შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზის ჩასვლა ( თავი მერვე)


25-03-2016, 00:01
ავტორი fireending
ნანახია 2 259

მერვე თავი
გაზაფხულის კიდევ ერთი მშვენიერი დილა გათენდა. ფანჯრიდან შემოჭრილმა დილის მზის სხივებმა მაღვიძარის მაგივრობა გაუწია ლიზას. თვალები გაახილა, საწოლზე წამოჯდა და ირგვლივ მიმოიხედა. დათო არსად ჩანდა. წამოდგა, ხალათი მოიცვა და ოთახიდან გამოვიდა. კიბესთან ბექა იდგა, ლიზას არ უნდოდა მისი ნახვა, მითუმეტეს წუხანდელის შემდეგ, ოთახში დააპირა დაბრუნება, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ბექამ ის დაინახა.
-დილა მშვიდობისა ლიზა.
-დილა მშვიდობისა. ხომ არ იცი დათო სადაა?
-თავის კაბინეტშია
ლიზამ ჩასვლა დააპირა, მაგრამ ბექა წინ დაუდგა და მის გაშვებას არ აპირებდა, პირიქით ლიზა ახლოს მიიზიდა და გულში ჩაიკრა, ლიზას ტანში ჟრუანტელმა დაუარა, მოძრაობა აღარ შეეძლო, ძალაუნებურად გაშეშდა ბექას მკლავებში, მაგრამ კაბინეტის კარის ხმამ გამოაფხიზლა ორივე. ლიზა სასწრაფოდ მოშორდა ბექას, კიბეებზე ამომავალი დათოსკენ წავიდა, ჩაეხუტა და აკოცა.
-არ მეგონა თუ ასე ადრე გაიღვიძებდი.
-ჰო, მომიწია, ჩემმა ბიზნეს პარტნიორმა დამირეკა. აი ადრე რომ გაგაცანი. მიხეილ კობახიძე.
-მართლა? უკვე პარტნიორები გახდით?
-თითქმის. კონტრაქტს დღეს მოვამზადებთ.
-აჰა, გასაგებია.
ამ დროს სამზარეულოდან ნინა ამოვიდა და ლიზას მიესალმა.
-საუზმე მზადაა, თქვენ გელოდებით. ტქვა მან.
-კარგი, ახლავე მოვწესრიგდები და ჩამოვალ. უპასუხა ლიზამ. შემდეგ ოთახში შევიდა და ლუკას დაურეკა.
-ლიზა, როგორ ხარ?
-კარგად ლუკა. შენ?
-მეც. რა ხდება? აღელვებული ხმა გაქვს.
-მიხეილზე ხომ არაფერი გაგირკვევია?
-სწორედ მაგ საკითხე ვაპირებდი დარეკვას დღეს შენთან.ჩემი ბჭები უთვალთვალებენ და მეტად საეჭვო რამ აღმოაჩინეს, მიხეილი საექსპორტო ტვირთთან ერთად რაღაც სხვა პაკეტებსაც დებდა. ჩემმა ბიჭებმა მოახერხეს ერთი პაკეტის წამორება და გამოიცანი რა ღმოჩნდა.
-კოკაინი არა?
-ზუსტად. დათო დიდ საფრთხეშია.
-ჯანდაბა, მითხრა, რომ დღეს აპირებენ კონტრაქტის გაფორმებას.
-ჰო და თუ საქმე ცუდად წაუვა დათოს დაიჭერენ.
-ლუკა, ეს კონტრაქტი არ უნდა გაფორმდეს
-ლიზა, ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. მიხეილი არ უნდა მიხვდეს რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით.
-იმედია დათო დაგვიჯერებს.
-მტკიცებულებები მაქვს. ვიდეოების და ფოტოების სახით.
-ლუკა, დათოს დღესვე უნდა დაველაპარაკოთ.შეტყობინებაში გამოგიგზავნი ადგილს და დროს სადაც უნდა შევხვდეთ.
-კარგი, გელოდებით.
ლიზამ ტელეფონი გათიშა, მოწესრიგდა და სასაუზმოდ ქვემოთ ჩავიდა.
-დათო, დღეს რომელ საათზე მიდიხარ სამსახურში?კითხა ლიზამ
-ნახევარ საათში უნდა გავიდე.
-იცი, მაინც იქით მოვდივარ და მე გაგიყვან.
-კარგი.
ისაუზმეს და დათო წასასვლელად მოემზადა. ლიზამ მათ მძღოლს სანდროს თხოვა თავისი მანქანის გამოყვანა. გზაში დათომ შეამჩნია რომ ლიზა სხვა გზით მიდიოდა.
-ლიზა, სად მივდივართ?
-მოითმინე, ყველაფერს გაიგებ.
ლიზამ ქალაქის გარეუბანში ერთ-ერთ კაფესთან გააჩერა მანქანა. იქ ლუკა ელოდებოდათ. ლუკა დათოს მიესალმა და შემდეგ სამივე მაგიდასთან დასხდნენ.
-ამიხსნით რა ხდება?
-დათო. უთხრა ლიზამ. მიხეილთან კოტრაქტი არ უნდა გააფორმო.
-რას ამბობ ლიზა? კი მაგრამ რატომ?
-მიხეილი თაღლითია, მან გვარი შეიცვალა. ადრე თაღლითობისთვისაა ნასამართლევი. ახლა კი უნდა შენ გამოგიყენოს თავისი ბნელი საქმეებისთვის.
-რას ამბობ?
-დათო, მიხეილი ნარკოტიკებით ვაჭრობს. თქვა ლუკამ. აი ნახე ფოტოები. უთრა და ლეპტოპში ფოტოები და ვიდეოები აჩვენა.
-ჯანდაბა. ეს სიმართლეა?
-კი. როდესაც შენტან პირველად მოვედი სტუმრად მიხეილი მაშინ გავიცანი. რატომღაც არ ესიამოვნა ჩემი დანახვა. სემდეგ ჩემი მშობლების კომპანიის თანამშრომლების ფოტოში მიხეილიც აღმოვაჩინე, ოღონდ ის მაშინ გიორგაძე იყო და არა კობახიძე.
-მაგ . ახლავე პოლიციას უნდა შევატყობინოთ.
-არა მოიცა. უთხრა ლუკამ. ფრთხილად უნდა ვიყოთ. უფრო მეტი მტკიცებულებაა საჭირო მიხეილის გამოსაჭერად. მის შესახებ ყველანაირი ცნობა წაშლილია.
-ჰო დათო უნდა მოვიცადოთ. მაგრამ მასთან კონტრაქტი არ გააფორმო.
- რა თქმა უნდა არ გავაფორმებ . მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა დაიჭირონ ეგ ნაძირალა.
-დაიჭერენ. თქვა ლიზამ. მაგრამ ახლა ცოტაოდენი მოთმინება გვმართებს.
-ლიზა, აქამდე რატომ არ მითხარი მიხეილის შესახებ?
-მტკიცებულებები არ მქონდა და მაგიტომ. მაგრამ ახლა როცა დანამდვილებით ვიცი რომ მისგან საფრთხე გემუქრება არ შემეძლო შენც საფრთხეში ჩამეგდე.
-ლიზა, ლუკა თქვენი მადლობელი ვარ. თქვენი წყალობით დიდ განსაცდელს გადავრჩი. აი იმ თაღლითს კი აუცილებლად ვანანებ თავის საქციელს.
-ძალიან გთხოვ ფრთხილად იყავი. არააფერი იეჭვოს.
-ნუ ღელავ საყვარელო. უპასუხა დათომ .ახლა კი კომპანიაში უნდა წავიდე. ის ალბათ უკვე მელოდება.
* * *
ბექა ბარში იჯდა, როდესაც მას ირინა მიუახლოვდა.
-ბექა... რა კარგია რომ გნახე. ვიცოდი აქ რომ იქნებოდი.
-გამარჯობა ირინა.
-რა გჭირს?
-არაფერი რა უნდა მჭირდეს.
-მგონი რაღაც გაწუხებს.
-არაფერიც არ მაწუხებს , ნუ ამბობ სისულელეებს.
-ჰო კარგი, სასმელზე არ დამპატიჟებ?
-რა თქმა უნდა .
ბექამ მათთვის სასმელი შეუკვეთა. ირინა ყველანაირად ცდილობდა ბექას მოხიბვლას. საკმაოდ მიმზიდველი ქალი იყო, თუმცა ზედმეტად ვულგარული მანერები ჰქონდა.ამ დროს ბარში ელე შემოვიდა თავის რამდენიმე მეგობართან ერთად და ბექას მიესალმა.
* * *
-რა? ისევ იმ საშინელ გოგოსთან ერთადაა ბექა? თქვა ნინამ, როდესაც ელემ ბარში ნანახის შესახებ უამბო.
-ჰო, უნდა გენახა ის გოგო რა დღეში იყო. ლამის კალთაში ჩაუხტა.
-მისგან არ მიკვირს. აი ბექა რამ გამოაშტერა ვერ ვხვდები.მოდი გევყოს რა ამ თემაზე საუბარი.
-კარგი.
-ხომ გახსოვს ზეგ ინტელექტუალური თამაშია, რომელშიც მარიამი მონაწილეობს.
-რა დამავიწყებს.მგონი მე ვნერვიულობ მის მაგივრად.
-ჩვენი გოგო აუცილებლად გაიმარჯვებს.
-აბა რა.
-ელე, ვახშამზე ხომ დარჩები? მარიამიც მოვა.
-კი დავრჩები. ისე... სიახლეს როგორ შეეგუე? ლიზას ვგულისხმობ.
-საკმაოდ კარგად, მიხარია კიდეც რომ ლიზა ჩვენთანაა.
კარზე დააკაკუნეს, ოთახში ლონდა შემოვიდა.
-გოგონებო, თქვენი საყვარელი შოკოლადიანი ბლინები დავაცხვე, ხომ ჩამოხვალთ?
-კი, კი აუცილებლად. გაუხარდა ელეს.
-მარიამიც მოვა სადაცაა, ახლა მომწერა 10 წუთში შენთან ვიქნებიო.
ცოტა ხანში მარიამი, ნინა და ელე ბლინებს მიირთმევდნენ და ფილმს უყურებდნენ. ამ დროს სახლში ლიზა დაბრუნდა და გოგონებს მიესალმა.
-არ შემოგვიერთდები.
-მადლობა ელე, ცოტა დაღლილი ვარ, მოვწესრიგდები და ჩამოვალ.
ცოტა ხანში დათოც დაბრუნდა სახლში და ოთახში შევიდა, სადაც მძინარე ლიზა დახვდა, დათომ აკოცა, ლიზას გაეღვიძა.
-დათო, უკვე მოხვედი.
-ჰო. არ მინდოდა შენი გაღვიძება, მაგრამ ისეთი ლამაზი ხარ არ შემეძლო არ მეკოცნა.
ლიზამ გაუღიმა და აკოცა.
-მიხეილს ელაპარაკე?
-კი, კოტრაქტის გაფორმება დროებით გადავდეთ. შევატყვე რომ ძალიან ნაწყენი დარჩა.
საუბარი ლიზას მობილურის ზარმა შეაწყვეტინათ.
-გისმენ ლუკა
-ლიზა, შენს იმეილზე შედი და ვიდეო ნახე.
-კარგი, ახლავე.
ლიზა ლეპტოპი ჩართო, იემილზე შევიდა და ვიდეო გახსნა, მიხეილი იჯდა დათოს კაბინეტში, დათოს და მისი საუბარი იყო ჩაწერილი, როდესაც საუბარი დაასრულეს დათო კაბინეტიდან გავიდა, მიხეილი ცოტა ხნით შიგნით დარჩა, მობილური ამოიღო და ვიღაცას დაურეკა.
-იმ იდიოტმა დათომ კონტრაქტის გაფორმება გადადო, ცოტა ხანი მოცდა მოგვიწევს, სანამ ნარკოტიკს საზღვარგარეთ გავაგზავნით. როგორმე უნდა ვაიძულო და კონტრაქტზე ხელი მოვაწერინო.
შემდეგ მიხეილმა მობილური გათიშა და გარეთ გავიდა.
-დამპალი, ნაგავი. თქვა დათომ, გაბრაზებული ხმით. მოვკლავ.
-გთხოვ დაწყნარდი.
-არ შემიძლია. მე კიდევ ვენდობოდი.
დათო აივანზე გავიდა და სიგარეტს მოუკიდა, საშინლად იყო ანერვიულებული.ლიზაც აივანზე გავიდა და მის დამშვიდებას ცდილობდა.
-დათო, დამშვიდდი. მთავარია, რომ მისი პარტნიორი არ გამხდარხარ და კონტრაქტზე ხელი არ მოგიწერია.
-ხო, მაგრამ ნარკოტიკები ახლა ჩემს საექსპორტო ტვირთშია.
-არ არის
-როგორ თუ არ არის?
-ლუკამ თავის ბიჭებს ნარკოტიკების განადგურება დაავალა, ასე რომ არ ინერვიულო. ნარკოტიკი აღარ არსებობს და შენც საფრთხეში აღარ ხარ.
-ლიზა, არც კი ვიცი რა ვთქვა. მადლობა როგორ გადაგიხადო.
-რას ამბობ, შენ ჩემი ქმარი ხარ, ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი, ვერასოდეს დავუშვებ რომ რამე ცუდი შეგემთხვეს.
-მიყვარხარ.
ლიზა და დათო ერთმანეთს ჩაეხუტნენ. ეზოში ბექა იდგა და ქვემოდან ჩახუტებულ ლიზას და დათოს მოკრა თვალი, კიდევ ერთხელ იგრძნო გულში დიდი დარტყმა. წარსულის შეცდომა კვლავ უწამლავდა ცხოვრებას. ამის ყურება აღარ შეეძლო, სახლში შევიდა, მანქანის გასაღები აიღო და წავიდა.დათომ და ლიზამ მანქანის ხმა გაიგეს და დაინახეს როგორ გავიდა ბექა ეზოდან.
-სად წავიდა ეს ბიჭი ამ შუაღამეზე. ჩაილაპარაკა დათომ.
-ნამდვილად არ ვიცი.
-იმედია ინჰალატორი თან აქვს, დღეს მისი ანალიზის პასუხი მოვიდა საავადმყოფოდან, თვითონ ჯერ არ უნახავს.
-ანალიზის პასუხი? რამე ცუდია?
-ასთმა გაუმწვავდა. ბავშვობიდან იტანჯება ამ ავადმყოფობით, პატარა რომ იყო სიკვდილს რამდენჯერმე გამოვტაცეთ ხელიდან. ძალიან ვნერვიულობ.
-საწყალი. არ ვიცოდი ასე ცუდად თუ იყო.
-მეშინია ლიზა, არ მინდა რამე დაემართოს. ჩემს თვალწინ გაიზარდა, მამას შვილივით უყვარდა.
-ნუ გეშინია, ხომ იცი ახლა მედიცინა უფრო განვითარებულია. ყველაფერი კარგად იქნება.
-იმედი მაქვს. ლიზა, აცივდა. მოდი სახლში შევიდეთ.
-კარგი.
* * *
ბექამ მანქანა ირინას სახლთან გააჩერა, ყოყმანობდა გადმოსულიყო თუ არა, წინ ისევ ლიზა და დათო ედგნენ, რომლებიც აივანზე ერთმანეთს ეხვეოდნენ. მანქანიდან გადმოვიდა და ლიზას ირინას კარზე დააკაკუნა.
-ბექა? რა ქარმა გადმოგაგდო?
-შეიძლება შემოვიდე?
-რა თქმა უნდა. მოდი. დალევ რამეს?
-არა.
ბექამ ირინას ხელი მოხვია და აკოცა.
-დღეს რა სხვანაირი ხარ ბექა, რამე მოხდა?
-არაფერი, მომენატრე.
* * *
ბექა და ირინა საწოლში იყვნენ, ქალი ბექაზე იყო მიხუტებული. ბექა ჩაფიქრებული ჩანდა.
-ბექა იცი რას ვფიქრობ? ქალაქგარეთ ხომ არ გავიდეთ რამდენიმე დღით?
-რავიცი, ვნახოთ.
-მოიფიქრე. მე კარგ სასტუმროს მოვძებნი.
-ირინა, ცოლად გამომყვები?
მოულოდნელად თქვა ბექამ, ის ვეღარ აზროვნებდა, ფიქრობდა რომ ასე ლიზას დაივიწყებდა. ირინა გაკვირვებისგან საწოლზე წამოჯდა.
-რა? შენ, შენ ნამდვილად ბექა ხარ? ბექა გიგიაძე? ეს მართლა გინდა?
-ჰო
-მე თანახმა ვარ.
გახარებული ირინა ბექას ჩაეხუტა.
* * *
ლიზა, ნინა და ელე სავაჭო ცენტრში იყვნენ, მარიამისთვის საჩუქარს არჩევდნენ.
-ვნერვიულობ ხვალინდელ დღეზე. თქვა ელემ
-რა განერვიულებს. უპასუხა ლიზამ. ხომ იცი მარიამი რა ჭკვიანი გოგოა.
-აჰა, ლიზა მართალია. შარშან სკოლის პირველი მოსწავლე რომ გახდა ხომ გახსოვს. თქვა ნინამ.
-რა დამავიწყებს. ჩვენი პარალელ კლასელი გოგოები შურით სკდებოდნენ. სიცილით თქვა ელემ.
-ნინა, მთელი დღეა ტელეფონს უყურებ, ხომ ყვეკაფერი კარგადაა?
-კი ლიზა, უბრალოდ ბექას ვურეკავ, მაგრამ გამორთული აქვს ტელეფონი. გუშინაც არ მოსულა სახლში.
-ალბათ ირინასთანაა. თქვა ელენემ.
-ჰო შეიძლება
-ირინა ვინ არის? კითხა ლიზამ.
-ერთი გოგოა, ბექასთან ჰქონდა ადრე ურთიერთობა და როგორც ჩანს ახლაც იმასთანაა.
-არ მესმის, იმ ქალში რა მოწონს, ლამაზია, მაგრამ საშინლად ვულგარული ქცევები და ჩაცმულობა აქვს. ზიზღით თქვა ელემ.
ლიზას გაახსენდა თუ რა ცუდად იყო, როცა ბექა და ირინა ერთად დაინახა. ისევ ტკიოდა გული. წარსული კვლავაც არ აძლევდა მოსვენებას. გონებაში კვლავ თვალწინ დაუდგა უნივერსიტეტის ეზო და ხელიხელგადახვეული ირინა და ბექა.
ლიზას თავბრუ დაეხვა და წონასწორობის დაცვა გაუჭირდა.
-ლიზა, ლიზა რა დაგემართა . კითხა შეშინებულმა ნინამ.
-მოდი აქ დაჯექი . უთხრა ელემ და იქვე კაფეში მაგიდასთან დაჯდნენ.
ნინამ მიმტანს წყალი გამოართვა და ლიზას მიაწოდა.
-კარგად ვარ გოგონებო, ნუ გეშინიათ.
-სახეზე ფერი არ გადევს. სასწრაფოს ხომ არ გამოვუძახო?
-არა ნინა, რა საჭიროა, ალბათ წნევა დამივარდა. ახლა კარგად ვარ.
-ცოტა ხანი ვიჯდეთ . ყავას შევუკვეთავ. თქვა ნინამ და მიმტანს დაუძახა.
გოგონებმა ყავა დალიეს და ცოტა ხანში კაფედან გავიდნენ.
-გოგონებო, მოსაცმელი დამრჩა სკამზე, ახლავე მოვიტან. თქვა ლიზამ და კაეფში შებრუნდა, მოსაცმელი აიღოდა გამოსვლას რომ აპირებდა ერთ-ერთ მაგიდასთან მიხეილი და ირინა დაინახა. ლიზა კედელს მოეფარა და მათ ფოტო ჩუმად გადაუღო.
* * *
დილით დათო ლიზა და ნინა საუზმობდნენ. ამ დროს სახლში ბექა მოვიდა.
-დილა მშვიდობისა
-დილა მშვიდობისა დაკარგულო. მიესალმა დათო
-სად ბრძანდებოდით ბატონო ბექა. ირონიულად უთხრა ნინამ.
-მეგობართან.
-აჰა. მეგობართან.ერთხელ მაინც დაგერეკა.
-კარგი ნინა. გააჩერა დათომ.არ ისაუზმებ?
-არა. უკვე ვისაუზმე. თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს, როცა ისაუზმებთ გეტყვით.
ბექა ოთახში ავიდა.
-ახალი ამბავი? ახლა რაღა მოიფიქრა ამ ბიჭმა.თქვა დათომ
-გავიგებთ. უპასუხა ლიზამ. იმედია ცუდი არაფერია.
-ალბათ რაღაც სისულელის გაკეთებას აპირებს.
-ნინა, ინტელექტუალური თამაში რომელ საათზეა დღეს?
- 5 საათზე ლიზა.ელეს გავუაროთ და მერე წავიდეთ კარგი?
-კარგი ნი.
ისაუზმეს თუ არა ბექაც ჩამოვიდა მისაღებ ოთახში. ძალიან უჭირდა ახალი ამბის თქმა, ლიზას იქ ყოფნა ხომ საერთოდ აბნევდა, თუმცა ზუსტად ლიზას გამო მიიღო ასეთი ნაცქარევი გადაწყვეტილება. ბექა საკუთარ გულს ეწინააღმდეგებოპდა და ლიზას წაშლას ცდილობდა გულიდან.
-იცით მე . როგორც იქნა საუბარი დაიწყო ბექამ. მე ცოლი მომყავს.
-რა? გაოცებისგან პირი დააღო დათომ. შენ ცოლი მოგყავს?
-ჰო.
-ჰაჰ, ვინაა ის უბედური? დაცინა ნინამ.
-მას ირინა ქვია, ირინა ჩაჩანიძე.
-რა დაგემართათ, გამოაფხიზლა ლიზამ ახალი ამბისგან შოკში ჩავარდნილი დათო და ნინა, მივულოცოთ ბექას. გილოცავ ბექა და ბედნიერებას გისურვებთ ორივეს.ლიზამ ბექა გადაკოცნა.
-მეც გილოცავ ბექა. გადაეხვია დათო.
-მადლობა. ნინა, შენ არ მომილოცავ?
-არა, მეზარება. წავალ დღევანდელი საღამოსთვის ტანსაცმელს ავარჩევ. თქვა ნინამ და თავის ოთახში ავიდა.
ლიზა ნინას ოთახში შეყვა.
-ნინა. ხომ კარგად ხარ საყვარელო?
-კი, კი. რომელი კაბა ჯობია.
-აი ეს ლურჯი კაბა ძალიან მოგიხდება, შენ ლურჯ თვალებს შეეფერება ზუსტად.
-მეც მომწონს ეს კაბა ძალიან.
* * *
დათო და ბექა აივანზე იჯდნენ.
-ბექა, იმედი მაქვს შენს გადაწყევტილებაში დარწმუნებული ხარ.
-კი.
-მიხარია თუ ბედნიერი იქნები. იცი, სიმართლე გითხრა არ მეგონა თუ დაქორწინებას გადაწყვეტდი. ხომ გაგვაცნობ შენს საცოლეს?
-კი, აუცილებლად. რამდენიმე დღეში დავპატიჟებ.
-კარგი იქნება.
* * *
ინტელექტუალური თამაშის დაწყებამდე სულ ცოტა დრო იყო დარჩენილი, მარიამი ელესთან, ლიზასთან და ნინასთან ერთად იდგა.
-ცოტა ვნერვიულობ. ტქვა მარიამმა.
-შეეცადე არ ინერვიულო ჩემო კარგო. ლოყაზე მოეფერა ლიზა.
-სანერვიულო არაფერია. უთხრა ელემ.
-აბა რა. წარმატებები მარი.
-მადლობა ნი.
თამაში დაიწყო. მარიამმა დასაწყისიდანვე შესანიშნავად ითამაშა. ის მართლაც ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი გოგო იყო და როგორც ყოველთვის ახლაც გაიმარჯვა. ნინა, ლიზა და ელე გამარჯვებულს ულოცავდნენ. ოთხივე ძალიან გახარებულები იყვნენ. თამაშის შემდეგ გოგონები ლუკას კაფეში წავიდნენ, რომ დიდი გამარჯვება აღენიშნათ.ნინა და ლიზა სახლში გვიან დაბრუნდნენ. ნინა ძალიან იყო დაღლილი და მაშინვე თავის საძინებელ ოთახში შევიდა. ლიზა კი, როგორც კი მოწესრიგდა მისაღებ ოთახში შევიდა და ტელევიზორი ჩართო.
***
ბექამ ვერ დაიძინა და ოთახიდან გამოვიდა, მისაღებ ოთახში ლიზა დაინახა.
-ვერც შენ დაიძინე ლიზა?
-არა, არ მეძინება.
ბექა ლიზას გვერდით ჩამოჯდა.
-როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ?
-კარგად. როგორც ველოდით მარიამმა გაიმარჯვა.
-ძალიან კარგია.
-ჰო.ბექა, ირინაზე რატომ ქორწინდები?
-რას ქვია რატომ? მიყვარს
-მართლა?
-ჰო. რატომ გიკვირს
-სულაც არ მიკვირს. უხდებით ერთმანეთს.
-შენ რა გაწუხებს?
-არაფერი. მე რა უნდა მაწუხებდეს. უბრალოდ ფრთილად იყავი მაგ გოგოსთან.უთხრა ლიზამ და ოთახში ავიდა.დათოს არ ეზინა.
-ლიზა, სად იყავი.
-ტელევიზორს ვუყურებდი.
ლიზამ ხალათი გაიძრო და საწოლში დავწვა. დათო ცოლს მოეხვია. ლიზამ საპასუხოდ აკოცა.ლიზას ღია იისფერი მოკლე პერანგი ეცვა, რაც კიდევ უფრო სექსუალურს ხდიდა მის მშვენიერ ტანს. როდესაც დათო ეალერსებოდა ლიზას სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, ხვდებოდა როგორ უყვარდა მისი ქმარი , ორივე სიამოვნების ღრმა მორევში ჩაიძირა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent