პოლიტიკის თეორია [ნაწილი მეათე]
X. ყველა ვერ გაიგებს, როგორ მეტკინა ჩემი სისუსტე. როგორ განვიცადე, რომ მე არავინ მყავდა ისეთი, ვისაც ჩემი შვილის სიცოცხლეს ჩავაბარებდი. ჩემი ერთადერთი შანსი კოკა იყო, ოღონდ ზუსტად არც კი ვიცი, რატომ ვფიქრობდი, რომ ის ისევ თანახმა იქნებოდა ჩემს ცოლად მოყვანაზე. – რა თქვი? – ჩამყვირა და ბურანიდან გამომაფხიზლა. – ცოლად გამოგყვები–მეთქი, – გავუმეორე და საწოლზე წამოვჯექი, მოსულიერებული და ბევრად უკეთ მყოფი. გაეცინა და წამის მეასედში მისი ხარხარი გაიშალა მთელს ოთახში დაუხშობელ ბგერებად. – ჯანდაბა, რა გაცინებს? – ხმა ამიკანკალდა ისევ. გაჩერდა და სერიოზული სახით მომაშტერდა. თვალებში მიყურებდა და თითქოს ცდილობდა ამოეკითხა თუ რას ვფიქრობდი, ვგრძნობდი. მინდოდა თუ არა სინამდვილეში ის, რასაც ვსაუბრობდი. – სერიოზულად ამბობ? – სახეზე თითები შემახო და ისე ჩამაშტერდა თვალებში. მის შეხებაზე მთელს ტანში გამეშალნენ ჭიანჭველები. ღმერთო, დაუშრეტელი ენერგიის მატარებელი იყო ეს კაცი და მკლავდა ამ ენერგიით, უფრო და უფრო. – სერიოზულად, – დავუქნიე თავი და ნერვიულობისგან უნებლიედ მოვიქციე ქვედა ტუჩი კბილებს შორის. – რა ხდება შენს თავს? – დამისვა კითხვა და სახიდან ხელები აიღო. – მეშინია, კოკა... – ამოვიჩურჩულე ძლივს. – რისი? – გაუკვირდა და გაეცინა: – დავიჯერო, მე ვერ შეგაშინე და ვიღაც სხვამ მოახერხა ეს? ამოვიოხრე. – არაა სასაცილო. – კი, მაგრამ მე რა ვალდებულებები მაკისრია შენ მიმართ? – დასერიოზულდა. უსიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. – შენ მთხოვდი ცოლობას, დაგავიწყდა? მერე მეც მეცინებოდა ჩემ პასუხზე, მაგრამ იმ მომენტში, ნაკლებად ვფიქრობდი ადეკვატურობაზე. იმხელა ხმაზე გადაიხარხარა, უარესად მივიწურე. – გაჩერდი რა, – შევეხვეწე. – კარგი, მოგიყვან, მაგრამ ასე უცებ?! მაცადე, ბეჭედს მოვიტან მაინც, – სიცილით წამოდგა ფეხზე. ხელზე მივწვდი და დავქაჩე. – არ დამტოვო რა. – დაცვას დავტოვებ, არ გაწყობს? ბეჭედთან და ჟურნალისტებთან ერთად დავბრუნდები, – თვალი ჩამიკრა. – მეღადავები? – არა... – ჩაახველა. – მეტ–ნაკლებად, – გააგრძელა სიცილი. – პრეზიდენტი ხომ ხარ?! ხოდა, გთხოვ, დაცვა გამომიჩინო თუ ცოლად არ მომიყვან! – გაიჟღერა ჩემმა სიტყვებმა. მეგონა თუ არ ვუჩქმეტდი, გადაბჟირდებოდა. ჰოდა, ისე მწარედ ვუჩქმიტე, გადასული ფერები დაუბრუნდა და მეტიც, სააღდგომო კვერცხივით გაწითლდა. – რას შვები? – წამოიყვირა და ხელი გამაშვებინა. – მადლობა ღმერთს, არ გადაბჟირდი, – ფხუკუნით ჩავილაპარაკე და საწოლში წამოვჯექი, იმედმოცემული. – კარგი, ახლა სერიოზულად, – ჩაახველა და საწოლის კიდესთან, იატაკზე ჩამოჯდა, მეტი კომფორტისთვის. – რამ გაგაგიჟა? – შენც სიგიჟეები არ მოგწონს?! – გამეცინა. – მართლა გეუბნები! – აუწია ტონს. – ჩემი შვილის მამის მკვლელი საქართველოშია, – ისეთ დაბალ ხმაზე დავიჩურჩულე, თითქოს ზედმეტად კონფიდენციალურ ინფორმაციას გავცემდი. მერე ამ წინადადებაზეც ვიცინოდი დიდხანს და კოკას სახეზე. გაოცებისგან გაფართოვებულ მწვანე თვალებზე და ოდნავ შეხსნილ, უფუნქციოდ დარჩენილ ბაგეებზე. ვიცინოდი იმაზე, რომ ამხელა პრეზიდენტი კაცი ჩემი სიტყვებით ‘გამოვაშტერე’. მაგრამ იმ მომენტში სრულებით არ მქონდა სასაცილოდ საქმე. – ოო, ნუ მიყურებ მასე, – დავიწუწუნე. – აბა, როგორ გიყურო? – გაეცინა. – ხვდები, რას მეუბნები? – ისეთს არაფერს... ჩემი შვილის დაცვას გთხოვ მხოლოდ. – გამოშტერდები კაცი, – ხელი ჩაიქნია და გააგრძელა: – ამდენი რამის მერე, თანახმა ხარ ჩემს ცოლობაზე? ამოვიოხრე და უმოწყალოდ მივაჩერდი. – თანახმა ვარ. და მე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ სიტყვებს კოკას ვეტყოდი. ანუ ადამიანს, რომლის წყალობითაც ვიყავი ამ მდგომარეობაში. თუმცა, მაშინ მე კოკა მჭირდებოდა. თანაც, შემეძლო ჩავჭიდებოდი ამ სიტუაციას და ერთი გასროლით ორი კურდღელი მომეკლა. – მოიცა, – გაახსენდა რაღაც. უემოციო სახით მივაჩერდი იმის მოლოდინში, როდის იტყოდა მორიგ სისულელეს. – ის რა სურათები გამოაქვეყნე? – დაიყვირა. ჯერ შევხტი, შემდეგ გამეცინა. ახლა ნახა? რა ბედის ირონიაა! – რა სურათები? – შევიცხადე. – ნუ ცანცარებ, არ მიყვარს ცანცარა ქალები! – მიმითითა და ფანჯარა გამოხსნა. – ჯერ არ ხარ ქმარი, დამშვიდდი და სიგარეტი არ მოწიო! გაეცინა. – არც შენ ხარ ჯერ ცოლი! წამოვდექი, გვერდზე დავუდექი, სივრცეს გავხედე და ისე ვუთხარი. – ანუ ჯერ? – არის რაღაცები, რასაც იმაზე მეტი სარგებლობა შეუძლია მოიტანოს, ვიდრე შენ წარმოგიდგენია. ამ შემთხვევაში, ‘რაღაცა’ ხარ შენ, – მითხრა გულწრფელად. – რამდენი და როგორი ქალი მახვევია თავს, შენც კი იცი, მაგრამ მე სიყვარული არ მჭირდება, – მხრები აიჩეჩა და სიგარეტს მოუკიდა. – ნუ ეწევი–მეთქი, ხომ გთხოვე? – შევუბღვირე. – კაი, რა იყო, არ მოგიწევია თუ? – არ მინდა, რომ მოვწიო, სანამ გავაჩენ მაინც, – თითებიდან გამოვაცალე სიგარეტის მთელი ღერი და მეშვიდე სართულიდან გადავაგდე. ამ მომენტზე მოგონებები ამომიტივტივდნენ მეც და, რა თქმა უნდა, კოკასაც. – გგონია ბორში ასე შეგრჩება? – მომიტრიალდა და ირონიულად გამიღიმა. – მოიცა, ჯერ არ შემრჩა? – ხმამაღლა გადავიხარხარე. – როგორ გეკადრება?! – თვალი ჩამიკრა და ის იყო კიდევ უნდა ეთქვა რაღაც, რომ ტელეფონი აუწრიალდა. – გისმენთ, – უპასუხა უმალ. – ახლავე გამოვალ... ხო, დამავიწყდა, რა იყო?.. მოვალ! ჩემთან ახლოს მოვიდა, სახიდან თმა უკან გადამიწია და თვალებში ჩამაშტერდა. ამ ჟესტზე სასიამოვნო შეგრძნება მომედო მთელ სხეულში, თუმც ვეცადე გარეგნულად არ შემტყობოდა. – წავალ ახლა მე და დაცვას დავტოვებ კართან, გინდა? – მზრუნველობით გაჟღენთვოდა ხმა. – შეგიძლია? – ტუჩი მოვიკვნიტე მე და უხერხულად შევიშმუშნე. – რა თქმა უნდა, – გაეცინა. – და ტუჩს ნუ იკვნეტ მასე გამომწვევად, თორემ ერთ დღეს აღარ გექნება! – თვალი ჩამიკრა, შეტრიალდა და წავიდა. კარის ხმა გავიგე თუ არა, მაშინვე მივირბინე და გავიხედე გარეთ. მართლაც დაეტოვებინა ბატონ პრეზიდენტს, მომავალ ქმარს ჩემთვის დაცვის ერთ–ერთი წევრი, რომელიც ძეგლივით ასვეტილიყო კართან. კი ვენდობოდი მის პროფესიონალიზმს, თუმცა შიში მაინც დიდი იყო, კარი გადავკეტე. საღამომდე ნუცას ველაპარაკებოდი სკაიპში. მთელი დასვენების დღე გამოვგლიჯე. მხოლოდ დღის წართმევა მოვახერხე, საღამოს მაინც ვაკოსთან ერთად მიდიოდა სავახშმოდ. – ვერ გადამიწყვეტავს, რომელი კაბა ჩავიცვა, – კომპიუტერის წინ, დივანზე მოწყვეტით დაეშვა და დაღლილი სახით მიაჩერდა ეკრანს. – მანახე და გეტყვი, – ვანუგეშე და ფორთოხლის გარჩევა დავიწყე. ზოგადად, სულ მიყვარდა ფორთოხალი, ყველა ხილსა თუ ციტრუსზე მეტად. თუ მქონდა ფორთოხალი, სხვას არასდროს არაფერს ვუყურებდი. ამ ორსულობამ კი იმდენად გამიმძაფრა ყველაფრის შეგრძნება და მოთხოვნა, დღეში სამი კილო არ მყოფნის. მალე რომ გავა ფორთოხლის სეზონი, რა მეშველება ნეტავ?! ამ ფიქრებში ნუცამ მოასწრო და სამი კაბა გადმოალაგა: ლურჯი, კრემისფერი და მუქი ნაცრისფერი – შავში გარდამავალი. სამივე თვალისმომჭრელად ლამაზი იყო და გამიკვირდა კიდეც, როდის მოასწრო გემოვნების ასე დახვეწა ნუცამ? ანუ გოგომ, რომელიც ვერასდროს ვერ ყიდულობდა ნორმალურ ტანსაცმელს თუ მე არ ვყავდი გვერდით. – ლურჯი ამოიღე... ზამთრის ცივ საღამოებს არ უხდება ცივი ფერები. – მე კიდევ ყველაზე მეტად ეგ მომწონს, – დაიწუწუნა, თუმცა გაითვალისწინა ჩემი რჩევა და თვალს მოაცილა ხსენებული კაბა. – არ ვამბობ, რომ ცუდია. მეც მომწონს, მაგრამ დღეისთვის არ გინდა, – მოვყევი ახსნებს, რომელიც ასე ძალიან მძულდა. თუმცა მქონდა კი სხვა გზა?! წუწუნით გამომწოვდა სისხლს, შორიდანაც კი. – ახლა ეს ორი... – დახედა კაბებს და ღრმად ამოისუნთქა. – გადამრევს მე ეს საღამოები და რომანტიკა! – მოაყოლა სიტყვები. გამეცინა. – გოგო, რა სჯობს რომანტიკას და მზრუნველ ქმარს? – ვკითხე სასხვათაშორისოდ, თუმცა ჩემთვის არც ერთი იყო პანიკურად კარგი, და არც მეორე. – კრემისფერი ჩაიცვი. ზუსტად ვიცოდი, რომ რატომო – მკითხავდა, ამიტომ დავასწარი. – რომანტიკულ საღამოებს უხდება მიმზიდველი ფერები! კანისფერი მიმზიდველია კაცებისთვის, – დავკონკრეტდი. – აა, – თქვა და აიღო კაბა. – ნუც, გინდა გადაგრიო? – სიცილით შევხედე ეკრანზე ნუცას გაოცებულ სახეს, „რა უნდა მითხრა, შე დეგენერატო“ – რომ ეწერა. – დაქალი გითხოვდება... – აუ, ვინ? – თვალები გადაატრიალა. ასეც ვიცოდი, ვერც კი წარმოიდგინა, რომ ამ დაქალში შეეძლო ჩემი თავიც ეგულისხმა. – თიკუნა თხოვდება ბოლოს – თიკუნას გარდა დაქალი არავინ გყავს? – გავბრაზდი და გავუთიშე. ლეპტოპი დავხურე და დივანზე გადავწექი. უამრავი სალანძღავი სიტყვა ამოტივტივდა გონების ფსკერიდან, თუმცა მათ გაფიქრებასაც ვუკრძალავდი საკუთარ თავს, ბავშვის გამო. წარმოდგენა მქონდა, თითქოს თუ გონებაში გავლანძღავდი, ბავშვი მიიღებდა იმპულსურ ლანძღვას და ისწავლიდა. ამიტომ ვფიქრობდი სულ პოზიტიურად. უფრო სწორად, ვცდილობდი მეფიქრა. ამ პოზიტივიდან ხან რას მივედე, ხან რას და გამახსენდა, რომ ექოსკოპიაზე ვიყავი მისასვლელი. უკვე საკმაოდ გავიდა დრო და მუცელიც შესამჩნევად გამომბერვოდა. აი, ხელს რომ მოვაწერთ, კოკასთან ერთად მივალ–მეთქი, – დავპირდი საკუთარ თავს. რომ შებინდდა და მეც ძილი მომინდა, გარეთ გავიხედე. დაცვა ისევ იდგა, ისევ ქანდაკებასავით და წამით მომეჩვენა, რომ არც კი სუნთქავდა. თუმცა მერე ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და მეც შვებით ამოვისუნთქე. ჰიგიენის ნივთებით აღვიჭურვე და აბაზანაში შევედი. ზოგადად, ზედმეტი პედანტურობით გამოვირჩეოდი ყოველთვის. არ შემეძლო სამ დღეზე მეტი ერთ თეთრეულზე ძილი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ საღამოს და უმეტესად დილითაც კი შხაპს ვიღებდი, უნდა გამომეცვალა ყოველ მეოთხე დღეს თეთრეული. ჰოდა, როგორც ზემოთ სიტყვას მოვაყოლე, ორსულობის პერიოდში უარესად გამიმძაფრდა ყველა შეგრძნება, ამიტომ, ადრე თუ ძირითადად საღამოს ვიღებდი შხაპს და ისიც რამდენიმე წუთი მიგრძელდებოდა აბაზანაში ‘ნებივრობა’, ახლა უკვე საათობით ვიდექი წყლის ქვეშ და დღეში აუცილებლად ორჯერ. გამიგრძელდა წყლით განტვირთვა, საათზე მეტი ვიყავი აბაზანაში და კანმაც გამოშრობა რომ დაიწყო, გამოვედი. აღარაფერს არ ველოდი და შემეშინდა, უფრო სწორად, გულს გახეთქვამდე ბევრი არ აკლდა, ჩემს საწოლზ წამოკოტრიალებული ჟორჟოლიანი რომ დამხვდა, უდარდელად რომ ათვალიერებდა ჩემს კომპიუტერში არსებულ ჩემივე სურათებს. – კოკა, მოგკლავ! – ამოვიკნავლე და კარის ჩარჩოს ჩავეხუტე. სიცილით გადმომხედა. – რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი? – მკითხა ისე, თითქოს ჩემი მდგომარობა ამ კითხვისთვის პასუხგასაცემად შესაფერისი ყოფილიყო. – ბევრში, კოკა, – ამოვიჩურჩულე და მუხლებისკანკალით მივედი საწოლამდე. ჩამოვჯექი და თითქოს ამოვისუნთქე. – აღარ გაბედო და მეორედ ასე აღარ შემომეპარო! – გავაფრთხილე და მის გვერდით გადავწექი საწოლზე. – თორემ რა? – გამომწვევად გადმომხედა. – ცოლობაზე იმიტომ კი არ დამთანხმდი, რომ მუცელი მომაშლევინო! – ბღვერვით შევხედე. – დამთანხმდი? – გაიცინა, ჩემკენ გადმოიწია და მუცელზე დამადო თავი. – ბავშვს აწუხებ! – ამოვიწუწუნე და თითებით ვეცადე თავი გამეწევინებინა, მაგრამ მხოლოდ ის მოვახერხე, რომ მკერდისა და ლავიწის ძვლის შუაში მოთავსდა უფრო კომფორტულად. – ძალიან ითავისებ ქმრის როლს. ჯერ არ ხარ, დაგავიწყდა? – სიცილით ჩავხედე. გაიცინა და ნიკაპზე მაკოცა. მთელ სხეულში გაიშალა მუხტი. – ასე ნუ იძაბები, ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს! – სიცილით აღნიშნა. – როდის გვაქვს ქორწილი? – ამოვისუნთქე მე. – როცა იტყვი. ოღონდ, შენი ჭირიმე, ქვეყნიდან რომ ვიქნები გასასვლელი, იმ დღეს არ დაამთხვიო! – ეცინებოდა. – ცოლად იმიტომ კი არ მოგყვები, მარტო რომ დამტოვო ხოლმე! – ამოვიჩურჩულე უკმაყოფილოდ. – მორჩი წუწუნს რა, – უმოწყალოდ ამომხედა. – თორემ? – ახლა მე გავუღიმე გამომწვევად. – გადავიფიქრებ შენს ცოლად მოყვანას და დაგაჭამ მაგ გამომწვევ ტუჩებს! – გადაიხარხარა. – კარგი, აღარ ვიწუწუნებ! – გამოვაცხადე გრაციოზულად. – ამ შაბათს. – რა? – ამომხედა გაოცებულმა. – ამ შაბათს ვიქორწინოთ, – განვუმარტე. – კარგი, თავისუფალი ვარ! – თვალი ჩამიკრა მან. – დიდი ქორწილი გვექნება? – შენ როგორც იტყვი... ოღონდ გაითვალისწინე – უამრავი ჟურნალისტი დაესწრება. მთლად საქართველოს ნუ მომაწვევინებ! – გასაგებია, ესეიგი, ჩემებიდან 100 კაცს შევაგროვებ, ალბათ, – გონებაში გადავთვალე შესაძლო სტუმრები. – ასე ცოტა? – გაუკვირდა ჟორჟოლიანს. – ხო. დიდი სამეგობრო მე არ მყავს და სანათესაო კიდევ მითუმეტეს, – გამეცინა უხერხულად. – ძალიან კარგი, ნაკლები ხელისშემშლელი გვეყოლება! – განაცხადა. – გიჟი რომ ხარ, იცი? – მეღიმებოდა და უნებართვოდ ეფერებოდნენ ჩემი თითები მის თმებს. – შენც რომ ხარ, გეცოდინება... – მანაც გამიღიმა. – მე კი ვარ, მაგრამ შენ რამ გაგაგიჟა? – ღიმილი სიცილში გადამეზარდა. – ნუ, გრძელი ამბავია, – სიტყვა გაწელა კოკამ. – სიყვარული? – არა მარტო, – დენდარტყმულივით წამოვარდა ფეხზე. – იცი რა? ცეკვა მინდა! ტელევიზორი ჩართო, სიმღერების არხი მოძებნა და კლასიკაზე გააჩერა. – არ მოხვალ? – წარბები აზიდა ზემოთ და ისე მომაჩერდა მომლოდინედ. – ნუ აფრენ... – ამოვიფრუტუნე და გვერდი ვიცვალე. – ლილი, მეწყინება! – გამაფრთხილა. – არ გეძინება? – ამოვიჩურჩულე. – არა, – მომიჭრა. – მოდი რა, დაიძინე და ხვალ ვიცეკვოთ, – ვლაპარაკობდი თავისუფლად, რადგან თვალებში არ მიწევდა ყურება. – შენს გვერდზე თუ დამაწვენ... – ხმაში პათოსი შეეპარა. – მოდი, ოღონდ დამაძინე, – გამეცინა და საწოლის კიდისკენ უფრო ჩავიჩოჩე. – შენ არ გადავარდე ოღონდ, დაბრუნდი აქეთ, – გადაიხარხარა და მუცელზე შემომხვია ხელი. – დამაძინე–მეთქი, ადამიანო! – დავიწუწუნე ისევ. – მე კი გითხარი, ნუ წუწუნებ–მეთქი, – ყურთან ჩურჩულით შემახსენა. ჟორჟოლიანო, ბავშვი ხარ! ჩემო ტკბილებო, მაპატიეთ დაგვიანება. ცოტა უკეთ ვარ და რაც მოვახერხე, ესაა. მაპატიეთ შეცდომები.. მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.