იბრძოლე ბედნიერებისათვის...(1)
პირველად ვდებ და იმედია მოგეწონებათ.გუშინ რო დავდე ის პროფილი დამებლოკა და ეხლა აქიდან დავდებ. სარკეში საკუთარ გამოსახულებას დააკვირდა და სევდიანად გაუღიმა.დღეს მისთვის დამოუკიდებელი ცხოვრება იწყებოდა.ეხლა სრულიად მარტო დარჩა.მარტო,საკუთარ ოცნებებთან და ტკივილთან.ზუსტად ერთი წლის წინ ის ბედნიერი და უდარდელი იყო.ჰყავდა მშობლები,რომლებსაც უყვარდათ და ზრუნავდნენ მასზე.ეხლა კი...ამის გაფიქრებაზე ისევ ცრემლები მოადგა,როგორ არ უნდოდა ამაზე ეფიქრა,მაგრამ,თითქოს გონება ეკეტებოდა და სხვა ვერაფერზე ფიქრობდა.ეხლაც ნათლად ახსოვს მეზობლის ჩუმად ნათქვამი სიტყვები :-"ლიზი,ეხლა უნდა გამაგრდე შვილო,ეს ცხოვრება ზოგჯერ ისეთ დარტყმებს გვაყენებს,ატანა ძნელია,მაგრამ შენ ძლიერი გოგო ხარ და ვიცი ყველაფერს შეძლებ."ლიზი უსმენდა და ვერ ხვდებოდა ნათელა დეიდა რას ეუბნებოდა...მისი გონება სულ სხვა საფიქრალით იყო გართული.სად იყვნენ მისი მშობლები და რა უნდოდა აქ ამდენ ხალხს?!უცებ საშინელმა კივილმა მოიცვა იქაურობა,ლიზის გააჟრჟოლა და ხმის მიმართულებით გაიხედა:-"ჩემი საცოდავი შვილები,-მოსთქვამდა ნუნუ ბებია,-ჩემი ობლად დარჩენილი ლიზი...რომელი ერთი გიტიროთ?!..მე უნდა მტიროდეთ ეხლა...მე...რატო გამიუბედურეთ სიბერე...ცოცხალ მკვდარი რატო დამტოვეთ?!..მეც წამიყვანეთ თქვენთან..."ქალი ჯერ კანკალმა აიტანა და მერე გულწასული დაეცა.ყველანი მას მისცვივდნენ.ლიზიმ დრო იხელთა და ოთახში შევიდა,სადაც ორი მიცვალებული ესვენა.მათ დანახვაზე გოგონა ადგილზე გაშეშდა და ხმას ვერ იღებდა.მერე კი,მუხლებზე დაეცა და ბოლო ხმაზე აბღავლდა,ბავშვივით გულამოსკვნით ტიროდა,თითქოს ცდილობდა მისი ცრემლებით მოებრუნებინა მშობლები ამ ქვეყნად.მხარზე ხელის შეხება იგრძნო,ისევ ნათელა დეიდა იყო: -დამშვიდდი შვილო,ეხლა უნდა გამაგრდე,მოდი ადექი,-მკლავზე ხელი მოკიდა და წამოაყენა.ლიზი ინსტიქტურად დაჰყვა მის ნებას.-აი ასე,ყოჩაღ-შეაქო მეზობელმა და იქვე მდგარ გოგონას ანიშნა ოთახიდან გაეყვანა.მთელი შვიდი დღე დაგრძალვამდე,ლიზი ისე იქცეოდა თითქოს ემოციისაგან გამოფიტულიყო.გამომძიებლებს ინსტიქტურად სცემდა პასუხს.ახლობლებსაც კი არ ეკონტაკტებოდა.იჯდა მშობლების კუბოსთან და სივრცეს მიშტერებოდა.დაკრძალვის შემდეგ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა,ოღონდ არა მისთვის.აღმოჩნდა,რომ მამამის საჭე ვერ დაუმორჩილებია და ავარია მისი მიზეზით მომხდარა,საქმე დაიხურა.ლიზისთან ბებო დარჩა,ერთი წელი შვილის საფლავს როგორ მივატოვებო...გუშინ კი,ისიც გააცილა რუსეთში ბიძასთან და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო.კიდევ ერთხელ დააკვირდა სარკეში თავის გამოსახულებას და სევდიანად გაუღიმა:-"წარმატებები ლიზი ყენია."თვალი ჩაუკრა ორეულს.ჩანთა მხარზე გადაიკიდა და სახლიდან გავიდა.მართალია ბიძა ფინანსურად ძალიან ეხმარება,მაგრამ არ უნდა სულ სხვის ხარჯზე იცხოვროს.თან უკვე დიდია და შეძლებს საკუთარი თავის რჩენას.გუშინ თეამ დაურეკა და უთხრა,რომ თავის სამსახურში იყო რაღაც ვაკანსია.ლიზის ძალიან გაუხარდა.სწორედ იქ მიდოდა ეხლა.ფრთხილად დაქოქა მანქანა და ემოციებით აღსავსე გაუყვა გზას.უცებ ფიქრებში ისე გაერთო,წინ მიმავალი მანქანა ვერ შენიშნა და დაეჯახა.კიდევ კარგი არავინ დაზიანებულა.მანქანიდან გადავიდა და წინ მდგომი მანქანისკენ წავიდა,მისი მძღოლი კი რატომღაც გადმოსვლას არ ჩქარობდა.გოგონა დაიბნა და ისევ თავის მანქანაში აპირებდა ჩაჯდომას,როცა დაზარალებულმა გადმოსვლა ისურვა.ლიზი დაიბნა. -იცით ძალიან ვწუხვარ..მე..აუცილებლად გავაკეთებ თქვენს მანქანას.გპირდებით,-გოგონა დაბნეულობისაგან სიტყვებსაც ვერ უყრიდა თავს. -გააკეთებთ?!-აშკარა ირონიით უთხრა მამაკაცმა და გოგონა დამცინავად დაათვალიერა.-იცით მაინც რა ღირს ეს მანქანა?! -იცით მე ვმუშაობ და ყველაფერს შევძლებ,-იხტიბარს არ იტეხდა გოგონა.-აი ჩემი სამსახურის მისამართი.-უთხრა და ფურცელი სადაც მისამართი ეწერა,ლამის ძალით ჩაუდო მამაკაცს ხელში.მერე თავის მანქანაში ჩაჯდა და სანამ რამის გაფიქრებას მოასწრებდა წავიდა.ლუკამ ჯერ მანქანას გააყოლა დაბნეული,ოდნავ რიმილიანი მზერა.შემდეგ კი ფურცელს დახედა."ლიზი ყენია.სამშენებლო კომპანია "ვაშენოთ საქართველოსთვის". |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.