კუზნეჩიკ, მიყვარხარ !!! (4)
მეორე დღეს ერთად წავედით უნივერსიტეტში. ვაჩე წინ მიდიოდა და მე ნელი ნაბიჯით მივყვებოდი უკან. ჩვენი არყოფნის პერიოდში რაღაც შეცვლილიყო. გამვლელები ვაჩეს მისჩერებოდნენ და ერთმანეთს რაღაცებს ეჩურჩულებოდნენ. ორივე მივხვდით, რომ რაღც რიგზე ვერ იყო. თუმცა, სანამ გავარკვევდით, რაში იყო საქმე, ნოდოს მოვკარით თვალი, მან ვაჩეს ხელი დაავლო და აუდიტორიაში შეათრია. მეც მათ გავყევი. – ბიჭო, გამაგებინე რა ხდება. მთელი უნივერსიტეტი შენზე ჭორაობს. მივარდა ნოდო კარის მიხურვისთანავე. – რა მოხდა? ნოდო, ვაჩეს რამე პრობლემები აქვს? – სამწუხაროდ კი, ნია, მთელი უნივერსიტეტი და სავარაუდოდ თბილსი უკვე ამაზე ჭორაობს, ასე თუ გაგრძელდა მთელ საქართველოში დაიწყებენ შენ კრიტიკას და შენი სპორტსმენის კარიერასაც სამუდამოდ დაესმება წერტილი. – რა ჯანდაბაა? აღარ იტყვი? იფეთქა ვაჩემ, როცა მეგობრის სასოწარკვეთილ სახეს შეხედა. – გუკამ ენა მაინც ვერ გააჩერა. ანაზე დაფქვა ყველაფერი. თქვა, რომ დანიშნულები იყავით, მაგრამ შენი მეგობარი ვანოს გამო მიგატოვა. ზოგი ამბობს, რომ შენგან დაორსულდა და არ გინდოდა ბავშვი, ამიტომაც დაშორდი. ზოგი ამბობს, რომ მეგობარი არჩიე სიყვარულს. ზოგის აზრით, საერთოდ გეი ხარ და ვიღაც ბიჭი ამჯობინე მის თავს, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკიდან სწორედ იმიტომ წამოხვედი, ანასთან ურთიერთობა რომ აღარ გქონოდა. ზოგი საერთოდ მამაშენს და შენს ოჯახს აბრალებს თქვენს დაშორებას. ერთი სიტყვით რა, ყელამდე პრობლებემში ხარ, ასე გაგრძელება მარტო შენ კი არა, შენ ოჯახსაც შეუქმნის პრობლემებს. ამას თუ შენს აუტანელ ხასიათსაც მივუმატებთ, ხალხს მეტი არაფერი უნდა, ჩათვალე, შენი რეპუტაცია სამუდამოდ დასამარდა. – მოვკლავ.. გამოსცრა კბილებში ვაჩემ და ერთ ნაბიჯში კართან გაჩნდა. მე მაშინვე მისკენ გავქანდი. – დამშვიდდი, სიტუაციას უფრო დაამძიმებ , თუ ცემას დაუწყებ გუკას. მოვიფიქრებთ რამეს, მთვარია, ცოტახნით დამშვიდდე. – მეხუმრები ხო? ფეხებზე ჩემზე რას იტყვიან, მაგრამ არავის შევარჩენ ანაზე ცუდის თქმას. მოვკლავ მაგ დამპალს. არ ცხრებოდა ვაჩე. – მისმინე, მარტო შენს თავზე რატომ ფიქრობ? ცოტა მამაშენსაც გაუწიე ანგარიში, ამ ჭორების გამო, შეიძლება იმას უფრო მეტი პრობლემა შეექმანს , ვიდრე შენ. საღად იაზროვნე. – ნია, რა გავაკეთო. როგორ მოვიქცე? არ შემიძლია, მოვკლავ. მერე ხომ იცი ჩვენი დამპალი , ჭორიკანა ხალხის ამბავი, ისეთ ისტორიებს შეთხზავენ, ბრაზილიულ სერიალებსაც კი შეშურდებათ და ორ დღეში მაგით ააჭრელებენ მთელ ინტერნეტს და მას-მედიას. – მოვიფიქრებ რამეს. ჩემი ვალი ეგაა, რომ შენს პიარზე ვიფიქრო და შენი ამბები მოვაგვარო. ვაჩე ცოტა მოლბა. -მაგრამ , არ ფიქრობ, რომ რაც გააკეთე, ეგ შენთვისაც მეტისმეტია? – რა გავაკეთე? – ვანო შენი მეგობარია და მისთვის შეყვარებულის წართმევა , მგონი არასწორია. ვაჩეს თვალები აემღვრა, რამდენიმე წამი გაოგნებული მიყურებდა, შემდეგ კი მთელი ძალით იღრიალა და ყელში წამწვდა. – შენ გოგო გადაირიე?? რაებს ბოდავ წარმოდგენა გაქვს საერთოდ? მე ვეღარ ვსუნთქავდი, ვაჩეს კედელზე ვყავდი აკრული და ორივე ხელი ყელზე ჰქონდა წაჭერილი. – ვაჩე, გაიგუდება, გაუშვი. ამაოდ ცდილობდა ნოდო მეგობრის დამშვიდებას. მე კი ვგრძნობდი, რომ დიდხანს ვეღარ გავუძლებდი. – ვანო ანას ძმაა. როგორ იფიქრე, რომ ეგრე მოვიქცეოდი? სხვისი აზრი არ მაინტერესებს, მხოლოდ ანას ნუ შეეხებიან, მაგრამ შენც ეგეთი დამპალი გგონივარ? შენც ფიქრობ რომ ეგეთი არაკაცი ვარ? ერთადერთი იყავი , ვინც ისეთს მღებულობდა როგორიც ვარ, იმიტომ რომ იცოდა გულის სიღრმეში ცუდს არავის ვუსურვებ, მაგრამ შენც ტალახი მესროლე. ვაჩეს თვალები აუწყლიანდა, ნელ-ნელა ხელები მოადუნა, ბოლოს კი საერთოდ გამიშვა, მე ძალა საერთოდ აღარ მქონდა შერჩენილი და იქვე ჩავიკეცე. -მართლა ესეთი საძალი გგონივარ, რომ ეგეთ რამეს გავაკეთბდი? ის სკამზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო. ნოდო წამოდგომაში მეხმარებოდა. – ვაჩე, მაპატიე, მე... მე არც კი ვიცი რა გითხრა, არ ვიცოდი ვანო თუ ანას ძმა იყო, უბრალოდ არასწორად გავიგე ყველაფერი და შენც გული გატკინე. – გეხვეწები თავი დამანებე და თვალით აღარ დამენახო. ვაჩე მოულოდნელად წამოხტა და გარეთ გავარდა. მე უკან გავეკიდე, მაგრამ მან მანქანაში ჩაჯდომა მოასწრო და ელვის სისწრაფით მოსცილდა ადგილს. თავს საზიზღრად ვგრძნობდი. არ ვიცოდი რა მექნა. მინდოდა გუკა მენახა და ჩემი ხელით მომეკლა. მაგრამ ის არ ყოფილა დამნაშავე იმაში, რომ არასწორი დასკვნები გამოვიტანე და ვაჩეს ცილი დავწამე. ლექციებზე შესვლა გადავიფიქრე, მინდოდა ვანო მენახა და ნორმალურად დავლაპარაკებოდი. ნახევარ საათში მართლაც აუზზე ვიყავი და ვანოს ვესაუბრებოდი. – ვანო, ბოდიში რა, მე არასწორად გავიგე თქვენი საუბარი და გადავწყვიტე, რომ აანა შენი შეყვარებული იყო, მაგრამ ვაჩე თქვენ შორის ჩადგა და ამიტომაც ჩხუბობდით. – რა სულელი ხარ. არა ნია, ანა ჩემი დაა. მე და ვაჩე ბავშვობის მეგობრები ვართ, ჩემი და სწორედ ჩემი წყალობით გაიცნო და მაშინვე შეუყვარდა. მალე მე საქართველოში მომიწია დაბრუნება, ანას თავი კი ვაჩეს ჩავაბარე. სამწუხაროდ, ჩემი და ბავშვობიდან ძალიან ემოციური იყო. ყველაფერი ახლოს მიჰქონდა გულთან და თუ რაღაც არ მოსწონდა თვეების განმავლობაში ვარდებოდა დეპრესიაში. არც ჭამდა, არც ეძინა, უბრალოდ ხატავდა და ხატავდა, აღარანაირი კონტაქტი აღარ ჰქონდა ხალხთან, რამდენჯერმე თვის მოკვლაც კი სცადა, ამიტომ სულ ფსიქოლოგებთან დაგვყავდა, მაგრამ ვაჩეს გაცნობის შემდეგ, ასეთი რამ აღარ დამართნია. შენც კარგად ხედავ, როგორი პოპულარულია ვაჩე გოგონებში და ასე იყო ამერიკაშიც, ყოველდღე უამრავ საჩუქარს ღებულობდა უცნობი თაყვანისმცებლებისგან. თავიდან ანა ამაზე მშვიდად რეაგირებდა და ვფიქრობდით, რომ ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ შეიცვალა, ისეთ თავის თავში ჩაიკეტა და ისევ დეპრესია დაეწყო. ამჯერად ყველაფერი უფრო სერიოზულად იყო, ვიდრე სხვა შემთხვევებში. ნახევარი წლის განმავლობაში თავისი ოთხიდან არ გამოსულა, მისი ფსიქოლოგი იმასაც ამბობდა, რომ ფსიქიატრიულში უნდა დაგვეწვინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მდგომარეობა გაუარესდებოდა. ვაჩე ძალიან ღელავდა და ცდილობდა მასთან საუბარს, მაგრამ როცა ბოლოჯერ შევიდა მასთან ოთახში. ანამ ლარნაკი ესროლა და თავი გაუტეხა, როდესაც დაინახა სისხლი მოსდიოდა , ვენების გადაჭრა სცადა , მაგრამ დროულად მივუსწარი. მას შემდეგ ვაჩეს ვთხოვე, რომ ჩემს დას დაშორებოდა, რადგან ის ასეთ სტრესს ვერ გაუძლებდა. ვაჩე არ მთანხმდებოდა, არ შეეძლო ანას მიტოვება, თუმცა იმიტომ არა, რომ უყვარდა, უბრალოდ მარტოს ვერ ტოვებდა, თავს არწმუნებდა, რომ უნდა დახმარებოდა და დაეცვა მაგრამა რამდენიმე თვის ხვეწნა-მუდარის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ დროებით დაშორებოდა და დაეცადა , ვიდრე არ გამოკეთდებოდა. სწორედ ამიტომ ჩამოვიდა თბილისში, თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ და ჩემი და უკვე კარგადაა და თბილისში აპირებს ჩამოსვლას, ვაჩეს იმედი მიეცა და შერიგება უნდოდა. ამიტომ ვიჩხუბეთ მაშინ და ამჯერად მე გავუტეხე თავი. თუმცა, როდესაც საავადმყოფოში ვილაპარაკეთ, ავუხსენი, რომ ჩემი დისთვის საზიანო იქნებოდა მასთან ურთიერთობა და ვაჩემაც გადაწყვიტა, ჩემთვის დაეჯერებინა და ანა დაევიწყებინა. ხელის თხოვნასაც კი აპირებდა, ნიშნობის ბეჭდები სულ თან დაჰქონდა, არ შეგინიშნავს? ვერცხლის ცეპზე ჰქონდა ჩამოკიდული და კისრიდან არ იშორებდა. -მე ტვინში ყველაფერი ამერია, ახლა უფრო დიდი იყო სირცხვილის გრძნობა. სიკვდილი მინდოდა. ახლაღა მივხვდი, რატომ იყო მისთვის ის ყელსაბამი ასეთი მნიშვნელოვანი. ვანოს ბოდიში კიდევ ერთხელ მოვუხადე და სახლში წავედი. ვაჩე შინ დამხვდა. ეზოში კალათბურთს თამაშობდა, რამდენიმე წამი შემომხედა , შემდეგ კი თამაში განაგრძო. ოთახში ასვლისთანავე კაშნე მოვიხსენი და ჩანთასთან და ქურთუკთან ერ თად დაუდევრად მივაგდე საწოლზე. ჩემი ჰიგიენის ჩანთას ხელი დავავლე და სააბაზანოში გავქანდი. ყველაფერს მერჩივნა იმ წამს ცხელი შხაპის ქვეშ დგომა. წყალმა ცოტა დამამშვიდა, ხალათი მოვიცვი და სარკეში ჩემს გამოსახულებას დავაკვირდი, ყელი სულ დამლურჯებოდა, ვაჩეს თითები მეტყობოდა ზედ. – როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო.. ვეკითხებოდი საკუთარ ანარეკლს და ვცდილობდი პასუხი იქიდან მიმეღო. მოულოდნელად არანორმალური აზრი დამებადა. თავპირისმტვრევით გავქანდი ჩემს ოთახში. ჩავიცვი და საცურაო კოსტუმის ძებნას შევუდექი. როგორც კი ვიპოვე, მაშინვე ჩანთაში ჩავტენე, კაშნე მოვიხვიე და გარეთ გავვარდი. ვაჩე ისევ ბურთს თამაშობდა, ერთი კი შემომხედა, რაღაცის თქმაც დააპირა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა. საღამოს 8 საათი იქნებოდა, უკვე ბნელოდა და როდესაც აუზზე მივედი, იქ აღარავინ დამხვდა. დაცვას ჩემი საშვი ვანახე და კარის გაღება ვთხოვე, ვუთხარი, რომ რაღაც საბუთები მქონდა დაუყოვნებლივ მოსაწესრიგებელი და გვიანობამდე ვერ მოვრჩებოდი. მანაც სწრაფად გამიღო კარი და ღიმილით მიმაცილა კაბინეტამდე. – შვილო, თუ რამე დაგჭირდეს, არ მოგერიდოს. მითხრა კეთილი სახის, მოხუცმა კაცმა და თავისი ოთხისკენ წალასლასდა, როგორც კი დავინახე, რომ თვალს მოეფარა. მე მაშინვე გასახდელისკენ გავექანე, საცურაო კოსტუმი მოვირგე და დარბაზში შევედი. ყველა კუთხეში აავანთე შუქი, სადაც კი შეიძლებოდა, რომ დარბაზი უფრო განათბულიყო და აუზში გადავეშვი. დაახლოებით სამი საათის განმავლობაში უშედეგეოდ ვცდილობდი ვაჩეს ყელსაბამის პოვნას. ბოლოს , როცა აღარც ხელები მემორჩილებოდა და აღარც ფეხები, მოვწესრიგდი და გასასვლელისკენ წავლასლასდი. სახლში შუაღამისას დავბრუნდი , მაგრამ აარავინ დამხვდა. -ალბათ სძინავს უკვე. გავიფიქრე ჩემთვის და კიბეზე ავედი. არც მომდევნო ორი დღის განმავლობაში გაუცია ვაჩეს ჩემთვის ხმა. როცა ვიღვიძებდი, ის უკვე წასული მხვდებოდა, არც უნივერსიტეტში მეკონტაქტებოდა, არც აუზზე. მე კი მომდევნო ორი ღამის განმავლობაშიც ამაოდ დავდიოდი აუზზე. მესამე დღეს ვაჩესთვის საერთოდ არ მომიკრავს თვალი. ამჯერად აუზზე გვიანობამდე მომიწია დარჩენა და როცა ყველა წავიდა, მე ისევ ყელსაბამის ძებნას შევუდექი. ვფიქრობდი, რომ წყლის გამოცვლის დროს შეიძლებოდა დაკარგულიყო, მაგრამ საკმაოდ მძიმე იყო, ამიტომ იმედს არ ვკარგავდი, რომ შეიძლებოდა ფსკერზე ყოფილიყო ისევ. ამდენმა ცურვამ, ჩემი სხეული ალბათ ტონუსში მოიყვანა და სამი საათის ნაცვლად დაახლოებით 5 საათი ვყვინთვდი. ძალა საერთოდ აღარ მქონდა და გადავწყვიტე იმ საღამოსთვის ბოლოჯერ ჩამეყვინთა და ჩემდა გასაოცრად, კიდესთან ძალიან ახლოს ვაჩეს ყელსაბამსაც მივაგენი. წყლიდან გახარებული ამოვვარდი. მოვემზადე და გაჩერებისკენ გავქანდი, უკვე ღამის ორი საათი ხდებოდა. ჩანთიდან საფულე ამოვიღე, იმ დღეს საკმაოზე მეტი დამეხარჯადა არ ვიყავი დარწმუნებული მეყოფოდა თუ არა ტაქსისთვის ფული. არც შევმცდარვარ, ორი ლარიღა მქონდა დარჩენილი. შემდეგ ტელეფონს დავხედე , გადავწყვიტე , ვაჩესთვის დამერეკა, მაგრამ ტელეფონიც დამჯდარი დამხვდა. – გამართლებაც ამას ქვია. ჩავიბურდღუნე ჩემთვის და ფეხით დავადექი შინისაკენ მიმავალ გზას. აუზი საკმაოდ შორს იყო ვაჩეს სახლისგან და საათნახევრის განმავლობაში მაინც მივბოდიალობდი ცარიელ ქუჩებში. დაღლილობისგან ხელ-ფეხს ვეღარ ვგრძნობდი, სიცივისგან კი სახეს. კაშნე მთელ სახეზე მოვიხვიე, მხოლოდ თვალები მიჩანდა. -ნეტავ როგორმე მივაღწევდე სახლამდე... ალბათ მალე მოთოვს, ისეთი ამინდებია. ნეტა, ახალ წელს იყოს თოვლი.. კიდევ ბევრი დარჩა?? ნეტა გაუხარდება ყელსაბამს რომ დაინახავას? სხვადასხვა ფიქრი ცვლიდა გონებაში ერთმანეთს და ისე, რომ მე თვითონაც ვერ მივხვდი, სახლთან აღმოვჩნდი. კარი ფრთხილად გავაღე და მისაღბში ფეხაკრებით შევიპარე, მაგრამ კინაღამ შიშით მოვკვდი, როცა ვაჩე დავინახე სავარძელში მოკალათებული. მაგიდის ნათურა აენთო და წიგნს კითხულობდა. რატომღაც ძალიან გავბრაზდი. -მე მთელი ღამის განმავლობაში ამ იდიოტის კულონს დავეძებდი, ეს კი იჯდა და კითხულობდა. ჩემი ოთახისკენ გავაგრძელე ხმის ამოუღებლად გზა და როდესაც კიბეზე ავდიოდი ვაჩეს ხმაც გავიგე, პირველად, თითქმის სამი დღის განმავლობაში. – სად ხარ აქამდე? იცი რომელი საათია? მე წამით შევყოვნდი. მაგრამ პასუხი არ გამიცია, კიბის დარჩენილი საფეხურებიც ავათვე და ოთახში შევედი. წყობიდან ვიყავი გამოსული. ამჯერადაც ცხელმა შხაპმა მიშველა, ცოტა დამამშიდა. შემდეგ კი ხალათი მოვიცვი და აივანზე გავედი, დაღლილობისგან ფეხები მეწვოდა და ძილზე ვეღარ ვფიქრობდი. შუქი ავანთე, სავარძელში ჩავჯექი და იქვე მიგდებული პლედი მივიფარე. საკმაოდ ციოდა, მაგრამ ადგომა აღარ შემეძლო. – სად იყავი, მაინც არ მეტყვი? გამოვიდა აივანზე ვაჩეც და ჩემ გვერდზე დაჯდა. მე შევბრუნდი, რამდენიმე წამი ვუყურებდი, მაგრამ პასუხი არც ამჯერად დამიბრუნებია, ისევ ადრინდელივით მოვკალათდი და თვალი უსასრულობას გავუშტერე. მოულოდნელად ვაჩე ჩეემ წინ ჩაიმუხლა. ორი თითი ნიკაპქვეშ ამომდო და თავი უკან გადამაწევინა. სილურჯე ჯერაც არ გადამსვლოდა. უფრო ცუდი სანახავიც კი გახდა, მისი ხელის ნაკვალევი მწვანე , ან უფროსწორად მოყვითალოში გადასულიყო და ალაგ-ალაგღა შემორჩენოდა ლურჯი ფერი. მისი ხელი უხეშად მოვიშორე და წამოდგომა ვცადე, მაგრამ ვაჩემ მაჯაში წამავლო ხელი და ისევ ადგილზე დამსვა. – ძალიან გკტკივა? მკითხა მოულოდნელად, მაგრამ არ შემოუხედავს. – არა, ტკივილით არ მტკივა. – მაპატიე, თავი ვერ გავაკონტროლე. ყველას წყენა შენ დაგაფრქვიე თავზე. მე მაშინვე გული მომილბა, გავუღიმე , ადგილიდან წამოვხტი და ოთახში შევვარდი. როცა უკან დავბრუნდი, ვაჩე იმავე პოზაში დამხვდა, ალბათ, ფიქრობდა , რომ ნაწყენი ვიყავი, მე ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი და როცა გაოგნებულმა შემომხედა, მუჭი გავშალე და მისი ყელსაბამი შევათამაშე ხელში. --ეს?? ეს საიდან? ენა დაება და კულონი გამომართვა. – შემთხვევით ვიპოვე. ვუპასუხე მე და ისევ დეკემბრის ღამეს გავუსწორე თვალი. – ვაიმე კუზნეჩიკ, დიდი მადლობა. არც კი იცი რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის. – ვიცი. ვუპასუხე ხმადაბლა. ბოდიშს გიხდი მაშინდელისთვის. – ჩავლილი ამვავია, ეგ არაფერი, უბრალოდ შენ ერთადერთი ხარ, ვისიც მჯერა და გული მეტკინა, ეგრე რომ იფიქრე ჩემზე. მოულოდნელად ვაჩეს ტელეფონი აწკრიალდა.-ვინ უნდა იყოს ასე გვიან? – დიახ კაკო ბიძია.... კი, კი ჩემთან ცხოვრობს. რა მოხდა? ... რამდენი ?? და დიდი ხანია?... მართლა?? არა, არ ვიცოდი,თორემ მაგას როგორ ვიზამდი.. კარგით, გადავცემ..ხვალ მოგიყვებით მაშინ დეტალურად რაც მოხდა. ვაჩემ ტელეფონი გათიშა და გამიღიმა. – რა გაცინებს? – რაო კუზნეჩიიკ? შემთხვევით იპოვე ხო? აი თურმე სად დაბოდიალობდი ასე გვიანობამდე. ვაჩემ ისევ თავზე მომითათუნა ხელი და თმა ამიბურძგლა. – ეე ამას ვეღარ უნდა გადაეჩვიო? პატარა ბავშვი ხო არ ვარ. ავბუზღუნდი და თმის გასწორება დავიწყე. – აუ კუზნეშიკ, რაც დრო გადის უფრო მაოცებ რა. ამჯერად ლოყები დამიჩმიტა. – სულ გადირიე რა. ვინ დაგირეკა? – ვინ და დაცვამ. თქვენი მენეჯერი დადიოდა ყოველღმე აქ, თავიდან თქვა საქმეები მაქვსო, მაგრამ მერე აუზზე შუქი შევნიშნე და რომ შევედი ცურავდაო, მარტო დღეს 5 საათის განმავლობაში ცურავდა. წინა დღეებში ალბათ 3-3 საათიო. გაგიჟებული იყო კაცი. მისვლაც მომერიდა, იქნებ ვარჯიშობსთქო, მაგრამ ეგეთი გადაღლაც არ შეიძლებაო და თავისი ნივთები გასახდელში დარჩა და არ ინერვიულოს , უთხარი, რომ მე შევინახავო.. – უი, რას ვიფიქრებდი. მე კიდევ მეგონა... – რა გეგონა რა? 5 საათი რა ძალა გეყო. ჩემ გამო ... არ ვიცი რა ვთქვა. – შენ გამო არა ის.. ვარჯიში მინდოდა და შემთხვევით წავაწყდი შენს კულონსაც. – ჰო.. ჰოო.. აბა რაა.. გაიცინა ვაჩემ და ისევ თმა ამიწეწა. და დღეს რატომ დაბრუნდი ასე გვიან, სხვა დღეებში უფრო ადრე ბრუნდებოდი ხოლმე. – გზის ფული აღარ დამრჩენია და ტელეფონიც დამჯდარი მქონდა. ეხლა ჩავრთე და ვნახე შენი გამოტოვებული ზარები. ამიტომ მომიწია ფეხით წამოსვლა. – გადაირიე? იქიდან ფეხით წამოხვედი ამ შუაღამისას? ასეთ ყინვაში? – დიდი ამბავი. ხომ გითხარი ვარჯიში დავიწყეთქო და სიცივე ვერაფერს დამაკლებს, უნდა გავკაჟდე. – კუზნეჩიკ, აღარასდროს აღარ გააკეთო ეგეთი რაღაც. გაიგე? – ოო./ დამანებე რა თავი. შედი დაიძინე, ვიჯდები ცოტახანს ააქ და დავიძინებ მეც. ვაჩე ჩემ გვერდზე დაჯდა სავარძელში და მანაც ღამეს მიაპყრო მზერა. არ ვიცი კიდევ რამდენხანს ვისხედით ასე, მაგრამ მე მალე ჩამეძინა და დილით ჩემს ოთახში გამეღვიძა. – აღარ დგები? ოთახში თავი შემოყო ვაჩემ და შემდეგ შემოვიდა. – შენ შემომიყვანე ოთახში? ვუპასუხე თვალების სრესვით. – ჰო, ხომ კარგი ბიჭი ვარ? – უჰ... გადასარევი, ფრთაშესხმული ანგელოზი ხარ პირდაპირ. – დაუნახავო, უმადურო.. მიდი მოემზადე დროზე და უნივერსიტეტში წავიდეთ. – თუ გაბრძანდები , მოვახერხებ რამეს. ვაჩემ გაიცინა და სწრაფად გავიდა ოთახიდან.ერთ საათში უკვე უნივერსიტეტში ვიყავით და ღიმილით მივუყვებოდით ეზოს, მაგრამ ჩვენი კარგი განწყობა, შენობაში შესვლისთანავე წარსულს ჩაბარდა. ორივეს ტელეფონი ერთდროულად აწკრიალდა. – გამარჯობა, თქვენ ვაჩე აბაშიძის მენეჯერი ბრძანდებით? – დიახ, მე გახლავართ. რა ხდება? – მე წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დავალებით გირეკავთ, დამევალა გაცნობოთ, რომ საშინელი რეპუტაციის გამო, საქართველოს წყალბურთის ფედერაციას აღარ სურს ბატონ ვაჩესთან თანამშრომლობა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეუჩერონ კონტრაქტი, ეს გუნდის დანარჩენი წევრებისთვისაც სამაგალითო იქნება და უფრო კარგად დაფიქრებიან ნაბიჯის გადადგმამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის მობრძანდით ჩვენს ოფისში. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. ნახვამდის. -სანამ მე სიტყვის თქმას მოვასწრებდი , ტელეფონი გამითიშეს. მაშინვე ვაჩეს დავუწყე ძებნა, ის კი კედელზე მიყუდებულიყო და ელოდა როდის მოვიშორებდი ტელეფონს ყურიდან. – ვინ დაგირეკა? მივუახლოვდი ნელი ნაბიჯით. – გიომ. – რა უნდოდა? აუზზე მოხდა რამე? – კი, გუნდიდან გამაგდეს. ხო მაგარია? ცუდი რეპურაცია გაქვსო. შენც მაგაზე დაგირეკეს? – ჰო, წყალბურთის ფედერაციიდან იყვნენ, ცუდი რეპუტაციის გამო კონტრაქტს ვუწყვეტთო, სანამ რამეს ვეტყოდი, ყურმილი დამიკიდა, მაგრამ შენ არ ინერვიულო, მოვაგვარებ ყველაფერს. კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ჩვენს გვერდზე ორმა გოგომ ჩაიარა და ერთმანეთს გადაულაპარაკეს. – გაიგე? ახლა თურმე გუნდიდანაც გაუგდიათ. – ძალიან კარგი, ღირსია, ეგეთი სამარცხვინო ბიჭები არ გვჭირდება სპორტში. – ჰო, ახლაც აგვიბზუოს აბა ცხვირი. მამიკოს ფულები ვეღარ უშველის სახელის გამოსწორებაში... ხალხი ჭორაობას ისევ განაგრძობდა და ამჯერად უკვე დაუფარავად გამოხატავდნენ აგრესიას ვაჩეს მიმართ. მე ჩუმად ავხედე. ისევ იღიმოდა, ოღონდ, ეს იყო სასოწარკვეთილი კაცის სიცილი, რომელიც ცდილობს, ცრემლები დამალოს. გული მომიკვდა. – ეე... არანორმალურო.. – კუზნეჩიკ, როგორ დავიღალე იცი? როგორ დამღალა ამ ყველაფერმა. ვაჩე მოულოდნელად შებრუნდა და გარეთ გავიდა. სანამ მე გონს მოვიდოდი, ის უკვე მანქანაში იჯდა და ღმერთმა იცის, სად მიდიოდა. მაშინვე აუზზე წავედი, როცა ცუდ ხასიათზე იყო, ყოველთვის ცურავდა, მაგრამ ამჯერად იქ არ დამხვდა, ბიჭებმაც თქვეს, რომ თვალი არ მოუკრავთ. – ნია რა ხდება? – არ ვიცი ვანო, წეღან დაგვირეკეს, გუნდიდან გავაგდეთო, თან უკვე მთლი თბილისი ჭორაობს ვაჩეზე, მიზეზი კი ანა გახდა, ზოგი რას აბრალებს, ზოგი რას, ჰოდა დღესაც უნივერსიტეტში რომ მივდიოდით და უკვე საჯაროდ გამოხატეს მის მიმართ აგრესია, მითხრა, რომ ძალიან დაღალა ყველაფერმა, მერე კი შებრუნდა და წავიდა. წარმოდგენა არ მაქვს სად შეიძლება იყოს. – დარეკვა არ გიცდია? – შენი აზრით, არ დავურეკავდი? გათიშული აქვს ტელეფონი. ვანო, დღეს ისეთი საქმე არაფერია აქ, ჯობს ჯერ ვაჩეს საქმეებს მივხედო. აუზს შენ გაბარებ, თუ რამე პრობლემა გაჩნდა, ან გამოჩნდა ეგ არანორმალური დამირეკე. – კარგი ნია. სად აპირებ მის მოძებნას? – ჯერ სახლში წავალ და თუ არ დამხვდა, მერე მოვიფიქრებ რამეს. ნახევარ საათში უკვე სახლში ვიყავი, მაგრამ ვაჩეს გარდა ყველა შინ დამხვდა. ლაზარე გადამეხვია. აშკარად დამშვიდებული ჩანდა, მაგრამ ამჯერად მამუკას და ლიას ქონდათ აღელვებული სახეები. – როდის დაბრუნდით? ვკითხე ისე, რომ მღელვარება დამეფარა. – ერთი საათია დაახლოებით, ნია, შვილო, რა ხდება გამაგებინე? დილიდან ტელეფონი აიკლეს, შენი ვაჩე გუნდიდან გამოაგდესო, ყველა თქვენზე ჭორაობსო. ნორმალურად ამიხსენი რა მოხდა. ნახევარი საათის შემდეგ , მამუკა ჩემ წინ იჯდა სავარძელში და შეჭმუხნულ შუბლს ორი თითით ეყრდნობოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. ლაზარე ლიას გვერდზე ეჯდა, მისი ხელი ეჭირა და ცდილობდა როგორმე დაემშვიდებინა. – ხომ ვეუბნებოდი დაანებეთქო მაგ გოგოს თავი. ეხლა მოისვენა? თავისი კარიერა ხომ დაინგრია და ჩემი ბიზნესიც თავზე უნდა დამამხოს? იფეთქა მოულოდნელად მამუკამ და სკამიდან წამოვარდა. -როცა მითხრა, რომ ჩემი საქმის გაგრძელება არ უნდოდა და სპორტი იყო მისი ცხოვრება , დავთანხმდი, მაგრამ თურმე არც მაგაში უქნია ღმერთს, უმაქნისი, ბედოვლათი. რას მოეთრეოდა, გდებულიყო ამერიკაში. იმიტომ არ გამოგვდის ერთად ცხოვრება. წარმოდგენა არ აქვს ცხოვრებაში რა უნდა. ლია უარესად აქვითინდა. – მამუკა, კარგი რა, შენ შვილზე როგორ ლაპარაკობ? სულ ამ ჭორიკანა ხალხის და ჟურნალისტების ბრალია. – მართალია, ვისაც ეგენი თვალს დაადგამენ, იმისთვის პრობლემები გარდაუვალია. თქვა ლაზარემ და ხმადაბლა შეიგინა, მაგრამ როცა დაინახა, როგორ ვუბრიალებდი თვალებს, წამოდგა და ლია გაიყვანა სამზარეულოში. – რა გავაკეთო. როდემდე ვაგვარო მაგ სულელის საქმეები. რითი ვერ გაიზარდა?! არ ცხრებოდა მამუკა. – დიდი ბოდიში, იცით, რომ ყოველთვის გეთანხმებით და პატივს ვცემ თქვენს გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ შემთხვევაში არა ხართ მართალი. როგორ შეგიძლიათ თქვენს შვილზე ასე ლაპარაკი. ხომ ყოველთვის გაინტერესებდათ, როგორ ახერხებდა მამა ოჯახში ასეთი იდილიის შენარჩუნებას, ხომ სულ შენატროდით ჩვენს ურთიერთობას და ეკითხებოდით რას აკეთებდა ამისთვის. მე გაგცემთ მაგაზე პასუხს, უბრალოდ მამა ყოველთვის ჩვენ გვერდით იყო, ვისაც რა უნდა ეთქვა , არასდროს ამბობდა ჩვენზე ცუდს და სანამ დაგვსჯიდა , იქამდე ყოველთვის გვისმენდა და მხოლოდ ამის მერე გადაწყვეტდა ხოლმე, დამნაშავეები ვიყავით თუ არა. სხვასთან ყოველთვის გვიცავდა, მაგრამ სახლში მოსული, გვესაუბრებოდა და გვაძლევდა ისეთ დარიგებებს, რომელიც უბრალოდ გვიკარგავდა ცუდად მოქცევის სურვილს. ჩვენს მშობლებს ისეთები ვუყვარდით მე და ლაზარე, როგორებიც ვიყავით. არასდროს არავის არ გვადარებდნენ და თუ პრობლემა გვექმნებოდა, ჩვენთან ერთად ცდილობდნენ ამის გადაჭრას. მოგეხსენებათ, მე თავიდან არ მინდოდა ვაჩესთან მუშაობა, მისი აუტანელი ხასიათის გამო, მაგრამ მთელი დროის მასთან გატარებამ დამანახა, რომ ყველაზე კარგი ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ. უბრალოდ უჭირს გრძნობების გამოხატვა, ეშინია, რომ ვერ მიიღებს საპასუხო გრძნობაას და ამიტომ, მუდამ მალავს საკუთარ ემოციებს. ის არის დიდ სხეულში მყოფი პატარა ბავშვი, რომელსაც აკლია და სჭირდება მამის სითბო. როგორ შეგიძლიათ, მასზე თქვათ, უმაქნისია და არ იცის რა უნდა ცხოვრებაშიო. მას შემდეგ, რაც წყალბურთელი გახდა, თქვენი მიცემული არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს და ბანკში აგროვებს, რომ უკან დაგიბრუნოთ. თავისი ხელფასით ცხოვრობს, თვითონვე იყიდა მანქანა და როცა გაიგო, რომ გუნდიდან გამოაგდეს, უგზოუკვლოდ გადაიკარგა. როგორ შეგიძლიათ , ასე უგულოდ ისაუბროთ შვილზე, რომელიც საკუთარ თავზე მეტად გიფრთხილდებათ, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში იწვა და რომ არ შეგშინებოდათ და გენერვიულათ, არაფერი არ გითხრათ. თავის თავზე არ ნერვიულობს, ამწარებს ის, რომ ანაზე ამბობენ ცუდს. ეს რას ნიშნავს? იმას , რომ მართლა უყვარს ეგ გოგო. და კიდევ, 20 წლის განმავლობაში, თქვენ და მამა მიყვებოდით თქვენს ისტორიას, როგორ შეგიფარათ და როგორ დაგაყენათ სწორ გზაზე სრულიად უცხო ადამიანმა, ამ სიკეთეს არასდროს დაივიწყებთ. ხომ ასეა? და დაამტკიცეთ კიდეც, როცა უპატრონოდ დარჩენილი მე და ჩემი ძმა შეგვიფარეთ და ამჯერად თქვენ ცდილობთ, ჩვენთვის გზის გაკვალვას. მაგრამ რა ქნას თქვენმა საკუთარმა შვილმა? მას ხომ ისეთი არაფერი დაუშავებია? უბრალოდ, მსხვერპლია საძაგელი ჭორების და თავს საშინლად გრძნობს იმის გამო, რომ არავის არ უნდა მისი დახმარება, არავის არ სჯერა მისი და ყველა ტალახს ესვრის, საკუთარი მამაც კი. ვაჩეს სჭირდებით და დამიჯერეთ, თუ გვერდში დაუდგებით, დაგანახებთ, როგორი სიყვარული სცოდნია. მე კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს გიხდით, ესეთი თავხედობისთვის, მაგრამ სულ რომ გამაგდოთ ამ სახლიდან, არავის, არც ერთ ადამიანს და მათ შორის არც თქვენ, არ მოგცემთ უფლებას, რომ მასზე ცუდად ილაპარაკოთ. სულმოუთქმენლად ჩავამთავრე ჩემი სათქმელი, რადგან ვიცოდი, რომ მერე გამბედაობა აღარ მეყოფოდა და მამუკას მივაშტერდი, იმ მოლოდინით, რომ ამჯერად მე დამაფრქვევდა მთელ თავის სიბრაზეს, მაგრამ შევცდი, მოულოდნელად გამიღიმა. – ხომ ვამბობდი, რომ ერთადერთი ხარ, ვინც ჩემს აუტანელ შვილს მოარჯულებდა და გაუძლებდა. მადლობა შვილო, რომ ასე გიყვარს და გვერდში უდგახარ ჩემს ვაჩეს. მართალი ხარ, ჩემი სითბო ყოველთვის აკლდა და გპირდები, რომ რაც არ უნდა მოხდეს, გვერდში დავუდგები. გმადლობთ, რომ შენ ერთადერთმა ამიხილე თვალი. იმიტომ მიყვარხარ ასე ძალიან, მაგრამ როცა დავიჭერ მაგ დეებილს, მაშინვე მოვკლავ, რას ქვია, ჩემ მიცემულ ფულს არ ხარჯავს? დიდი გული კი ქონია არა ლია? მე უკან შევბრუნდი და ლია და ლაზარე შემრჩა ხელში. ის აღარ ტიროდა, ახლა უფრო გაოგნებული სახე ჰქონდა. მოულოდნელად მოვიდა და გადამეხვია. – ღმერთმა დაგლოცოს შვილო, გაიხარე, რომ გამოჩნი ჩვენს ოჯახში. ჩვენი ანგელოზი ხარ. ლია ისეთი ძალით მიჭერდა ხელებს, სუნთქვა მეკვროდა და თან ლაზარეს ვადევნებდი თვალს, რომელიც სიცილს უკვე ვეღარ იკავებდა და გულიანად ფხუკუნებდა. – ლია დეიდა, დიდი ბოდიში, მაგრამ მეჩქარება. ვაჩე უნდა მოვძებნო. მის ოთახში ავალ. იქნებ რამე ვიპოვო. ისე თქვენ ხომ არ იცით რამე. სად შეიძლება წასულიყო? – აუზზე მიდის ხოლმე ცუდ ხასიათზე როცაა , არ გინახავს იქ? – კი , ვნახე , მაგრამ არ დამხვდა. – მამუკა ბიძია, არც თქვენ გაქვთ რაიმე ვარაუდი? – არა შვილო, საიდან, ხომ იცი რა ჩაკეტილიცაა, შენგან თუ გავიგებ ჩემ შვილზე რამეს, თორემ თვითონ არ მეტყვის. ჩემს ხალხს ჩავრევ და მოვაგვარებ ყველაფერს. – არაა, არავითარ შემთხვევაში. ისედაც ყველა მაგას ამბობს, რომ თქვენი დამსახურებითაა ვაჩე წარამტებული და ამჯრეადაც თქვენ მოუგვარებთ პრობლემებს, ახლა რომ ჩაერიოთ, ჩათვალეთ მართლაც აუარებელ პრობლემებს წავაწყდებით, ვაჩეს რეპუტაცია მართლაც დასამარდება და თქვენს ბიზნესსაც საფრთხე შეექმნება. მე მომანდეთ ყველაფერი. პირობას გაძლევთ, რომ ერთ კვირაში ყველაფერს მოვაწესრიგებ. თან ვაჩემაც რომ გაიგოს, თქვენ ჩაერიეთ ამ ამბავში, ძალიან გაბრაზდება , დამოუკიდებლობა უყვარს, მოგეხსენებათ და წეღან ხომ თქვით, ყოველთვის მხარში დავუდგებიო, ხოდა პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას, ამჯერად მე მოვუგვარებ ყველაფერს, მე ხომ მისი მენეჯერი ვარ. – მაოცებ შვილო, კარგი ასე იყოს, თუ რამე დაგჭირდეს ჩემს კაბინეტში ვიქნები, ოღონდ ეცადე მართლა მოაგვარო ყველაფერი 1 კვირაში, თორემ მერე ძალაუნებურად მე მომიწევს ჩარევა. მამუკამ მხარზე ხელი დამადო და კაბინეტისაკენ წავიდა. თან ლიაც წაიყვანა, რომელიც ვერადა ვერ დამშვიდდა. – ნიაკოო.. წამოდი, რაღაც აზრი მაქვს. მითხრა ლაზარემ და კიბეზე აირბინა. – რა აზრი გაქვს? დავედევნე მეც და როცა დავეწიე, უკვე ვაჩეს ოთახში ვიყავით. – ნახე, ამ დაფას რაც ამერიკიდან ჩამოვიდა, მის მერე აკეთებს. თვითონ მომიყვა. დაფაზე იმ ადგილების სურათებია გაკრული, სადაც ყველაზე მეტად უყვარს ყოფნა და ყველაზე მეტად მშვიდდება. უნდოდა, კიდევ ბევრი სურათი მიემატებინა , მაგრამ ბოლო დროს ვეღაც ვიცლიო, ამიტომ მხოლოდ ამ ადგილებში დავდივარ თუ ცუდ ხასიათზე ვარო. მგონი გამოგადგება. ყველა სურათის ქვეშ სტიკერზე წარწერები აქვს გაკეთებული და მგონი გამოგადგება, გადახედე . – ვაიმეე.. გენიოსი მყავხარ რა, სუფთა შერლოკ ჰოლმსი ხარ. ლოყები დავუჩიმტე ლაზარეს. – ჰო.. ჰოო.. სულ დას ვგავარ. წავედი ვისწავლო, თორე იმდენი ხანია სკოლაში არ ვყოფილვარ, კითხვა დამავიწყდება მალე. – კარგი მიდი. მადლობა ლაზარე. მე ხელი დავუქნიე ჩემს ძმას და დაფას მივაშტერდი. სურათებს შორის იყო მცხეთის ჯვარი, ის აუზი, სადაც ცურავდა, კალათბურთის მოედანი, რომელიც საკუთარ სახლში ჰქონდა მოწყობილი და კიდევ ოციოდე სურათი, საკმაოდ ბევრი ქალაქგარეთაც იყო გადაღებული. ფურცელზე ჩამოვწერე ყველა იმ სურათის მდებარეობა, რომელიც დაფაზე იყო გამოსახული. ვაჩესთვის საყვარელი 23 ადგილი და ერთი კვირა ყველაფრის მოსაგვარებლად. გადავწყვიტე, რომ ჯერ ის ადგილები მომევლო, რომლის სურათებიც თბილისში იყო გადაღებული. 2 დღე დამჭირდა ამის გასაკეთებლად და სრული შოკი მივიღე, როცა ვაჩესთვის საყვარელ ადგილებს შორის აღმოვაჩინე : ჩვილ ბავშვთა სახლი, ლევკემიით დაავადებულ ბავშვთა საავადმყოფო, 7 ეკლესია და სპორტული კომპლექსი, სადაც მოყვარულებს უფასოდ ავარჯიშებდა ცურვაში. ვაჩეს ვერსად ვერ მივაკვლიე, სამაგიეროდ, მის სულს ვეცნობოდი სულ უფროდაუფრო ახლოს. ყველა აღფრთოვანებული იყო მისი სიკეთით. თურმე დროის დიდ ნაწილს სწორედ ამ ადგილებში ატარებდა, მატერიალურადაც ეხმარებოდა და რაც მთავარია ბავშვებსაც ძალიან უყვარდათ. -ჯერ ისევ რამდენი რამე არ მცოდნია შენ შესახებ... ნეტა კიდევ რა მელის წინ... კიდევ 12 ადგილას უნდა წავსულიყავი, მაგრამ ამჯერად თბილისიდან მომიწევდა გასვლა. ამიტომ გადავწყვიტე, სანამ წავიდოდი, იქამდე მომეგვარებინა ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდგეგ დამებრუნებუნა ვაჩე დალაგებულ გარემოში. პირველ რიგში, წყალბურთის ფედერაციას დავუკავშირდი და პრესკონფერენციის გამართვა მოვითხოვე. შემგეგ ვანოს დავურეკე, რომ მთელი შემადგენლობით მოეყვანა ბიჭები და მხოლოდ ამის შემდეგ დავურეკე მამუკას და მომხდარის შესახებ ვუამბე. ის დარბაზში მოსვლას შემპირდა და ტელეფონი გამითიშა . საღმოს ექვსი საათისთვის უკვე გადაჭდილი იყო საპრესკომფერენციო დარბაზი. იმაზე მეტი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ვაჩეს ამბით, ვიდრე მე წარმომედგინა. პირველ რიგში მამუკას და ლიას მოვკარი თვალი. მათ გვერდზე კი წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იჯდა, თავის თანაშემწესთან ერთად და ცინიკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. – ორი წუთიც მაცადე. მერე ვნახავთ, ვინ გაიცინებს. ჩავილაპარაკე ჩემთვის და ისევ დარბაზის თვალიერება განვაგრძე. – ქალბატონო ნია, პრესკონფერენცია იწყება და თუ შეიძლება თქვენი ადგილი დაიკავეთ. მომმართა ახალგაზრდა, ლამაზმა გოგონამ, რომელიც დარბაზზე იყო ალბათ პასუხისმგებელი. – დიახ , გმადლობთ გავუღიმე და ჩემი ადგილისკენ გავემართე. – მოგესალმებით. მე გახლავართ ნია ოგბაიძე, ბატონი ვაჩე აბაშიძის პირადი და მისი გუნდის მენეჯერი. დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ მცირეოდენი დრო დამითმეთ. ახლა კი პირველ რიგში, მინდა განცხადება გავაკეთო, მხოლოდ ამის შემდეგ, ნებისმიერ მსურველს შეეძლება კითხვების დასმა. მოგეხსენებათ, რომ ბატონი ვაჩე ერთი წელიც არაა, რაც საქართველოს დაუბრუნდა და მაშინვე გახდა ქართული წყალბურთის წევრი. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში, გადაულახავი პრობლემა იყო და დღესაც რჩება, წარმატებული ადამიანებისთვის ლაფის შესხმა. თვდაპირველად თქვენ თვითონ გააფეტიშეთ ვაჩე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყურადღების ეპიცენტრში მოექცა, დაიწყეთ შავი პიარი. მესმის, რაც უფრო მეტად ჭორაობენ და უფრო მეტი მტერი ყავს ადამიანს, მით უფრო წარმატებულია თავის საქმეში, მაგრამ თქვენმა დაუდევარმა ჭორებმა, არაპროფესიონალმა ჟურნალისტებმა, რომლებიც სიუჟეტის მოსამზადებლად სულსაც ყიდიან და ტინეიჯერი გოგონების გაუმართავ წინადადებებს სიტყვასიტყვით აქვეყნებენ, მხოლოდ იმიტომ , რომ მეტი საჭორაო მისცენ ხალხს, ვაჩეს დააკარგვინა სამსახური, უფრო კონკრეტულად კი საყვარელი საქმე. რამდენიმე დღის წინ დამირეკეს წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტის დავალებით, რომ ვაჩეს უწყვეტდნენ კონტრაქტს, მხოლოდდამხოლოდ იმის გამო, რომ ცუდი რეპუტაცია აქვს და არ უნდა მისმა სახელმა მთელ გუნდს ზიანი მოუტანოს, თან მისი დასჯა სამაგალითო იქნება დანარჩენი წევრებისთვის. ეს ის პრეზიდენტია, რომელიც ერთი წლის წინ, ფაქტიურად მუხლებზე მდგარი ეხვეწებოდა ვაჩეს, რომ გამხდარიყო მათი გუნდის წევრი. იცოდა რა, მისი მონაცემები და წარმატებული კარიერა ამერიკაში, გადაწყვიტა, რომ ქართულ წყალბურთსაც ფეხზე დააყენებდა და მიუხედავად იმისა, რომ პროფისიონალური სპორტიდან აპირებდა წასვლას, პრეზიდენტის ასეთ თხოვნას მაინც დასთანხმდა და როგორც მოგეხსენებათ, ქართული წყალბურთი მართლაც წინ წასწია. მისი ჩამოსვლის შემდეგ, გუნდმა ჩაატარა 30-მდე თამაში, იქიდან დაახლოებით 10 იყო ამხანაგური, ამ თამაშებიდან არც ერთი წაგება არ ჰქონია გუნდს, ვაჩეს ანაგარიშზე კი ქულების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობდა. ამას ემატება ის შემოთავაზებები, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი გუნდებიდან ვღებულობთ. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ, რომელმაც პირადადაც კი არ ისურვეთ ჩემთან და ვაჩესთან შეხვედრა და ისე გამოაგდეთ სამსახურიდან, არ ფიქრობთ, რომ არასწორად მოიქეცით? თუ გადაწყვიტეთ, რომ ვაჩეს გარეშე გუნდი ისევ განაგრძობს მოგებების სერიას? გუშინდელი მატჩის შემდეგ, ამას ვერ ვიტყვით, საგრძნობი ანგარიშით დამარცხდით აზერბაიჯანის გუნდთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სუსტია მსოფლიო მასშტაბით და კონკურენტადაც კი არავინ თვლის. თქვენმა გადაწყვეტილებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და გუნდის სულიერი ერთობა დაანგრია. მიუხედავად იმისა, რომ ვაჩეს აქვს რთული ხასიათი ყველას ძალიან უყვარს, მათ შორის მეც, რომელსაც საერთოდ არ მხიბლავდა მასთან მუშაობის პერსპექტივა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კარგად გავიცანი, უნდა ვაღიარო, რომ მისნაირ ადამიანს აქამდე არ შევხვედრილვარ. თქვენ თქვენს საუკეთესო წყალბურთელს აგდებთ მხოლოდ იმიტომ , რომ ჭორიკანა ტინეიჯერები მასზე აუარებელ საძაგლობებს ლაპარაკობენ და ჩვენი ჟურნალისტებიც ამას დიდი სიხარულით აქვეყნებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, მოდი რამდენიმე წამით ჩავთვალოთ, რომ სიმართლეა და ვთქვათ გულწრფელად, ვის არ ყოლია შეყვარებული და ვინ არ დაშორებულა მას აზრთა სხვადასხვაობის გამო? იქნებ თქვენ ბატონო პრეზიდენტო? ან იქნებ თქვენ, ჩვენო პროფესიონალო ჟურნალისტებო? ან თქვენ, ახალგაზრა გოგონებო და ბიჭებო, რომლებსაც ვერ აგიტანიათ ვაჩეს წარმატება და ცხოვრებას უნგრევთ? ყველა დავშორებულვართ ვიღცას, მაგრამ ამით არაფერი დამთვრებულა, უბრალოდ , რადგან ვაჩეს ჩაძირვის სხვა პერსპექტივა არ გაქვთ, ამ უსაფუძვლო ჭორებს გამოეკიდეთ და ზურგში დარტყმით ცდილობთ მის ჩამოშორებას. გაათავისუფლეთ ბატონო პრეზიდენტო ვაჩე სამსახურიდან, არაა პრობლემა. მაგრამ გპირდებით , რომ ზუსტად ერთ თვეში ის იქნება მსოფლიოს რომელიმე წამყვანი გუნდის წევრი და მაშინ, როცა ჩვენ გუნდს შეხვდება ცხარე ცრემლით გატირებთ,რადგან შეგრცხვებათ თქვენი საქციელის. ევროპაში და მითუმეტეს ამერიკაში, არავის არ აინტერესებს ვის შეხვდება და დაშორდება ვაჩე, მთვარია გუნდს წარმატება მოუტანოს, მაგრამ ჩვენ ეს ვერ შევიშნოვეთ. მგონი, ცოტა საინტერესოა, რატომ უშვებთ ვაჩეს მხოლოდ ახლა სამსახურიდან, როცა გუნდს 5მილიონიანი მოგება მოუტანა და თქვენი არასწორი გადაწყვეტილებებით გამოწვეული ვალები დაფარა. გთხოვთ, დამსსწრე საზოგადოებას დაურიგოთ ჩემს მიერ მოპოვებული დოკუმენტის ასლები, რომ ეჭვი არ შეეპაროთ ჩემს სიტყვებში. -ისევ იმ გოგონამ ჩამოარიგა ფურცლები და როცა პრეზიდენტის და ჟურნალისტების გაოგნებულ და გაფითრებულ სახეს მოვკარი თვალი, კმაყოფილმა განვაგრძე.- ჰო, რაც შეეხება ვაჩეს ხელფასს, მოგეხსენებათ, რომ ამერიკაში ერთ-ერთი წამყვანი წყალბურთელი იყო და წლიურად მისი შემოსავალი ყოველთვის სცილდებოდა სამ მილიონ დოლარს, როცა ჩვენი პრეზიდენტი მხოლოდ 250 ლარს უხდიდა თვეში, მაშინ როცა გუნდის სხვა წევრების შემოსავალი 1500 ლარიდან იწყება. ამის დასადასტურებლადაც გთხოვთ დაურიგოთ ყველას დოკუმენტები. -გოგონამ ისევ ელვის სისწრაფით ჩამოირბინა დარბაზში, ამჯერად პრეზიდენტის სახე უკვე მომმწვანო-მოყვითალოში გადადიოდა. საინტერესოა, რატომ აგდებენ გუნდიდან საუკეთესო მოთმაშეს, რომელსაც დამლაგებელზე დაბალი ხელფასი აქვს და თამაშობს მხოლოდ იმიტომ, რომ წარმატება მოუუტანოს თავის ქვეყანას, რაღაც ჭორების გამო. არ ფიქრობთ, რომ უბრალოდ, თვალში აღარ მოსდის ჩვენს უფროსობას და ცდილობენ მისი ადგილი დაუთმონ ვინმე ახალბედა მოთამაშეს, რომელიც ბედის ირონიით, ჩვენი პრეზიდენტის ძმიშვილი აღმოჩნდება? ამის დამადასტურებელი საბუთებიც მაქვს, თქვენ უკვე დაიწყეთ კონტრაქტის წარმოება , ამ ახალგაზრდასათან ვაჩეს ადგილზე, მაგრამ ის დაგავიწყდათ, რომ საქართველო ძალიან პატარაა და არ იმალება არაფერი. რაც შეეხება იმ ჭორებს, რომ ვაჩე აბაშიძე, მამამისის ბატონი მამუკა აბაშიძის წყალობითაა წარმატებული, მინდა უარვყო, რადგან, ვაჩეს 15 წლიდან მოყოლებული აქვს თავისი შემოსავალი და ბატონი მამუკას მიერ მიცემულ თანხას ინახავს ბანკში, ისევ ბატონი მამუკას ანგარიშზევე. ამის დასადასტურებლად გთავაზობთ საბანკო ამონაწერს , სადაც აშკარად ჩანს, რომ ის ხარჯავს თავის ხელფასს, მამამისის ფული კი ხელუხლაბლად დევს. ასევე მისი ფინანსური მენეჯერის ჩვენებასაც, რომელიც ადასტურებს ჩემს სიტყვებს. -დარბაზი სრულიად გაოგნებული მიყურებდა და ხმის ამოღებასაც კი ვერ ბედავდა ვერავინ. - და ბოლოს, რაც შეეხება ჭორაობის მთავარ გმირს, ანას, მინდა ერთხელდასამუდამოდ წერტილი დაესვას ამაზე საუბარს დაყველაფერს ფარდა ავხადო. ვადასტურებ, რომ ამერიკაში ისინი მართლაც იყვნენ წლების განმავლობაში შეყვარებულები, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის გამო, მათი გზები გაიყარა, თუმცა დაშორების ინიციატორი არ ყოფილა ვაჩე, ამას დაადასტურებს ჩვენი გუნდის წევრიც ბატონი ვანო, რომელიც არის ანას ძმა და ვაჩეს საუკეთესო მეგობარი. თუ ჩემი არ გჯერათ, მას კითხეთ და მოგიყვებათ ყველაფერს. ჰო, ფარული კენჭისყრით გამოვკითხე გუნდის წევრებიც, სურდათ თუ არა ვაჩეს გუნდიდან წასვლა და ყველამ უკლებლივ უპასუხა, რომ მათ არ სურთ მისი წასვლა. იგივეს იმეორებს ჩვენი კომპლექსის დაცვაც და ყველა დამლაგებელიც, რადგან ვაჩე ყველას ძალიან უყვარს. მივმართავ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რომ დღის ბოლომდე მიიღონ გადაწყვეტილება ვაჩე აბაშიძის გუნდიდან გაგდებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება , წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, მგონი ღირს დაფიქრება მის კომპეტენტურობასთან დაკავშირებით, მაგრამ მაგ საქმეს თქვენ მოგანდობთ. რაც შეეხებათ, გოგონებს, რომლებიც ასე გულმოდგინედ ცდილობენ , მისთვის ზიანის მიყენებას, ვეტყვი რომ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭს არ მოსწონხართ და არ ღებულობს თქვენს გრძნობებს, არ ღირს ასეთ საძაგლობებზე წასვლა, სირცხვილია სხვა თუ არაფერი. გთხოვთ, ყველა კარგად დაფიქრდეთ ჩემს სიტყვებზე და შეწყვიტოთ მასზე ჭორაოაბა. ხოლო სამინისტროს გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე დაველოდები. მე დავამთავრე, თუ კითხვები გაქვთ ვინმეს, ბრძანეთ.-რამდენიმე წუთი ვიჯექი და ვუყურებდი ჟურნალისტების გაოგნებულ და პრეზიდენტის გალურჯებულ სახეს, მაგრამ როცა არავინ არ გამოთქვა კითხვის დასმის სურვილი წამოსვლა დავაპირე. - რადგან არავის აღარაფერი გაინტერესებთ, ჩავთვლი,რომ ამომწურავად ვისაუბრე ყევლფერზე, ახლაკი დაგემშვიდობებით, თქვენი არეული საქმეები უნდა დავალაგო. კარგად ბრძანდებოდეთ. -სწრაფად გამოვედი დარბაზირდან, ვგრძნობდი როგორ ირწეოდა გარშემო ყველაფერი, ძალიან ვნერვიულობდი პრესკომფერენციის დროს ,ალბათ , სწორედ ამან იმოქმედა და იქვე ჩავიკეცე, მაგრამ მამუკამ წამომაყენა. თვალები აწყლიანებული ჰქონდა. – ნია, ისეთი ამაყი ვარ. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ შენ გვყავხარ, ძლიერი რომ იყავი ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა , თუ ყოვლის შემძელე გვყავდი. საიდან მოიძიე ის ინფორმაცია? – მამუკა ბიძია, როცა რაღაც მჭირდება, მითუმეტეს საყვარელი ადამიანის დაცვა, წინ ვერაფერი დამიდგება. არ გამჭირვებია, საკმაოდ ბევრ ადამიანს უყვარს თქვენი შვილი და დამეხმარნენ მის დაბრუნებაში. ახლა მთვარია რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამინისტრო, პრეზიდენტი ისევ თავის პოსტზე რომ დატოვონ, კარგ დღეს არავის დაგვაყრის. – შენ მაგაზე არ ინერვიულო, კარგად მოიფიქრე, რომ საჯაროდ გამოხვედი, ახლა ვეღარ ააფარებენ ხალხს თვალზე ხელს და მოუწევთ სათანადო გადაწყვეტილებების მიღებაც. – მართალია, ახლა ვაჩე უნდა მოვძებნო. დიდი მადლობა, რომ დამიჯერეთ და მისი მხარე დაიჭირეთ. თქვენი შვილით მართლა უნდა ამაყობდეთ, ყველაზე კარგია.. – ვიღაცას მგონი ჩემი აუტანელი ვაჩე შეუყვარდაა... მოვიდა ლია და ღიმილით გადამეხვია. – კარგით რა ლია დეიდა, უბრალოდ მის დაცვას ვცდილობდი, შემიყვრდა არა ის, აღარ თქვათ ეგ მეტჯერ. – რავიცი, რავიცი, შენ რას იტყვი მამუკა? ამისთანა რძალი გაგვაბედნიერებდა და აგვაშენებდა ხომ მართალია? – კი, ლია, მართალია. დაეთანხმა მამუკაც სიცილით და ცოლს ხელი გადახვია. – ოოო... კარგით რაა, ხომ იცით , რომ ვერ ვიტანთ ერთმანეთს. ცოლ-ქმარს ამჯერად უკვე გულიანი სიცილია აუტყდა შემდეგ კი შებრუნდნენ და ხმისამოუღებლად წავიდნენ. --საიდან რას მოიგონებენ ხოლმე რაა.. ავბუზღუნდი მე და ის ფურცელი ამოვიღე, სადაც ვაჩეს სავარაუდო მდებარეობა მქონდა ჩამოწერილი, პრესკომფერენციის გამართვამდე, მცხეთაში მოვასწარი წასვლა, მაგრამ როცა ვიკითხე, მისთვის არც იქ მოუკრავთ იმ დღეებში თვალი და ამჯერად მცხეთის ჯვარიც გადავხაზე. სიაში მომდევნო საირმე იყო. სამწუხაროდ, საჭესთან ისევ ვერ ვჯდებოდი , არც მამუკას ჩარევა მინდოდა ამ საქმეში, ამიტომ , ავტობუსებით და სამარშუტო ტაქსებით მიწევდა მოძრაობა. საირმეშიც ასე წავედი და როცა კითხვა-კითხვით იმ სახლს მივაგენი, რომელიც სურათზე იყო გამოსახული, იქიდან მოხუცი მღვდელი გამოვიდა. მე ავუხსენი, რომ ვაჩეს მენეჯერი ვიყავი. მან კი გაბრწყინებულმა დაიწყო იმის თხრობა, როგორ დადიოდა ვაჩე მასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. აღმოჩნდა, რომ მისი მოძღვარი იყო და მას შემდეგ რაც ამერიკიდან დაბრუნდა , საკმაოდ გასჭირვებია საქართველოსთან შეგუება , ამიტომ მოძღვარი დაატარებდა სამყაროსგან მოწყვეტილ ადგილებში, სადაც არავინ არ იყო, ხეების და ცხოველების გარდა, ასეთ დროს ვაჩე ახერხება სულიერად დამშვიდებას და როგორც კი ისევ მძიმედ გრძნობდა თავს, მაშინვე მიდიოდა , რომელიმე ამ ადგილზე. უკვე გვიანი იყო და მამა იოანემ იქ დარჩენა შემომთავაზა, დეკემბრის სუსხიც თვისას აკეთებდა და გარეთ გასვლა ღამით, უკვე შეუძლებელი ხდებოდა. მე მალე ჩამეძინა, დილით, კი მამა იოანემ გამაღვიძა. მეორე დილით სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან დამირეკეს, მითხრეს, რომ პრეზიდენტი გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან და მის ადგილას ვანო დაუნიშნავთ, რაც შეეხება ვაჩეს, მის ამბავს ორი-სამი დღის განმავლობაში კიდევ განიხილავდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დამიკავშირდებოდნენ. როგორც კი საუბარს მოვრჩი, ვანოსთან დავრეკე მისალოცად, მან კი მადლობა გადამიხადა, თვლიდა, რომ სწორედ ჩემი დამსახურებით გახდა პრეზიდენტი.. ტელეფონი კი იმ იმედით გამითიშა, რომ ვაჩესთან ერთად დავბრუნდებოდი თბილისში. სამი დღის განმავლობაში თითქმის მთელი საქართველო მოვიარე.ხან კახეთის კუთხეები მოვიარე, ხან ანანურს ვესტუმრე. მაგრამ ცივი ზამთარი ხელს მიშლიდა, საკმაოდ მალე ბნელდებოდა და ძებნაას შეუძლებელს ხდიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.