მეგობრობის მოთხოვნა (15 თავი)
ორი თავიც და დამთავრდება :D ××××××××××××××××××××××××××××××××××××××××××××××××××××××××× საჭირო იყო სწრაფად მემოქმედა. რატომღაც მეგონა რომ გაბრიელი მთლად გულგრილი არ იყო სესილიას მიმართ. ბოლომდე მჯეროდა ბედისწერის და მისი ძალის თუმცა მინდოდა ამ საქმის კარგი რაკურსით წარმართვაში ჩემი წვლილი შემეტანა. -ვაიმე სესილიიიი... - ხმა დავაწვრილე და ახლა მე ჩამოვეკიდეს კისერზე. -ეთო რა გჭირს? - ყურსასმენები მოიჭრო და ტელეფონიანად ძირს მოისროლა რათა მე დავეჭირე.- შემომხედე ეთოოოო. -მე... მე... მე... -თითქოს სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი . თვალები დავხუჭე, მთელი სხეული მოვადუნე, კისერი უკან გადავაგდე და სესილის მივანდე ჩემი მიწაზე დავარდნა არ დავარდნის ალბათობა. საბედნიეროდ ყველაფერი ისე წავიდა როგორც მსურდა და სესილიამ დაიყვირა... არა უფრო სწორად დაიკივნა . უფრო კომკრეტულად კი ბოლო ხმაზე. -დამეხმარეთ... მიშველეთ... ეთო არ მოკვდეეე... სესის გამყინავმა ხმამ გაბრიელი აიხულა ჩვენსკენ გამოქცეულიყო. მალე მისი ხელი ვიგრძემი ჩემს წელზე და უხერხულად დავიკვანწე. -რა მოუვიდა? - იკითხა ბიჭმა და ხელში ამიყვანა. -არვიცი უცებ შეწუხდა... ალბ... არ ვაცადე სიტყვის დამთავრება თვალები ვჭყიტე და გაბრილეს დავუსხლტი ხელიდან. ჯერ ერთი მისი ხელების ტუნტური გეგმაში არ შედიოდა, მეორე სესილის რატო უნდა ეეჭვიანა და მესამეც... ნუ მესამე ვერ მოვიფიქრე რა მნიშვნელობა აქვს. -თავს მშვენივრად ვგრძნობ. იქნებ ტყიდან გამიყვანოთ- მიმვმართე ორივე გაკვირვებულს ლემურის სახით რომ მომჩერებოდნენ. სესიამ ჯიბეზე დაისვა ხელი ეტყობა ინსტიქტურად მობილური შეამოწმა. მე გამახსენდა რომ ის სადღაც დაუვარდა და ახალი გეგმის იდეამ იფეთქა. -ვაიმეე თავიიი- შევყვირე რომ ყურადღება ჩემზე გადმოეტანა და მისი ძებნა შეეწყვიტა. მარჯვნივ გაბრიელი ამომიდგა მარცხნივ სესილი. მე კი მათზე ჩამოკიდებული მივფორთხავდი ავადმყოფის იმიჯს ამოფარებული. კომიკური სიტუაცია იყო: გაბრიელი გახედავდა სესის , სესი დააიგნორებდა იგივეს აკეთებდა გაბოც. ერთხელსავ ერთდროულად შეხედეს ერთმანეთს აი მაშინ კი გავიხარე და ღმერთს მადლობა შევწირე ჩემი გაჩენისთვის. მათი ერთობლივი ყურების მომენტში არსებული ნაპერწკალი გაღმავდა და გაძლიერდა. ერთმანეთს მზერა მოაშორეს და ჩუმად ჩაიცინეს. ვუყურებდი და ვტკბებოდი იმედს ვიტოვებდი შემდეგი ჩანაფიქრის მეშვეობით მარტო დარჩენილიყვნენ და ნორმალურად ესაუბრათ ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვისა და თვალების ჟესტების გარეშე. უხერხული სიჩუმე ისევ მე დავარღვიე როცა უკვე დანარჩენ კლასელებთან მივედით. -კაი ახლა გამიშვით კარგად ვარ. - ნინოს დავუქნიე ხელი და ჩემთან ვიხმე თან აფერისტულად შევეკითხე სესილის- მიდი ერთი ტელეზე საათი ნახე რა რომელია. ტელეფონის გაგონება და ჩემი დაქალის შეცხადება ერთი იყო. -ფუ შენი მობილური დავკარგე. -გოგო ტყეში იქნება სადმე სადაც კინაღამ დავეპერტყე ღონემიხდილი და მივესვენე შენსა და გაბრიელუკას მკლავებში - რაღაც არაამქვეყნიურად ვიბოდიალე მაგრამ ეს პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. -მეშინია ტყეში მარტო... -"ღმერთო როდის უნდა მოტვინოს ამ გოგომ ჩემი ჩანაფიქრიაა და ცოტა გააქტიურდესსს" -მე გამოგყვები სესილია- დინჯად მოკრძალებულად და საყვარლად უთხრა გაბრიელმა სესის და ტყისკენ მიანიშნა. სესილი წინ მიდიოდა, გაბრიელი მიყვებოდა. გაგეცინებოდათ მათი უაზროდ მეტყველი სახეებისთვის თვალი რომ შეგევლოთ. -კარგი ამინდია...- გაბრიელმა ყველაფერი გააფუჭა. -" ბიჭო კაციხარ დაიწყე სერიოზული საუბარი ვახ"-ჩემთვის გავიფიქრე. -ხოოო... გოგონას ცრემლი მოაწვა, გულმა საოცარი სისწრაფით იწყო ცემა, ტვინის ნახევარსფეროები დაეხშო და ფრთანატკენ მტრედს დაემსგავსა ძლივს რომ მიფახურობდა. შინაგანად იწვოდა გაბრიელიც. გაახსენდა მათი პირველი განმარტოება და ისეთი შეგრძნება გაუჩნდა თითქოს უკვე სხვა თვალით უყურებდა მის წინ მიმავალს. ორივეს ერთადერთი რამ უნდოდა: გულწრფელი საუბარი რაც ფარდას ახდიდა მათი მომავალი ურთიერთობის სადავეებს. -მე... მაპატიე თუ გული გატკინე. - გაბრიელმა უფრო დიდი ნაბიჯი გადადგა და თითქმის სესილის გაუსწორდა. -იცი... - სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. - ეს შენი ბრალი არაა... დამნაშავე მხოლოდ მე ვარ... არასწორი ადამიანი შევიყვარე - აი ეს უკვე ბოლო წვეთი აღმოჩნდა. სესილიმ ტირილი დაიწყო. -გთხოვ ნუ ტირი. - გოგონა გააჩერა და ზუსტად მის პირისპირ დადგა. -არ მინდა შენი დამშვიდება... - უფრო მეტი ცრემლი წამოგორდა თაფლისფერი თვალებიდა. -ვიცი მაგრამ ამ ცრემლების მიზეზი ხომ მე ვარ? -შენთვითონაც კარგად იცი გაბრიელ. უბრალოდ ძაალიან ღრმად შევტოპე. უაზრო თამაში დავიწყე და შენც ბრმად ამყევი. ჩემზე წარმოდგენა შეგაცვლევინე და რა სიყვარულზეა ლაპარაკი შენთან მეგობრობის იოტისოდენა შანსიც კი მიწაში ჩავფლე. - ცრემლები მოიწმინდა და შეეცადა გაბრიელითვის თავი აერიდებინა და წინ წასულიყო. ბიჭმა ამის უფლება არ მიცა და ორივე მკლავებში ძლიერ ჩააფრინდა, თითქოს მისი დაკარგვა აშინებდა და გაშვება არ სურდა. მისმა თვალებმა უცნაურად დაიწყეს ციმციმი და სახეზე საოცრად მშვიდი ღიმილი გადაეფინა. უფრო მეტად მოუჭირა ხელი სესილის და მისკენ ახლოს მიიზიდა. -ეი მეტკინა და გამიშვი რა მხეცივით იქცევი - ბოლო ხმაზე იკივკა სესილიმ და მისგან თავის დახსნას შეეცადა - გაბრიელ მაშინებ... - სესილი შიშმა შეიპყრო ბიჭის გაღიმებული და უცნაური გამომეტყველება აშინებდა და საზარელმა ფიქრებმა მოიცვა. - გთხოვ გამიშვი. გაბრიელს კარგა ხანს სიტყვა არ წამოსცდენია უყურებდა "მახეში" გაბმული სესილი როგორ ცდილობდა მისგან თავის დახსნას. -ცუდია ჩემზე ასეთი წარმოდგენა რომ გაქვს- საბოლოოდ გამოსცრა და კიდევ ახლოს მიიზიდა სესილია. -არანაირი წარმოდგენა არ მაქ უბრალოდ შენი საქციელი ცუდად მოქმედებს ჩემზე - უკვე შიშნარევი ხმით ამოილუღლუღა სესიმ. -დამიჯერე შენი შიში უსაფუძვლოა. სხვა განზრახვა რომ მქონოდა იმ ღამეს არ გავუშვებდი ხელიდან შენ ბინაში... მარტო ... მარტო რომ ვიყავით. -მადლობა ხოარ გადაგიხადო? - ირონიამ ჩაანაცვლა შიში. -მადლობა არაა საჭირო უბრალოდ მომისმინე. როცა სხვის ცხოვრებაში იჭრები მასზე გარკვეულ კვლას ტოვებ. შეიძლება ეს ადრე ვერ შენიშნო მაგრამ ბოლოს მიხვდები რამხელა როლი ითამაშა შენთვის თითოეულმა ადამიანმა მე შენთან შემოვიჭერი შენკი ჩემთან. მე შენი სიმყუდროვე დავარღვიე შენ კი ჩემი... სესილია დამიჯერე ცუდი თვალით არასდროს შემომიხედავს, არც წარმოდგენა შემცვლია მაგრამ დღითიდღე ვგრძნობდი რაღაც სხვა მემართებოდა შენს დანახვაზე. ვერ ვიტყვი რომ ეს სიყვარულია ან გატაცება იმიტომ რომ ჯერ მეთვითონაც არ ვიცი. ვერ გავერკვიე რა მჭირს. ფუჭი იმედის მოცემა არ მინდოდა და თავს შენგა შორს ვიჭერდი... მაგრამ რადგან ახლა გულახდილად ვსაუბრობთ ვგრძნობ რომ გულგრილი არ ვარ. ამ სიტყვებმა უფრო დააბნია სესილი. მოსვენება დაუკარგა და თავგზა აუბნია. გადაავიწყდა მასზე ჩაბღუჯული გაბრიელი. მზე ხეებში მიმალულიყო, არც ჩიტები ჭიკჭიკებდნენ მაინც და მაინც. ირგვლივ ისეთი სიწყნარე სუფევდა... საოცარი გარემო იყო შექმნილი თითქოს ბუნება ხელს უწყობდა ამ ორ გაურკვევლობაში მყოფ ადამიანს. -გაბრიელ... მე არც კი ვიცი რა გითხრა ან რა მოვიმოქმედო - სესილი იმდენად ახლოს მოექცა გაბრილთან მისი სუნთქვა სახეზე ელამუნებოდა. -ასეთ დროს სიტყვების რახა-რუხს რა აზრი აქ როცა ქმედება უფრო ბევრ რამეზე მეტყველებს? უეცრად ხელი გაუშვა და სწრაფი მოძრაობით წელზე შემოხვია. ნაზად მიუახლობა ტუჩები სესილისას და ძალიან დიდი ვნებით აკოცა. გოგონას მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის მცდელობაც კი არ ყოფილა. საშინლად რომანტიული ატმოსფერო შეიქმნა. გაბრიელის ამ გადადგმულმა ნაბიჯმა გაამართლა... სესილია უკიდეგანო ბედნიერების მორევში გადაეშვა და გაბომაც თანდათან დაიწყო თავის გრძნობებში შესწორებების შეტანა. როცა მათი ტუჩები ერთმანეთს მოსწყდა უხერხულობამ მოიცვა ისინი. -ჩემი პირველი კოცნა ასე რომანტიული არ მეგონა.- დაიმორცხვა სესილიმ და ისევ წინ სიარული განაგრძო . -როგორც ცხოვრება ასევე მეც სიუპრიზებით ვართ სავსე. -ეგ უკვე გაცვეთილი ფრაზაა რამე ახალი ცადე. -ამ წუთას არაფერი მახსენდება სხვა დროს გეტყვი. - გაბრიელს აღარ უცდია სესილის დაწეოდა. -არ მინდა წეღან მომხდარის შესახებ ვინმემ იცოდეს. -რატომ? - პასუხი ალბათ გაბრიელისთვის ნაცნობი იყო. -იმედგაცრუებას ვერიდები... უკან დაბრუნებულებს ხმა არ ამოუღიათ.არც საერთო მხიარულებაში მიუღიათ მონაწილეობა. ერთმანეთის მოშორებით დაჯდომამ ვერ განტვირთა არსებული მდგომარეობა მათ შორის. ჩვენი ყველა მცდელობა რაიმე მოეყოლა სესილის უშედეგოდ დასრულდა , კრინტიც კი არ დაუძრავს. მომენტებში ვნანობდი კიდეც იქნებ ჩემმა ასეთმა ქმედებამ რამე უარყოფითი გამოიწვია და ამიტომაცაა ეს გოგო ასე ჩუმათქო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.