შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 თვე (10)


23-03-2016, 23:19
ნანახია 2 542

***
ეს ბიჭი იყო სასწაული! ყოველთვის მოულოდნელად ჩნდებოდა და ყოველთვის იწვევდა სესილიას გაოცებას. საჭირო დროს საჭირო ადგილას ჩნდებოდა და დადებით ემოციებს ასხივებდა.

სესილიას მომენატრე? აი, რაღაც სასწაული იყო! გულიდან ამოგლეჯილი სიტყვა, რომელმაც თითქოს თავისუფლება მოიპოვა და მოედო მთელ სხეულს, მთელ გულს და გონებაში კარგად ჩამოჯდა.
ეხუტებოდნენ ერთმანეთს და ერთმანეთის გულისცემას უსმენდნენ. არც ერთის იყო დამშვიდებული და არც მეორის აჩქარებული. ორივე სადღაც შუაში იყო გაჩხერილი და ვნების ქარცეცხლში ტრიალებდა.

-არ გელოდებოდი.. არ მეგონა თუ დღეს აქ იქნებოდი.. არ მეგონა, რომ დღეს შენ გნახავდი.. იცი, როგორ გააფერადე ჩემი დღე? ააჭრელე! სულ ააჭრელე!-უთხრა სესილიამ.
-როგორ ფიქრობ, უჩემოდ გაგატარებდი ამ მნიშვნელოვან დღეს?
-არა, მაგრამ ეს დღეები რომ არ ჩანდი..
-არავითარი, მაგრამ! მაგრამ ამოიღე ხმარებიდან..-უთხრა დათამ და ლოყაზე აკოცა,-სესო, ჩემი პირადი სასწაული ხო იყავი და ჩემი თოჯინა ხარ შენ!
-მადლობა დათა.. დიდი მადლობა, რომ აქ ხარ..!-უთხრა სესილიამ და ლოყაზე მსუბუქად შეახო ტუჩები.
-რა გამიკეთე ეს რა.. ამაცანცარე და ამარომანტიულე ამხელა კაცი,-გაეცინა დათას.
-ჩემთვის ამხელა, თორემ შენც კაი ღლაპი ხარ,-გაეხუმრა სესილია.
-ჩემს არყოფნაში ენა გაიტლიკე?
-არა, უშენობა არ მომიხდა,-ლოყებაწითლებულმა უპასუხა სესილიამ.
-სესო, გადი მეგობრებთან. სირცხვილია..
-შენ?-მშვიდად ჰკითხა დათას.
-ჯერ მაგის დრო არ არის,-უთხრა დათამ და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა საყვარელ გოგოს.

***
თვითმფრინავში იჯდა და ფიქრობდა მის ცხოვრებაზე. ყოველთვის ყველაფერს გაურბოდა, ქალებთანაც იმიტომ იჭერდა ურთიერთობას, რომ ბოლოს და ბოლოს მამაკაცი იყო. კისერზე ეკიდებოდნენ ქალები, მოსვნებას არ აძლევდნენ, მაგრამ დათა ტკივილს გაეუბედურებინა და ცხოვრებაზე ჰქონდა ხელი აღებული. ერთი პერიოდი იმასაც კი ფიქრობდა, რომ აზრი არ ჰქონდა მეგობრების გარეშე ცხოვრებას. არადა, რამდენი გეგმა ჰქონდათ ერთად! კაფეებისა და ბარების ბიზნესი, კულტურული ბიზნესი, ახალი ინიციატივები ეკონომიკაში!

აი, ისეთი ბიჭები იყვნენ თან ქუჩაც რომ იცოდნენ, თან წიგნებს ცვლიდნენ ერთმანეთში. კვირა არ გავიდოდა არ წასულიყვნენ თეატრში, კინოში და კლუბებში. როგორია ეს სამი ერთად? მაგრამ ყველაფერს აკეთებდნენ. ყველაფრის მიმართ ინტერესი ჰქონდათ და სურვილი. ერთხელ მოვდივართ და ყველაფერი ხომ უნდა ვნახოთო სულ ამას ამბობდნენ.

მეგობრების გარდაცვალების შემდეგ ესპანეთში წასული დათა რამდენიმე თვე სრულ აგონიაში იმყოფებოდა. გარეთაც კი არ გასულა, მაღაზიაშიც კი. ბიძამისი ყოველ დღე ცდილობდა მის მობრუნებას ცხოვრებისკენ და დიდ ყურადღებას აქცევდა, რომ რამე სისულელე არ გაეკეთებინა.

დრო გავიდა.. და მართალია, დრომ წაიღო ყველაფერი უბრალო ტკივილის გარდა, რომელსაც ის ტკბილი მოგონებები იწვევდა.
დრომ წამოაყენა ფეხზე და დრომ მიახვედრა, რომ ის ყველაფერი რაც მეგობრებთან ერთად ჰქონდა ჩაფიქრებული მათი ხსოვნის საპატივსაცემოდ უნდა აესრულებინა. ფეხზე წამომდგარმა ისწავლა უნივერსიტეტში, ჩააბარა მაგისტრატურაში, პარარელურად მუშაობდა და ნელ-ნელა ბიძამისის ცოტა დახმარებით საკუთარ ცხოვრებას მიხედა. არ იხედებოდა საქართველოსკენ.. უბრალოდ, ძალიან სტკიოდა საქართველო და საკუთარი სამშობლო. ყველა ქუჩა და ადგილი მეგობრებს გაახსენებდა. საფლავებზეც კი არ იყო ნამყოფი. ძალიან უჭირდა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. ათასში ერთხელ დანაშაულის გრძნობა შემოუტევდა, მაგრამ ამასაც ვერაფერს შველოდა.

ახლა საქართველოში მოფრინავდა..
დამშვიდებული, დაწყნარებული..
მოფრინავდა სამშობლოში და საყვარელ ადამიანთან.. რომლის ერთი ღიმილიც კი ყველაფერს ერჩივნა.. ადამიანთან, რომელმაც სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა და ცხოვრება თავიდან შეაყვარა.

წინა ღამეს სიზმარი ნახა.. თავისი მეგობრები.. მშვიდები და გაღიმებულები..

-ლაშა, რეზი, გიგა!-აღმოხდა დათას.
-ჰო, დათუჩ! რას უშვები შენს ცხოვრებას, ე?-უთხრა რეზიმ.
-დაგვასვენე რა..!-ღიმილით უთხრა ლაშამ.
-ბიჭო.. არ მჯერა..
-კაი, ტო.. არა გჯერავს?-გაუცინა გიგამ.
-დათუჩ! ერთი წამითაც კი არ დაიდანაშაულო თავი რა.. მაგრა დაგვღალე ამ შენი ფიქრებით.. მიხედე ცხოვრებას რა..! თან მიზეზიც კი გაქვს, რომ ბედნიერი იყო..-უთხრა რეზიმ.
-მაგრა მენატრებით, ტო..-გაშტერებულმა უთხრა დათამ.
-ჩვენ სულ შენთან ვართ.. მიხედე შენს პატარა გოგოს. ბოლოს და ბოლოს ერთადერთია, რომელმაც მოგაბრუნა ცხოვრებისკენ და ჩვენც ამოვისუნთქეთ.. მიხედე შენს სიყვარულს და გაუფრთხილდი..-უთხრა რეზიმ.

პირველად გამოიღვიძა ბედნიერმა. ამდენი წლის განმავლობაში პირველად ნახა ძმაკაცები სიზმარში. პირველად დაელაპარაკნენ და მეორედ გაუღიმეს ბიჭებმა. მაშინვე წამოხტა და აეროპორტში დარეკა ბილეთის დასაჯავშნად.

ეჩქარებოდა.. თავისი პატარა გოგოსკენ ეჩქარებოდა.. გიჟივით ჩაალაგა ბარგი და პირველივე რეისით გამოფრინდა საქართველოსკენ, რომ თავისი წვლილი შეეტანა საყვარელი ადამიანის ბედნიერ დღეში.

***
-არ ნერვიულობ, ხო?
-არა, საერთოდ. ერთი სული მაქვს დავწერო ყველა გამოცდა და მორჩეს ეს ყველაფერი და მერე, როგორც ანკა იტყოდა „ტუსოვკა ნაჩინაეტსია“-თქვა სესილიამ.
-ხო, რაო რა ტუსოვკაო?
-ტუსოვკები რა.. ზაფხული, თან სრულწლოვნება..-წავიდა ოცნებებში სესილია.
-ქორწილი, მეჯვარეობა.-გამოაფხიზლა დათამ. სესილიამ მაშინვე თვალები დაჭყიტა. თავიდან კი მოეშალა ნერვები, მაგრამ მიუხდა დათას საითკენაც მიჰყავდა ლაპარაკი და უთხრა ნიშნისმოგებით:
-ხო, მე და შენ დავნათესავდებით!
-ეგღა მაკლია ეხლა ჩემი რძლის მეჯვარედ დაგინათესავო რა!-შუღრინა დათამ.
-რა იყო დათუჩ შენივე პროვოკაციას წამოეგე?-გაეცინა სესილია და გატრიალდა. დათამ მაშინვე ხელი მოჰკიდა მხარში.
-რა დამიძახე?
-დათუჩა..-ძლივს ამოიღო ხმა სესილიამ,- ბოდიში, თუ არ გსიამოვნებს...
-არა, ასე ჩემი ბიჭები მეძახდნენ ჩვენში.-თქვა დათამ და ხელი გაუშვა გოგოს. სესილია დათასკენ მიიწია და ჩაეხუტა საყვარელ ადამიანს. გრძნობდა, რომ ეს ტკივილი მოუშუშებელი იქნებოდა დათასთვის. როგორ უნდოდა ახლა დათას ბიჭები გვერდზე ჰყოლოდნენ! ალბათ, ყველაფერი სხვანაიად იქნებოდა.. შეიძლება ახლა დათას გვერდზე არ ყოფილიყო, მაგრამ დათას ხომ ეყოლება მეგობრები გვერდზე და მის ნაღვლიან თვალებს არ დაინახავდა..
-დათა, წამიყვანე რა..
-ჯერ ადრეა სახლისთვის,-მშვიდად უთხრა დათამ და გახედა ჰორიზონტს. ისევ იმ ადგილას იყვნენ, სადაც ვარსკვლავები ციმციმებდნენ. მაგრამ ამჯერად თბილისის აჭრელებული ფასადები თუ მოსჭრიდა ადამიანს თვალს.
-სახლში არა.. შენი ბიჭების საფლავებზე..-უპასუხა სესილიამ. დათას თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. გულში ერთბაშად სიამოვნებისა და შიშის განცდა დაეუფლა. არ იცოდა გახარებოდა ის, რომ სესილია პატივს სცემდა მის მეგობრებს და სურდა მათ საფლავზე ასულიყო.
-მე არ ვყოფილვარ მათ საფლავზე..-უპასუხა რამდენიმე წუთის მერე დათამ.
-წამოდი, წავიდეთ..-უთხრა სესილიამ და მანქანისაკენ წავიდა. დათაც ჩაჯდა და დაქოქა მანქანა. სასაფლაომდე ჩუმად იყო ხმას არ იღებდა. გული ამოვარდნას ჰქონდა. ამდენი წლის მერე პირველად მივიდოდა მათ საფლავებზე და მათ სახელსა და გვარს შეხედავდა. ალბათ, როგორი რთული იქნებოდა მისთვის.
-შენთან ვარ ხომ, იცი?-უთხრა სესილიამ და ხელი ხელზე დაადო. დათამ საპასუხოდ ოდნავ გაიღიმა და სასაფლაოს შესასვლელს გახედა.-გინდა არ შევიდეთ? ბოდიში, ცუდი იდეა იყო..
-არა, წამოდი.-უთხრა დათამ და მანქანიდან გადავიდა. სესილიაც მაშინვე მიჰყვა დათას.

მიდიოდა დათა და ფეხები უკან რჩბოდა..რამდენ ნაბიჯსაც გადადგამდა იმ წამსვე თითო მოგონება აჰყვებოდა.. ყველაფერი კადრებივით მირბოდა მის გონებაში. საფლავზე მისულმა ძლივს გაუსწორა ძმაკაცების საფლავების ქვას თვალი. ენა ჩაუვარდა და ენით აღუწერელი ტკივილი იგრძნო.

-ლაშა ჯანდიერი.. გიგა კვერნაძე.. რეზი ხარატიშვილი..-ხმადაბლა წაიკითხა მათი სახელები და გვარები. სესილია უყურებდა და რატომღაც გრძნობდა ძალას, გრძნობდა სიმშვიდეს და გრძნობდა იმას, რომ ერთ დროს ეს ბიჭები ყველასგან გამორჩეულები იყვნენ. ერთი წამით კი ინანა, რომ დათა აქ მოიყვანა, მაგრამ მეორე წუთას გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდა. მთელი ეს პერიოდი დათა თავისთვის ებრძოდა მოგონებებსა და ტკივილს. გაურბოდა ყველაფერს, რაც ბიჭებს ეხებოდა.

იდგა დათა ერთ ადგილას დაყინული და გაშტერებული..
ფიქრობდა ძალიან ბევრს და ფიქრობდა მეგობრებზე.. იცოდა, რომ ისინი ახლა გვერდზე ედგნენ და ეს აძლევდა ძალას, რომ არ წაქცეულიყო. იგრძნო პატარა ხელები შეხება, რომელიც წელზე შემოეხვია და დათას გაყინულ სხეულში სითბო ჩაიღვარა.

-ლაშა, გიგა და რეზი!-უცებ გაიგო სესილიას ხმა, რომელიც საფლავებს უყურებდა,- გეფიცებით, რომ დათას ყოველთვის გვერდზე ვეყოლები! ჩემი იმედი ყოველთვის ექნება და არასოდს დავტოვებ მარტო..! გეფიცებით, რომ აბსოლუტურად ყველაფერს ვიზამ, რომ თქვენი ძმაკაცი ისე იყოს, როგორც თქვენ ისურვებდით..- საიდან ჰქონდა ამ პატარა გოგოს ამხელა გაგების უნარი? საიდან შეძლო დათას აქ ამოყვანა და რეალობასთან შეხვედრა? როგორი მადლიერი იყო სესილიასი, რომ არსებობდა! თვალწინ მომღიმარი მეგობრების სახეები დაუდგა დათას და გაყინული ხელები სესილიას მოჰხვია.
-მადლობა შენ რომ არსებობ!-უთხრა სესილიას და აკოცა.

***
ყველა გამოცდიდან გამოსული გახარებული სესილია „კარგად დავწერე“-ს შეძახილებით და საპასუხოდ ანკას კივილი „ამდენი საათი რას წერდი? მოვკვდი მშიერი! ეს გამოცდები ამ სიცხეში რამ დაანიშნინათ! ჩემ დროს ასე არ იყო..! ეტყობა კარგად არ გიმეცადინია ამდენ ხანს რომ გაჩერდი! ისე მშია გული მიმდის! შენ ხო დაქალი არ ხარ, ჩემზე სულ არ ფიქრობ“ და ასე შემდეგ...:))))

ბოლო გამოცდიდან პირველი გამოვიდა სესილია და მთელი მომლოდინე საზოგადოება ტაშით შეეგება:

-რა იყო, მოშიება ვერ მოვასწარი! რა დაწერე ასეთი?-ეჭვის თვალით შეხედა ანკამ.
-ძალიან ადვილი იყო.
-რა ჭკვიანი გოგო ხარ!-შეაქო დათამ.
-თქვენ ჩაქრით!-სიცილით უთხრა ანკამ,-მოიცა ხალხო! ჩემ დროს ბოლო გამოცდის მერე კარგად ვიტუსოვკე და შენს „პაკალენიაში“ მოდაში არაა ეს?
-აუ, ანკა! რა ტერმინებით ხარ,-უთხრა დათამ.
-ვაიმე, მაზლო შენს ძმას ესეთი მოვწონვარ და ნუ გადამაკეთებ გთხოვ..!
-როგორ არა! აუცილებლად, უნდა აღვნიშნოთ ბავშვიკოს გასტუდენტება!-ჩაერთო ლაპარაკში ირაკლი.
-აუ, ეგ საღამოს იკუ რა!-დაიწუწუნა ანკამ,- უკვე მომშივდა და ჯერ ვჭამოთ რამე გემრიელად. მერე ბავშვი ოფიციალურ პატრონს ჩავაბაროთ,-ამაზე დათას გახედა და გაეცინა,-მერე კი საღამოს ცოტა რო აგრილდება გავტუსოვკდეთ! ერთი ეს სასიკვდილე კოტოშა სად გდია..-თქვა ანკამ და ტელეფონი მოიმარჯვა. დიდხანს ელაპარაკა ანკა კოტოშას დაუდგენელ თემებზე. ძირითადად ორაზროვანი პასუხებით თუ კითხვებით გამოირჩეოდა ანკა, რაზეც კითხვა არც ერთს არ გასჩენია. ბოლოს და ბოლოს ანკა იყო რა..! სესილია სახლში დატოვეს. სახლში ასულს ნინო და გივი დახვდნენ და მიულოცეს შვილს გამოცდების დამთავრება. საღამომდე ნუციკოსთან ერთად გაიყვანა სესილიამ დრო და საღამოს კი დათას დაურეკა:

-რას შვები?
-უნდა დამერეკა შენთან.
-რა ხდება?
-ჩაიცვი და გამოგივლი 15 წუთში.
-აუ, რა იცი ეს 15 წუთი! არ იცი ესე მალე რომ ვერ ვიცვამ?-დაიწუწუნა სესილიამ.
-კაი, რამდენი წუთი დაგჭირდება?-მოთმინებით ჰკითხა დათამ.
-აუ, რავიცი. რო ჩავიცვამ დაგირეკავ. მოიცა, რა ჩავიცვა?
-რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობ,-უპასუხა დათამ და გაუთიშა ტელეფონი. მოკლე შავი შორტები ჩაიცვა, ზოლიანი ზედა და თეთრი კედები. ჯინსის ქურთუკი კი ყოველი შემთხვევისთის ჩანთაზე გადაიკიდა. მშობლებს დაუბარა წავედი დაგირეკავთო და პირდაპირ ისე გავიდა გარეთ არც დაურეკავს დათასთვის. იცოდა, რომ დათა ქვემოთ იდგებოდა აუცილებლად. არც შემცდარა.

-ანკა და ირაკლი?-გაკვირვებულმა იკითხა, როცა მანქანაში ვერავინ დაინახა.
-დაიკიდე ეგენი..-დათას მშიდად დაჰყავდა მანქანა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთმანეთს იცნობდნენ სესილიამ დააფიქსირა, რომ დათა ყოველთვის ჩუმად იყო მანქანის ტარების დროს. სესილია კი მუდმივად მიშტერებოდა დათას. მანქანა კოტოშას საგურამოს სახლთან გაჩერდა. სახლი სულ ჩაბნელებული იყო, ერთი წამით შიშმა გაჰკრა, მაგრამ მალევე დამშვიდდა მის გვერდზე ხომ დათა იყო. დათამ ხელი ჩაკიდა სესილიას და ეზოში შევიდა. ეზოც კი ჩაბნელებული იყო და მაინც სახლისაკენ მიდიოდა დათა ისე, რომ ხელს არ უშვებდა სესილიას. სახლის კარი გასაღებით გააღო თუ არა მაშინვე შუქი აინთო სახლში და ანკა, ირაკლი, კოტოშა და რამდენიმე უცნობი ადამიანი ბუშტებითა და ფეიერვერკებით შეეგება სესილიას:

-გილოცავთ!-ერთხმად დაუყვირეს სესილიას. გაგიჟდა სესილია. სიხარულისგან ცრემლები წამოუვიდა. სათითაოდ სულ ყველამ გადაკოცნა და მიულოცა გამოცდების დამთავრება. ყველამ უთხრა ეჭვი არ გვეპარება ჩააბარებ-ო, იმ ადამიანებმაც კი, რომლებსაც სულ არ იცნობდა. დათას სესილიას პატარა ყუთი გაუწოდა. ხელის კანკალით გახსნა სესილიამ და დაინახა ოქროს კულონი, რომელზეც მისი სახელი იყო ამოტვიფრული. ცრემლები უფრო მეტი წამოუვიდა, სიხარულისგან ვერ აკონტროლებდა ემოციებს. დათამ სესილიას კულონი გაუკეთა და ყურში უჩურჩულა:

-გილოცავ! იმედი მაქვს დღეს ღამითაც არ მოინდომებ სეირნობას, პატარავ..!


***

ვაიმე, დიდი მადლობა ასეთი კარგი კომენტარებისთვის:)
მიხარია, რომ მოგწონთ ეს ისტორია..
მადლობა, რომ კითხულობთ!



№1 სტუმარი tamuna

Umagresiaaaaa

 


№2  offline წევრი natia-natia

Magari istoriaa velodebi shemdegs

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Vauuu dz magariaaa <3
--------------------
G.ke

 


№4  offline წევრი nuki-nuka

ძალიან კარგია love

 


№5  offline წევრი mani156

ძაალიიან მაგარიია ^_^ მალე გააგრძელეე რა ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent