შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეგიყვარდეს. წესი 6.


26-03-2016, 00:12
ავტორი Supreme
ნანახია 3 287

  როგორ მოვიარე მასწავლებლები, როგორ მოვედი სახლში...უბრალოდ არ მახსოვს. ტუჩები მიხურს. ისევ ვგრძნობ მის კოცნას. მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლის. იოანე პირველი ბიჭი იყო, ვინც მაკოცა.
-რა გჭირს დაიკო?-თოკო ამეკიდა.
-არაფერი, უბრალოდ დავიღალე.
-არ მჯერა.-გამიღიმა.-ყავას გაგიკეთებ.
-მადლობა.-ოთახში შევედი.
  წამოვწექი. თვალები დავხუჭე და ისევ...ისევ იოანეს მიმზიდველი სახე წარმომიდგა თვალწინ.
-არ შეიძლება.-ლოგინში უაზროდ ავწრიალდი.
  ჩემმა ძმამ ყავა შემომიტანა.
-მომიყევი.-მითხრა მშვიდი, გაწონასწორებული ტონით.
-არაფერია მოსაყოლი.-გადავბრუნდი.-მადლობა ყავისთვის.
-იცოდე, ვინმე ბიჭის გამო თუ ხარ ეგრე, ცხვირ-პირს გავუერთიანებ.
-არა, არა.-გავუცინე.-დაქალთან მაქვს პრობლემა.
-გოგოს ვერ ვცემ ხო?-გაეცინა.
-ნუ ხარ იდიოტი.-ხასიათზე მოვედი.
-რაც მთავარია გაგაცინე, თორემ დაბღვერილი სახე არ გიხდება.-გამიღიმა.
-არ ვიბღვირები.
-ახლაც იგივეს აკეთებ.-გაეცინა.-დაიძინე, მოგეშვება.
-სამეცადინო, თოკო, სა-მე-ცა-დი-ნო.-გამწარებული წამოვდექი ლოგინიდან და მაგიდას მივუჯექი.
-კარგი ხო, იმეცადინე.-თმა ამიჩეჩა და სანამ რამეს ვეტყოდი, ოთახიდან გავიდა.
-სამეცადინო, ანუკა, სამეცადინო.-ვუმეორებდი ჩემს თავს დაჟინებით, თუმცა უშედეგოდ.
  ძლივს ვსწავლობდი. ალბათ პირველად ვმეცადინეობდი ღამის 2-მდე. როგორც იქნა, მეღირსა დაწოლა, მაგრამ აზრი? ვერ ვიძინებდი. რა უნდა გავაკეთო? როგორ დავუბრუნდე ჩემს ძველ რეჟიმს? უკვე გამოვიფიტე ამ უძილო ღამეებით.
  გათენდა. არ მინდა სკოლაში წასვლა, მაგრამ ამავდროულად იოანეს ნახვის სურვილი მკლავს. 
  მოშხამული სახით გავედი სახლიდან. სკოლას ვუახლოვდებოდი.
-ავალიანი!-მივხვდი რომ კაკი იყო, მაგის გარდა გვარით არავინ მომმართავს.-საერთოდ დაყრუვდი?-იცინოდა.
-რა შუაშია?-გამიკვირდა.
-რამდენი ხანია გეძახი.
-მართლა? არ გამიგია.
-ხო, მივხვდი.-ცალყბად გაეღიმა.-ის იცი, მე და სანდრომ ნიძლავი დავდეთ, ვინ წავა პირველი პაემანზე.
-მერე?-ვკითხე ინტერესით.
-მერე...არ გინდა დღეს საღამოს სადმე გავიაროთ?-კაკიმ გამომწვევად ჩამხედა თვალებში.
  ხმას ვერ ვიღებდი. დავიბენი, თავი ჩავხარე და სხვა მხარეს გავიხედე.
-გასაგებია.-თქვა თუ არა ეს კაკიმ, მაშინვე შევამჩნიე იოანე.
-სად წავიდეთ?-რატომ ვკითხე ეს, არ მესმის.
-ანუ თანახმა ხარ?-გამიღიმა გახარებულმა.
-კი.-შევეცადე ბედნიერება გამომეხატა.
-მოგწერ სკოლის მერე.-კაკიმ საყვარლად გამიღიმა, გადამკოცნა და წავიდა.
  იოანე გამომცდელი თვალებით მიყურებდა, ამას მისკენ გაუხედავად ვგრძნობდი. მინდა ჩემი იყოს. ვფიქრობ რომ უნდა დავიწყო მისი მოპოვება, მაგრამ რაღაც ისევ მაჩერებს. როგორც ჩანს ჩემს წესებს ბოლომდე ვერ ვაბიჯებ. არ შემიძლია უბრალოდ ავდგე და თავს შეყვარების უფლება მივცე, მითუმეტეს მექალთანის, რომელიც ჩემს დაქალს უყვარს. აღარ ვიცი რა ვქნა. საერთოდ ზედმეტად არეული სიტუაციაა. ვერც დასაწყისს ვპოულობ და ვერც დასასრულს ვსაზღვრავ. სავარაუდოდ, თუ ჩემი გული ნებაზე მივუშვი და იოანე შევიყვარე, ცოტა ხანი ჩემთან გაერთობა, მერე მოვბეზრდები და მიმაგდებს, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, უზომოდ გამაბედნიერებს.
  ფიქრებში გართული საკლასო ოთახს გაუაზრებლად მივუახლოვდი. უკვე შესვლას ვაპირებდი, როცა ვიღაცამ მაჯაში ხელი დამავლო და გამაჩერა.
-იმ ბიჭთან ლაპარაკის მერე მთელი გზა მაიგნორებ...კაკი იყო?-იოანემ ოდნავ მკაცრად, ცნობისმოყვარეობით სავსემ და ამავდროულად, თითქოს იმედგაცრუებულმა შემომხედა.
-რა შენი საქმეა?-შევეცადე ჩემი უემოციო იერი შემენარჩუნებინა, თუმცა გულს ვერ უბრძანებ.
-ეგეთი ლაპარაკით ვერაფერს მოიგებ.-მითხრა ჩუმი, გაწონასწორებული ტონით და კლასში შევიდა.
  მეც ვიცი რომ ვერაფერს მოვიგებ. ჩემს თავს ვეღარ ვუგებ. რის მიღწევას ვცდილობ? ერთდროულად მინდა მისი მისაკუთრებაც და დავიწყებაც. აღარ მინდა ამაზე ფიქრი, მაგრამ მაინც...მაინც მეფიქრება.
-ანუკი, კარგად ხარ?-ნუცამ გამომაფხიზლა.-რატომ არ შემოდიხარ?
-ჩავფიქრდი.-შევეცადე მშვიდად მეპასუხა.
-შემოდი. ნუ, თუ გინდა მასწავლებელს აქვე დახვდი.-გაეცინა.
  კლასში შევედი და ჩემი ადგილი დავიკავე. საერთოდ არ მინდოდა გაკვეთილებზე ჯდომა. ყველაფერს მივცემდი, ოღონდ ახლა სახლში ვყოფილიყავი.
  მთელი დღე ვგრძნობდი იოანეს დაჟინებულ მზერას. მიუხედავად იმისა, რომ აღარ გვილაპარაკია, მაინც ჩქარა მიცემდა გული. აფორიაქებული ვიყავი. უცებ გამახსენდა რომ კაკის შეხვედრაზე დავთანხმდი.
-რა იდიოტი ვარ.-თავი გავაქნიე.
-რამე ხდება?-ნუცა წინ დამიჯდა.
-კაკი შემხვდა, საღამოს სადმე გავიაროთო.
-მერე? იმედია უარი არ უთხარი.-თქვა ნუცამ ხმამაღლა.
-ნუცა თავის შეკავება ისწავლე.-შენიშვნით სავსე თვალებით შევხეხე.-და უარი არ მითქვამს, დამშვიდდი.
-აუ, რა მაგარია.-თვალები უბრწყინავდა.-იქნებ მისი გემრიელი ტუჩების დაგემოვნება გეღირსოს.-გაეცინა.
-ნუ ხარ იდიოტი.-შევუღრინე.
  მაშინვე ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში. იოანეს კოცნა გამახსენდა. მისი ტუჩები...
  გაკვეთილები დამთავრდა. კაკის მოწერა არ დავიწყებია.
"-7-ზე ბიოლოგიის ასახვევთან დაგელოდები.
-კარგი"
  მათემატიკა-გეოგრაფია. საბედნიეროდ, 6-ის წუთებზე უკვე სახლში ვიყავი. გაუაზრებლად დავიწყე მომზადება მომავალი "პაემნისთვის". ღია ნაცრისფერი ზედა, შავი ჟაკეტი, ოდნავ თავისუფალი ჯინსი, შავი ბათინკები და შავი მანტო. თმა ავიწიე.
-დაიკო, სადმე გადიხარ?-თოკომ ამათვალიერ-ჩამათვალიერა.-საღამოს ასეთ კარგ ფორმაში ბოლოს როდის გნახე, არც მახსოვს.-გაეცინა.
-მეგობარი უნდა ვნახო.
-ბიჭი?-დაეჭვებულმა შემომხედა.
-დიახ.-გავიცინე.
-დავტესტო?
-ოო, მაგის შეყვარებულობას კი არ ვაპირებ, მეგობარია უბრალოდ.
-ნუ, მაშინ მშვიდობაა.-გაეცინა.
  სახლიდან გავედი. ზუსტად 7-ზე დანიშნულ ადგილას მივედი, კაკი კედელს აყუდებული მელოდებოდა. როცა დამინახა, ჩემკენ გახარებული წამოვიდა.
-შეუდარებელი ხარ, როგორც ყოველთვის.-თბილად გამიღიმა და გამომწვევი თვალებით ამათვალიერა.-მითხარი სად წავიდეთ.
-დანკინის ყავაზე დამპატიჟე.-გამეცინა.
-ყავა და დონატები.
-მე პირადად მარტო ცხელი ყავა მინდა.
-მაგას იქვე მოვიფიქრებთ.-გამიცინა.
  მალე მივედით. ძლივს დავითანხმე ჩემთვის მარტო ყავა აეღო. თავისთვისაც აღარაფერი უყიდია.
-მეგონა დონატები გინდოდა.
-შენთვის მინდოდა.-გამიღიმა.
  თავისუფალ მაგიდასთან დავსხედით.
-ნიძლავი მოიგე, არა?-გამეცინა.
-ა, ხო. მადლობა.-გვერდზე გაიხედა.
-რაზე დანიძლავდით?
-სიმართლე გითხრა, არაფერზე. უბრალოდ გითხარი რომ სადმე წავსულიყავით.-რაღაცნაირად ვიგრძენი თავი.
-პირდაპირ რომ გეთქვა?
-არ წამომყვებოდი.-ჩაიცინა.-შეიძლება ძალიან გიყვარვარ როგორც მეგობარი, მაგრამ როგორც ბიჭს არ აღმიქვამ, ამიტომ ასეთ შეხვედრაზე არ წამოხვიდოდი. მაპატიე.
-რისთვის მთხოვ პატიებას?-გამიკვირდა.
-არ გაღიზიანდი? მოგატყუე.-თვითონაც გაოცებულმა შემომხედა.
-არა, პირიქით გამიხარდა სადმე რომ გავედი. დროებით მაინც გადავიტან ყურადღებას...
-რამე მოხდა?
-არაფერი ისეთი.
-თუ რამეა, იცი, მოგისმენ...ავალიანო.-თბილად გამიღიმა და ყავა მოსვა.
-ვიცი...მადლობა.
  ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით, როგორც კარგი მეგობრები, მაგრამ ფაქტია, კაკის მეგობრობაზე მეტი უნდოდა, თუმცა არ ვიცი, რამდენად შევძლებდი იგივეთი მეპასუხა მისთვის.
  9 საათისთვის წამოვედით.
-მიგაცილებ.-მითხრა, როცა იქ მივედით, სადაც შევხვდი.
-არ შეწუხდე, ჩემით წავალ.
-რა წესია.-დაიბღვირა.
-მართლა, ნუ ინერვიულებ.-გავუღიმე.-კარგად, მადლობა ყველაფრისთვის.
-რისთვის, არ გადამრიო.-გამიცინა.-ბიოლოგიაზე გნახავ. კარგად.-გადამკოცნა.
  წამოვედი. მიუხედავად იმისა რომ უზომოდ სასიამოვნო საღამო იყო, მაინც უხასიათოდ ვიყავი. ნელა ვსეირნობდი. მინდოდა რაც შეიძლება მეტად გამეწელა ფიქრისთვის ზედმეტად მოკლე გზა. უაზროდ ვიყურებოდი წინ და ზამთრის ცივ ჰაერს ვისუნთქავდი, რომელიც სხეულს მიგრილებდა. ხალხი თითქმის არ იყო. თუმცა ისე ყინავდა, არ მიკვირს. და უცებ ნაცნობი სილუეტი მომეჩვენა. პირდაპირ ჩემკენ მოდიოდა. იოანე. როცა დავინახე გავჩერდი. მალე ისიც მომიახლოვდა. აშკარად ნაცემი იყო.
-რა მოგივიდა?-ვკითხე გაწონასწორებული ტონით.
-არაფერი ისეთი, ლაშასთან ვიჩხუბე.-მძიმედ ამოისუნთქა და შეწუხებული სახით გვერდზე გაიხედა.
-გითხარი, არ აყვე-მეთქი.
-გადამეკეტა.
-შენს დაზე თქვა რამე?
-არა, მაგას იმის მერე არ ეხება, რაც შეყვარებული ჰყავს.
-მაშინ?
-არ ვიცი, უბრალოდ გადამეკეტა.-თქვა გაღიზიანებულმა.
  აღარაფერი ვუთხარი. ვუყურებდი მის ნაცემ სახეს და მინდოდა მოვფერებოდი. უცებ მომიახლოვდა. თვალებში ჩამხედა. ასე მომეჩვენა, თითქოს მას უზომოდ დიდი ტკივილი ტანჯავდა, არ ასვენებდა. ჩემკენ გადმოიხარა. მეგონა ისევ მაკოცებდა და ნერვიულობისგან სახე ოდნავ გავწიე, მან კი უბრალოდ თავი დამადო მხარზე და არ ვიცი, იქნებ უბრალოდ მომეჩვენა რომ იგი ტიროდა...



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

გააგრძელე ძალიან კარგია

 


№2  offline წევრი natia-natia

Ara ra magaria

 


№3  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargiaaa momwons gaagrdzelee
--------------------
G.ke

 


№4 სტუმარი Gaga❤️❤️❤️

momwons kaia gaagrdzele male dade

 


№5 სტუმარი N.M

Dzaan magaria gaagrdzele da male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent