შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა იქნებოდა თუ...(9 თავი)


30-03-2016, 16:38
ავტორი nasia
ნანახია 2 738

ლექსოს ოთახამდე ნინომ მიმაცილა ბარგი შიგნით შევიტანეთ და იქაურობა მოვათვალიერე
-კარგი ლალო,შენ დაისვენე მე გავალ-ოთახიდან გავიდა და კარიც გაიხურა.
მე კი აწ უკვე ჩემს ოთახში ვიდექი ლექსოს გემოვნებით კიდევ ერთხელ აღფრთოვანებული.ეს ბიჭი მართლაც ყოველ წამს მაოცებდა.ჩვენი საქმეც ისე უცებ მოაგვარა გაკვირვებული დავრჩი.ბარგის ამოლაგების თავი არ მქონდა,ჯერ ისევ სუსტად ვიყავი,ამიტომ საწოლზე წამოვწექი და ჩემთვის ფიქრი დავიწყე.მისი ოჯახის შემხედვარე მეც მომინდა ასეთი თბილი და მოსიყვარულე მშობლები,მინდოდა დედა ისევ ცოცხალი ყოფილიყო და ჩემი ძმა მენახა.ლექსოს აუცილებლად დაველაპარაკებოდი იმ თემაზე,რომ გიო მენახა.ფიქრებში გართულს ვერც კი გავიგე როგორ გაიღო კარი და ლექსო შემოვიდა
-მალე სავახშმოდ დავსხდებით და შენ თუ ისევ ცუდათ გრძნობ თავს,ვეტყვი აქ ამოგიტანონ-მითხრა ლექსომ და ჩემს გვერდით ჩამოჯდა
-არა,ჩამოსვლა შემიძლია,თან ისედაც მრცხვენია შენების და ასე ვერ ვიზამ
-ლალო,რამდენჯერ გითხრა,მე უკვე ყველაფერი მოვაგვარე და მაგაზა არ იფიქრო შენ
-ჩემს ძმას როდის ვნახავ?გთხოვ მომეცი ყფლება ვნახო-საცოდავი მავედრებელი მზერით გავხედე ლესოს და თან თვალებში ცრემლები ჩამიდგა
-მალე ნახავ გპირდები,ახლა წამო ქვემოთ ჩავიდეთ,დედას ჩვენთან დალაპარკება უნდა-მშვიდი ხმით მიტხრა,ხელი ჩამკიდა და ქვემოთ ჩავედით.
მისაღებ ოთახში მხოლოდ ნინო იჯდა და ტელევზორს უყურებდა,მე რომ დამინახა გაუხარდა პულტი ხელიდან გააგდო
-რა კარგია,რომ ჩამოხვედი,მოდი ჩემთან დაჯექი-გამიღიმა და ხელით თავის გვერძე მანიშნა.
-ნინა დედა და მამა სად არიან?-იკითხა ლექსომ
-ჩვენც მოვედით-კიბიდან დაიძახა ანამ და ჩვენსკენ წამოვიდა-ლექსო ქორწილის თემაზე მინდა გესაუბროთ,როდისთვის გეგმავთ?-კითხვა დაგვისვა დედამთილმა და ახლა სად წავსულიყავი აღარ ვიცოდი,ქორწილის გადახდაზე არასდროს მიოცნებია,ბავშვობაშიც არ მიყვარდა უზარმაზარი წვეულებები და თავშეყრის ადგილები,ყოველთვის ვერიდებოდი
-დედა ხო იცი არ მიყვარს ეგეთი რაღაცები,ქორწილს არ ვიხდით-მშვიდათ უთხრა ლექსომ დაპირველათ გამიხარდა ჩვენ გემოვნება ერთმანეთს,რომ ემთვეოდა ამ საკითში
-შენ შეიძლება არ გიყვარს, მაგრა ამ გოგოს რაღას ერჩი?-გაუბრაზდა ლექსოს და მერე მე შემომხედა
-არა ქალბატონო ანა,არც მე მიყვარს მსგავსი რაღაცები,ერთად გადავწყვიტეთ,რომ ქორწილს არ გადავიხდით-უხერხულად გავიღიიმე და „საყვარელ“ ქმარს გავხედე
-ესე ერთნაირები როგორ ხართ შვილო,ზუსტად ერთამნეთისთვის ხართ შექმნილები,კარგი ქორწილი არ გინდათ,მაგრამ ვიწრო წრეში წვეულებას მაინც გავმართავთ,ამაზე არც კი შემეწინააღმდეგოთ,სამი კვირის მერე ჩვენს ბაღში მოაწერეთ ხელი,ყველაფერს მე მოვაგვარებ,თქვენ არაფერზე შეწუხდებით-კატეგორიული ტონით ჩაილაპარაკა ლექსოს დედამ და ფეხზე წამოდგა-ახლა წამოდით,მოშიებული იქნები ალბათ.
ცოტა ხანში ბატონი დემეტრეც ჩამოვიდა და ყველამ ერთად თბილ გარემოში ვივახშმეთ,შემდეგ მე და ლექსო ოთახში ავედით
-წავალ ვიბანავებ და დავიძინებ,საშინლად დავიღალე-ჩემთვის ჩავილაპარაკე,ნივთები ავირე და სააბაზანოში შევედი.ცხელმა წყალმა დაღლილობა თითქმის სულ მომიხსნა,მაგრამ თვაი მაინც მტკიოდა.იმის გათვალისწინებით,რომ ტანსაცმელი ჩემი გემოვნებბით არ მიყიდია,საღამურებიც ასეთივე იყო,არ ვიცი ვინ შეარჩია ეს უმკლესი შორტი და ტოპი მაიკა,მაგრამ უხერხულობისგან,რომ დავიწვი ეგ კი ვიცი.
სააბაზანოდან,რომ გამოვედი ლექსო საწოლის ერთ მხარეს იყო წამოწოლილი და ტელეფონში იქექებოდა,როორც კი გამოვედი იმ წამსვ გამომხედა,ფეხიდან დაწყებული მთლიანად ამათვალიერა და ნერწყვი მძიმეთ გადაყლაპა,მის ამ საქციელზ გულში ჩამეღიმა.საწოლს მივუახლოვდი,საბანი ნელა გადმოვწიე და კომფორტულად მოვათავსე ფუმფულა საწოლზე თავი.
არ ვიცი როდის ჩამეძინა,ან ლექსო როდის დაწვა ლოგინში.ძილში კომფორტს მხოლოდ ვიღაცის დაჟინებული მზერა მირღვევდა,მაგრამ ყველაფრის მიუხედავათ მაინც ტკბილათ დამეძინა.
* * * * *
ჩემს ოთახში,რომავედით და ლალო სააბაზანოში შევიდა გადავწყვირე სიციალურ ქსელს ვსტუმრებოდი და ჩემს ფეისბუქ გვერდზე შევედი.უამრავი მონაწერი დამხვდა,ზოგი გოგოების იყო,ზოგი ძმაკაცების,მეკითხებოდნენ სად დავიკარგე.ტელეფონით გართულს ლალო სულ გადამავიწყდა მანამდე,სანამ მოკლე სექსუალური საცვლბით არ გამომეცხადა,ვატყობდი,რომ თავადაც რცხვენოდა და ლიკას გულში მადლობას ვუხდიდი ტანსაცმლის შერჩევაში დახმარებისთვის.ახლა მივხვდი,რომ ულამაზესი ცოლი მყავს და არასროს არავის მივცემ ჩვენი დაშორების უფლებას,მიუხედავათ ყველაფრისა მე მაინც ვიძიებ სურს ვანოს გამო,მაგრამ ლალო ცხოვრების ბოლომდე ჩემი ცოლი იქნება.
* * * * *
სამმა კვირამ მალე გაიარა,ჩემსა და ოჯახის წერვრებ შორის ურთიერთობა კი დღითიდღე თბებოდა.ყველას კარგათ გავუგე და არავისთან გამჭირვებია საერთო ენის გამონახვა.აი მე და ლექსოს ურთიერთობა კი უბრალოთ ერთმანეთისადმი პატივისცემით შემოიფარგლებოდა.მხოლოდ სხვებთან თუ მაკოცებდა ხოლმე ან ჩამეხუტებოდა,არ ვიცი რა შჭირს არა და ვგრძნობ,რომ ჩემს მიმართ მთლად გულგრილი არ არიას.მისი ძმის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და ახლა უფრო დიდი იმედით ელოდნენ მის გამოფხიზლებას.ამან მართალია ლექსო გაახარა მაგრამ მაინც აწუხებდა რაღაც,რის გაგებასაც ვერ ვახერხებდი.ხელის მოწერის საქმეებზე სულა ანა და ნინო დადიოდნენ,მე დიდათ არც ვინტერედებოდი მაგრამ უზრდელურათ,რომ არ გამომსვლოდა მაინც ვეხმარებოდი.ბევრი სტუმრის დაპატიჟებას არ ვაიპრებდთ მხოლოდ ახლო ნათესავები და მეგობრები იქნებოდნენ,რამაც ძალიან გამახარა.ამ დროის განმავლობაში გიოს ორჯერ ველაპარაკე ტელეფონით და ჩემი ამბები მოვუყევი,მან არ იცის,რომ მე ძალით ვთხოვდები,ჰგონია ლესოს მანამდეც ვინობდი და ერთმანეთი გვიყვარს.მართალია მთლად ბოლომდე არ დაუჯერებია ყველაფერი,მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ მისი ხმის გაგონება,რომ მოვახერხე.
ლიკა და ლევანიც საკმაოთ ხშირი სტუმრები ივენ ჩვენი და კარგათაც ვერთობოდით ერთად.მარი ჩემი მეჯვარე იქნებოდა და ისიც მოდიოდა ხოლმე.რომ გაიგო ჩემი ამბავი ძალიან გაუხარდა,მაგრამ მერე გაბრაზდა აქამდე,რატომ არმითხარიო.
კაბის შესარჩევათ მე მარი ლიკა და ნინო წავედით.დიდი საქორწილო კაბის ჩაცმა არ მინდოდა ვიწრო წრეში,ამიტომ ოდნავ ნავრისფერ სადა კაბაზე შეაჩერე არჩევანი.ლიკამ მოკლე წითელი ვიწრო კაბა იყიდა ნინამ და მარიმ კი ლურჯი და ვარდისფერი გაშვებული კაბები.მოკლეთ ყველანი კარათ გამოვიყურებოდით.
ხელ მოწერის დღეს ოჯახში ფუსფუსი იყო,ვინ სად გარბოდა და რას ეძებდა კაცმ არა იცოდა,მე ჩემს ოთახშ ვიყავი და გარს სტილისტები მეხვივნენ,ლექსო წინა დღეს გაუშვეს გოგოებმა ლევანთან.მაკიაჟს აქამდეც ვატარებდი,მაგრამ აქამდე არ დამჭირვებია,დღეს კი სარკეში,როცა ჩავიხედე ჩემი თავი ვერ ვიცანი,ჩემი თაფლისფერი თვალები და სპილენთისფერი მაღლა აწეული თმა,სილამაზისგან ერთიანად ანათენდა.არ ვიცი ასეთი რა ჯადოქარი ხელბი ჰქონდათ მაგრამ მეც და გოგოებიც ანგელოზებათ გადაგვაქციეს.
ოთახიდან,რომ გავედი და კიბეზე ჩაედი ყველამ ჩემსკენ ამოიხედა,მალევე წავაწყდი ლექსოს გაოცებულ და ვნებით სავსე თვალებს,თითქოს თვალებით ეუბნებოდა,რომ ვუყვარვარ და სიტყვები აღარც იყო საჭირო.კიბე ჩავიარე და ანა შემომეგება
-ულამაზესი ხარ ჩემო საყვარელო,შენნაირ რძალს ვერც კი ვინატრებდი-თბილათ გამიღიმა და გადამეხვია
-ძაიან დიდი მადლობა-ვუთხარი და მორცხვათ გავუღიმე
დავინეახე,როგორ მოდიოდა ჩემსკენ გაღიმებული სახით ლექო.ნელა მომიხლოვდა და ნაზათ შეეხო ჩემს ბაგეებს,შემდეგ კი ყურში ჩამჩურჩულა
-შეუდარებელი ხარ.
მისი ეს საქციელი უზომოთ გამიხარდა,მომწონდა მისი კოცნა და სითბო.
იმ დროს ნამდვილად არ მადარდებდა ამას ვინმეს დასანახად აკეთებდა თუ უბრალოდ თავისთვის.
-შენი ძმა აქ არის ლალო-მითხრა უეცრად და შევატყე როგორ დაიძაბა
-მართლა?სად არის?ლექსო ახლავე წამიყვანე მასთან გთხოვ-გახარებული თვალებით სევხედე და მანაც არ დააყოვნა,ხელი მომკიდა და ეზოში გამიყვანა,შემდეგ ჭიშკის გარეთაც გავედით და დავინახე მანქანასთან მდგარი ჩემი ძმა.იმ წუთას უზომოდ დიდ ბედნიერებას ვგრძნობდი,მისკენ გავიქეცი და მონატრებულ ძამიკოს ცავეხუტე
-გიო, როგორ მომენატრე ნეტა იცოდე-ვეხვეოდი და თან ვკოცნიდი
-მეც ძალიან მომენატრე ჩემო პატარა,ასე როგორ შეიძლებოდა,იცი რამდენი ვინერვიულე?-ხელები გამიშვა და ოდნავ გაბრაზებულმა შემომხედა
-ვიცი,რომ ინერვიულე,მეც ვდარდობდი შენზე,მაპატიე რა-ისევ მოვეხვიე და ცრემლები წამომივიდა
-ლალო მარტო ერთს გკითხავ,გიყვარს?მართლა გიყვარს ლექსო?იცოდე მხოლოდ ერთი შენი სიტყვა და აქედან ეხლავე წაგიყვან-სერიოზულათ თქვა და კარებთან მდგარ ლექსოს გახედა
-მართლა მიყვარს გიო,დედის სულს გეფიცები შემიყვარდა-ვტიროდი და ტან ვეუბნებოდი-გთხოვ მითხარი,რომ მისი ძმისთვის არაფერი დაგისავებია,არ მიდა,რომ მტრები იყოთ
-გეფიცები ჩემო ფერია,მე არაფერ შუაში ვარ,ახლა ინფორმაციას ვაგროვებ და ძალიან მალე დავუმტკიცებ,რომ მე უდანაშაულო ვარ-მისი სიტყვების გაგონებისთანავე დიდი შვება ვიგრძენი,თითქოს გულიდან ლოდი მომხსნესო,ახლა იმედი გამიჩნდა,რომ ყველაფერი დალაგდებოდა.
-ახლა უნდა წავიდე,აქ ვერ დავრჩები,შენ შედი და თავს გაუფრთხილდი,გახსოვდეს,რომ ძალიან მიყვარხარ
-იყავი რაა,ცოტა ხანს შემოდი გთხოვ
-არა ლალო ხომ იცი,არ შემიძლია,გპირდები მალე გნახავ.
-კარგი,იცოდე თავს გაუფრთხილდი-ვუთხარი და მაგრად მოვეხვიე,შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.მ კი ლექსოსკენ მივბრუნდი და მაგრათ ჩავეხუტე
-წამოდი შევიდეთ,მოსმართლე მოვიდოდა უკვე-ხელი გამიშვა შუბლზე მაკოცა და შიგნით შევედით.
ცერემონიამ მშვენივრათ ჩაიარა,არც ერთს არ გვიყოყმანია თანხმობის თქმის დროს,ახლა უკვე თამამად შემეძლო მეწოდებინა მისთვის ქმარი,მას კი ჩემთვის ცოლი.
ჩვენი კავშირის დამაგვირგვინებელი კოცნაც ძალზედ ტკბილი იყო.
მიუხედავათ განვითარებული მოვლენებისა,მაინც ბედნიერად ვგრძნობდი თავს.
ღამისკენ უკვე დაღლილობა ვიგრძენი და ერთი სული მქონდა დამეძინა,ლექსო თითქმის სულ ჩემს გვერდით იყო და არ მშორდებოდა,ცოტა ხანში ხელი მომკიდა და საცეკვაოთ გამიყვანა
-ახლა უკვე ჩემი ცოლი ხარ-ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში და კისერში მაკოცა,მე დავიბენი და გაკვირვებული თვალებით ავხედე
-ასე ნუ მიყურებ ლალო,არ ვიცი მომავალში რა მოხდება,მაგრამ უნდა გითხრა,რომ ჩემი გული სამუდამოთ შენ გეკუთვნის,თავდავიწყებით სემიყვარდი,პირველივე დანახვისას ვიგრძენი ჩვენს შორის უხილავი მუხტი და მერე მივხვდი,რომ ეს თურმე სიყვარულის ძაფი ყოფილა.მიყვარხარ და მინდა სამუდამოთ ჩემტან იყო-ვუსმენდი მის სიტყვებს და თავი სამოთხეში მეგონა,ვიცოდი,რომ ვუყვარდი,მაგრამ ამას ახლა თუ მეტყოდა ნამდვილად არ მეგონა.მეც გამბედაობა მოვიკრიფე და სიყავრულში გამოვუტყდი
-მეც მიყვარხარ ლექსო-ჩუმატ ვუთხარი და მის ბაგეებს წავეტანე,თავიდან გაუკვიდა,მაგრამ მერე ჩაიღიმა და თვითონაც ამყვა კოცნაში,შემდეგ ფრთხილად მომცილდა
-შენ ვერც კი წარმოიდგენ რა ბედნიერე ვარ ახლა,მინდა მთელმა სამყარომ გაიგოს
-უკვე ისედაც ყველამ იცის-ვუთხარი და გავიცინე.
ცეკვას,რომ მოვრჩით ლევანმა დაუძახა ცოტა ხანს გამოდიო,ლიკა კიდევ გერევე ჩემთან მოვარდა
-რაო დატკბით უკვე?-კეკლუცად გამიცინა და წარბები აათამაშა
-კარგი რა ლიკა,ნუ იცი ხოლმე ეგრე,ხო შევრიგდით-ვუთხარი და ეც მასთან ერთად გავიცინე,ამ დროს დავინახე სწაფი ნაბიჯით მომავალი ლექსო,რომელსაც უკან აფორიაქებული ლევანი მოყვებოდა
-ლალო სასწრრაფოდ სახში შევით-მკაცრად მითხრა და ხელით კარისკენ მიბიძგა
-რა მოხდა ლექსო?კარგათ ხარ?სახლში რატო მიშვებ?-გაოცებული ვეკითხებოდი,როდესაც ნაცნობი და საშინელი ხმა გაისმა
-ამას ვის ვხედავ,ლექსო და თავის საყვარელი ცოლი,ჰაჰა გილოცავთ გვრიტებო,თქვენთვის განსაკუთრებული საჩუქარი შევარჩიე-ზაზას აქ გამოჩენას ნამდვილად არ ველოდი,მისიხმის გაგონებისთანავე კანკალმა ამიტანა და ძაკიან შემეშინდა
-ზაზა ახლავე გაეთრიე აქედან თორემ გაგათრევენ-მკაცრად უთხრა ლექსომ და ლევანს ხელით ანიშნა დაცვისთვის დაეძახა
-არა ლექსუშ,ასე ვერ მომიშორებ,ყველამ უნდა მიიღოს ის რასაც იმსაახურებს, არა?ხო და არც შენ ხარ გამონკლისი-საშინლად ცივი ხმით ჩაილაპარაკა და იარაღი ამოიღო
-რის გაკეთებას აპირებ ზაზა,გონს მოდი-დაუღრიალა ლექსომ და მე ამომეფარა
-იმის რაც აქამდეც უნდა მექნა,რა გეგონა მამაჩემის აქიების გამისყიდვას გაპატიებდი?ჩემი ქონებს წართმევას არ შეგარჩენ-ისიც გამწარებული ყვიოდა
-რეებ ბოდავ?მე თუ არა სხვა გამოისყიდდა მაგ აქციებს მაინც,თანაც არავის კუთვნილება არ მიმითვისებია მე ისინი შევიძინე,ზაზა აქედან წადი სანამ ცუდი რა მომხდარა-ვერ მშვიდდებოდა ლექსო და ხმამაღლა ყვიროდა
-გეთანხმები,ცუდი რამ მოხდება,თანნაც ახლავე-სწრაფად ჩაილაპარაკა ზაზამ და იარაღი ამოიღო.
ყველაფერი ისე უცებ მოხდა,აღქმა მიჭირს.მინდოდა ლექსო გადამერჩინა,ამიტომ უკნიდან შემოვაბრუნე და ძირს დავვარდით ორივე.თუმცა ტყვია მხარში მომხვდა ლექსოს და ზემოდან დავეცი.ამასობაში დაცვამ ზაზას ესროლა და მანქანაში ჩატენეს,ხალხი გაოგნებული იყურებოდა,მახსოვს ლექსოს ყვირილი ჩემს კაბაზე სისხლის დანახვისას,ყველას შეშლილი სახე და ხმა რომელიც მთხოვდა მებრძოლა.
* * * * *
როდესაც დავინახეროგორ დაეცა ჩემს ზემოდან დაჭრილი ლალო,ლამის ჭკუიდან შევიშალე,ვერ დავუშვებდი ჩემს გამო მს რამე მოსვლოდა,გამწარებული ვყვიროდი და ვთხოვდი ებრძოლა
-ლალო გეხვეწები,გამოფხიზლდი გთხოვ არ მიმატოვო-ვემუდარებოდი და თან თმაზე ვეფერებოდი
-ვევან სასწრაფოდ მანქანა მოამზადე საავადმყოფოში მივდივართ-დაივირე და ჩემი საყვარელი ქალი ხელში ავიტაცე.მანქანაში ფრთხილად ჩავსვი და ჩემს მუხლებზე თავი დავადებინე,ვხედავდი მის სისხლიან სხეულს და გული მეკუმშებოდა
-ცოტა სწრაფად ლევან,ხომ ხედავ ცუდათაა-ისევ დაუყვირე ლევანს და გულში ჩავიკარი
-თითქმის მივედით ძმაო-მითხრა ლევანმა და გაზს მოუმატა.
საავადმყოფოში მიყვანისთანავე საკაცეზე დავაწვინეთ და საოპეაციოსკენ წავიყვანეთ,მინდოდა მეც დავსწრებოდი ოპერაცის მაგრამ ლადომ არ შემიშვა
-ლევან შენ ახლა ოპერაცის ვერ გაუკეთებ,საღ გონებაზე არ ხარ,შეიძლება მდგომარობა გაამწვავო
-რას მეუბნები ლადო,ქირურგი რისთვის ვარ საყვარელ ადამიანს თუ არ დაეხმარე?-გამწრებულმა დავუყვირე და კვლავ ვცდე შესვლა
-არა ლექსო,დაფიქრდი რას აკეთებ?
-ლადო იცოდე მიხედე და გადაარჩინე,შენს იმედზე ვარ-ცუმათ ვუთხარი და კარებს გავეცალე.
ცოტა ხანში მთელი ოჯახი საავადმყოფოში იყო,ნინო ტიროდა,ლიკა კიდევ საოპერაციოში შესასვლელად ემზადებოდა.დრო საშინლად გაიწელა და 3 საათი ისე გავიდა ვერც გავიგე,როცა პალატიდან გამომავალი ლადო დავინახე ეგრევე ფეხე წამოვდექი და ყველანი მისკენ წავედით
-ლადო მითხარი,როგორ არის?-მავედრებელი მზერით გავხედე და ვცდილობდი მის თვალებში სიმართლე ამომეკითხა.სათქმელი აღარ გაუჭიანურებია
სამწუხაროთ...



№1  offline წევრი nasia

ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი,რას ფიქრობთ ზოგადად ამ მოთხრობაზე? ასე მგონია არ გაინტერესებთ :(

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუ ეხლა რო მოკვდეს გავგიჟდები იცოდე არ მოკლა და მალე დადერა

 


№3  offline წევრი chupika

Imedia ar moklav ise kaia

 


№4  offline წევრი gvanciii kereselidze

Ar moklaa tore agar wavikitxavv
--------------------
G.ke

 


№5  offline წევრი Elle025

არ მოკლა,ასე გაბედნიერდნენ და სიკვდილი რაღაც საშინელება იქნება და აზრს დაკარგავს..კარგი წერის მანერა გაქვს და ველი ახალ კარგ თავს <33

 


№6 სტუმარი darina

Imedia ar mokdeba lalo, chemi bichi ar damitanjo.

 


№7  offline წევრი nasia

ვეცდები 12 ის მერე დავდო,მაგრამ დიდ თავს ვერ დაგპირდებით love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent