შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შეგიყვარდეს. წესი 9.


29-03-2016, 00:01
ავტორი Supreme
ნანახია 3 132

  უკანმოუხედავად, აჩქარებული ნაბიჯებით და დაქუცმაცებული გულით მივდიოდი.
  სკოლაში მივედი. ნუცა უკვე მოსულიყო. თბილად მივესალმე, თუმცა მან, რა თქმა უნდა, შეამჩნია ჩემი ამღვრეული სახე.
-რა გჭირს?-მკითხა დაეჭვებით.
-არაფერი.-გავუღიმე.
  ზარი დაირეკა. იოანე სკოლაში არ მოსულა. გაკვეთილებმა უაზროდ ჩაიარეს. ტირილი მინდოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი.
  სკოლის მერე პირდაპირ ბიოლოგიაზე ავედი. ძალიან დაღლილი ვიყავი, რით მეც არ ვიცი, ალბათ დღევანდელი დილით. კაკის ჩემი უხასიათობა არ გამორჩენია. შევამჩნიე როგორ მიყურებდა. რამდენჯერმე მეც შევხედე. ზედმეტად სევდიანი თვალებით მიყურებდა. მგონი ჩემი ბრალია. ბიოლოგიიდან გამოვედით.
-ანუკ, არ მომწონხარ დღეს, რა ხასიათზე ხარ?-სანდრომ გამიცინა.
-ჩვეულებრივზე.-ხმა ჩამეხლიჩა.
-აშკარად არა.-კაკიმ მკრთალად გამიღიმა.
-დაიკიდეთ რა.-ბიჭებს გვერდი ავუარე.
-წავედი. სხვაგან ვარ გასასვლელი.-დაგვემშვიდობა სანდრო.
-კარგად.-გადავკოცნე.
  ახლა მარტო მე და კაკი დავრჩით. აუტანელი სიჩუმე ჩამოვარდა.
-მეც წავალ.-ვთქვი ჩემთვის და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი წინ.
-ანუკა!-კაკიმ პირველად მომმართა სახელით.
-რა?
-რა გჭირს? გახსოვს, რომ გითხარი, რაზეც გინდა დამელაპარაკე, მოგისმენ-მეთქი?
-კი, მახსოვს.
-ხოდა გისმენ.
  კაკის გავხედე. თბილად მიღიმოდა. ახლა ტირილი რომ დამეწყო, ვიცი, ჩამეხუტებოდა.
-არაფრის მოყოლა არ მინდა, უბრალოდ ბოდიში უნდა მოგიხადო.-თავი დარცხვენილმა ჩავხარე.
-რაზე?-არ ვუყურებდი, მაგრამ მივხვდი რომ გაუკვირდა.
-შენთან შეხვედრა უბრალოდ ვიღაცის გასამწარებლად მინდოდა.
-არაუშავს.-გამიღიმა.
-არ გაბრაზდი?
-როგორც შენ მაპატიე, ისე გპატიობ მეც.-საყვარლად ჩაიცინა.
-მადლობა.
-წამოდი, მიგაცილებ.
-არ შეწუხდე, მაინც მათემატიკაზე მივდივარ.
-ნუ მიშორებ.-გამიცინა.-წამოდი.
  რა მექნა, უარი ვეღარ ვუთხარი. გზაში არ გვილაპარაკია, მაგრამ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ კაკისთან ურთიერთობა მამშვიდებდა. არ მომწონდა, სიყვარულზე ლაპარაკი ზედმეტია, უბრალოდ მისი ყურადღება მსიამოვნებდა. ყოველთვის ასეთი საყვარელი იყო. გაცნობის დღიდან დღემდე, არ შეცვლილა. მალე მივედით.
-რომელზე ამთავრებ?-მკითხა, როცა სადარბაზოს კარი გავაღე.
-6-ისთვის.
-მოგაკითხავ.
-რისთვის?-გამიკვირდა.
-დანაშაული უნდა გამოგასყიდინო.-გაიცინა.
-კარგი.-ნამუსმა შემაწუხა.
-6 საათამდე, ავალიანო.
  გაკვეთილზე ავედი. უხასიათობისგან მეძინებოდა. რატომ წავედი იოანესგან? რატომ არ დავრჩი? უბრალოდ არ შემიძლია ნუცას ასეთი რაღაც გავუკეთო. რატომ გადამხდა ეს ყველაფერი მე? ჰო შეიძლებოდა საერთოდ არ გამეცნო იოანე? რატომ მოუნდა ჩემთან ურთიერთობა? ან მე რატომ მიმიზიდა ასე უზომოდ? ბედისწერაა? უბრალოდ დავიღალე. 2 კვირაც არ გასულა, რაც ახალ სკოლაში ვარ და უკვე ამდენი რაღაც გადამხდა თავს.
-ანუკა? ანუკა, საერთოდ მისმენ?-გავიგე მასწავლებლის ხმა და აზრზე მოვედი.
-დიახ, მას.-ვუპასუხე დაპროგრამებულივით.
-ყურადღებით იყავი, თორემ ვერ გაიგებ. ღრუბლებში ნუ დაფრინავ.
-უკაცრავად, მას.-დარცხვენილმა გავიღიმე.
  გაკვეთილი დამთავრდა. 6-ს აკლია წუთები. კაკი უკვე აქ იყო. კორპუსის კედელს აყუდებული საოცრად კანკალებდა.
-რამდენი ხანია მელოდები?-ვკითხე გაკვირვებულმა და ხელებზე შევეხე.
-არც ისე დიდი ხანი.-მკრთალად გამიღიმა.
-ისეთი გაყინული ხარ, მგონია რომ სახლში არც წასულხარ.-დაეჭვებით ავხედე.
-არა, ვიყავი, უბრალოდ მერე რაღაც მოხდა და აქ ყოფნა და შენი ლოდინი ვამჯონინე.
-რა მოხდა?
-ისეთი არაფერი, დაიკიდე.-ეტყობოდა რომ საშინელ ხასიათზე იყო.
-რაღაც ეჭვი მეპარება რომ სერიოზული არაფერია. შენი ცუდ ხასიათზე დაყენება თითქმის შეუძლებელია.
-შენ რა იცი რა არის შესაძლებელი და რა არა?-გაეცინა.-სერიოზულად, დაიკიდე.-მივხვდი რომ ზედმეტი კითხვები არ უნდა დამესვა.
-კარგი.
  ჩემკენ წამოიწია.
-ძალიან მცივა.-მაგრად ჩამეხუტა.-ცოტა ხანი ასე ვიქნები.
  გავშეშდი, მერე მეც მივეხუტე. სულ ცოტათი, მაგრამ მაინც ამიჩქარდა გული. იქნებ უკეთესიცაა? იოანეს ამოვიგდებ თავიდან, თან ვხვდები რომ კაკის მოვწონვარ. რატომ მინდა ტირილი? თითქოს რაღაც შეცდომისკენ მიმყავს ჩემი თავი? მაგრამ იოანეს არ ვუყვარვარ, უბრალოდ მეხუმრებოდა. როგორ მინდა ეს დავიჯერო და არა მისი სიტყვები, მაგრამ თან იმედს ვიტოვებ რომ არ მატყუებდა. რა დებილი გოგო ვარ.
-სადმე გავიაროთ?-კაკის ხმამ აზრზე მომიყვანა.
-ყავა მინდა.
-სადმე კაფეში დავსხდეთ.
-ჰო, წამოდი.
  იქვე ერთ-ერთ კაფეში შევედით. ცივი ქუჩიდან თბილ ოთახში გადანაცვლება ძალიან სასიამოვნო იყო. კაკიმ ყველაზე მყუდრო კუთხე აარჩია და იქით წამიყვანა.
-რას შეუკვეთავთ?-როგორ ჩვევიათ, არსაიდან გამოხტა მიმტანი.
-2 ყავა და 2 ნამცხვარი, თუ შეიძლება.-კაკიმ ჩემს მაგივრადაც შეუკვეთა.
-ახლავე მოგართმევთ.-გოგონა წავიდა.
-მადლობა.-გავუღიმე.
-არაფრის.-რაღაცნაირად მიყურებდა, თბილად.
-გათბი?
-კი. შენ?
-არც მციოდა.
-დღეს მთელი დღეა ცუდ ხასიათზე ხარ.
-ჰო გითხარი, მოსაყოლი არაფერია.
-ბიჭის გამო ხარ ასე?-მაინც არ დაცხრა კაკი.
-არ აქვს მნიშვნელობა.-იოანეზე როგორ დაველაპარაკო.
-რატომ არ გინდა მითხრა? გგონია გულს მატკენ?-გაიცინა.-შევეგუე რომ ყურადღებას არ მაქცევ, როგორც ბიჭს და მეგობრად მაინც ვივარგო.-თვალები ერთდროულად სევდითა და სიხარულით აევსო.
  გული დამიმძიმდა. რატომ მეუბნება ამას? ნამუსზე ვვარდები და ასე მგონია ვაშავებ, კაკი რომ არ მომწონს.
-ასე, უბრალოდ, შეეგუე?-სევდიანი თვალებით ავხედე.
-ჰო...-გაჩუმდა.
-როგორ? მასწავლე.
-როგორ გასწავლო?-გაეცინა.-რას ვერ ეგუები? ცალმხრივ სიყვარულს?
-მეც ვერ გამიგია როგორი სიყვარულია, ამიტომ ვერც შენ გეტყვი...უბრალოდ მინდა შევეგუო იმას, რომ ერთად არასდროს ვიქნებით.
-ძნელია, მაგრამ დროსთან ერთად ეგეც გამოგივა.-გამიღიმა.
  აღარაფერი მითქვამს ამ თემასთან დაკავშირებით. დრო...რისთვის მინდა? შეგუებისთვის თუ დავიწყებისთვის? მაგრამ არ მჯერა რომ მე იოანეს ოდესღაც დავივიწყებ.
  8 საათისთვის წამოვედით. სახლამდე მიმაცილა.
-კარგად, ავალიანო.-გამიღიმა.
-ნახვამდის.-გადავკოცნე და სადარბაზოში შევედი.
  დაღლილი ვიყავი, მაგრამ უნდა მემეცადინა. ჩემი ძმა სახლში არ დამხვდა.
-ანუკა, სად იყავი?-დედაჩემმა გამომხედა.
-კაფეში, მეგობართან ერთად.
-ბიჭია?-ეშმაკურად ჩაიცინა.
-უბრალოდ მეგობარია.-ოთახში შევედი.
  როგორ მინდა ახლა იოანეს ნახვა, მაგრამ არ უნდა ვიფიქრო. ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით.
  სამეცადინოდ დავჯექი. უკვე უნდა დამეწყო, როცა ტელეფონმა დარეკა.
-ანუკი, რას შვები?-რამდენად საშინელი დღეც არ უნდა იყოს, ნუცას ხმა ყოველთვის მხიარულია.
-ახლა მოვედი და უნდა ვიმეცადინო.
-ახლა? მასწავლებელთან იყავი?
-არა, ანუ, მყავდა, მაგრამ მერე კაკიმ გამომიარა და კაფეში შევედით.
-რა? ღადაობ? სერიოზულად? მერე? რა ქენით? ილაპარაკეთ? როგორ ატყობ, მოწონხარ? რა ჭამეთ? რა დალიეთ? რამე საინტერესო გითხრა? როგორ...
-ნუცა, დამშვიდდი.-გამეცინა.-არაფერი ისეთი არ უთქვამს და ჩამეხუტა.
-რა? გული წამივა ახლა.-მის გახარებას ტელეფონის მიღმა ვგრძნობდი.
  საინტერესოა, რა რეაქცია ექნება, სიმართლე რომ გაიგოს? ალბათ საშინლად ეტკინება გული. ისედაც საოცრად განიცდის იოანეს თბილ დამოკიდებულებას ჩემდამი.
-ნუც, ამოხვალ ჩემთან?
-კი, კი, მოვქრივარ. აუ, შენი სახლი ზუსტად არ ვიცი და სტადიონთან შემხვდი რა.
-კარგი.
  გარეთ გავედი. მალე მე და ნუცა ერთად დავბრუნდით. სტუმრები ჩემთან იშვიათად მოდიოდნენ. რომ ვთქვა მეგობრულობით გამოვირჩეოდი-მეთქი, ტყუილია.
  ღამის 11-მდე ჩემთან იყო. ათას სისულელეზე ვჭორაობდით. მიყვებოდა იმ უსაზღვრო სიყვარულზე, რომელსაც იოანეს მიმართ გრძნობდა. ვცდილობდი არ შემემჩნია, რომ მისი ყოველი სიტყვა გულს მისერავდა. ერთად ვიმეცადინეთ. თუნდ ასე, მთავარია გაკვეთილებზე ვფიქრობდი და არა იოანეზე. უნდა შევეგუო იმას, რომ უნდა დავივიწყო.
  ნუცა ახალი წასული იყო, როცა ჩემი ძმა სახლში ნასვამი მოვიდა.
-ბექასთან იმდენი დავლიეთ, გამოვთვერით.-გაიცინა.
  ოთახში შევიდა. მეც შევყევი. უკვე ლოგინზე ეგდო.
-რასთან დაკავშირებით დალიეთ?
-ხვალ მიფრინავს...-თქვა და გაჩუმდა.
-ვინ?-ამ კითხვაზე პასუხი აღარ მიმიღია.
  საბანი გადავაფარე და ოთახიდან გამოვედი.
  დასაძინებლად გავემზადე, თუმცა აზრი? ისევ უაზროდ ვწრიალებდი, ძილი კი არ მეკარებოდა. თვალები დავხუჭე და ავტირდი. მთელი ღამე არ გავჩერებულვარ. ყველაფერი ამოვიღე გულიდან.
  ძლივს გათენდა. სახე შეშუპებული და თვალები ჩაწითლებული მქონდა.
-ასე სკოლაში როგორ წავიდე...
  დედაჩემს ვთხოვე და სახლში დავრჩი. ნუცას ძლივს გადავაფიქრებინე ამოსვლა. შაბათს ჩემთან დარჩა. მთელი ღამე არ გვძინებია. პიცა გავაკეთეთ, მოკლედ კარგად გავერთეთ.
  ორშაბათს ჩვეულებრივ წავედი სკოლაში, მაგრამ იოანე აღარ მოსულა...
  მე რა ვიცოდი, თუ მაშინ ბოლოჯერ ვხედავდი...



№1 სტუმარი Ана

Vaime ra kargia <3 momewona gtxov male dade gagrdzelebas veli

 


№2  offline წევრი natia-natia

კარგი მომეწონა მალე დადე რა

 


სად გამიფირინე ჩემი ბიჭი? ახლა ესენი უახლოეს მომაბალჭი ერთად თუ არ ამყოფე არ ვიცი რა
კარგი ხარ ძალაინ
--------------------
romantikosi mwerali

 


№4  offline წევრი gvanciii kereselidze

Magarii iyooo ... <3
--------------------
G.ke

 


№5 სტუმარი Ekusi

Ra male danebda raari tu uyvarda ar wavidoda da es raiyo ekhla

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

მალე დადე რა

 


№7 სტუმარი N. M

Dzaan magari xar. Male dade shemdegi veli<3

 


№8  offline წევრი Supreme

დიდი მადლობა რომ აგრძელებთ კითხვას <3 ძალიან მსიამოვნებს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent