შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებმა გაგცეს (5)


21-03-2016, 18:53
ავტორი ანკა
ნანახია 3 318

-როგორ მომენატრეე!!! - სახლის კარიდან გამოხტა ემილი და მასთან სტუმრად მისული ბრინა ბედნიერად შეიპატიჟა შინ.
-მეც ძალიან მომენატრე! ნახე რამდენი რაფაელო მოვიტანე! - დიდი პარკი კმაყოფილმა აათვალიერა და მეგობრის საძინებელ ოთახს მიაშურა.
-ოჰჰ, აღარც მეკითხება ისე შედის ჩემს ოთახში - ვითომ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ემილიმ და დაქალს უკან მიჰყვა. - რა უნდა გეთქვა? მალე მომიყევი... - ბრიანამ ყველაფერი დეტალურად უთხრა. ლიამთან ლაპარაკი სიტყვა-სიტყვით ჩამოურაკრაკა და მის რეაქციას დაელოდა.
-ოჰოო! - ესღა აღმოხდა გაოცებულს და პირი დააღო.
-აჰამმ... ახლა რა ვქნა არ ვიცი. ბენთან მორიგი უთანხმოება ნამდვილად არ მინდა. აღარ ვაპირებ იმ შეცდომის გამეორებას...
-კი მაგრამ, იქნებ ლიამმა რამე იცის?
-არ იცის... მას უბრალოდ დახმარება უნდა და ვერც ხვდება რომ ცდება - მხრები აიჩეჩა გოგონამ. - არიას და ზაკს უნდა დაველაპარაკო, სხვა გზა არაა - თქვა დაღონებულმა.
-არ ეჩხუბო კარგი? მათაც გაუგე... ჯერ ჰკითხე რატომ გიშვილეს და აახსნევინე.
-შევეცდები... - მძიმედ ამოიოხრა და ფანჯრიდან გაიხედა.
-არა. უნდა დამპირდე, რომ უხეშად არ მოეპყრობი და გაუგებ მათ. შემდეგ კი ერთად გადავწყვეტთ რა ვქნათ. კარგი?
-კაი, ამჯერად დაგიჯერებ - ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა მეგობარს და რაფაელო გემრიელად შესანსლა...


ერთი კვირის მანძილზე ლიამისგან და ბენისგან არაფერი ისმოდა. ბრინა ლიამს თავიდან ვერ იგდებდა... იქნებ მას რომ დასთანხმებოდა შეხვედრაზე ახლა უკვე თავის მშობლებთან ყოფილიყო? ყოველ საღამოს ცდილობდა არიას და ზაკს დალაპარაკებოდა, თუმცა იმდენჯერვე უმტყუვნებდა ხოლმე გამბედაობა და სულ სხვა რაღაცაზე აგრძელებდა ლაპარაკს.
-ბრი, უნდა ვილაპარაკოთ... - მისაღებ ოთახში არია და ზაკი შემოვიდნენ, საკმაოდ აღელვებული და სერიოზული გამომეტყველებით.
-რა ხდება? - ჰკითხა გულაჩქარებულმა. თოთქოს გული უგრძნობდა, რომ მშობლები ყველაფრის თქმას აპირებდნენ.
-გვინდა რომ სიმართლე იცოდე. ამის უფლება ნამდვილად გაქვს. იმედია ამის მერე არ შეგვიძულებ - თქვა არიამ და თვალები ცრემლით აევსო.
-ჩვენ შენი ბიოლოგიური მშობლები არ ვართ... მაშინ გიშვილეთ, როდესაც სულ პატარა იყავი, 2 თვის... დანახვისთანავე შეგიყვარეთ და შენი შვილად აყვანა მოგვინდა... - დაიწყო ზაკმა. ბრიანამ გაჩუმება არჩია. სჯობდა მათ ჯერ ყველაფერი ეთქვათ და შემდეგ გადაეწყვიტა ეტყოდა თუ არა, რომ უკვე იცოდა მათი საიდუმლო...
-მე და ზაკს შვილი არ გვყავდა - გააგრძელა ხმააკანკალებულმა არიამ. - მაშინ ახალი გაგებული მქონდა, რომ ბავშვის გაჩენას ვერ შევძლებდი, ამიტომ გადავწყვიტეთ ერთი გოგონა აღგვეზარდა. დანახვისთანავე შეგვიყვარდი და უშენოდ მოსვენებას ვკარგავდით.
-შენს მშობლებს ძალიან უყვარდი - ხრინწიანი ხმით განაგრძო ზაკმა - მაშინ ისინიც ჩვენხელები იყვნენ დაახლოებით. ერთი განსხვავება იყო მხოლოდ, ჩვენ მდიდრები ვიყავით, მათ კი დიდი ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. შენს სანაცვლოდ იმაზე ორჯერ მეტი თანხა შევთავაზეთ ვიდრე სჭირდებოდათ. ვერ წარმოიდგენ როგორ გაუჭირდათ შენი დათმობა, დედაშენს მამაშენმა ხელები ძლივს გააშვებინა... ისტერიაში ჩავარდა და კინაღამ გაგიჟდა. ყოველდღე გვირეკავდა და შენს ამბავს კითხულობდა. ზარები ნელ-ნელა გაიშვიათდა და შემდეგ რამდენიმე თვე აღარც დაურეკავთ.
-ამ დიდი პაუზის შემდეგ უეცრად ტელეფონზე დედაშენმა დამირეკა - თქვა არიამ - ვუპასუხე... შენზე დავიწყეთ ლაპარაკი, როგორც ყოველთვის... უფრო ბედნიერი ჩანდა და ვკითხე რა ხდებოდა. მითხრა, ბიჭი გამიჩნდაო... ერთი წლით უმცროსი ძმა გყავს. მეორე შვილმა ის დანაკარგი ნაწილობრივ აუნაზღაურა რაც შენი გაშვილებით მიიღო, თუმცა შენ მაინც განსაკუთრებული ადგილი გეკავა მის ცხოვრებაში. იმ დღის შემდეგ ისევ რეკავენ... ხან დედაშენი ხანაც მამაშენი... ყველაფერი აინტერესებთ შენს შესახებ... - ამის მოსმენის პარალელურად ბრიანა ტიროდა... ჩუმად იჯდა და ტიროდა. უნდა დაედანაშაულებინა კი თავისი მშობლები რამეში?
-ვფიქრობთ, რომ უსამართლობაა ჩვენი მხრიდან დაგიმალოთ შენი მშობლების შესახებ, რომლებიც ძალიან ღელავენ შენზე... - საუბარი დაასრულა ზაკმა და ბრიანას მზერა გაუსწორა.
გოგონა ხმას არ იღებდა... არ იცოდა რა უნდა ეპასუხა. არიაც ტიროდა... ზაკს საოცრად სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა.
-იმედი გვაქვს როდესმე შეძლებ გვაპატიო - ფეხზე წამოდგა არია, როდესაც სიჩუმეს ვეღარ გაუძლო და ოთახიდან გავარდა.
-ალბათ სჯობს ახლა მარტო დაგტოვოთ - ჩუმად ჩაილაპარაკა ზაკმა, ფეხზე წამოდგა და ოთახი დატოვა.
ბრიანა დივანზე გახევებული იჯდა და ფიქრობდა... მთლიანად გადაუარა გაბრაზებამ ზაკსა და არიაზე, მათდამი პატივისცემის გრძნობა გაეზარდა. რა მათი ბრალი იყო თუ შვილი არ უჩნდებოდათ და ვინმეს შვილად აყვანა უნდოდათ? ახლა თავის მშობლებზე იყო გაბრაზებული... ფულზე გაცვალეს! მართალია მასზე ღელავდნენ და შეიძლება ძალიანაც ნანობდნენ თავის საქციელს, მაგრამ ეს საქციელი ყოვლად გაუმართლებელი იყო!
მთელი დღე ადგილიდან ვერ იძროდა. იჯდა, გაშტერებული მისჩერებოდა ოთახის ერთ წერტილს და ცრემლები სდოიდა. გამთენიისას მობილურის ზარი გაიგო და გული გაუსკდა, არ ელოდა...
-ალო... - თქვა უსიცოცხლო ხმით.
-გუშინდლიდან გელოდები რომ დამირეკავ და მეტყვი როგორ ჩაიარა ზაკთან და არიასთან საუბარმა, მაგრამ არ დაგირეკავს. ამიტომ გადავწყვიტე მეთვითონ გამერკვია რაც მინდოდა - გაისმა ემილის თავდაჯერებული ტონი.
-ემ, კარგი რა.. - ამოიოხრა მობეზრებულად, ფეხზე წამოიზლაზნა და სამზარეულოში წყლის დასალევად გავიდა.
-ელაპარაკე? თუ არა...
-თვითონ დამელაპარაკნენ - თქვა და თავის ოთახში შეიკეტა.
-რა? - კინაღამ ტელეფონიდან გამოხტა გოგონა.
-მობილურში ვერ გეტყვი, შევხვდეთ რა- მოსაწ....ბული ტონით უთხრა მეგობარს და რაფაელო შეჭამა. რა ეშველებოდა ამ გემრიელობის გარეშე ნეტა!

იმ საღამოს ემილისთან ერთად კაფეში წავიდა. ყველაფერი მოუყვა და თან ტირილს არ წყვეტდა.
-უნდა დაურეკო - თქვა ემილიმ.
-ვის?
-ვის და შენს მშობლებს... უნდა დაელაპარაკო და გაარკვიო ვინ არიან, სად ცხოვრობენ... ძმაც ხომ გყავს, ისიც უნდა გაიცნო
-მეშინია - ამოისლუკუნა უღონოდ.
-კარგი რაა! - წამოიძახა მოთმინებაგამოლეულმა ემილიმ. - მე ახლა უნდა წავიდე, შენ კი გირჩევ დაფიქრდე და ისე მოიქცე როგორც გითხარი. დაგირეკავ მერე - დაემშვიდობა და წავიდა.
-ჯანდაბა! - ხელი მაგიდას დაარტყა და ისევ წყლით აევსო თვალები.
კაფეში ფული დატოვა, მანქანაში ჩაჯდა და კლუბისკენ წავიდა. უნდა დაელია გონების დაკარგვამდე... იმდენი, რომ როგორმე დარდი გადაევიწყებინა და გული არ გასკდომოდა ამდენი პრობლემებისგან. ორმაგი ვისკი შეუკვეთა და გონება დაებინდა...



თავისტკივილმა გააღვიძა. უცნობ ოთახში, უცნობ საწოლში იწვა.. გვერდზე გაიხედა და ბალიშზე ვიღაცის თავის ნაკვალევი გაარჩია. აშკარად ორ ადამიანს ეძინა ამ საწოლზე... გაოცებულმა ჭყიტა თვალები და გულაჩქარებული წამოიწია. საბანი საწოლიდან მოისროლა და ზეწარს დაკვირვებით დაუწყო თვალიერება, იქნებ რამე მივქარეო...
-დილამშვიდობის - ოთახში მამაკაცის ხმა გაიგო და შიშისგან შეჰკივლა. იქით გაიხედა, საიდანაც ხმა მოდიოდა და ტანსზემოთ შიშველი, მუქ ჯინსში გამოწყობილი ლიამი დაინახა. - რა გაყვირებს გოგო - უკმაყოფილოდ დამანჭა სახე, საუზმე ტუმბოზე დადო და საცვლებისამარა გოგონა ხარბად აათვალიერა.
-შენ? მე აქ რა მინდა? ან შენ აქ საიდან ხარ? ან სად ვარ? - ყველა კითხვა ერთმანეთს მიაყარა.
-მაგიტომ იმდენი არ უნდა დალიო, რომ არაფერი აღარ გახსოვდეს - თვალი ჩაუკრა და ძირს დაგდებულ საბანს დაწვდა - საინტერესოა რას ეძებდი საწოლზე საბნის ქვეშ
-გადმოვარდნილი იყო - უცებ მოიფიქრა ტყუილი და იგრძნო როგორ წამოხურდა სახეზე.
-ვერ მომატყუებ - ჩაიცინა და როდესაც საბანი საწოლზე დადო, ხელებგადაჯვარედინებული დააკვირდა საწოლზე ჯერ კიდევ მდგარ გოგოს. ბრინას მხოლოდ მაშინღა გაახსენდა როგორ ფორმაში იყო „გამოწყობილი“ და დარცხვენილი ჩაძვრა საბნის ქვეშ.
-იდიოტო! - შეუბღვირა გაბრაზებულმა.
-ბავშვო - უპასუხა ნიშნისმოგებით.
-გარყვნილო - არ დააკლო ამან.
-ალბათ სიმპატიუროო უნდა გეთქვა ხომ? - გაეცინა და მომხიბვლელად გაიღიმა.
-რაც მინდოდა ვთქვი მგონი - ხელები გადაიჯვარედინა და თვალებში ჯიუტად შეხედა.
-კიდევ დიდხანს უნდა ითამაშო პატარა ბავშვის როლი? - ტუმბოდან შოკოლადის დიდი კრუასანი აიღო და გემრიელად ჩაკბიჩა.
-კიდევ დიდხანს აპირებ, რომ არ თქვა შენთან ერთად აქ რა მინდა? - კითხვითვე უპასუხა და საბნიდან ხელები ამოყო, რათა ფეხებზე შემოეჭდო.
-საქმეც იმაშია პატარავ, რომ ჩემთან ერთად ყოფნა გინდა - თავხედურად ჩაიცინა და საწოლზე ბრიანას პირდაპირ დაჯდა.
-ძაან სასაცილოა - უპასუხა ტუჩებდაბუშტულმა - საერთოდ არ ვარ სიცილის ხასიათზე - ყელში ბურთი გაეჩხირა და ტირილი მოუნდა. გუშინდელი დღე გაახსენდა. რაღა ახლა მოუნდა ყველა ემოციას ამონთხევა. მის წინ ტირილს ნამდვილად არ აპირებდა. ფეხზე წამოვარდა და სააბაზანოსკენ წასვლა დააპირა, როდესაც წელზე ლიამის გახურებული ხელი იგრძნო და ჟრუანტელმა დაუარა.
-სად მიდიხარ? - ჰკითხა მამაკაცმა ყურთან ახლოს. ბრიანას სულ აეწვა მთელი ზურგი, როდესაც ლიამს შიშველი სხეულით აეკრა და თავი ძალიან უხერხულად იგრძნო.
-გამიშვი - აფორიაქებულმა მაშინვე მისი მკლავებიდან სცადა დაეღწია თავი.
-რა მოგივიდა მითხარი და გაგიშვებ - უთხრა წყნარად.
-დავიღალე ამდენი გაურკვევლობით! ისიც კი არ ვიცი ახლა სად ვარ და რატომ! - ოდნავ გაბზარული ხმით უთხრა, თუმცა ტირილისგან თავის შეკავება შეძლო და მამაკაცს თვალებში შეხედა.
-სასტუმროში ვართ, სან ფრანცისკოში, იმიტომ რომ გუშინ ძალიან მთვრალი იყავი და მე დამირეკე. მეუბნებოდი მოდიო და სადმე წამიყვანეო, სახლში წასვლა არ მინდაო. წამოვედი, კლუბში უგონოდ მთვრალი გნახე და აქ წამოგიყვანე, მეტი არაფერი - მოკლედ აუხსნა, თუმცა ხელი მაინც არ გაუშვია.
-ამხელა მანძილი იმიტომ გამოიარე რომ მთვრალმა დაგირეკე? - გაკვირვებულმა ახედა და თვალები გულუბრყვილოდ ააფახულა.
-კი, ნაწილობრივ - მოკლე პასუხით შემოიფარგლა, შემდეგ კი გოგონას მძიმედ მოშორდა და საწოლზე ჩამოჯდა - დიდხანს ვერ შევძლებ საცვლებისამარას უმოქმედოდ გიყურო.. გაითვალისწინე - თვალი ჩაუკრა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-გარყვნილო! - ისევ შეუბღვირა და ტანსაცმლის ძებნა დაიწყო. საბედნიეროდ მალევე იპოვა და სწრაფად გადაიცვა, თუმცა მანამდე ლიამს ბრიანას უკანალის შესანიშნავი ხედი ჰქონდა თვალწინ და არც ცდილობდა მზერა სხვა რამეზე გადაეტანა.
ერთად ისაუზმეს, შემდეგ კი სიჩუმე ჩამოვარდა.
-ბრი, გახსოვს გითხარი რომ კიდევ შევხვდებოდით - დაიწყო ლიამმა.
-კი...
-ბენთან საუბარი უნდა დაასრულო. გამორიცხული არაფერია და ამიტომ უნდა დარწმუნდე, რომ ბენი შენი ძმა არაა - უთხრა მშვიდი ტონით და თანაგრძნობით შეხედა.
-იცი, სიტუაცია სხვანაირად შემოტრიალდა. ჩემმა მშობლებმა თვითონ მითხრეს ჩემს ნამდვილ მშობლებზე.
-მართლა? ელაპარაკე მათ? - ჰკითხა დაინტერესებულმა მამაკაცმა.
-არ ვიცი რატომ გაინტერესებს ჩემი ამბავი ასე ძალიან - გაეცინა გოგონას.
-უბრალოდ მითხარი კარგი?.. - უპასუხა ლიამმა და მომლოდინე მზერა გაუსწორა. მის თვალებში ყურებისას ბრის უცნაური გრძნობა დაეუფლა. ლიამი იმდენად იდეალური იყო ფიზიკურად, რომ მის გულგრილად ყურებას ვერ ახერხებდა, მითუმეტეს წელსზემოთ შიშველის.
-არ დავლაპარაკებივარ. ეს ყველაფერი გუშინ გავიგე... ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და დასალევად წავედი, მერე კი შენთან დამირეკავს... არ მახსოვს არაფერი. მაპატიე რომ ამხელა გზაზე უაზროდ ჩამოგიყვანე... ახლა უნდა წავიდე, კარგად - ფეხზე წამოდგა და ლიამს თბილად გაუღიმა.
-ისევ ისე მემშვიდობები თითქოს ცხოვრებაში მეორედ ვეღარ გნახავ - ჩაეცინა ლიამს.
-იმიტომ, რომ ზუსტად მასე მგონია - დაეთანხმა ბრი.
-ანუ გგონია რომ უკანასკნელად ვხვდებით ერთმანეთს? - გამომცდელად შეხედა და მიუახლოვდა.
-ჰო.. არ ვიცი... - მაინც ვერ შეინარჩუნა მყარი პოზიციები და თვალები ძირს დახარა.
-მე კიდევ გული მიგრძნობს, რომ კიდევ შევხვდებით - შეეპასუხა და წინ აესვეტა. მარცხენა წელი მსუბუქად შეახო წელზე და თითები აათამაშა. გოგონას ჟრუანტელმა დაუარა. თვითონაც არ იცოდა რატომ აძლევდა ლიამს ამდენის უფლებას, უბრალოდ შეწინააღმდეგების ძალას ვერ პოულობდა თავის თავში.
-მაშინ დროებით - უხერხულად გაუღიმა და უკან ერთი ნაბიჯი გადადგა.
-დროებით - მომხიბვლელად გაუღიმა და ისევ მაცდურად აათვალიერა.


ემილისთან აღარ დაურეკავს. ცოტახანს უნდოდა მარტოს ეაზროვნა და დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება. სახლში მივიდა და მშობლების ძებნა დაიწყო. ზაკი თავის კაბინეტში მუშაობდა. უხმოდ შეაღო ოთახის კარი და მის წინ უხერხულად აიწურა.
-ბრი, როგორ ხარ? - თბილად ამოხედა მამაკაცმა და თვალებში შეხედა.
-მამ... ზაკ... - სათქმელი გადაასწორა და დაინახა, როგორ ჩაუდგა სევდა თვალებში ზაკს. - ჩემი მშობლების მობილურის ნომერი მინდა... უნდა დაველაპარაკო
-კი, რა თქმა უნდა.. ვიცოდი რომ მათთან დალაპარაკებას გადაწყვეტდი, აი ნომერი - პატარა ფურცელი გაუწოდა და ლაპარაკი განაგრძო - ჩემზე და არიაზე გაბრაზებული ხარ?
-არ ვიცი.. არა... უბრალოდ ახლა ყველაფერი არეული მაქვს გონებაში...
-მესმის შენი
-ერთი რაღაც მინდა გკითხო სანამ წავალ - დაიწყო ყოყმანით.
-გისმენ
-სად ცხოვრობენ?
-ლოს ანჟელესში... იქიდან წამოგიყვანეთ შენ - ნაღვლიანმა ახედა ბრიანას.
-კარგი, დაგტოვებ ახლა - ჩუმად ამოილაპარაკა და ოთახიდან გაიძურწა.

ვერ გადაეწყვიტა დაერეკა თუ არა... იქნებ ჯერ ლოს ანჟელესში წასულიყო და შეხვედრა იმ დღესვე დაეთქვა? ემილის მობილურზე მესიჯი მისწერა, რომ ლოს ანჟელესში მიდიოდა და სანამ ყველაფერს არ გაარკვევდა მანამდე შინ არ დაბრუნდებოდა. დაუბარა, რომ არ ენერვიულა და არც დაერეკა... მის ზარს დალოდებოდა. ზაკსა და არიასაც დაემშვიდობა და დაჰპირდა, რომ აუცილებლად დაბრუნდებოდა მათთან ყველაფრის გარკვევის შემდეგ.
ბარგი თავის მანქანაში ჩადო და გზას გაუდგა...
ისევ ნაცნობ სასტუმროში დაბინავდა და ღამის ლოს ანჟელესს გახედა.
„რატომღაც შენზე ვფიქრობ“ - მობილურზე ლიამის შეტყობინება წაიკითხა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა. არაფერი უპასუხია... უბრალოდ ტელეფონი გვერდზე გადადო და დასაძინებლად დაწვა... იმ დღეს ძალიან დაიღალა...

დილით მორიგი შეტყობინება დახვდა მამაკაცისგან, რომელიც ღამის 4 საათზე იყო გამოგზავნილი: „უნდა შევხვდეთ... სან ფრანცისკოში მოვდივარ“
დაფეთებული წამოჯდა და მაშინვე მისწერა, რომ ლოს ანჟელესში იყო.
მთელი დღე სასტუმროდან არ გასულა... თავს ცუდად გრძნობდა. გადაღლილი იყო ამდენი მგზავრობით და სტრესით... ფიქრობდა თავის ცხოვრებაზე.. კიდევ ზაკზე, არიაზე, ემილიზე, ბენზე და ლიამზე... ყველაზე მეტად ლიამზე ფიქრებს ვერ იგდებდა თავიდან. რატომ აღელვებდა მამაკაცს ის? რატომ ინტერესდებოდა იმით, თუ რა გაარკვია? ან თუნდაც რატომ უნდა შეხვედროდა მას?
ამ ფიქრებით ჰქონდა ამოჭედილი ტვინი, როდესაც მობილურზე ვიღაცამ დაურეკა. არც დაუხედავს ეკრანზე ისე უპასუხა და ლიამის ხმის გაგონებისას ჟრუანტელმა დაუარა...


..........
ესეც შემდეგი თავი...

ბავშვებო ყველა თქვენგანის თბილ კომენტარს ვკითხულობ და ძალიან დის სტიმულს მაძლევთ, მადლობა თქვენ ამისთვის!

მიყვარხართ, იმედია ისიამოვნებთ და დაკომენტარებას არ დაიზარებთ...



№1  offline წევრი Teka

Dzalian magariaaa ❤️❤️

 


№2  offline წევრი Paaw

აუუ ანკკააა :(( რატო შეაჩერე ეხლა ააქ :// მოთმენა არმინდა ეხლა მეე ?? :( გელოდები,რაც შეიძლება მალეე <3 love

 


№3  offline მოდერი ანკა

Teka
Dzalian magariaaa ❤️❤️

მადლობა love

Paaw
აუუ ანკკააა :(( რატო შეაჩერე ეხლა ააქ :// მოთმენა არმინდა ეხლა მეე ?? :( გელოდები,რაც შეიძლება მალეე <3 love

:დდ დღეს დავდებ შემდეგს love

 


№4  offline წევრი lamazmani

ძალიან კაია მომწონს მალე დადე

 


№5  offline მოდერი ანკა

lamazmani
ძალიან კაია მომწონს მალე დადე

♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent