შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პოლიტიკის თეორია [ნაწილი მეთერთმეტე]


30-03-2016, 23:57
ავტორი N7
ნანახია 2 972

XI.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კოკასთან ჩახუტებულს გამეღვიძებოდა. აი, ხომ არის რაღაცები, რომ წარმოიდგენ და ცუდად გახდომამდე გეცინება შენს ფანტაზიებზე, სწორედ მასე იყო ეს შემთხვევაც. თუმცა შეიძლება კარგ მაგალითადაც გავიხადო, ამის შემდეგ ყველაზე არარეალურსაც კი დავუშვებ გონებაში, რომ ვიცოდე, როგორ მოვიქცე, ასეთ ჯოჯოხეთურ მდგომარეობაში თუ აღმოვჩნდები.
მე გულაღმა ვიწექი, კოკა კი გვერდიდან მომკრობოდა. თავისი ყველა მარწუხი ჩემ სხეულზე შემოეხვია და თან იმდენად მჭიდროდ, განძრევის ყველა შანსს მიქრობდა. მაგრამ მაინც ვცადე.
– საით? – ამოიჩურჩულა და უფრო მიმიკრო.
– გათენდა, გაიღვიძე! – უკმაყოფილოდ ჩავყვირე მე.
– შენ სულ ასეთი უჟმური ხარ დილაობით? – არც ის იყო კმაყოფილი.
წარბები ზემოთ ავზიდე და უემოციო სახით მივაჩერდი ოდნავ თვალებგახელილ მამაკაცს, რომელსაც კომფორტი აღარ ადარდებდა და უკან გაეწია თავი, რათა კარგად შემოეხედა ჩემთვის.
– რა? – გაიცინა.
ღმერთო, როგორი ღიმილი ჰქონდა, იცით? წარმოუდგენლად ლამაზი. სურვილს რომ აღგიძრავდა, სულ ეცინა.
– არა, არ ვარ! – თვალი ჩავუკარი. – გამიშვი ხელები, ვეღარ ვსუნთქავ, ადამიანო! – ისევ შევკარი წარბები.
– რამდენი წლის ხარ, ლილი? – ღიმილით მკითხა.
ისევ გაოცებული მივაშტერდი.
– ამ დილაუთენია ჩემი მონაცემების გაგება მოგინდა?
– ხო უნდა ვიცოდე, ჩემი ცოლი რამდენი წლისაა, – გაიცინა.
– არ იცი? – უკვე მეც მეცინებოდა.
– არაა, – სიტყვა გაწელა და მხარზე მაკოცა.
ისევ ჟრუანტელი, ენით აღუწერელი ემოცია, ისეთიც კი, როისთან რომ ვერ ვგრძნობდი. უნდა ვაღიარო, ეს ასე იყო და წინ ვერაფერი აღუდგებოდა. მიყვარდა როი, ალბათ, მიყვარდა, მაგრამ ის, რასაც კოკას სიახლოვეს ვგრძნობდი აღმატებითი იყო, თანაც ბევრად.
– გამიშვი და გეტყვი, – ამოვღერღე ძლივს, რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ.
– ღმერთო, რომელი საათია? – გაახსენდა, რომ უფრო დიდი მოვალეობებიც ეკისრა და წამოენთო.
– რვა ხდება. გამიშვი! – გავიბრძოლე კიდევ ერთხელ.
– ბედი შენი, რომ სამშობლო მელოდება, – კიდევ ერთხელ მაკოცა მხარზე და გამიშვა.
თავისუფლებას მოკლებულმა, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ბედნიერმა გავიღიმე.
– არ შეიძლება უჰაერობა ჩემთვის! – დავიწუწუნე.
– რამდენი სააბაზანო გაქვს? – ჩემი წუწუნი უკუაგდო და თავის საქმეზე გადავიდა.
– ერთი, რამდენს სთხოვ საერთო ბინებს? – გამეცინა.
– პირველი მე შევდივარ! – წამოიძახა.
გამეცინა.
– შედი, ოღონდ მალე გამოდი, – თვალი ჩავუკარი.
– სხვა გზა არც მაქვს, – მანაც თვალი ჩამიკრა და შიშველ სხეულზე უბრალოდ შემოიცვა პერანგი.
– დაიცა, პირსაწმენდი არ გინდა? – დავაწიე სიტყვა ოთახიდან მიმავალს.
შემოტრიალდა და ნამძინარევი სახით მომაჩერდა.
– რამე გამიმზადე ან შეკვეთა მიეცი რა, – მთხოვა და დაამთქნარა.
– თქვენ ამხელა საქმეს მიკეთებთ, ბატონო კოკა, მაგაზე გაწყენინებთ? – გამომწვევად გავუღიმე, თვალი ჩავუკარი და პირსაწმენდი გავუწოდე.
გაეცინა, თმა ამიჩეჩა და წავიდა.
როგორ მიუჩვეველი ვიყავი დილით ასე ადრიანად გაღვიძებას და ვიღაცისთვის საჭმლის კეთებას. რა რთული წარმოსადგენია, თუმცა როი ყოველთვის მასწრებდა საქმეს, საუზმეს მიმზადებდა და საწოლში ლანგრით მომართმევდა ხოლმე. ამის გახსენებაზე გამეღიმა, თუმცა მაშინვე შემოვუძახე თავს:
– როი ანგელოზი იყო, კოკა ეშმაკია! ისწავლე!
შეკვეთის მიცემა იმაზე მეტად მეზარებოდა, ვიდრე სამზარეულოში ფუსფუსი. თანაც, სანამ ის გოლიათი სააბაზანოდან გამოვიდოდა, რამით ხომ უნდა დავკავებულიყავი?! კარგი, ვაღიარებ, საშინელი კულინარი ვარ, მაგრამ არაუშავს, ისწავლის ჭკუას, რომ მე აღარ უნდა დამავალოს მსგავსი საქმეები და მითუმეტეს, ეცოდინება, დიასახლისად არ გამოვდგები!
ჩაიდანი გაზქურაზე შემოვდგი, ტოსტისთვის გავამზადე მასალა და კვერცხიც ტაფაზე გავშალე. მიირთვას ჩვეულებრივი საუზმე, ალბათ, უმაღლესი ხარისხით იღვიძებს და გაუკვირდება დახვედრებული, თუმცა არც ეგ ცვლის არაფერს. ფაქტია, კოკას მოვწონვარ და მე ამას ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენებ. ყველაფრის შემდეგ, იმსახურებს...
– გემრიელი სურნელია, – სამზარეულოში შემოვიდა მოწესრიგებული ჟორჟოლიანი.
– ვერ შეგპირდები, რომ საჭმელადაც გემრიელი გამოდგება, – ვუთხარი გულწრფელად და ფინჯანი მივუდგი.
მის წინ დავჯექი და თვალებში ისევე ჯიქურად მივაშტერდი, როგორც თვითონ მაშტერდებოდა.
– რაო? – გამიღიმა.
– არაფერი, გასინჯე, – მხრები ავიჩეჩე მე.
– იმედია, არ მკლავ, – თვალი ჩამიკრა, თუმცა ხმაში ხუმრობა არ ერია, შევნიშნე.
– რა უნამუსო ტიპი ხარ, – ამოვთქვი უკმაყოფილოდ, მისი თეფშიდან ავიღე ტოსტის პური და ჩავკბიჩე. – ორ წუთში თუ არ მოვკვდი, დაიწყე! – შემოვუძახე სიცილით და პური დავუბრუნე.
– შენ რატო არ ჭამ? – ისევ ეჭვით საუბრობდა, ოღონდ ამჯერად მიირთმევდა კიდეც ჩემ ჩაკბეჩილ ტოსტს.
– არ ვსაუზმობ, ზოგადად. მერე მთელი დღე ცუდად ვარ ხოლმე, – თვალები გადავატრიალე და ყავა მოვსვი.
– რანაირი ადამიანი ხარ? – გულიანად გაეცინა ჩემს პასუხზე.
– ჩვეულებრივი.
– მაინც არ მითხარი რამდენის ხარ, ხო? – დაუბრუნდა ძველ თემას კოკა.
– რატო დაიჟინე? – სერიოზულად გავვოცდი მე.
– უბრალოდ, მაინტერესებს–მეთქი, – განმიმარტა კვლავ.
– კარგი, – თვალები გადავატრიალე. – შენ თავს დააბრალე, – ნიშნისმოგებით ავუწიე თითი. – ორმოცდაოთხის, – ჩავიფრუტუნე.
პირთან მიტანილი ფინჯანი უკან დააბრუნა და წაშლილი სახით მომაჩერდა.
– რა ორმოცდაოთხის, მეღადავები? – კბილებსშორის გამოსცრა სიტყვები.
– არა, რატო? არ მეტყობა? – გავუღიმე და ენაზე მწარედ ვიკბინე, რომ არ გამცინებოდა.
– იცი რა? გადავიფიქრე... – სერიოზულად საუბრობდა.
– რა? – ვეცადე მაქსიმალურად გაკვირვება და სიცილის შეკავება.
უკვე მძიმედ ვოხრავდი, რადგან ვერც ვიცინოდი და ვერც ვიკავებდი სიცილს.
– ქორწილი, – კიდევ ერთი ყლუპი მოსვა და წამოდგა.
– ძალიან გოიმი ხარ, კოკა, – გამეცინა და მეც წამოვდექი.
– ნამდვილად არ მსურს დეიდა ცოლად!
ეს უკვე კულმინაცია იყო. რომ დავიწყე სიცილი, ფერები გადამივიდა სახეზე. უკან დავბრუნდი სკამზე და ორად მოვიკეცე. მუცელი და პირი ერთდროულად მტკიოდა ამდენი სიცილისგან, მაგრამ ვერც ვწყვეტდი.
გაბრაზებულმა კოკამ ერთი შემომიბღვირა, დავაფიქსირე, მერე შეტრიალდა და წავიდა.

შებინდებულს უაზროდ ვათვალიერებდი კომპიუტერში რაღაცებს, ნუცამ რომ დამირეკა.
– ოჰ, როგორ მოიპაემნე, ქალბატონო? – შევეგებე ღიმილით.
– გუშინიდან შენ ხარ ჩემი პირადი დიზაინერი! – ჩამყვირა.
– ღმერთო, დაგაჩვიეს აჭარულ საუბარს? – ამოვიოხრე. – რა უბედურებაა ‘გუშინი’?
– ხო, როგორც არის, – თვალები მობეზრებულად გადაატრიალა.
– და აქამდე რა ვიყავი? ვინ გაცმევდა? უმადურო... – გაბუტვის იმიტაცია გავაკეთე, ნოუთბუქი ავიღე და სამზარეულოსკენ დავიძარი.
საშინლად მომინდა ყავა, თანაც ვერ ვგრძნობდი თავს კარგად. ისევ ჩემს დაბალწნევიანობას დავაბრალე ყველაფერი და ამიტომაც დავიხმარე ყავა.
– აქამდეც ჩემი დიზაინერი იყავი, კარგი, ჰო! – გადაიხარხარა. – როგორ მომენატრა შენთან ჭორაობა და შენი გემრიელი ყავის დაგემოვნება...
– ჩამოდი მერე, მაინც მოგიწევს და! – გავიცინე.
– გოგო, რა დაგემართა გუშინ? – გაახსენდა. – ვინ თხოვდება?
– შე დებილო... მე ვთხოვდები, მე! – გავიცინე და ყავა ფინჯანში ჩავასხი.
ხველება აუვარდა და შემეშინდა არ დახრჩობილიყო.
– კარგად ხარ? – კომპიუტერში გამოსახულ ნუცას დავაკვირდი, ფერები გადასვლოდა სახიდან.
– მეხუმრები, ხო?
– რა იყო, მასე თუ გეწყინებოდა, სულ არ გეტყოდი... – გავიბუტე ისევ.
ღმერთო, ეს რა საშინელი ჩვევა დამჩემდა ამ ორსულობისას! როდის აქეთ ვარ ასეთი ბუტია და ასე მალე მწყინს ყველაფერი? ამ ჩვევას რამე უნდა ვუშველო და მალე მოვიშორო, თორე შეიძლება გამაგიჟოს და ჩემი გარშემომყოფებიც ჩემ გზაზე დააყენოს.
სხვები არ მიყვარდნენ ეგოისტები, ჩემი თავი ავიტანო ასეთი? არამც და არამც!
– ვინ არის ის ბედნიერი? – როგორც ყოველთვის, ახლაც განმუხტა სიტუაცია ნუცამ.
– უარესად გაგიჟდები, ახლა რომ გითხრა, – გამეცინა, მოსალოდნელი რეაქცია რომ წარმოვიდგინე.
– ჰა, თქვი! – დაიყვირა მოუთმენლად.
– ნუ ყვირი, თორე გასკდა ყურები! – შევუბღვირე და გავაგრძელე: – ოღონდ, დღეს ისეთი რაღაც გავაკეთე, ეჭქვეშ დგას საკითხი იმაზე, კიდევ მომიყვანს თუ არა.
– როდის აქეთ ხარ ასეთი ცანცარა? – გაბრაზდა ჩემი შემყურე ნუცა.
– და შენ როდის აქეთ ხარ ასეთი უჟმური? – არც მე დავაკელი გაბრაზება.
– ხვალ დამხვდი სადგურში! – გამაფრთხილა და გამითიშა.
ვერ არის ეს გოგო! გამეცინა და აივანზე გავედი.
თებერვლის ცივი ქარი ქროდა. პლედი შემოვიფარე და ‘აივნის სავარძელში’ კომფორტულად მოვკალათდი. ძალიან უხდება სიცივეს პლედი, სიმშვიდე და ყავა. ხო, ეს განსაკუთრებული ოთხეულია.
ფიქრებში გადავეშვი. რა იქნებოდა მერე? მექნებოდა ქორწილი და ბედნიერი ცხოვრება კოკასთან, გავაჩენდი პატარა ლილეს ან რეზის და გავზრდიდი ჟორჟოლიანთან ერთად? განა ყველაფრის მერე საამისოდ გამიღიმებდა ბედი? ან კი ღირდა საფიქრელად ის თუ რა იქნებოდა მომავალში? მაგრამ მაშინ მე არაფერი მქონდა. არც წარსული და არც აწმყო, რომელზეც ვიფიქრებდი და გავიღიმებდი ან დავიძაბებოდი. მაშინ მე მხოლოდ უფლება მქონდა მეფიქრა შვილზე და მის სამომავლო კეთილდღეობაზე, რადგან თუ არ იქნებოდა ის, არც მე ვიქნებოდი.
ჩვენს ცხოვრებაში ჩნდებიან ცუდი და კარგი პერსონაჟები.
კოკა ჩემი ცხოვრების ცუდი პერსონაჟი იყო, რომლის მომავალი ჯერაც უცნობი გახლდათ იმ მომენტში.
– ისვენებ? – სივრცე გაარღვია ნაცნობი ადამიანის ნაცნობმა ბგერებმა.
შევხედე, გავუღიმე და თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
– როგორ ცივა, მაგრამ მაინც ლამაზი დღეა, – ამოიჩურჩულა ჩემთვის ძლივსგასაგონად, მოაჯირს გაეყრდნო და სიგარეტს მოუკიდა. – არ გცივა? – შემომხედა მცირედი პაუზის შემდეგ და მზრუნველი ტონით დამისვა კითხვა.
– არა, თბილი პლედია, – ვანიშნე ჩემს სხეულს გადაფარებულ მატერიაზე.
– კიდევ ერთხელ მომცემ უფლებას შეგავიწროვო? – ღიმილი არ შორდებოდა სახიდან და თავისი ხმით უნებურად მათბობდა, პლედსა და ყავაზე მეტად.
– კიდევ უნდა დამახრჩო? მკაცრ უარს გეუბნები მაშინ! – გავუღიმე საპასუხოდ, ოღონდ იმ ფიქრების მერე არც კი ვიცი, რამდენად თბილად.
სიგარეტი დაბლა გადააგდო და კარისკენ დაიძრა.
– წამო, პიცა მოვიტანე, – თავით მანიშნა სამზარეულოზე.
უტაქტოდ გამოვიდოდა ჩემივე სახლში მიმეტოვებინა სტუმარი, ამიტომ ავდექი და გავყევი.
– არ ვგიჟდები პიცაზე, – ვუთხარი შესვლისთანავე, მერე წყენა და დაძალება რომ არ ყოფილიყო.
– არც მე, – გამიცინა, თეფშები გამოიღო და მაგიდაზე დააწყო.
გაოცებულმა შევხედე მოშინაურებულ პრეზიდენტს, რომელზეც ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამდენს შეძლებდა თავისით. პრეზიდენტები ხომ მიჩვეულები არიან გულხელდაკრეფილ ჯდომას და საწოლში ვახშამს.
– უცნაური ხარ, ძალიან, – გამეცინა და მაგიდას მივუჯექი.
– ორივე ვაფრენთ, ეგ არაფერი! – თვალი ჩამიკრა და პიცის საკმაოდ მოზრდილი ნაჭერი უკითხავად გადმოიღო ჩემ თეფშე.
– კაი, ვაფრენთ, ოღონდ შენ ძალიან! – დავეთანხმე უგამოსავლოდ დარჩენილი.
– ორივე ერთნაირად რომ ვაფრენდეთ, ნამეტანი აპოკალიფსი იქნებოდა, – თვალი ჩამიკრა და ისე გემრიელად ჩაკბიჩა პიცა, მეც კი აღმიძრა მადა.
მივბაძე. საკმაოდ გემრიელი პიცა აღმოჩნდა. უფრო სწორად, იშვიათად გემრიელი, იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვგიჟდებოდი პიცაზე, მაშინ კი ზედიზედ სამი მოზრდილი ნაჭერი შევჭამე.
– ეგეც მართალია!
– მისმინე, – დასერიოზულდა და მეც, მინდოდა თუ არა, დავიძაბე. – შაბათისთვის ყველაფერი მზადაა, სტუმრების სია მომეცი და მოსაწვევებს გავგზავნი, – მითხრა წარბშეუხრელად.
– შენ რა, მართლა შაბათს დაგეგმე? – გაოცება ვერ დავმალე.
– ხო, მასე არ გადავწყვიტეთ? – გაუკვირდა სერიოზულად.
– აუ, სამი დღე დარჩა, გიჟი ხარ? – გამიქრა მადა.
– მერე შენ რა გადარდებს? ყველაფერს მე მივხედე, – აშკარად გააბრაზა ჩემმა დამოკიდებულებამ.
ცოტა მომეშვა, მაგრამ მთლად არა.
– რა მნიშვნელობა აქვს! – არ დავიშალე ჩემი. – მე და სტუმრებს ხომ გვინდა მომზადება?
– გოგო, ამხელა ქორწილს გავუკეთე ორგანიზება ერთ არასრულ დღეში, რა გვარი გყავს ასეთი, სამ დღეში რომ ვერ მოემზადებით? – გადაიხარხარა.
გამეცინა მეც.
– საიდან ამდენი პოზიტივი, ჟორჟოლიანო?
– შენიდან, ლილიჩკა, – თვალი ჩამიკრა.
სერიოზულად შემაშფოთა, ასე მალე რომ უნდა მომხდარიყო ყველაფერი. განა რა, ჩემი სურვილით ხდებოდა და მადლიერი უნდა ვყოფილიყავი კოკასადმი უზომოდ, თუმცა მაინც თვალში მეჩხირებოდა ეს მრავალი კედელი, რომელიც ასე მოკლე დროში ასე მრავლად უნდა შემხვედროდა გზაში.
მერე თავს შემოვუძახე, ‘როდის აქეთ გახდი ასეთი მშიშარა–მეთქი’ და ცოტა გავმხნევდი. თანაც, როცა კოკა გყავდა გვერდით, როგორ შეიძლებოდა ამხელა პესიმიზმი? ვაღიარებ, ამ მხრივ უზომო პატივს ვცემდი და ვცემ ჟორჟოლიანს. გამოუსწორებელი მოსიარულე პოზიტივია. არ გააბრაზო – არ გადაიხდის. გააბრაზებ? – შენ თავს დააბრალე. კაცი ასეთიც უნდა იყოს.

მაპატიეთ, დაგვიანებული და პატარა თავია.
ვერაფრით შევძელი მეტის დაწერა.
ძალიან ჭიანი გავხდი ბოლო დროს და ისევ ცუდად ვარ :(
მიყვარხართ, ჩემო პოზიტივებო!



№1  offline წევრი teddy))

Vxalisdebi ukve :D dzalian sayvarelbi arian da dzalian momwons! Qorwilze da mere ukve amat ertad cxovrebaze rom vfiqrob, ukve mecineba :D orive gmiri dzalian miyvars da momwons bechduri shecdomebi rom araa :* warmatebebi da velodebi shemdegs! <3

 


№2  offline წევრი N7

teddy))
Vxalisdebi ukve :D dzalian sayvarelbi arian da dzalian momwons! Qorwilze da mere ukve amat ertad cxovrebaze rom vfiqrob, ukve mecineba :D orive gmiri dzalian miyvars da momwons bechduri shecdomebi rom araa :* warmatebebi da velodebi shemdegs! <3

მიხარია, რომ მოგწონს love love
მართლა არ მაქვს ბეჭდური შეცდომები? არც კი ვკითხულობ და თუ სადმე შეცდომას აღმოაჩენთ, მითხარით ხოლმე, დამეხმარებით winked love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


ტკბილო საუკეთესო და საყავრელო ძალიან მომწონს ეს ისტპრია ისე.რომ ვერ წარმპიდგენ ახლახანს დავიწყე კითხვა მართალია მაგრამ გველა თაბი კარგად წავიკითხე და გავაცნობიერწ ისტორიის შიინაარსი თამამად შემუძლია გამვაცხადო რომ ეს ისტოირა არის ყველაზე განსხვავებული სულ სხვამაირი და უზმოდო უსაზღროდ კარგი ჩემი ფავორიტია მოყთმენლად ველი ახალ თავს
--------------------
romantikosi mwerali

 


№4  offline წევრი Pepper

განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა
ძალიან მაინტერესებს ისტორიის განვითარება.
ბატონი პრეზიდენტი აფრენს და ქალბატონიც :დ
ქორწილს ველოდები <3
კარგი თავი იყო ძალიან ^^

 


№5  offline წევრი N7

რომანტიკოსი მწერალი
ტკბილო საუკეთესო და საყავრელო ძალიან მომწონს ეს ისტპრია ისე.რომ ვერ წარმპიდგენ ახლახანს დავიწყე კითხვა მართალია მაგრამ გველა თაბი კარგად წავიკითხე და გავაცნობიერწ ისტორიის შიინაარსი თამამად შემუძლია გამვაცხადო რომ ეს ისტოირა არის ყველაზე განსხვავებული სულ სხვამაირი და უზმოდო უსაზღროდ კარგი ჩემი ფავორიტია მოყთმენლად ველი ახალ თავს

უღრმესი მადლობა❤ მიხარია ასე რომ მოგეწონაა❤❤ ვედცები მაქსიმალურად მალე დავდო❤

Pepper
განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა
ძალიან მაინტერესებს ისტორიის განვითარება.
ბატონი პრეზიდენტი აფრენს და ქალბატონიც :დ
ქორწილს ველოდები <3
კარგი თავი იყო ძალიან ^^

მიხარია, რომ მოგწონს❤❤
დიდი მადლობა, რომ კითხულობ❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან მომწონს ეს ისტორია რაღაც უხილავი მიზიდავდა რომ წამეკითხა თითოეული თავი . თავიდან არ მომწონდა სიტუაცია იმს გამო რომ ვიფიქრე არ იქნებოდნენ ერთად. მაინც წავიკითხე რაადგან წერის სტილი მომწონს შენი ძალიან . ახლა კი მოუთმენლად ველი მომდევნო თავს რადგან წინასწარ ვგიჟდები ერთად რომ წარმოვიდგენ ამ ორს wink wink wink

 


№7  offline წევრი N7

sameone crazy girl
ძალიან მომწონს ეს ისტორია რაღაც უხილავი მიზიდავდა რომ წამეკითხა თითოეული თავი . თავიდან არ მომწონდა სიტუაცია იმს გამო რომ ვიფიქრე არ იქნებოდნენ ერთად. მაინც წავიკითხე რაადგან წერის სტილი მომწონს შენი ძალიან . ახლა კი მოუთმენლად ველი მომდევნო თავს რადგან წინასწარ ვგიჟდები ერთად რომ წარმოვიდგენ ამ ორს wink wink wink

პირველ რიგში, მიხარია, რომ დამიბრუნდი❤
მერე მიხარია, რომ მოგწონს❤❤
დიდი მადლობა ამ სოტყვებისთვის❤❤
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№8  offline მოდერი Eleniko13

ხომ იცი,
რომ მომწონს,
მაგრამ ასე ძაანაც ნუ დაატკბობ რა...
არა,
მინდა რომ კარგად იყვნენ,
მაგრამ მაინც.
არეულობაა მარიამ, თანაც დიდი არეულობა შენს პერსონაჟებში.
მოკლედ, მალე მინდა შემდეგი თავიც.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№9  offline წევრი N7

Eleniko13
ხომ იცი,
რომ მომწონს,
მაგრამ ასე ძაანაც ნუ დაატკბობ რა...
არა,
მინდა რომ კარგად იყვნენ,
მაგრამ მაინც.
არეულობაა მარიამ, თანაც დიდი არეულობა შენს პერსონაჟებში.
მოკლედ, მალე მინდა შემდეგი თავიც.

შენ იცი, რომ არა არეულობა, ის არ იქნებოდა, რაც არის და ამხელაც არ იქნებოდა, რამხელაც არის.
საჭიროა ეს არეულობა და ეს სიტკბოც საჭიროა.
დიდ ტკივილს დიდი ბედნიერება მოსდევს, ბედნიერებას... იუ ნოუ
love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№10  offline წევრი Diosa Dela Tristeza

როგორ მომეწონაა❤❤❤❤
რა კარგად ჩაღუნღულდენ ესენი :დ
უჰუუ მალე ქორწილიაა ქორწილიი! :დ ❤❤❤

 


№11  offline წევრი N7

gvanciko_gvancunia
როგორ მომეწონაა❤❤❤❤
რა კარგად ჩაღუნღულდენ ესენი :დ
უჰუუ მალე ქორწილიაა ქორწილიი! :დ ❤❤❤

მიხარია, რომ მოგეწონა love
დიახ, ქორწილია! wink winked
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent