შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მსხვერპლი II


28-03-2016, 07:22
ავტორი imainlav
ნანახია 1 497

ჩემს ყოველ დაბადების დღეზე, ზუსტად ღამის 12 საათზე ნიკა ჩემს ოთახში შემოვიდოდა ხოლმე, გვერდზე მომიწვებოდა და გულში მიკრავდა. მთელ ღამეს ათას სისულელეზე ლაპარაკში ვატარებდით, ყურადღებით მისმენდა, ჭკუას მარიგებდა. დამცინოდა.. დილით საუზმეს მომიტანდა ხოლმე, ღამე ნათევს ყავას მომიდუღებდა და ისევ მეხუმრებოდა, მელაზღანდარავებოდა - როგორც ამას ბებო ამბობდა.
ის ჩემთვის სრულყოფილი ძმა იყო. მასზე უკეთესს ვერც კი ვინატრებდი. მას შემდეგ რაც მამა დაიჭირეს და დედა ხელმეორედ გათხოვდა, შეიძლება ითქვას ორივემ დავკარგეთ ბედნიერების რაღაც ნაწილი. ნიკა ჩემთვის ერთადერთი იმედი იყო, ერთადერთი დასაყრდენი..
მთელი ღამე წინ და უკან სიარულში გავატარე. თითქმის გავიზეპირე როგორ უნდა მებუზღუნა და გავბუტულიყავი, მაგრამ გამთენიისას ჩვენი სახლი საზარელმა ამბავმა შეძრა.
დედაჩემის ღრიალი გლოვის ზარივით გაისმა. თავიდან ვიფიქრე მუცელი მოეშალა ან ის უსაქმური ძილში გაიპარა თქო, უნდა ვაღიარო ჩემთვის არცერთი არ წარმოადგენდა ტრაგედიას.. ჩემი ძმის სახლი მომესმა თუ არა, ნაბიჯებს ავუჩქარე და მისაღებში ჩავედი.
- რა ხდება? - ვკითხე დედას და ლეოს გავხედე, რომელსაც სახე წაშლოდა და სავარძელში მკვდარივით იდო.
- რა ხდება მეთქი? - რამდენიმე წამში დავლანდე, სახლი ჩემთვის ნაცნობი ადამიანებით ივსებოდა. ყველანი სევდიანად შემომცქეროდნენ, ხმას არავინ იღებდა. სიჩუმეს მხოლოდ დივანზე მიმხობილი თინას კვნესა არღვევდა.
- ნიკა მოკლეს. - ეს ლეოს ხმა არ იყო, თითქოს ვიღაც მის მაგივრად ლაპარაკობდა.
- ცუდად მეხუმრები.. - ვთქვი თუ არა ვიგრძენი ვიღაცამ ხელები შემომხვია და გულში ჩამიკრა.

რამდენიმე საათის შემდეგ მოასვენეს ჩემი ძმა. შუბლი შეეკრა და ტუჩები გალურჯებოდა. მაგრამ ჩემთვის ისევ ისეთი სიმპატიური იყო..
- საწყალი - ისმოდა მეზობელი ქალების ჩურჩული.
- დედამისმა როგორღა უნდა იცოცხლოს!
- თავი როგორ გაიმეტა სასიკვდილოდ?!
- გულში დაუხლია ტყვია.
- გავიგე წამებში გათავებულა, მაგრამ რა ჭირდა ასეთი თავი რომ მოიკლა? - შეიცხადა მოხუცმა ქალმა. მე ეს ყველაფერი მესმოდა, მინდოდა წამომხტარიყავი და ყველა ჭორიკანასთვის სახე დამეხოკა. მინდოდა ყველა გამეყარა და ჩემი ძმის ცხედართან მარტო დავრჩენილიყავი. ხალხის ნაკადი კი არ წყდებოდა და მეც არ მქონდა მოძრაობის ან საუბრის უნარი.

დასაფლავებაზე ტკივილის გარდა ზიზღი და სიამაყე ვიგრძენი. სიამაყე იმიტომ რომ ზღვა ხალხი მოვიდა ნიკას გასაცილებლად, ყველა კარგად ლაპარაკობდა მასზე, ყველას ნამდვილად აწუხებდა ეს ტრაგედია და ზიზღი იმიტომ რომ მაინც ყველამ დაიჯერა თითქოს ჩემმა ძმამ თავი მოიკლა.
- წასვლამდე მითხრა ჩემ დას დღეს სიულპრიზი უნდა მოვუწყოო, სრულწლოვანი ხდება და მინდა ძალიან მაგრად დაამახსოვრდესო. - იხსენებდა დედა სანამ ნიკას მიწას მიაბარებდნენ. - იუბილარს მთელი ღამე არ ეძინა, შენ გელოდებოდა.. რატომ დე, რატომ გაგვიმეტე ასე? ეს იყო შენი საჩუქარი? როგორ გაბედე ჩემო ლამაზო?
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ჩემ ძმას უკანასკნელად ჩავეხუტე. გაყინული იყო.. ვეღარ გამათბო.
- მალე მოვალ.. - ჩავჩურჩულე ყურში და გონება დავკარგე.

თვალები გავახილე, სახლში ვიყავი, ჩემს ოთახში. საწოლის კიდეზე ლეო და ის უცნობი მეგობარი ისხდნენ, გვერდიდან რომ არ მშორდებოდა.
დედაჩემი გაბერილი მუცლით სკამზე იჯდა, თავი დამნაშავესავით ჩაეღუნა და რაღაცას ბუტბუტებდა.
- როგორ მეზიზღები თინა! - ამოვიგმინე როვა ვიგრძენი რომ ლაპარაკი შემეძლო. დამფრთხალმა გამომხედა, ფერი დაეკარგა, ტუჩები აუკანკალდა.
- როგორ ბედავ! - მომაძახა მამობილმა
- შენ რა დედა ხარ, საკუთარ შვილს ცილი დასწამე თვითმკვლელობაში.. საქვეყნოდ, მისივე დაკრძალვაზე ხალხი დააჯერე რომ ნიკამ თავი მოიკლა.
- ლეილა დაწყნარდი.. - მხარზე ხელი დამადო ლეომ
- შენც მოღალატე ხარ! რატომ არ უთხარი ყველას რა მოხდა? ახლა მაინც ამოიდგი ენა, მომიყევი... - შევევედრე.
- ლეილა უნდა შეეგუი.. - შეკამათების ძალა არ მქონდა.

მეორე დღეს ლეო უკვე რუსეთში დაბრუნდა, ნიკას უცნობი მეგობარი უკვალოდ გაქრა.. გავიდა დრო და ყველა შეეგუა, ყველამ დაიჯერა.. მაგრამ მე ვიცოდი ჩემი ძმა არ დამტოვებდა, ასე არ მომექცეოდა.



№1  offline წევრი qetiqetiA3

მაინტერესებს..საინტერესოა ველი შემდეგს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent