შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 1


29-03-2016, 22:24
ავტორი D-roni
ნანახია 6 277

- სად ხარ დე ? - მობილურში ახალგაღიძებული დედის ხმა ჩაესმა და სახეზე ღიმილი მოედო.
- სკოლაში მივედი ახლა ... - ჩაიჩურჩულა და კლასელი გადაკოცნა.
- ჭამე დილას რამე ? - ვერ მშვიდდებოდა ქალი.
- კი დე , ვჭამე და ისე წამოვედი ახლა წავედი გაკვეთილი მეწყება , მერე ქართულზე მივდივარ და საღამოს მოვალ სახლში კარგი? ...
- დე , ადრე გამოაშვებინე ცოტა თავი მასწავლებელს კარგი ?
- რატომ ? - გაიკვირვა და კლასის კართან ჩამოდგა.
- ბათუ ჩამოდის დღეს , აღარ გახსოვს ? - აშკარად წყენა დაეტყო ხმაში დედას.
- ვინ ? - უფრო გაიკვირვა და მასწავლებელს გაუღიმა ... - მას ორი წუთით რა , დედას ველაპარაკები ... ხო დე ?
- ვაიმე ! - აბუზღნდა ქალი - რა გჭირს მაშა ?! , გიორგის და სოფის შვილი !
- აა , ვაიმე დედა ისე მელაპარაკები ვითომ ნანახი მყავს და უნდა ვიცნობდე ! - გაბრაზდა და ჩათის სამხრეს ფრჩხილებით წაეპოტინა.
- ნანახი გყავს მაშკა ! - ტონი აშკარად მკაცრი ჰქონდა თუკას.
- ხო კარგი , როდის 2 წლის რომ ვიყავი ? , წავედი დედა ... გაკვეთილი მაქვს შევეცდები ადრე გავთავისუფლდე და წამოვიდე !
- კაი გკოცნი დე , თავს მიხედე !
- შენც დე , თავსაც , მამასაც და მაგ პაწუწასაც მანდ , რომ დაბობღავს ... გიგი სადაა ?
- ბათუს ჩამოსვლასთან დაკავშირებით რაღაც კლუბის დახურვა უნდოდა და მაგ საქმეზეა გასული ...
- ვაა , კლუბი კაია - გაიცინა და მობილური ჯიბეში ჩაიცურა .
უკვე 17 წლისაა და მაინც არ შეუძლია ერთი დილის დაწყება დედის ხმის გაგების გარეშე.
იმდენად ბევრს ნიშნავს თუკა მისთვის , რომ სიცოცხლეს ურჩევნია.
მისთვის ის ქალის იდეალია და ბავშობიდან ოცნებობს , რომ დედის ასლი იყოს ... ასლობაზე რა მოგახსენოთ მაგრამ , დედაზე არანაკლებია სილამაზით ...
მართალია ფერებით არც დედას გავდა და არც მამას ... მაგრამ , რაც იყო კარგი იყო ...
ორი ძმა ჰყავს , ოირვე შავგვრემანი მხოლოდ ისაა ქერა და ცისფერთვალება .
რომ კითხოს დედა უფრო გიყვარს თუ მამაო , შეიძება რამე "გხიოთ" თავში.
ვერ იტანს მსგავს კითხვებს , დედაც და მამაც ისე უყვარს სული მისდის ...
მამა და ბაბუა მისთვის კაცის იდეალები არიან ...
რომ ეკითხებიან როგორი ქმარი უნდა ამბობს , რომ აუცილებლად ბაბუის და მამის გადმონაშთი უნდა .
- აქ ხარ ? - ხელი უქნია ბარბარემ და სიცილით დააჯინა სკამზე.
- ხო , რა ? - კითხა და ჩანთა მერხზედადო.
- არაფერი , დღეს დედამ დამირეკა , მამა გამოგივლის და ადრე მოდი სახლშიო ... - გადაუჩურჩულა და მასწავლებელს ისე შეხედა ვითომც არაფერი.
-აუ მეც დამირეკა დედამ, ბათუ ჩამოდისო ... - თვითონაც ხმადაბლა აჩურჩულდა .
- ანუ დემეტრე გამოგვივლის და წაგვიყვანს სახლებში , მოვემზადებით და ჰერი კლუბისკენ ! - მობილური ხელში აათამაშა ბარბარემ .
- ოდნავ მაინც გახსოვს ბათუ ? - კითხა თვალებმოჭუტულმა დაქალს.
- არა , დედა მიყვებოდა ხოლმე ... სულ წუწუნებდა მომენატრა ჩემი ლოყებგაბუშტულიო ... - იცინოდა და მასწავლებლის თვალების ბრიალს უხერხული ღიმილით ხვდებოდა.
- ანუ პუტკუჩააა? - საყვარლად გაწელა და გაიცინა ... - მე არ მახოვს , ძალიან ბუნდოვნად ... ვერაფერს ვიხსენებ .
- დედამ მანახა ფოტოები , საყვარელი იყო ... ინტერნეტშიც ვეძებე მაგრამ რათ გინდა , არ აქვს ...
- აუ მაკო შენ ყველაფერს გაჩვენებდა , აბა თუკას ჩემთვის არაფერი უთქვამს აქამდე ბათუზე ...

^^^

- მაა - დემეტრესკენ გაიქცა გახარებული ბარბარე და ხელები კისერზე მოხვია.
- ჩემი პრინცესები მოსულან ... - ორივეს მაგრად მოხვია წელზე ხელები და გულში ჩაიკრა.
- დემეტრე ... - ჩუმად დაიწყო საუბარი უკანმჯდომმა მაშამ... ცოტა არ იყოს და ძალიან ცხვენია , რომ გონზე არ არის ვინ არის სოფის და გიორგის შვილი , ისინი ხომ გაჩენის დღიდან ახსოვს ... - ბათუ აქ რატომ არ ცხოვრობს ? - ჰკითხა და წინ არსებულ ორ სავარძელს სამხრეებზე იდაყვებით დაეყრდნო.
- იმიტომ , რომ ის გიოს დედა და ბებია არიან , როგორც კი ბათუ წამოიზარდა იქ წასვლა მოითხოვა , თავიდანვე ისეთი ჯიუტი იყო , რომ უარი ვერავინ უთხრა და ასე წავიდა ... - ღიმილით დაუყვავა და სახლთან გაუჩერა მანქანა . - გადახტი , გამოიცვალე და გამოგივლი მალე - ლოყაზე უჩქმიტა და გადასულს ღიმილიანი მზერა გააყოლა . - ძაან დარდობს ეს , ბათუს არ ცნობაზე ... - ჩაიფხუკუნა დემეტრემ და ბარბარემაც ღიმილით გადახედა.
- ხო , დღეს მეც ამომხადა კითხვებით სული ... - გაეცინა და დაქალს კოცნა გაუგზავნა , მიუხედავად იმისა რომ ის უკვე გამქრალი იყო ტერიტორიიდან.

^^^

- მოვედი ... - დაიყვირა მისაღებიდანვე და ხტუნვა-ხტუნვით შევიდა სამზარეულოში მოფუსფუსე დედასთან . - ჩემი სიტკბოება !
- ვაიმე დედიკო ,შენთვის ნაზიკო უნდა დამერქმია თავის დროზე ... - სიცილით აკოცა შუბლზე.
- კაი რა დე , სად მე და სად სინაზე ... - გაეკრიჭა და ოთახისკენ წავიდა ... - წყალს გადავივლებ და მოვემზადებით , ხომ მოდიხართ ახალგაზრდობა ? - ცალი თვალით გახედა მაინც უნაკლო სხეულის მქონე დედას , რომელიც სულაც არ იყო ძალიან დიდი , სულ რაღაც 39 წლის იყო და ისევ ტანწერწეტა ყავდა მიშოსაც.
- მოვდივართ და შენ იცოდე შენებურად არ ჩაიფუთნო - გააფრთხილა და მისაღებში გადაფენილი მუქი შავი კაბა აიღო .


^^^


სარკეში ჩაიხედა და თვალები ააფახულა.
შემდეგ ენა გამოუყო საკუთარ ანარეკლს და ფოტო გადაიღო .
სულ ბოლოს საკუთარი სხეული შეათვალიერა და რაღაცნაირად მოეწონა კიდეც ქალური ჩაცმულობა.
შავი კაბა ეცვა , ტანზე მომდგარი და მოკლე.
ზურგზე ამოღებული , წინ კი გულზე ლამაზი ჭრილით მკერდთან.
კულონს ისევ არ იხსნიდა , არ იცოდა ვინ აჩუქა , რატომ ეკეთა მოუხსენლად ამდენი წელი მაგრამ ... მაინც არ იხსნიდა !
დედამ უთხრა , რომ ეს კულონი დაბადების დღიდან ეკიდა გულზე , ყოველთვის გვერდს უვლიდა იმ კითხვას " ვინ მაჩუქა" , ამიტომ დიდი ხანია რაც აღარ ეძიება მსგავს თემებს.
მაღლებით აკაკუნდა იატაკზე და კარში ჩამომადგარ დედას გაუცინა.
- ულამაზესი ყავხარ დედას ! - თუკამ ბოლოებში ბუნევრივად ხვეულ ლაკონებზე თითები ფრთხილად ჩამოატარა და სახეზე შეხედა . - დე მაკიაჟს არ იკეთებ ? - ჰკითხა და ხელუხლებელ კოლექციას დაბნეულმა დახედა.
- შენ გამიკეთე ... -ეგონა ისევ უარს მიიღებდა , თუმცა უმცროსი სუბელიანი ძალიან მშვიდი ეჩვენებოდა დღეს დედას.
- ახლავე ...

^^^

- მააა ... - კლუბის კართან ჩამომდგარი მიშსკენ გაიქცა ხელებგაშლილი და ბედნიერი ჩაეხუტა მონატრებულს , რომელიც სულ რაღაც 1 დღე იყო რაც არ ენახა.
- ჩემი პრინცესა , ჩემი თეთრი ანგელოზი ! - ღონიერი მკლავები ღიმილით მოხვია მიშომ და შუბლზე აკოცა.
- მაა , აი პროსტა ისეთი შოკი მყავხარ დედა ფრთხილად უნდა იყოს , რომ ვინმე კაი ნაშამ არ მოგიტაცოს ... - გადაიკისკისა და დედის თვალებმოჭუტულ სახეზე პირი მოკუმა.
- აქეთ იყოს მამა ფრთხილად , თორე დედა ისეთ ვიდზეა ათი კაცი ერთ მხარეს უნდა ვედგეთ ... - დედას შუბლზე აკოცა ილიამ და მიშოს გაბრაზებულ სახეზე გადაიხარხარა.
- ბარბარე , მაშო ! - როგორც კი თავისი სახელი მოესმა , მაშინვე გახედა უფროს ძმას . - გაიცანით ეს ბათუა ... - დაფეთებულმა გაატრიალა თავი ბიჭისკენ და თვალები ააფახულა . - ბათუ , ეს ბარბარეა ... დემეტრეს შვილი - გოგონას შუბლზე აკოცა და ოდნავ განზე გასწია . - და იოს და ... აი ეს კიდევ ... ჩემი პატარა ჭინკა მაშოა ! - და მაგრად აიხუტა სხეულზე და მანაც წამწამების ქვემოდან ამოხედა მამაკაცს.
ბიჭმა ორივეს გაუღიმა ორივე მაგრად ჩაიხუტა .
მაშომ თვალები დაქაჩა და აფართხალებული გული , მკერდის მეშვეობით მოიქცია ხელში.
სახეზე წამოწითლდა და სუნთქვა შეეკრა.
ეს სურნელიც ეცნობოდა საიდანღაც და შეხებაც ...
არც ეს გრძნობები იყო უცხო მისთვის , თითქოს ბუნდოვნად ახსენდებოდა ყოველი შეხება და ტანზე ბუსუსები აყრიდა.
ბარბარე ღიმილით ეხუტებოდა მონატრებულ ბათუს და ეუბნებოდა , რომ ბევრს რამეს უყვებოდნენ მასზე .
განზე , რომ გაიწია მხოლოდ მაშო დარჩა მის მკლავებში მომწყვდეული და დაბნეულმა ახედა ორი თავით მაღალს.
- სასიამოვნოა... - ყველა გატრუნული ელოდა მაშოს რეაქციას , რომ მიხვდა როგორ გაუხარდა ვერ დამახსოვრებული მაგრამ მაინც მონატრებული სხეულის ასე ახლოს დაგულება , ხელები მაგრად შემოხვია კისერზე და ტკიპასავით აეკრო სხეულზე.
ძლიერი ხელებიც სულ მალე იგრძნო წელზე და გატრუნულმა ჩამოდო ნიკაპი მისი ხელის ზურგზე.
გაკრეჭილმა გახედა უკან მდგომებს და ენა გამოუყო ბარბარეს , რომელიც ეშმაკური მზერით უმზერდა დაქალს.
- ჩემი ტკიპა ! - იოანე მივარდა ჯერ ბარბარესთან და შემდეგ ის , რომ ჩაპროშნა მაშო გამოსტაცა ხელიდან ბათუს.
მაშამ ოდნავ შეჰკივლა და შემდეგ პირი სიცილით მოკუმა , როგორც კი ნაცნობი გიჟის ხელებში აღმოაჩინა თავი .
- ჩემი იუკა ! - ლოყაზე აკოცა ძმადნაფიცს და ხელები მაგრად მოხვია .
- მოგაჭამ მაგ კნოპკა ცხვირს! - კბილები ცხივრზე წაავლო და ფეხზე სიცილით დააყენა.
- ეგრე ქენი ... - ენა გამოუყო და უხერხული ღიმილით ჩაიღიმა ბათუს მიმართულებით , ფარჯიანი მზერას არ აშორებდა , ის კი უფროდაუფრო იბნეოდა და სახე რომელ "დირკაში" შეემალა არც კი იცოდა.



^^^


- წამოდი , ვიცეკვოთ ... - ბართან მჯდომ იოანესთან მივიდა , მთვრალმა სიცილით გაუქნია თავი და ანიშნა მერე იყოსო ... - აუუ ... შენ მაინც მეცეკვ ... - აბუზღუნდა ბათუს მიმართულებით .
ფარჯიანმა ჯერ იოანეს გადახედა დაბნეულმა , შემდეგ ღიმილით გადმოხედა ლამის ადგილზე აცეკვებულ მაშოს , ბოლოს კი სიცილით მოკიდა ხელი და საცეკვაო ადგილისკენ წაიყვანა.
- აბა ? მომიყევი შენზე რამე ... - ძლიერი ხელის მტევნები ხელის ზურგზე დააწყო და მსუბუქად აიკრო სხეულზე.
- რა მოგიყვე ? - გულრწფელად გაიკვირვა და გაკვირვებულმა ააფახულა წამწამები.
- რა ვიცი ... რამე , რაც გინდა - მხრები აიჩეჩა და მსუბუქად დაატრიალა მაშო.
- რა ვიცი ... რა გაინტერესებს ?
- მაშა ... მაშა ... - მისი სახელი ორჯერ , ძალიან ჰაეროვნად და მსუბუქად წარმოთქვა.
დაბნეულმა იმით , რომ მისი სახელი პირველად დეფორმიდა ასე ლამაზად და ჰაეროვნად ... სიტყვას ვერ ძრავდა .
ნერწყვი ძლივს გადააგორა სასულეში და ხველა ამტყდარი ვერანდისკენ გაიქცა.
ბუთუ ღიმილით გაჰყვა უკან და შიშველ მხარზე ხელი დაადო .
გველნაკბენივით გამოტრიალდა მისკენ მაშო და შეშინებულმა მიიბჯინა მარჯვენა ხელი მკერდზე.
- გული გამიხეთქე ... - ქშენით ჩამოჯდა კუთხის სკამზე და დაბნეულმა შეხედა მის წინ ჩაცუცქულ ფარჯიანს.
- ზუსტად ასეთი ნაზი , ლამაზი და ჭინკა მახსოვხარ მაშა ... - ხმა მეტად მშვიდი და ხრიწიანი ჰქონდა მამაკაცს.
- არ მესმის რაზე ლაპარაკობ ... - თითები ნერვიულად ახლართა ერთამენეთში.
- პატარაც ასე იქცეოდი ... - მის თითებს თავისი შეახო და ტუჩებთან მიიტანა.
- ჰა ? - უკვე საბოლოოდ დაბნეული ადგილზე აკანკალდა და მგრძნობელობა დაკარგა.
- ძალიან მომენატრე ... - მის შუბლს ოდნავ წამოწეულმა მიაკრა გახურებული ტუჩები და ხელები ისევ მის თიტებს მოუჭირა.
- რატომ არ ჩამოხვედი ?! - გაურკვევლობაში მყოფს არაფერი ესმოდა .
- არ შემეძლო ... - ტუჩები კისერზე გადაიტა და მსუბუქი კოცნა დაუტოვა არტერიაზე.
- არ მესმის ... - თავი ოდნავ გვერდით გადასწია და ტუჩები გააწკლაპუნა.
სახე ისე ახლოს ჰქონდა მოტანილი , რომ ტუჩის ერთი გამოძრავება და ...
ოდნავ უკან გაიწია სურვილით აღძრული ფარჯანი და შუბლი შუბლზე მიადო ვერ დაკმაყოფილებულ მაშოს.
- არა ... - ჩუმად ჩაიჩურჩულა და ხელები ფეხებზე აუცურა ... - მერე უფრო გაგვიჭირდება ... - თავისთვის საუბრობდა ჩუმად და თანდათან ნელი ნაბიჯებით მიდიოდა კარისკენ .

- სახლში მინდა ... - იოანეს მხარე ჩამოდო ნიკაპი და ხელები მაგრად მოხვია უკნიდან კისერზე.
- წაგიყვან გინდა ? - ცალი თვალით გადახედა და სასმლით სავსე ჭიქა მაგიდაზე გადადო.
- ნასვამი ხარ ... - დაბნეულმა ამოილუღლუღა და თვალები ააფახუნა.
- ვაიმე ცხვირს მოგაჭამ ერთხელ ! - პატარა ცხვირზე ისევ კბილები წაავლო უმცროს სუბელიანს და მანაც კისკისის მაგვარი ბგერები ამოუშვა ბაგეებიდან.
- ნწ ... - ენა გამოუყო და გაუცინა ... - მეცეკვები? - ეშმაკურად გადახედა და და წარბები აუთამაშა.
- ჩვენ რომ ვიცით ისე ? - ჰკითხა და გაუცინა.
- ეგრე ... - თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოხტა .
მაშინვე მიიქცია ყველას ყურადღება , იოს ხელი გაუწოდა და ისიც სულ მალე წამოდგა ფეხზე.
- ჩენი სიმღერა? - გადაიკისკისა და დიჯეის გადახედა.
- Bizzy Bone- Mercy Mary ...
თითქოს ნასვამმა და თვალებ მილულულმა დაიწყო ცეკვა კისკისით იოანესთან.
- გაითალისწინე კაბა მაცვია ! - როგორც კი მიხვდა რის გაკეთებას აპირებდა თითი აუფრიალა და სულ მალე ჰაერში ამოჰყო თავი.
კისკისით გადაწვა მის მხრებზე და კაბა ხელებით გაისწორა.
- ყველაზე ელასტიურებეეე - ჰაერში ილიას ხმამაღალი წამოროშილი გაისმა და ყველა ახარხარდა.
- ყველაზე ყველაზეები !- დაიყვირა ძმის მიმართულებით და სიცილით დაეყრდნო იოანეს მხარს ხელით , რომ ძირს არ მოედინა ზღართანი .
- Mercy Mary ... - ღიღინი ხმამაღლა გააგრძელა და ხელების ჰაერში სავსავით წავიდა მაგიდისკენ.
ყველა თავის სტიქიაში იყო , მაგიდასთან მხოლოდ დაღლილი ბათუ იჯდა , რომელსაც რამდენიმე საათიანი მგზავრობისგან ქანგამძვრალი სახე ჰქონდა.
"Oceana - Endless Summer" ...
ეს სიმღერა როგორც კი მიწვდა მის ყურთასმენას ცარიელი ჭიქა მაგიდაზე დადო და სირბილით გაიქცა ილიასკენ.
ძამიკომ სხეული სიმღერას ააყოლა და სიცილით დაატრიალა აზარტში შესული მაშო.
ერთი დატრიალების შემდეგ , ზურგზსუკან ნაცნობი ხელები და სურნელი ,რომ იგრძნო დაბნეულმა ისევ ისეთი რითმით აამაშა ტანი და თვალები ისევ ააფახულა.
26 თებერვალი

- აქამდე სად იყავი ... - მის წინ ჩამოდგა და ხელები კისერზე მოხვია , ისე უყურებდა თვალებში რომ ცეკვას არ წყვეტდა.
ეგონა ფიქრობდა , ფიქრობდა ხმადაბლა , თავისთვის , ჩუმად და შეუმჩნევლად ...
თუმცა აღმოჩნდა , რომ მისი სიახლოვე კარგი გაგებით საშინლად მომქედებდა მასზე .
თავს კონტროლს ვერ უწევდა , ფიქრებს ენა უსწრებდა ... გონებას გული ...
გულს კი მოქმედებები ...
- სად ვიყავი ? - რიტორიკული კითხვა დასვა ფარჯიანმა და ხელები მაგრად მოხვია ზურგზე , ტკიპასავით აკრულ სხეულს.
- სად იყავი ... - გულმკერდზე მიადო განაბულმა თავი და მის კისერში თავჩარგულმა მშვიდად ამოისუნთქა. - რატომ მეცნობი ასე ... - ჩურჩულებდა და ტუჩებს აცმაცუნებდა . - რატომ მგონია , რომ მთელი ცხოვრებაა გიცნობ ? , რატომ მგონია , რომ შენს დანახვაზე გული ამომივარდება ... - მთელი სიამაყე გვერდით გადადო და გრძნობებში გამოტყდა.
როგორც კი დედამ უთხრა , რომ ბათუ ამერიკიდან ბრუნდებოდა , იქიდან მოყოლებული უცნაურად გრძნობდა თავს.
გულის ისე მშვიდად აღარ უცემდა , ფიქრებიც არ ასვენებდა , არც ის გიჟი მაშო აღარ იყო , ახლა დამშვიდებული და რაც მთავარია მაშო კი არა , მაშა-მაშკა იყო ... როგორც ამას ბათუ ამბობდა.
ყველა სიტყვას , ფიქრს , მოგონებას ... მოქმედებას , ყველაფერს ბათუს უკავშირებდა ...
- მარიამ ... - წარმოთქვა მისი სახელი გრძელი და ნამდვილი ფორმით ... ჰაეროვნად და ლამაზად , ისე ესიამოვნა თითქოს პირველად ესმოდა ცხოვრებაში მისი სახელი ასე ლამაზად , თუმცა რაღა თითქოს ? ის ხომ ყველაზე უცნაურ გრძნობას ჰყავდა შეპყრობილი ?
- ბართლომე ... - ისევ გაუსწრო მოქმედებამ გულს , ფიქრებს ენამ , გონებას გულმა ...
თავი წამოსწია და მის სახეს გაუთანაბრა ფეხის წვერებზე აწეულმა .
რაღაცნაირი , არც თბილი და არც ცივი თვალებით უყურებდა .
გრძნობებით სავსემ აღარ იცოდა ემოციები სად გადაემალა.
მთელი ცხოვრების მანძლზე თითქოს მეორედ იყო ასე ...
რა თქმა უნდა არც პირველი მსგავსი შემთხვევა არ ახსენდებოდა , თუმცა ისეთი გრძნობა ჰქონდა ... დარწმუნებულიც კია იყო , რომ აუცილებლად ამოუტივტივდებოდა ყველაფერი ერთ მნიშვნელოვან დღეს ... უბრალოდ გრძნობდა , გრძნობდა ან უნდოდა ... ძალიან უნდოდა , მართალია ! ძალიან უნდოდა ...
- რა ჯანდაბა ხხება ... - ერთ ადგილზე შედგა და ხელები მისი კისრიდან ჩამოასრიალა ...
- კარგად ხარ ? - ფერწასულს სახეზე თლილი თითები ჩამოსუვა ...
- არა ! არ ვარ კარგად ... - ტკვიილიანი მზერით ახედა და გულზე ხელი მიიდო .


____

ჯერ კიდევ არ მაქვს დასრულებული , ჩემს მოუთმენლობას რა ვუთხარი თორემ ...
იმედია პირველი ნაწილი გახსოვთ ...
წინ ნამდვილად საინტერესო ამბები გელით , ძალიან დიდი მადლობა ვისაც გახსოვართ და მოგწონთ ჩემი ნაწერები.
მიყვარხართ და ველი თქვენს აზრს მეორე ნაწილთან დაკავშირებით !



N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 1


ფოტოზე ბარბარე და მაშკა არიან ...


N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 1



№1  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

როგორი გადარეულიც ხარ შენ ჩემო გოგო,ისეთივეა ეს ისტორიაც.
ვითარდები და ეს ძალიან მახარებს.
საინტერესოდ ივრცობა ვითარება.
ბათუ მგონი დამევასა და მაშო კიარა მე შემიქანდა გული :-D <3 კარგები არიან და შენებურად ცოტა აწუწუნე.ჩანაფიქრი ძალიან კარგი გაქვს და არ შეცვალო
მოვლენები სწორად მიდის.
ერთ გირჩევ მარტო შენ რომ გახასიათებს ჟარგონები ეცადე არ გამოიყენო ხოლმე.
აბა შენ იცი გააგრძელე ქალბატონო <3 :-*
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

როგორ გამიხარდა შენი დანახვა შენ ხო არ იციი <3 წარმატებებიი და გელიიი <3

 


№3  offline მოდერი Nude

უმმმ, რა გემრიელად ჩავიკითხე, ნეტავ ცალი თვალით მაინც შეგახედა, ჩემ გაბადრულ გამომეტყველებაზე... wink ხანდახან, ძალიან ვღიზიანდები, როცა გრამატიკაზე გიმახვილებენ ყურადღებას, მართლა. თუ არ სიამოვნებთ, ნუ წაიკითხავენ, ყველას ,,გასაგონად'' ვწერ ამ სიტყვებს.
მე კი... მე, საერთოდ არ მაწუხებს გრამატიკა, რა თქმა უნდა. ისეთი მომწონს შენი ისტორიები, როგორიც არის და სტილის შეცვლის საჭიროებას ვერ ვხედავ. დროთა განმავლობაში შეიძლება დაიხვეწო, და ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ, თუ მაინც არ გამოვიდა, გული არ დაგწყდეს. შენი მკითხველი, მაინც შენ მკითხველად დარჩება, როგორც არ უნდა წერდე.
ძალიან, ძალიან, ძალიან მომწონს, მართლა. love
წარმატებები. feel
--------------------
bailey

 


№4 სტუმარი Teo..

Vaime rogor ar maxsovs.dzalian gamexarda rom daabrune tetri ....gelodebi sulmoutqmelad.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent