13 თვე (13)
*** გივი უბედნიერესი იყო სესილიას ჩასვლით. ბათუმის ახლად გახსნილ რკინიგზაში სიხარულით შეეგება შვილს და სახლისაკენ წავიდნენ. -არა, მაინც ვერ გამიგია ასე უცებ როგორ გადაწყვიტე წამოსვლა?-ჰკითხა გივიმ სესილიას. -რავიცი, ძალიან დაცხა თბილისში. თან დედა და ნუციკო ბაკურიანში აპირებენ წასვლას და მე არ მინდოდა. ზღვა როგორ მიყვარს ხომ იცი?! თან მამიკოსთან მინდოდა,-გაუღიმა სესილიამ. -როგორ დატოვე შენი მეგობრები? ერთ წამსაც კი არ სუნთქავ მათ გარეშე!-გაეცინა გივის. -ჩამოვლენ ისინიც!-მეგობრების გახსენებაზე წამით შეეცვალა ხასიათი სესილიას. გივი ბათუმის ცენტრში გაჩერებულიყო. კომპანიამ საკმაოდ დიდი სახლი უქირავა სანაპიროს ხედით. -აუ, რა კარგი სახლია..!-თქვა აღფრთოვანებით სესილიამ. -მოგეწონა? აბა, შენი ოთახი ნახე,-უთხრა გივიმ და სესილია ოთახში შეიყვანა. ზუსტად მისაღების გვერდით იყო სესილიას ოთახი, რომელსც დიდი აივანი ჰქონდა. მაშინვე გეგმები დააწყო სესილიამ, როგორ გაატარებდა და დაისვენებდა ყველაფრისგან ამ აივანზე! -მოგეწონა მამი? -კი, ძალიან! -ჰოდა, ნინასთვის ჯერ არ მითქვამს და ეს სახლი ჩვენია,-გაუღიმა გივიმ შვილს. -მოიცა, რა?-წამოიყვირა სესილიამ,-რას ჰქვია ჩვენია? ანუ, ანუ.. შენ გინდა მითხრა, რომ? -კი, ვიყიდე ეს სახლი რამდენიმე დღის წინ. საკმაოდ იაფად ჩამივარდა ხელში. როგორც ხდება ხოლმე. პატრონს ეჩქარებოდა, ფული სასწრაფოდ სჭირდებოდა და ამიტომ მეც გამოვიყენე ეს შანსი და ვიყიდე. -ვაიმე! არ მჯერა..! მართლა? როგორ გამახარე, გივიკო!-სიხარულისგან სესილია შეახტა გივის და სახე დაუკოცნა,-მსოფლიოში ყველაზე საყვარელი და სუპერ მამიკო ხარ შენ! -ხოდა, ვინც გინდა, როცა გინდა, რამდენიც გინდა არ არის პრობლემა ხომ იცი?-თბილად გაუღიმა შვილს,-ახლა კი წავალ მე სამსახურში. შენ კიდე მაცივარი სავსეა და რამე წესიერი გამიკეთე. დავიტანჯე ამ ნახევარ ფაბრიკატების ჭამით. -კარგი, შენ რომ გიყვარს იმ გემრიელობებს დაგახვედრებ! ოღონდ, ჯერ გავალ ზღვაზე,-უთხრა სესილიამ მამას და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა,-აუ, შენზე სუპერ ადამიანი დედამიწაზე თუ არსებობდეს, რა! გააცილა გივი სახლიდან და ბედნიერმა მიმოიხედა. არ სჯეროდა, რომ ბათუმში სახლი ჰქონდა! თან როგორი? აი, ძალიან მაგარი! მაღალ სართულზე, ლამაზი ხედით, ბევრ ოთახიანი, კარგად გარემონტებული..! ეს ყველაფერი სესილიასი იყო..! სიხარულისგან გული აჩქარებოდა. მაშინვე ტელეფონი ჩართო და ანკას ნომერი აკრიფა. -ვაიმე! შე, დეგენერატო!-დაიწყო ანკამ ყვირილი. -რას მლანძღავ რა გინდა? -კიდე რას გლანძღავ? ნამუსი საერთოდ გაგაჩნია? სად ჯანდაბაში აგდიხარ? ცოტაც და საავადმყოფოებში სირბილს დავიწყებდით. ნინო და ნუცა არ იყვნენ სახლში, ტელეფონს ნინო არ იღებდა გავაფრინე კინაღამ! კიდევ კარგი, როგორღაც მივაგენით! სად ჯანდაბაში ხარ?-ყვიროდა გამწარებული ანკა. -კარგი, დამშვიდდი რა.. მარტო ხარ? -კი, ამ წუთას მარტო ვარ. ნატანჯი და განადგურებული შენზე ფიქრებით!-უპასუხა გაბრაზებულმა დაქალმა. -ხოდა, დაჯექი ეხლა და მოემზადე შოკი ამბავი მაქვს! -იმაზე შოკი რა უნდა იყოს რო აორთქლდი? სად გდიხარ ეგ მაინც თქვი?-ტაქტს არ კარგავდა ანკა. -ბათუმში. -რაააააა?-იმხელაზე იყვირა ანკამ, რომ სესილიას ეგონა ტელეფონში გამოძვრებოდა,- აუ, შენ თუ დაქალი გქვია რა! რომ მიდიოდი ბათუმში ვერ მითხარი? -კაი, ანკა რა დროს ეგ არის? მაგარი ამბავი მაქვს! -ჰე, თქვი დროზე,-უპასუხა მოთმინება დაკარგულმა ანკამ. -გივიკომ სახლი იყიდა ბათუმში და როცა გვინდა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სეზონზე შეგვიძლია ჩამოვიდეთ! ხოდა, იმედი მაქვს მალე ჩამოხვალ!-უთხრა სესილიამ უცებ და დაელოდა ანკას რეაქციას. -ვაიმე, სესილია ანდრონიკაშვილო! რას მეღადავები? შენ როგორ ფიქრობ ეხლა ღადაობისთვის მცხელა? ამინდი არ მაკლებს ისედაც! -შენ სიცოცხლეს ვფიცავარ!-უპასუხა სესილიამ. -აუ, ძალიან გამიხარდა რა! რა მაგარია! ღადაობ? გივიკო როგორი პელეა პროსტა..!-სიხარულისგან ანკაც აღარ იყო მიწაზე,-გოგო, მოიცა ერთ წამს. ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ დათა? იცი, რა ჭირდა გუშინ ბიჭს? რა მოხდა შეგიძლია მითხრა?-ჰკითხა ანკამ სესილიას. რადგან სესილიას არაფერი უთქვამს გუშინდელზე ანკასთვის და ჰქონდა დრო თან ძალიან ბევრი მოსაყოლი სახლში შესვლის მომენტიდან ბათუმში წამოსვლამდე ყველაფერს მოუყვა. სესილიასგან გასაკვირად ანკამ ისე მოუსმინა, რომ არც ხმა ამოუღია და არც შეკითხვა დაუსვამს. მოყოლას რომ მორჩა სესილია მაშინაც კი ჩუმად იყო ანკა. -აქ ხარ ანკა? -აქ ვარ კი არა! შენ თუ მართლა დეგენერატი არ იყო პროსტა მე ვიყო უკანასკნელი სამურაი!-გაცოფდა ანკა,-რანაირად იქცევი ვაფშე? გეკითხა ბიჭისთვის ვინ იყო ნია? არა, მეც კი პირველად მესმის, მაგრამ ყველა გოგოზე ესეთი რეაქცია უნდა გქონდეს? -ანკა, რა შუაშია ეგ? უბრალოდ, ვერ ხვდები მატყუებდა! დამცინოდა! ცხოვრებაში არ უთქვამს „მიყვარხარ“ და მით უმეტეს ამ ნიაზე რომ გავიგე, დავრწმუნდი ასი პროცენტით რომ უბრალოდ პატარა ბავშვი გამოიჭირა და დამცინა!-გაბრაზდა სესილია. -ვაიმე, ძალიან მაინტერესებს თავში რომ ჩალა გიყრია, როგორ მოეწყობი უნივერსიტეტში! ყველა ბიჭი ხო ერთნაირი არაა? რატომ ითხოვ ბევრს? გითხრა ხომ გასაგებად შენამდე მომიშვი, რომელი ბიჭი მოგაშორებს ატეხილ „პაკლონიკს“ რომელიც პროსტა ტაკ გიყურებს? -აუ, კაი ანკა დამანებე ეხლა თავი!-გაბრაზდა სესილია,-თუ გიყვარვარ ერთი თხოვნა მაქვს! -ამას უყურე ერთი! კიდე რაღაცის თხოვნა უნდა..!-აღშფოთდა ანკა. -ტელეფონს გამოვრთავ და გთხოვ, არ უთხრა სად ვარ რა..-უთხრა სესილიამ. -ვინ არის ანკა?-გაიგონა ნაცნობი ხმა სესილიამ და მაშინვე აუთამაშდა პულსი. ხან ზევით. ხან ქვევით. ხანაც შუაში გაჩერდა სადღაც. იმ წუთას იგრძნო თავი დამნაშავედ და მაშინვე ტელეფონი გათიშა. არა, ანკა ცხოვრებაში პირველად იყო მართალი! მთელი ცხოვრება ანკას ასწავლიდა ჭკუას, ანკას არიგებდა, რომ ირაკლისთან ყველაფერი ყოველთვის გარკვეული ჰქონოდა, ყოველთვის რაღაც ეჭვის არსებობისას გულწრფელად დალაპარაკებოდა და ახლა რა ქნა? ისე მოიქცა, როგორც არასოდეს მოიქცეოდა თვით ანკა! მაშინვე წამოხტა და ამოალაგა საზღვაო ტანსაცმელი. სწრაფად გადაიცვა და სანაპიროზე წავიდა. თითქოს ცოტა დაამშვიდა ზღვამ. თითქოს ზღვაში თანამოაზრე იპოვა, მაგრამ იმდენად მიხვდა თავის შეცდომას, რომ იქ მყოფი ყველა ადამიანი ეჩვენებოდა, რომ მას აკრიტიკებდნენ. მის საქციელს იწუნებდნენ და უბრალოდ, სესილიას მართლა დასცინოდნენ თავისი უჭკუობის გამო. *** სახლში მისულიმა სესილიამ გადაივლო და სამზარეულოსკენ აიღო გეზი. მაცივარში მართლა ყველაფერი იყო. წინასწარ გაითვალისწინა გივიმ შვილის კულინარიული შესაძლებლობები და გაავსო მაცივარი. სესილიასაც ბევრი არ უფიქრია. მაშინვე გამოიღო პროდუქტები და საზაფხულო კერძის, აჯაფსანდალის გაკეთებას შეუდგა. აჯაფსანდალთან ერთად ქათმის სალათიც მოამზადა, ნატურალური ვაშლის წვენიც დაწურა და მაცივარში შეაწყო გასაციებლად. საღამოს 7საათი ხდებოდა გივი რომ სახლში მოვიდა. გახარებულმა აიკაპიწა ხელები და მაგიდას მიუჯდა. გემრიელად მიირთვა გივიმ სესილიას მომზადებული კერძები და წვენი და შვილს კმაყოფილმა უთხრა: -აი, ეს მენატრებოდა რა! 2კვირაა გეფიცები ხაჭაპურის, პელმენისა და რაღაც ჰამბურგერების მეტი არაფერი მიჭამია.! -ხო, გეტყობა მამიკო ცოტა მოფუნთუშებულხარ,-გაეხუმრა სესილია. -ჩემო მაიმუნო! არაუშავს, ეხლა ხომ მექნება წესიერი საჭმელი და ჩავდგები ისევ ფორმაში,-ამაყად უპასუხა გივიმ შვილს,-სესო, სად გაქვს ტელეფონი? -დამტენი თბილისში დამრჩა,-უნამუსოდ მოატყუა სესილიამ. -მოიცა, მოგიტან თუ გინდა ვინმეს ექნება ჩემს თანამშრომელს. -არა, იყოს! ხვალ სანამ სანაპიროზე გავალ იქამდე ვიყიდი. რატომ უნდა გამოართვა ვიღაცას იქნებ მასაც სჭირდება? ხო იცი დამტენი ისეთი რაღაცაა სულ უნდა გქონდეს თან,-უპასუხა სესილიამ ისე, რომ წარბიც არ შეუხრია. -კარგი, ჰო.. მამი, 9 საათზე შეხვედრაზე უნდა წავიდე. უცხოელი პარტნიორია და აუცილებლად უნდა შევხვდე. გვიან მორჩება შეხვედრა სავარაუდოდ და ხომ არ გეშინია მარტო ყოფნის? -არა, რას ამბობ! ისეთი სახლია, ისეთი აივანია გავიკეთებ ცივ ყავას ნაყინით და დავჯდები და დავტკბები!-უპასუხა სესილიამ. -კარგი, მაშინ მეც დავიწყებ უკვე მომზადებას. არ მინდა შენი მარტო დატოვება, მაგრამ საქმეს სჭირდება ხომ იცი,-უპასუხა გივიმ. აკოცა შვილს შუბლზე და ოთახიდან გავიდა. სესილიამ მიალაგა სამზარეულო, ჭურჭელი დარეცხა. გივიც ამასობაში მოემზადა და გააცილა საყვარელი მამა. ცივი ყავა გაიკეთა და აივანზე ჩამოჯდა. *** ზაფხულის ბათუმი არის სრული სიგიჟე! ქალაქი, რომელსაც არ ძინავს. რომელიც სითბოს ასხივებს და გაბედნიერებს. ქალაქი, რომელიც უბრალოდ კეთილი და თბილი ადამიანებით არის სავსე. უცხოელი იქნება თუ ადგილობრივი. აი, ეს არის ბედნიერება! ყველგან მომღიმარე სახეები, ყველგან თბილი დამოკიდებულება, ყველგან სიყვარული! ბედნიერი ფიქრებისგან კარებზე ზარმა გამოიყვანა. ზოზინით წამოდგა და გავიდა კარებისაკენ. არც კი გაუხედავს ისე გააღო კარი და იქვე გაშეშდა. კარში დათა, ირაკლი და ირაკლის უკან დამალული ანკა იდგნენ. -აქ უნდა ვიდგე?-ძალიან ცივად მიმართა დათამ და არც დალოდებია სესილიას პასუხს ისე შეგლიჯა კარი და შევიდა სახლში. დათას ირაკლი და ანკა მიყვნენ. ანკა წამით გაჩერდა სესილიასთან და ჩაეხუტა. ჩუმად უთხრა ყურში: -ირაკლის და შენ სიცოცხლეს ვფიცავარ მე თუ მეთქვას! გაიგონა ჩვენი ლაპარაკი, მერე შემოვიდა და ბოლოს გივის დაურეკა.-უცებ უთხრა ანკამ და მისაღებში შევიდა. სესილიამ კარი ჩაკეტა და ისიც შეუერთდა მისაღებში მოსულ „სტუმრებს“. -ირაკლი, ანკა.. გადით..-გაისმა დათას გაბზარული ხმა. ანკა და ირაკლი მაშინვე წამოდგნენ და გავიდნენ ოთახიდან. და აი ! დარჩა სესილია დათას წინაშე მარტო! ერთი-ერთზე და უფრო მეტად იგრძნო დანაშაულის გრძნობა.. უფრო მეტად ინანა თავისი საქციელი და ერთიანად კანკალი დაიწყო, მაგრამ მოგეხსენებათ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო. -შენ რა იყო, ჩვევად გექცა შუაღამისას მოულოდნელად თავზე დადგომები?-მიმართა დათას. დათას სახე აელეწა სესილიას წინადადებაზე და თვალებანთებულმა შეხედა სესილიას, რომელიც ერთიანად კანკალებდა, მაგრამ მაინც არ თმობდა პოზიციას. -ხვდები მაინც რა გააკეთე?-ეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა დათას. -წამოვედი დასასვნებელად.. შენგან დასასვნებელად..! -ხო? და მე რომ მგონია, რომ გამოიქეცი?-ირონიულად ჰკითხა დათამ. -არ გამოვქცეულვარ! ნუ, როგორც იყო რა მნიშვნელობა აქვს? დასასვენებლად წამოვედი! -რას ჰქვია დასასვენებლად წამოხვედი? შენ გოგო გინდა ჭკუიდან გადამიყვანო? რანაირად იქცევი საერთოდ!-დაიღრიალა დათამ,- რა იყო გბოჭავდი? თავისუფლებას მოწყვეტილი იყავი? ვერ მიბედავდი გეკითხა ნიაზე?-სესილიას ცუდად მოხვდა ყურში ნიას სახელი. ესეიგი მართლა ვიღაც არის ნია!,-რამდენი თუნდაც ეკა რაღაცას იტყვის იმდენჯერ ასეთი უაზრო საქციელები უნდა ჩაიდინო? გამაგებინე, ერთი რა გინდა?! -ნუ მიყვირი!-დაიყვირა სესილიამ. -ნუ გიყვირი? არ ხარ საყვირელი? შენთან მგონი არ გაჭრა მშვიდობიანმა და კარგმა ურთიერთობამ. ყველანაირად ვცდილობდი, რომ შემჩვეოდი და არ გქონოდა ჩემთან დისტანცია. არასწორად ვიქცეოდი? ამის დედა შე...ი!- დაიყვირა დათამ და წამოხტა ფეხზე. ფანჯრისაკენ მივიდა და თვალი გაუშტერა ანთებულ შენონებს. რატომ იყო სესილია ჩუმად? ხვდებოდა! ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ დააშავა..! იმასაც ხვდებოდა, რომ დათა ას პროცენტიანი კი არა, მილიონ პროცენტიანი იყო..! რა უნდა ეთქვა ახლა? ბოდიში, მაპატიე? ბოდიში, რომ საქმეს შველოდეს ალბათ მსოფლიოში ომიც აღარ იქნებოდა.. -არ შეგეძლო უბრალოდ მოსულიყავი ჩემთან და გეკითხა „დათა, ვინ არის ნია?“ და ეს შოუ არ დაგედგა? ეკას სათქმელი ვუთხარი ისედაც.. მეზიზღება, როცა ჩემს ცხოვრებაში ერევიან. არ აქვს მნიშვნელობა ეს ვინ იქნება ახლობელი თუ შორეული ნაცნობი. მოგეცი იმის მიზეზი, რომ ნდობა არ გქონოდა ჩემი? იცი, რომელ ნდობაზე გელაპარალები?ურთიერთგაგების ნდობაზე.. შენ ჩემი არ გესმის. გაგება იცი რას ნიშნავს სესილია? გულწრფელ ურთიერთობას და როგორც ჩანს შენ ჩემთან არასოდეს ყოფილხარ გულწრფელი. -რა სისულელეს ამბობ, დათა!-წამოიყვირა სესილიამ. -სისულელეა ეს ყველაფერი, სესო?-დაუთბა ხმა დათას და სესილიასკენ შეტრიალდა. შავი თვალები.. როგორი შავი ჰქონდა დათას და როგორი წითელი ამავდროულად! რაღაც ამ რამდენიმე საათში შეცვლილიყო დათა. ნანერვიულები სახე ჰქონდა და ადამიანური არაფერი ეტყობოდა. -მე ემოციებს ავყევი, დათა..-მშვიდად უთხრა სესილიამ და დათას შავ თვალებში მიაჩერდა. დათამ უყურა, უყურა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -ნია.. ნია არის ჩემი ნათლული.. 10 წლის არის.. ესპანეთში რომ ჩავედი იქ გავიცანი მისი დედ-მამა. ნია ჯერ მონათლული არ იყო და ამიტომ, მე მოვნათლე.. სხვა არაფერი...- ამ დროს სესილია? სესილია იქ აღარ იყო! გაგიჟდა, გაოცდა, გაბრაზდა საკუთარ თავზე! რო ჰკითხო ძალიან დიდი და „აზრზე მოსულია“ და ასეთი შეცდომა დაუშვა?! -შენ მე იცი რა დამმართე ეს დღეები? იცი, რა მჭირდა სესილია?-ხმა გაუმკაცრდა დათას,- როგორ მეგონა, რომ სხვანაირი იყავი და არ გავდი სხვა გოგოებს.. ამის დედაც.. რა ვუყო გულს ამის დედა შე..ცი!-დაიყვირა დათამ. ამ დროს კარებზე ზარი გაისმა ისევ. სესილია ადგილზე შეხტა და გული უფრო მეტად აუჩქარდა. ანკა გიჟივით შემოვარდა, გივი მოვიდაო და გაიქცა კარის გასაღებად. გივი ცოტა ნასვამი იყო და ნასვამზე ყველას მოგვეხსენება, რომ გაასმაგებულად გამოვხატავთ ჩვენს ემოციებსა და გრძნობებს. ოთახში შემოსულმა გივი გახარებული ჩაეხუტა დათას და ირაკლის. -როგორ გამახარეთ ბიჭებო, თქვენ არ იცით! -ჩვენც გაგვიხარდა გივი ბიძია თქვენი ნახვა,-უპასუხა ირაკლიმ. -არ გრცხვენია ბიჭო? რა ბიძია? თქვენ მე ბებერი ხომ არ გგონივართ?-ჰკითხა გივიმ და გაუღიმა ბიჭებს,-სესო, მიდი დაფაცურდი ეხლა. ჩვენი ოჯახის წევრები ჩამოვიდნენ და ნუ დავხოცავთ ამხელა გზაზე ჩამოსულებს მშივრებს! -არა, გივი. არ შეწუხდე.. მე და ირაკლი გავალთ. ანკა დარჩება თქვენთან,-უპასუხა მოჩვენებითი სიმშიდით დათამ და ფეხზე წამოდგა. -რას ჰქვია გახვალთ?-შეიცხადა გივიმ,-თქვენ რა თბილისში მიდიხართ?-ამ შეკითხვაზე სესილიამ მაშინვე დათას გახედა, რომელსაც მისთვის ზედაც არ შეუხედავს. -არა, გივი. აქვე სასტუმროში გავჩერდებით,-არ აცადა პასუხი ირაკლიმ დათას. -სასტუმრო? თქვენ მე პატივს საერთოდ არ მცემთ? ამხელა სახლს ვერ ხედავთ?-შეიცხადა გივიმ,- არ მაინტერესებს! ჩემთან დარჩებით ორივე..! ჩემი ოჯახის წევრები ხართ და როგორ ფიქრობ გაგიშვებთ სადმე? -კარგი რა, არ გვინდა შეგაწუხოთ,-ისევ შეეპასუხა ირაკლი. -არანაირად არ მაწუხებთ! თანაც ზეგ თბილისში ვაპირებ წასვლას და თუ თქვენ რამე გეგმები არ გაქვთ დარჩით და თქვენებურად დაისვენეთ,-უპასუხა გივიმ. ანკას სიხარულისგან კინაღამ ცრემლები წამოუვიდა, რომ წარმოიდგინა აქ ზღვისპირეთში საყვარელ ადამიანებთან ერთად. -არა, არანაირი გეგმები არ გვაქვს,-დაასწრო ისევ პასუხის გაცემა ირაკლიმ დათას და დაუბრიალა თვალები ძმას. -ძალიანაც კარგი! ახლა კი ჩემი გოგოები გაგვიშლიან სუფრას და თუ წინააღმდეგები არ ხართ, არაჩვეულებრივი ღვინო მაჩუქეს და გამისინჯეთ,-უპასუხა გივიმ და მხარზე დაკრა ხელი დათას. გოგონებმა სუფრა გაშალეს, ბიჭებმა ჩანთები ამოიტანეს და ყველანი ერთად მიუსხდნენ სუფრას. დათა სესილიას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, თითქოს იქ არ არსებობდა სესილია. სესილიაც ცდილობდა არ შეემჩნია თავისი განწყობა..! შინაგანად ცოტაც და აფეთქდებოდა. “saxe gaaswore ra, seso.. ai, naxav dalagdeba yvelaferi..“-მისწერა ანკამ სესილიას. “mesmis, rom davashave,magram arasodes mapatiebs..” “gapatiebs.. data sxva aris. Is aravis gavs”. *** ესეც შემდეგი თავი:) იმედი მაქვს მოგეწონებათ! ველოდები თქვენს შეფასებებს! მადლობა!:) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.