შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 თვე (9)


22-03-2016, 00:25
ნანახია 2 787

***


-ჩამო რა..
-რომელი საათია ხედავ?
-კარგი რა.. რა მოხდა? თუ გინდა გივის მე ვეტყვი..
-არა, გაგიჟდი? რა უნდა უთხრა?!
-კაი, რა უნდა ვუთხრა.. რა მაქვს სათქმელი?!
-არა, ხო.. არაფერი..
-კაი, რას იბუტები.. ჩამოდი რა. მოწყდი სამეცადინოს, ხო იცი ჩააბარებ რა..
-კაი, დამელოდე ცოტახანს..
-კაი, ოღონდ შვიდი საათი არ მოანდომო გამოპრაჭვას..


კი არ ჩადიოდა კიბეებზე, ჩარბოდა.
კი არ ჩარბოდა, ჩახტოდა.
კი არ ჩახტოდა, აფრინდებოდა კიბეებს. ბოლოს გაჩერდა, დამშვიდდა, თმები ყურებზე გადაიწია და სადარბაზოში გავიდა. აი, ფილმებში რომ ხდება გადიხარ და ხედავ მანქანაზე მიყრდნობილია შენი საყვარელი მამაკაცი, ფეხები გადაჯვარედინებული აქვს და ცალი ხელით მანქანას ეყრდნობა და ცალი ხელი ჯიბეში აქვს (ან უკიდურეს შემთხვევაში ორივე ხელი ჯიბეში აქვს) და აი, რაღაცნაირად „ალმაცერად“ გიყურებს. ვინ მოგართვა! დათა იჯდა მანქანაში და არც კი შეუმჩნევია სესილიას ჩამოსვლა. მანქანაში ჩამჯდარი გოგონასთვისაც კი არ მიუქცევია ყურადღება ისე იყო გართული მუსიკების მოძებნით.

-მუსიკას სახლშიც მოვუსმენდი..-ჩაიბურტყუნა სესილიამ. დათას გაეღიმა სესილიას საქციელზე და ღიმილითვე გახედა გოგოს. ლოყაზე მიეფერა და მანქანა დაქოქა.
-სად მივდივართ?
-აქ ვიდგეთ?
-აუ, ნუ იცი ეს შეკითხვების შემობრუნებები რა..
-იქ, სადაც ყველაზე ლამაზად ჩანს ვარსკვლავები..!-უთხრა დათამ და ყურადღება გზისკენ გადაიტანა. სადღაც გააჩერა დათამ მანქანა და ტყისკენ წავიდნენ ფეხით. ძალიან ცოტა გაიარეს და უცებ აღმოჩნდნენ იქ, სადაც თბილისი ჩანდა. იქ, სადაც თბილისს ვარსკვლავებიანი ცა ეხურა. ვარსკვლავები? ძალიან ახლოდან ჰქონდა ნანახი ყაზბეგში. ყველასათვის ცნობილია, რომ ზაფხულის ყაზბეგში ვარსკვლავები ისე კარგად ჩანს, რომ ლამისაა ხელით შეეხო. იდგა სესილია და გაშტერებული უყურებდა ვარსკვლავებს.

-მოგეწონა?
-კი, სასწაულია..
-შენსავით..
-კაი, რა..
-მართლა შენსავით.. ჩემი პირადი სასწაული ხარ.
-დათი, იცი? მეორედ ვნახე ვარსკვლავები ასე ახლოდან..- დათას ცუდად მოხვდა ყურში სიტყვა „მეორედ“. თითქოს გულში რაღაცა ჩაწყდა.
-მეორედ ვნახე და ძალიან გავს ერთმანეთს, მაგრამ ეს სხვანაირია..
-თუ გავს როგორ არის სხვანაირი?-გაეღიმა დათას.
-გავს ციმციმით, მაგრამ მაინც სხვანაირია. ის ვარსკკვლავები უბრალოდ ანათებდნენ და სილამაზეს გაზიარებდნენ. ესენი კი ციმციმებენ და სიყვარულს ასხივებენ.. იმიტომ, რომ თვითონაც სიყვარულით არიან გაჟღენთილები..
-ეგ როგორ?
-როგორ და აჩქარებულ გულისცემას გრძნობენ.. - დათას გაეღიმა.



აი, ასე.. უბრალოდ ასე იდგა ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანი..
სიტყვა არ დასცდენიათ გრძნობაზე..
აი, იმ გრძნობაზე ორივე ჭკუიდან რომ გადაიყვანა..
არავინ იცოდა სიყვარულის გარდა, რომ ეს ორი ადამიანი ალბათ რომეოსა და ჯულიეტას, ტრისტანსა და იზოლდას, თვით ილიასა და ოლღას სიყვარულს გაუთანაბრდებოდა. იმიტომ კი არა, რომ რომელიმე თავს შეწირავდა ამ გრძნობას..

უბრალოდ იმიტომ რომ ეს ისეთი სიყვარულია, აი, ერთი ნახვით რომ მოდის და უკვე იცი, რომ მარადიულია ვერსად რომ ვერ გაექცევი. დიდი დრო და სიძლიერეა საჭირო, რომ ასეთი სიყვარულით გამოწვეული სიგიჟეების, მძაფრი ემოციებისა და ეიფორიებისგან გათავისუფლდე. ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება, რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის, რომ ხელახლა შევიყვაროთ..


***

-სესო, მივდივარ..
-ბატონო?-თავზარი დაეცა სესილიას.
-ჰო, ცოტა ხნით უნდა წავიდე. ორი კვირით ესპანეთში.
-ორი კვირით?
-კი, ორი კვირით..
-ჰო, კარგი..
-კარგი და ვსო?
-კარგი და ვსო..-უთხრა სესილიამ და ლოყაზე აკოცა დათას. არ ის უკითხავს როდის მიდიოდა, უბრალოდ გადმოვიდა მანქანიდან და სადარბაზოში გაუჩინარდა. სახლში ასულმა გულის გადასაყოლებლად ნუციკოს ეთამაშა, აბანავა და დააძინა. როგორ გაურბოდა თავის თავთან განმარტოებას! იცოდა, რომ საზიზღარი მეორე „მე“ აუცილებლად შეუტევდა. მაგრამ არ გამოუვიდა.. ერთი მხრივ, ძალიან კარგი იყო დათას თუ არ ნახავდა. უფრო კარგად დაფიქრდებოდა ყველაფერზე. ანუ, მომავალზე დათასთან ერთად. მეორე მხრივ, ცუდი იყო.. იმიტომ რომ სესილიას აღარ სჭირდებოდა იმაში დარწმუნება, რომ დათა ნამდვილად უყვარდა.

-ანკ..
-აუ, შვილო დაიძინე ნორმალური ხარ?-ნამძინარევი ხმით უპასუხა ანკამ.
-კაი, ჰო..
-მოიცა, მოიცა! რა ჯანდაბა გჭირს?
-ანკ, დათა მიდის იცი?
-სად მიდის?
-ესპანეთში.
-წავა და ჩამოვა. ირაკლიც მიდის.
-და მოიცა შენ ასე მშვიდად ხარ?
-აბა, რა ვქნა გოგო სახე დავიხოკო? 2 კვირა და ჩამოვლენ რა.. ეხა კიდე დამაძინე..
-ანკა!
-ჰო, კაი .. ეხა არა „ახლა“.-უპასუხა ნამძინარევმა ანკამ და გაუთიშა ტელეფონი. ცოტა დამშვიდდა, რომ გაიგო ირაკლი მიდიოდა დათასთან ერთად. მაგრამ მაინც დათაზე ფიქრებში დაეძინა. შუადღისას ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ გააღვიძა:

“seso, varskvlavebi akac anateben, magram ar CIMCIMEBEN”


ბედნიერი წამოხტა ლოგინიდან და სიმღერ-სიმღერით დაიწყო ბოლო ზარისთვის მომზადება. დღეს ცხოვრებაში რომ ერთად ერთხელ ხდება ის დღე იყო! სპეციალურად შეკერილი წინსაფარი და კიკინები გაიკეთა და როგორც პირველ კლასში მიიყვანეს მშობლებმა სკოლაში იმ ფორმაში წავიდა სკოლისკენ. ნინო და გივი აცრემლებულები უყურებდნენ შვილს.. არ ჯეროდათ რომ ასე მალე გაირბინა სესილიას 12 წელიწადმა და მალე სტუდენტი შვილი ეყოლებოდათ. როგორც ხდება ხოლმე, დაუჯღაბნეს ერთმანეთს წინსაფარები, ბევრი იმღერეს, ბევრი იტირეს და ამ ყველაფერს ანკა აფიქსირებდა ტელეფონით. ერთი-ორი თვითონაც გადაიღო სესილიასთან ერთად და აცრემლებული მოთქვამდა მომესწრო ბავშვიო.

„gilocav shen mzad xar cxovrebashi axal etapze gadasasvlelad”
“madloba, kargad rom acimcimdebian varskvlavebi mere upro mzad viknebi”


***

ბოლო ზარი ჰო მაგრამ ბანკეტი? პირველი ბანკეტი ცხოვრებაში!
საგანგებოდ შეკერილი კაბა და სალონში გატარებული უამრავი საათი.
ულამაზესი იყო სესილია. გარუჯული, კოჭებამდე გრძელი ცისფერი კაბა ეცვა მუხლს ზემოდან ჩახსნილი, წინ ოდნავ ამოღებული, დიდი ფერადი საყურე ეკეთა და მსუბუქი მაკიაჟი. ბრწყინავდა სესილია გარეგნულად, მაგრამ შინაგანად იგივეს ვერ ვიტყოდით.!
აკლდა, ძალიან აკლდა დათა.. უბრალოდ, რომ დაენახა და ეთქვა „კარგად გამოიყურები, კაბას არაუშავს, თმა არ მომწონს, ყველაზე კარგი ხარ“ ან რამე ეგეთი, მაგრამ დათა რამდენიმე დღე არ გამოჩენილა. თან არც ორი კვირა გასულიყო.. გული დაწყდა, თუმცა სურათები მაინც გადაიღო, რომ ეჩვენებინა მისთვის პირველი ბანკეტის ჩაცმულობა..

რესტორანში მისულებმა უამრავი სურათი გადაიღეს, ანკაც მზრუნველი დედასავით გაჰყვა ნინოს და დააბინავა საყვარელი დაქალი. ერთი ორი ცრემლი ტრადიციულად გადმოაგდო და დატოვა რესტორანი. ჩვეულებისამებრ დაიწყეს სკოლის დამთავრების აღნიშვნა კლასელებმა და მასწავლებლებმა. 1-2 ჭიქა დალია სესილიამ და უკვე კარგად ნასვამი იყო როდესაც მიმტანმა დიდი ვარდების თაიგული მიუტანა. გაოცებულმა შეხედა წითელ ვარდებს და ბარათი აიღო სადაც ეწერა „შენზე ლამაზი, ქვეყნად არაფერია..“ გაეღიმა. გულში სითბო ჩაეღვარა და იგრძნო როგორ დაცხა. ადგა და მაშინვე ადმინისტრატორთან მივიდა:

-თუ არ შეწუხდებით იქნებ მითხრათ ეს ვარდები ვინ მოგცათ?
-წამობრძანდით გოგონა,-უთხრა ღიმილით ადმინისტრატორმა და რესტორნის უკანა მხარეს წავიდა. სესილიაც მშვიდად მიჰყვებოდა. ქალმა კარი გააღო და ოთახში შეუძღვა სესილიას. სესილია ტრადიციულად გაშეშდა და იგრძნო ყველა გრძნობისა და ემოციის მოზღვავება, როდესაც მის წინ სავარძელში მჯდომი და მომღიმარი დათა დაინახა.

ეს იყო აფეთქება!
ვულკანის ამოფრქვევა!
გულის მიწისძვრა!
ცრემლების ზვავი და სრული აგონია..!
გიჟივით გაიქცა დათასკენ და ჩაეხუტა. ისე ჩაეხუტა, თითქოს არ სჯეროდა რომ წინ ედგა. არ ეგონა, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო. არადა, 5 თვის წინ რომ გეკითხა ვინმე მოგწონს ან გიყვარსო გკითხავდა სიყვარული რა ხილიაო?! ახლა კი სიყვარულის მეფეც, დედოფალიც, მათი შვილებიც მასთან ერთად დახტოდნენ მის გულსა და გონებაში.

-მომენატრე..!


***
არ ვიცი რა გამომივიდა.
ძალიან ვეცადე..
მინდოდა რაღაც დამეწერა, მაგრამ ძალიან დიდხანს ვუყურე სიცარიელეს და რაც დავწერე ესაა.

მადლობა:)



№1  offline წევრი natia-natia

კარგი იყო ძაან

 


№2 სტუმარი tamuna

Me dzalian momwons

 


№3  offline წევრი nestanuka13

ძალიან საყვარელი ისტორიაა მომწონს

 


№4  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Uf ra kargiaaaaa

 


№5  offline წევრი ელენა ილდანი

როგორ მახარებს თქვენი ასეთი თბილი კომენტარები!
დიდი მადლობა..:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent