შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებმა გაგცეს (6)


22-03-2016, 17:03
ავტორი ანკა
ნანახია 3 952

-მშვენიერი საღამოა... გაემზადე და სად ხარ მითხარი - პირდაპირ მიახალა სათქმელი და გოგონას პასუხს დაელოდა.
-უკაცრავად?! - გაკვირვებულმა მიმართა და მობილური ყურზე უფრო მიიბჯინა.
-სად ხარ? - ლიამმა ამოიოხრა და კითხვა გაიმეორა.
-სასტუმროში - მხრები აიჩეჩა და გულუბრყვილოდ უპასუხა.
-5 წუთში მანდ ვიქნები გაემზადე... ლოდინი არ მიყვარს - მოკლედ უთხრა და მობილური გათიშა.
უნდოდა ლიამთან ერთად სადმე წასვლა? ნაწილობრივ კი.. ის ხომ ძალიან სიმპატიური იყო, თუმცა ამასთან ერთად თითქოს ამის ხასიათზე არ იყოო. მაინც ჩაიცვა ღია ჯინსი, თეთრი ზედა და ღია ნაცრისფერი ჟაკეტი... ფეხზე თეთრი კეტები მოირგო და ხუჭუჭა თმა ლამაზად დაივარცხნა. შემდეგ ნაწამები სავარცხელი ტუმბოზე დადო და სარკეში კმაყოფილი დატრიალდა. მესიჯიც მიუვიდა - ლიამი სასტუმროსთან ელოდებოდა. ჩანთა აიღო და ოთახიდან გავიდა.
-ძალიან ლამაზი ხარ - გაუღიმა მამაკაცმა, ხელი წელზე მოხვია და ლოყაზე აკოცა.
-მადლობა... - გაკვირვებულმა მიიღო კომპლიმენტი და ლიამს გაწითლებული დაუსხლტა ხელებიდან - უცნაურად იქცევი - გაეცინა გოგონას. მამაკაცმა მხოლოდ ჩაიცინა...
-რატომ დამირეკე? - სასაუბრო თემა წამოჭრა ბრინამ.
-არ ვიცი, უბრალოდ მომინდა და დაგირეკე - მხრები აიჩეჩა ლიამმა და სეირნობა დაიწყო. ბრიანაც მას აეკიდა პატარა ბავშვივით.
-იქნებ მე არ მინდოდა შენთან შეხვედრა - მედგრად შეეპასუხა მამაკაცს.
-რადგან აქ ხარ ესეიგი გინდოდა - თვალი ჩაუკრა და კმაყოფილმა განაგრძო სიარული.
-თავდაჯერებული იდიოტი - ხელები გადაიჯვარედინა ბრინამ.
-პატარა ბავშვი - არ დააკლო ამანაც.
-მე ვარ პატარა ბავშვი? - მაშინვე გაკაპასდა და წარბშეკრულმა გახედა.
-კი, უაზროდ იკბინები და მერე ყველაფერს მე მაბრალებ - მშვიდი ტონით უპასუხა, თითქოს მისი გაბრაზება ვერც კი შეამჩნიაო...
-მაშინ წავალ... აღარც გიკბენ და აღარც რაიმეს დაგაბრალებ! ორივე დავისვენებთ... კარგად! - გაბრაზებულმა მიაძახა და უკან გაბრუნდა.
-კარგად არა, დროებით - მისკენ მიბრუნდა და გაეცინა.
-გეგონოს! - შეუბღვირა და ნაბიჯს აუჩქარა.
-დამიჯერე მასეა პატარა ბავშვო - მიაძახა და გაქრა.
გაბრაზებული ბრინა თავის ოთახში ავიდა, საწოლზე დაემხო და მაშინვე დაიძინა. რა ჯანდაბა უნდოდა რომ გაემზადა და შეხვდა. მის ხუშტურებზე არ ივლიდა! პატარა ბავშვიო ხო? იდიოტი!

მეორე დილას ენერგიულად წამოხტა საწოლიდან, ოთახი მოაწესრიგა და ფურცელს დახედა... უნდა დაერეკა და იმ დღესვე შეხვედროდა ჰენრის და ბელას, დედ-მამას რომლებმაც სულ რამდენიმე თვის გაყიდეს... ამაზრზენად ჟღერს, თუმცა ასეა...
-გისმენთ - მობილურს ქალმა უპასუხა...
-ბელას სთხოვეთ თუ შეიძლება - ზრდილობიანი ტონით მიმართა ბრიმ.
-ბელა ვარ, თქვენ ვინ ბრძანდებით? - ჰკითხა ქალმა.
-დღეს გცალია? - შენობით ტონზე გადავიდა და მის პასუხს დაელოდა.
-დღეს? დღეს რა ხდება? თქვენ ვინ ბრძანდებით...
-მაგას მერე გაიგებთ... დღეს შენ და ჰენრი უნდა გნახოთ, სალაპარაკო გვაქვს...
-კი მაგრამ, რატომ? - გაუკვირდა ქალს.
-რომ გნახავთ ყველაფერს გეტყვით... ერთი კაფის მისამართს მოგწერთ და იქ მოდით შუადღეს 3 საათზე. თუ თქვენთვის სახელი ბრიანა რამეზე მეტყველებს მოხვალთ... - ესღა თქვა და მობილური გათიშა. რამდენჯერმე დაურეკა ქალმა, თუმცა არ უპასუხია... ტელეფონით ვერაფერს ვერ ეტყოდა მათ.
შუადღისთვის კი გაემზადა და კაფეში დანიშნულ დრომდე ნახევარი საათით ადრე მივიდა. ის ადგილი დაიკავა, სადაც ბენთან დალაპარაკებისას იჯდა. თვალწინ დაუდგა ბენის განრისხებული მზერა და გული შეეკუმშა. სულელურად მოიქცა... ნეტა ლიამი ბენს ელაპარაკა? იქნებ ბიჭი ისევ გაბრაზებული იყო ბრინაზე?
ბენზე ფიქრობდა და გაშტერებული მისჩერებოდა ერთ წერტილს. შემდეგ კი გაახსენდა იქ რისთვისაც იყო, მობილურს დახედა... უკვე 3 საათი იყო. ალბათ არ მოვიდოდნენ...
ნახევარი საათი იცდიდა. თითოეული წუთი საუკუნესავით იწელებოდა... გულაჩქარებული ელოდა მშობლების შემოსვლას, თუმცა ისინი არ ჩანდნენ. უკვე წამოსვლას აპირებდა, როდესაც კაფეში შუახნის ქალი და მამაკაცი შემოვიდნენ. დაბნეული ქალი იქეთ-აქეთ იხედებოდა და ყველა იქ მსხდომს დაკვირვებით ათვალიერებდა.
ბრიანა მიხვდა, რომ ეს იქნებოდა ბელა, მის გვერდით კი ჰენრი... მისი მშობლები... უცნაური შეგრძნება დაეუფლა. იმიტომ რომ მისი მშობლები იყვნენ და იგრძნო? თუ უბრალოდ იმიტომ რომ იცოდა ამის შესახებ...
ფეხზე წამოდგა და მძიმე ნაბიჯებით გაემართა მათკენ. ქალმა მაშინვე შენიშნა მისკენ მიმავალი გოგონა და მზერა გაუსწორა.
-ქალბატონი ბელა თქვენ ხართ ხომ? - პირდაპირ ჰკითხა ქალს, ყოველგვარი მისალმების გარეშე.
-კი მე ვარ. შენ გელაპარაკე მობილურზე? - თბილად მიმართა გოგონას.
-ხო, მე ვიყავი... წამოდით დავსხდეთ - იმ მაგიდას მიუსხდნენ, სადაც ბრიანა თავიდანვე იჯდა და ერთმანეთს გახედეს. სიჩუმე ჩამოვარდნილიყო...
-ბრიანა რომ გიხსენეთ იმიტომ მოხვედით ორივე ხო? - ჰკითხა მათ და თვალებში შეხედა.
-არ დაგიმალავ და მართალია... ესაა იმის მიზეზი, რომ ბოლო მომენტში წამოსვლა გადავწყვიტე...
-და რატომ? - ჰკითხა ირონიული ტონით.
-ამას სრულიად უცნობს ვერ ვეტყვი - მოკლედ უპასუხა ქალმა. მამაკაცმა ამოიოხრა. მისთვის ჯერ-ჯერობით სალაპარაკო თემა უინტერესოდ მიმდინარეობდა.
-სრულიად უცნობს არა? - მწარედ ჩაეცინა ბრინას. - დედა შვილს რომ ვერ იცნობს ის რანაირი დედაა.. - ამის გაგებაზე ორივეს თვალები გაუფართოვდა.
-ბრი..ბრიანა? - ხმა ამოიღო გაოგნებულმა ჰენრიმ და სკამზე წამოიწია.
-ხო, ბრიანა ვარ... თქვენი შვილი, რომელიც გაყიდეთ - ზიზღით ჩაილაპარაკა და ყელში ბურთი გაეჩხირა.
-შვილო, რამხელა გოგო ხარ უკვე! - ცრემლები გადმოსცვივდა ბელას.
-თქვენზე ზაკმა და არიამ მითხრეს. ისიც ვიცი, რომ უმცროსი ძმა მყავს... მისი გაცნობა მინდა მხოლოდ, თქვენთან არაფერი მესაქმება... - ცივად მიმართა ორივეს და მზერა აარიდა.
-ბრი, შემომხედე გთხოვ... თუ ბენზე გითხრეს, იმასაც გეტყოდნენ, რომ სულ შენს შესახებ ველაპარაკებოდით ზაკს და არიას. - როდესაც სახელი ბენი გაიგო ისევ ის ბენი გაახსენდა. არც კი იცოდა შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ბენი მისი ძმა ყოფილიყო...
-ამას მნიშვნელობა არ ააქვს... თქვენ ფული გინდოდათ და გამაშვილეთ. ესაა სიმართლე... შეხვედრა იმიტომ მინდოდა, რომ უბრალოდ მცოდნოდა ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ. ჩემი ძმის გაცნობაც მინდა... ბენის... თუმცა არც კი ვიცი ღირს თუ არა მის ცხოვრებაში გამოვჩნდე. ჩემზე იცის?
-არა... არაფერი არ იცის... - ჩუმად ჩაილაპარაკა ორივემ.
-არც მიკვირს - სარკასტულად მიმართა მშობლებს. - ძალიან არ მინდა მისი ცხოვრება დავანგრიო, თუმცა ეს დიდი უსამართლობაა მის მიმართ. თქვენ ძალიან გაგიბრაზდებათ ეს რომ დაუმალეთ, მაგრამ არ მინდა ეს გაიგოს და მეც არ მაპატიოს... აჯობებს ვუთხრათ - მშვიდად ლაპარაკობდა. არ უნდოდა ამ ორი ადამიანის წინაშე თავისი ემოციები გამოემჟღავნებინა.
-ჩვენ ყველაფერს ვეტყვით - სლუკუნით თქვა ბელამ.
-კარგი... ისე უთხარით რომ რაც შეიძლება ნაკლები სტრესი მიიღოს... ვიცი რა რთულიცაა, როდესაც იგებ, რომ მთელი ცხოვრება ტყუილში გაატარე. ახლა კი უნდა წავიდე, კარგად... - ფეხზე წამოდგა და ჩანთა აიღო - ანდაც.. დროებით... - შეასწორა თავისდაუნებურად და კაფედან გამოვიდა.
თავის მანქანაში ჩაჯდა თუ არა, მაშინვე ატირდა... გული ძალიან წყდებოდა, რომ ასეთი მშობლები ჰყავდა... ცოტათი დამშვიდდა და შემდეგ ემილის ელაპარაკა, ყველაფერი უთხრა და მისგან რჩევებიც მიიღო. გოგონამ უთხრა, რომ ჯერ-ჯერობით მშობლებისთვის არ დაერეკა. დალოდებოდა როდის ეტყოდნენ ბენს ყველაფერს და შემდეგ ბიჭს შეხვედროდა...
ემილიც კი დაეჭვდა, რომ ეს ბენი და ის ბენი ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ, თუმცა ბოლომდე დარწმუნებულები არ იყვნენ და ზედმეტი მსჯელობისგანაც თავი შეიკავეს...
ლოს ანჟელესს არ ტოვებდა. შეხვედრიდან მესამე დღეს მობილურზე ბელას ზარი შემოვიდა. მას და ჰენრის ბენისთვის სიმართლე გაემხილათ. ბიჭი ძალიან გაბრაზდა სიმართლის გაგებისას და სახლიდან წამოსულა. მათ კი არ იცოდნენ სად იყო.
ცივად დაემშვიდობა ქალს და უთხრა, რომ შეეცდებოდა რამენაირად ეპოვნა იგი. მობილური გათიშა თუ არა, მაშინვე ლიამის ზარი შემოვიდა.
-ალო - უპასუხა ტელეფონს და მამაკაცის პასუხს დაელოდა.
-ბრი... არ მითხრა, რომ შენს მშობლებს შეხვდი, შემდეგ კი გითხრეს რომ შენს ძმას ყველაფერს ეტყოდნენ და ახლა ეს ძმა სახლიდან წამოვიდა - დაღლილი ტონი ჰქონდა ლიამს.
-რა? შენი ძმაკაცი ბენი ჩემი ძმაა? - გაკვირვებულმა ჰკითხა და გული აუჩქარდა.
-ასეც ვიცოდი... ოჰ ბრი... რა სულელი ხარ!
-მორჩი ჩემს „ქებას“ და მითხარი ბენი როგორაა - შეუღრინა მაშინვე.
-როგორ უნდა იყოს.. 17 წლის ბიჭმა ახლა გაიგო, რომ და ჰყავს, რომელიც მშობლებმა გააშვილეს... სვავს და არ ჩერდება... დედამისზე განსაკუთრებულადაა გაბრაზებული.
-მე რით შემიძლია დაგეხმარო? ჩემი მოსვლა ალბათ ცუდი იქნება ხო? - იკითხა შეწუხებულმა.
-ახლა არავითარ შემთხვევაში არ მოხვიდე, თავის თავს არ ჰგავს... - ჩაილაპარაკა ლიამმა - რამეს მოვიფიქრებ, მაგრამ მანამდე სასტუმროში იყავი, სან ფრანცისკოში არ წახვიდე კაი?
-კარგი - უპასუხა და შემდეგ მობილური გათიშა.


მორიგი რამდენიმე დღე არც მშობლები ეკონტაქტებოდნენ და არც ლიამი. მხოლოდ ემილის, ზაკს და არიას ელაპარაკებოდა. ემილის ყველაფერს დეტალურად უყვებოდა... ზაკს და არიას კი მცირედ ინფორმაციას უმხელდა, ყველაფერს არა...
ერთ საღამოსაც ბრიანას ოთახის კარზე კაკუნი გაისმა. შეშინებული ადგა ფეხზე და კარიდან გაიხედა.
-ბრი, ლიამი ვარ გამიღე! - გაისმა კარს იქით ნაცნობი ხმა და გოგონამაც კარი გააღო.
-აქ რა გინდა? - ჰკითხა გაკვირვებულმა.
-ბარგი ჩაალაგე. მაიამიში მივდივართ... - ოთახში საქმიანად შემოვიდა ლიამი და კარადიდან ტანსაცმელები გადმოყარა.
-რა? შენ კარგად ხარ?! - თვალებგაფართოებული დოინჯშემორტყმული აესვეტა წინ.
-ბენი, მე და კიდევ ერთი-ორი ძმაკაცი თავისი შეყვარებულით მივდივართ მაიამიში დასასვენებლად. ბენს ვუთხარი, რომ იქ გავაცნობდი თავის დას. გაუკვირდა შენ საიდან იცნობ მას და რატომ უნდა გამაცნოო, თუმცა უპასუხოდ დავტოვე. ჯერ არ მითქვამს რომ შენ ხარ... ერთად დასვენებით უფრო ადვილად დაახლოვდებით ასე მგონია - ჩამოაყალიბა თავდაჯერებულად და ახლა უკვე ჩემოდანში დაიწყო ყველაფრის ჩალაგება.
-ცოტა ადრე რომ გაგეფრთხილებინე არ მეწყინებოდა - ლიამი წაკბინა და პარალელურად ფეხზე კეტი ჩაიცვა.
-დამავიწყდა რომ იკბინები... ალიკაპი უნდა წამომეღო - თვალი ჩაუკრა ამან და ჩემოდანი შეკრა.
-ეგ ალიკაპი შენნაირებს სჭირდებათ! - ხელებგადაჯვარედინებული გაჰყვა ოთახიდან გასულ მამაკაცს და პასუხი არ დააკლო.
-მე არ ვიკბინები - უპასუხა სხვათაშორის, შემოსასვლელში მჯდომ გოგონას ფული გადაუხადა და შემდეგ შენობიდან გამოვიდა. ბარგი მანქანაში ჩააწყო, ბრიანა წინ დასვა, თვითონ კი მეორე მხარეს საჭესთან დაჰდა, მანქანა დაძრა და აეროპორტისკენ გაემართა.
-ჩემს მანქანას რა უნდა ვუქნა? - იკითხა, როდესაც გაახსენდა, რომ ავტომობილი სასტუმროს ეზოში ჰყავდა დატოვებული.
-გავაფრთხილე პერსონალი, რომ მაგ მანქანაზე ეზრუნათ და ფული გადავუხადე, რომ ჩვენს ჩამოსვლამდე იმ ოთახში არავინ შეეშვათ
-მადლობა - თქვა მოკლედ და შემდეგ ფანჯრიდან გაიხედა.
-ნუთუ მომესმა? - კმაყოფილმა ჩატეხა ტუჩის კუთხე და მზერა გოგონასკენ გამოაპარა.
-ალბათ - გაეცინა ბრინას და მომღიმარმა გახედა მამაკაცს.
აღარ უკინკლავიათ, ნორმალური ადამიანებივით მივიდნენ აეროპორტში, თვითმფრინავში ჩასხდნენ და მგზავრობისთვის განეწყვნენ.
-ლიამ, მეშინია... - აღელვებული თვალებით ახედა გვერდზე მჯდომ მამაკაცს და სკამის სახელურს თითები ჩასჭიდა.
-რისი, ფრენის? - თბილად გაუცინა ლიამმა.
-არა... ბენის რეაქციის... ჩემზე ადრინდელის გამო ისევ ნაწყენია? ან ახლა რა რეაქცია ექნება..
-მაგაზე არ ინერვიულო კარგი? უბრალოდ დამშვიდდი, ყველაფერი მოგვარდება - დააწყნარა გოგონა და ბორტგამცილებლის ხმაც გაისმა, რომელიც მგზავრებს აფრენამდე ღვედების შეკვრისკენ მოუწოდებდა.
თვითმფრინავი დაიძრა და მალე ჰაერში აღმოჩნდნენ. ბრიანას მაშინვე ჩაეძინა და თავისდაუნებურად მიუცუცქდა ლიამს, თავი მხარზე ჩამოადო და უდარდელად განაგრძო ფშვინვა. როდესაც მამაკაცმა მისი სურნელი იგრძნო, უცნაური შეგრძნება დაეუფლა.. ძალიან მოეწონა, მოუნდა მისი კისერი დაეკოცნა... თვალწინ დაუდგა როგორ აკოცებდა ბრის, როგორი ნაზი კანი ექნებოდა, გემრიელი ტუჩები.. გაკვირვებულმა გაახილა თვალები და ახლა ბენთან შეხვედრაზე დაიწყო ფიქრი. ნაწილობრივ მაინც ბრინაზე ფიქრობდა... გულის სიღრმეში, მის ერთ ნაწილს გოგონასთან სიახლოვე და მისი დაპატრონება უნდოდა. საბედნიეროდ ეს ნაწილი პატარა იყო და სურვილის გაკონტროლებას ახერხებდა, თუმცა არავინ იცოდა მერე რა მოხდებოდა.


მაიამიში ჩასულებს მცხუნვარე მზე მიეგებათ. ისედაც ცხელ ამინდს მზის მწველი სხივები დაემატა და ორივემ უკმაყოფილოდ მოჭუტა თვალები.
-ლიამ, ნაყინი მიყიდე რა - პატარა ლეკვის თვალებით ახედა ორმეტრიან მამაკაცს და თითები ყელზე მიიბჯინა.
-სახლშიც იქნება, რა გეჩქარება - გაეცინა მამაკაცს.
-ძალიან ძალიან მინდა, გთხოვ რა - თქვა და ახლა თვალები აუფახულა.
-კარგი, წამოდი გიყიდი რასაც გინდა - ღიმილით გადახვია ხელი მხარზე და აეროპორტთან ახლოს მდებარე დიდ სუპერმარკეტში შევიდა.
შეხებისთანახე დაუარა ცხელმა ტალღამ, მისი სურნელი იგრძნო და თავისდაუნებურად ღრმად ჩაისუნთქა. საოცარ სუნამოს სურნელთან ერთად მამაკაცის სურნელსაც გრძნობდა და ეს აგიჟებდა. რატომღაც გული აუჩქარდა და აფორიაქდა.
რამდენიმე ნაყინი იყიდა გზაში საჭმელად, თუმცა ამას, რა თქმა უნდა, რაფაელო დაამატა და კმაყოფილი გამოვიდა მაღაზიიდან. მანქანაში ჩაჯდა და სასუსნავების ჭამას შეუდგა...


........
ესეც შემდეგი თავი

ბავშვებო, დააკომენტარეთ რა...

იმედია ისიამოვნებთ



№1  offline წევრი Paaw

ანკაააააა :( დიდი თავები მინდა უფრო რაა :( არმინდა ესეთი პატარები :* ველოდები რო გაზარდო <3

 


№2  offline მოდერი ანკა

Paaw
ანკაააააა :( დიდი თავები მინდა უფრო რაა :( არმინდა ესეთი პატარები :* ველოდები რო გაზარდო <3

შევეცდები love მადლობა რომ აკომენტარებ love

 


№3 სტუმარი Busa-bususa

Vgijdebi amatze :-D ubralod dzalian mokle tavebia gazarde ra gtxov am istoriastan dakavshirebit mxolod es problemaa sxva mxriv yvelaferi kargad aris sabednierod. W. A. R. M. A. T. E. B. E. B. I.***:-)

 


№4  offline წევრი Teka

Dzalian kargia

 


№5  offline მოდერი ანკა

დიდი მადლობა ბავშვებო love

 


№6  offline წევრი lamazmani

ძლიან კარგია მე ბენთან შეხვედრა მაინტერესებს ძაან მალე დადე ველი ახალ თავს love

 


№7  offline მოდერი ანკა

lamazmani
ძლიან კარგია მე ბენთან შეხვედრა მაინტერესებს ძაან მალე დადე ველი ახალ თავს love

მიყვარხარ ძალიან love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent