შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა იქნებოდა თუ...(8 თავი)


29-03-2016, 19:19
ავტორი nasia
ნანახია 2 808

მე და ლევანი ქვემოთ ვიყავით ლიკა,რომ ჩამოვიდა წამლების ყუთით ხელში
-რა ხდება,ცუდათ ხარ საყვარელო?-მზრუნველად კითხა ლევანმა და წამლების ყუთზე მიანიშნა
-მე არა,ლალოს აქვს მაღალი სიცხე-ამის გაგონებაზე უსიამოვნოდ დამბურძგლა,გავაფრთხილე თხლად არ ჩაეცვა მაგრამ მისი სიჯიუტის გამო ეხლა ავადაა-წამალი დავალევინე,ეხლა ჩაეძინა და ჩამოვედი
-რამდენი აქვს სიცხე?-ვკითხე გაუბედავათ
-39 და ნახევარი,სულ კანკალებდა.
მართალია საკუთარ თავსაც არ ვუტყდებოდი,მაგრამ ლალოს მიმართ გრძნობები გამაჩნდა.არ მსურდა ამის შესახებ გაეგო ვინმეს.თუმცა არ გამომდიოდა,როცა გავიგე ამხელა სიცხე ჰქონდა წამოვდექი და მის სანახავდა დავაპირე წასვლა ლიკას ხმამ,რომ გამაჩერა
-მოიცა არ წახვიდე,ძლივს ჩაეძინა,ცოტა ხანში ადი-მითხრა და სავარძელზე ქმრის გვერდით დაიკავა ადგილი.მეც გავჩერდი,მაგრამ მაინც ვერ ვისვენებდი,მაინტერესებდა როგორ იყო.
-ლექსო,ლალოს ცოლად მართლა მოიყვან?-მოულოდნელად მკითხა ლიკამ
-ხო,ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია და როგორც ჩანს ამ ამბავს თვითონაც ეგუება-მშვიდათ ვუთხარი და ტელევიზორს უინტრესოთ გავედე
-და ზეგ,რომ შენი დაბადების დღეა რა ვქნათ არ ავღნიშნოთ?-საუბარში ლევანიც ჩაერია
-კარგი რა,მაგის თავი ნაღდათ არ მაქვს ეხლა
-არა,არა 25 წის ხდები,ბიჭებს დავურეკოთ კაკის და სანდროს,ლანას და ელენეს წამოიყვანენ და წამოვლენ,თუ გინდა მეტს ნურც ეტყვი
-კარგი აზრია,თან ამაზე უკეთეს დროს ვერ ვნახავ,რომ ლალო გავაცნო მათ,როგორც ჩემი საცოლე,მერე კი დედას და მამასაც დაველაპარაკები.
მართალია მშობლებს მის ვინაობას გავუმხელდი,მაგრამ იმას არ ვეტყოდი,რომ ლალო გავიტაცე და ძალით მომყავს ცოლად,ამაზე არასდროს დამთანხმდებიან ვიცი,ამიტომ ტყუილის თქმა მოგვიწევდა ორივეს.
-ლევან გავალ საავადმყოფოში გადავრეკავ,გვიგებ ვანო როგორ არის
-მიდი და მეც მითხარი მერე.
კაბინეტში შევედი და დედაჩემს დავურეკე
-დედა,როგორ ხართ?სახლში ხარ ეხლა თუ საავადმყოფოში?
-ლევან მე კარგათ ვარ,ახლა სახლში ვარ გამოსაცვლელათ მოვედი და ისევ უკან ვბრუნდები,შენ სად დაიკარგე ეს დღეები,ხომ იცი ვღელავ
-დედა მე კარგათ ვარ,შენ ის მითხარი ვანო,როგორ არის?
-ისევ ისეა შვილო,მდგომარობა სტაბილურათ მძიმეა,ველოდებით გონზე როდის მოვა და გაგვაბედნიერებს.
-კარგი დედა,დაგირეკავ მერე ისევ,არ ინერვიულო,აი ნახავ,ყველაფერი კარგათ იქნება.
დედაჩემი სიგიჟემდე მიყვარს,განსაკუთრებით ვუფრთხილდები მას შემდეგ რაც ინფაქტი გადაიტანა,გვეგონა ვანოს ამბის მერე ისევ ცუდათ გახდებოდა,მაგრამ გადავრჩით.ახლა სულ ვცდილობ ნერვიულობას მოვარიდო.
ამ ფიქრებში გართულს სულ გადამავიწყდა ლალო,კაბინეტიდან გამოვედი და მეორე სართულზე ავედი,კარი ფრთხოლად შევხსენირომ არ გაღვიძებოდა,შუქი ენთო,ნელა მივუახლოვდი საწოლს და ნანახმა ერთ ადგილას გამაშეშა.
ლალო სულ მთლად კანკალებდა,სიცხისგან იწვოდა და შიგადაშიგ ბოდავდა,სასწრაფოდ მივვარდი და მის გაღვიძებას შევეცადე თუმცა უშედეგოთ
-ლალო გაიღვიძე,ეტყობა სიცხემ აგიწია
სახეზე ხეი მოვკიდე და მთლიანად იწვოდა,მის გაღვიძებას კი ამაოდ ვცდილობდი,ბოლოს გადავწყვიტე ლიკასთვის დამეძახა
-ლიკა,ლიკა მოდი ჩქარა-ბოლო ხმაზე დავიყვირე და ცოტა ხანში ლევანთან ერთად შეშინებული სემოვადა
-რა მოხდა რა გაყვირებს?
სიცხემ აუწია ისევ,მგონი წამალმა არც უშველა,მიდი ცივი აბაზა მოამწადე,როგორმრ უნდა დავუგდოთ სიცხე,ლევან მიდი ჩვენს კლიიკაში დარეკე და გააფრთხილე,რომ პალატა მოამზადონ,შეიძლება ფილტვების ანთებაში გადავიდეს თუ არ მივხედე.
ლევანი ქვემოთ ჩავიდა ლიკამ კი სააბაზანო აავსო
-უკვე აივსო.საბანს დავავლე ხელი და რომ უნდა გადამეხადა გამაჩერა-მოიცა,წეღან ცხელოდა და სულ გავხადე,მხოლოდ საცვლები აცვია.
-ახლა ამაზე ფიქრის დროა ლიკა?-ვუსაყვურე და საბანი გადავხადე, ემბრიონის ფორმაში იწვა,ხელები კი შემოხვეული ჰქონდა, სწრაფად ავიყვანე და სააბაზანოში ფრთხილად ჩავაწვინე,ცოტა ხანში გონს მოვიდა და თვალები ნელა გაახილა
-მცივა-ერთი ამოიკნავლა და ხელები მომიჭია მკლავებზე-ლექსო მცივა ამომიყვანე გთხოვ,საცოდავი სახით შემომხედა და ტირილი დაიწყო
-მაღალი სიცხე გაქვს სანამ წაგიყვან ცოტა უნდა დაგიწიოს,ჯერ ვერ ამოგიყვან
-გთხოვ ლიკა შენ მაინც უთხარი-ცდილობდა გადამეფიქრა და ხელებს ისევ მკავებზე მკიდებდა-ოდნავ მაინც თუ გიყვარვარ ამომიყვანე გთხოვ,მეტი აღარ შემიძლია-ბოლოს ზალაგამოცლილმა აკანკალებული ხმით მითხრა და ხელები მოუდუნდა
-ლექსო მგონი საკმარისია,ამოიყვანე
ლალო წყლიან ამოვიყვანეთ,სულ კანკალებდა და ზედ მეკვროდა,საძინებელში შევიყვანე და საბანში გავახვიე
-ლიკა მიდი ტანსაცმელი მოძებნე ჩავაცვათ და წავიყვანოთ
-ეხლავე.
მალე გამოიღო კარადიდან საცვლები,ელასტიკი და მაიკა,მერე კი მე მომიბრნდა
-მე ჩავაცმევ თუ გინდა-ყოყმანით შემომხედა და თან ლალოსთან მივიდა
-ლიკა,ისე მელაპარაკები გეგონება 5 წლის ბიჭი ვიყო ან გახდილი არ მყავდეს ნანახი,ლევანთან ჩადი და უთხარი მანქანა მოამზადოს
ლიკამ ტანსაცმელი საწოლზე დამიწყო და გავიდა,მე კი ლალოსთან მივედი და საბანი გადავაძრე
-დამაფარე რა,მცივა ლექსო-ჩურჩულით მითხრა ლაოლომ და საბანს დასწვდა კვლავ რომ გადაეფარებინა
-არა,სველი ხარ,წამოიწიე უნდა ჩაგაცვა და წავიდეთ-ვუთხარი და წამოვაჯინე,მან კი გაკვირვებულმა შემომხედა სიცხით დაწვრიებული თვაებით
-მე თვითონ ჩავიცმევ,შენ ხო არ გაგიჟდი-გაბრაზებულმა მითხრა და საბანი აიფარა,მერე კი ბიუსჰალტერის გახსნას შეეცადა,მაგრამ ვერ მოახერხა იმდენდ იყო სიცხისგან დასუსტებული
-ნუ ბავშვობ და დამაცადე,ცუდათ ხარ და შეიძლება უარესად გახდე-გაბრაზებულმა ვუთხარი და საბაი ისევ ჩამოვუწიე,ხელები მის ხერხემალზე გავაცოცე და წამში შევუხსენი ბიუსნჰალტერი.შერცხვა და საბანი აიფარა,ამასობაში მშრალი ჩავაცვი და მაიკაც გადავაცვი ზემოდან
-ახლა წამოიწიე ტრუსიც უნდა გაგხადო
აღარ შემწინააღმდეგებია,მაგრამ არ წამოწეულა,მივხვდი სიცხეს არ დაეწია და ისვე ეძინებოდა,ამიტომ მეთვითონ დავსვი და ტრუსი და ელასტიკიც ჩავაცვი,მერე ხელში ავიყვანე და ქვემოთ სართულისკენ დავიძარი.
-ლევან შენ დაჯექი საჭესთან,ლალოს მე დავიჭერ
ლევანი და ლიკა წინ დაჯდნენ,მე კი უკანა სკამზე მოვკალათდი და ლალოც ჩემს კალთაში ჩავისვი,ის კი ისევ კანკალებდა და მეკვროდა,ხელები წელზე შემომხვია და მოიბუზა
-პალატა მოამზადეს?-ვკითხე ლევანს
-კი დავრეკე უკვე,მაგრამ ერთი პრობლემაა
-რა იყო?ინტერესით მივაჩერდი მას
-დედაშენმა გაიგო რო მიდიხარ,ოღონდ არ იცის პალატა ვისთვისაა
-მგონი მომიწევს სიმართლის ნაადრევად თქმა
ჩავილაპარაკე და ლალოს ხელები შემოვხვიე,გზა საავადმყოფომდე მალე გავიარეთ,მანქანიდან ფრთხილად გადმოვიყვენაე და დერეფანში სწრაფად შევედი,იქ კი ადმინისტრატორი ელენე დაგვხვდა
-გამარჯობათ ბატონო ლექსო,პალატა მე-3-მე სართულზეა ნომრით 307,ყველაფერი მომზადებულია
-მადლობა ლანა,დედაჩემი ხომ არ იცი სად არის?-ვკითხე ინტერესით
-რომ გაიგო მოდიოდით სასწრაფოდ ოთახში ავიდა,თქვენ გელოდებათ
-კარგი მადლობა,შეგიძლია წახვიდე
ლიფტით ავედით მე-3-მე სართულზე და პალატისკენ წავედი სადაც დედაჩემი დამხვდა.როგორც კი დამინახა ეგრევე ფეხზე წამოდგა გაკვირვებული და ჩემკენ წამოვიდა
-ლექსო რა ხდება ვერაფერი გავიგე,ასე უცებ აქ საიდან გაჩნდი,ან ეს გოგო ვინ არის?-კითხვებს მისმევდა და თან გაკვირვებული უყურებდა ლალოს.მე საწოლზე დავაწვინე ის და ანასკენ შევბრუნდი
-ჩემი ცოლია დედა-ვუპასუხე და ახლა ექთანს მივუბრუნდი-სასწრაფოდ გადასხმა დაუდგით მაღალი სიცხე აქვს
-რას ამბობ შვილო,რა ცოლი?ვერაფერი გავიგე,ახლავე ამიხსენი-გაბრაზებულმა მომმართ ანამ
-წამოდი გავიდეთ და გეტყვი ყველაფერს
-მიდი ლექსო,მე დავრჩები ლალოსთან-მითხრა ლიკამ და სკამზე ჩამოჯდა საწოლთან ახლოს.
დედა გარეთ გავიყვანე,ლევანიც გამოვიდა
-ხმა ამოიღე ბოლოს და ბოლოს რაქ ქვია ცოლი მოიყვანე?ამას ასე უნდა ვიგებდე?
-დამშვიდდი დედა,მე და ლალომ უცებ გადავწყვიტეთ,თქვენთვის თქმას ხვალ ვაპირებდი,მაგრამ დღეს ცუდათ გახდა და წამოსვლა მომიწია
-რამდენი ხანია რაც ეს ხდება?-მკითხა გაბრაზებულმა-ლევან შენც იცოდი არა?-მერე მას მიუბრუნდა
-დახლოებით 1 კვირაა,კოჯორში ვიყავით აგარაკზე,კარგი რა დედა დავიჯერო არ გაგიხარდა?
-რას ამბობ ლექსო,ამას თქმა უნდა? ნინო რომ გაიგებს გააფრენს ისე გაუხარდება,მაგრამ ვბრაზობ აქამდე რატომ არ გაგვაცანი ან ახლა რა ჭირს,ხომ კარგათაა?
-სიცხე აქვს მაღალი,ღამით აუწია,ვერ დავუგდეთ და წამოვიყვანე
-კარგათ მოქცეულხარ,წავალ მამაშენს ვნახავ და ახალ ამბავს შევატყობინებ
-მიდი დედა,მე აქ ვიქნები.დედაჩემი გავაცილე და ამ დროს ექითანიც გამოვიდა
-ბატონო ლექსო,გადასხმა დავუდგით,მაგრამ ბოდავს,თქვენ სახელს იმეორებს,იქნებ შეხვიდეთ-მორიდებით მითხრა და დერეფანში გავიდა.მე არც დავფიქრებყულვარ ისე შევედი მასთან,ისეთი დაღლილი სახე ჰქონდა შემეცოდა და ჩემი თავი დავადანაშაულე
ცოტა ხანში ნელა გაახილა თვალები და ჩე დანახვაზე გაეღიმ,მერე ისევ დახუჭა და ჩაეძინა.
არ ვიცი ეს პატარა ასრება რას მიშვრება,მაგრამ მისით მობუსხული ვარ,რომ ვუყურებ ერთიანად ვნების ალში ვიწვი და სულ მის გვერდით ყოფნა მინდა.ახლა კი,როცა ასეთ დასუსტებულს ვხედავ მინდა მის მაგივრათ მე ვიყო ცუდათ,არ მინდა მას აწუხებდეს რაიმე.ჩვენი სიტუაცია მაფიქრებს და თავს ვიკავებ,მაგრამ არ ვიცი ამას როდემდე შევძლებ.ვხვდები,რომ თანდათან თავდავიწყებით მიყვარდება ეს სიფრიფანა გოგო.ჩემს გულში ისე შემოაჭწია და მთლიანად მისი გახადა ვერც კი გავიაზრე.
* * * * *
თვალები,რომ გავახილე პალატაში ვიწექი,საშინლად მტკიოდა თავი და თვალები მეწვოდა,ცოტა ხანში კი კარი გაღო და ვიღაც შუა ხნის ქალი შემოვიდა,თბილათ გამიღიმა და ჩემკენ დაიძრა
-როგორც იქნა გონს მოხვედი შვილო,ძალიან შეგვეშინდა,მე ანა ვარ ლექსოს დედა-სასიამოვნო ხმით ჩაილაპარაკა და სკამზე ჩამოჯდა
-გამარჯობა-უხერხულობისგან სად წავსულიყავი აღარ ვიცოდი,ამიტომ ამის გარდა ვერაფრის თქმა შევძელი
-ნუ გერიდება ლალო,ლექსომ მითხრა,რომ დაქორწინება გადაწყვიტეთ,მართალია გავბრაზდი ეს აქამდე,რომ არ გამაგებინეთ,მაგრამ ძალიან გაგვიხარდა ყველას
-ბოდიში,არ მინდოდა ასე გამოსულიყო,მაგრამ ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა გააზრებაც ვერ მოვასწარი-დარცხვენთ ვუთხარი და თავი დავხარე
-საბოდიშო არაფერი ჩაგიდენიათ დაწყნარდი,როგორც კი აედან გაგწერენ ჩვენთან წამოხვალთ,ქორწილსაც დავგეგმავთ,ჩემს გოგოს,რომ ვუთხარი სიხარულით ცას ეწია
უცებ კარი გაიღო და ლექსო გამოჩნდა
-ლალო მადლობა ღმერთს გონს მოხვედი,უკვე ვნერვიულობდი-ჩემსკენ წამოვიდა და შუბლზე მაკოცა,მე კი გაკვირვებული და გაოცებული ვერც კი გავიაზრე რაც წამის წინ გააკეთა
-ლალოს ვეუბნებოდი,რომ ჩვენთან წამოხვალთ როგორც კი გამოწერენ-საუბარში ანა ცაება
-ხო ცოტა ხნით იქ გადავალთ,მერე კი ჩემს სახლში მარტო ვიცხოვრებთ-განმიმარტა ლექსომაც
-მე გავალ ბავშვებო,საქმეები მაქვს და მალევე გინახულებ-გამიღიმა და მეც ღიმილით ვუპასუხე.
-ლექსო,არ მინდა შენს მშობლებს ვატყუებდე,საერთოდ არავის მოტყუება მინდა-გაბრაზებული მივტრიალდი ჩემი საქმროსკენ
-არც მე მსიამოვნებს ეგ,მაგრამ სხვა გზა არ გვაქსვ,ცოტა ხანი მოგვიწევს თამაში-მითხრა და შუბლზზე ხელი მომადო
-სიცხე აღარ გაქვს,გადასხმამ გიშველა,დღესვე შეგვიძლია სახლში წასვლა
-ალბათ გესმის,რომ ჩემი ძმა ამ ყველაფერს ადრე თუ გვიან გაიგებს,შენებიც გაიგებენ ჩემს ვიანობას და უსიამოვნება მოხდება-შეწუხებულმა დავიწყე ლაპარაკი
-უკვე ყველამ ყველაფერი იცის,ჩემებს ველაპარაკე,შენ ძმასაც დვურეკე გუშინ,გაუკვირდათ,იჩხუბეს,მაგრამ ყველაფერი მოვაგვარე უკვე
-ანუ უკვე იციან?ღმერთო როგორ მრცვხენია შენების
-კარგი რა,მხოლოდ ის იციან,რომ გიო შენი ძმაა,სხვა არაფერი,ჰგონიათ ერთმანეთი დიდი ხანია თავდავიწყებით გვიყვარს-თქვა ლექსომ და წამოდგა-წავალ ლიკას ვეტყვი მოგეხმაროს მომზადებაში,ცოტა ხანში წავიდეთ თუ თავს ცუდათ არ გრძნობ
-არა,კარგათ ვარ,ერთი სული მაქვს ამ ადგილს როფის მოვშორდები.
ლიკა მალევე შემოვიდა დ ჩაცმაში დამეხმარა,ლექსოს და ნინო ძალიან საყვარელი აღმოჩნდა და ერთმანეთს კარგთ გავუგეთ,მამამისიც სასიამოვნო პიროვნება იყო.საღამოს უკვე ჩემი მომავალი ქმრის და მისი ოჯახის სახლის ზღურბლს გადავაბიჯე და კეთილმოწყობილ,მდიდრულ ორსართულიან სახლში შევაბიჯე.სახლი მართლაც გასაოცარი იყო,დიდი მისაღებით,ნათელი ოთახეითა და სასიამოვნო ინტერიერით.ლექსოს ოტახი მეორე სართულზე იყო,დედამისმა დაიჟინა მე თანამედროვე ქალი ვარ და შენც ლექსოს ოთახში დაიძინე პრობლემა არააო.ამაზე საშინლად შემრცხვა და სად წავსულიყავი არ ვიცოდიმროცა ვუფიქრდებოდი მე მარტო ლექსოსთან ერთად,კაცმა არ იცის რა მოდებოდა კიდევ...



№1 სტუმარი darina

Oho ukve momwons minda rom kidev ufro dautbet urtiertoba, ra vqna leqsoze vgijdebi.

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Kargiaa gaagrdzelee
--------------------
G.ke

 


№3 სტუმარი N. M

Dzaan magaria. Male dade shemdegi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent