შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვალებმა გაგცეს (10)


29-03-2016, 20:05
ავტორი ანკა
ნანახია 4 364

უეცრად იგრძნო, როგორ მოხვია ვიღაცამ ხელები და გულში ჩაიკრა.
-დილამშვიდობიის! - დაიძახა მამაკაცმა ხმამაღლა და ბრიანას შიშისგან კინაღამ გული წაუვიდა. დაკივლებაც ვერ მოახერხა იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, გაოცებულმა ააფახულა თვალები და პირდაღებულმა გაუსწორა მზერა ლიამს.
-რ..რა.აა.. გინდოდა - დაიწო ენის ბორძიკით - არანორმალური ხარ? გული გამიხეთქე.. - ამოილაპარაკა უღონოდ და ხელი გულზე მიიბჯინა.
-მინდოდა რომ შემეშინებინე - თქვა კმაყოფილმა და გოგონას გვერდზე მიუჯდა.
-უტვინო ხარ! - შეუბღვირა შედარებით დამშვიდებულმა.
-ოჰ, მადლობა- უპასუხა ირონიულად და თავიდან აუჩქარა გოგონას გული, როდესაც მხეცის მზერა გაუსწორა.
-ლიამ.. - ამოიკნავლა იმ იმედით, რომ სიტუაციას განმუხტავდა.
-რა - გაიგო მისი ვნებისგან დაბოხებული ხმა და სუნთქვა გაუხშირდა. ლიამმა თბილი თითები ნაზად აასრიალა მის წვივზე.
-ბავშვები სად არიან? - ჰკითხა მოსაწ....ბულმა, როდესაც მიხვდა, რომ მამაკაცისთვის წინააღმდეგობის გაწევა თითქმის შეუძლებელი იყო...
-არ ვიცი - მხრები აიჩეჩა და თითების სრიალი განაგრძო.
-შენ სად იყავი? - განაგრძო კითხვების დასმა.
-საქმეზე... - დაიბუბუნა ბოხი ხმით და თვალებში ჭინკაათამაშებულმა მზერა გოგონას პირდაპირ თვალებში გაუსწორა.
-ლიამ, მაშინებ - უპასუხა უკვე მართლა დამფრთხალმა და თვალების ცეცება დაიწყო.
-ვერ დავიჯერებ რომ ჩემი გეშინია - ტუჩის კუთხე ჩატეხა მამაკაცმა და მარცხენა ხელით გოგონას ხუჭუჭა თმას წაეთამაშა.
-შენი ასეთი საქციელი მაშინებს - უპასუხა აღელვებულმა და ადგომა დააპირა, თუმცა ლიამმა ხელი მაჯაში წაავლო და უკან დააბრუნა.
-მენდობი? - ახლოს მისწია სახე და ყურთან უჩურჩულა.
ეს ახალგაზრდა ვაჟბატონი სერიოზულ გავლენას ახდენდა აგამოუცდელ ბრინაზე!
-მიპასუხე... - თბილად ჩასჩურჩულა ცოტახანში.
-კი - ამოილაპარაკა ძლივსგასაგონად.
-ძალიან კარგი... რას შეჭამ? - შემდეგ ლიამი ელვის სისწრაფით წამოხტა ფეხზე და მონდომებულმა ინტერესით შეხედა ბრიანას.
-არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა - მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა.
-კარგი, რამეს გავაკეთებ... ჩემი მაისური გიხდება, მაგრამ სჯობს გამოიცვალო - თვალი ჩაუკრა და სამზარეულოსკენ წავიდა.

აჭარხლებული ბრიანა მაშინვე ოთახში ავარდა და თავისი ტანსაცმელი ჩაიცვა. ან საერთოდ რა უფლებით გახადა ლიამმა? ამის გაფიქრებაზე ტანში გასცრა და გული აუჩქარდა. თავი ძალიან უხერხულად იგრძნო. ჩუმად გამოიძურწა ოთახიდან და სამზარეულოში სკამზე დასკუპდა.
-პიცა შევუკვეთე და მალე მოიტანენ, ყავას დალევ? - ჰკითხა ზურგით მდგარმა ლიამმა.
-კი, მე გავაკეთებ - უპასუხა და ფეხზე წამოხტა. მამაკაცმა სამზარეულო პატარა ქალბატონს გადააბარა, თვითონ კი დახლზე აეყუდა, ხელები გადაიჯვარედინა და დაკვირვებით დაუწყო ყურება.
-გიხდება სამზარეულოში ტრიალი - ჩაილაპარაკა კმაყოფილმა სხვათაშორის. ბრიანას სახეზე სისხლი მოაწვა, მხოლოდ ისღა ჰკითხა რამდენი კოვზი შაქარი გინდაო და ფუსფუსი განაგრძო.
-აქ რატომ წამომიყვანე? - ჰკითხა უეცრად და ცალი წარბი ეჭვით აზიდა.
-ასე მომინდა - მხრები აიჩეჩა უდარდელად.
-ემილი სადაა?
-მეთიუმ წაიყვანა თავისთან
-რა?! მაგასთან რა უნდა! - პირი დააღო გაოცებულმა და სულ გადაავიწყდა, რომ სალაპარაკო თემა შემთხვევით შეცვალა.
-რაიყო კი არ მოკლავს - გაეცინა მხიარულად - ქეითს და დეივს ათასი საქმე აქვთ ქორწილის გამო, ამიტომ მათთან ვერ დაგტოვებდით...
-მერე ემილიც აქ წამოგეყვანა - ენა გამოუყო და ისე შეეპასუხა.
-ვაიმეე! - აღმოხდა დაღლილ ლიამს - რამე ხერხი უნდა ვიპოვო რომ გაგაჩუმო ხოლმე - ჩაიბურდღუნა თავისთვის.
-აბა შენ იცი - თვალი ჩაუკრა და ირონიულად გაუღიმა.
-არ მოგენატრე? - ჰკითხა მამაკაცმა დამთბარი ხმით. ბრინას სახეზე ირონია იმწამსვე გაქრა, მაშინვე დაბნეულობა და გაკვირვება აღებეჭდა. მათი დამშვიდობება გაახსენდა და გული აუჩქარდა.
-რავი.. - მხრები აიჩეჩა და ყავის ჭიქები მაგიდაზე დადო.
-მეც მომენატრე - უპასუხა თავდაჯერებულად. გოგონას უნდოდა ეთქვა შენ რაიცი, იქნებ საერთოდ არ მომენატრეო, თუმცა ამ დროს კარზე ზარი იყო. ლიამი პიცის შემოსატანად ადგა და მალე ხელდამშვენებული დაბრუნდა უკან. უხმოდ ისაუზმეს, შემდეგ კი მანქანაში ჩასხდნენ და წყვილისკენ გაემართნენ.

ბავშვები მთელი დღის განმავლობაში არჩევდნენ მაგიდების განაწილების სქემას და დარბაზის ფერებს. გადასაფარებლად კრემისფერი ნაჭერი აირჩიეს, ორნამენტებისთვის კი ოქროსფერ ლენტებზე შეთანხმდნენ.
ბრიანამ თავისი ბარგი ლიამთან წაიღო სახლში. ემილის ისევ მეთიუსთან მოუწია წასულიყო, თავისი ტანსაცმელი მასთან ჰქონდა დატოვებული.
-მე წავალ დავიძინებ, ძალიან დავიღალე - მოკლედ უთხრა და კიბეებისკენ წავიდა.
-კარგი, ძილინებისა.. - უპასუხა მამაკაცმა.
გოგონამ იმ ოთახს მიაშურა, სადაც დილით გაიღვიძა, საცვლებისამარამ ტანსაცმელი თავის ადგილზე დააწყო, შემდეგ კი საბანში ცხვირამდე ჩაძვრა. აქ ყველაფერს ლიამის სურნელი ასდიოდა... ტკბილ ნეტარებაში მყოფს მალევე დაეძინა
შუაღამეს რაღაცის შეხებამ გამოაფხიზლა. ნახევრადშიშველი ლიამი ეწვა გვერდზე და ხელები მის წელზე ჰქონდა მოხვეული. მამაკაცის მკვრივი და გახურებული კანის შეგრძნებამ ერთანად აახურა და ააფორიაქა. „ვითომ სძინავს?“ - გაიფიქრა თავისთვის. მაინც როდის მოასწრო დაწოლა? ან რატომ მიუწვა ბრიანას გვერდზე? ჰმმ... მგონი ეს ლიამის ოთახი იყო.. კი, ნამდვილად... სულელი ბრინა!

ვერ გადაეწყვიტა რა ექნა - ლიამის მკლავებში განეგრძო ნებივრობა თუ გაეღვიძებინა და ოთახიდან გაეგდო... ჯერ თითქოს აპირებდა პასუხი მოეთხოვა იმის გამო, რომ ნახევრადშიშველი ზურგიდან ეკვროდა და მჭიდროდ ჰყავდა გულში ჩაკრული, თუმცა როდესაც გააანალიზა, თუ რა პოზაში იწვნენ ჟრუანტელმა დაუარა და გული სამმაგად აუჩქარდა. ლიამი მშვიდად ფშვინავდა და მძიმე ხელიც მოდუნებულად ჰქონდა შემოდებული გოგონას წელზე. თავი ფრთხილად მიატრიალა მისკენ და კინაღამ ტუჩებზე აკოცა იმდენად ახლოს აღმოჩნდა მასთან. გაუაზრებლად იკბინა ტუჩზე და ოდნავ უკან დაიხია. მისი სუნთქვა დაეცა სახეზე და ლიამის სურნელით ისედაც გაბრუებულმა კინაღამ კატასავით კრუტუნი დაიწყო. იმდენად კომფორტულად, უხერხულად და დაცულად გრძნობდა თავს, რომ აზროვნება აღარ შეეძლო. ერთხელ კიდევ დაფიქრდა და მიხვდა, რომ ნამდვილად არ სურდა ლიამის მხურვალე სხეულს მოშორებოდა. ისევ ისე დაწვა, როგორც გამოეღვიძა და თვალები დახუჭა...

დილით რომ გაეღვიძა საოცარ სიმძიმეს გრძნობდა. თვალები მოჭუტულად გაახილა და სიტუაციის გაანალიზების შემდეგ მძიმედ ამოიოხრა. ბევრი ეჯაჯგურა, თუმცა ზემოდან მწოლიარე გოლიათის მავთულ-ხლართები ვერ გახსნა.
-ლიამ, გაიღვიძე და მომშორდიი... - დაიწყო ბუზღუნი და მამაკაცის ნჯღრევა. ლიამი უხმოდ მოშორდა და ბრიანამ იფიქრა ამოვისუნთქავო, თუმცა შემდეგ ხელები თეძოებზე ჩააცურა და თავი მის მუცელზე კომფორტულად მოაკალათა. საცვლებისამარა ბრინა დენდარტყმულივით წამოვარდა ფეხზე, როდესაც ლიამის მწველი შეხება ფეხებზე, თეძოებზე და მუცელზე იგრძნო. ამდენ შეხებას ნამდვილად ვერ გაუძლებდა.
-რა მოგივიდა? - გაკვირვებულმა ლიამმა თავი წამოყო და ფეხზე მდგარ გოგონას ახედა.
-შენს თავს ზედმეტის უფლებას აძლევ! - შეუბღვირა და საწოლიდან ჩამოხტომა დააპირა, თუმცა მამაკაცმა ხელი ფეხში წაავლო და თავის გვერდზე დაანარცხა - ააა! ცხოველო რაგინდა! - მსუბუქად შეჰკივლა და ისევ გაკაპასდა.
-რასაც მინდა იმას ვიზავ! - წარბშეკრული ზემოდან მოექცა და დაკუნთულ ხელებს შორის მოიქცია უსუსური სხეული.
-გეგონოს - უპასუხა და ტუჩები უკმაყოფილოდ დაბუშტა.
-ჩემთან კამათის გარეშე საუბარი არ შეგიძლია? - ჰკითხა მკაცრი ტონით.
-შენი ქმედებები აკონტროლე და მაგაზე მერე ვილაპარაკოთ! - თქვა გულმოსულმა.
-კარგი, ამის შემდეგ გავითვალისწინებ - უპასუხა ცივად და წამსვე მოშორდა. შარვალი ამოიცვა და ოთახის კარი ხმაურიანად გაიხურა.
ლიამის ასეთმა მოპყრობამ გული ატკინა. რა უნდოდა საერთოდ? რა უფლება აქვს ისე მოიქცეს როგორც უნდა...
უხასიათოდ ადგა, მოკლე სარაფანა ჩაიცვა და პირველ სართულზე ჩავიდა. ლიამი ყავას სვავდა, თვითონაც გაიკეთა და მაგიდას მიუჯდა.
-გაემზადე, ქეითთან უნდა გაგიყვანო კაბები რომ იყიდოთ - გულგრილად მიაძახა და ოთახიდან გავიდა. თვალაცრემლებულმა ბრიანამ ყავა ბოლომდე აღარ დალია, გადაასხა და ოთახში ავიდა მოსაწესრიგებლად. არც იცოდა რომელი ოთახის გამოყენება შეიძლებოდა, ამიტომ მოუწია კვლავ მამაკაცის ოთახით ესარგებლა. მალე მოწესრიგდა და პირველ სართულზე ჩავიდა, სასტუმრო ოთახში ლიამი დაინახა და კართან დამნაშავე ბავშვივით აიწურა. მამაკაცი უხმოდ წამოდგა ფეხზე და ისიც მას მიჰყვა. ქეითის სახლთან მისვლამდე ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ. ლიამი მანქანიდან გადმოვიდა, შემდეგ კი ბრინას კარი გაუღო და მანქანაზე ააყუდა.
-რატომ ხარ ცუდ ხასიათზე? - ჰკითხა მზრუნველი ტონით.
-რაღაც გეჩვენებ, სულაც არ ვარ ცუდ ხასიათზე - შეუღრინა და კბილებს შორის გამოსცრა.
-ჰო, გეტყობა - ლიამს ჩაეცინა, ხელები წელზე მოხვია და მისკენ მიიწია. გოგონამ უკან დაიხია, თუმცა მანქანას აეყუდა და მამაკაცს ხელებიდან ვეღარ დაუსხლტა.
-ლიამ, რა გინდა? - ჰკითხა მერყევი ტონით და თაფლისფერ თვალებს მზერა გაუსწორა. მისმა გამჭოლმა მზერამ მაშინვე იმოქმედა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
-დილით უაზრობაზე ვიკამათეთ და იმედია მაგის გამო არ მიბრაზდები - ბრიანას კითხვა დააიგნორა და მტაცებლის თვალებით შეხედა.
-არა - უპასუხა დანებებულმა. არ შეეძლო ლიამზე დიდხანს გაბრაზებულიყო.
-კარგი, აბა შენ იცი... მე საქმეები მაქვს და საღამოს გამოგივლი - შუბლზე თბილად აკოცა და ნელა მოშორდა.
-დროებით - ესღა უთხრა და ნელი ნაბიჯებით მიაშურა ემილის სახლს.

.......................
ქორწილისთვის ყველა დიდი შემართებით ემზადებოდა. ბრიანამ ქეითის სხვა დაქალებიც გაიცნო, ყველა სასიამოვნო ადამიანი იყო და გოგონაც მალე დაუმეგობრდა მათ. ემილიმ და მეთიუმ 2 კვირაშივე მოასწრეს გრძნობებში გამოტყდომა და სიყვარულისგან გაცისკროვნებული თვალებით დადიოდნენ.

აი ბრიანა და ლიამი კი... ჩუმად იყვნენ და ხმას არ იღებდნენ. ყველა გრძნობდა, რომ არცერთი არ იყო გულგრილი მეორეს მიმართ, თუმცა რატომღაც თავიანთ გრძნობებს არ აღიარებდნენ. რატომ? ამას ვერავინ ხვდებოდა ლიამის და ბრიანას გარდა. ორივე შინაგანად მოელოდა, რომ მათი საბედისწერო დღე ქეითის და დეივის ქორწილი იქნებოდა. მანამდე კი ერთმანეთისადმი ნორმალურზე მეტ სითბოს ამჟღავნებდნენ, ზოგჯერ კინკლაობდნენ კიდეც, თუმცა რამდენიმე საათშივე რიგდებოდნენ... ერთხელ ბრიანამ მთელი დღე ხმას არ გასცა ლიამს და მამაკაცი კინაღამ გაგიჟდა. შემდეგ გოგონას აქეთ მოუწია შემოერიგებინა ლიამი, თუმცა რა თქმა უნდა არ გასჭირვებია... როგორ შეძლებდა მამაკაცი საყვარელი ქალის ყურებას სითბოთი და სიყვარულით სავსე მზერის გარეშე. უბრალოდ თავს ვერ აკონტროლებდა და ეს კიდევ უფრო აგიჟებდა.
ყველაზე მეტად კი ბრიანა აკვირვებდა... ის არავის ჰგავდა. აქამდე ნებისმიერი დაუწყებდა ბუტიაობას იმის გამო, რომ ქმედებების მიუხედავად გრძნობებში პირისპირ არ უტყდებოდა... ბრიანა კი პირიქით იყო.. ან მთლად პირიქითაც არა. ჯერ ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს, თუმცა ის კი ნამდვილად იცოდა, რომ გოგონას ძმაკაცის ქორწილში მიითვისებდა და იმის შემდეგ ცხოვრების ბოლომდე არ გაუშვებდა. აქამდეც თვლიდა, რომ გოგონა მისი იყო და სხვისი არა, თუმცა ახლა ყველაფერს მეგობრებისთვის საჯაროს გახდიდა. გულის სიღრმეში დარწმუნებული იყო, რომ ბრიანაც გრძნობდა განსაკუთრებული დღის მოახლოებას, მანამდე კი ერთმანეთი როგორმე უნდა „აეტანათ“...
უჭირდა თავის სახლში მოფუსფუსე ლამაზმანის უმოქმედოდ ყურება და ამას ყოველთვის ვერც ახერხებდა. გამოიმწყვდევდა ბრიანას თავის მკლავებში და მხოლოდ ბევრი ჭიდილის შემდეგ ახერხებდა უკან დაეხია, რათა მისთვის გასვლის საშუალება მიეცა.

ბრიანა 3 დღე სხვადასხვა მაღაზიაში დადიოდა კაბის ასარჩევად. პატარძალმა კაბა დიზაინერს შეუკვეთა და კმაყოფილი იყო... აი ბრიანა კი არა. ემილიმ და სხვა გოგონებმაც კი მალე იყიდეს კაბები, არჩევა არ გასჭირვებიათ. ბრინას კი თითქოს რაღაც ემართებოდა. აღარაფერი აღარ მოსწონდა. განსაკუთრებულს ეძებდა, იმ სურვილით იყო შეპყრობილი, რომ ლიამზე წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დაეტოვებინა. სასურველი კაბის დანახვამ კი მისი დაღლილი თვალები წამში გააბრწყინა და გაახალისა. მაშინვე მოიზომა და ზუსტად ისე დააჯდა ტანზე როგორც თვითონ უნდოდა - ღრმა დეკოლტეში ლამაზი მკერდი საოცრად მიმზიდველად გამოიყურებოდა, მოტკეცილი ქსოვილი წვრილ წელს მკვეთრად გამოკვეთდა და მარჯვენა მხარეს ღრმა ჭრილი შესაშურ ფეხს ნაწილობრივ ამზეურებდა. იმდენად იდეალურად ერგებოდა ეს კაბა, რომ გახდაც კი აღარ უნდოდა. კმაყოფილმა გადაიხადა სალაროში თანხა და შინ უზომოდ გახარებული დაბრუნდა.

თვალებმა გაგცეს (10)


-მაჩვენე აბა რა იყიდე - უთხრა დაინტერესებულმა მამაკაცმა და ხელი ყუთისკენ წაიღო.
-არა! - გაკრეჭილი აესვეტა წინ და ლიამსა და ყუთს შორის ჩადგა.
-კარგი რა, მაინტერესებს - შეეცადა როგორმე გადმოებირებინა ბრიანა.
-ხოდა ქორწილში ნახავ - ენა გამოუყო და ისე გადაიკისკისა.
-მე მინდა რომ ახლა ვნახო - განაგრძო ჯიუტად.
-შანსი არაა - თავი გააქნია და ხელები გადააჯვარედინა.
-პატარძალი ხომ არ ხარ კაბას რომ არ მაჩვენებ, მიდი რა - სასაცილო სახე მიიღო და შემდეგ ისევ გაეცინა. ვინმე სხვას ამდენ თხოვნას არ დაუწყებდა, ალბათ მაშინვე აფეთქდებოდა, თუმცა ბრინასთან ვერ ბრაზდებოდა...
-რა შუაშია ეგ - ტუჩები დაბუშტა და საწოლზე ჩამოჯდა.
-გამიბრაზდი? - თბილი ტონით მიმართა და გვერდზე მიუჯდა.
-სულელურად ხუმრობ - შეუბღვირა გაბუტულმა.
-რა ფერისაა? - ჰკითხა და თან ზურგის მხრიდან მიეხუტა, ბრიანაც კმაყოფილი მიესვენა ძლიერ მკლავებში.
-არ გეტყვი - უპასუხა ვითომ უკმაყოფილო ტონით, არადა იმის შიშით გული უსკდებოდა, რომ მამაკაცი რამეს მოიმოქმედებდა.
-იცი რა, მე მინდა რომ წითელი იყოს და თუ წითელი არაა თავიდან გექნება საყიდელი - ყურში ჩასჩურჩულა დახშული ხმით.
-მე რასაც მინდა იმას ჩავიცვავ - ამოიბურტყუნა მშვიდად. მთელს სხეულში გრძნობდა როგორ აჩქარებოდა გულისცემა და თვალები მიელულა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლიამი აშკარად და ირიბად გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას მისდამი და ბრიანას აგიჟებდა. ერთმანეთისთვის ჯერ ტუჩებში არ ეკოცნათ, თუმცა იმდენ სითბოს, მზრუნველობას და ყურადღებას იჩენდნენ, რომ ყველაფერი აშკარა იყო. საბედნიეროდ მეგობრები ამ თემაზე არ საუბრობდნენ და წყვილს საშუალებას აძლევდნენ საკუთარი ურთიერთობა თვითონ ემართათ.
-ახლა რომ გითხრა თავი მტკივათქო რას იზამ? - ჰკითხა მამაკაცმა მშვიდად და თავი გოგონას კისერში ჩარგო.
-მართლა გტკივა? - ჰკითხა შეწუხებულმა, მაშინვე უკან დაიხია და ლიამს თვალებში ჩახედა.
-ცოტათი.. არაუშავს გამივლის.. - ლიამს ვერ წარმოედგინა ოდესმე ვინმეს მზრუნველობა ასე თუ ესიამოვნებოდა. ან საერთოდ თუ გაუჩნდებოდა სურვილი ვინმეს მასზე ეზრუნა.. ის ხომ დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და წარმატებული მამაკაცი იყო.
-ალბათ დაიღალე, წამალს მოგიტან - ყოჩაღად წამოხტა ფეხზე და წამლების ყუთი გადმოიღო. რაღაც აიღო, შემდეგ სამზარუელოდან წყლიანი ჭიქა ამოიტანა და ლიამს გაუწოდა - დალიე, შემდეგ კი დაწექი და დაიძინე
-მარტომ? - ჰკითხა დამანჭული სახით, როდესაც ჭიქა ტუმბოზე დადო.
-კი - გაიკვირვა და თან ყუთი, რომელშიც კაბა იდო კარადაში შეინახა. - გაბრძანდი შენს ოთახში და დაიძინე - მხიარულად გაუცინა და დიდ საწოლზე დახტა.
-კიბატონო - უპასუხა კმაყოფილი ტონით და იქვე გაიშოტა.
-შენ მგონი მართლა ცუდად ხარ.. შენს ოთახშითქო - უთხრა გოგონამ ფრთხილი ტონით.
-როგორც ვიცი ეს ჩემი სახლია და ამიტომ ყველა ოთახი ჩემია - განაცხადა კმაყოფილმა, შემდეგ კი მაისური და შარვალი გაიხადა და საბანქვეშ შეძვრა.
-ლიამ! კარგი რაა! - აბუზღუნდა გოგონა - კიდევ კარგი შიშველი არ ამესვეტე წინ! - შეუბღვირა წარბშეკრულმა.
-ხო, ხო კიდევ კარგი - გაიმეორა მისი ნათქვამი - მისი გაიხადე შენც და დაწექი..
-სად დავწვე ნორმალური ხარ?! - დონჯი შემოირტყა და გაოცებულმა პირი დააღო.
-აუ ცუდად ვარ და მინდა რომ ვინმეს ჩავეხუტო - თავი მოისაწყლა ეშმაკურად.
-კარგი ჯანდაბას... მაგრამ შეეცადე არ გამჭყლიტო ამხელა გოლიათმა - უპასუხა ბურდღუნით ვითომ უკმაყოფილომ, არადა ძალიან მონატრებოდა ლიამთან ჩახუტებულს ძილი. ბოლოს მაშინ ეძინა ასე, როდესაც შემთხვევით მიითვისა მამაკაცის ოთახი.
-ტანზე გახდას არ აპირებ? - ჰკითხა გაკვირვებულმა ლიამმა.
-არა - უპასუხა მოკლედ და ელასტიკებითა და მაიკით საბნის ქვეშ შეძვრა.
-გაფრთხილებ, ძალიან დაგცხება... - მაშინვე ზურგიდან მიეხუტა და ყურში ჩასჩურჩულა.
-არ დამცხება - თქვა ჯიუტად.
-კარგი, ვნახოთ... ძილინებისა - ტკბილად ჩასჩურჩულა, შემდეგ კი მუცელზე მოხვეული ხელებით უფრო მჭიდროდ ჩაიკრა გოგონა გულში და ცხვირი მის თმებში ჩარგო.

ბრიანა სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა. საყვარელი მამაკაცის მკლავებში მონებივრე თავს უბედნიერესად გრძნობდა. ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც ბავშვობაში ოცნებებში წარმოედგინა. ახლა ნამდვილად აღარაფერი ჰქონდა სადარდებელი. ოჯახური პრობლემები სრულიად გადავიწყებოდა ქორწილის სამზადისის გამო და ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან ერთად ყოველწამს ლიამი უტივტივებდა გონებაში. ისევ ის გრძნობა - რომ დაცული იყო.. ისევ ის საყვარელი სურნელი.. ის დაკუნთული სხეული ასე ძალიან რომ იზიდავდა... ის მხურვალე ხელები წელზე რომ ჰქონდა შემოხვეული... და ის გულისცემა, რომელიც თავისსავით ჩქარდებოდა, როდესაც მამაკაცს ეხებოდა... ყველაფერს გრძნობდა და იმასაც ხვდებოდა, რომ ლიამზე იმდენად მოქმედებდა, როგორც ლიამი მასზე... ისევ ქორწილზე ფიქრი... ხვალინდელი ქორწილის დღე და საოცნებო სიტყვის გაგების მოლოდინი...



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აუ რა კარგი იყოო love

 


№2  offline მოდერი ანკა

aanamaria
აუ რა კარგი იყოო love

დიდი მადლობაა <3 ძალიან გამახარე love

 


№3  offline წევრი Paaw

ვაიმე რამაგარი გოგო ხარ შენ,ნიჭიეროოო love
ესენი კიდე ძალიან საყვარლები არიან love
მოუთმენლად ველი შემდეგს ! love

 


№4  offline წევრი lamazmani

dzalian magari iyo momewona dzalian kargi iyo kargebi arian❤❤veli qorwils mainteresebs rogor gamoutydeba siyvarulshi❤❤kaba momewona dzalian lamazia❤kai tavi iyo didi da kargi mara me ert moments veli gansakutrebulad da albat mixvdebi❤male dade veli ❤
miyvarxar❤❤❤❤

 


№5 სტუმარი sofia

Pirvelad vwer..tumca sulmoutqmelqd vkitxulob da gantvirtvis miznit vfiqrob kargi saiti da mwerali shevarchie..yochag...pirbelive nawarmoebi shemechaxa da ise chaavvardi telefonshi tavi ver avwie..kargia

Ver davidzine..aq shemovixede da gamexarda axali tavi dagimatebia...vgulshematkivrob wyvils...

 


№6 სტუმარი Sed

dzan magaria.male dade gagrdzeleba.moumnenlad veli..

 


№7  offline მოდერი ანკა

Dzalian didi madloba bavshvebo ♡♡ uzomod maxarebt komentarebit

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent