შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აი ასე .. ყველაფერი ხდება (2ნაწ.დასასრული)


20-03-2016, 15:13
ავტორი daiana
ნანახია 3 307

სავადმყოფოს სკამებზე შეშლილი სახით ისხლდნენ.უყურებდნენ თეთრ კედლებს და კიდევ უფრო უმძაფრდებოდათ ზიზღი ამ შენობის მიმართ.აქ ხომ კარგი ამბავი მხოლოდ ერთ ბლოკში ხდება,ისიც სამშობიარო განყოფილებაში.დემეტრეს მშობლებიც იქ იყვნენ,თარაშის მშობლები საქართველოში არ იყვნენ,რამოდენიმე გოგონებისთვის უცნობი ბიჭიც მოსულიყო და მათაც ეტყობოდათ როგორ ნერვიულობდნენ.ნახევარი საათი გავიდა,ექიმი არსად ჩანდა.
-თქვენ ალბათ ელენე და გაიანე ჰო? - ერთ - ერთი ბიჭი ჩამოუჯდა გვერდით - მე გაბრიელი ვარ,ბიჭების ბავშობის მეგობარი ..
-სასიამოვნოა - ზრდილობიანად გაუღიმა ორივემ.
-ადრე,როცა პირველად გამოჩნდით .. მე აქეთ არ ვიყავი,ეხლა კიდე თქვენთან ერთად მოვდიოდით ბათუმში და იქ უნდა გაგვეცნო ერთმანეთი .. მაგრამ აი .. აქ ავიცანი - დანანებით ამოილაპარაკა და ხელები ერთმანეთს გაუხახუნა - გოგონებო მე ცოტახნით უნდა გავიდე და თუ რამე ახალი იქნება შემატყობინეთ .. - ბიჭებს გადახედა - ისინი ვერ მოიფიქრებენ მაგდენს .. - ტელეფონის ნომერი ჩააწერინა გოგონებს და სავადმყოფო დატოვა.
კიდე ერთი საათი გავიდა ..
ორი ..
სამი ..
იმედიები დროსთან ერთად ქრებოდა ..
და აი იმ გარდამავალ წამს როცა იჯერებ .. როცა ის ბოლო იმედიც კვდება სწორედ მაშინ ცოცხლდება ყველაფერი ..
სწორედ მაშინ ხდება ის გარდამავალი წამი .. უძვირფასესი.
-ოპერაცია დასრულდა,ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია,ყოველგვარი საფრთხე გამქრალია .. - ექთანმა დაღლილი ხმით ამოილაპარაკა და სწრაფად გაეცალა ბედნიერ ახლობლებს.ყველაფერი დასტაბილურდა,ბიჭებს კიდევ 4 დღე მოუწევდათ სავადმყოფოს კედლებით ტკბობა.
....
-ელე ... - აბაზანიდან შეშლილ-გაოცებული სახით გამოვიდა განო და ელენეს ცრემლიანი თვალები შეანათა - ელენე .. მოვკვდები ..
-რას ბოთაობ? რა ხდება განო? - კედელთან ჩაკეცილ განოსთან მივიდა,წინ ჩამოყრილი თმები ხელით უკან გადაუწია - განო .. რა გჭირს?!
-ელენე .. ორსულად ვარ! გესმის?
-რაააა? ვაიმე რა კარგია ... განო შენ იცი ეგ რამხელა ბედნიერება?! - ჯერ კიდევ შეუმჩნეველ მუცელზე გადაუსვა ხელი - განო ამის გამო ტირი? არ მითხრა ბავში არ მინდაო ..
-ელენე როგორ არ მინდა მაგრამ .. თომა ..
-რა თომა? დავიჯერო თარაშს არუნდა ბავშვი?
-არ უნდა ელენე არა .. ერთხელ ვკითხე,ჯერ ადრეაო .. - დანანებით ჩაილაპარაკა და კედელს თავი რამოდენიმეჯერ ძლიერად მიარტყა.
-განო .. ახლა გამომხედე! მე როგორ სიტვაციაში ვიყავი არ გახსოვს? - თავი გაუკავა და ხელები ძლიერად მოხვია - მე არც კი ვუყვარდი დემეტრეს .. მაგრამ ბავშვზე უარი არ უთქვამს! მშობლების წინაღმდეგობა რომ არა და შემდეგ ძლიერი ნერვიულობა ახლა ოთხი წლის გოგონა ან ბიჭი მეყოლებოდა,მიუხედავად იმისა რომ დემეტრეს არ უნდოდა ბავშვი და დიდად გულზეც არ ვეხატებოდი .. დარწმუნებული ვარ თარაშს ბავშვი ძალიან უნდა .. უბრალოდ არ იცის რამხელა ბედნიერებას კარგავს ..
კარზე ზარია.
ელენე წამოდგა კარი გააღო და ბიჭები რომ დაინახა მომღიმარი სახეებით გული აუბრახუნდა.ახლა განო რომ ასეთ მდგომარეობაში ენახა თარაშს მთელ თბილის გადაწვავდა.ბიჭები გადაკოცნა დასახლში შეატარა.განო ისევ იგივე პოზიციაში იყო,თავი მუხლებში ჩაემალა.
-განო - თარაშის დაძაბული ხმაც მოესმა - განო რა გჭირს? - ბიჭი გოგონასთან მივარდა,მასთან ჩაიმუხლა და თავი ზემოთ ააწევინა.გოგონამ ჩაწითლებული თვალები მიანათა მის დაბნეულ მზერას.
-განო უთხარი - ელენე დემეტრეს შემოეხვია,დემეტრემაც დაბნეულმა დახდა მასზე აკრულ სხეულს.
-რა ხდება ელენე? - ახლა ელენეს მიუბრუნდა თომა.
-მე ვერ გეტყვი .. განომ გითხრას! - იუარა და დაქალს მკაცრი მზერა შეავლო - განო უთხარი!
-განო რას მტანჯავ?! მითარი - ბიჭმა დაღლილმა ამოიოხრა და მის წინ ჩამოჯდა.
-მე .. თომა ... მე ორსულად .. ორსულად ვარ - და ვინ ამბობდა თომას შვილი არ უნდაო?! ბიჭს სახეზე ამოუცნობი გრძნობები გამოესახა.გაოცება,ბედნიერება,სიყვარული,სიხარული,მოულოდნელობა თითქს ყველა გრძნობა ერთმანეთში გაერთიანდა.სწრაფად წამოფრინდა ფეხზე და განოც თან წამოაყენა,ხელში აიყვანა და ალბათ დიდხანს აფრიალებდა ჰაერში რომ არა ელენეს სიტყვები..
-ეგრეც არ შეიძლება .. ბავშვს რამე არ დაემართოს - ბიჭმაც ფრთხილად ჩამოსვა უსასრულობამდე ბედნიერი გოგონა და გულზე მიიხუტა.
-შენ როდის უნდა გამახარო? - ყურში უჩურჩულა დემეტრემ ელენეს და გოგონას პატარა ლოყებიც აუწითლა.
-ჯერ ადრეა .. - მანაც ჩუმად ჩაიჩურჩულა და ბიჭს ლოყაზე ფრთხილად აკოცა.
-ადრე კი არა .. დაგვიანებულიც არი უკვე ..
ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა.
ანდაც როდის აქვს ბედნიერებას საზღვრები და ჩარჩოები?!
ბედნიერება ხომ -უსასრულობიდან +უსასრულობამდე გრძელდება ..
ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი .. დაღმართს აუცილებლად აღმართი მოზდევს და ასე .. უსასრულოდ.
ყველაფერი ხდება ცხოვრებაში.
გიყვარდება ის ვინც ადრე სულით ხორცამდე გძულდა .. პატიობ იმას რაც წლები გტანჯავს .. იწყებ ყველაფერს ახლიდან .. გხვდება სირთულეებიც მაგრამ იმ სირთულეებს ისევ უზღვავი ბედნიერება გავიწყებს!!!
აი ასე ცხოვრებაში ყველაფერი ხდება ..
....
-დე - ოთახში პატარა გოგონა შიშველი ფეხებით შემოცუნცულდა - დე,მამიკომ მოვიდეს მომენატრა-ო - პატარა ციცქნა არსებამ დანაბარები გადასცა დედას და ისევ უკან გაბრუნდა.
-ოხ დემეტრე .. შენ არ იცვლები - ჩუმად ჩაიჩურჩულა და ღიმილით დატოვა სამზარეულო.
....
-დე - ოთახში პატარა ბიჭმა შეირბინა - დე,მამამ დედიკოს დაუძახე,უთხარი ქმარს ენატრებიო - ბიჭმა სწრაფად მიაყარა დანაბარები და ისევ სათამაშო ოთახში გაიქცა.
-ოხ თომა ... შენ არ იცვლები .. ანდაც რა შეგცვლის! - ჩაიღიმა და ქმართან მონატრების დასახშობად გავიდა.
მე იქვე ორივე სახლში,კუთხეში ვიდექი.ვუყურებდი ბედნიერებით სავსე თვალებს და მეც ვბედნიერდებოდი.მათი თვალები ამბობდნენ ყველაფერს,სიტყვების გარეშე.
...
ეს ცხოვრებაა.
ცხოვრება რომელიც როდის რა „ბომბას“ გიმზადებს არ იცი ..
მაგრამ ყველაზე საჭირო დროს გიგზავნის იმ „ბომბას“ რომელიც მაშინ გჭირდება ..
იმედი .. იმედი ბოლოს კი არა არასდროს არ კვდება ..
აი ასეა მოწყობილი ეს ცხოვრება .. ყველაფერი ხდება აქ ამ პლანეტაზე! ..
...
გამარჯობათ! არ არის ეს ის დასასრული რაც მე მქონდა ჩაფიქრებული და რასაც თქვენ მოელოდით .. ვიცი და ვიღებ ყველანაირ კრიტიკას! ერთადერთი „ნამუშევარია“ ჩემთვის რომელიც საშინლად არ მომწონს .. არვიცი თქვენ თუ მოგეწონებათ.მე ამ ისტორიით სულ სხვა რამის თქმა მინდოდა.მინდოდა მომეცა იმედი თქვენთვის,რომ ეს ცხოვრება და აქ ყველაფერი ხდება ..
მადლობა მათ ვინც კითხულობდით და მათ ვინც თქვენს აზრს ასე თუ ისე მიზიარებდით ..



№1 სტუმარი tamuna

Getanxmebi imedi bolos ki ara arasdros kvdeba...gulis da gonebis ert kunchulshia shenaxuli da tavs gvaxsenebs...me momewona kargi iyo

 


რატომ არის ცუდი? მე ძალიან მომეწონა ძალიან კარგი იყო ამ იატორიით პირადადე კიდევ უფრო კარგდ გავიაზრე ტომ ცხოვრებაში ყოველთვის მოსდევს კარგს ცუდი და ცუდს კარგი რომ არა ასე ეს ცოხვრება ერთფეროვანი გახდებოხდა..კარგი იყო ნამდვილად მომეწონა პირადა ლდ ძალიან საკუთარ თავს ნუ გაკრიტიკებ იმის გამო რომ ცუდია პირიქით მე მომეწონა ძალიან
--------------------
romantikosi mwerali

 


№3 სტუმარი ეკა

ლამაზი ისტორია გაიხარე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent