გზა სადღაც გაქრა! 3
ღონემიხდილი გადავწექი გვერძე და ამოვიხვნეშე.მისი ნაკოცნის მერე,მარტო ტუჩები კიარა ყელიც კი ამეწვა შიგნიდან.ხელი კანზე მოვისვი და ღრმად შევისუნთქე,თითქოს ცოტა მომეშვა,მოვდუნდი და თვალებ მოჭუტული მივაშტერდი ჭერს.სიმშვიდე მალევე გაირღვა,ზიზის თითები სახეზე ვიგრძენი და ფართოდ გახელილი თვალებით მისკენ გადავბრუნდი. -შემეშვი,-ბრაზმორეულმა ვუთხარი და საწოლზე წამოვჯექი.უხმოდ წამოდგა,შელახული სამოსი გაისწორა და ოთახიდან გავიდა. საწოლზე წამომჯდარმა დიდხანს ვერც მე გავძელი,ავდექი და ოთახის ფანჯარა ფართოდ გამოვაღე.მსუბუქი ნიავი შემოვიდა და ჰიპნოზურად მომადუნა.იდაყვით რაფას დავეყრდენი და გარეთ გავიხედე,ქუჩა დაცარიელებულიყო, მეუცნაურა,ადრე ყოველთვის რაღაც ხდებოდა,რაც მაიძულებდა რომ ფანჯარასთან ვმდგარვიყავი.სიგარეტი ამოვიღე და რამდენიმე ღერი მოვწიე,ჩქარა,აშკარად შინაგანი მოუსვენრობა მაქვს.ოთახიც გაიწმინდა სიმძიმისგან და ფანჯარა დავხურე,მშვიდი ნაბიჯებით გავედი მისაღებში და დივანზე ჩამოვჯექი.ზიზი სამზარეულოშია აშკარადა,რადგან რაღაცის თავსახურის ხათქუნი გაისმა. -მომშივდა,-მორიდებით მომიგო სამზარეულოდან თავგამოყოფილმა -ჭამე,-დავრთე ნება,მიუხედავად იმისა რომ არ მსიამოვნებს მისი სამზარეულოში ტრიალი-მე მაღაზიაში ჩავალ,სიგარეტი გამითავდა,-ვუთხარი და დივნიდან ავდექი,ლასლასით გავედი შემოსასვლელში კარადიდან მოსასხამი გამოვიღე,მოვიცვი და კარი გავაღე -მალე მოდი,-მთხოვა ცოლივით და ნერვებ მოშლილმა რკინის კარი მივუჯახუნე.მის ჭკუაზე მაშინაც არ დავდიოდი შეყვარებული რომ იყო ახლა რატომ უნდა ვიარო? კიბეები საჩქაროდ ჩავიარე და ყველაზე შორს მდგარ მაღაზიას მივაშურე.ადრე მეზარებოდა,ახლა კი ოღონდ მატარე სადმე და სიშორესაც აღარ დავეძებ. ფიქრებში გართული ისე მივედი მაღაზიამდე დაღლაც ვერ ვიგრძენი. შიგნით რომ შევედი ვიღაც კარისკენ გამოიქცა და ისე მწარედ დამეჯახა სუნთქვა შემეკრა,მეგონა მუცელში რაღაცამ გამიარა და ზურგით გავიდა გარეთ. -მაპატიეთ,-არც ამოუხედავს,კანკალით მითხრა და გვერდის ავლა დააპირა,მაგრამ ასე იოლად ვერ დამიძვრებოდა.ხელი მკლავში ჩავავლე და გარეთ გავიყვანე,არ მადარდებდა რომ სუსტი სქესი იყო.ხალხმა,გაოგნებულმა,დაგვიწყო ყურება-მტკივა,-ამოიღნავლა და ატირდა,ხელი სახეზე მოვკიდე და ჩემსკენ ამოვახედე.არ ვიცი როგორ უნდა აიხსნას ეს ყველაფერი,მაგრამ მის დანახვაზე გული მომეწურა,ცივმა ოფლმა დამასხა და უფრო მეტად მომეშალა ჩემს თავზე ნერვები. -რა გინდა ჩემგან,-სასოწარკვეთილმა დავუყვირე და ხელები ვუშვი-სულ ფეხებში როგორ მებლანდები-სიბრაზემ იმდენად დამაბრმავა,მისი ცრემლები არაფრად ჩავაგდე -თავი დამანებე,-მუდარით მთხოვა აზლუქუნებულმა და უკან გადადგა ნაბიჯი,კედელს მიეყრდნო და მუხლებში ჩაიკეცა.მე გაუნძრევლად ვიდექი და ვუყურებდი,მისი შეკავება არ მიცდია.ტირილით გული რომ იჯერა ამომხედა და მის თვალებში ამოკითხულმა ჭკუიდან შემშალა,სიცივემ მთელი სხეული დაიარა და ტვინში გაჩერდა.მალენა ფეხზე წამოდგა,დამტვერილი მუხლები დაიფერთხა და წავიდა.ხმა არ ამოუღია.შეტრიალდა და წავიდა.არ ვიცი რამ,მაგრამ ფაქტია მიბიძგეს რომ უკან გავყოლოდი. * * * საავადმყოფომდე მიმიყვანა.ცოტა დავიბენი რა ესაქმე აქ?აღელვებული ავყევი კიბეებს და შიგნით შევედი.მალენა მოსაცდელში იდგა და ნერვიულად დადიოდა აქეთ-იქით ,მერე ვიღაცამ დაუძახა და აღელვებული მისკენ წავიდა.ჩუმად ავედევნე.მაინტერესებს რას ეტყვის თეთრ ხალათიანი -ქიმიისთვის ფული მოიტანე?-შოკში ჩავვარდი ექიმის სიტყვები რომ გავიგონე,მალენას სჭირს რაღაც? არა,ის ისეთი ლაღი ჩანს,როგორ შეიძლება რაიმე სჭირდეს.ხელები სახეზე ავიფარე და ლამის ტირილი ამივარდა -ხვალამდე მომიცადეთ,-მალენას უსასოო ხმამ ბოლო მომიღო,-ვცდილობ ყველანაირად-ხელები სახიდან მოვიცილე და მათკენ გავიხედე.მალენა მუხლებზე ემხო და ხელები ექიმის ფეხებზე შემოეხვია-ნუ გამოწერთ დედაჩემს,-დედამისია ავად?! შვებით ვსუნთქავ,მაგრამ ტკივილს მაინც ვგრძნობ.მას დედა უკვდება.რა საშინელებაა.ხელები ზემოთ აღვმართე,თითქოს უფალს მივმართე.არ ვიცი რატომ ვდარდობ ასე ძალიან მასზე,მაგრამ საჩქაროდ უნდა ვიმოქმედო და ყველა ხარჯი დავფარო.არ მაინტერესებს მალენა,უბრალოდ მასზე,როგორც გაჭირვებულ ადამიანზე ვზრუნავ.მებრალება,თანაც ძალიან. -მკურნალობას ვერ დავიწყებთ,ფულია საჭირო,ხვალ თუ ვერ დაფარავთ დედათქვენს სახლში გამოვწერთ,ვწუხვარ,-ასეთ რამეს ეუბნება და ბოლოში “ვწუხვარ“ ს ამატებს.როგორ შეუძლია ასეთი უგულო იყოს,ესაა წუხილი? არ მესმის.ამის დედაც,ფულისთვის სიცოცხლესაც კი უგულებელჰყოფენ.ისე მეშლება ნერვები,მინდა მთელი საავადმყოფო დავანგრიო და ყველა ექიმი შიგ ჩავაყოლო,მერე იგრძნობენ პაციენტების ტკივილს.საიქიოში. მალენა ექიმს გამოსცილდა და გეზი გასასვლელისკენ აიღო,მე კედელს ამოვეფარე და საავადმყოფოდან როგორც კი გავიდა სალაროსთან მივედი. -უკაცრავად,-მივმართე ახალგაზრდა ქალს და ჯიბიდან საფულე ამოვიღე,-აქ,ქიმიის გასაკეთებლად შუა ხნის ქალი ჰყავთ მოყვანილი,მის შვილს მალენა ჰქვია,-ქალმა ცინიკურად ამომხედა და უღიმღამოდ დაუწყო ქექვა კომპიუტერში მალენას დედის ისტორიას -არ შეგიძლიათ კონკრეტული სახელი და გვარი გვითხრათ?-შეწუხებულმა მკითხა და გვერდით მჯდარ თანაშემწეს გადახედა.ისე მომინდა ახლა მისი მიგუდვა.სურვილისგან ლამის მართლა ვეცი და ათივე თითი ყელში წავუჭირე. -არ ვიცი ქალბატონო,-ბრაზით მივუგე და მსუბუქად დავარტყი ხელი მაგიდას,-ერთი წუთით,-უცებ მომაფიქრდა რომ იმ ექიმთან მივსულიყავი და გამომეკითხა მალენას დედაზე ყველაფერი-ახლავე მოვალ,-ვუთხარი მოლარეს და საჩქაროდ გავეშურე ექიმის კაბინეტისკენ.კარი რომ შევაღე,იგი ზურგშექცევით იდგა ფანჯარასთან და სიგარეტს აბოლებდა.ჩავახველე რომ ჩემს იქ ყოფნას მიმხვდარიყო და ჩემსკენ შემობრუნდა. -რა გნებავთ?-მკითხა და სავარძელზე ჩამოჯდა,სიგარეტი საფერფლეში დასრისა და კალამს დაავლო ხელი.საქმიანი სახე დაიჭირა. -წეღან რომ ქალს ესაუბრეთ,-ახლოს მივედი და სკამი გამოვწიე-მალენა,-სახელიც შევახსენე,ყოველი შემთხვევისთვის და სკამზე დავჯექი -დიახ,დიახ,-ინტერესით მომაცქერდა და კალამი ხელებში აათამაშა -მინდა ყველა ხარჯი დავფარო,თუ მას არ ეცოდინება დამავალებთ,-მოკლედ მივუგე სათქმელი.უკმაყოფილო არ დარჩენილა.კალამი დადო და მეტად სერიოზული სახით დამიწყო ყურება. -არ ინერვიულოთ,-დამამშვიდა-თუ არ მიწყენთ ერთ რამეს გკითხავთ,-ეჭვნარევი ხმით და ცნობისმოყვარედ მომიგო -გისმენთ! -რატომ ეხმარებით მალენას?-ვიცოდი რომ ამას მკითხავდა და ჩამეცინა -რა გითხრათ,აბა?-ეშმაკურად შევხედე-მინდა და ვეხმარები,ადამიანური თანაგრძნობის გამოხატვის ერთერთი ფორმაა,-თვალი ჩავუკარი და ფეხზე წამოვდექი-თანხა დაწერეთ რომ გადავიხადო და წავალ,აქ ყოფნა არც თუ სასიამოვნოა -როგორც გენებოთ,-სწრაფად დაწერა ოდენობა და ფურცელი მომაწოდა-არაფერს ვეტყვი,მაგრამ რომ მითხავს როგორ დაიფარა მისი ვალები რა ვუპასუხო? -მაგაზე მე ვიზრუნებ,-დავამშვიდე და სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი კაბინეტიდან. სალაროსთან მივედი და პირდაპირ ექიმის ფურცელი გავუწოდე,იქ ყველა საჭირო მასალა ეწერა.ჩლუნგებისთვის.ფული გადავიხადე ქვითარიც გამოვართვი და კმაყოფილი წამოვედი. მთელი გზა მალენას სახეს წარმოვიდგენდი,როგორი ბედნიერი იქნებოდა,როცა გაიგებდა,ვიღაცამ ფული გადაუხადა და დედამისი მკურნალობას შეძლებს.ღმერთო,საშინლად მსიამოვნებს მისი დახმარება,ასეთი რამ შეიძლება? ცუდად ვხდები მის ტკივილს რომ ვხედავ. განა რას წარმოადგენს,მაგრამ თუკი შემიძლია დავეხმარო მას,როგორც რიგით ადამიანს,რატომ არ უნდა გავაკეთო ეს?. . . ვალდებულებაა ჩემი საქციელი და არანაირ გრძნობებს არ ემყარება.იმდენად გადავერთე მალენას ამბებში სიგარეტის ყიდვაც დამავიწყდა და გარეთ ყოფნაც კარგახანს მომიწია,ისე რომ სახლში მისულს ზიზი არა,მაგრამ ვრცელი ტექსტი დამხვდა კარზე მიკრული.ათასი უწმაწური სიტყვით შემამკო და ბოლოში მომიბოდიშა,განა სიტყვების გამო.იმის გამო რომ ჩემთან დაკარგა ნახევარი საღამო.მშვიდად გავიშოტე დივანზე და ქშენა ამოვუშვი.ფეხები ერთმანეთზე გადავაჯვარედინე და ხელებიც თავქვეშ ამოვიდე.ხანდახან რა ტკბილია მარტოობა.გული სულ არ დამწყდა ზიზი რომ არ დამხვდა,პირიქით შვებით ამოვისუნთქე.ქალის ხილვა სახლში მეტად მიმძიმებს ატმოსფეროს და სიდამპლის სუნი იმდენად ჯდება ყველა წერტილში რომ ცხვირის ნესტოებზეც ვგრძნობ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.