შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღირსების საფასური ( 11 )


30-03-2016, 13:30
ავტორი ლილიანა
ნანახია 5 217

_ ჰოდა მაგას ვუყუროთ_ ფკეშკა ტელევიზორში შეაერთა,პულტს ხელი დაავლო და მეუღლის გვერდით მოკალათდა_ შრეკი და ფიონა არ გვინდა,ისედაც ხშირად ვიყურებით სარკეში_ ლიკას ეშმაკურად გაუღიმა თვალი ჩაუკრა და დაბნეულ ცოლს ლოყაზე მადიანად აკოცა.
ქალი უცებ გაიყინა,თვალები საოცრად მეტყველი და დაბნეული გაუხდა,წამში გაიმართა მხრებში და ქმარს გახედა ,თუმცა ის მისი მიმართულებით აღარ იყურებოდა,ეკრანზე სასურველ ფილმს ეძებდა.
_ ეს რა იყო?_ მხრები აიჩეჩა და ცნობისმოყვარე თვალებით,მკაცრი ხმის ტონით დემნასკენ შებრუნდა.
_ რა?_ წარბები მაღლა აზიდა და გაიკვირვა ,თუმცა ტუჩის კუთხეში მაინც შეეპარა ღიმილი.
_ რატომ მაკოცე?
_ მეგონა პრინცესად გადაიქცეოდი ,მაგრამ ….._ ცხვირი სასაცილოდ აპრიხა.
_ ვირო_ მიხვდა,რომ ეხუმრებოდა ,მაგრამ მაინ გაიბუსა.
_ ჩემი ბრალია ,ჯერ ხომ 12 საათი არ შესრულებულა,ვიჩქარე,არაუშავს სამ საათში გამოვასწორებ_ისეთი დამაჯერებელი ხმის ტონი და კმაყოფილი მზერა ჰქონდა ლიკამ გაბრაზების ნაცვლად სიცილი ატეხა.
_ არ მაპატიო ახლა ერთი შეცდომა_ ცხვირზე მსუბუქად გაკრა საჩვენებელი თითი.
_ როგორ ძალიან გინდა პრინცესა გავხდე_ ტუჩები ეშმაკურად ააცმაცუნა და თაფლისფერი თვალები მოჭუტა,სადაც უკვე ჭინკები დახტუნავდნენ.
_ პრინცესა მყავხარ უკვე,მე პროცესი მხიბლავს_ სერიოზული ხმით ჩაილაპარაკა და მისი სიტყვის დასტურად თავი გვერდულად დაუკრა,თან ღილაკს დააწვა და ფილმი ჩართო.
_ ნანახი გაქვს?_ აღარ გაამახვილა მის სიტყვებზე ყურადღება,თუმცა გულწრფელი კომპლიმენტი უზომოდ ესიამოვნა.
_ მოგეწონება_ თქვა და ზურგს უკან კომფორტულად მოიწყო ბალიში და მიეყრდნო.
არცერთს აღარ ამოუღია ხმა ფილმის დამთავრებამდე.ბევრი იცინეს,იყო ისეთი რომანტიული თუ პიკანტური მომენტები,როცა დაიძაბნენ,თუმცა საბოლოოდ ფილმით თუ ტორტით ორივენი კმაყოფილები დარჩნენ.
_ მართლაც კარგი ფილმი იყო ,მადლობა_ ემოციებით სავსეს თვალები უბრწყინავდა.
_ რას იტყვი ხვალაც ვუყუროთ რამეს?_ ლიკას რეაქციით გათამამებულმა მორიგი ნაბიჯი გადადგა.
_ სიამოვნებით_ საბანში ბეჭებამდე ჩაძვრა და კომფორტულად მოეწყო_ ძილინებისა.
_ ძილინებისა _ პასუხი დაუბრუნა და თავადაც ჩასრიალდა ქვემოთ.
ერთმანეთისაგან გარკვეულ დინსტანციას იკავებდნენ,მაგრამ სხეულისა და სულის სიმხურვალე მაინც აღწევდა საპირისპირო მიმართულებით.
ლიკა პირველად იყოფდა მამაკაცთან სარეცელს,დემნა კი პირველად იევა ქალთან,რომელსაც მისი ცოლი ერქვა და სულერთი არ იყო მისთვის,ან უფრო მეტიც.
თითქოს,რაღაც გაახსენდაო მკვეთრი მოძრაობით საბნიდან მარჯვენა ამოაცურა და მაჯაზე მორგებულ საათს დახედა,მერე კი ზურგშექცევით მწოლიარე ლიკასკენ იცვალა გვერდი და მხარზე ფრთხილად შეახო ხელი.
_ გძინავს?
_ არა_ უპასუხა,ცალ ხელს დაეყრდნო და მისკენ გადაბრუნდა.
დემნა თითქოს მის პასუხს ელოდებოდა სწრაფი მოძრაობით მისკენ მიიწია და ტუჩებზე ნაზად აკოცა,მხოლოდ ერთხელ,ერთი შეხებით ,თუმცა იმდენად სასურველი და ტკბილი იყო ეს შეხება,რომ განცალკავება აღარ სურდა,ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი და თვალები უფრო მოჭუტა,თითქოს შეგრძნების და სიტკბოების სამუდამოდ გონებაში ჩამახსოვრება სურდა.არანაკლებ დაბნეული და აფორიაქებული იყო ქალიც,თვალებდაჭყეტილს და სუნთქვაშეკრულს სურდა მისთვის ხელი ეკრა,ან თავი გაეწია,ან თუნდაც დაეყვირა მაგრამ,არ შეეძლო ,ან ვერ,ან კი მაგრამ არ იქცეოდა ასე.თითქოს პარალიზებული გახდა ამ შეხებით,გრძნობდა,რომ ამ შეხებამ მის ძარღვებში სისხლი უფრო ხმაურით და სისწრაფით აამოძრავა და თუ ამ ყველაფერს არ შეწყვიტანდა ტვინის შერყევასთან ერთად გულის ინფაქტსაც დაიმართებდა.
ხელით მსუბუქად მიაწვა მის მკერდს,იგრძნო თუ როგორი სისწრაფით ცემდა დემნას გული,ეს უკანასკნელიც გამოერკვა,თვალები გაახილა და ჩაახველა.
_ 12 საათია უკვე_ სცადა მისი საქციელიზ ლოგიკური ახსნა ეპოვნა,მაგრამ ორივეს თვალებში იკითხებოდა,რომ ეს აბსურსული ახსნა იყო იმისა,რაც ორივეს ასე აღელვებდა და გულს უჩქარებდა.
_ შენ….შენ….შენ..._ საჭირო სიტყვებს თავი ვერ მოუყარა.
_ ახლა ნამდვილი პრინცესა ხარ_ ისევ მისკენ მიიწია და ცხვირზე ნაზად აკოცა.
_ შენ სარგებლობ ჩემი ავადმყოფობით_ მთელი სხეული ვნებისგან და ემოციებისგან ისე ჰქონდა გაბრუებული,რომ იმის თავიც კი არ ჰქონდა,თუნდაც ამ დროს სურვილი გასჩენოდა ასეთი სითამამისთვის სილა გაეწნა მისთვის_ გადადი.
_ სად?
_ საწოლიდან გადადი,თორემ მე გადავალ.
_ მაგდებ?_ ასეთ გაგრძელებას ნამდვილად არ ელოდა.
_ დაიმსახურე.
_ და კიდევ მე ვსარგებლობ შენი ავადმყოფობით?კარგი გადავალ_თავის წილს ბალიშს ხელი დაავლო და დივანზე გაიშოტა.
ლიკამ კმაყოფილების ნიშნად ჩაიფხუკუნა და საწოლში მარტოდ დარჩენილმა კომფორტულად მოეწყო და ძილს მიეცა.
დილით თვალი,რომ გაახილა დემეტრე უკვე წასული დახვდა,გული დაწყდა,ვერ ხვდებოდა კონკრეტულად რაზე მაგრამ უმისობამ ოთახში გული დაწყვიტა,თუმცა,რომ სცოდნიდა წასვლის წინ,როგორ ნაზად აკოცა კიდევ ერთხელ მძინარეს ქმარმა ტუჩებში ნამდვილად აღარ ექნებოდა სინანულის გრძნობა.
დალი ჩვეულებისამებრ დილის 10 საათზე მის ოთახში იყო.მოაწესრიგა,აჭამა და წამლებიც დაალევინა.
პირველი სრულდებოდა მირზამ,რომ დარეკა.
_ როგორ ხარ მა?_ მაშინვე გამოუკეთდა ხასიათი.
_ კარგად ჩემო გოგო,ორი დღეა შენი ხმა არ გამიგია და მომენატრე_ საოცარი სითბო იღვრებოდა მის ხმაში.
_ მეც მომენატრე მა,ამ თვის ბოლოს აუცილებლად ჩამოვალ და გნახავ_ მშობლის სითბომ და ხმამ ხასიათზე მოიყვანა და გამოაფხიზლა.
_ ჰო ვიცი ჩემო გოგო დემნამ მითხრა,დილის მერე ბექასთან ერთად აქ არიან ჩვენს საწარმოში.
_ მანდ?_ გაიკვირვა_ არაფერი უთქვამს,რას აკეთებენ?
_ კი ვიცოდი შვილო,რომ დემეტრე ღირსეული ადამიანი იყო მაგრამ დღეს მოლოდინს გადააჭარბა.
_ რა მოხდა?_ ხმაში მოუთმენლობა დაეტყო.
_ გენერალური დორექტორი ისევ მე ვარ შვილო,დემნამ მხოლოდ მეწილე ვიქნები,შენ კი უხელმძღანელე ძველებურად,მხოლოდ შემომთავაზა,რომ მის წარმომადგენლად ბექას დატოვებდა და თუ წინააღმდეგი არ ვიქნებოდი ჩემი დამხმარე ყოფილიყო,რათქმაუნდა არ ვარ,მოვლენების ასეთ განვითარებას ვერც კი წარმოვიდგენდი ერთი თვის წინ_ ხმა კიდევ უფრო თბილი და დამაჯერებელი გაუხდა_შვილო ეს ბიჭი სასწაულია,გაუფრთხილდი.
_ კარგი მამა_ დაბნეულმა ჩასძახა და ტელეფონი გათიშა.
დემნა ყოველდღიურად უფრო და უფრო აოცებდა მისი საქციელით თუ გადაწყვეტილებით.ერთი მომენტი იფიქრა დავურეკავ და მადლობას ვეტყვიო,თუმცა კვლავ გადაიფიქრა და მის პირველ ნაბიჯს დაელოდა.
საღამოსკენ ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა,დემნა რეკავდა.
_ გისმენ_ თვალებ დახუჭულმა უპასუხა.
_ ხომ არ გაგაღვიძე?_ მზრუნველად ჰკითხა.
_ არაუშავს დრო იყო უკვე_ ამჯერზე უფრო. გამოცოცხლებულმა უპასუხა.
_ ლიკუნა_ პირველად დაუძახა ასე_ დღეს ვერ დავბრუნდები სახლში,მე და ბექას რამოდენიმე საქმე დაგვრჩა მოსაწესრიგებელი,ხვალ ამ დროს უკვე მანდ ვიქნები.
_ არ მოხვალ?_ მის ხმაში სინანული და შიში იგრძნობოდა.
_ არ ინერვიულო ხვალ ამ დროს შენთან ვიქნები შოკოლადის დიდი ტორტით…..გკოცნი_ თქვა და ცოლის პასუხს აღარ დალოდებია მაშინვე გათიშა.
ლიკამ გაოცებულმა ტელეფონს დახედა,მერე კი გაეღიმა დემეტრეს სიტყვებზე.შინაგანად აფორიაქდა ,რომ მის გარეშე იქნებოდა.თითწოს უკვე მიეჩვია მის არსებობას მის ყოველდღიურობაში,მის ყოფნას საერთო საძინებელში და უკვე საწოლშიც,მიუხედავად იმისა,რომ გააგდო.
ძალაგამოცლილმა უხასიათოდ მიადგო ტუმბოზე ტელეფონი და ტელევიზორის პულტს დაწვდა და არხებს ჩამოყვა,არაფრის ხალისი და ინტერესი ჰქონდა.მიხვდა,იგრძნო,რომ ამას დემნასთან ერთობლიობაში უფრო მეტი გემო და ხალისი აწვს ვიდრე ცალკე.პულტიც ტელეფონის გზას გაუყენა და ბალიშს თვალდახუჭული მიაწვა.
კარზე კაკუნმა გამოარკვია ფიქრებიან.
_ შეიძლება ქალბატონო ლიკა?_ ნახევრად ღია კარიდან სანდომიანად იღიმოდა თეონა,ეს გოგო პირველივე დღიდან მოსწონდა ლიკას.
_ მოდი თეო,მოდი და გთხოვ,როცა მელაპარაკები ქალბატონო გამოაკელი_ გაუღიმა და ხელით ანიშნა შემოსულიყო.
_ბატონმა დემეტრემ გამაფრთხილა ,რომ ასე მომემართა_ მორცხვად ჩაილაპარაკა და მითითებულ სავარძელზე მოკალათდა.
_ მოდი მოვრიგდეთ,ის ბატონი დემეტრე იყოს მე კი უბრალოდ ლიკა,კარგი?_ მისკენ გადაიხარა და თითებზე ნაზად მოუჭირა ხელები.
_ კარგი…..ლიკა
_ აბა რამ შეგაწუხა,რატომ ამოხვედი?
_ ბატონმა დემეტრემ დამირეკა დღეს ვერ ვახერხებ დაბრუნებას და ლიკასთან დარჩი მარტო,რომ არ იყოსო.
_ ჩემთან უნდა დაიძინო?
_ ასე მთხოვა.
_ ოხ დემნა,დემნა_ გულიანად გაეცინა ქმრის მზრუნველობაზე_ მერე შენებმა იციან აწ ,რომ უნდა დარჩე?
_ კი ბატონ დემეტრეს დაურეკავს და უთხოვია მამასთვის,მამას ისე უყვარს ,რომ უარს სიცოცხლეზეც კი არ ეტყვის_ ბოლოს სიტყვები საოცარი სიამაყით თქვა.აშკარად ძალიან უყვარდათ ამ სახლში და ამ სოფელში დემნა.
_ კარგი თეო,ცოტა არაკომფორტულია მაგრამ აი იმ დივანზე მოგიწევს ძილი,ახალი თეთრეული კარადის მეორე უჯრაშია,ჯერ ხომ არ გეძინება?
_ არა
_ მაშინ მოდი აქ წამოწექი ჩემს გვერდით და რამე ფილს ვუყუროთ
_ სიამოვნებით.
თერთმეტი სრულდებოდა ფილმი,რომ მორჩა,თეომ ლოგინი გაიშალა და დაიძინა,ლიკაც თითქმის ძილბურანში იყო ტელეფონზე მესიჯის ხმამ,რომ შეაფხიზლა.
_ ძილინებისა პრინცესა_ დემნა იყო.საოცრად ესიამოვნა ეს ყურადღება,გაეღიმა,თუმცა პასუხი არ დაუბრუნა.
დილიდან ჩვეული რუტინა დაიწყო,აბაზანა,ჩაცმა,ჭამა,წამლები.ლიკა წამდაუწუმ ტელეფონზე იყურებოდა,საკუთარ თავთან აღიარევა უჭირდა მაგრამ ქმრის ზარს ან მესიჯს ელოდა მთელი დღე,თუმცა ისე დაღამდა არხ მოუწერია და არც დაურეკავს.ხასიათს ამინდიც უფუჭებდა,გარეთ საშინლად წვიმდა და ქარი იყო.
_ აბა შოკოლადის ტორტი ვის უნდა?_ მოულოდნელად შემოაღო საძინებლის კარი დემეტრემ ხელში ტორტის ყუთით მომარჯვებულმა,ცოლის გახარებული და ანთებული თვალები,რომ დაინახა გააგრძელა_ ა,არავის უნდა? კარგი მაშინ დაბლა ჩავიტან ისევ_ თქვა და შებრუნდა
_ რას აკეთებ? მინდა,მინდა_ პატარა ბავშვივით აცქმუტდა და ხელები კოლოფისკენ გაიწოდა.
ტორტი პატარა მაგიდაზე დადო,დიდი ნაჭერი ჩამოჭრა და ლიკას თეფშით მიაწოდა.
თეფში კალთაში ჩაიდო და სანუკრავ ნუგბარს ხვავრიელად მოუსვა კოვზი,ლუკმა პირში ჩაიდო და ნეტარებისაგან თვალები მილულა.
_ აბა როგორ ხარ?_ ბედნიერი თვალს არ აცილებდა გახარებულ ცოლს.
_ არაჩვეულებრივად_,შენ არ გინდა?
_ მინდა...მაგრამ მეორე თეფშის ამოტანა დამავიწყდა_ აშკარად იტყუებოდა.
_ ჩემი თეფშიდან შეჭამ?
_ შენი ხელითაც…..სიამოვნებით_ მის წინ ჩამოჯდა საწოლზე.
ლიკამ უხმოდ გაუწოდა ტორტის დიდი ლუკმა კოვზით.ერთი ლუკმა დემნასი იყო ერთიც ლიკასი,მთელი თეფში ისე გაათავეს,რომ ერთმანეთსათვის თვალი არ მოუცილებიათ და ხმაც არ ამოუღიათ.
_ ლიკუნა დღეს ძალიან დაღლილი ვარ,მოდი დავიძინებ და ფილმს ხვაკ დილით ვუყუროთ,ხვალ არსად მივდივარ,სულ აქ ვიქნები შენთან_ სუფთა თეთრეულს ხელკ დაავლო და დივნისკენ წავიდა.
_ კარგი_ მშვიდად ჩაილაპარაკა,ერთ მხირვ ესიამოვნა,რომ დემნას მისი შენიშვნა ახსოვდა,მაგრამ მეორე მხრივ სიცარიელე იგრძნო,რატომღაც ეგონა,რომ მის გვერდით დაიძინებდა.ხმამაღლა კი არაფერი უთქვამს,საბანში გაეხვია და თვალი ფანჯრის მინაზე მოთამაშე წვიმის წვეთებს გაუშტერა.
როდის,როდის ჩაეძინა,თუმცა არა დიდი ხნით,მალე გაისმა,სადღაც ძლიერი მეხის ხმა და ფანჯრებში ელვის შუქმა შემოანათა.ლიკა შეხტა,ცივმა ოფლმა დაასხა,საბანი მუჭში მოიმწყვდია და დაფეთებულს ცრემლები მისდაუკითხავად ნიაღვარად დაედინა ლოყებზე.
აკანკალებულს მხოლოდ თვალებიღა უჩანდა და იმის გამბედაობახ კი არ ეყო,რომ დემნასთვის შველა ეთხოვა.მაგრამ ეს არც დასჭირდა,მაშინვე იგრძნო ძლიერი და თბილი ხელების შეხება მის მხრებსა თუ მუცელზე,მთელი სხეულით მიიკრა მკერდზე და ყურთან ახლოს ჩასჩურჩულა:
_ნუ გეშინია შენთან ვარ,ნუ გეშინია_ მთელი ძალით იკვარდა გულში და ყვრიმალებს უკოცნიდა.
აკანკალებული და შეშინებული ქალი სწრაფად შებრუნდა მისკენ და სხეულზე მჭიდროდ შემოხვია მისი სუსტი ხელები,სახე მის ყელში ჩარგო და ასლუკუნდა:
_ მეშინია დემნა,მეშინია.
_ აქ ვარ,დამშვიდდი აქ ვარ.
მასზე მოწებებულ ქალს სახეს უკოცნიდა და მის მკლავებში მონდომებით იფარავდა



№1 სტუმარი xatia

ai ar vici ra vtqvaaa dzaliann momeewoonaaa.dzaann sayvarlebi ariannn..

 


№2  offline მოდერი ლილიანა

xatia
ai ar vici ra vtqvaaa dzaliann momeewoonaaa.dzaann sayvarlebi ariannn..

love love love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი Gone With Dreams

დავტკბიიი ^____^ ძალიან კარგი ხარ <3
--------------------
...

 


№4 სტუმარი likuna

uh,ra tbili tavi iyo, davtkbi<3 imedia momdevno tavi male iqneba <3

 


№5  offline მოდერი ლილიანა

[quote=Gone With Dreams]დავტკბიიი ^____^ ძალიან კარგი ხარ <3[/quote]
გაამოს ❤[quote=likuna]uh,ra tbili tavi iyo, davtkbi<3 imedia momdevno tavi male iqneba <3[/quoteშეგერგოს ❤იმედია მალე❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№6 სტუმარი Black

Ip ip ra kai iyo!<3magari xar avtor:Dveli shemdeg tavs

 


№7  offline მოდერი ლილიანა

Black
Ip ip ra kai iyo!<3magari xar avtor:Dveli shemdeg tavs

მიხარია love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№8  offline წევრი NA NO

ძალიან კარგი იყოოო არ დააგვიანო რა :*

 


№9 სტუმარი მის

ნუ საოცარი ხარ,გული გამითბა,

 


№10  offline აქტიური მკითხველი lalita

ასე რა დაწყნარე ეგენი და დატკბე.

 


№11  offline მოდერი ლილიანა

makaterine
ძალიან კარგი იყოოო არ დააგვიანო რა :*

ვცდილობ ❤
მის
ნუ საოცარი ხარ,გული გამითბა,

გაამოს❤
lalita
ასე რა დაწყნარე ეგენი და დატკბე.

აუცილებლად ❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№12  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ვაიმე ისე დავთკბი ისე დავტკბი მგონი დიაბეტი ავიკიდე... ძალიან მაგარი იყო დემნა არის ძალიან მაგარი კაცი... მართალია მთლად უჩა ვერაა მაგრამ ესეც ძაან მაგარი ტიპია... შენ კიდევ შოკოლადი და მარმელადი ხარ...

 


№13  offline აქტიური მკითხველი aanamaria

[/quote]რა აკრგი თავი იყო [quote]

 


№14  offline მოდერი ლილიანა

უცნობი ქ
ვაიმე ისე დავთკბი ისე დავტკბი მგონი დიაბეტი ავიკიდე... ძალიან მაგარი იყო დემნა არის ძალიან მაგარი კაცი... მართალია მთლად უჩა ვერაა მაგრამ ესეც ძაან მაგარი ტიპია... შენ კიდევ შოკოლადი და მარმელადი ხარ...

კი უჩა სხვა ტიპაჟი იყო,ეს ცოტა მორიდებული ცოტაც მიუხვედრელი :-) გენაცვალდ მიხარია თუ ასეთი დადებითი ემოციებით გავსებ ❤❤❤

aanamaria
რა აკრგი თავი იყო

--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№15  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Au ra Kaia raaaa

 


№16 სტუმარი Teo..

Vaime rakargia!!!! Gtxov male Dade ra axali tavi.shen ki dzalian nijieri xar.warmatebebi...

 


№17  offline მოდერი ლილიანა

Teo..
Vaime rakargia!!!! Gtxov male Dade ra axali tavi.shen ki dzalian nijieri xar.warmatebebi...

Madloba ❤❤❤❤❤❤❤vecdebi

ანი ანი
Au ra Kaia raaaa

❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№18  offline წევრი gvanciii kereselidze

Au ra kargi iyoo <3
--------------------
G.ke

 


№19  offline მოდერი Maiaabuladze

შენ ხარ დღეს ჩემი პოზიტივი ❤❤ გამამხიარულებელი ძალა ❤❤ აი დემნაზე კი შეყვარებული ვარ ❤

 


№20  offline მოდერი ლილიანა

gvanciii kereselidze
Au ra kargi iyoo <3

❤❤❤❤
Maiaabuladze
შენ ხარ დღეს ჩემი პოზიტივი ❤❤ გამამხიარულებელი ძალა ❤❤ აი დემნაზე კი შეყვარებული ვარ ❤

გაამოს ❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№21  offline წევრი kora

ლილი, ჩემო ტკბილი გოგო, ჩემს არ ყოფნაში აქ როგორ დამტკბარა ვითარება. სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა, თუმცა ველოდი კიდევაც, შენს ხელში განა შეიძლებოდა ამ გადარეულებს არ შეყვარებოდათ ერთმანეთი?! ისეთი თბილი 3 თავი წავიკითხე, თან ერთიანად, რომ სიყვარულით გავთბი love
პ.ს. ძალიან მომენატრე ამ ხნის მანძილზე, მაკლდა შენი ისტორიებიდან გადმომავალი სითბო love
--------------------
kira.G

 


№22  offline მოდერი ლილიანა

kora
ლილი, ჩემო ტკბილი გოგო, ჩემს არ ყოფნაში აქ როგორ დამტკბარა ვითარება. სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა, თუმცა ველოდი კიდევაც, შენს ხელში განა შეიძლებოდა ამ გადარეულებს არ შეყვარებოდათ ერთმანეთი?! ისეთი თბილი 3 თავი წავიკითხე, თან ერთიანად, რომ სიყვარულით გავთბი love
პ.ს. ძალიან მომენატრე ამ ხნის მანძილზე, მაკლდა შენი ისტორიებიდან გადმომავალი სითბო love

გენაცვალე ❤❤❤❤❤❤ სულ პოზიტივი ❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№23  offline წევრი Diosa Dela Tristeza

რა ვუყო ამ თვალებს,რომ ამეკრძალა ყველანაირი კომპიუტერიი დაა კითხვაა.დავრჩი ცხვირზე დაკოსებული სათვალით, მაგრამ მე არ შემიძლია ამ მოთხრობების გარეშეე!!!
რა ვთქვა ჩემი ცენტრალური გათბობაც ხარ ჩემი მზეც სინათლეც სითბოც ყველაფერიიი როგორ მათბობ ხოლმეე❤❤❤
აუუ ის შოკოლადის ტორტი მეც კი მომინდა :( :დ
წავედი ახლა თორე ამეწვა თვალებიი :(((

 


№24  offline მოდერი ლილიანა

gvanciko_gvancunia
რა ვუყო ამ თვალებს,რომ ამეკრძალა ყველანაირი კომპიუტერიი დაა კითხვაა.დავრჩი ცხვირზე დაკოსებული სათვალით, მაგრამ მე არ შემიძლია ამ მოთხრობების გარეშეე!!!
რა ვთქვა ჩემი ცენტრალური გათბობაც ხარ ჩემი მზეც სინათლეც სითბოც ყველაფერიიი როგორ მათბობ ხოლმეე❤❤❤
აუუ ის შოკოლადის ტორტი მეც კი მომინდა :( :დ
წავედი ახლა თორე ამეწვა თვალებიი :(((

გენაცვალე,მიხედე ჯამრთელობას,ჩვენ აქ ვართ დაგელოდებით❤❤❤ ტორტი მეც ძალიან მიყვატს❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№25 სტუმარი პატარა

დღეს ,გვიან ღამით რომ დავბრუნდები სახლში, დაღლილ-დაქანცული, ენერგია გამოცლილი,ნევრებდაწყვეტილი.. რომ გავხედავ და სასურველს წავკრავ თვალს ;) ეგრევე რომ გადამივლის ეს ყველაფერი,კმაყოფილი ღიმილი მომეფინება სახეზე და ენდორფინების მოზღვავება ცმუკვას დამაწყებინებს ^_^ ♡♡♡ :-D:-D... კიდევ გავაგრძელო ოცნება და თუ დავეშვა მიწაზე და ფსიქოლოგიურად მოვემზადო ,რომ ასე დასტრესილს მომიწევს დაძინება :O ???
პ.ს სავარაუდოდ ,მშიერიც ვიქნები და ამ ჯერზე მარწყვის ტორტი გამისწორდება მააგრად ;) ^_^ ♡♡♡ :-D:-D:-D:-D:-D :* :*

 


№26  offline მოდერი bibo

vaime vgijdebi am bichze me es iseti saswauli bichia guls baga bugi daga dugi chaqa chuqi gaq rato simon aseti kai vax :*****vapren amatze datba qalbatoniii sad shemilia amdeni romanwika am guls isedac errt dzapze maq darchenili:*****ux chemo mchado da yveloo saswauli xar ragac tavi saocreba iyo chemo elarjinio.da veli udides tavss udzaliandsad male chemo gebjaliaav ux vapren me shenze da kido warmatebebiii da umalesad veli kaloche axal udidesze tavs chemo xarchov da daxrukulo kartopilo to :D :D atmis bususo da aluchis kurkav :p sazamtros wvenooo da mdnaro yvelo:*****

 


№27  offline მოდერი ლილიანა

პატარა
დღეს ,გვიან ღამით რომ დავბრუნდები სახლში, დაღლილ-დაქანცული, ენერგია გამოცლილი,ნევრებდაწყვეტილი.. რომ გავხედავ და სასურველს წავკრავ თვალს ;) ეგრევე რომ გადამივლის ეს ყველაფერი,კმაყოფილი ღიმილი მომეფინება სახეზე და ენდორფინების მოზღვავება ცმუკვას დამაწყებინებს ^_^ ♡♡♡ :-D:-D... კიდევ გავაგრძელო ოცნება და თუ დავეშვა მიწაზე და ფსიქოლოგიურად მოვემზადო ,რომ ასე დასტრესილს მომიწევს დაძინება :O ???
პ.ს სავარაუდოდ ,მშიერიც ვიქნები და ამ ჯერზე მარწყვის ტორტი გამისწორდება მააგრად ;) ^_^ ♡♡♡ :-D:-D:-D:-D:-D :* :*

ისე ტრაგიზმით დამიხატე შენი ყოველდღიური რუტინა,რომ კი ამიჩუყდა გული ❤მაგრამ რა გიყო,❤ ამ ჯერზე მაპატიე
bibo
vaime vgijdebi am bichze me es iseti saswauli bichia guls baga bugi daga dugi chaqa chuqi gaq rato simon aseti kai vax :*****vapren amatze datba qalbatoniii sad shemilia amdeni romanwika am guls isedac errt dzapze maq darchenili:*****ux chemo mchado da yveloo saswauli xar ragac tavi saocreba iyo chemo elarjinio.da veli udides tavss udzaliandsad male chemo gebjaliaav ux vapren me shenze da kido warmatebebiii da umalesad veli kaloche axal udidesze tavs chemo xarchov da daxrukulo kartopilo to :D :D atmis bususo da aluchis kurkav :p sazamtros wvenooo da mdnaro yvelo:*****

ვენაცვალე შენი ფანტაზიის უნარს ❤❤❤❤❤
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№28 სტუმარი ჰიუ

აა,ძმაო,ხელები ამიწევია :ooo მითხარით რა გავაკეთო,რომ ავტორმა დადოს ახალი თავი?! :oo :-( :-( :'( :'( :'( :'( :'( :-(:-(:-(:-(:'(:'(:'(:-(:-(:'(:'(:-(:'(

 


№29  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

რა შოკოლადის ტორტივით თავი იყო.გრუხუნის და ელვის მეც მეშინია და იმედია ჩემი დემნა გამოჩნდება და ჩამიხუტებს მეც. :-D <3 <3 მალე დადე ახალი თავი რომ დავტკბე ღამით . ისე კარგად იკითხება არ მეყოოო. მალე მალე :-* :-*
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№30 სტუმარი მი

აუუ დადე რა დღეეს :'(:'(:'(:'( :'( :'( ♥♥♡♡♥♥ ^^^^^^)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent