შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური ადვოკატი (თავი 4)


30-03-2016, 22:54
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 198

-ანუ გულგატეხილი არის ბიჭი?
-არც ეგრეა,დიდი ხანია,რაც ვერ ვართ,ჰო გესმის?
-არა,არ მესმის,რადგან მსგავს რამეებზე თავს არ ვიტკიებ.ყავა თუ ჩაი?-მისაღებში დასვლა და პულტი დამალა,ჩემი სერიალი არ ნახოსო.
-ყავა.
-დეპრესიაში ჰო არ ხარ?
-არა,ეტაპობრივად მოხდა.
-და არ აღნიშნავ მრგვალ თარიღს?
-არა,როგორც ჩანს,არა.

-აუ,დავიღალე...-ცელოფნები ძირს დააწყო და თვითონ დაქალის სანახავად წავიდა.
-ჰოუუ.მოხვედი?-თავისი ოთახიდან გამოსძახა ნატამ.
-გოგო, რაა ეს? მარტო სვამდი ყორ ფინჯან ყავას და თან ასე გაფორმებული მაგიდა?
-ჰო,მაგრამ ....
-ანუ ამიტომ არ წამოხვედი.
-მარტო ვუყურებდი ფილმს და დავითი შემომეჭერა,მერე მოგიყვები.
-არა..ახლავე!-თვალები დაუბრიალა სალიმ.

დილას ადრე გაეღვიძა,გრძელი სამუშაო დღე ჰქონდა,სხვა გამოსავალი არც ჰქონდა.რაც უნდა გასაკვირი იყოს,სარკეში ჩახედვისას დავითზე ფიქრობდა,მარტოაო,ნეტავ,რატომ აწუხევბდა მსგავსი აზრები?!
-აუ,რა ბიჭია.
-წადი,შენს გოგაჩკას მიხედე.
-მიხედულია ეგ!
-რა მიხედულია,სულ გამზადებულ კერძებში ხარჯავს ორმაგს!.
-ისწავლოს მერე-გადაიხარხარა სალიმ.
-თუმცა მეც არაფერს ვამზადებ,სად მაქვს დრო..
-შენ ზოგჯერ ამზადებ არა..
-არც შენ მიმზადებ.
-ეს სწორი შენიშვნა იყო.

-რა ლამაააზი დღეაა!-კაბინეტის კარებთად აყუდებული დახვდა დავითი.
-რაო? დღეაო? ჩვეულებრივი დღეა.
-არ შემარგო კარგ ხასიათზე ყოფნა რა.
-გეყო წუწუნი! სამუშაო მაქვს,შენი დრო არაა დღეს.
-ვიცი,უბრალოდ მინდოდა,გამეგო ზედმეტი კოფეინი ხომ არ მოგივიდა.
-გადამრევ.
-ჰმ.
-გაიწიე,კარგი გავაღო,თორემ აქედან მისვრიან.

-დღეს დავითი ვერ მოვა-ინფორმაცია მიაწოდა თაკომ.
-რატომ?-გაიკვირვა ნატამ.
-რაღაც საქმეზეა ერთი კვირით.
-აჰა-რაღაც უჩვეულო რამ იგრძნო,უჩვეულო და არასასიამოვნო,ნამდვილად არ სურდა დავითის ხუმრობებისა და ხალისის გარეშე ერთი კვირის გატარება.ეს სალიმაც შენიშნა,რაღაც უგუნებოდ ხარო.
-დავითი მოგვენატრაოო-მხიარულად შემოაღო კარი სალიმ.
-სალი,ჩუ! ხელს მიშლი..
-აღიარე,რომ გენატრება..
-ნწ-თავი გააქნია ნატამ.
-კარგი რა,ნატ..გიცნობ!
-მაგას არც ვუარყოფ.
მთელი კვირა ელოდა დავითის მოწერას ან დარეკვას,თუმცა ვერც ერთი ეღირსა.სამსახურში იჯდა და სულ არ ელოდა მის ნახვას,როცა ნაცნობი ხმა გაიგონა და სატრიალებელი სკამიდან პირდაპირ ძირს დაენარცხა.
-აწ...ვუშველოთ ნატკას!
-ვაიმე...-მამაკაცის ხელს მოეჭიდა და ფეხზე ძლივს წამოდგა.
-ანთებას გადარჩი?
-კარგი მოსალმება იყო.
-ნამდვილად.
-როგორ ჩაიარა?-ვითომც არაფერიო,ისე ჰკითხა ნატამ.
-ნორმალურად-მისღვის ნაცნობი,ერთ დროს ამაღელვებელი,ახლა კი უემოციო ხმა.იქნებ ერთგვარი ხერხი იყო ქალის შესაბმელად,თუმცა მსგავსი რამეები მამაკაცებს როდი ჩვევიათ.კეკლუცობა და ცალი თვალით ჭვრეტა მდედრობითი სქესის საქმიანობა უნდა იყოს,მგონი.
-აჰა,კარგია-ნატასაც არ შეშლია,სწორედ ისეთი კილო ჰქონდა,როგორიც უნდა ჰქონოდა.
-მომენატრა შენთან მუშაობა-ცალი თვალი ქალისკენ გააპატარა დავთმა.
-მეც ცოტა მოვოწყინესავით-თავი ოდნავ გააქნია ნატამ.
-ანუ შევუდგეთ საქმეს?-ჩაეძია მამაკაცი.
-შევუდგეთ!-თავი ძლივს შეიკავა ემოციურობისგან.
-დღეს ჩაიზე გპატიჟობ.
-აშკარად,რუსეთში ბრძანდებოდა ვაჟბატონი-არაოფიციალური კილოთი უთხრა ნატამ.
-გამოგიცნია,ნატკა!-გაეღიმა დავითს და ქალისკენ ოდნავ წაიწია.თითქოს მისკენ ტალღასავით მიილტვოდა.აი,ხომ გინახავთ ტალღა,რომელსაც ქარი მიაქანებს,ტალღა,რომელიც წინააღმდეგობას ვერ უწევს ამ უკანასკნელ ძალას და მხოლოდ ერთი რამღა დარჩენია-ბედს შეეგუოს.
-აი,შენი სიტყვა,ეს უნდა ისწავლო,დავით.
-დრო დიდია.
-ჰო? ისევ დეპრესიაში ხარ?-მტკივნეულ ადგილას ჩაურტყა ნატამ.
-ოოო,ნატუშკ,არ გინდა რა.
-უბრალოდ მინდა,რომ გავმხიარულდეთ,ბატონო,დავით.
-ისევ ბატონობაზე გადავედით?
-აჟიტირებული ჩანხარ,წამოდი,ჩაი დავლიოთ.გეპატიჟები!
-ეს უკვე სხვაა,კარებისკენ წავიდა დავითი და თან უკან აპარებდა თვალს,ნატას ადგომის თითოეულ დეტალს სწავლობდა მისი თვალის ორი გუგა.
-რაო? რა ხდება რუსეთში?-ერთი ყლუპი ჩაი გადაყლაპა და დავითს გახედა.
-არაფერი ახალიო,უბრალოდ შენ მოენატრე.
-რავა ვენატრები ყველას-გაეცინა ქალს დამეორე ყლუპიც მოსვა.
-მეც მომენატრე,ნატ!-ბოლოს მაინც თქვა სათქმელი და თვალები ქალს შეანათა.არა,ასეთი მორცხვი როდიდან იყო,თუ მორიდებული..ან რა...ორივე ერთია..
-დავით,დავით!-ქალს ჩაეღიმა და თვალი მოაშორა დავითს.

ნატა აფორიაქებული დადიოდა ოთახიდან ოთახში,დედამისი სამსახურიდან გამოუშვეს და არ იცოდა,რა ექნა,დეპრესიაში არ ჩამივარდეს ჩემი დედიკოო,ვერ იყო ამხელა ქალი.
-დე,სხვაგან დაიწყებ-ამშვიდებდა ქალს,რომელიც შვილისგან არასდროს აიღებდა რამეს,შენი თავი გაქვს მისახედიო.
-ვიცი,მაგრამ ძალიან მეწყინა-ცრემლებს ძლივს იკავებდა ელისო,რომელიც ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.
-უბრალოდ ღრმად ისუნთქე,კარგი?-თხოვა დედას და მისი ხელი დაიჭირა,ასე იცოდა ხოლმე გასაჭირის დროს.
-ოთარი კიდევ კარგი მუშაობს,მეც ვნახავს რამეს..-თავი დაიიმედა ქალმა და შვილს ოპტიმიზმით აღსავსე მზერით შეხედა.
-ასე,დე..ასე,სჯობს!
-რა ხდება შენთან ახალი? ერთი მაგარი კლიენტი ჰყავსო,სალიმ და ეარშიყება ის კაციო?
-ომგ! დეეე,ვერაა ეგ.
-აბა,შემომხედე თვალებში?
-ეს უბრალოდ სამსახურია-დაიბნა ნატა და ჩაფიქრდა,იქნებ მართლა მოვწონვარ დავითსო.ამის შემდეგ ეს უცნაური ინტერესი დასჩემდა და ამის შემდეგ უფრო დეტალებში სწავლობდა ხოლმე დავითს,თუმცა მაინც ვერაფერი გაეგო,სიმბოლური კაცია და ყველას ვერ ჩასწვდებიო,ფიქრობდა ნატა.

მთელი თვე ასე გავიდა.მარტზე თბილი მაისი დადგა და ნატა უფრო გამხიარულდა,ახლა უფრო გრილი,ზაფხულისთვის შესაფერისი,სამოსის ჩაცმა შეეძლო.
-გაზაფხულის ბოლო თვეს გილოცავ-დავითმა აათვალიერა ნატა.შეიძლება ითქვას,რომ თავიდან ბოლომდე აათვალიერა.
-ოოო,ეგ კი არა,დათბა-გაფართოვებული თვალებით უპასუხა ნატამ.
-ხასიათზე ვერ ვარ,ბოდიში.
-რა მოხდა?
-არაფერი ისეთი.
-არ მინდა,ამაზე საუბარი..
-მიდი რა..მაინტრიგებ-მუდარით შეხედა ქალმა.
-ვერა და ვსო!-გადაჭრით თქვა დავითმა.
-კარგი,მაშინ დღეს არ ვმუშაობთ შენს იდიოტობაზე,მე სხვა საქმეები მაქვს,ხვალ ერთი მნიშვნელოვანი სასამართლოა და წადი,თუ შეიძლება,მარტო დამტოვე.
-ნატა,კარგი რა.
-მაშინ თქვი.
-ეს მუქარაა?
-ხედავ,რაცაა-გაეღიმა ქალს და ქერა თმა უკან გადაიწია.
-დღს საღამოს არასასურველ ვახშამზე ვარ დაპატიჟებული.
-მხოლოდ ეს? ვინაა ასეთი?
-დედაჩემი,ქვრივი დედაჩემი,რომელიც ჩემს პირად ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფის გარეშე ვერ ჩერდება...გაიგო,რომ დავშორდი „კნუწას“.
-უი..საყვარელად ჟღერს.
-მე ასე სულ არ ვფიქრობ-ჩამოჯდა სკამზე ნატას დაუკითხავად და საზურგეს მიეყრდნო.
-ეს ჩემი რეზიდენციაა,დავით!-მაშინვე აღნიშნა ქალმა.
-ისე ამბობ,თითქოს აქ მხოლოდ ერთი სკამი იყოს.
-მივხვდი,რაშიც გაყავი თავი..ვიღაცას გირიგებს,არა?
-ჰო,მირიგებს...
-შენ კი ასეთ რამეებს ვერ იტან.
-ასეა-ამაშიც დაეთანხმა დავითი.
-უბრალოდ წადი,ვერაფერს დაგაძალებს ამხელა კაცს-დაარიგა და გაისტუმრა,საქმეები მაქვსო.დავითი შორიდან მაინც აშტერდებოდა ნატას კაბინეტის კარს.ფიქრობდა,რომ მხოლოდ ერთი თვე და ორი კვირა იყო დარჩენილი,მერე გადაწყდებოდა ისი ბედი,სწპრედ ეს იყო ერთ-ერთი რამ,რაც ანერვიულებდა მამაკაცს და ასევე ის,თუ როგორ გაძლებდა რუსეთში წასვლის შემდეგ.იცოდა,რომ ნატას ვეღარ ნახავდა და არ იცოდა,თუ როგორ იცხოვრებდა მისი ნახვისა და მისი ხმის გაგონების გარეშე,უბრალოდ,არ იცოდა.
ლიფტი გამოიძახა და კიდევ ერთხელ წარმოუდგა თვალში მოსალოდნელი განშორება..ერთი თვე და კიდევ მაგის ნახევარიო-ფიქრობდა დავითი და წინასწარ იპყრობდა ნოსტალგია...ნოსტალგია,რომლის შესახებად ადრე ბევრი არაფერი იცოდა.
საღამოსთვის მაინც გამოეწყო.უხერხულად კი გრძნობდა თავს,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა,ამჯერად უნდა შეგუებოდა ბედს.გულში ნატას ნათქვამი სიტყვებით იმშვიდებდა და ერთი სული ჰქონდა,როდის ჩაივლიდა ოჯახური ვახშამი.
ერთ წამს ისიც კი იფიქრა,იქნებ მეთქვა დედაჩემისთვის,ნატა ჩემი შეყვარებულია და იქნებ დაენებებინა თავიო,მაგრამ იცოდა,რომ ეს დიდ ხანს ვერ გასჭრიდა,მერე დაქროწინებას მოსთხოვდა დედამისი და,ვინ იცის,რა მოხდებოდა შუალედურ ეტაპზე,გაცნობისა და ქორწილის მოთხოვნას შორის,ქალბატონი გყლიკო.
-ჩემი ბიჭი.
-დიდი ხანია,რაც ბავშვი აღარ ვარ-როგორც ჩანდა,არ ესმოდა დედის ხუმრობა.
___
ესეც მომდევნო თავი,ველი შეფასებებს,ჩემო ტკბილებო.
მიყვარხართ ყველანი.



№1  offline მოდერი Maiaabuladze

ოოხ რა კარგი იყოო ❤❤ ბოლოს დაძაბულობა მომეწონა ❤ დროს რომ არ წელავ ისიც მომწონს ❤

 


№2  offline წევრი natia-natia

♥♥♥♥♥♥♥♥♥ kargi iyo dzaan

 


№3  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Hauiiii ra kargi iyo

 


№4  offline წევრი kora

უჰჰჰჰ, რა მაგარი თავი იყო love პირველივე თავმა მომხიბლა, მაგრამ, დროის უქონლოის გამო ვერ ვსტუმრობდი საიტს sad გამიხარდა მოვლენების ამგვარი განვითარება და მოუთმენლად ვუცდი გაგრძელებას smile
--------------------
kira.G

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

მადლობა,ჩემო კარგებო

 


№6  offline წევრი ruska gabrijidze

wink უუუ მაგარიააააა მალე რაა ფლიზ

 


№7  offline ადმინი უნდა ვწერო

ruska gabrijidze
wink უუუ მაგარიააააა მალე რაა ფლიზ

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent