შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქურდი იაგუნდისფერი თვალებით (18)


25-03-2016, 00:40
ავტორი Gone With Dreams
ნანახია 5 618

რამდენიმე თვემ ისე გაირბინა,ვერც კი შევნიშნე. ჩემი ცხოვრება ფერადი გრძნობებით სავსე ულამაზეს ზღაპარას ჰგავდა.
საოცრება იყო,როცა გაბრიელი კოცნით მაღვიძებდა და ღიმილით მახსენებდა,რომ სამსახურში ვიყავი წასასვლელი.
უზომოდ სასიამოვნო იყო,როცა საავადმყოფოდან დაღლილს გაბრიელის გაკეთებული უგემრიელესი სენდვიჩები მხვდებოდა შინ.
საშინლად ლამაზი სანახავი იყო საღებავებით მოთხვრილი გაბრიელი, თუ როგორ ავლებდა ტილოზე თითოეულ ხაზსა და კონტურს.
ულამაზესი იყო ყოველი ღამე,წუთი და წამი. მე და გაბრიელი ერთი მთლიანობა ვიყავით. მეგონა ამ ერთობას ვერავინ და ვერაფერი შეარყევდა,მაგრამ მწარედ შევცი.
შეცდომა დავუშვი,რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება.
^ ^ ^
გაყინულ სულში გაზაფხულის ბორგავს სურნელი. სულის უკიდურეს წერტილებამდე აღწევს შენი მზიანი თვალები და ალღობს აისბერგივით აღმართულ ტკივილებს. თუმცა, მათ ისე ღრმად აქვთ გადგმული ფესვები ჩემში, რომ არ შველის დედამიწის ზურგზე ყველაზე გულწრფელი შენი ღიმილი და არც გაზაფხულებიანი შენი თვალები. მუნკის „კივილივით“ კივის ჩემი არსება უშენო გაზაფხულის ყოველი მოსვლისას და მალამოსავით ეფინება გულს შენს თითებს შორის გახლართული ყოჩივარდების გახსენება. წლის დასაწყისში ჩვეულებრივ იფურჩქნები ყინულებს შორის მოქცეულ ჩემს გულში და მეც ვფიქრობ, რომ ამჯერად მაინც აღარ მოგვერევა სუსხიანი ქარი, მაგრამ ყოველთვის ამტვრევს მსუბუქად დახურულ ტკივილიან სარქველებს და ჩვენც ვმარცხდებით. დღეს გაზაფხულის კიდევ ერთი მზიანი დღე იყო, შენი მზიანი თვალებითა და ყოჩივარდებით სავსე, მაგრამ ახლა ქარი მძვინვარედ დაქრის გარეთ და წუთი-წუთზე შემოამტვრევს დასუსტებულ დარაბებს. მე კი ხელებგაშლილი ვდგავარ ფანჯარასთან და ველი როდის დამარცხდებიან აკივლებული ჩემი სული და მისი თავშესაფარი - გაზაფხულებიანი შენი თვალები.
(პ.ს -ამ ჩანახატისთვის ძალიან,ძალიან დიდი მადლობა ჩემს უახლოეს მეგობარს,ჭორფლიან გოგონას)
^ ^ ^
-გაბრიელ,ადექი,თორემ დააგვიანებ. _ჩავძახე მძინარე გულედანს და წვერიან ლოყაზე ვაკოცე.
-მმმ. _ამოიზმუვლა,გვერდი იცვალა და არხეინად გააგრძელა ძილის.
-გაბრიელ,გეყოფა,დაგაგვიანდება და ისე მე მეჩხუბები,რატომ არ გამაღვიძეო. _ვუთხარი გაბრაზებულმა და კიდევ ერთხელ შევანჯღრიე.
-ხუთი წუთიც და ავდგები. _მითხრა და ძილი განაგრძო.
საბანს ვეცი და მოულოდნელად გამოვქაჩე.
-კარგი რაა,რა წესია. _დაიბუზღუნა და გაბუსხული წამოდგა ფეხზე.
-მაპატიე,სხვანაირად ვერ აგაყენე. _ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
-ვიცი რასაც გიზამდი,ასე რომ არ მიყვარდე. _მითხრა სიცილით და ტუჩებზე დამეკონა.
გაბრიელმა მანქანით საავადმყოფომდე დამტოვა,გემრიელი კოცნით დამაჯილდოვა და ადგილს მალევე მოსწყდა.
მთელი დღე ფეხზე ვიდექი. საშნლად ბევრი პაციენტები გვყავდა.
კინაღამ გული გამისკდა,როცა თავგატეხილი გიგა შემოიყვანეს საკაცით.
-ვაიმე,რა მოხდა? _ვიკივლე განწირულმა.
-დამშვიდდი ნინე,ნუ კივიხარ. _მითხრა სანდრომ და თავზე ნერვულად მოისვა ხელი.
გაკრეჭილმა გიგამ ოდნავ წამოყო თავი და სულელურად გაიღიმა.
-თავი გამიტყდა. ბრახ და თავი გამიტყდა. _ამბობდა სიცილით.
-რა სჭირს ამას? _ვიკითხე შეშფოთებულმა. _აჰ,გასაგებია,დამაშვიდებელი გაუკეთეს ხო?
ლევანმა მაშინვე დამიქნია თავი.
გიგა მაშინვე პალატაში გადავაყვანინე,ჭრილობა გადავუხვიე,მის ექიმსაც ველაპარაკე და ბიჭებთან გავედი მისაღებში.
-როგორ არის? _მკითხა სანდრომ.
-სერიოზული არაფერია,მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს. ერთი კვირა იწვება,წამლებსაც მიიღებს და კარგად იქნება. ახლა ის მითხარით რა ჯანდაბა მოხდა.
ამ დროს მოსაცდელში დემეტრე და გაბრიელი შემოვარდნენ. გაბრიელს ისეთი სახე ჰქონდა ძლივს შევიკავე სიცილი.
-რა მოხდა?
-გიგას მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს. _ვუთხარი. _არაფერია სანერვიულო.
-რა მოხდა,კი მაგრამ? _არ დანებდა დემეტრე და ბიჭებს მიუბრუნდა.
-მე და გიგა ვჭიდაობდით,ჰოდა წავაქციე,შემთხვევით თავი აგურს ჩამოარტყა. _სერიოზული სახით ყვებოდა ლევანი.
-სერიოზულად? _გაბრიელმა წარბები მაღლა აზიდა და მომლოდინე სახით მიაჩერდა სანდროს.
მანაც ხელები გაშალა,იმის ნიშნად ვერაფერი გავაწყვეო.
-შენ ხომ არ გაკლია ბიჭო,ლამისაა ოცდაათს მიუკაკუნოთ და რა გაჭიდავებდათ? _საოცრად სასაცილო იყო გაბრაზებული გულედანი,ყველანი ძლივს ვიკავებდით სიცილს.
უეცრად დერეფანში თეა გამოჩნდა და ჯგროდ შეგროვებული მეგობრები,რომ დაინახა მაშინვე ჩვენკენ წამოვიდა.
-რა ხდება ხალხო,მშვიდობა ხომაა?
-სანამ მოხვიდოდი იყო. _ამრეზით ჩაილაპარაკა ლევანმა.
-სანამ ეს ანკეტა შენთვის გადამიყლაპებია,გაჩუმდი. _არ ჩამორჩა თეა და ანკეტა ხელში შეათამაშა.
-გიგას პატარა იანღლიში მოუვიდა და მსუბუქი ტვინის შერყევით წევს პალატაში. _ავუხსენი თეას.
-ოღონდ შენ არ შეხვიდე,თუ ღმერთი გწამს,ეშინია გიგას მოჩვენებების. _დაიგესლა ლევანი.
-ბარემ საავადმყოფოში ხარ და თავი ხომ არ გამეტეხა შენთვის,ჰა? _თეამ თვალები ეჭვით მოჭუტა.
-გეყოფაათ! _დაიღრინა სანდრომ და მოკამათე წყვილი ძლივს დააშოშმინა.
სანამ გიგა გონს მოვიდა ყველანი მოსაცდელში ვიცდიდით. მალე მაგდა,თორნიკე და ელენე შემოგვიერთდნენ.
როგორც იქნა გიგამ გაიღვიძა და ნელ-ნელა შევლაგდით მის პალატაში.
-როგორ ხარ? _იკითხა ლევანმა.
-როგორ ვიქნები,შე ვირისთავო,თავი გამიტეხე. _დაიღრინა გიგამ.
-ახლა თუ არ გააჩუმებ მაგ გრძელ ენას,მეორედაც გაგიტეხავ. შენ თვითონ არ აიჩემე ვიჭიდაოთო?
-მერე მე ის კი არ მითქვამს,შე*ემა,თავი გამიტეხე-თქო.
-დამშვიდდით ბიჭებო,არ შეიძლება გიგასთვის ხმაური. _შენიშნა თეამ და ლევანი ძლივს გაიყვანა პალატიდან.
მიუხედავად გატეხილი თავისა გიგა მაინც ძალიან მხიარული ჩანდა. ჯერ კიდევ იგრძნობოდა დამამშვიდებლის კვალი,მაგრამ ასე თუ ისე,მაინც არაფერს განიცდიდა.
11 საათი სრულდებოდა,როცა მე და გაბრიელი საავამდყოფოდან წამოვედით. იმ დღეს თეა მორიგე იყო და გიგასთან ის რჩებოდა. რა თქმა უნდა, ლევანიც დარჩა,აბა მეგობარს ხომ არ დავტოვებო. სინამდვილეში ყველამ იცოდა მიზეზი რა იყო.
სახლში დაქანცული მივედი და მაშინვე საწოლზე წამოვწექი.
-დაიღალე? _მზრუნველი ხმით მკითხა გაბრიელმა.
-ძალიან. _ვუთხარი და ოდნავ წამოზრდილ წვერზე ჩამოვუსვი ხელები.
გულედანმა თავი მუცელზე დამადო და მსუბუქად მაკოცა შიშველ კანზე.
-არ გშია? _მკითხა ღიმილით.
-არა,ასე იყავი რა,არ გაინძრე გთხოვ. _შევევედრე და ხელები თმაში შევუცურე.
გაბრიელს ჩაეცინა და ნელ-ნელა, ფერებ-ფერებით ამოუყვა მუცელს. მერე მკერდამდე,ყელამდე და ტუჩებამდე მიაღწია. ნაზი კოცნით დამიფარა სხეულის თითოეული ნაწილი და ბოლოს ხავერდოვანი ხმით ჩამჩურჩულა ყურში.
-დაღლილის კვალობაზე,საუკეთესო ხარ!
მსუბუქი მუჯლუგუნი მივარტყი და მერე მთლიანად მასში ჩავიკარგე.
^ ^ ^
ორ კვირაში გიგა სრულებით გამოჯანმრთელდა, აღარც თავის ტკივილები აწუხებდა და ნაკერებიც ნელ-ნელა შეუხორცა.
ყველა სრულფასოვან და ბედნიერ ცხოვრებას დაუბრუნდა.
მახსოვს 22 აგვისტო იყო,საღამო ხანი. იმ ღამეს პირველად ამერია გული. როცა ორი დღის შემდეგ,ციკლიც გადამიცდა,მივხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა,როცა ორსულობის ტესტზე დადებით პასუხს მოვკარი თვალი.
^ ^ ^
-რას აპირებ? _მკითხა გაოგნებულმა თეამ და გაშტერებული მომაჩერდა.
-რა კითხვაა,თეა! _შეუღრინა მაგდამ.
ელენე და თეა გაოცებულები აკვესებდნენ თვალებს.
-ბავშვი ჩვენს გეგმებში არ შედიოდა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ არ გამეხარდა ან რამე მსგავსი. _ვთქვი ღიმილით. _ზუსტად ვიცი,რომ გაბრიელსაც იგივე რეაქცია ექნება,უბრალოდ არ ველოდი. ეს არის და ეს.
-ანუ დაიტოვებ?
-თეა,სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. რა თქმა უნდა,დავიტოვებ. _ვუთხარი ღიმილით და ხელები ჯერ ისევ გამოუბურცავ მუცელზე დავისვი.
-გაბრიელს უთხარი? _მკითხა ღიმილით ელენემ და ცრემლი მოიწმინდა.
-არა,ამ საღამოს ვეტყვი.
რამდენიმე საათში დავიშალეთ და მეც აღელვებული დავბრუნდი სახლში.
ვიცოდი,გაბრიელს ბავშვის ამბავი გაახარებდა,მაგრამ მაინც ვღელავდი. ასე თუ ისე, არც ერთს არ გვიფიქრია ამ საკითხზე და ჩემში მაინც არსებობდა ის ეჭვი,რომ ყველაფერი ცუდად წავიდოდა,მაგრამ როცა გულედანი სახლში ღიმილით შემოიჭრა და კეთილი თვალები შემომანათა,მაშინვე ყველაფერმა გადამიარა.
გაბრიელმა გემრიელად ისადილა. ჭურჭლს დარეცხვის შემდეგ ტელევიზორთან ყავა მივუტანე და გვერდით მივუჯექი.
ნაზად მომხვია ხელი და შუბლზე მაკოცა.
-მეჩვენება თუ რამეზე ღელავ? _მკითხა მან.
-მე... რაღაცის თქმა მინდა.. _ვუთხარი ხმის კანკალით.
-მოხდა რამე? _მისი შეშფოთებული ხმა,რომ გავიგონე გამეღიმა. _მაშინებ ნინე,რა მოხდა?
-არ ვიცი,რა რეაქცია გექნება... ამაზე არასდროს გვილაპარაკია,მაგრამ ასე მოხდა.. მეე..
-ნინე,გულს ნუ მიხეთქავ.. _დაიღრინა გულედანმა.
-ორსულად ვარ. _ვთქვი და თვალებში ჩავხედე,რომ მისი რეაქცია დამენახა.
წამით თვალები აენთო გულედანს,მერე უსაზღვრო სიხარული ჩაუდგა,ყურებამდე გაეღიმა და მკითხა.
-არ მეკაიფები ხომ?
თავი გავაქნიე.
-შენ ხომ არ იცი რამხელა ბედნიერება მაჩუქე,ნინე. შენ ხომ არ იცი,რამხელა სიხარუსლ იტევს ახლა ჩემი გული. _მითხრა და მაშინვე ამიტაცა ხელში.
ერთი ხელის მოსმით დამისვა კალთაში და ისე ჩამეხუტა,ძვლები მეტკინა.
-მაპატიე,რამე ხომ არ გატკინე? _შეშფოთდა,როცა ტკივილისგან ამოვიკვნესე.
თავი სიცილით გავაქნიე და მის მკერდს მივეკარი.
-ძალიან მიყვარხარ და მადლობა ნინე,მადლობა ამხელა ბედნიერებისთვის. _ჩუმად ჩამჩრუჩულა გულედანმა ყურში და გახურებული ტუჩები საფეთქელზე მომადო.
^ ^ ^
მეხუთე თვე და ისევ ცრემლიანი ღამეები.
მეხუთე თვე და ისევ ყინულივით ცივი გული.
მეხუთვე თვე და უიმისოდ დარჩენილი საწოლის ცარიელი მხარე.
მეხუთე თვე და ტირილში გალეული,მწარე ღამეები.
მეხუთე თვე და ჩემი უიმედო თვალები.
მეხუთე თვე მისი იაგუნდისფერი თვალების გარეშე.
^ ^ ^
საოცრად უპრეტენზიო ორსულობა მქონდა. ზედმეტად არაფერი მინდებოდა და,შესაბამისად,გაბრიელსაც არ ვაწუხებდი.
ერთადერთი ის იყო,რომ საშინლად ბევრს ვჭამდი და ხანდახან სრულიად უმიზეზოდ მეცვლებოდა ხასიათი.
გაბრიელი ჩემს ყველა გაბუტვას,კაპრიზს და ჩხუბს ბედნიერი ღიმილით იტანდა. ყოველთვის მითმობდა და ცდილობდა ზედმეტად არ ვენერვიულებინე. ყოველ საღამოს მოჰქონდა ჩემთვის სხვადასხვა ტკბილეული და ძილის წინ,ძალიან ნაზად და ფრთხილად მკოცნიდა მუცელზე.
დემეტრე,გიგა,ლევანი,სანდრო და თორნიკე სტარტზე იდგნენ. ყოველი ნახვისას ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ,ვინ უფრო მალე მომიტანდა სასურველ საჭმელს.
დემეტრე და თორნიკე სერიოზულად ჩხუბობდნენ ვინ დაიჭერდა ბავშვს პირველი და ვის სახელს დაიმახსოვრებდა პატარა პირველად.
მაგდა,ელენე და თეა ყოველ ნახვაზე ბავშვის ახალ-ახალ ტანსაცმელს მჩუქნიდნენ და საბოლოოდ ისე მოხდა,რომ ჩემი და გაბრიელის ოთახი ჯერ არ დაბადებული პაწაწუნას ნივთებუთ აივსო.
ერთი თვის თავზე,ექიმმა ჰაერის გამოცვლა მირჩია. კარგი იქნება სადმე სუფთა ჰაერზე თუ დაისვენებო.
ჩვენც აღარ დავაყოვნეთ. გაბრიელმა მეორე დღესვე აიღო შვებულება,ბავშვებს დაურეკა და გამთენიისას მანქანებით ლაჰილის გზას დავადექით.
პირველი დღე იქაურობის დალაგებას და მოწესრიგებას მოანდომეს. ასე იმიტომ ვლაპარაკობ,რომ მე არაფერს მაკარებდნენ. მოწმესავით ვიჯექი და ყველას ფაცი-ფუცსს ვუყრებდი.
-რატომ მოიწყინე? _თბილი ხმით მკითხა გაბრიელმა და გვერდით მომიჯდა.
-მეც მინდა,რომ გოგოებს მივეხმარო. არ მინდა ასე ჯდომა,ორსულად ვარ ავადმყოფი ხომ არ ვარ._გავიბუსხე.
-მიდი მიეხმარე,თავზე დაადექი და რამე სასაცილო მიუყევი. ისინიც გაერთობიან და შენც. _გამიღიმა გაბრიელმა.
-ოოო,ნუ დამცინი.
-კარგი,კარგი მაპატიე. _ღიმილით მითხრა გაბრიელმა და ყელში მაკოცა.
^ ^ ^
საღამოს კოცონს შემოვუსხედით. უკვე ოქტომბერი იწურებოდა,ამიტომ საკმაოდ ციოდა. გაბრიელმა პლედი სპეციალურად ჩემთვის გამოიტანა და მომახურა.
-არ გაცივდე. _მითხრა. _დანარჩენებმა თქვენით მიხედეთ თავს. _სხვებს გაუცინა და გვერდით მომიჯდა. _გამიყავი ახლა ცოტა,სულ შენთვის კი არ მომიტანია.
ღიმილით ვუწილადე პლედის ნახევარი.
იმ ღამეს ელენე პირველად გამოუტყდა თორნიკეს სიყვარულში,რასაც ოვაციები,აპლოდისმენტები და გაბრიელის გიტარაზე შესრულებული სიმღერა მოჰყვა.
საოცარი ღამე იყო,უამრავი ლამაზი და ფერადი მოგონებით დახუნძლული.
ვერც კი გავიფიქრებდი,თუ მეორე დღეს ყველაფერი თავზე დამემხობოდა.
^ ^ ^
დასაძინებლად ავედით. მაშინვე საწოლში შევწექი,თავი გაბრიელის მკერდს დავადე.
-ძილინებისა,ნინე. _ღიმილნარევი ხმით მითხრა გაბრიელმა და შუბლზე მაკოცა.
მაშინვე ჩამეძინა.
არ ვიცი რა დრო იყო,როცა გაბრიელის ტელეფონი აწკმუტუნდა.
ტელეფონს უპასუხა.
-რა ხდება? _გავიგონე მისი ხმა.
_.......
_კარგი,ახლავე მოვდივარ. _რამდენი წუთიანი ლაპარაკის შემდეგ გაბრიელმა ეს უთხრა და გათიშა.
-გაბრიელ რა ხდება? _ვკითხე დაბნეულმა.
-ნინე,ცოტა ხნით უნდა წავიდე,მაგრამ შენ არ ინერვიულო ხო? დილისკენ დავბრუნდები,ელენეს გავაღვიძებ და ვეტყვი. როცა დავბრუნდები,ყველაფერს აგიხსნი. _ჩამოარაკრაკა,არაფრის თქმა არ მაცადა და ოთახიდან გავარდა.
მალე მანქანის დაქოქვის ხმაც გავიგონე.
გაოგნებული მივშტერებოდა ფანჯარას. აზრზე ვერ მოვდიოდი.
ვიცოდი,რომ უმიზეზოდ არ წავიდოდა,მაგრამ მაინც ძალიან ვინერვიულე.
მეშინოდა.
ალბათ,გულმა მიგრძნო.
^ ^ ^
დილით ყველანი სუფრის გარშემო ვისხედით. თერთმეთი საათი ხდებოდა,მაგრამ გაბრიელისკენ არაფერი ისმოდა.
საშინლად შემეშინდა.
-იქნებ რამე მოუვიდა?
-დაწყნარდი გთხოვ,ცუდი რომ მომხდარიყო აქამდე გავიგებდით. დამშვიდდი კარგი? _ღიმილით მითხრა ელენემ.
არ მინდოდა გაბრიელისთვის დამერეკა და ზედმეტი კითხვებით შემეწუხებინა,მაგრამ ვერ მოვითმინე.
ბავშვებთან ბოდიში მოვიხადე,გარეთ გავედი და გაბრიელთან დავრეკე.
რამდენიმე წამი ველოდი.
ყურმილი აიღეს.
-გისმენთ.
ქალის ხმა იყო.
ელდა მეცა.
კიდურები მომეყინა.
ქალში ნია ამოვიცანი.
აშკარად ის იყო. მისი ნარნარა და ნაზი ხმა არ დამვიწყებოდა.
-გაბრიელი სად არის? _არ ვიცი საკუთარ თავში როგორ ვიპოვე ძალა,რომ ეს სიტყვები მისთვის მეთქვა.
-აჰ,ნინე შენ ხარ? _იკითხა ნიამ. _გაბრიელი აბაზანაშია,რა გადავცე?
ტელეფონი გავთიშე და ვერც კი შევნიშნე როგორ მომეკვეთა ფეხები.
-----------------
ბავშვებო,იმედი მაქვს მომდევნო რამდენიმე თავის გამო არ გამიბრაზდებით!
მადლობა თბილი კომენტარებისთვის,ძალიან მიყვარხართ <3



№1  offline წევრი Pepper

აუ რა ნია რააა :(
რა უნდოდა ამასს :(
ძალიან თბილი თავი იყო
ნინეს ორსულობა გამახარა ძალიან <3
იმედიაააა მოგვარდება ყველაფერი მაინც

 


№2 სტუმარი Teo..

Vai es ra iyo exla ?? Gabriels movklav ,ara ra raxac xdeba albad tore gabrieli ase ar moeqceva nines.gtxov ra male Dade axali tavi .

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

ამათი ურთიერთობა ამის ეჭვიანობის გამო თუ დასრულდება , უნდობლობას გამოიჩენს და იჩხუბებს ჭკუიდან გადავალ . ზოგადად სისულელე მგონია მსგავს რამეზე ჩხუბი ახსნა განმარტების გარეშე am
შენ ძალიან მაგარი ხარ მიყვარს ეს ისტორია ძალიან

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra etaka chems iagundisper tvalebian bichs nu minerviulebt nines male dade axali tore migaklav rogor miyvars me eseni

 


№5  offline წევრი natia-natia

Vaime esragaaketa male Dade ra

 


№6 სტუმარი lila

Vaime cota guli gamicherda metki egaa da kvdeba tko es bichi, kvelapero kargad ikneba sul sicilkiakisi xom araa cxobreba :sevdiani smaili:

 


№7  offline წევრი kiko

პირის დახურვას ვცდილობ ხუთი წუთია. თუმცა ერთი სასიხარულო რამე არის კიდევ კარგი გაბრიელს არაფერი მოსვლია და იმედია არც მოუვა. ძალიან კარგია

 


№8  offline წევრი Nate

ოო მინდოდა პრეტენზიული ორსულობა ქონოდა wink ვერ ვარ ხო!
არ დააშორო რა! love

 


№9 სტუმარი gevedrebi

Auargaafuchoradzaliangtxov

 


№10 სტუმარი N. M

Ra dros nia iyo? Albat ragaca xdeba torem gabrieli egre ar moiqceoda. Ise dzalian tbili da kargi tavi iyo. Imedia bolos ertad iqbebian da ar dasshoreb. Dzalian magari gogo xar da dzaan miyvarxar ❣

[quote=N. M]Ra dros nia iyo? Albat ragaca xdeba torem gabrieli egre ar moiqceoda. Ise dzalian tbili da kargi tavi iyo. Imedia bolos ertad iqbebian da ar dasshoreb. Dzalian magari gogo xar da dzaan miyvarxar ❣❣❣

 


№11  offline წევრი Reny

ვილოცებ რომ ხვალ უეჭველი დადო :D <3 მოულოდნელი იყო მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება <3 ^^

 


ორსულებისთვის ნერვიულობა სასტიკად აკრძალულია, ამიტომ მალე გამოასწორე სიტუაცია! :D ნუ, არ გაძალებ, ავტორი შენ ხარ და ყველაფერი შენი გადასაწყვეტია. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent