შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შიშველი ღამე –5–


30-03-2016, 18:06
ავტორი sopiko
ნანახია 2 610

[თავი 5]
გაბრიელმა საღამომდე სახლში შეიარა და ბარგი ჩაალაგა. რამდენიმე მოკლესახელოებიანი მაისურით, სპორტული შარვლებით, ჟაკეტით, თხელი ქურთუკით და ჯინსებით შემოიფარგლებოდა არჩეული ტანსაცმელი. ორ–სამ ფეხსაცმელზეც იზრუნა და საჭირო ნივთები მხარზე გადასაკიდ ჩანთაში ჩაალაგა. წამლები იმ უჯრაში ჩადო, რომელსაც დამცავი სამმაგი ჯიბე ჰქონდა. მეზობელი გააფრთხილა, თუ დეიდაჩემი ან სხვა ვინმე მოვიდა უთხარი, რომ სახლში არ ვარ და ტელეფონზე დამიკავშირდნენო. ახლა რეკვის არც დრო ჰქონდა და არც მუღამი.
საბერძნეთში მყოფი მამის ნაჩუქარი მანქანით გაემართა ნიკოს სახლისკენ. არ უნდოდა რამე შეტყობოდა და ლინას ნათქვამზე აღარ ფიქრობდა. მაღალსართულიანი კორპუსის წინ გააჩერა მანქანა და კიბეები სირბილით ჩამოიტოვა უკან.
კარი ქეღიმ გაუღო. ქალმა მაშინვე კითხვები დააყარა სახლში შემოსულს.
–მართლა დღეს მიდიხართ საირმეში? გაბრიელ, ვერაფერი გავიგე...–უკან მიყვებოდა ქეთი ლინას ოთახისკენ მიმავალ მამაკაცს.
ლინა კარებთან დახვდა. ალბათ ზარის ხმა გაეგო და ისიც გარეთ გამოსვლას აპირებდა. გაბრიელი ქალიშვილის ნუშისებრი თვალების დანახვაზე მოლბა და თბილად ჰკითხა:
–მზად ხარ?
–არ მეგონა... არ მეგონა სერიოზულად თუ ამბობდი...–აქეთ–იქით იყურებოდა ლინა და აღარ იცოდა, სირცხვილისგან სად წასულიყო.
–სანამ თქვენ რამეს გაიგებთ და მიხვდებით, უკვე ხვალ იქნება. წავედით, ლინა! ქეთი, დიდი მადლობა დახმარებისთვის! შენ რომ არა, არ ვიცი, რას მოვახერხებდი...–ღიმილით მიმართა ქეთის გაბრიელმა და ლინა გასასვლელისკენ წაიყვანა.
–რას ამბობ... მაგრამ იქ ორი კვირა ხომ მაინც დარჩებით და რამეს გამოვატანდი ლინას... ან მის სახლში შეიარეთ! ხო, ასე უკეთესი იქნება...–თავისთვის მსჯელობდა ქეთი.
–აუცილებლად შევივლით.–ჭკუაში მოუვიდა მისი აზრი მამაკაცსაც.–ნიკოს უთხარი, რომ განცხადება შვებულებასთან დაკავშირებით სახლში მაქვს. შეიაროს და სასამართლოში მიიტანოს. სულ ორი დღის წინ დავასრულე საქმე და დამიმტკიცებენ. კარგი, აბა, დროებით...
ლინასთან ერთად სადარბაზოში გავიდა და კიბეებზე დაეშვა. უკნიდან ნაბიჯების ხმა რომ არ შემოესმა, შეჩერდა და კედელს მიეყრდნო.
–რატომ არ მოდიხარ?–ზოგადად იკითხა მან. თითქოს ამ კითხვის ადრესატი მთელი შენობა ყოფილიყოს.
–ბევრი პრობლემა შეგიქმენი... სამსახურსაც მოცდები. იქნებ გადაიფიქრო...–თავისას არ ეშვებოდა ლინა.
–ეს არანაირი პრობლემა არ არის. მე ჩემი გადაწყვეტილებების გადაფიქრება არ მჩვევია... ხელი ჩამკიდე და... წამოდი.–მოგვიანებით დაამატა და ქალიშვილს ჯერ თვითონ გაუწოდა ხელი.
რამდენიმე წუთში უკვე მანქანაში ისხდნენ და ლინას სახლისკენ მიქროდნენ.
ლინასა და მისი ძმის მიერ დაქირავებული ბინა საზუგადოებრივი ლიფტის ტოლი აღმოჩნდა. ლინამ საწოლის ქვეშიდან ძველებური ჩემოდანი გამოაცურა და იქიდან ორი კაბა და რაღაც შეხვეული ფუთა ამოაძვრინა.
–ეს არის ჩემი ავლადიდება.–მის ღიმილში სევდა გამოსჭვიოდა. ყველაფერი ნაჭრის ჩანთაში ჩააწყო და განცვიფრებულ გაბრიელს გახედა.–ნუ შემიბრალებ ამის გამო, სხვა უფრო მნიშვნელოვანი მიზეზების გამო ვარ საცოდავი...
კვლავ მანქანაში დაბრუნდნენ და საბარგულში ლინას ჩანთაც ჩადეს. ქალიშვილი მაშინ გამოფხიზლდა, გაბრიელმა ავტომობილი სავაჭრო ცენტრთან რომ გააჩერა. ლინას უარის მიუხედავად ძალით გადმოიყვანა გარეთ და უზარმაზარ შენობაში შეიყვანა. რადგან ის ყველაფერს წუნს უდებდა, გაბრიელს ფული რომ არ დაეხარჯა და ფასების გარდა არაფერს უყურებდა, მამაკაცმა თავად აარჩია სამი–ოთხი საზაფხულო კაბა, ორი შარვალი, ასევე ორი მაისური, სანდლები და ბოტასები. პარკებით დატვირთულნი გამოვიდნენ ცენტრიდან და საირმემდე მეტგან არსად გაჩერებულან.
***
ათი საათი სრულდებოდა, საირმეში რომ შევიდნენ. ღამე იყო და მისი სილამაზე მთლად ვერ შეიგრძნო ლინამ, მით უმეტეს მანქანის ფანჯრიდან იყურებოდა. გაბრიელი ზოგჯერ გზას თვალს აცილებდა და მის გვერდით მჯდომ ქალიშვილს გადახედავდა, რომელიც მიუხედავად მორიდებისა და უამრავი უარისა აქ წამოსვლაზე, აღტკინებას ვერ მალავდა.
–აი, ახლა გვერდით გავუხვევთ და ჩემს სამოთხეში მივალთ!–თქვა მამაკაცმა და საჭე ორმოცი გრადუსით შემოატრიალა.
–ძალიან გიყვარს აქაურობა?–სახეგაბადრულმა ჰკითხა ლინამ.
–ამას ძალიან არ ეთქმის... როცა აქ ვარ, თავი ამ ქვეყანაზე არ მგონია... ყველანაირ პრობლემას და სანერვიულოს ვეწყვიტები და ცაში დავფრინავ... ეს მხოლოდ სიმშვენიერის დამსახურება არ არის, ალბათ წინა ცხოვრებაში აქაურობის მბრძანებელი ვიყავი!
–მე კი ამ ბოლო დროს ყველაზე მშვიდად და დაცულად თავს ბაჩოს საფლავზე ვგრძნობდი...–შეკავებულმა ცრემლებმა ბგერები დაატენიანა... გაბრიელი უძლური იყო ბაჩოს ხსოვნასთან.
მათ შორის მეტი არაფერი თქმულა... რაღა თქმა უნდა მანამდე, ვიდრე გაბრიელმა ალაყაფის კარებთან არ გააჩერა მანქანა.
ლინა მას არ დალოდებია, ისე გადმოხტა თავისი სავარძლიდან. თვალები უბრწყინავდა და ახლა უფრო ემჩნეოდა თავისი ბავშვურობა.
მამაკაცმა კარები გააღო და მერე მეორე შესასვლელიდან მანქანა ეზოში შეიყვანა. ლინა ადგილს ვერ პოულობდა. საშუალო ზომის ერთსართულიანი სახლის წინ იდგა და გაბრიელს ელოდა.
–შეგცივნია!–უეცრად მკლავზე იგრძნო გაბრიელის ცხელი ხელის გული და გვერდით გახტა.
–მაპატიე... შენი შეშინება არ მინდოდა.–მომენტალურად მოშორდა ისიც.
–არა, შენი ბრალი არ არის. ფიქრებში გართული ვიყავი და...–გაუღიმა ლინამ, მაგრამ თვითონაც ვერ ხვდებოდა, რამ დაარტყა დენი.
გაბრიელმა სახლში პირველი ლინა შეუშვა, შუქის ასანთები ხელით მოძებნა და თითი ჩამოჰკრა. ყველაფერს სინათლე მოეფინა. ვიწრო და პატარა შემოსასვლელი პირდაპირ მისაღებში გადიოდა. იქ კი დივანი და ორი სავარძელი იდგა. ოთახის ცენტრს მინის მაგიდა ამშვენებდა, კედლებზე კი ქარგვის ნიმუშები იყო ჩამოკიდყლი.
–ეს შენი ახლობლის ნამუშევრებია?–დაინტერესდა ლინა, თუმცა ამ კითხვის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა. უნდოდა ის დაძაბულობა განემუხტა, რამდენიმე წუთის წინ გაბრიელის შეხებამ რომ განაპირობა.
–დედაჩემის... ცხონებული დედაჩემის... აქ რომ ვარ, მგონია, რომ ამ ჩარჩოებში მოქცეული ნაქარგებიდან დედაჩემი მიყურებს... ის ჩემთვის ღმერთივით იყო. თამამად შემიძლია, რომ ამ სიტყვას ვით ჩამოვაშორო, რადგან ის მარტო დედა არ იყო... მშობლობის გარდა მეგობრობასაც მიწევდა... ერთადერთი ადამიანი იყო, ვისთვისაც არც ტყუილი მითქვამს და არც არაფერი დამიმალავს... არც მისი სნეულება...–ტყუილის ხსენებაზე თვალები დახუჭა. დედის შერცხვა ამ უმწეო გოგონას აგარაკზე მოტყუებით მიყვანის გამო.
–ალბათ როგორი რთულია შენთვის ამ ყველაფრის სიტყვებით გადმოცემა...–მისი დახუჭული თვალები ამას მიაწერა ცრემლმომდგარმა ქალიშვილმა და ახლა უკვე აღარ უკვირდა ის, რომ გუშინდელი ღამიდან როცა მას ტკიოდა, გაბრიელსაც ესახებოდა სახეზე ტკივილი.
–ხო...–უსიცოცხლოდ წაიდუდუნა და სამი კარებიდან ერთ–ერთი შეაღო.–სახლს დაგათვალიერებინებ. შენს ოთახსაც გაჩვენებ.
ლინა უკან გაყვა, თან ფორიაქისგან თავის დახსნას ლამობდა.
–ნათესავი არ გყავს, ლინა?–უდროოდ 'შემოუტრიალდა მამაკაცი და ლინა ისე ახლოს აღმოჩნდა მასთან, რომ კიდურებში ძალა გამოეცალა.
''არა! არა! ლინა, შენ აქ ამ მამაკაცთან მარტო ხარ... გაითავისუფლე თავი ამ მიზიდულობისგან!''–შთააგონა ალტერეგომ და ისიც წამსვე გაექცა გაბრიელის გაშავებულ თვალებს.
–მამა ბავშვთა სახლში გაიზარდა და ახლობლები არ ჰყავდა. დედა ჩემმა ბებიამ ცოლიანი კაცისგან გააჩინა და აქედან გამომდინარე მხოლოდ მის მხრიდან იყო გაბმული ნათესაობის ხაზი. სამწუხაროდ ისიც დაირღვა მაშინ, როცა ბაჩომ ჩვენს დეიდებს უარი უთხრა სახლის მიტოვებაზე და მათთან წასვლაზე.–კვლავ ტკივილიანად იღიმოდა ლინა და გაბრიელმა მის გონებაში გავლებული ფიქრები ამოიკითხა... ხო, გაშიშვლებული ღამის წყალობით... და გაიგო, რომ ასეთ კაფანდარას, ქალობაში ახლად შესულს და ჯერ მაინც გოგონად წოდებულს საკუთარი ტკივილიც კი წრფელად უყვარდა...

^^^
მეხუთე ნაწილი თქვეენ!
ყველას ძალიან გინდათ, რომ ლინა გამხიარულდეს, სულ იცინოდეს, აღარ იყოს ასეთი სევდიანი, მაგრამ მას ეს ტკივილი ისე აქვს ჩანერგილი, რომ შეიძლება ბედნიერი იყოს, მაგრამ ხალისი, ხუმრობა და მსგავსი რაღაცეები მისთვის დავიწყებული და ახლა უკვე არარსებული ხილია...
გამიხარდა, რომ არ ყოფილა გაბრიელთან დაკავშირებით მოთხოვნა, მკაცრი და წარბშეკრული ბიჭი იყოსო, რადგან ეს პერსონაჟი სულ სხვა სამყაროდანაა.
ისევ და ისევ ველი შეფასებებს ისევ და ისევ, რომ გავამართლო ჩემი გმირები, ავხსნა სიტუაციები {თუ ასახსნელია}, გამოვასწორო შეცდომები და მუზის ხელში დაბღუჯვა აღარ დამჭირდეს {აქ ვიცინი}
ხოდა, რა უნდა მეთქვა...
მიყვარხართ_მეთქი! აი, ეს!



№1  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra kargi iyoo

 


№2 სტუმარი Black

Mec uzomod!<3kargi tavi iyo,veli shemdegs;*

 


№3  offline წევრი teddy))

Dzalian kargi da sxvanairi tavi iko! Piiriqy, dzalian kargi personjia bichi :* sxvebic dzalian kargi! Aseti tkivili gadaitana da sul lagi ver ikneba... Warmatebebi! Velodebi shemdeegs! :*

 


№4  offline მოდერი sopiko

aanamaria
Ra kargi iyoo

გმადლობ, ანამარია! love
Black
Mec uzomod!<3kargi tavi iyo,veli shemdegs;*

ოჰ, ბლექ! დიდად გმადლობთ! lol
teddy))
Dzalian kargi da sxvanairi tavi iko! Piiriqy, dzalian kargi personjia bichi :* sxvebic dzalian kargi! Aseti tkivili gadaitana da sul lagi ver ikneba... Warmatebebi! Velodebi shemdeegs! :*

თედ'უნია, მიხარია, რომ შენც ასე ფიქრობ request

 


№5  offline ადმინი შამანი

არ იცის დენმა რატომ დაარტყა ხო?! მთავარია ჩვენ ვიცით,ეგეც გაიგებს :დდ
კარგი ისტორიაა რა , <3
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№6  offline მოდერი sopiko

შამანი
არ იცის დენმა რატომ დაარტყა ხო?! მთავარია ჩვენ ვიცით,ეგეც გაიგებს :დდ
კარგი ისტორიაა რა , <3

მადლობაა :დდ
შენთან ერთად ვკითხულობ ახლა მეც :დდ heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent