შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უთქმელი სიყვარული (თავი 3)


28-03-2016, 17:06
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 2 164

3.
-დარწმუნებული ხარ რომ მასე მოგწონს? -ყურში ჩამჩურჩულებს ლუკა, აუდიტორიდან გასვლისას. მარის ვერსად ვხედავ თითქოს მიწას ჩაეყლაპოს. -ის ერთი ჩვეულებრივი ბაბნიკია, რომელიც გულს გატკენს! -მეუბნება უხეშად და სანამ შეპასუხებას მოვასწრებდე მშორდება.
-ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა. -ჩემთვის ხმადაბლა ვიძახი ისე რომ არავინ არ გაიგოს და მარის ძებნას ვიწყებ. გარშემო უამრავი სახე ირევა, მაგრამ იქიდან არცერთი არ გავს მარისას.
-ეძებ ვინმეს? -ისევ იგივე ხმა, რომლის გაგონებისას ტანზე სასიამოვნოდ მბურძგლავს. ვიხედები და მის გასაოცარ ღიმილს ვაწყდები.
-არა... კი...-ხმადაბლა ვიძახი და დაბლა ვიყურები. ვხედავ როგორ ჩერდებიან და გვაშტერდებიან, მაგრამ ვცდილობ რომ არ შევიმჩნიო. -მარი ხომ არ გინახავს? -ვეკითხები რაც შეიძლება მშვიდი ხმით.
-არა... -დაბალი ხმით მეუბნება და გვერძე იხედება, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს რაღაცის თქმა უნდა და თავი ვერ მოუყარა სათქმელსო. -გინდა მოძებნაში დაგეხმარო? -მეკითხება უცნაური ხმით და იმწამსვე ლუკას ნათქვამი მახსენდება.
-არა, გმადლობთ, ჩემითაც ვიპოვი. -ვეუბნები მკაცრი ხმით და გვერძე ვიხედები. მარი სად ჯანდაბაში ხარ ახლა, როცა ასე ძალიან მჭრიდები?! ან შეიძლება ახლა მხედავ, მაგრამ ფიქრობ რომ მოსვლით ხელს შეგვიშლი ლაპარაკში... ოღონდ ახლა მოდიიიი -სანდრო... -ვიწყებ დაბალი ხმით და ის მაინც ხტება თავისი სახელის გაგონებაზე... -უნდა წავიდე.
ამის გაგონებაზე სახე ეღრუბლება და ცდილობს თვალებში არ ჩამხედოს, რაც მას არ გავს... ის ყოველთვის ცდილობს რომ გოგოს თავი მოაწონოს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს, მაგრამ რატო იქცევა დღეს ასე სხვანაირად?!
-კარგი, როგორც გინდა. -მეუბნება ჩუმი ხმით და მცილდება. მე თვალს ვარიდებ, რატომრაც თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ არ ვიცი რატომ. მის ზურგს ვუყურებ და ეს გრძნობა მიმძაფრდება.
-სწორად მოიქეცი. -ჩამჩურჩულებს ჩუმი ხმით და უკან ვიხედები, შეშინებული.
-შენ რა მითვალთვალებ?! -ვეკითხები გაბრაზებული ხმით ლუკას და ვცდილობ თვალი გავუსწორო მის ზღვისფერ თვალებს.
-არა, უბრალოდ ხშირად მეჩხირები თვალში. -მეუბნება სიცილით, მაგრამ უცებ სერიოზულდება. მართლა, კარგად მოიქეცი.
-შენ რა განაღვლებს?! -ვეკითხები უკმეხად და გვერძე ვიხედები რომ თვალებში ჩემი გადამეტებული ცნობისმოყვარეობა არ წაიკითხოს.
-მე მინდა ვიყო ერთადერთი, ვინც გულს გატკენს. -მეუბნება მაცდური ხმით და წინ იხრება, ამის დანახვისას უკან ვიხევ და ეცინება. -ნუ გეშინია, კოცნას არ გიპირებ. -მიღიმის და თვალებში მიყურებს. -ჩემ გემოვნებაში არ ჯდები და არც ჩემ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებ. -მეუბნება მხრების აჩეჩვით და თავის მეგობრებთან მიდის.
რას ნიშნავს კრიტერიუმებს არ ვუკმაყოფილებ?! ეგეც არ მყავდეს ბრედ პიტი რა... მაგრამ მაინც... რა არ მოწონს ჩემში? ან რატო მარელვებს ასე რას ფიქრობს ლუკა?
-ელე! -მარის ყვირილი მესმის და უკან ვიხედები და ვხედავ აქოშინებულ მარის თუ როგორ „მორბის“ ჩემკენ, რამდენადაც ამას მისი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები და მოკლე კაბა აძლევენ.
-მარიი! -ვყვირივარ მეც პასუხად და მეცინება. ასეთი მარი მეთერთმეტე კლასიდან აღარ მინახავს, როცა პირველად აკოცა ბიჭს.
-ვერ გამოიცნობ რა მოხდა! -ყვირის გახარებული და მაგრად მეხუტება. -მოკლედ როგორც კი ლექცია დამთავრდა გიორგი მოვიდა ჩემთან. -სულს ძლივს ითქვამს, მაგრამ მაინც იწყებს მოყოლას. - კარიდორში ერთად ვსეირნობდით, მინდოდა გამეფრთხილებინე, მაგრა ვერ მოვასწარი. -მარის ეღიმება და წითლდება. -შემდეგ მითხრა რომ ძალიან ვუყვარვარ და სულ ჩემზე ფიქრობდა და უნდოდა რომ ერტად ვყოფილიყავით! -მეღიმება როცა ამას მეუბნება, მარის იმდენი ხანია რაც გიორგი მოწონს რომ ძალიან გამიკვირდებოდა ეს რომ თვით გიორგისაც არ შეემჩნია, უკვე. -მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი და ახლა ერთად ვართ!!! -მეუბნება გახარებული ხმით და ლამის ხტუნვა დაიწყოს ისეა.
მეც ვეხუტები და მერე იმის მოყოლას ვიწყებ რაც მე გადამხდა სანდროსთან და ლუკასთან, რასაც ლუკას გამოლანძღვას ვაყოლებ.
-ისე, ელე. -იწყებს მარი და უკვე შიში მიპყრობს რომ რაიმე ცუდის თქმას აპირებს. -ანკას დაბადების დღეზე ლუკაც და გიოც მოდიან, სანდროც იქ იქნება და მთელი ჯგუფი. -იძახის დაბალი ხმით.
-ვიცი. -ჩუმად და გამწარებული ვპასუხობ. -მაგიტომაც არ მინდა იქ წამოსვლა.
-მაგრამ, ანკას ეწყინება. -მიზეზების მოძებნას იწყებს მარი. -რომ არ წავიდეთ არ შეიძლება, ის ხომ შენი მეგობარია! -ანკა ჩემი მეორე მეგობარია იმ ორი მეგობარი გოგოდან. მას გრძელი ქერა თმა და მუქი ყავისფერი თვალები აქვს, კურნოსა ცხვირთან და სქელ ტუცებთან ერთად.
-ვიცი! -ვეუბნები უხეშად. -ანკას ძალიან ეწყინება რომ არ მივიდე, ამიტომ სხვა გზა არც მაქვს.
-ხო იცი რომ, კაბები უნდა გვცვას თან სარამოს კაბები! -მეუბნება უცებ მკაცრი ტონით. ვიცი ეგ და თან ძალიან კარგადაც ვიცი, აი კიდევ ერთი მიზეზი რატომაც არ მინდა იქ წასვლა.
-ვიცი. -ვეუბნები მოწყენილი ხმით და ხალხის დაკვირვებას ვიწყებ. ჩემ წინ ნინი დგება, როგორ არ მომწონს ეგ გოგო, ხან ლუკას ეტენება, ხან სანდროს და ხან ნიკუშას როცა უნივერსიტეტში იჭერს ხოლმე. -როგორ არ მომწონს ეს გოგო. -ნინიზე ვანიშნებ მარის და ისიც დათანხმების ნიშნად თავის მიქნევს.
-არც მე, მაგრამ ეგეც იქნება. -მეუბნება ჩუმი ხმით. -ამიტომ თვალისმომჭრელი უნდა იყო! -მეუბნება მხიარული ტონით და მანქანაში ვჯდებით.
***
სახლში მივედით თუ არა მარიმ ოთახსი შემაგდო და გამოცვლა დავიწყეთ. მარიმ თავისი ტანსაცმელი დღეს დილით დატოვა ჩემთან და ახლა მის ჩაცმას ცდილობს.
ის ძალიან ლამაზია, მუხლებამდე მოტკეცილი ლურჯი კაბა აცვია და მსუბუქი მაკიაჟი უკეთია, მე კი ჩემ თავს არ ვგავარ. მუხლებამდე გაშლილი უსახელო ვარდისფერი კაბა, თმები გაშლილი და მაღალი ქუსლები. ასე არასდროს არ ვყოფილვარ, როცა სარკეში ვუყურები მგონია რომ იქიდან ვიღაც სხვა მიყურებს, ის ძალიან მომხიბვლელია.
-და აი ასე გადაიქცა მახინჯი იხვის ჭუკი მომხიბვლელ გედად. -წვრილი ხმით თქმა ნიკუშამ როცა დაბლა ჩასული დამინახა. მის ასეთ გამოხტომაზე როგორც ყოველთვის გამეღიმა, მარიმ და შეუბღვირა.
-შენ არ მოდიხარ? -ვეკითხები გაკვირვებული. ანკას ნიკუშა ძალიან დიდი ხანია მოწონს, მართალია ამას არ იძახის მაგრამ ეტყობა ხოლმე და ვიცი რომ მაგრად გაუტყდება ნიკუშა რომ არ მივიდეს.
-მოვალ მოგვიანებით, ჯერ რაღაც საქმეები მაქვს გასაკეთებელი. -მიღიმის და კიბეებზე არბის. მე კიდემარისთან ერთად მის მანქანისკენ მივდივარ.
-არ მომწონს ეგ ბიჭი. -მკაცრად მეუბნება მარი და მანქანას ქოქავს. -ეგეც კაი ბაბნიკი იქნება. -მკაცრად მეუბნება და ფერებს რთავს.
-კაი ერთი, მერე რა. -ვეუბნები ღიმილით. -სამეგობროდ ეგ სულერთი არ არის? -ვეკითხები „გაკვირვებით“ არადა არც მასეთი ბაბნიკი არ არის მარის რომ გონია, მისი გიო უარესი ბაბნიკი არის/ იყო, მაგრამ არაფერს არ ვეუბნები და დუმილს ვამჯობინებ.
მანქანიდან გადმოვდივარ და კლუბში შევდივარ. ისეთი არ არის როგორიც წარმომედგინა, ყველას სმოკინგები და საღამოს კაბები აცვიათ, ყველა ძალიან თვალისმომჭრელად გამოიყურება.
-ძალიან ლამაზი ხარ, პაწკუ.-მეუბნება სიცილით ანკა და მეხუტება.
-შენც სიხ. -ვეუბნები მეც და ვეხუტები. -დაბადების დღეს გილოცავ, ბებერო. -ვეუბნები და საჩუქარს ვაძლევ. შემდეგ იგივე ცერემონია გადის მარისთანაც.
-მიდით გაერთეთ რა შესასვლელში დგახართ. -ხელის კვრით გვაგდებს ანკა და ჩვენც მივდივართ. შემდეგ მარი გიოს ხედავს ლუკასთან ერთად და მეც მათკენ მიმათრევს.
-ლამაზად ხარ. -მეუბნება ლუკა, მისმარე რაც თავიდან ფეხებამდე კარგად მათვალიერებს. -არც ისეთი ცუდი ხარ როგორც ყოველვის... -ხმადაბლა ჩაიცინა და გაიღიმა. -არა გატყუებ, ლამაზად არ ხარ, მაგრამ ოდნავ გამოსწორდი... მგონი...
მგონი?!
რას ნიშნავს, მგონი? ან გამოვსწორდი ან არა! ან ეს ოდნავ გამოსწორება რა ჯანდაბას ნიშნავს?! უნამუსო!
-რა იყო გაბრაზდი? -მეკითხება ლუკა როცა ჩემ სახეს ხედავს და სიცილს იწყებს.
-არაფერიც არ მწყენია. -ვპასუხობ უკმეხად. სინამდვილეში კი ძალიან ძალიან მეწყინა. -შენი აზრი საერთოდ არ მანაღვლებს, ამიტომ საწყენიც არაფერი არ იყო. -ენას ვუყოფ და გვერძე ვიხედები, ის კი მიბღვერს.
-ენა მწარე ხარ. -მეუბნება ჩუმი ხმით და ნინის უძახის. ხო იცის როგორ არ მომწონს ეს გოგო, აუცილებელია რომ ამას დაუძახოს?! -ნინჩო, როგორ ხარ? -ბოხი ხმით ეკითხება ნინის, და ისიც პირდაპირ კალთაში უხტება.
-აუუ, რავი ლუკ, კარგად. -ნინი იხრება და ლუკას კოცნას იწყებს, ლუკაც განაბული ზის და არ უშლის ნინის.
-მარი, მე გავალ რა. -მუდარის თვალებით ვუყურებ მარის. არ ვიცი რა მოხდა მაგრამ თითქოს მძიმე ლოდი მომხვდა გულზე, რისი აწევაც არ შემიძლია და აგდია ჩემი გული, გადათელილი და გაჭ....ტილი.
-კაი, დამელოდე მეც მოვდივარ. -მარი გიოს ემშვიდობება და ჩემთან ერთად გამოდის. -კარგად ხარ? -მეკითხება უეცრად და თვალებში მიყურებს.
-ცუდად რატომ უნდა ვიყო? -კითხვითვე ვპასუხობ.
-სახე წაგეშალა როცა ნინიმ ლუკას კოცნა დაუწყო. -მეუბნეა დაბალი ხმით. -და ისეთი გაფითრებული წამოხვედი რომ...
-ნუ ნერვიულობ. -სასაცილობ ვიღრიჭები. -ხო იცი როგორ არ მსიამოვნებს როცა ვუყურებ დორბლების გაცვლას? -სიცილს ვიწყებ, მაგრამ ეს მარის მაინც არ არწმუნებს არაფერში.
-კაი, კაი, როგორც იტყვი. -ეჭვ ნარევი ხმით მეუბნება და გიოს თვალთვალს იწყებს. -ელე, ნინიმ გიოსაც რომ აკოცოს? -მეკითხება მოულოდნელად.
ადგილზე ვშეშდები, არ ვიცი რა ვუპასუხო. ვერ მოვატყებ და ვერ ვეტყვი რომ მასე არ იქნება, რადგან ეგ გამორიცხული არ არის. ვერც იმას ვეტყვი რომ ისე ძალიან უყვარხარ მაგას ვერ იზამსთქო, რადგან არ ვიცი გიოს მარი უყვარს თუ მოწონს. ამიტომ მარის თვალებში ვაშტერდები და ვხედავ როგორ ევსება ცრემლებით.
-რა სულელი ხარ მარი, რა. -ვეუბნები ღიმილით და ვეხუტები. -თუ გიომ ნინის აკოცა, მაშინ შენი ღირსი არ ყოფილა. -ვეუბნები რაც შეიძლება მხიარულად. - აბა ვის გაუგონია ვინმემ შენნაირი გოგო გაცვალოს ნინის ნაირში?
ამაზე ეღიმება და ცრემლებს იმშრალებს. „მადლობთ“ ჩურჩულებს ხმადაბალი ხმით და სახეზე მოჩვენებით მხიარულებას იკრავს.
მასე ძალიან უყვარს გიო? კი მაგრამ რა ნახა მასში მასეთი? თან ის ხომ ლუკას საუკეთესო მეგობარია?
-როგორ ხარ? -ფიქრეიდან მისი ხმა მაფხიზლებს და მაღლა ვიხედები რომ მისი თვალები დავინახო.
-კარგად, სანდრო შენ? -ვეკითხები მობეზრებული ხმით. ან ამას რაღა დაემართა, ჩემი სახელიც კი არ იცოდა ახლა რომ ამეკიდა.
-მეც. -უხერხული დუმილი ისადგურებს და მეც გასაქცევს ვეძებ, მაგრა, ვერ ვპოულობ. ვხედავ ლუკას როგორ გვაშტერდება გაბრაზებული და ამის დანახვაზე კმაყოფილს მეღიმება. -გინდა ვიცეკვოთ? -მეკითხება უცებ სანდრო და მეც ვთანხმდები.
ცეკვა დავიწყეთ, მერე მერე სიმრერაც გადავაბით მერე მესამეც და მერე ალბათ მეთხესაც გადავაბამთ. მომწონს მასთან ცეკვა და ზოგადად მასთან ყოფნა. ის ისეთი კეთილი და მზრუნველია...
ნელი მუსიკა იწყება, მაგრამ ჩვენ ცეკვას ვაგრძელებთ. სანდრო ხელებს წელზე მხვევს მე კიდე თავს მკერდზე ვადებ და მაგ მომენტში ქრება მთელი სამყარო და მარტო ჩვენ ორნი ვრჩებით ამ დედამიწაზე. არაფერი არარ მადარდებს, სანდროს გარდა. ვცდილობ ბოლომდე სევისუნთქო მისი სურნელი, მაგრამ არ გამომდის. მისი მოკარება მაბრუებს და მათრობს, ის ყველა ალკოჰოლზე უკეთესად მოქმედებს. ვიცი, ახლა თავი რომ ავწიო იქნება იდეალური მომენტი კოცნისთვის, მაგრამ ვარ კი მზად ჩემი პირველი კოცნისთვის?
მართალია უკვე 18 წლის ვარ და პირველ კურსელი, მაგრამ ჯერ ბიჭისთვის არასდროს არ მიკოცნია... შეყვარებულიც კი არ მყოლია.
ამის გაფიქრებაზე სანდსო უფრო მაგრად ვეკრობი და ასე ნეი ტემპით განვაგრძობთ ცეკვას.
მუსიკა დამთავდრა, მაგრამ ჩვენც ისევ ისე ვდგავართ, არცერთს არ გვინდა გაშვება.
-გინდა გარეთ გავიდეთ? -მეკითხება ჩუმი ხმით და მეც თავს ვუქნევ, რამდენადაც შემიძლია.
გარეთ გავდივართ, აივანზე და მოაჯირეებისკენ მივდივართ. აქედან ულამაზესი ხედი იშლება ბაღზე და აქ ყფნას არაფერი არ ჯობს.
-ლამაზია არა? -მეკითხება და გვერძე მიდგება. -შენსავით. -ვწითლდები და ხმას ვეღარ ვიღებ. მინდა რომ მეც ვუთხრა რამე კარგი, მაგრამ ეგ არ შემიძლია, რადგან ვერაფერზე ვერ ვფიქრობ, მაგრამ მგონი არცაა საჭირო.
სანდრო მოაჯირს წყდება და ცემკენ ნელი ნაბიჯებით მოდის. ჩემ წინ ცერდება და თვალებში მიყურებს, მეღიმება, რაც მას აგულიანებს ადა უფრო ახლოს იწევა. უკვე მის სუნთქვას ვგრძნობ, ის კიდევ უფრო იხრება ჩემკენ, გული და ბაგაბუგს იწყებს.
-რას აკეთებთ?! -აივანზე იმ წამს შემოდის ლუკა როცა უნდა გვეკოცნა ერთმანეთისთვის, მაგრამ რა თქმა უნდა მისი შემოსვლით ყველაფერი ჩაიშალა. -რას აკეთებთთქო?! -აჯერად უფრო ხმამაღლა იმეორებს, მაგრამ პასუხს აღარ ელოდება, ჩემკენ მოდის და ხელს მაგრად მიჭერს. -აქედან მივდივართ. -მეუბნება მკაცრი ხმით და მიმათრევს.
-ლუკა, გაუშვი ეგ გოგო. -სანდრო წყნარი და დინჯი ხმით ეუბნება. -თავი დაანებე, მიდი შენ ნინი მიხედე რა.
-რომ არ გავუშვა რას იზამ? -ლუკა იწყებს სანდროს გამოწვევას. რაღაცის თქმას აპირებს კიდევ მაგრამ სანდრო სახეში მუშტს ურტყავს. ლუკა არც შეტოკებულა, მაგრამ ორჯერ უფრო მწარედ მოუქნია ხელი და მიწაზე გააგორა. დაყვირება მინდოდა, მაგრამ ვერ დავიყვირე, ხმა აღარ მქონდა. ამიტომ ჩუმად ვტიროდი.
-დაწყნარდი, პატარა. -ჩუად ჩამჩურჩულებს ლუკა, როცა მანქანაში ვჯდებით და თან შუბლზე მკოცნის. -ყველაფერი კარგად იქნება... -ამას ალბათ უფრო თავისთვის ჩურჩუებს, ვიდრე ჩემთვის. მე მაინც ვერ ვცერდებოდი და ვტიროდი, არ მინდოდა ამასთან ერთად ყოფნა, თან ეტყბა რომ ძალიან ნასვამი იყო, რადგან სპირტის სუნად ყარდა.
-გამიშვი. -ვეუბნები მკაცრი ტონით მის მერე რაც ტირილს ვამტავრებ. -სახლში მინდა. -მუდარ ნარევი ხმით ვთხოვ.
-სახლში მიმყავხარ. -ეღიმება ლუკას. -გზას ვერ ცნობ? -მართალია, სახლში მივყავარ და თან საშინელი სიჩქარით.
-შეიძლება ვიკითხო რას ნიშნავდა შენი გამოხტომა? -შეგულიანებული ვეკითხები.
-არ არის სასიამოვნო ის რომ ის ბაბნიკი გეხება. -ლუკა გზას თვალს არ აშორებს. -მას შენ არ უყვარხარ ის შენ გიყენებს. -უკვე იღიმის. -გახსოვს რომ გითხარი მე ვიქნები ის ვინც გულს გატკენსთქო? -შეშინებული თავს ვუქნევ. -ხოდა ვერ დავუშვებ რომ მაგაში სანდრომ მაჯობოს. -მეღიმება და მეც გზის ყურებას ვიწყებ.



№1 სტუმარი N. M

Magaria gaagrdzele momwons Es istoria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent