შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1,2,3! გოგონა გაყიდულია!!! (2)


30-03-2016, 20:57
ავტორი natani
ნანახია 2 136

სადილის შემდეგ მაშინვე ჩემს ოთახში ავედი. კარადიდან მუქი ფერის ტანსაცმელი გადმოვიღე და შევეცადე სახე ნაწილობრივ მაინც დამეფარა თმით. უკვე გარეთ გასვლას ვაპირებდი როდესაც ლიზი შემოვიდა.
-ანი, სადმე აპირებ წასვლა?
-ისა, ხო მე გარეთ გავალ, ფაერზე გავივლი.
-დარწმუნებული ხარ?-ევისთვალით გამომხედა
-ჰო, წავალ თორემ დავიგვიანებ-სწრაფად მივაყარე და გავეცალე. ეზო გავირბინე და დაცვას მივესალმე.
-გამარჯობათ ქალბატონო ანი, სად წაგიყვანოთ?
-არა ვატო, თავად წავალ, ფეხით გავისეირნებ.
მანაც თავი დამიქნია და კარები გამიღო. როგორც კი სახლს გავცდი და დავრწმინდუ რომ ვერავინ დამინახავდა ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე. ვიცოდი ვატოს რომ წავეყვანე დედას ყველაფერს ეტყოდა რაც ძალიან არ მაწყობდა. მალევე მივედით დანიშნულების ადგილას. ტაქსისტს ფული გადავუხადე და შენობაში შევედი. ცხვირი მაშინვე ამიწვა იქაურმა სუნმა. ამ ადგილს ბავშვობიდან ვერ ვიტანდი. ბატონი ლევანი დავინახე თუ არა მაშინვე მისკენ წავედი.
-გამარჯობა ბატონო ლევან, მაპატიეთ მთელი კვირა ძალიან დაკავებული ვიყავი და მოსვლა ვერ მოვახერხე. არის რამე ახალი?-სწრაფად მოვაყარე და მის პასუხს დაველოდე.
-ვერ გეტყვით რომ საქმე ცუდადაა, თუმცა რააღაც პრობლემები მაინცაა. წამობრძანდით, ჯობს ჩემს კაბინეტში დავილაპარაკოთ-მორჩილად გავყები უკან. მალე ორივენი მის კაბინეტში ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით.
-ბოლო შედეგებით მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ ყურადღებას არ ვაკლებთ, თუმცა თავს მაინც მარტოსულად მიიჩნევს, რაც მის მდგომარეობაზე ცუდად მოქმედებს. ახლა მისთვის მყუდრო ოჯახური გარემოა საჭირო. ხომ გესმით არა..
-დიახ ვიცი, და ვცდილობ ყველაფერი მოვაგვარო.
-ქალბატონო ანა თქვენი მესმის, მაგრამ უკვე დიდი დრო გავიდა. თქვენ გვითხარით რომ ყველაფერს მოაგვარებდით, ამიოტმ გავაჩერეთ აქ ამდენხანს.
-მხოლოდ სამი დღე მჭირდება, გპირდებით ამ დროის განმავლობაში აუცილებლად წავიყვან. ახლა შეიძლება ვნახო?
-რათქმაუნდა, თუ გნებავთ მიგაცილებთ.
-არა საჭირო არ არის-ბატონ ლევანს დავემშვიდობე და დერეფანს გავუყევი. არ ვიცოდი ამ სამ დღეში რაუნდა მეღონა. თავში ყველაფერი არეული მქონდა. მისი ოთახის წინ გავჩერდი. შევეცადე ცოტა ხალისიანი სახე მიმეღო და შიგნით შევედი.
-მოხვედი? რამდენი ხანია გელოდებოდი, მეგონა შენც დაგავიწყდი. იცი, აქ სულ მარტო ვარ, ლევანის გარდა თითქმის არავინ მოდის, ყველამ დამივიწყა ასეთი არავის ვჭირდები.
-გთხოვ არ იტირო, მაპატიე მოსვლა ვერ მოვახერხე, მაგრამ ამის შემდეგ ძალიან ხშირად გნახავ, სულ შენთან ვიქნები. მარტო აღარასდროს დაგტოვებ.-ვცდილობდი დამემშვიდებინა, მიუხედავად იმისა რომ მასზე კარგად თავს არც მე არ ვგრძნობდი.
საუბარში რო ისე გავიდა ვერც კი შევნიშნე. უკვე ოთხი საათი სრულდებოდა რაც სახლიდან გამოვედი და ალბათ საუბარს კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი რომ არა დედაჩემის ზარი.
-ანი სად ხარ ამდენხანს, ლიზისთვის გითქვამს სასეირნოდ წავედიო. მითხარი სად ხარ და ვატოს გამოვგზავნი.
-დედა მე-ვაპირებდი მეთქვა რომ მართლაც სასეირმოდ ვიყავი, თუმცა გადავიფიქრე. ამ საუბარს ნუცაც უსმენდა. რომ დამემალა მასთან ყოფნა, ეს ძალიან ცუდად იმოქმედებდა მასზე-საავადმყოფოში ვარ
-ანი, მაქ რა გინდა? არ მითხრა რომ..
-ხო დედა, ნუცას სანახავად მოვედი.
-ახლავე გამოვუშვებ ვატოს და სახლში წამოყევი, სწრაფად.
არაფრის თქმა დამაცადა ისე გამითიშა ტეელფონი.
-რახდება ან?-ყურში ცუდად მომხვდა ნუცას წარმოთქმული „ან“ ბავშვობიდან ასე მხოლოდ ლიზი მეძახდა.
-ისეთი არაფერი, ახლა უნდა წავიდე. მალე ისევ მოგაკითავ.
ნუცას დავემშვიდობე და ვატოს წავყევი, რომელიც უკვე მიცდიდა გარეთ. არ ვიოცდი დედასთვის რა მეთქვა, ან ლიზისთვის. ალბათ ჩემზე ძალიან გაბრაზებულია რომ მოვატყუე, მაგრამ რა მექნა წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ გამომიშვებდნენ, მე კი ნუცა აუცილებლად უნდა მენახა. თავს ცუდად ვგრძნობდი. ისეთი გრძნობა მიჩნდებოდა თითქოს ჩემი საქციელით ლიზის ვღალატობდი.
სახლში შესვლა ძალიან გამიჭირდა. ვიცოდი ისევ უნდა გვეკამათა. უხალისოდ შევაღე სახლში კარი. არც შევმცდარვარ.
-ანი, მგონი ხვდები რომ სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ-მითხრა და მკაცრად შემომხედა.
-დედა...-მინდოდა მისთვის ამეხსნა ეს ყვეალფერი თუმცა ამის საშუალება არ მომცა.
-დღეიდან სახლიდან ვერსად გახვალ......-განაჩენივით ჟღერდა მისი ხმა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent