არ შეგიყვარდეს. წესი 8.
-ბოდიში...-ხელი გამიშვა.-პირობა მოგეცი რომ ზედმეტს აღარ გაგიბედავდი.-ჩაეცინა. -არაუშავს.-ხმა ჩამეხლიჩა. -მასწავლებელთან ძალიან დაგაგვიანდა? -რა მნიშვნელობა აქვს. -ადრე ამ მიზეზით გამირბოდი.-გაეცინა. -ახლა აღარ. -ეს დროებითი გაკეთილებაა, თუ? -არ ვიცი. -ანუ, გააჩნია როგორ მოვიქცევი.-მომღიმარი სახით ამომხედა. -რაღაც ეგეთი.-შევიშმუშნე. -არ ვიცი რატომ, მაგრამ შენი დანახვა ყოველთვის მამშვიდებს.-გვერდზე გაიხედა. თითქოს სპეციალურად მარიდებდა თავს. უკვე მერამდენედ უნდა ამიჩქაროს ამ იდიოტმა გული. ჩემი ხელები ეჭირა და ნაზად მითამაშებდა თითებს. გამომხედა და პატარა, გამოუცდელი ბიჭივით გამიღიმა. -შეგყვარებია?-მკითხა უზომოდ დიდი ინტერესით, მე სახე ამიხურდა. -არ ვიცი.-ვიპასუხე ჩუმად. -ეგ როგორ?-გაუკვირდა. -აი ასე, უბრალოდ არ ვიცი...-შემდეგი ჩამჭრელი კითხვის მოლოდინში ვიყავი. -მე კი, მგონი შემიყვარდა.-თბილად გაიცინა, თითქოს თავისთვის. -მართლა? ვინ? როდის?-შეტევაზე გადავედი. -შენ, ახლა. გული გამიჩერდა. ყველანაირი ხმა გაქრა. აღარაფერი მესმოდა, გარდა ჩემი დამძიმებული გულისცემისა, რომელიც თითქოს მთელ სხეულს ართმევდა ენერგიას და ფეხქვეშ ძალას მაცლიდა. იოანემ ხელებზე მაგრად მომიჭირა და თავისკენ მიმიზიდა. შეწინააღმდეგების ძალა არ მქონდა. -უზომოდ მინდა შენი კოცნა.-მითხრა ჩურჩულით.-შენი ნებაა, თუ გინდა წადი.-ხელები გამიშვა.-მაგრამ თუ შენც გინდა ჩემი კოცნა, უბრალოდ დახუჭე თვალები და მომენდე.-იოანე წამოდგა. გაშეშებული ვიდექი. ვერც მივდიოდი და არც მქონდა ამის სურვილი. ნაზი შეხება სახეზე. იოანემ ჩემი სახე ხელებში თბილად მოიქცია. თვალები ნელ-ნელა დამეხუჭა და ვნებების მორევში გადავეშვი. ათასფრად ამიციმციმდა ყველაფერი გონებაში. გულმა წამში ათასჯერ იფეთქა. მიუხედავად იმისა, რომ ყინავდა, მე მცხელოდა. ვხურდი მთელი სხეულით, მიხურდა ტუჩები, რომელსაც ასე ვნებიანად მიკოცნიდა იოანე. მაგრამ...ნუცა...არ შეიძლება. უცებ მოვეგე გონს და იოანეს მოვშორდი. -რა მოხდა?-მკითხა გაკვირვებულმა. -არ შეიძლება.-ვთქვი აკანკალებული ხმით და სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას. მთელი სხეულით ვკანკალებდი. გულს ვერ ვიწყნარებდი. ვერაფერს ვხედავდი. სახლამდე მივაღწიე. კარი დედაჩემმა გამიღო. -დღეს მასწავლებლები არ გყავს?-მკითხა გაკვირვებულმა. -მათემატიკა გამიცდა და ბიოლოგიამდე რა მეკეთებინა.-შევეცადე დამაჯერებლად მომეტყუებინა. -კარგი, მაშინ სადილს გაგიმზადებ. რას შეჭამ? -არ მშია.-პირდაპირ ოთახში შევედი. ლოგინზე დავეგდე. ვერ ვფიქრობდი. ტუჩები ისევ მიხურდა. მალე ოთახში დედაჩემი შემოვიდა. -კარგად ხარ?-დედას რას გამოაპარებ. -კი, დავიღალე უბრალოდ.-ვუთხარი ისე, რომ მისკენ არც გამიხედავს. -თუ გინდა დაისვენე დღეს, უბრალოდ მასწავლებელს დაურეკე. -შეიძლება?-თავი წამოვყავი. -ხანდახან ყველაფერი შეიძლება.-გამიღიმა და ოთახიდან გავიდა. ორივე მასწავლებელს დავურეკე. მათემატიკას ბოდიში მოვუხადე, ბიოლოგია გავაფრთხილე რომ ვერ მივიდოდი და ისევ უსულოდ დავეგდე ლოგინზე. საღამომდე ასე ვიყავი, გათიშული. ტელეფონის ხმამ მომიყვანა აზრზე. შეტყობინება კაკისგან: "-დღეს რატო არ იყავი? -თავს ცუდად ვგრძნობდი. -რა? ახლა როგორ ხარ? -კარგად, მადლობა. -მიხარია. იმედია ხვალ მოხვალ გაკვეთილზე. -კი, კი, უეჭველი. აღარ გავაცდენ. -ძალიან კარგი. მაშინ ხვალამდე. -ხვალამდე". საათს შევხედე. უკვე 8-ის ნახევარი იყო. რამდენი დრო გასულა. ლოგინიდან წამოვდექი და სამეცადინოდ დავჯექი. აზრი? ძლივს ვკონცენტრირდებოდი. ყოველ წამს მეპარებოდნენ იოანეზე ფიქრები. -გაქრი! გაქრი! გაქრი!-შთავაგონებდი ჩემს თავს. აღარ შემიძლია. -დაიკო, მეცადინეობ?-ოთახში თოკო შემომიძვრა. -ჰო, რამე გინდა? -არაფერი, უბრალოდ. დავიღალე. მასწავლებლებმა ბოლო მომიღეს. -ხო, მესმის. -რა გჭირს?-ყოველთვის ხვდება, როცა რაღაც არ არის რიგზე. -არაფერი, უზომოდ დავიღალე მეც. -ხო, დედამ მითხრა რომ მასწავლებლებთან არ ყოფილხარ და გამიკვირდა.-თოკო თავზე დამაწვა იდაყვებით, მერე ლოყებზე მიჩქმიტა.-იმედია, მართლა უბრალოდ დაღლილი ხარ. თუ რამეა დამელაპარაკე და თუ საცემია ვინმე, ვცემოთ.-გამიცინა. -რა გეშველება.-გავუცინე. -არც არაფერი.-მხიარულად გამიღიმა. თოკო გავიდა და მე ისევ მარტო დავრჩი. ისევ ვერ დავიძინე. რა საჭიროა ყველა ფიქრმა ღამე გაიკვალოს თავისი გზა ჩემს გონებაში? აუტანელია. გათენდა. უხასიათოდ დავიწყე სკოლაში წასასვლელად მზადება. დღეს სულ შავებში გამოვეწყვე. -ბლანქოს ქვრივი.-ჩავილაპარაკე უკმაყოფილომ და ყავა მოვსვი. სადარბაზოდან როგორც კი გავედი, ისევ ისე მანქანას აყუდებული იოანე დამხვდა. -როგორ ხარ?-მკითხა ჩახლეჩილი ხმით. -კარგად, შენ?-ავნერვიულდი. -ცუდად. -რატომ?-ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. -ერთი გოგოს გული ვერ მოვიგე, რომელიც უზომოდ მომწონს. -იოანე!-ვუთხარი მკაცრად. -რა? სერიოზულად აღარ ვიცი რა გავაკეთო. შენ თვითონ გინდოდა ჩემი კოცნა და შენ თვითონვე მიშორებ. -უბრალოდ...-ვერაფერი ვთქვი. -რა უბრალოდ? ვხედავ რომ გიზიდავ. -არ აქვს მნიშვნელობა. -შენი აზრით არ აქვს?-ირონიულად ჩაეცინა. -არ უნდა მივანიჭო. -რატომ? ამიხსენი, რისი გეშინია? -შენი შეყვარების... იოანეს გაოცებულმა სახემ შემაშფოთა. მინდოდა გავქცეულიყავი. წინ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. -ისევ გამექცევი?-ჩემკენ წამოვიდა. -სკოლაში დამაგვიანდება. -ნახევარი საათი გვაქვს. -მაინც. -უბრალოდ გინდა გამექცე. -არ გაგირბივარ, უბრალოდ მივდივარ. -რომ არ გაგიშვა? -შენს სიტყვას ვერ ასრულებ? -რას გულისხმობ? -რომ ზედმეტს არაფერს გამიბედავ ჩემი ნებართვის გარეშე. -მგონი ზედმეტს არაფერს ვკადრულობ.-ჩაიცინა. -წავედი.-თავი ჩავხარე და გვერდი ავუარე. -არ გაგიშვებ.-მაჯაში მომკიდა ხელი. იმდენად ნაზად მიჭერდა, მივხვდი, ჩემზე იყო დამოკიდებული წავიდოდი თუ დავრჩებოდი. -მგონი ხვდები რომ ისევ გაძლევ არჩევნის საშუალებას. რას იზამ? -ამჯერად რა არჩევანი?-ხმა მიკანკალებდა. -თუ წახვალ, სამუდამოდ დაგანებებ თავს და დავივიწყებ რომ ოდესღაც მეც შემიყვარდა, თუ დარჩები, პირობას გაძლევ რომ უბედნიერესი იქნები. რას ირჩევ? -იოანე...-მინდოდა ჩავხუტებოდი, ძალიან მაგრად. სუნთქვა შემეკრა და გონება დამებინდა. რა უნდა მექნა? არ ვიცი. ვინმე დამეხმარეთ. მაგრამ ნუცა? გულს ვერ ვატკენ...3 წელია უყვარს. არ შემიძლია...იოანეს ხელი გავაშვებინე. -კარგად.-ვთქვი ჩუმი, აკანკალებული ხმით და წავედი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.