შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სლიზერინის პრინცის ისტორია 37


21-03-2016, 22:47
ავტორი ana_aneta
ნანახია 2 990

.....ნაზად დამიწყო კოცნა,ტანში ჟრუანტელმა დამიარა, დიდი ხანია ეს აღარ განმიცდია, მალფოი ჩემს ზემოდან მოექცა და ხელი კაბის ქვეშ ნაზად შემიცურა, ლამის ხელში ჩავადნი ბიჭს, დრაკო გაჩერებას არ აპირებდა ტუჩებიდან კისერზე,კისრიდან კი ლავიწებზე გადავიდა, ვიცოდი რომ ამისთვის მზად არ ვიყავი და მალფოი ნაზად მოვიშორე.
-ჯერ ადრეა ხო?დაიჩურჩულა ბიჭმა. მე თავი დავუქნიე.
-კარგი როგორც გინდა.
მე არ დავაყოვნე და მალე ჩამეძინა.
დილით ადრე გამეღვიძა.აღმოჩნდა რომ მხოლოდ სამი საათი მეძინა,ოთახი მოვათვალიერე დრაკო არსად ჩანდა, მთელი ღამე მოუსვენრად იყო და ალბათ სასეირნოდ წავიდა. სწრაფად წამოვდექი,კაბა გავიხადე, მის კარადაში გრძელმკლავიანი მაისური ვიპოვე და შიშველ სხეულზე გადავიცვი.გარეთ საშინელი თავსხმა იყო,როგორც ყოველთვის, მინდოდა ისევ დამეძინა, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე,მოუსვენრად ვიყავი,ბოლოს როგორც იქნა ძილი
მომეკიდა,მაგრამ ამჯერად,მალფოიმ აღარ მაცალა,ხელში ცხელი ჩაი ეჭირა.
-გამომართვი,გამოგაფხიზლებს.
-არ მინდა.ვუთხარი ნამძინარევი ხმით.მალფოიმ რამდენჯერმე მაკოცა და გვერდით მომიწვა.
-ხვალ სახლში მივდივარ.უაზროდ წამოვაყრანტალე მე.
-რატომ? ბიჭი აშკარად დაიბნა.
-დედას ნახვა მინდა.დაველაპარაკები,მერე ლონდონში საქმე მაქვს,უნივერსიტეტის საბუთები უნდა მოვაგვარო.
-მალფოის სიცილი წასკდა,ღმერთო რა საქმიანი ხარ.
-კვირის ბოლოს სახლიც მზად იქნება.საბნის ქვეშ შემოძვრა ბიჭი.ძალიან მომენატრე ზურგზე მომეკრა მალფოი,მეც მომნატრებია შენთან ყოფნა.
-დილით უკვე დედასთან ვიყავი.ღმერთო როგორ მომენატრა ჩემი სახლი, ჩემი ახლობლები უზომედ ბედნიერი ვიყავი.ყველაფერი იმდენად კარგად იყო თავი სიზმარში მეგონა.
დედას ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.მანაც მხარი დამიჭირა,მაგრამ მე თვითონ ვიყავი საშინელ გაურკვევლობაში,არ ვიცოდი,მინდა კი ამხელა ტვირთის აღება.ჯინი რომ აქ ყოფილიყო ალბათ კარგად წამითაქებდა.
სახლში რამდენიმე დღე გავატარე, ძალიან განვიცდიდი იმ ფაქტს რომ მალე აქ აღარ ვიცხოვრებდი, შაბათ დილით მალფოის ბუ მოფრინდა და წერილი მომიტანა,სადაც ბინის მისამართი ეწერა. საღამო მეგობრებთან გავატარეთ,ჩემი საუკეთესო მეგობარი ედაც ჩემს უნივერსიტეტში აპირებდა გადმოსვლას, ძალიან გამიხარდა, ახლობელი მაინც მეყოლებოდა...

ბარგი ჩავალაგე და საღამოს უკვე ლონდონში ვიყავი,მიყვარს ეს ქალაქი აქაურობა სიცოცხლითაა სავსე,მიუხედავად იმისა რომ სულ წვიმს, აქ ადამიანებს ცხოვრება უხარიათ,მხოლოდ იმაზე მწყდება გული რომ ჯადოქრობას ვერ გამოვიყენებდით..
ტაქსი დავიჭირე და ბინის მისამართი ვუთხარი.სახლი ქალაქის ცენტრისგან საკმაოდ შორს იყო,თითქმის ქალაქგარეთ,გარეთ საშინელი თავსხმა იყო. დიდხნიანი საცობში ყოფნის შემდეგ,დანიშნულევის ადგილამდე მივაღწიე სახლი საშუალო ზომის იყო,პატარა ლამაზი ბაღით, გაზონითა და ბილიკებით. ბარგი ამოვიღე და სახლში შევედი.
ინტერიერი მინიმალისტური და გემოვნებით მოწყობილი იყო. საშინლად დაღლილი ვიყავი, ჩემოდანი შემოსასვლელში დავაგდე და ჩემ ბიჭს დავუძახე. დრაკოს ჩემი დანახვა ისე გაუხარდა, კინაღამ დამახრჩი, ხელში ამიტაცა და რამდენჯერმე მაგრად მაკოცა.
-აქამდე სად იყავი? მკითხა ბიჭმა.
-საცობიში.ძალიან დავიღალე,ბანაობა მინდა,მშია.ცოტაც და ჭირვეული ბავშვივით ტირილს დავიწყებდი....
-მალფოიმ აბაზანაც მომიმზადა, ვახშამიც და დამაძინა კიდეც, მართლა არ მეგონა დრაკო ამდენად კარგი თუ იყო...ნამდვილად ძალიან ინდომებდა.

-გაღვიძების დროა ჩემო საყვარელო,უკვე შუადღეა.
-ძლივს ვჭყიტე თვალები.
-დღეს მთელი დღე სახლში ვარ.მახარა მალფოიმ.
ზანტად წამოვდექი საწოლიდან.ყავა დავლიე,გამოვფხიზლდი,ჩემი კარადა მოვაწეარიგე, ჩემდა გასაკვირად საქმეს მალე მოვრჩი და დივანზე მოკალათებულ მალფოის გვერდით მივუჯექი, უამრავ სისულელეზე ვილაპარაკეთ, ვიცინეთ,მალფოი ახლა სულ სხვანაირი მეჩვენებოდა, თბილი,მხიარული და საყვარელი იყო,ის დარდიანი ბიჭი აღარ იყო რომელსაც ადრე ვიცნობდი,მისი დამღაც აღარ მაშინებდა. ამ ყველაფრის მიუხედავად მასთან მაინც თავშეკავებული ვიყავი,ისიც გაგებით ეკიდებოდა ამ ყველაფერს, ჩემი თავის არ მესმოდა ოდესმე ხომ მაინც უნდა დავწოლილიყავი მასთან,რა მნიშვნელობა ჰქონდა დღეს იქნბოდა თუ ხვალ,მაგრამ მაინც მტკიცე უარზე ვიდექი.
ზაფხული სწრაფად გადიოდა მე და დრაკომ კარგად დავისვენეთ მე ჯინისაც ვესტუმრე რამდენჯერმე, ნარცისაც ვინახულეთ ხანდახან მგონია რომ ამ ქალს მაგრად არ მოვწონვარ, მაგრამ შვილის გამო მიტანს, მალფოის დიდად არ ადარდებს. აგვისტოს ბოლოს პასუხი მომივიდა,მიმიღეს და დაფინანსებაც მომცეს საუკეთესო შედეგებისათვის,ისე მიხაროდა ლამის მთელ ქუჩას გავაგებინე, მე უნივერსიტეტის საქმეებზე დავდიოდი,მალფოი სამსახურში, ისეთი საყვარელი იყო საქმიანი მალფოი...
უკვე სექტემბერი იდგა, ლონდონში ცუდ ამინდსა და წვიმებს ბოლო არ უჩანდა,თან შემოდგომის კვალობაზე საკმაოდ ციოდა.მალფოის წვიმა დიდად არ ადარდებდა,ხშირად ერთად ხშირად კი მარტო დასეირნობდა ქუჩებში.ჩვენი თანაცხოვრება, კამათებისა და დროდადრო ჩემი სახლიდან გაქცევების მიუხედავად, მაინც კარგად მიდიოდა. მალფოი მზრუნველი და ყურადღებიანი იყო.ამდენს მისგან ნამდვილად არ ველოდი...მაგრამ საშინელი მესაკუთრეც გახლდათ .
უნევერსიტეტში პირველად მივდიოდი საშინლად ვნერვიულობ,მალფოიმ შენობამდე მიმაცილა, თბილად ჩამიკრა გულში.
-კარგი რა, რა განერვიულებს ყველაფერი კარგად იქნება.ძალიან მეშინოდა ყველასი და ყველაფრის,იგივე განცდა მქონდა, როგორც ჰოგვორტსში მისვლის პირველ დღეს, ბავშვებს მალე დავუახლოვდი,მაგრამ მაგლები საკმაოდ უხნაურები იყვნენ,მალფოისი ნელ-ნელა მესმოდა,ვხვდებოდი რატომ უჭირდა აქ გაძლება.დღე მალე გავიდა,ერთი სული მქონდა დრაკოს როდის ვნახავდი.კიბეზე დამხვდა გამვლელი გოგონები პირდაღებული მისჩერებოდნენ ჩემ ბიჭს.
-როგორც ჩანს დროს არ კარგავ მისტერ მალფოი.
დრაკოს გაეცინა.
-კარგი რა.ხომ შევთანხმდით...
-იცი დღეს ვინ შემხვდა სამინისტროში?
-არა საიდან?
-ჩიკო..
გაკვირვებისგან პირი გავაღე მე..
-დანიშნულა..
მერე რა.
-შენზე მკითხა...როგორ არისო...მგონია რომ უყვარხარ, კარგად არ გამოიყურებოდა.
-გთხოვთ ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ,არ მსიამოვნებს.გაღიზიანებულმა მივმართე ბიჭს.
-გასაბრაზებლად არ მითქვამს. თითქოს ინანა დრაკომ.
-სად წავიდეთ???
-გვიანია სახლში მინდა,ავიჩემე მე.
-კარგი როგორც გინდა.
-საშინელი გრძნობა დამეუფლა,ჩიკოსთან ურთიერთობა არ უნდა გამება,ცუდად მომექცა,მაგრამ მაინც ძალიან შემეცოდა.
მთელი გზა მასზე ვფიქრობდი.
-მაპატიე ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. გულში ჩამიკრა დრაკომ.-ყველაფერი ჩემი ბრალია..

-სახლში რომ მივედით უკვე გვიანი იყო,წყალი გადავივლე და საწოლში შევძვერი, მაგრამ დიდი ალბათობით ვერ დავიძინებდი, მალფოიც მალე მომიწვა გვერდით.ნელ-ნელა მომეწება და კოცნა დამიწყო, ტუჩებში უხეშად,მაგრამ სასიამოვნოდ მკოცნიდა,ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, ბიჭი ზემოდან მოექცა და მაისური გამხადა,ნელა და სასიამოვნოდ აკეთებდა ყველაფერს,წინააღმდეგობის გაწევის სურვილი ნამდვილად არ მქონდა,რაც უფრო ქვემოთ ჩადიოდა, მით უფრო მსიამოვნებდა...მალფოი ფრთხილად და ნაზად მოქმედებდა, არ უნდოდა რამე მტკენოდა...

-დილით გამეღვიძა მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი არსად წასვლის თავი არ მქონდა. პლედი მოვძებნე და შიშველ სხეულზე მოვიხვიე, სითბო მესიამოვნა, დრაკო არსად ჩანდა, ალბათ უკვე წავიდა მე კი ისევ ძილს მივეცი თავი.


ბოდიში დაგვიანებისთვის, საქმეები მქონდა. გთხოვთ გამოხატოთ თქვენი აზრი მიყვარხართ :* :* <3



№1  offline წევრი elene2619

რატო არ დაამთავრე :( ძალიან ძალინ მომეწონა :( თითქოს სხვა მხრიდან დამანახხა დრაკო რომელიც სულ ცუდ შეგრძნებებს იწვევდა ჩემში . არვიცი საოცრემა დამემართა რო აღმოვაჩინე ეს მოთხრობა და სულ გავგიჟდი რო არ არის დასრულებული (

 


№2 სტუმარი გვანცი.ი

ცუდია რო დამთავრადა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent