შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 თვე (11)


25-03-2016, 22:50
ნანახია 2 479

***

სესილიასთვის რამდენიმე უცნობი ადამიანი ძმები ჯანხოთელების ბავშვობის მეგობრები აღმოჩდნენ. ორი გოგო თიკა და მარიამი და ბიჭი თემო ძალიან კარგი და მხიარულები აღმოჩდნენ. სესილიას წამითაც არ უგრძვნია, რომ მათ არ იცნობდა.

-ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა,-უთხრა თიკამ სესილიას.
-მეც, ძალიან..-უპასუხა ღიმილითვე სესილიამ.
-იცი, შენზე რამდენი რამე მსმენია? ჩემი ძმის მერე დათა პირველი იყო ჩემთვის..
-ძმის?-გაიკვირვა სესილიამ,-ვინ არის შენი ძმა?
-არის არა იყო,-ნაღვლიანად უპასუხა თიკამ,-ლაშა.. ლაშა ჯანდიერი იყო ჩემი ძმა.
-ვაი, თიკა..-აღმოხდა სესილიას და გოგოს ჩაეხუტა,-იცი, მე ვგრძნობ, რომ ისინი ახლოს არიან. გუშინ მათ საფლავზე ვიყავით მე და დათა.
-ვიცი სესილი, ვიცი. მითხრა დათამ და გეფიცები გაოცებისგან პირი ღია დამრჩა! არ მეგონა დათა ოდესმე თუ ავიდოდა მათ საფლავებზე. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდიოდით. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე უფროსი ვიყავი ვერ ვგრძნობდი ასაკს. ერთი ძმის მაგივრად მე და მარიამს გვყავდა 4 ძმა, რომლებიც სულ ჩვენთან ერთად იყვნენ. არასოდეს, არასოდეს არ ვადანაშაულებდით ოჯახები დათას! სისულელეა, ამის გაფიქრება. როგორ გვეკადრებინა მისთვის ასეთი რაღაც? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ძმები წავიდნენ და დაგვტოვეს ღმერთს მადლობას ვეუბნებით, რომ დათა ცოცხალია და ის მაინც დაგვრჩა.
-მარიამი ვისი და არის?
-მარიამი რეზის და არის. შენზე ბევრი რამე გვსმენია. დათა კი იყო ჩაკეტილი და გაწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა, მაგრამ ხო ვიცოდით როგორ უჭირდა? ჩვენ არ ვეშვებოდით.. ერთადერთი მეგობრები მათგან თუ შეიძლება ამის თქმა მე და მარიამი დავრჩით. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს არაფერს არ ყვება, არასოდეს არ ლაპარაკობს ბევრს როცა ვნახეთ და შევატყვეთ, რომ სიცოცხლისკენ იყო მობრუნებული მაშინვე რაღც ვიეჭვეთ. ცოტა ირაკლისგან, ცოტა ანკასგან, ცოტა დათასგან გავიგეთ შენზე და გუშინ, საბოლოოდ და კატეგორიულად მოვთხოვეთ შენი გაცნობა! რომ იცოდე როგორი მადლობელი ვარ..!-უთხრა თიკამ და ჩაეხუტა სესილიას. ამ დროს მარიამი მოვიდა მათთან:
-რა ხდება გოგოებო? თინა, უჩემოდ მოასწარი ხომ სესილიას გაცნობა კარგად?-სიცილით უთრა მარიამმა გოგოებს და წინ დაუდგა.
-რომ იცოდე რა კარგი გოგოა, მარო!-უპასუხა თიკამ.
-კაი, რა თიკა! ნუ, მაწითლებ!-თქვა სესილიამ.
-ო, სესილია მოიცა რა! სუპერ-ბუპერ გოგო ხარ! იმდენი დამსახურება გაქვს შენ ჩინ-მედლები უნდა გადმოგცეთ..!-უთხრა მარიამმა და ხელი გაუწოდა,-ეს ქალბატონი კი გაიცანი და ახლა ჩემი ჯერია! მარიამ ხარატიშვილი,26 წლის, გასათხოვარი, ვმუშაობ რაღაცებს ვფართხალებ და მოხარული ვარ შენი გაცნობის, სესილი.
-სესილია ანდრონიკაშვილი, ჯერ 17 წლის, იმედია სტუდენტი, არ ვმუშაობ და ჯერ გასათხოვარიც არ ვარ,-სიცილითვე უპასუხა სესილიამ და ხელი ჩამოართვა მარიამს.
-რაო? 17 წლისო?-თვალები გაუართოვდათ გოგოებს.
-ჰო, მაგრამ 2 თვეში 18ის გავხდები,-ამაყად უპასუხა სესილიამ.
-დედა, აი ბაღანე სად იპოვა ამ ბიჭმა ბაგა-ბაღში?-აღშფოთდა მარიამი,-რა იყო ბებო გენაცვალოს, სოსკა ხომ არ დაკარგე?-გოგოებს გაეცინათ მარიამზე, რომელიც მუდმივად ინარჩუნებდა მხიარულ განწყობას. გოგოები ისე გაერთნენ საუბრითა და სიცილით, რომ ვერც კი გაიგეს დათა როგორ მიუახლოვდა მათ.
-აბა, რა ხდება აქ?-მშვიდად იკითხა დათამ და ხელეგადაჯვარედინებული დაუდგა გოგონებს წინ.
-რავიცი, დათუნიე კომბოსტოში გიპოვია ბავშვი და დეიდები აღმზრდელობით საქმიანობას ვახორციელებებთ,-უპასუხა უცებ მარიამმა და სესილიას თმები აუჩეჩა.
-მარიამ, შენ არაფერი გეშველება რა!-გაეცინა დათასაც და სესილიას ჰკითხა,-გაგაგიჟეს,ხო?
-არა, რას ამბობ! პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ რომ გავიცანი შენი მეგობრები.
-ხოდა, დათა სესილიას ახლა ვეუბნებოდით, რომ ძალიან გაუხარდებათ ჩვენ მშობლებს გაცნობა და როცა მოახერხებთ მაშინ იქნებ გვესტუმროთ რა..-შეპარვით უთხრა თიკამ დათას. დათას სახე მაშინვე გაუმკაცრდა და შავი თვალები საოცრად აემღვრა.
-არვიცი, ვნახოთ თუ მოვახერხე. თუ არადა, სესილია გესტუმრება თინათინ,-უპასუხა ცივად და გაეცალა იქაურობას.
-აუ, რა.. როდემდე უნდა აარიდოს თავი მშობლებს?-ნაღვლიანად თქვა თიკამ და თავი დახარა.
-ვირი კი არა, ჯორია ეს ბიჭი!-თქვა მარიამმა.
-გოგოებო, მოვალ მალე კაი?-წამოდგა სესილია და დათასკენ გაემართა. მისაღებ ოთახში რომ არ იყო სამზარეულოში შეიხედა იქაც არ იყო, შემდეგ კი გარეთ გავიდა და ჰამაკში მჯდომი დათა დაინახა, რომელიც ცას უყურებდა. ნელა მიუახლოვდა სესილია დათას და გვერდზე დაუჯდა. მოულოდნელად დათამ ხელი გადახვიდა და თავისკენ მიიზიდა გოგონა. სესილიამაც გულზე თავი დაადო და მის გულისცემას მიაყურადა.

-დათი.. რა გემართება?
-იცი, როგორ ვერიდები ბიჭების მშობლებთან შეხვედრას? მათ სახელებს რომ ვიგებ, ან მათ ხმას, მაშინვე დანაშაულის გრძნობა იღვიძებს ჩემში.. ძალიან რთულია.
-კი, მაგრამ ხომ ხედავ რომ შენ არ გადანაშაულებენ. რატომ იტანჯავ თავს? გსიამოვნებს?
-არ მსიამოვნებს სესო, არა!-აღმოხდა დათას,-უბრალოდ მეშინია მათ გამოხედვაში ის არ დავინახო, რისიც ყველაზე მეტად მეშინია. შეიძლება თიკა და მარიამი ამბობენ , რომ არაფერი ხდება და ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ოჯახები? მათ გამოხედვაში ზიზღი ან რამე რომ დავინახო სიკვდილი მომინდება და აუცილებლად გავაკეთებ!
-მერე მე?-გულიბრყვილოდ იკითხა სესილიამ. გულში სითბო ჩაეღვარა დათას სესილიას შეკითხვაზე. უცებ გაუთბადა დადებით ემოციებს მისცა გასაქანი რომ მთელ ორგანიზმს მოსდებოდა.
-დათა, შენ თუ არ სცადე ვერაფერს გაიგებ. თუ არ ჩახედე თვალებში ვერც იმ ზიზღს დაინახავ და ვერც იმ სიყვარულს, რომელზეც თიკა და მარიამი ლაპარაკობენ. თუ არ გადააბიჯე შენ თავს და ცოტა არ გარისკე და არ სცადე, ვერაფერს მიაღწევ. ხომ იცი რომ ცხოვრება ბრძოლაა? რაც უფრო მეტად იზრდება ადამიანი, უფრო ბევრ ომში უწევს მონაწილეობის მიღება. რატომ არ გინდა, შენმა ძლიერმა მხარეებმა დაამარცხოს წამიერი სისუტეები და მოიგო ომი? რატომ იტანჯავ თავს და რატომ არ აძლევ ადამიანებს უფლებას შენ მოგიახლოვდნენ?-უთხრა სესილიამ. დათა გაჩუმებული უსმენდა სესილიას. გოგო სიმართლეს ეუბნებოდა. პატარა გოგო ამდენს ხვდებოდა და დათა ამდენი წელი ერთ რაღაცასაც კი ვერ მიხვდა ამდენი ჩამოთვლილი მაგალითიდან. გაუღიმა სესილიას და ლოყაზე აკოცა:
-გითხარი უკვე, ჩემი პირადი სასწაული რომ ხარ?


***

რამდენიმე დღეში დათა სესილიასთან ერთად ესტუმრა თიკას ოჯახში შეკრებილ გარდაცვილი მეგობრების ოჯახებს.
იყო ბევრი ცრემლი..
ბევრი ჩახუტება..
ბევრი ღიმილი..
ბევრი შეშლილი სახეები..
ბევრი გულწრფელობა..
ბევრი სიხარული..
და ბევრი სიყვარული..
სესილია კი ამ ყველაფერს უკანა რიგებიდან უყურებდა. აბედნიერებდა ის, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი დათამ გადადგა და ამ დროს მის გვერდზე იყო. ჰქონდა უფლება რეალურად ენახა ყველანაირი ჭეშმარიტი და გულწრფელი ემოცია და ყოფილიყო მათი თანაზიარი.
თითქოს ისწრაფვი რაღაცისკენ და ვერ იღებ.
თითქოს იბრძვი სანატრელისკენ და ვერ იღებ.
იტანჯები..
წვალობ..
და ბოლოს ეს სანუკვარი იმაზე დიდია ვიდრე წარმოდგენაც კი შეიძლება.
არანაირი ზიზღით ანთებული თვალები..
არანაირი სიძულვილით გაჟღენთილი გამოხედვები..
არანაირი უარყოფითი ემოციები..
მხოლოდ დადებითი და დადებითი..
თურმე, საქართველოში და თბილისში მართლაც შეიძლება ბევრი მომღიმარი ადამიანის ერთად დანახვა..!


***

ნუგზარ ჯანხოთელი თავის კაბინეტში იჯდა და ვისკის სვამდა. ფიქრობდა ყველაფერზე განსაკუთრებით კი მის შვილებზე. როგორ გაუმართლა ასეთი საამაყო ვაჟკაცები რომ ჰყავს. თითი საჩვენებელი ბიჭები, რომლებიც სიკვდილამდე ეიმედება. იცის, რომ არასოდეს არ გაუჭირდება იმიტომ რომ გვერდზე უდგანან. თან ირაკლიც მალე გაუბედნიერდება. როგორი კარგი გოგოა ანკა მისთვის. ცოტა თავისებური გიჟი და არანორმალური, მაგრამ ირაკლიც ხომ ასეთია? ორი, განსხვავებული ძმა. ერთი მხიარული და გადარეული, მეორე კი-მშვიდი და წყნარი. დათას გახსენებაზე წარბები შეკრა ნუგზარმა და ტელეფონი მოიმარჯვა ხელში.

-სად ხარ, დავით?
-მანქანას ვაყენებ მამა, რამე ხომ არ გინდა?
-არა, არაფერი. რომ ამოხვალ ჩემს კაბინეტში შემოდი,-უთხრა მშვიდად ნუგზარმა და ტელეფონი მაგიდაზე დადო. თვითონ კი დინჯად გააგრძელა ვისკის სმა. მალე ეკას მხიარული ხმა გაიგონა, რომელიც შვილს შეეგება და დათას ნაბიჯების ხმაც გაიგო. დათამ კარზე დააკაკუნა და მორიდებით იკითხა შეიძლებაო. ამაზე ნუგზარს გაეღიმა. ამხელა ბიჭი იყო და მამისადმი არ კარგავდა პატივისცემასა და რიდს. ოთახში შემოსულ დათას ნუგზარმა ჭიქა შეაგება და ხელით ანიშნა მოპირდაპირე სავარძელში ჩამჯდარიყო.

-შენი საყვარელი ირლანდიური ვისკი,-თქვა დათამ და ვისკი მოსვა,-ჯეიმსონი. ამ გემოს ვიცნობ მილიონში ალბათ.
-ხო, კარგად იცი დავით ჩემი ფავორიტი ვისკი რომ არის,-დაეთანხმა უფროსი ჯანხოთელი შვილს.
-დრო გადის, ვისკის სხვადასხვა სახეობებს უშვებენ, მაგრამ შენ ისევ ამას ვსვამ.
-კი, ეგეც მართალია. იცი, რატომ? იმიტომ რომ ნამდვილი ვისკია. სიყვარულივითაა, ჭეშმარიტ სიყვარულს შეიგრძნობ თმის ღერიდან კოჭამდე და ამასაც ესე ვგრძნობ.
-საოცარი შედარებაა, მამა.-მშვიდად უთხრა დათამ და მიხვდა საუბარი საითან მიჰყავდა ნუგზარს.
-გიყვარს?
-კი, მიყვარს.
-ჰო, კარგია..-თქვა ნუგზარმა და ჭიქას მიაჩერდა,-კარგი გოგოა, მაგრამ ბავშვია.
-ვიცი და მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. არც სესილიას.
-დავით, ხომ იცი გივი ჩემი როგორი სიყრმის მეგობარია, არა? რაღაც ისე რომ იყოს....-დაიწყო ნუგზარმა, მაგრამ დათამ შეაჩერა.
-მამა, შენ მე ცხვირმოუხოცავი ღლაპი ხომ არ გგონივარ? გგონია, არ მიფიქრია ჩვენს ოჯახურ სიტუაციაზე? ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს შენთვის გივი და მისი ოჯახი. ჩემთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვნები არიან. მე სესილია მიყვარს. მიყვარს გალაქტიკამდე და მის მერეც თუ კიდევ რამე არსებობს. არ მენდობი?-ჰკითხა დათამ მამამისს.
-იცი, ხომ რომ ჩემს თავზე მეტად გენდობი, შვილო.-თბილად უპასუხა ნუგზარმა.
-ხოდა, მამა. დამშვიდდი რა, ისეთს არაფერს ვიზამ რომ ოჯახები დავაზარალო. მაგდენი შეგნება გამაჩნია. სესილია უნდა დადგეს გზაზე, მიხვდეს რა უნდა ცხოვრებაში. შენ გგონია მითქვამს რომ მიყვარს? უბრალოდ, ვერ ვეუბნები. არ მინდა ზედმეტად თავგზა ავურო. არასოდეს არავინ თქვას, რომ სიტყვებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. როგორ არ აქვს! სიტყვა „მიყვარხარ“ უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ამ სიტყვის გაჟღერება და ყველაფრის თავდაყირად დადგომა ერთია! მე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული ჩემი და მისი ცხოვრება. იცი, რომ არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ რადგანაც დავწიყეთ გეტყვი. იცი, მეზიზღებოდა ყველა და ყველაფერი. სიცოცხლე აღარ მინდოდა, მაგრამ როგორც კი ეს პატარა გოგო დავინახე, მივხვდი რომ ჩემს სიცოცხლეს რაღაც აზრი აქვს. ღირს რაღაცისთვის ბრძოლა, თუნდაც ეს სესილიას ბედნიერებისთვის. როცა მოვა დრო ჩემი გრძნობების შესახებ ყველაფერს გაიგებს. ახლა კი უბრალოდ არ მინდა ზედმეტად ავირიო მის ცხოვრებაში. ისედაც საკმარისად ვარ უკვე.
-ვხედავ დავით, ვხედავ. რაც აქ ჩამოხვედი მის მერე ვხედავ, რომ ჩემი ძველი ბიჭი ბრუნდება. როგორ მენატრებოდა შენი გაღიმებული სახის დანახვა, როგორ მენატრებოდა შენი შავი თვალების დანახვა, რომელშიც სიცოცხლის წყურვილს დაინახავდი.. ძალიან მოკლებული ვიყავი ამ ყველაფერს, ძალიან..
-მამა, არ ინერვიულო არაფერზე..-მშვიდად უთხრა დათამ,-ყველაფერი ისე იქნება, როგორც საჭიროა და არ იფიქრო, რომ ერთი წამითაც კი ჩაგაყენებ უხერხულ მდგომარეობაში.
-იცი, იმ დღეს ლაშას ოჯახში რომ ვიყავით და სესილია გვერდზე გედგა, ისეთი სიყვარულის თვალებით უყურებდით ერთმანეთს, მაშინვე ვიფიქრე რომ აქ რაღაც სხვა ხდებოდა. იმიტომ გელაპარაკები ამ წუთას, რომ მინდა იცოდე ჩემი საამაყო ბიჭი ხარ! გენდობი ძალიან და ვიცი, რომ როგორც აქამდე ამართლებდი ჩემს ნდობას, ისევე გაამართლებ მომავალში,-უთხრა ნუგზარმა და წამოდგა სავარძლიდან. ნელი ნაბიჯებით გაემართა შვილისკენ და ძალიან მაგრად ჩაეხუტა. როგორ აკლდა ეს ემოციები! როგორ აკლდა დათა! როგორ ენატრებოდა შვილთან ასეთი სიახლოვე! გულმა ვეღარ დაიტია ემოციები და დათას მხარზე საყვარელი მამის ცრემლი დაეცა.
-როგორ მენატრებოდი ჩემო ბიჭო..-უთხრა ნუგზარმა და უფრო მეტად ჩაიკრა გულში შვილი.

იდგა ასე, ორი მთასავით მაღალი და დიდი კაცი და ერთმანეთს ეხუტებოდა. ისე როგორც ბავშვობაში. ერთმანეთს აგრძნობინებდნენ, როგორ უყვარდათ და თურმე, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მშობლისა და შვილის ურთიერთობას. ნუგზარმა დათას აგძნობინა, რომ მისი პირველი მეგობარია, მისი მამაა და მისი გულშემატკივარი და ადამიანი, რომელიც არასოდეს არაფერზე დაიხევს უკან საყვარელი შვილის ბედნიერებისთვის.


***

ესეც შემეგი თავი:)
ველოდები შეფასებებს!
ვერ ვდებ ყოველდღე და ნუ გამინაწყენდებით!
როგორც კი მოვახერხებ აუცილებლად დავდებ შემდეგ თავს:)
მადლობა!



№1 სტუმარი tamuna

Girs lodini yoveltvisss am istoriazeeee

 


№2  offline წევრი natia-natia

Magari iyo dzaan

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzaliann magariaa momwonss <3
--------------------
G.ke

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent