შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოქტომბერი (2)


31-03-2016, 00:08
ავტორი LonelyBones
ნანახია 1 712

- გაიღვიძე, ვიღაცა გირეკავდა წეღან, სკოლაში წადი, ბოლო წელია და ნუ გააცდენ, ნუ დაუტოვებ მასწავლებლებს ცუდ წარმოდგენას შენზე.

ნინამ იცის, როგორ "გამილამაზოს დილა" და მომიყვანოს ხასიათზე, თავი წამოვწიე, ტელეფონს დავხედე "ჩვენს ადგილას შევხვდეთ, ყავა დავლიოთ. მ" ამის წაკითხვისას სახე იმდენად შემეცვალა, რომ თვით ნინამაც შეამჩნია ჩემი დაუკმაყოფილებელი გამოხედვა, თუმცა არაფერი შემიმჩნევია. ფეხზე წამოვდექი, ჩავიცვი და გარეთ გავედი. არ ვიცი რატომ, მაგრამ გადასასვლელზე უჩვეულოდ თავი ისევ მარჯვნივ შევატრიალე, ხო, აი იმ გადასასვლელზე, მაგრამ ყველაფერი იყო ამაო. ჩემს სენტიმენტალობას დავცინე, და კაფეში შევედი
-ლიზა. - ფეხზე წამოდგა
-მარიეტა. წუთიერი დუმილის შემდეგ მარიეტა ჩამეხუტა, თითქოს და არაფერი მომხდარა, თითქოს ასეც იყო საჭირო, არაფრის თქმას ვაპირებდი, მაგრამ ვერ მოვითმინე
- რისთვის ჩამოხვედი? ისევ წარსული გაიხსენო და ისევ რაღაც ისტორიაში ჩამრიო? აღარ მინდა, იცი მე... - უცებ მარიეტამ გამაჩერა.
- მოდი ყველაფერი დავივიწყოთ, 1 წლის შემდეგ მე ისევ აქ ვარ, ვცდილობ, რომ შევიცვალო, ყველაფერი კარგად იქნება ამჯერად.
- არ მჯერა. მკაცრად ვუპასუხე, ავდექი, ყავა ავიღე და სკოლისაკენ წავედი.
სკოლის ბოლო წელი საკმაოდ ბანალურია, როცა განსხვავებულ სკოლაში დადიხარ, სადაც ყველა ზედმეტად ფულიანი, პოპულალური და ეგოისტია. თუმცა მე მათგან საკმაოდ ჩვეულებრივი ვიყავი, მამაჩემი არ არის მილიონერი, მე არ ვცხოვრობ 3 სართულიან სახლში და არ მყავს მანქანა, თუმცა ვთვლი, რომ კვირაში 3 ბიჭთან სექსი და შემდეგ ამით მეტიჩრობა საკმაოდ ძუნწი საქციელია.
ბოლო წლის გატარება ჩემთვის არ იყო რამით განსხვავებული სხვა წლებთან შედარებით, ჩემი კლასელებივით მე არ დავდიოდი სხვადასხვა წვეულებებზე, არ ვეცნობოდი სხვადასხვა ბიჭებს და არ ვატარებდი დროს უაზროდ. მე ვსწავლობდი და ვგეგმავდი კოლეჯში მოხვედრას, რისი იმედიც არ მქონდა, რადგან ყველა თავისუფალი ადგილი იყო ნაყიდი ფულიანი მამიკოების საშუალებით, მაგრამ იმედი ბოლოს კვდებაო ნათქვამია და მეც ამ იმედით ვცხოვრობდი.
საღამოს მარიეტამ დამირეკა, 40 წუთიანი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დამითანხმა ბარში წასვლა, თუმცა მომზადების პროცესში, სარკეში ყურებისას საიდანღაც გამიჩნა ერთდროულად ათასი კომპლექსი, რამაც გადამაფიქრებინა. უცებ, ნინა შემოვიდა ოთახში, ხელები მკლავზე დამადო და ნაზი ტემბრითმითხრა "იდეალური ტანი გაქვს, ლამაზი ნაკვთები, ლამაზი თმა, შენი საყვარელი კაბა ჩაიცვი და წადი გაერთე, ნუ ფიქრობ ნურაფერზე."
დიახ , ნინა იმ ტიპის დედებს მიეკუთვნება, რომლებიც გაშორებულები არიან თავის ქმარს,კვირაში ერთხელ ს აბოლებენ და უფრო დაქალები არიან შვილებისთვის, ვიდრე დედები, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ნინა,ის ყოველთვის დედად დარჩება ჩემთვის, რომელიც სულ მეყვარება.
"სად ხარ, გართობა დაწყებულია უკვე, მალე მოდი"
ყოველთვის მოუსვენარი, პიროვნება, რომელმაც მიმაჩვია ალკოჰოლს, მოსაწევს, სიგარეტს, ღამით კლუბებში ექსტაზის ქვეშ გიჟობას და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში შევიცვალე, მე მაინც მივდიოდი მარიეტას შესახდრად.
- მოდი დავლიოთ, ჩემს ჩამოსვლას გაუმარჯოს. თქვა და გადაკრა ტეკილათი საცსე ჭიქა, როცა მივხვდი, რომ საკმაოდ გვიანი იყო და მარიეტაც, საკმაოდ მთვრალი.
-მოდი ჩემთან წავიდეთ, გთხოვ, გამოვიძინოთ, როგორც ადრე, ხო გახსოვს?
-მე ყველაფერი მახსო... - სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, როცა წაბორძიკდა და ძირს დავარდნას აპირებდა, მაგრამ უეცრად ვიღაცამ მეორე მხრიდან ხელი მოჰკიდა და ტაქსში ჩასმაში დამეხმარა. თავი წამოვწიე და სასწაულად დიდი რაღაც გამეჩხირა ყელში, თვალები გამიფართოვდა, ნაცნობი სახე დავინახე და აღარ ვიცოდი რა მეთქვა, შევნიშნე, რომ ისიც, საკმაოდ გაკვირვებული იყო.
- რა დამთხვევაა, გამარჯობა. - მითხრა ახალგაზრდამ, დიახ იმ ახალგაზრდამ, რომელიც საპატრულო მანქანასთან ერთად მივაგდე უპასუხოდ.
-ახლაც არ აპირებ არაფრის თქმას? - გაეღიმა, მისი გაღიმების დანახვისას გამოვფხიზლდი და როგორც იქნა, სიტყვა ამოვღერღე: - მადლობა.
მეც გავუღიმე და მომენტში, როცა დავაპირე ტაქსში ჩაჯდომა მან თავისი სავიზიტო ბარათი მომაწოდა.
-იქნებ დაგჭირდეს, დამიკავშირდი რომ რამე.



№1  offline მოდერი LonelyBones

ტომა
მოგყვები და
ველოდები შემდგს


სხვათა შორის ველოდებოდი შენს კომენტარს, წლების შემდეგ პირველია რასაც ვწერ, იმედია რაღაც საინტრესო გამოვა ამ ყველაფრისგან ❤❤
--------------------
https://www.flickr.com/photos/anncorpse1/

 


№2  offline წევრი Frigga

გარემო, გრძნობა, ქცევა.. ცოტა უფრო უნდა აღწერო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent