატომ არ უნდა გიყვარდეს ვინმე– უცებ ამბობს, თვითონაც უკვირს. რაღაც შეიცვალა მასში მაგრამ ვერ ხვდება რა და ეს აცოფებს, მოსწონს მილასთან ერთად ყოფნა, მარგამ ქრისტიზე ეფიქრება, ბოლოსდაბოლოს ერთად მთელი ერთი წელი არიან. –მადლობა კომპლიმენტებისთვის, მაგრამ თუ ვინმე დაიმსახურებს ჩემ სიყვარულს, გეტყვი– სიცილით ამბობს მილა და ცდილობს აწითლებული ლოყები დააიგნოროს. ლოყების დაიგნორება უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე აძგრებული გულის, ხო ეს არც უკვირს, მაგრამ ახლა ძალიან, ძალიან ძლიერად უცემდა. –ხო, მართლა ძალიან შეიცვალე ამ ორ დღეში. –დამიჯერე მე ისევ ის მილა ვარ სათვალით, ჯინსის შარვალში, თეთრ პერანგში და კედებში, ძველ მილას ვერავინ მოკლავს– სასაცილოდ იჯგიმება და ისევ ლუის სვავს. მიშო მიმტანს ეძახის და თხოვს რომ კიდევ მოეტანა ლუდის კათხები, ისევ ისე ერთი უალკოჰოლო და ერთი ალკოჰოლიანი. –ხომ მაქვს მე? –შევეჯიბროთ, ახლა ვნახოთ ვინ აჯობებს –კიდევ ერთხელ გინდა გაიგო რა გემო აქვს დამარცხებას? კარგი, კარგი– ხელებს მაღლა წევს და იცინის, მალე მათ მაგიდას სავსე ლუდის კათხები ემატება. –1...2...3– ამბობს მიშო და ლუდს იყურებს, ასე აკეთებს მილაც. რამოდნიმე ყლუპში მიშო მაგიდაზე კათხას ახეთქცებს, სწორედ ამ დროს რჩება მილაც ლუდის დალევას. თითქმის ერთდოულად, მაგრამ მაინც მიშო ჯობნის. –ვაიმე მგონი ცუდად ვაარ– ამბობს უცებ მილა და მუცელზე ხელს ისმევს.–ნახე როგორ გამებერა– ამბობს უცებ და ფეხზე დგება, გვერდულად აჩვენებს მუცელს და ხელს ზედ ისმევს. მიშოს მზერა უშეშდება, უყურებს მილას 'გამობერილ' მუცელს და უაცნაური შეგრძნება ეუფლება, გული უჩქარდება. გამოფხიზლების მიზნით თავს აქნევს. –ჩემი უფრო დიდია– ამბობს უცებ და ისიც დგება, მუცელს ზედმეტად დიდზე წევს და ისიც იგივეს აკეთებს რასაც მილა, სიცილი ხარხარში გადასდის მილას და სკამზე ებერტყება.– ამაში გაჯობე, ანგარიში 1–2 ასე რომ დამარცხდით ქალბატონო. –ხელის გადაწევაში შევეჯიბროთ– უცებ ეუბნება. –შენ გგონია რომ მაჯობებ?– ირონიულად ამბობს მიშო და თვალებს ატრიალებს. –ვნახოთ– ბოროტულად იცინის და ყველა იმ მითითებას იხსენებს რასაც მიკა ასწავლიდა. მოხერხებულად ჯდებიან ერთმანეთის პირდაპირ და ხელზე ძლიერად ეჭიდებიან, მიშო ამაყ ღიმილს არ იშორებს, საკუთართავში დარწმუნებული იჯგიმება, ხელს კი ადუნებს, ეს გაწრიპული როგორ მაჯობებსო. –1...2...3...– ითვლის მილა, სიტყვებს ასრულებს თუ არა ხელს უტეხავს, მის მუშტთან მხარი ახლოს მოაქვს და რამდონიმე წამში მიშოს ხელი მაგიდაზე ებერტყება.– ჰა ჰა ჰა ესეც ასე– ბოროტულად გაიცინა მილამ და სკამზე სასაცილოდ ცეკვა დიაწყო, მიშო კი გაოგნებული უყურებდა, ახლა დამარცხებულიც იყო და მოტყუებულიც, მოტყუვდა მილას გარეგნობით, მართლა არ ეგონა რომ მილა მოიგებდა. –შენ... როგორ? –ხელი არ უნდა მოგედუნებინა, როგორ გეტყობა რომ გამოუცდელი ხარ– თავს აქნევს მილა და ახლა მიშოზე კმაყოფილ სახეს იღებს და იცინის. მალე მისი ტელეფონი წრიალს იწყებს, პასუხის თანავე თვალებს ატრიალებს. აგნესმა დაურეკა და 'უბრძანა' სახლში მისულიყო, რადგან ელენასთან და ბატონ ნიკოლოზთან ერთად ელოდა. –მიშო სახლში უნდა წავიდე. –მოიცა გაგიყვან– ამბობს უცებ, მიმტანს ფულს უტოვებს და ქურთუკს იღებს, მილაც მანტოს ჩანთაზე კიდებს და გარეთ გადიან. მანქანაში მოთავსებულ მილას ხასიათი გაფუჭებული აქვს, მოღრეცილი სახით უყურებს გზას და მოსალოდნელ საუბარზე ან ჩხუბზე ფიქორბს. –ყველაფერი კარგადაა?– ეკითხება მიშო. –ახლა კი, მაგრამ რამდენად კარგად იქნება ცოტახანში არ ვიცი– მხრებს იჩეჩს, ჩანთას ებღაუჭება, რადგან უკვე მიშოს მანქანა კორპუსთან მიყვანა, მისი სადარბაზოს წინ გააჩერა. –ნამდვილად კარგი იყო შენთან ერთად დროის გატარება, იმედი მაქვს კიდევ ხშირად გავერთობით ასე. –აუცილებლად– უღიმის და მანქანიდან გადადის, სადარბაზოსთან მისულს მიშოს ხმა ესმის, მოტრიალებისას კი გრძნობს ცხელ ტუჩებს, რომელიც მის ტუცებს ეკრობა. გაოგნებული ვერ ხვდება რა ქნას, ბოლოს კოცნაში თვითანც ყვება და ისე თამამდება რომ თმებზე ძლიერად უჭერს ხელს. არ უნდა ამ წამის დასრულება, არ უნდა ამ კოცნის გაფუჭება და დავიწყება. ეს ხომ პირველად მოხდა თანაც მიშოს სურვილით, თითქოს დიდი ხნის ოცნება აიხდინა, გული გამალებით უცემდა, ტირილამდე მისულმა ცრემლების შეკავება მაინც შეძლო. –შეხვედრამდე– ჩურჩულებს მის ტუჩებთან მიშო და რამოდნიმე ნაბიჯით უკან იხევს, მილა ჯერ კიევ გაოგნებული დგას, მაგრამ აზრზე მალე მოდის. –ნახვამდის– ლამის ჩურჩულით წარმოთქვამს და სადარბაზოში უჩინარდება, ფეხები ერთმანეთში ებლანდება, რის გამოც იქვე ჩამოდჯომა უწევს, ცივ ბეტონზე ჩამოჯდარი ცდილობს ყველაფრის გაანალიზებას. ტირის, პირველად სიხარულის გამო ატირდა, იმ გრძნობის გამო რომელიც უიმედო ეგონა. ტირის რადგან დაცლა უნდა, უნდა რომ ვიღაცას გაანდოს ეს ყველაფერი, მაგრამ არავინ ყავს რომ ეს სიხარული გაუზიაროს. მან აკოცა! ძნელია ამის დავიწყება, მაგრამ გააზრება უფრო, ცდილობს გონებაში აღიდგინოს შერგძნება, ტუჩებზე ხელს ისმევს და გრძნობს ისევ იმ სიმხურვალეს. სახლში მისული გაბადრული სახით დადიოდა და სულაც არ აქცევდა ყურადღებას აგნესს და ელენას, ბატონ ნიკოლოს მითუმეტეს. გახარებუი ხანდახან ხტუნაობითაც მიმოდიოდა. –მილა– ელენას ხმა ესმის, მისკენ იყურება და გახარებული ისევ ხტუნაობას იწყებს, მასთან მისული კი ძლიერად ეხვევა. –ბედნიერი ვარ– გახარებული ლამის ყვირილით ეუბნება. –მაშინაც ბედნიერი იქნები რომ გეტყვი ესპანეტში მივდივარ აგნესთან ერთად სამუდამოთთქო?– შეპარული ღიმილით ამბობს და ოდნავ უკან იხევს. –და ბატონი ნიკოლოზი?– გაკვივრებული უყურებს. –ისიც ჩემთან ერთად მოდის– ამბობს და ელოდება როდის მოაწყობს პანიკებს, მაგრამ მილა უბრალოდ უღიმის. –დედა კარგად იცი რომ ვინმეს გადაწყვეტილების მიღებაში არ ვეჩრები, შენ თუ წასვლა გინდა უნდა წახვიდე, მე დარჩენას ვერ დაგაძალებ, მითუმეტეს ახლა როცა უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვთ.– მშვიდად იღიმის და სავარძლის კიდეზე ჯდება– ბედნიერი ხარ ამ გადაწყვეტილებით? –კი, მაგრამ შენი დატოვება არ მინდა. –დედა თითქმის 4 წელია მარტო ვცხოვრობ, მხოლოდ წელიწადში ერთხელ გხედავდი ხოლმე და ახლა შენთვის ძნელია ჩემი დატოვება? ... კარგი ბოდიში უხეშად გამოივდა– სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს როცა ელენის სახეზე ცრემლს ხედავს, მაგრამ თავის შეკავება უჭირს.– შენი გადასაწყვეტია –მილა.– სასოწაკრვეთილი ხმით წარმოთქვამს ქალი და ქვითინს იწყებს. –კარგი დედა რა, მე ეს არ მითქვამს იმიტომ რომ გეტირა, უბრალოდ მართლა ვერ გადავეღობეი შენს არჩევანს, წასვლა გინდა წადი, მე ვერ გაგაკავებ, შენი ცხოვრებაა და როგორც ყველა გადაწყვეტილებები შენთვითონ უნდა მიიღო, იმიტომ რომ შენი ცხოვრება შენ გეკუთვნის და არა მე.– დამშვიდების მიზნით ეხვევა. –სულ არ მოგენატრები? –ეს გაწუხებს? რათქმაუნდა მომენტარები, ისე როგორც აქამდე მენატრებოდით შენ და მამა. აქ კი ტირილი ვერც მან შეიკავა, როგორ უნდოდა ეუხეშა, როგორ უნდადა გაბრაზებულიყო, მაგრამ არ შეეძლო,ს ხომ დედაა, ვინც გააჩინა და ვინც უვლიდა, ვინც სიყვარულს არ აკლებდა, მერე რა რომ ბედნიერება მოუნდა? დიდიხანია შეეგუა მილა, მაგრამ მისი სამუდამოდ წასვლა ძალიან არ ესმიანოვნა, ახლა საერთოდ ვერ ნახავდა და ვერ იქნებოდა მასთან, როცა დასჭირდებოდა გვერდში ვერ დაუდგებოდა. უშვებდა, უკვე მეორედ უწევდა მისი გაშვება და არც ახლა ფიქრობდა მის შეჩერებაზე, ბედნიერების უფელებას ვერ დაუკარგავდა. გული კი იმაზე ტკიოდა რომ დედისთვის მასთან ახლოს ყოფნა არ იყო ბედნიერება, ან იყო, მაგრამ ამ ბედნიერებებს სხვა მისთვის მეტად მნიშვნელოვანი ბედნიერებები ფარავდა. –ძალიან მიყვარხარ მილა– ჩურჩულით ამბობს და მისი სურნელს ისუნთქავს. –მეც მიყვარხარ დედა–ჩამწყდარი ხმით ძლივსგასაგონად ჩურჩულებას, შემდეგ შორდება და ცრემლებს იშორებს. –ჩვენი წასვლის დროა, რეისი 4 საათზეა– ამბობს აგნესი, როცა ხვდება რომ გამომშვიდობებას მორჩნენ. –რა? დღესვე მიფრინავთ? –ხო დღეს მივფრინავთ– ეთანხმება აგნესი. –დე ჩემთან დარჩი და მერე წადი, რაღაც უნდა მოგიყვე. დედა ბოლო მაინც დაითანხმა, მასთან ერთად საწოლზე გადაწოლილი ბევრს ლაპარაკებოდა, ყველა წინადადებაში მიშოს ახსენებდა, პირველად იყო ვისაც გული გადაუშალა და ასე უთხრა ყველაფერი, თითქოს დაიცალა, ეს კი აბედნიერებდა. მასზე მიხუტებულს ჩაეძინა, ისიც ვერ გაიგო როდის გავიდა ელენა სახლიდან, ტბილად ეძინა, მისი საყვარელი სახე სიზმარში ელანდებოდა. დილით ბედნიერს გაეღვიძა, მაგრამ როცა დედა არ დახვდა საშინლად მოიწყინა, გული ისევ ისე ტკიოდა და ისევ ისე განიცდიდა. მობეზრებული წამოდგა და გამზადება დაიწყო, ვარისფერი ცოტათი მოკლე ნაქსოვი ზედა ჩაიცვა, შავი ქვედაბოლო, რომელსაც ლამაზი ბუმბულები ეხატა, ფეხზე კი შავი ფერის ბასანოშკები მოირგო , უხალისო დატრიალდა სარკეში, თმები გაშლილი დაიტოვა. საბუთები ჩანთაში ჩააწყო, მანტო ზედ ჩანთაზე გადაკიდა და სახლიდან გავიდა, ტაქსი გააჩერა და შიგნით მოთავსდა, გააზრებაც ვერ მოასწრო ისე მივიდა სამსახურამდე, კიბეები უხალისოდ აიარა და ადამიანის მზერა დააიგნორა, როგორც გუშინ დღესაც საკმაოდ გააოცა ისინი. ყავა გაამზადა და ბატონ ლევანისთვან შევიდა, ყავა მაგიდაზე დაუდო და ახლად გამოსული ჟურნალი ანახა, ოთახი ისე დატოვა რომ ბატონი ლევანისთვის არაფერი უთქვამს, მის სავარძელში ჩაესვენა და საქმის გაკეთებას სეუდგა, საბუთები მოაწესრიგა. უცხოელი მწერლების ახალ სტატიებს თვალი გადაავლო, რამოდნიმე სტატია მომდევნო გამოცემისთვის მოამზადა. დაღლილობის შეგრძნებამ გამოაფხიზლა, სავარძელს მიეყრდნობილმა ჩუმად ამოიგმინა გუშინელი ამბების გახსენებისას, წამით გაეღიმა კიდევაც კოცნა რომ გაახსენდა. მაგრამ შემდეგ დედის წასვლა გაახსენდა და ისევ მოექუფრა სახე. –მილაჩკა– ნაცნობი ხმა ესმის, თვალებს ახელს და მის მაგიდასთან მდგარ მიშოს ხედავს, უცებ სწორდება და უყურებს მომღიმარ ბიჭს, მისკენ დახრილი ტუჩის კუთხეში კოცნის. – რამე მოხდა?– უცებ ამჩნევს მილას მოწყენილ ხასიათს. –ამ... დედაჩემი ესპანეთში წავიდა. სამუდამოდ– მოურიდებლად ამბობს, სიტყვების წარმოთქმისას კი თვალებში ცხრემლები უდგება, გაღიმებას ცდილობს მაგრამ არ გამოსდის. –ჰეი მილა– მის ფეხებთან იხრება და მილას ხელებს მის ხელებს ჭიდებს, ცერა თითით კი ნაზად ეფერება– დამშვიდდი კარგი? მე შენთან ვარ– ამბობს ჩუმად და შუბლზე კოცნის აქვითინებულ გოგოს, შემდეგ კი ცრმელებს ხელით უშრობს. გული საშინლად უფრიალებს, მისი ასე ახლოს ყოფნით, წითლდება როცა გუშინდელი ახსენდება. –ყველაფერი კარგადაა– სრუტუნით ამბობს და თვალებზე თითებს ისმევს– კარგად ვარ– დამაჯერებლად ამბობს და ახლა უკვე იღიმის. ხედავს მიშოს ცხვლილებას, რაც სასტიკად მოსწონს, მისი სიახლოვე და ყურადღებას გულს უჩქარებას, ახლაც როცა უყურებს უჭირს თავის შეკავება. ჩახუტება უნდა და მისი სურნელის შეგრძნება. –გინდა წავიდეთ? –სად უნდა წავიდეთ?– დაბნეული უყურებს მილა. –არ დაგავიწყდეს პატარა ქალბატონო რომ მამაჩემი შენი უფროსია, უცებ მოვთაფლავ და წავიდეთ სადმე– სიცილით ამბობს მიშო და ლევანის კაბინეტისკენ მიდის, მაგრამ მილა აჩერებს. –დამიჯერე მე უფრო მარტივად ვიზამ მაგას– თვალს უკრავს და მიშოს მის სავარძელში სვავს– დამელოდე ფეხსაცმლის კაკუნით და გამომწვევი თეძოების ქნევით მიდის ბატონი ლევანის კაბინეტისკენ, გრძნობს მწველ მზერას, მაგრამ ცდილობს არ შეიმჩნიოს და არ დაიბნეს. –ბატონო ლევან, შეგიძლიათ 2 საათით გამათავისუფლოთ?– ზედმეტი შესავლების გარეშე ეკითხება და უღიმის. –რათქმაუნდა მილა, თუ გინდა დღეს საერთოდაც ნუ მოხვალ, დაისვენე. –მადლობა ბატონო ლევან– თავს უქნევს და ოთახიდან ამაყი ღიმილით გამოდის– შენს გარეშეც შემიძლია– თვალს უკრავს ისევ მიშოს და მაგიდას ეყრდნობა– აბა სად მეპატიჟები. –ასეთ შემთხვევებში სასტუმროში, მაგრამ ახლა სადმე კაფეში წაგიყვან– სიცილით ეუბნება და მის წინ დგება, მილა მას იშორებს, როცა ახსენდება რომ მარტოები არ არიან და ათასი თვალი უყურებს. –მიშო– უბრაზდება. –რა?– იცინის და მოულოდნელად გოგოს ტუჩებზე კოცნის, მილას თავი შეკავება ძალიან უჭირს და არც გამოსდის, კოცნაშიც ყვება, მაგრამ ძალიან ბრაზდება როცა მიშო სიცილით შორდება. –შენც გდომებია– მის ტუჩებთან ჩურჩულებს და სახეზე ეფერება, მილა წამით თვალებსაც ხუჭავს, მაგრამ ისევ მალევე ფხიზლდება. ყველა თამანშრომელი მათ უყურებს, მილას კი ეს უხერხულ სიტუაციაში აგდებს, წითლდება და თავს დაბლა ხრის. –წავედით წავედით– ამბობს სიცილით მიშო, მილას ჩანთას და მანტოს იღებს, მილასაც კიდებს ხელს და ლიფტისკენ მიჰყავს. –არა არა და კიდევ ერთხელ არა!– ამბობს კატეგორიულად როცა მიშო ლიფტს იძახებს. –აა უი ჰო, სულ დამავიწყდა– ამბოს უცებ და კიბეებისკენ მიდის, ასე მილაზე ხელჩაჭიდებული კიბეებზე ნელა ჩადის, ხანდახან უყურებს მას და ეღიმება მის წითელ ლოყებზე, არ იცის რა ხდება მის თავს და რას აკეთებს ეს გოგო ასეთს, მაგრამ ისე იზიდავს რომ მისგან თავის დახსნა ძალიან, ძალიან უჭირს. –დღეს კლასელებს ბანკეტის 7 წლის თავი გვაქვს, ყველა შეყავრებულთან, საცოლესთან ან ქმართან ერთად მიდის, მე კი მარტო წასვლა არ მინდა. –და?– სცილით ეკითხება. –გამიწევ პარტნიორობას?–ღიმილით ეკითხება და მის წინ დგება. კიბესთან ჩერდება და ღიმილით უყურებს, შემდეგ კი თავს უქმევს. –ჩემთვის დიდი პატივია– ამბობს ღიმილით მიშო და დღეს უკვე მეორედ მთელი გულით კოცნის მილას, ტუჩებს მონდომებით უკოცნის და ცდილობს მისით გაძღეს, მაგრამ არ გამოდსის, უბრალოდ ძნელია მისით გაძღომა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.