შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

13 თვე (12)


29-03-2016, 00:41
ნანახია 2 619

***
უკვე ძალიან ცხელოდა თბილისში და სანამ ზღვისკენ აიღებდნენ გეზს, მანამდე აუზზე ყოფნით იკლავდნენ თავს. ანკა და მარიამი დილიდან წამოსვლამდე გაშოტილები იყვნენ მზეზე. ორივე ამბობდა ვერნილაკის H16 კოდის ფერები უნდა ვიყოთო და ამიტომ შეზლონგიდან ფეხს არ იცვლიდნენ. დანარჩენები კი აუზში ნებივრობდნენ. დათა და სესილია ერთმანეთს ცურვაში ეჯიბრებოდნენ! აი, იცით როგორი წყვილი იყო? ორი ძალიან განსხვავებული და ამავდროულად ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. დათა მშვიდი და გაწონასწორებული, მაგრამ თამამი და ჯიუტი. სესილია მორცხვი და მორიდებული, მაგრამ ისიც კარგი ჯიუტი იყო. ორივეს უყვარდა მზე, ზღვა, ცურვა. ზამთარში ორივე სრიალებდა, ორივეს უყვარდა კინოების ყურება, მაგრამ განსხვავებული ჟანრის, სესილია წაურომანტიულებდა, დათა საერთოდ-არა! მაგრამ გულის სიღრმეში მაინც უტყდებოდა თავს, რომ სესილიამ გახადა რომანტიული და თავში ათასი რამ აფიქრდებოდა რითი გაეხარებინა სესილია. ჯერჯერობით ნაბიჯს არ დგამდა. ალბათ, ერიდებოდა ჯერ ნაადრევი არ ყოფილიყო. იცოდა, სესილიასთვის „მიყვარხარ“ ყველაფერს შეცვლიდა. არ უნდოდა რომ სესილია შეცვლილიყო და შებოჭილად ეგრძნო თავი, იმიტომ რომ დათა როგორი ევროპელიც არ უნდა ყოფილიყო მაინც ქართველ კაცად რჩებოდა (აზიატობისკენ მიდრეკილად).

-მგონი ფერი შემეცვალა, არა?-ჰკითხა სესილიამ დათას და სარკეში დააკვირდა თავის ანარეკლს.
-შეგეცვალა კი არა, ანკამ არ გამიგოს, მაგრამ ანკაზე შავი ხარ!
-კაი, ეგ არ უთხრა თორე გაიბუტება ხო იცი რანაირია,-უთხრა სესილიამ და გაუღიმა დათას.
-იცი, როგორ გიხდება „ზაგარი“? იმენა შენია, ტო.. ფერია ხარ ჩვეულებრივი ოღონდ შოკოლადისფერი,-უთხრა დათამ და ხელით ლოყაზე მოეფერა სესილიას.
-წინ იყურე შენ!-გაუჯავრდა სესილია და ხელი მოიშორა. აი, ასეთი ურთიერთობა ჰქონდათ. თან მეგობრული და თან არამეგობრული. ალბათ, სწორედ ამას ცდილობდა დათა, რომ ერთმანეთს შეჩვეოდნენ, კარგად გაეცნოთ და გაეგოთ ერთმანეთის. არ იყო პატარა ბიჭი იმისთვის, რომ ერთხელ ეცადა ან სესილიასთვის ცხოვრება დაენგრია ან შეეცვალა. ყველაფერს გააზრებულად აკეთებდა ჩვენი დათა და ეს ერთი მხრივ ძალიან კარგი იყო. ზედმეტად პატივს სცემდა და ზედმეტად უყვარდა.

სესილიას სახლისკენ შეუხვიეს და სადარბაზოსთან გააჩერა დათამ მანქანა.

-ცოტა ხო არ დაიწვი?-ჰკითხა სესილიას დათამ და მისკენ შეტრიალდა. როგორი საოცარი წყვილი იყო! დათა შავგვრემანი, წვერი ისევ დაბალზე ჰქონდა, თეთრი „ჩაწიკწიკებული“ კბილები რუჯზე უფრო მეტად ანათებდა. სესილია კი ქერა ოქროსფერ თმიანი, მზეზე უფრო გახუნებოდა თმები. საოცარ კონტრასტს ქმნიდა წყვილი. აი, ისეთს თვალი რომ დაგრჩებოდა.
-შეიძლება, მაგრამ ეს იმის ბრალია თეთრი რომ ვარ ძალიან. ნუ, რაც მთავარა პირველი დამწვრობა მშვიდობით გადავიტანე და ეხლა აღარ მეშინია!-გაუცინა სესილიამ და ჩანთა აიღო. დათას გაეღიმა და წინ გაიხედა. უცებ, გაოცებულმა წამოიყვირასავით.
-ე, მოიცა! ეს დედაჩემის მანქანა არაა?
-რომელი?
-აი, შავი წინ რომ დგას.
-ჰო? რავიცი, ეგაა?
-კი..-უცებ უპასუხა დათამ და ტელეფონს მოკიდა ხელი.
-ჩემთან იქნება? არ დაურეკო რა..
-კი, აბა აქ სხვა ვისთან მოვიდოდა. საინტერესოა..კაი, გადადი და შეგეხმიანები.-უთხრა დათამ სესილიამაც გაუღიმა და გადავიდა. ამ ღიმილში ყველაფერი იყო! ის უთქმელი მიყვარხარ, ის უმოქმედო კოცნა და ის უმოქმედო ჩახუტება, რომელიც ორ შეყვარებულ ადამიანს ერთ მთლიანობად ქმნის.


სესილია მშვიდი ნაბიჯებით ავიდა სახლისკენ. კარი ყოველთვის ღია ჰქონდათ, თან ნუციკოს ძილის საათები იყო და ამიტომ ნინო უეჭველი ღიას ტოვებდა კარს. კარი შეაღო და მშვიდად დაიძახა:

-დე, მოვედი!
-მოდი, დედიკო მოდი..- ხმა სამზარეულოდან გამოდიოდა. სესილიამაც ჩანთა შემოსასვლელში დადო და სამზარეულოსკენ წავიდა. იქ შესულს ეკა და ნინო დაუხვდნენ, რომლებიც ცივ ყავას მიირთმევდნენ.
-ეკა, დეიდა! გამარჯობა,-მიესალმა სესილია ეკას და გადაკოცნა.
-რა დეიდა სესილი? არ გრცხვენია? მაგხელაც არ ვარ!-უთხრა ეკამ სიცილით და სესილიას მიაჩერდა. ცოტა უცნაურად მოეჩვენა ეკას გამოხედვა სესილიას. რაღაც გამომცდელად უყურებდა გოგონას.
-რა ქენით დედიკო აბა?
-არაფერი, ხომ მაქვს ფერი შეცვლილი?
-შეცვლილი კი არა ღამე ვერ დაგინახავს ვერავინ!-უპასუხა ნინომ.
-სესილი, ჩემი შვილი ხომ არ დაიწვა დღეს?-ჰკითხა ეკამ.
-არა, სამაგიეროდ ანკა ვერ მოვაშორეთ მზეს!
-ირაკლი არა სესო, დათაზე გეკითხები,-თბილად უპასუხა ეკამ. სესილია ცოტა დაიბნა, რაღა მაინც და მაინც დათაზე ჰკითხა.
-ა.. არა. ჩვეულებრივად არის. ჩრდილში იჯდა ძირითადად ან აუზში ცურავდა,-უპასუხა მოჩვენებითი სიმშვიდით.
-ვაიმე, დედიკო ჩემი შვილი ისეთი შეცვლილია! აი, ვხედავ როგორ ახლოს ხართ ერთმანეთთან და რამე ხომ არ იცი?
-რას გულისხმობთ?-ანერვიულებულმა ჰკითხა სესილიამ.
-რას და ესპანეთში რამდენჯერაც ჩავედით იმდენჯერ მაგაზე უჟმური მეორე არავინ იყო და გზაშიც ირაკლის არ უთხრა, მაგრამ იმდენი ვეხვეწე და ვემუდარე ჩამოდი-მეთქი, რომ ვერ დავითვლი! ჩამოვიდა და წასვლა არ უნდა. არა, ისე კი მიხარია აქ რომ მეყოლება დიდხანს, მაგრამ ცოტა საეჭვოა ეს ყველაფერი.-უთხრა ეკამ და ყავა მოსვა.
-მაინც ვერ გავიგე რას გულისხმობთ,-მშვიდად უპასუხა სესილიამ და წყალი დაისხა ჭიქაში.
-მგონი ჩემი დათა შეყვარებულია!-ამის თქმა იყო და სესილია წყალი გადაცდა. აუტყდა საშინელი ხველება, ძლივს ამოისუნთქა.
-ვაიმე, დე რა დაგემართ?-ჰკითხა შეშინებულმა ნინომ.
-რომ ვსვადი თან ჩავისუნთქე და გადამცდა,-უპასუხა სესილიამ. არადა, რა ჩაისუნთქა! ისე გრძნობდა თავს თითქოს ფაქტზე წაასწრეს!
-ხოდა, შენ მაინც ძალიან მეგობრობ დათასთან და ხომ არ იცი ვინმე ხომ არ ყავს?
-ვერ გეტყვით ნამდვილად. ხშირად ვართ ჩვენ ყველა ერთად, არც ჩემთან და არც სხვასთან არავინ უხსენებია..
-თუ შეგიძლია იქნებ გამირკვიო ვიღაცა ნიას ელაპარაკება ბოლო პერიოდია და ძალიან მაინტერესებს ვინაა!
-ვი.. ვის?-ჩაეკითხა სესილია.
-ჰო, ნიაო ელაპარაკებოდა ტელეფონზე რამდენიმე დღის წინ ვიღაც გოგოს. მომენატრეო, მეც ძალიან მიყვარხარო და ასეთი რაღაცები და რაღა დაგიმალო და დათაზე ნერვიულობამ გამაგიჟა! მინდა, ბედნიერი იყოს..-თქვა ნინომ და იმედიანად ჩახედა თვალებში სესილიას.
-დიახ, კარგი.. ისა.. ბოდიში, წავალ წყალს გადავივლებ,-თქვა სესილიამ და მაშინვე წამოხტა.
სააბაზანოში შეიკეტა და გაშტერდა ერთ ადგილას. „ნია, ესეიგი ნია, არა? ესეიგი, მისი სიტყვები ყველაფერი ტყუილი იყო! შენც კარგი დებილი ხარ სესილია, როგორ დავიჯერე რომ ასეთი მაგარი ბიჭი, ასეთი წარმატებული, ასეთი სიმპათიური ჩემისთანა პატარას შემოხედავდა! მართლა ორი წლის ბავშვი ვარ! ირაკლი ტყუილად კი არ მეძახის ბავშვიკოს? საწოვარათი უნდა ვიარო ჯერ კიდევ.. არა, არ მესმის როგორ დავუჯრე. ესე მარტივად როგორ ვენდე? დავრჩი გაღიმებული. არადა, მიყვარს. აი, არასოდეს უთქვამს ჩემთვის მიყვარხარ! არადა, როგორ ველოდებოდი. მე ხომ არ ვეტყოდი? კიდევ კარგი არ ვუთხარი.. კიდევ კარგი! თორემ ხომ გავხდებოდი მისი დასაცინი? არა, ეხლაც ვარ ფაქტია. გამომიჭირა ეს პატარა ბავშვი და დამცინის ზურგს უკან! სულელი ვარ, სულელი..“-ფიქრობდა თავისთვის სესილია და ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა. თავიდან არ ამოსდიოდა ეკას სიტყვები ვინმე ნიასადმი მიძღვნილი.არასოდეს არ უთქვამს დათას ასეთი თბილი სიტყვები მის მიმართ, ერთხელ უთხრა და იკმარა ამანაც! როგორ წამოეგო დათას ანკესზე, არ ესმის როგორ!

-მოიცა, დათა ჯანხოთელო შენ მაცადე! გამომიჭირე და დამცინი, არა? უბრალოდ ახლა შენ მე მიყურე! პატარა რომ ვარ იმას კი არ ნიშნავს, რომ არაფერი შემიძლია!-უთხრა თავის ანარეკლს სესილიამ, ცრემლები მოიწმინდა და ცხელ შხაპში შევარდა.

აბაზანაში დიდხანს დაჰყო სესილიამ. შედარებით დამშვიდდა და ბევრი შურისძიების გეგმა დასახა თავში. როგორ გაემწარებინა დათა. გამოსულს ეკა კიდევ იქ დახვდა. მაშინვე ერთმა აზრმა გაუელვა თავში. გადაიცვა თხელი სარაფანი და სამზარეულოში აკისკისებულ ქალებს შეუერთდა.

-აუ, დე რაღაცა მინდა გითხრა რა.. გთხოვო თუ წინააღმდეგი არ იქნები რა თქმა უნდა..
-რა იყო აბა რა ხდება?
-ბათუმში წავალ რა მამასთან!
-უიმე, სესო! მაგაზე გეტყვი უარს ან მე ან გივი? გაახარებ პირიქით! ეკა, ისე მოიწყინა ერთი კვირაა გივიმ იქ მარტო იხვეწება ჩამოდითო, მაგრამ ნუციკოს გამო ჯერ ვერ ჩავდივართ. ბაკურიანში გვინდა წავიყვანოთ მთაში და ამდენი გზა და ამხელა გზაზე წინ და უკან არ გვინდა მაინც.
-იმსახურებს სესილი, აუცილებლად გაუში.ჩააბარა გამოცდები და უკვე თავისუფალია!-უთხრა ეკამ და თბილად გაუღიმა სესილიას.
-და კიდევ ერთი თხოვნა მაქვს რა..
-რა თხოვნა?
-დღეს მეგობრებთან ერთად კლუბში წავალ..
-შენ და კლუბი დედიკო?-გაეცინა ნინოს.
-ჰო, ერთხელ მეც ხომ უდა წავიდე კლუბში.-უთხრა სესილიამ.
-კი, ბატონო! წადი, გაერთე, დაისვენე! რაც შენ წელს თავი მოიკალი მეცადინეობით კი იმსახურებ წასვლას ყველგან,-უთხრა ნინომ. გახარებულმა სესილიამ ტაში შემოკრა და მაშინვე თავის ოთახში გავარდა. ტელეფონი მოძებნა და საწოლზე დაემხო. დათას 5 დარეკილი დახვდა, მაგრამ დააიგნორა და მაშინვე ანკას ნომერი აკრიფა.

-გოგო, რას შვები? ერთი იდეა მაქვს! დავაი, წამო საღამოს გოგოები გავერთოთ რა ბიჭების გარეშე..!
-მაინც სად მეპატიჟები?-მაცდურად ჰკითხა ანკამ.
-სადმე კლუბში გავიდეთ რა..
-რაააააა?-ყურში ჩაყვირა ანკამ სესილიას,-შვილო, დაისიცხე? მზი დაკვრა ხომ არ გაქვს? კარგად ხარ? გული ხომ არ გერევა?
-აუ, მორჩი მაიმუნობას. ოღონდ ერთი თხოვნით! ირაკლის უთხარი კარგი ჯანდაბას შენი თავი რომ მივიდვართ სადღაც გოგოები ოღონდ არ დაკონკრეტდე სად! მხოლოდ და მხოლოდ გოგოები..! მარიამს და თიკას მე დავურეკავ,კაი?
-ვაიმე, სესილია მომესწრო ბავშვი! შენ რაღაც ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრები გაქვს და პროსტა რომ არ მაზიარო მაგას არასოდეს გაპატიებ..! კაი, დო ვსტრეჩი..-მიაძახა ანკამ ტელეფონში და დაუკიდა. სესილიასაც სიამოვნებისგან ჩაეღიმა და იგივე ტექსტით მარიამს და თიკას დაურეკა. გოგონებიც უყოყმანოდ დათანხმდნენ და საღამოს დათქვეს შეხვედრა ერთ-ერთ ბარში, სადაც უკრავდა ბენდი და გვიან ღამით ელექტრონული მუსიკა დააყრუებდა კედლებს.

ოთხივე ერთმანეთზე ლამაზები იყვნენ. შოკოლადისფერები და ფერადები. მაშინვე მიიქციეს გარშემომყოფების ყურადღება. ყველა მათ უყურებდა, მაგრამ გოგონები თავისთვის იყვნენ.

-თინი და მარო, მგონი დღეს ბედს ეწევით და რამე,-გაიცინა ანკამ.
-ხო, ნახე რა ბიჭები არიან. დააკვდი შენ მინი ჯანხოთელს და გასკდი ბოღმით ჩვენ რომ არჩევანის წინაშე ვიდგებით,-უპასუხა მარიამმა და მიმტანის მოტანილ ტეკილებს შეეგება. სესილიამ ჭიქა ხელში აიღო და უთხრა გოგოებს:
-აი, გოგოებო! დღეს ჩემი დებიუტია და ეს დებიუტი შედგება ძალიან მაგარ გოგოებთან ერთად..! სხვა თუ არაფერი მიხარია, რომ გაგიცანით და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები გახდით..! სულ ყოველთვის ვიქნებით ერთად, რაც არ უნდა მოხდეს..!-თქვა და მაშინვე დალია ტეკილა. საოცარმა სიმჟავემ ჩაწვა მთელი კუჭი, რომელსაც ასევე საოცარი სიმხურვალე მოჰყვა. გოგოებმაც მას მიბაძეს. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე გააგრძელეს ტეკილას დალევა.
-აუ, დათუჩა რეკაააააავს,-წაიმღერა მარიამმა.
-მიდი, უპასუხე გავთხოვდით-თქო!-გაეცინა თიკას, რომელსაც მაგიდაზე თავი ედო.
-თუ გიყვარვართ არ უპასუხოთ, რა..-უთხრა სესილიამ. მარიამმაც ტელეფონი დაადუმა და ცეზარი გადაიღო. საშინლად კარგად გრძნობდა თავს სესილია. რა მაგარი რამე ყოფილა ტეკილა! თან ეს ლიმონიც როგორ უხდება? ერთი დათასიც..! არასოდეს აღარ მისცემს ვინმეს იმის უფლებას, რომ მოატყუოს და დასაცინი გაიხადოს თავი.! ტეკილა? ტეკილა ყველაფერს ერჩივნა იმ წუთას დათას გარდა. ტეკილას გემო საოცრად შეუყვარდა, მაგრამ არა დათას სურნელზე მეტად. ტეკილა ლიმნით როგორი სიამოვნება იყო? არა! იმ სიამონებას არ შეედრებოდა დათას ერთი ლოყაზე კოცნით, რომ ემართებოდა. დაიწყო, ისევ დაიწყო დათაზე ფიქრი.! მაშინვე წამოხტა და ბენდისკენ მივიდა, რომელიც ერთ-ერთ ქავერს უკრავდა. რითმულად ააყოლა ტანი მელოდიას და გადაეშვა მელოდიურ სიამოვნებაში. თითქოს ღრუბლებზე დადიოდა, თითქოს მხოლოდ თვითონ იყო და არავინ სხვა. მაგრამ ეს სიამოვნება დიდხანს არ გაგრძელებულა. ვიღაც არანაკლებ არაფხიზელი ბიჭი მიუახლოვდა და სესილიას ცეკვას ააყოლა ტანი. ძალიან სასაცილო იყო. რასაც სესილი აკეთებდა, იმეორებდა ეს ბიჭი. უცებ, წელზე ხელი იგრძნო, რომელმაც თავისკენ მიიზიდა და შეატრიალა. შეტრიალებული შავ თვალებს შეეჩეხა. მაშინვე გაიხედა გოგოების მაგიდისკენ, რომელსაც თავზე გამწარებული ირაკლი და კოტოშა ედგნენ. გოგოები კი ყურებჩამოყრილები ანიშნებდნენ, რომ აზრზე არ იყვნენ საიდან გაჩდნენ ბიჭები.

დათამ მაშინვე გარეთ გაიყვანა სესილია.

-რა ჯანდაბას აკეთებ ამიხსნი?-უღრიალა ბოლო ხმაზე,-რომ გირეკავ მთელი დღეა იმისი ღირსიც არ ვარ, რომ მითხრა მიდიხარ თურმე საღამოს რაღაცა „ვეჩერინკაზე“?
-ვაიმე, დათა..! რა პრეტენზიებს მიყენებ ვერ გავიგე?? არ შეიძლება მეგობრებთან ერთად გავერთო და ერთი დღე ის გავაკეთო რაც მე მინდა?
-შენ რა გინდა გოგო დასაწყისშივე თავი მომაკვლევინო?-ღრიალებდა დათა.
-რის დასაწყისშივე აბა მითხარი? რა დაიწყო ის შემახსენე აბა? არაფერიც არ დაწყებულა! და შესაბამისად, რაც არ დაწყებულა იმას არც დასასრული ექნება, გაიგე?-არ ჩამორჩა სესილია დათას კივილში.
-რა ტონალობაზე მესაუბრები? ან ვაფშე რანაირად მელაპარაკები,ტო?
-რანაირად? ვაფშე რომ გელაპარაკები მგონი მადლობა უნდა მითხრა, არა? შენ მე ვინ გგონივარ? რადგანაც შენზე პატარა ვარ გგონია გამომადებილე? როგორ გამიბედე და დამცინე? როგორ დამამცირე ხვდები?
-შენ ხო არ გაგიჟდი?-ხელში ჩაავლო დათამ.
-მტკივა...!-დაიყვირა სესილიამ. დათამ მაშინვე ხელი გაუშვა გოგონას და შეხედა. გამწარებული სახე ჰქონდა სესილიას, არაადექვატური იყო მისი სახე.
-შენ მე იცი როგორ დამამცირე? აი, საშინლად! ამ დაცინვას არასოდეს გაპატიებ..! ბიჭისთვის თურმე ერთადერთი ვარ და მე შევუცვალე ცხოვრება და ათასი ზღაპარი და თურმე ჩემ ზურგს უკან რეებს ატრიალებს! ახლა, კარგად მომისმინე! ცხოვრებაში ხმა არ გამცე.. აი, არასოდეს..და დაიმახსოვრე, რომ არაფერი არ დაწყებულა..!-უკივლა სესილიამ და და მაშინვე ბარში შევარდა. დათა გამოშტერდა არ მოელოდა სესილიასგან ასეთ რაღაცას. მაშინვე მუშტი დაარტყა მანქანის შუშას, რომელიც იმ წუთასვე დაიმტვრა. სულ არ ეტკინა ხელი! დათა იმ წამინდელი სიტუაციით გაოგნებული იყო. ისიც შევარდა ბარში და მივარდა მაგიდასთან მსხდომ მეგობრებს, რომლებიც ერთმანეთს გაოცებულები უყურებდნენ:

-სად წავიდა? დროზე მითხარით!-დაიყვირა დათამ.
-შემოვიდა, აიღო ჩანთა და იქეთ გავიდა,-უთხრა ირაკლიმ და წამოდგა დათასკენ. დათაც მითითებული კარის მიმართულებით გაიქცა, რომელიც ბარის სამზარეულოში გადიოდა.
-აქ, გოგო იყო. სად წავიდა? სად არის?-დაიყვირა ბოლო ხმაზე.
-ვერ გეტყვით ბატონო, შემოვიდა და უკანა კარიდან გავიდა..-უპასუხა შეშინებულმა მზარეულმა. დათაც იმ კარისაკენ წავიდა და ნახა, რომ კარი ქუჩის მეორე მხარეს გადიოდა. მაშინვე გავარდა.. დიდხანს ეძება. ხან სად წავიდა, ხან სად, მაგრამ ვერ იპოვა სესილია. ბარში შებრუნებულს ანკას უკვე ნინოსთან ჰქონდა დარეკილი და გაარკვია სესილიას ამბავი.

-ნინომ ახლა მოვიდა სახლშიო. დამშვიდდი..
-რა დავმშვიდდე, გოგო? რა მოხდა ვინმე გამარკვევს?-გამწარებულმა გამოსცრა კბილებში დათამ და გოგოებს გახედა. ყველამ ერთი ფრაზა უთხრა, არვიცი არაფერი უთქვმს დღეს დაგვირეკა და წავიდეთ გავერთოთო, ოღონდ ბიჭების გარეშეო და თქვენ კი იცოდით, რომ წავიდოდითო. ასე თუ ისე, სესილია უკვე სახლში იყო და ამაზე მაინც აღარ ინერვიულებდა.


***


თავი საშინლად ტკიოდა, მაგრამ კმაყოფილი იყო გუშინდელი ღამით. მაგრამ მაინც რაღაც აწუხებდა, იქნებ არასწორად მოიქცა? იქნებ, დათასთან უნდა გაერკვია ეს ყველაფერი? იქნებ, ჯობდა არ მიექცია ეკასთვის ყურადღება და მაშინვე დათასთვის ეთქვა. მაგრამ, მაინც ამშიდებდა თავს, რომ სწორად მოიქცა.
ყურსასმენები გაიკეთა და კარგად მოკალათდა.
რამდენიმე საათი და საყვარელ ბათუმში იქნებოდა, საყვარელ მამასთან. ცოტა ხანს დაისვენებდა, ტვინს გაანიავებდა და იქნებ თვის ბოლომდეც დარჩენილიყო ბათუმში. გოგოებიც ჩამოვიდოდნენ და მოკლედ, მარტო არ იქნებოდა.

მუსიკის ნირვანიდან ტელეფონის ხმამ გამოიყვანა. ირაკლი ურეკავდა. იფიქრა დათა იქნებაო და მაშინვე გათიშა ტელეფონი. გადაწყვიტა ეს რამდენიმე დღე გოგოების გარდა არავის დალაპარაკებოდა! ენდობოდა მათ იმის მიუხედავად, რომ თიკა და მარიამი დათას მეგობრები იყვნენ. გუშინ მისი თხოვნა ორივემ გაითვალისწინა და შესაბამისად, ახლაც იმედი ჰქონდა მათი.

-ესეც ასე სესილია.. კი ხარ სულელი, მაგრამ რაც იყო იყო..! ზღვის რუჯს აუზი ვერ შეედრება..!


****

შედარებით დიდი თავი!
დიდი მადლობა, ძალიან მახარებს თქვენი შეფასებები:)
იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს თავიც:)



№1  offline წევრი natia-natia

კარგი თავი იყო ძალიან კარგი ხარ და არ დააგვიანო რა:)

 


№2  offline მოდერი LonelyBones

ველი გაგრძელებას love
--------------------
https://www.flickr.com/photos/anncorpse1/

 


№3  offline აქტიური მკითხველი tatuka20

Auu male gaagrdzeli raaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent