შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 3


31-03-2016, 00:08
ავტორი D-roni
ნანახია 5 398

- შენც შემოდი ... - ხელზე დაექაჩა დათო ბათუს მტევანს , მამაკაცმა ღიმილშეპარულ სახეზე მიაპრყო მზერა მაშას და სახლში დინჯი ნაბიჯებით შევიდა.
- ორი ერთზე არა ? ჰმ ... - ხელები გადაიჯვარედინა მაშომ და ღიმილით აკოცა ლოყაზე დათოს.
- დიახაც ! - გატეხილი ენით ალაპარაკდა დათო და სახლის უკან , ბაღში გაიყვანა სტუმრები . - რას დალევთ ? - ჰკითხა ღიმილით და ხელები ზურგზსუკან გადამალა.
ბათუმ გაკვირვებულმა გადახედა მაშოს და ღიმილიანი მზერა მიაპრყრო საშუალო ასაკის ბიჭს.
მიუხედავად ქრომოსომებში მცირე განსხვავებისა , დათოს აზროვენების ბევრს შეშურდებოდა.
ბიჭი მხიარულად დარბოდა აქეთ - იქით და ენერგიას ორივეს უზიარებდა.
სახლის ზედა სართულის ფანჯრებიდან დრო და დრო საშუალო ასაკის ქალი , ბედნიერი ღიმილით იყურებოდა და მადლიერი მზერით აჯილდოებდა ორივეს.
- შენ არ გყავს შეყვარებული ? - ხატვის დროს ჰკითხა და პასტელებიდან წითელი ფერი აიღო.
- არა მე არ მყავს , შენ ? - ღიმილით დახედა მის ნახატს ფარჯიანმა და ფეხი მეორე მუხლზე გადაიდო.
- არა , მაგრამ მომწონს ერთი გოგო ... -საიდუმლოსავით ჩაიჩურჩულა ჩუმად და ტერიტორია მოათვალიერა .
- რაო რაო ? - ყურები ცქვიტა მაშომ და ხელები ვითომ ნაწყენმა გადაიჯვარედინა.
- ხო ... - დამორცხვილმა , შეპარული ღიმილით ჩახარა თავი და ტუჩები გაილოკა.
- ამას მე ახლა რატომ ვიგებ ? - ღიმილით ჰკითხა და დავარცხნილი თმა აუბურდა.
- რატომ და მეც ახლა გავიგე ... - გამოეპასუხა ბათუ და მხრები აიჩეჩა.
- შენ დღეს გაიცანი ! - წარბები შეჰკრა მაშომ.
- ძალიან ეჭვიანია ... - თავი გადააქნია დათომ და სიცილით მოუთათუნა ხელი თავზე.
- ეე ... - გააპროტესტა ტუჩებგადმობრუნებულმა და თვალები დააკვესა.
- და ბრაზიანი ... - დააყოლა ბათუმ და თავი დააქნია.
- და ლამაზი ! - ყელი მოიღერა და სიცილი დაიწყო.

" ყველაზე ეგოისტური და საშინლად სასიამოვნო გრძნობაა , როდესაც ხვდები რომ რაღაც გაიძულებს გახდე სხვანირი ...
არა შეცვლის მხრივ , არა !
არამედ ადამიანურად , დაიხვეწო , განვითარდე , ჩამოყალიბდე ...
გაერკვე , გარკვე რას მოითხოვ და რა გინდა ამ ცხოვრებისგან ...
როცა პირველად გავიგე შენი სახელი , ხო მაშინ ... როცა პირველად მითხრეს რომ არსებობდი ... და ჩამოდიოდი ... აი მაშინ ვიგრძენი რა იყო აფორიაქება , სხვანაირად აფორიაქება , რაღაც არა ამ ქვეყნიურად , არა ამ მიწიურად , არა ამ ზეციურად ... რაღაც არა რეალურად , ვიგრძენი დიდი , ულევი ბედნიერება , რომელიც მიქადდა რაღაც ამოუცნობს , ამოუხსნელს და მაინც ... რაღაც საუკეთესოს ... ალბათ შენი სახით , ხო ეს შენი სახე იყო , პირველად რომ დაგინახე მაშინ მივხვდი , რა იყო ცხოვრება ...
ბანალურად ამიფორიაქე სული , დიდი გარდატეხა მოახდინე ჩემში ...
ალბათ ახლა ამისთვის პირადადაც კი უნდა გიხდიდე

მადლობას , მაგრამ აბა როგორ ? შემწევს კი მე სუსტსა და მორცხსვს ამის ძალა ?
მეყოფა კი გამბედაობა იმისთვის , რომ მოვიდე და ჩაგეხუტო ?
ჩაგეხუტო და გითხრა , რომ მადლობელი ვარ ? მადლობელი ვარ იმისთვის რაც მომეცი ? ...
ჰმ ... განა რა მომეცი ? ცოტა ოდენი ბიძგი , დიდი გრძნობა და უზარმაზარი ბედნიერება ...
ფაქტიურად ცხოვრება მასწავლე , ხო შენ მე ცხოვრება მასწავლე , მე კი... მე ალბათ სიყვარული უნდა გასწავლო...
მე ხომ ეს ყველაზე მეტად მინდა ? , თუმცა მომცემ კი ამის უფლებას როდესმე ?
როგორც ყოველთვის ... ახლაც შენს თანხმობას ველი !
ახლაც არ გაბიჯებს , ახლაც გელი ... გელი და ალბათ მთელი ცხოვრებაც დაგელოდები , თუნდაც თმაში ჭაღარა შემომერიოს , თუნდაც დავკარგო დამოუკიდებლობის განცდა , ის ხომ შენ მომეცი , შენ ჩამომაყალიბე , შენ ხომ ამაში დიდი წვლილი მიგიძღვის ?
დაუნდობლად , ეგოისტურად ... მაგრამ მაინც მიყვარხარ !
ხო შეიძლება არ მიგრძნობინებია ,შეიძლება ისევ იმ ძველი ადათწესებით ვცხოვრობ , მივყვები სტერეოტიპებს და ვარ "წესიერი" , თუმცა ... მე ხომ ვგრძნობ , ვგრძნობ რომ ასეთი მოგწონვარ ...
გული მტკივა , მტკივა რადგან ვერ გგრძნობ , თუმცა მე გგრძნობ , ეს შენ ვერ ხვდები რომ შენც თუ არ შემიგრძნობ , ჩემი გაცემული გაუფასურდება , გაუფასურდება და ისე დაკარგავს ფერს , როგორც შეიძინა...
შენი ღიმილი ? ხო შეიძლება შენი ღმილიც მომწონდეს , შენი სახელიც ...
ც ? მეცინება ... ეს ისაა ... რაზეც ალბათ მთელი ცხოვრება ვერც კი ვიოცნებებდი ... შენ ბართლომე გქვია , გქვია და ეს მე მომწონს ...
მომწონს ? თუ მიყვარს ? იქნებ ორივე ერთად ?
ვბოდავ ? ალბათ კი...
ეს ხომ სიყვარულია , მას ხომ ბოდვა უყვარს ...
უკიდეგანოდ , მაგრამ მაინც უყვარს ...

- მან თქვა ,რომ კიდევ უნდა შენი ნახვა ... - აღბრთოვანებული ლაპარაკობდა მაშო და მის წინ ხელების ქნევით მიდიოდა.
- მან თქვა , რომ ეგოისტი ხარ ! ეგოისტი , ეჭვიანი და სახელად " ჩემია " ... - ეშმაკური ღიმილით გადახედა მისკენ მობრუნებულს და ხელები მხრებში ჩაავლო.
- მან ისიც თქვა , რომ ლამაზი ვარ ... - ყელი მოიღერა და სიცილით გადახტა უკან .
- ლამაზი ხარ ... - მშვიდად მიუახლოვდა და შუბლზე გახურებული ტუჩები მიაკრა.
- კაი ახლა არ გინდა , ნუ ჩამადნობ ... - სიცილით გადგა გვერით და ცალი თვალი მოჭუტა.

" როცა ვხედავ , რომ იღიმი ... "
მაგიჟებს , კიდევ იცი რა მაგიჟებს ? , იმის განცდა რომ მე მიღიმი ...
მე მიღიმი , ან ჩემთვის იღიმი , ჩემით იღიმი , ჩემს გამო იღიმი ...
რა ამბავია ამდენი ან ერთ წინადადებაში არა ? ...
თუმცა ეს მე მაბედნიერებს , ალბათ თავის დროზე შენც გაგაბედნიერებს ...
მაგრამ ახლაც , რომ გაბედნიერებს ? , მე ხომ ვხედავ ? , დავიჯერო ?...
ნუთუ შესაძლებელია ? ალბათ კი , თუმცა რატომაც არა ? , შენ რომ მიყურებ შენს თვალებს ... რაღაც ამოუცნობი , ნათელი , კაშკაშა წერტილები დაჰკრავს გუგებში...
რას შევადარო არა ბანალურს ? , ალბათ შენთვის ესეც ბანალური იქნება , ჩემი ფიქრი ...
ჩემს გონებაში არეულ-დარეული სიტუაცია , ქაოსი ...
მაგიჟებს , მაოცებს , მაოგნებს!
სიტყვა სიყვარული ...
ეს საოცრებაა , ნუ თუ ამას ვგრძნობ ? , ნუ თუ ჩემი გულის აჩქარებული რითმაც ამითაა გამოწვეული ?
ვფრინავ ... თითქოს ამის გარეშე არც კი მიცხოვრია ...
მასწავლე , მასწავლე როგორ უნდა!
გასწავლი , მეც გასწავლი ...
ერთმანეთს ვავსებთ ხედავ ?!
ხო ... უნდა შემავსო , მეც შეგავსებ ...
მგონი მართლა ვბოდავ , აი ბოდვაც კი დავიწყე ...
იცი ? მგონი შემიყვარდი ... არა მიყვარხარ !
ეს ვიცი ... მაგრამ ის ვიცი? , ვიცი როგორი სიძლიერით მიყვარხარ ? ...
მე კი ვიცი , მთავარია შენ იცოდე !
"ცხამს" , მეცინება , ჩემს თავზე მეცინება ... ასე სულელურად როგორ შემიყვარდი ? , მეცინება ... ჩემს თავზე მეცინება , ასე უმიზეზოდ როგორ ჩამივარდი გულში ? ...
თუმცა მეტი მიზეზი რად მინდა ? , შენ ჩემს გამო იღიმი , მიღიმი...
ეს ყველაფერზე ბევრია , მხოლოდ ერთზე დიდი ვერაფერი ვერაა ...
შენს გამოხედვაზე , გამოხედვაზე ... რომელშიც ალბათ იმ ყველაფერს ვკითხულობ ... ხო ვკითხულობ და ვხედავ კიდეც , ალბათ მესმის ... მესმის ის რისი მოსმენაც მინდა ... რეალურად , შენი ბაგეებიდან ამოსროლილი ბგერებით , მწყობრში ...
მაგრამ ... ესეც მყოფნის , ალბათ იმიტომ რომ ... მიყვარხარ !

- ბამბის ნაყინი მინდა ! - ტუჩები გააწკლაპუნა და იქვე ჩამომდგარ ქალს, რომელიც ვარდისფერ ბამბის ნაყინებს აკეთებდა , ეშმაკური ღიმილით მიუახლოვდა. - ხომ არ გვეცადა ? - წარბები აუთამაშა ბათუს.
მამაკაცმა ჯერ ცალწარბაქაჩულმა შეათვალიერა მაშო , შემდეგ ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა და ირონიული ღიმილით დააღო პირი.
- ბავშვი ! - თავისთვის ჩაიფრუტუნა და ღიმილით გაიწია , როდესაც გაბრაზებულმა მაშკამ ხელი მიარტყა მხარზე.
- მე ვცდი ! - ენა გამოუყო და ქალს მიუბრუნდა , მოხუცი ქალი ღიმილით შესცქეროდა ახალგაზრდებს და თავს მომენტებში აქეთ-იქით აქნევდა. - შეიძლება ? - შეპარვით შეხედა დანაყინებზე ანიშნა.
- კი რა თქმა უნდა ... იცი გაკეთება თუ გასწავლო ? - ჰკითხა და როდესაც მაშომ თავი დაუქნია ღიმილით მიაწოდა ჯოხი. - აი ეს დაიჭირე ... - შაქარი ჩაყარა და თანდათან ჯოხმაც აიკრა "ტკბილი ბამბა" ...
ხელი მოჰკიდა , თითები ჩამოუსვა ოდნავ და სიხარულით აუფრიალა წინ ფარჯიანს.
- შენც ცადე მშიშარა ! - ცინიკური ღიმილით გადასწია თავი უკან და ბათუს შეხედა , რომელმაც მობეზრებულად გადააქნია თავი და ქალს ჯოხი გამაორთვა.
- ისწავლე უნიჭო! - უზარმაზარი ბამბის ნაყინი აუფრიალა ცხვირწინ , რომელიც თეთრი იყო კმაყოფილი ღიმილით .
ცხვირის ბზუილით წავიდა მანქანისკენ .
- აბა ? გემრიელია ? - ჰკითხა როდესაც გვერდში ამოუდგა გაბუტულს.
- მმმ , ძალიან ! - კბილები ჩაარჭო ნაყინს და როდესაც მიხვდა ამდენს ვერ შეჭამდა პირგამოტენილმა სიცილი დაიწყო.
ბათუმ ხარხარით იყიდა მაღაზიაში კოკაკოლა და ძალით ჩაასხა პირში.
- ძლივს არ გადნა ? - ამოისუნთქა და ცარიელი ჯოხი ნაგვის ყუთში მოისროლა. - დათოსთან ყოფნა ყოველთვის კარგად მოქმედებს ჩემზე... როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ , მაშინვე დათოსთან მივდივარ და ყველა პრობლემა მავიწყდება ... - ხელები გაშალა და მანქანასთან ჩამოდგა.
- ჩემზეც კარგად იმოქმედა , მხიარული და კომუნიკაბელური ბავშვია, თუმცა შთაბეჭდილება დამრჩა , რომ ეს მხოლოდ ჩვენთან .. მიშომ , რომ თქვა ყველასთან ვერ ამყარებს კონტაქტსო ... ალბათ მაგიტომ ! - საჭესთან დაჯდა და ღვედი შეიკრა.
მაშომაც გაიკეთა ღვედი და ჩანთა უკანა სავარძელზე გადადო.
- ხო მართალი ხარ , დათო სკოლაშიც არ დადის , ექსტერნებს აბარებს ...
იმდენად ცუდი კლასი ჰყოლია , რომ ...
ახლა დაითანხმა ძლივს დედამისმა , რომ მივიდეს სკოლაში , იმედია კლასელები ცუდს არაფერს გააკეთებენ , თორემ დარწმუნებული ვარ დედამისი კი არა მე დავაცლი ყველას სათითაოდ სიცოცხლისთვის საჭირო ორგანოებს !
- ცუდი კლასი? რაში გამოიხატება მათი სიცუდე ? - მანქანა დაძრა და ნელა გაუყვა გზას.
- არავინ არ უჯდება გევრდით , დათო ძალიან თბილია , ცდილობს ყველასთან კარგად მოიქცეს ... თუმცა არის კლასში ერთი-ორი მოზარდი , ძირითადად ორი გოგო და სამი ბიჭი , დანარჩენები ნეიტრალურები არიან ...


^^^


დათოს სახლში იჯდნენ და ელოდნენ ბიჭის მოსვლას.
პირველი დღე სკოლაში ... ნამდვილად საინტერესოა როგორ ჩაივლის დარიგებულ ბავშვებთან გადატარებული რამდენიმე საათი.
წესით ახლა მესამე გაკვეთილი უნდა იწყებოდეს , კარზე ზარი რომ დაირეკა მაშომ ბათუს გაოგნებულმა გადახედა და თვალები მოჭუტა.
- გეფიცები ეს ის , რომ იყოს რაც მე მგონია ... ვერ გამაჩერებ და არც სცადო ! - ბათუს ცალი თვალით გადახედა და კარი გამოაღო.
სახლში ფერგადასული დათო შემოვიდა , აწყლიანებულ ცისფერ თვალებს ტკვილით აცეცებდა გარშემო და როდესაც ორი სასურველი სხეული დაინახა , ზედ მეთელი არსებით აეწება.
მაგრად შემოჰხვია ხელები ორივემ , ის კი მათ კისრებს შუა ატირდა და სლუკუნით ჩამოჯდა დივანზე.
- რა მოხდა ? - მის წინ ჩაიკუზა და დედამისს გახედა.
- ისევ იმ სამეგობრომ დაუწყო რაღაცეები ... - ტირილით მიკეტა კარი და შვილს სავარძლის ხელის დასადებთან ჩამოუჯდა.
- რა უთხრეს ?! - ხმა დაუნდობლად გაბრაზებული გაუხდა.
- ნუ იდორბლებიო ... , შენ მაინც არავის უნდიხარ ამ კლასშიო , მერე ბიჭები ეჩხუბნენ ნუ აწუხებ გოგოებსო ... არადა გოგონები მივიდნენ თვითონ მასთან ! - ქვითინებდა თაკო და შვილს თავზე ხელს უსვამდა.
- ეს უკვე მეტისმეტია ! - ფეხზე წამოდგა და დათოს შუბლზე აკოცა. - მალე მოვალ , არ ინერვიულო კარგი ? - დათომ თავი დაუქნია და ხელზე ჩაეჭიდა.
- გამოგყვები ! - მკაცრი ტონით თქვა ბათუმ და ღიმილით დაემშვიდობა დედა-შვილს.
- პროსტა ნახე რას ვუზამ მაგ ხუთეულს ! - თმაზე ხელები დაისვა და ბათუს მანქანაში ჩახტა.
^^^
კლასთან მისულმა ნათლად დაინახა ირონიული ღიმილით მოსაუბრე ხუთეული , ყველა მათკენ იყურებოდა და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ.
ბათუს ცინიკური ღიმილით გადახედა , ერთი ჩაისუნთქა და კლასში შეაბიჯა.
- დასხედით ! - შესძახა იმ წამს შემოსულმა მასწავლებელმა და უცხოებს გადახედა. - გაკვეთილი უნდა ჩავატარო , გთხოვთ დატოვოთ კლასი ! -მკაცრი ხმით მიმართა და წიგნები ჩანთასთან ერთდ , მერხზე დადო.
- აი დირექტორიც ... - ირონიული ღიმილით გადაულაპარაკა ქალს და მასწავლებელმაც მაშინვე კლასში შემოსულ წითელთმიან ქალს მორიდებით გაუღიმა.
- მშვიდობაა ? - ჰკითხა ახლად შემოსულ დირექციის წევრებს , მაშოს და ბათუს.
ბათუმ ხელი მოხვა წელზე გვერდით მდგომს და გამამხნევებლად ჩაუკრა თვალი.
ღიმილით აკოცა ლოყაზე და უკვე დამსხდარ ბავშვებს მოავლო თვალი.
ხუთეული უკან იყო განლაგებული და რაღაცაზე ისევ ირონიული ღიმილით იღიმოდნენ.
ყველაზე მეტად ბიჭების დახამებული თვალები და გოგონების ირონიული გამომეტყველება აღიზიანებდა.
ერთი ჩაახველა და ყველა უცებ გაჩუმდა.
- მოკლედ , ყველანაირი შესავლის გარეშე გეტყვით , რომ ყველა არა და თვენგან რამოდენიმე მათგანი ველურიზმით გამოირჩევა ! -ბავშვები გაოგენებულები მიაჩერდნენ , უკან მჯდომებმა თავები წამოსწიეს და სახე შეცვლილები მიაჩერდნენ მაშოს.
- წეისერად , რომ ილაპარაკო არ შეგიძლია გოგო ? - ჰკითხა ხუთეულიდან ერთ-ერთმა ბიჭმა და მაშომაც თვალებმოჭუტულმა გადააცოცა მზერა მისკენ.

- შენ ველური ხარ ? - ჰკითხა გაკვირვებულმა.
- ეგ რა შუაშია ? - ფეხზე წამოდგა "ვაჟკაცი".
- თავშია , მე ვთქვი რამოდენიმე თქვენგანი მეთქი ! , ანუ შენ ველურად თვლი თავს ! ,ან მაგარ ბიჭად , ვერავინ გაბედა და შეეპასუხაო , სინამდვილეში ერთი ძალით გაჩითული "ტიპშა" ბიჭი ხარ, რომელსაც დათოსთან და ჩემთან გაქვს ყველაფრის თავი ! - სრული სერიოზულობით და წყანრი ტონით ჩამოუყალიბა სათქმელი .
- აუ ჩემი დედა შევე*ი , თუ არ გაჩმდები ძააან ცუდად დაამთვრებ! - დაიგრვინა და კედელს აეყუდა ,როგორც კი დირექტორის იქ ყოფნა გაახსნედა.
- წესიერად ! - დაიყვირა ქალმა.
- მოიცადეთ ერთ წამს ! - ბათუმ ხელი შეუშვა გოგონას წელს და ოდნავ წინ წაიწია , მის მერხს ხელებით დაეყრდნო და ბიჭიც მაშინვე დაჯდა სკამზე. - ჩარევა არ მინდოდა , მაგრამ როცა არ იცი როგორ უნდა ელაპარაკო გოგოს , ეს ყველაზე დიდი უკულტურობაა !, ამიტომ სანამ სიტყვით გამოხვალ გაითვალისწინე , რომ რამეს ისე თუ არ ამბობ ყველა ყოველთვის წყნარად ვერ აგიხსნის და მაგ ისედაც დეფორმირებულ ყბაში ბრაგუნი გექნება გაშვებული , გასაგებია ლაწირაკო ? ახლა წამოხტი და დეიდას ბოდიში მოუხადე ! ვერ გაიგე ? დროზე ! .
- ბოდიში ! - ყბადაჭიმულმა წამორთქვა და სახე გააქნია , როდესაც ბათუმ ერთი შემოარტყა ნაზად ლოყაზე.
- ახლა კარგად მომისმინეთ ! ყველამ და კონკრეტულად მანდ მჯდომმა ხუთეულმა! მეორედ , არ გავიგო ! , არ გავიგო რომელიმემ დათოსთან რამე ისე თქვათ , ერთი ჩემს ყურამდე მოსული მსგავსი პრეტენზია და ბავშვის აცრემლიანებული თვალები , განანებთ გაიგეთ ?! - ბიჭებს და შემდეგ გოგონებს გადახედა.
იქიდან ერთ-ერთი კევის ღლაჭუნით წამოდგა ფეხზე და ცალ მუხლში მოხრილი ფეხი სკამზე შემოდო.
- მაგ დორბლიანს ნორმალური ვინ ეყოლება სამეგობრო წრეში , იცი რა მაინტერესებს ? შენ ვინ გეკითხება და რატომ ერევი კლასელების ურთიერთობაში? - თითის ქნევით ჩაილაპრაკა და გამაღიზიანებლად ჩაიცინა.
მაშომ თვალები მოჭუტა და ღიმილი გაუკრთა ბაგეებზე.
- კარგი მოდი ჯერ გკითხავ , დედიკოს არ უსწავლებლებია, რომ გაკვეთილზე "კევა არ უნდა აღლაჭუნო ?" , ეს ერთი, მერე მეორე ქალურობა იცი რას ნიშნავს ? გუგლში ჩაწერე და ამოგიგდებს , ვიკიბედიაში წაიკითხე ...მესამე ... მაგ დორბლიანს როგორც შენ უწოდებ , ისეთები ყავს სამეგობროში შენ , რომ ისვრი დორბლებს და კისერზე ეკიდები , თუნდაც ეგ ! , რომელსაც დანახვის წამიდან არც შენ და არც შენი დაქალი თვალს არ აშორებთ ! - ბათუზე მიანიშნა თვალით და მამაკაცმა ღიმილით გადმოხედა შიგნეულად მთრთოლვარე , გარეგნულად კი "" გოგონას. - ხო და კიდევ ბიჭებო , თქვენი "მეგობრები" ვინმეს ეკიდებიან კისერზე , იმ ვინმესთან ნუ მიდიხართ საქმის გასარჩევად , ცოტა რამე შეაგნებინეთ , დაელაპარაკეთ , თუმცა თქვენ ვის რა უნდა უთხრათ , შეგიძლიათ გუგლს თქვენც მიაკითხოს " კაცობა " - ზე წაიკითხეთ ინფორმაცია , ისეთები წერია , რომ არ დაგსიზმრებიათ !
- მაშკა რა მოხდა? - დირექტორმა განცვიფრებულმა გადმოხედა მაშოს.
- რა ხდება და ძლივს დაითანხმა დედამისმა დათო , რომ წამოსულიყო სკოლაში ! , ესენი კიდე ისე დახვედრილან , ისეთები უთქვამთ , რომ ბავშვი ტირილით გასკდა! - წყნარ ტონს ინარჩნებდა სუბელიანის ქალიშვილი. - მოკლედ , რისი თქმა მინდა ამით , მგონი თქვენს მშობლებთან საუბარს არავითარი აზრი არ აქვს , ელემენტარული ქცევის წესები არ იცით არც ერთმა , არ აქვს მნიშვნელობა უსწავლებიათ თუ არა , მთავარია რომ არ იცით , ასე რომ პირდაპირ გეუბნებით და გაფრთხილებთ მთელ კლასს ! , დათოს ერთი ნერვიც ,რომ შეუტოკდეს , პირობას გაძლევთ რომ ვერც დედიკოს , ვერც მამიკოს და მითუმეტეს ბიძიების მაზლების ცოლების ძმები გიშველიან განათლების სამინისტროში ... მომავალს მოგისპობთ და ყველა პერსპექტივას ბედნიერი ცხოვრებისკენ , რომ მიისწრაფვის ჩემი ხელით გაგინადგურებთ , ახლა გასაგებია ? - გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა და დირექტორს გადახედა . - ქალბატონო თამარ , დიდ პატივს გცემთ , თუმცა დათოს ნერვების ფასად აქედან არც ერთი არ მიღირს, არც ეს სკოლა! ასე ,რომ ჩემით გავაკონტროლებ როდის რა მოხდება ! , ნუ მაიძულებთ , რომ საჭირო ზომები მივიღო , ჩემი დიდი თხოვნა იქნება თვალი ადევნოთ კლასებში სიტუაციებს , და ეს გაბლატავებული ბავშვები ძირფესვიანად ამოძირკვოთ ! , დიდი მადლობა ყურადღებისთვის , იმედია მშვიდობიანად ახლა მაინც მოგვარდება ეს პორობლემა , თუ არადა მერე მე და ჩემმა ქალობამ ვიცით ,რომელიც შენგან ... - იმ გოგონასკენ გაიშვირა თითი . - განსხვავებით გამაჩნია!
გასასვლელი კარისკენ წავიდა და ბათუც უკან გაჰყვა ...
უცებ შემობრუნდა და გაბრაზებულ მასწავლებელს ,რომელიც დაბოღილი უყურებდა ცინიკური ღიმილით გადახედა.
ამ ქალს ვერასდროს იტანდა ...
იმტიომ , რომ ყოველთვის არასამართლიანად იქცეოდა.
- უი ხო , ეს ჩემი საქმე აღარაა , თუმცა ქალბატონო თამარ გირჩევთ უვარგისი მასწავლებლებისგანაც გაწმინდოთ ეს სკოლა ! , ხო ქალბატონო ლიანა , მოსწავლე გაკვეთილზე "კევას არ უნდა აღლაჭუნებდეს" და არც მასწავლებელი არ უნდა ეწეოდეს გაკვეთილზე სიგარეტს , რასაც ასწავლიან იმას სწავლობენ ეს ბავშვები ,მეტს რას უნდა მოელოდე ამათგან ... -ამრეზიით გადახედა დამსწრე საზოგადოებას და თმის სწორებით გამოვიდა კლასიდან.


გულამოვარდნილი გავიდა სკოლის გარეთ და იქვე სკვერში სკამზე ჩამოჯდა.
ფეხები აიკეცა და ცრემლიანი თვალები მუხლებში ჩამალა.
მალევე იგრძნო ნაცნობი სხეულის შეხება და მის კისერში თავჩარგული აქსუტუნდა.
ყველაზე დაცულად და ბედნიერად გრძნოდა თავს მის ხელებში მომტირალიც კი.
გული რისგან ჰქონდა ამოვარდნას ვეღარც კი ხვდებოდა.
თითქოს ყველაფერი თანდათან ატყდებოდა თავს , თითოეული ის სიტყვა თვითონ ტკიოდა რასაც დათოს თანაკლასელები ბავშვისთვის იმეტებდნენ.
ტკიოდა ის , რომ ბათუსთან ასე ახლოს იყო და ამავდროულად შორს.
ხო აი ასე ბანალურად , შორს და ასე ახლოს !
ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს უნდა დაეკარგა ...
ხო ორი კვირაც კი არ იყო რაც ასე ახლოს ყავდა , ორი კვირაც კი არ იყო რაც იცოდა , რომ არსებობდა და სუნთქავდა...
მაგრამ ... რატომ ჰქონდა ისეთი გრძნობა თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდა და მისთვის არსებობდა.
თითოეულ ჩასუნთქვას რატომ ითავსებდა ? , რატომ ისაკუთრებდა ?! ყველაფერს აქვს თავის მიზეზი, ალბათ ესეც ბედი იყო ... ბედი და მისი საჩური !
- ჩშ ... დამშვიდდი ! - შუბლზე აკოცა ანერვიულებულს და აწითლებულ ცხვირის წვერზე თითი დაჰკრა.
- როგორ შეიძლება ასეთი ბოროტი იყო ?! - სუსტი ხმით ამოიხრიალა და მოკუნტულმა მის მხარს მიადო თავი.
- ალბათ შეიძლება ... - თავისთვის ჩაილაპარაკა და თითები მის თმაში ახლართა.
- რატომ ხარ ასეთი ... - მისდაუნებურად წასცდა მის ბაგეებს და თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს.
- როგორი ასეთი ? - ოდნავ წამოაყენა და ისე გაუღიმა , მას რომ აგიჟებს.
- კარგი ... - თავი დახარა და ქვემოდან ამოხედა , თითქოს რაღაცაში იდანაშაულებდა თავს და ახლა მისგან მოვლენილ სასჯელს ელოდებოდა.
- ანუ კარგი ვარ ? - წარბი ასწია და ლამაზად "გადმოყარა კბილები" , იცინოდა ლამაზად და უხმოდ.
- ეგრე ნუ შვები ! - მხარზე ხელი გაბუტულმა მიჰკრა და ღიმილით გადაიდო ფეხი ფეხზე.
- როგორ ეგრე ? - ჩაეძია და ისევ ისე გაუცინა.
- აი ეგრე ! - თითი სწრაფად გაიშვირა მისი ტუჩებისკენ .
- რატომ გაგიჟებ ? - თავდაჯერებულმა ჰკითხა და ირონიულად გაუღიმა.
მაშომ თითები ერთმანეთში ახლართა და ცხვირ აბზუებული , დაბნეული მიიჩოჩა სკამის კიდისკენ.
- აქეთ გაგიჟებ რაა ... - დაუჯერებელი ტონით ჩაილაპარაკა და უკანალით კიდეზე ჩამოჯდა.
- როდესმე მითქვამს , რომ ძალიან ლამაზი ხარ? - გაბრუებულს ჰკითხა და მისკენ მიწეულმა ფეხზე ხელი დაადო.
საწყალს ბაგეები გაეხსნა და სახეზე წამოხურებულმა ჯერ თვალებით მის ფეხზე დადებულ ფარჯიანის ხელს გააყოლა თვალი , შემდეგ კი არეული მზერა მიაპრყო ცინიკური ღიმილით მომღიმარს სახეზე.
გამშრალი ტუჩები გააწკლაპუნა და პატარა ბავშვივით გაუქნია თავი .
- ასე პირდაპირ არა ... - დაბნეულმა ჩაიცინა და კინაღამ ხველა აუტყდა , როცა გააცნობეირა , რომ ბათუმ ამ წამს თმა ყურსუკან გადაუწია და რწფელი ღიმილით გაუღიმა.
- ხო და არც გეტყვი !- თვალი ჩაუკრა და ფეხზე წამოდგა . - ახტი , დათოსთან გავიაროთ და მერე სახლში დაგტოვებ , თორემ სულ აიღე მეცადინეობაზე ხელი ! - წარბები შეუკრა და მანქანისკენ გაიქცა.
- კარგ ქულებს , რომ ავიღებ სიურპრიზი შენზეა ! - თვალებმოჭუტულმა გადახედა და სიცილით ჩახტა წინა სავარძელზე , ღვედი შეიკრა და საჭესთან მჯდომს ეშმაკური ღიმილით გადახედა.
- კარგ ქულებს თუ აიღებ , ჩათვალე სამოთხეში გამოგზაურებ ორი კვირით ჩემთან ერთად! - ლოყაზე აკოცა და მანქანა დაძრა.
- რას გულისხმობ ? - დაბნეულმა გადასწია თავი უკან და სიმღერას აუწია.
- 50 პროცენტიან გრანტს თუ აიღებ ... - დაიწყო გაწელვით საუბარი.
- ე ბიჭო თქვი ! - გაიცინა და ხელები აათამაშა ფეხებზე.
- გააჩერე ეგ ხელები ! - გაბრაზებულმა გაუკავა თითები და საჭე მოატრიალა. - თუ 50 პროცენტიან გრანტს აიღებ ... საქართველოს ნებისმიერ კუთხეში , სასტავი მარტო წავალთ "საგულაოდ" და თუ ... 50 პროცენტიანზე მეტს აიღებ ... ბრაზილიაში წაგიყვან ... - ღიმილით გადახედა ყბაჩამოვარდნილს და თითით პირი დაახურინა.
- რაო ? - მისუსტებული ხმა ამოუშვა ბაგეებიდან და გაოგნებული გადაწვა მის მხარეს. - გამიმეორე ?
- მანქანას ნუ დამამტვრევინებ ... - ხელით ლოყა გაუწელა და ღიმილით გააჩერა დათოს სახლთან მანქანა.
- ვაიმეე ... როგორ მიყვარხარ ნეტა იცოდე ! - გაუაზრებლად გადაცოცდა მისკენ და მაგრად მოხვია ხელები კისერზე.
იმის გააზრებაც კი ვერ მოასწრო რაც თქვა , ფანჯარაზე რომ მოუკაკუნეს .
ფარჯიანმა სახეგაშტერებულმა მოაშორა მზერა მასზე აწეპებულ სხეულს და ფანჯარა ჩამოსწია.
- არ იცით , რომ შუა ქუჩაში სექსუალური კავშირი დასჯადია ? - პატრულის ფორმაში გამოწყობილი და სახეზე ქუდჩამოფხატებული პოლიციელი სახის ჩვენებას არ ჩქარობდა.
- რაო ? - წარბები აქაჩა ჰაერში განრისხებულმა მაშომ და უკან გაიწია.
ფარჯიანი ჩაფიქრებული უყურებდა მამაკაცს და მის ყველა მოქმედებას აკვირდებოდა.
ბოლოს მანქანის კარი გამოაღო და საყელოში წავლებული ხელით მოქაჩა თავისკენ პოლიციელი.
- გიჩივლებთ ! პატრულის თანამშრომლის შეურაწყოფაც დასჯადია ! - ფხუკუნი ეპარებოდა ხმაში.
- ჯერ ტექსტი დაიზეპირე შეჩემ"*ა ! - თავში წარტყმული ხელის მეშვეობით , იოანეს ქუდი ძირს დავარდა და გაკრეჭილი სახით ჩამოდგა მანქანასთან.
- მასხარა ! - მხარზე მიჰკრა მანქანიდან გადმოსულმა მაშომ ხელი მეგობარს.
- ეს დემეტრეს ფორმებით სიარულს ვერ გადაეჩვია ხო ?- სიცილით მოიხარა ბათუ მუცელში.
- სექსუალური კავშირი იქნება რო გხევ ცხვირპირში ! - გაბუტულმა გადაიჯვარედინა ხელები და მომღიმარ იოანეს მუცელზე მიარტყა ხელი .

- მეტკინა შე ქაჯო ! - მაგრად დაიჭირა და მუცელზე მოუღუტუნა.
- ბათუ , ბათუ მიშველე ... - სიცილით გაიწია ბიჭისკენ და მანაც მაშინვე გამოგლიჯა იოანეს ხელიდან .
- აქ რას აკეთებ ? - ჰკითხა და მანქანას მიეყრდო.
- რავი ვპოლიციელობ ... - მხრები აიჩეჩა და სიცილით გადააქნია თავი.
- ვაი შე უბედურო ! - მაშომ თითი მიარტყა თავზე და სახლისკენ წავიდა .- წავალ მე ჩემს დათუნიასთან ...
^^^
- 1 კვირა რჩება გამოცდების დაწყაბმდე ... - ბარბარეს მიეხუტა და თავი მის მუხლებზე ჩამოდო.
გოგონამ მაშინვე მიაგდო მობილური საწოლის ბოლოში და დაქალს შუბლზე მიადო ცივი ხელის გული.
- რამის თქმა ხომ არ გინდა ? - ჰკითხა შემპარავი ტონიტ და ზემოდან დახედა დაბნეულს.
- რისი თქმა უნდა მინდოდეს ?
- მაშო ... მოხარშულს , შემწვარს , მოშუშულს , დამწვარს , გადახრაკულს და გადმოხრაკულს გიცნობ ... შენი აზრით მე , შენი ბავშვოს მეგობარს და საუკეთესო დაქალს რაიმეს გამომაპარებ ? - ჰკითხა და გაბუტულმა გაბუშტა ტუჩები.
- რაზე ლაპარაკობ ? - გულაჩქარებული წამოჯდა საწოლზე და ფეხები გადაიჯვარედინა, თითები კი ნერვიულად ახლართა ერთმანეთში.
- თითებს მაშინ ხლართავ , როცა ნერვიულობ ... - თავი გადააქნია და სევდიანი ღიმილით შეხედა . - გიყვარს არა ?
- ასე ძალიან მეტყობა ? - მუცელში რაღაც სიმძიმე იგრძნო , რომელიც თანდათან გულის მიმართულებით მოძრაობდა , ბოლოს კი ყელში მოებჯინა და ცრემლები ჩაუდგა თვალებში.
- მე რამეს გამომაპარებ შე სულელო ? - მაგრად ჩაიხუტა და ბალიში გაისწორა.
- ბარებარე ... სულ რაღაც 1 თვეა ვიცნობ და უკვე გიჟივით ვარ , ნუ თუ ეს დრო საკმარისი იყო ? - ჰკითხა და მის გვერდით გაწვა.
- აბა რა გეგონა , ყოველ წამს მასთან , რომ ატარებდი ? , შედეგებზე არ დაფიქრებულხარ ? - ჰკითხა და თმაზე ხელი გადაუსვა.
ოთახში განუყრელი სადაქალო შემოვიდა და ლოგინზე გაგორდა , ჯერ თუკა , შემდეგ სოფო და სულ ბოლოს თავზე ნინი აღმოჩნდა.
- ქაჯო ! - ტუჩები დამანჭა სოფომ.
- რა გატირებს შენ ? - თუკა დასერიოზულებული წამოჯდა საწოლზე და შვილს გაოგენბულმა შეხედა.
- არაფერი ... - ცრემლები შეიმშრალა ... - ბევრმა სიცილმა იცის ... - უნიჭოდ გაიღიმა და დედას და მის სადაქალოს დარცხვენილმა მოავლო თვალი.
- რა ხდება პატარა მიშო ? - ლოყაზე ხელი მოუსვა სოფომ და თითქოს სხვანაირი ღიმილით გაუღიმა.
მას , რომ შეხედა მიხვდა რომ სხვა გრძნობებით ივსებოდა.
ის ხომ ბათუს დედა იყო ... აქამდე მისი გიჟი დეიდად-ნაფიცი და მისი დედის ერთ-ერთი საუკეთესო დაქალი ... ახლა კი ის პირველ რიგში მაინც ბათუს დედასთან , მისი საყვარელი ადამიანის დედასთან ასოცირდებოდა.
- ვაიმე კიდე ტირის ... - ნინი მაშოსთან გადაჩოჩდა თმა გაუსწორა . - რა გატირებს დეიდის სიხარულო ? - სიცილით ჰკითხა "დეიდის სიხარულს" .
- ნუ ჩააცივდით ! - თვალები დაუბრიალა ბარბარემ ყველას.
- რას მიბრიალებ მამაშენივით თვალებს ! - გაბრაზდა მაკო ... - ჩემს ხელშია გაზრდილი , საკუთარი შვილივით ვიცნობ , თქვენი აზრით რამეს გამოგვაპარებთ ? , თქვენ სანამ დაიბადებოდით შვილო , ჩვენ თქვენზე ცხრაჯერ უარესები ვიყავით ! - თითი დაუქნია ორივეს და მაშოს სახე ხელებში მოიქცია .-ვიცი თქმა გინდა და გცხვენია , არ ჩაგაცივდებოდი , რომ ვხვდებოდე რომ არ გინდა ჩვენც გაგვიზიარო შენი გულის ნადები , თუმცა ხომ ვხვდები , რომ გინდა ? , თქვი ჩემო პრინცესა ...
- შეყვარებული ხარ არა ? - სოფომ ღიმილით ამოსდნო ნიკაპქვეშ თითი დაბნეულს.
გული აუჩქარდა და იგრძნო როგორ წამოხურდა სახეზე.
- მე ... არა ! - ძლივს მოახერხა სიტყვის დაძრა.
- აბა რატომ გაწითლდი სახეზე ? - ამჯერად თუკა ჩაერია ეშმაკური ღიმილით ... - თქვი დე , აქედან რომ არ გავა ხომ იცი ? -ეშმაკურად ჩაუკრა თვალი შვილს.
- დე , ჩემი შავი სპორტული ჟაკეტი სად არის ? - ოთახში თავი ილიამ შემოყო და თუკას მიაჩერდა.
- რო კითხო მარჯვე ბიჭის ... - ჩაიფხუკუნა მაკომ.
- მაკუნკულ , იცოდე ვეტყვი დემეტრეს და დაგსჯის! -სიცილით დაემუქრა და ლოყაზე აკოცა.
- ტუტუცო ! - ენა გამოუყო და გაეღიმა. - ტუტუცია და ჰა ... - გაახსენდა თუკას რეაქცია ამ სიტყვაზე და სიცილით გახედა დაქალს.
- სულ მეცინება მაგაზე ... - აკისკისდა თუკა.- შენს გარდერობშია ჩამოკიდებული , სულ ბოლოში კიდია პიჯაკების გვერდით ,რათ გინდა სად მიდიხარ ? - ჰკითხა და მისკენ მთელი ტანით შებრუნდა ლოგინის კუთხეში მჯდომი.
- ბიჭები ბულაჩაურში მივდივართ ... - ოთახის კედელს მიეყრდნო და გოგონებს გადახედა . - იმედია დღეს არ მოგინდებათ გაგულავება ... - თვალი ჩაუკრა და კოცნა გაუგზავნა.
- მამაშენი და ბიჭებიც მოდიან ? - მოიკითხა ქმარი და მეგობრები.
- კიო და რავიცი ... - მხრები აიჩეჩა და დედას შუბლზე აკოცა. - ნუ გეშინია დე ,დიდები ქალებს არ გაეკარებიან შენ თავს ვფიცავარ ... - ფხუკუნით მოხვია ხელი და ხარხარით გადახედა გაბრაზებულ სოფოს და ნინის.
- თქვენ გაეკარებით ? - ბარბარემ ანერვიულებულ და იქვე მიყუჟულ ჩუმად მწოლიარე დაქალს გადახედა.
- კი , ჩვენ გავეკარებით ... - სიცილით ესროლა ბალიში ბარბარეს და დას გადახედა. - რა ჭირს ამას ? - იკითხა სერიოზული ხმით .
- რავიცი , არაა ხასიათზე. - მხრები აიჩეჩა ნინიმ და დამშვიდებულ მაშოს , რომელსაც გულზე ჰქონდა ხელი მიბჯენილი თვალი ჩაუკრა.
- რა გჭირს ჩემო ბატისტვინა ? - და მაგრად ჩაკოცნა კისრის მიდამოებში და მოკისკისეს მაგრად აკოცა ლოყაზე. - ჩემი სიცოცხლის აზრი , რომ ხარ ხომ იცი ? - ჰკითხა და თავი მის კისერში ჩამალა.
- და შენ , რომ ჩემი ცხოვრება ხარ ხომ იცი ? - ლოყაზე აკოცა და ხელები მაგრად მოხვია კისერში. - სიგიჟემდე მიყვარხარ ! - სლუკუნით აკოცა შუბლზე და წამომდგარს მთელი გულით გაუღიმა.
- მეც ცხოვრება ! - ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და მუცელზე ხელი მსუბუქად მოსცხო.
- ბათუც მოდის ? - შეპარვით ჰკითხა და ბარბარეს მაჯაზე მოუჭირა ხელი . - მომენტალურად დედამისმაც და მისმა დეიდად-ნაფიცებმაც გაოგნებულებმა შეხედეს . - რას მიყურებთ ... უბრალოდ დათოსთან გასვლა მინდოდა და მეთქი გამომყვებოდათქო , მითხრა მითხარი ხოლმეო ... -თავის მართლებას მოჰყვა და იქვე მდგარი ჭიქიდან წყალი მოიყუდა ანერვიულებულმა.
- კი, ბათუც იქნება შენს სახლში იყავი რა ... და ხვალ გამოგყვება ბათუ კარგი ? , მშვიდად მამყოფე ეს ერთი დღე ... კაი ? - თბილად ჰკითხა და ბარბარესთან ჩაიცუცქა.
- კარგი ... - ღიმილით დაუკრა თავი და ბარბარეს გადახედა , რომელიც ღიმილით უჩეჩავდა თმას ილიას.
- ჩემი კუსკუსელა ! , შენც ხომ სახლში იქნები ? - ჰკითხა და ეშმაკურად გაუღიმა.
- ნუ მიბრდღვიალებ თვალებს ! , სახლში ვიქნები ხო ... წადი გაერთე და ჩამოდით ! - გაუღიმა და ლოყაზე აკოცა.
- ვაიმე ჩემი ჭკვიანი გოგოები , აბა ჭკვიანად ! - დედას აკოცა , ქალებსაც და გოგონებს თვალის ჩაკვრით დაემშვიდობა.

- რაო რაო , ვინ იქნებაო ? , სად გამომყვებაო ? - სოფო ეშმაკური ღიმილით შეუბრუნდა მაშოს და წამოწითლებულს ლოყებზე თითები დაუსვა.
- რა ... - გულუბრყვილოდ ააფახულა წამწამები და ბარბარეს "მიშველეს"მზერით გადახედა.
- თემა გახსნილი და დახურულია , უკეთეს რძალს ვერც კი ვინატრებდი ... - კისკისით წამოდგა ფეხზე სოფო და სანამ რამე მოხვდებოდა , მანამდე გავარდა ოთახიდან.
- სულელი არაა ახლა ეს ? - ღიმილით იკითხა თუკამ და დაქალს კივილით გაჰყვა . - რას როხროხებ ბავშვს გამიღვიძებ !
- ჩემი ციცქნა შეყვარებულია, ჩემს მეორე დიდ ციცქნაზე ! - ლოყაზე აკოცა მაშოს და ისიც ჭიხვინით გაჰყვა დაქალებს მისაღებში.
- დამერხა ... - ჩაილაპარაკა წუწუნით და ბალისში ჩარგო თავი .
- რაზე ? - ჰკითხა დაქალს და სიცილით გადაწვა მის წელზე.
- ჯერ იმაზე , რომ ამათი ყბიდან ვერ ამოვალ , მერე კიდე იმაზე , რომ იმაზე ტვინის ღრღნით ვერ დავიძინებ ...
- რომ ბათუ ქალებში იქნება ? - კისკისით წამოჯდა საწოლზე ბარბარე.
- იცინე , იცინე ხო რა გენაღვლება... - ცხვირი აიბზუა და ბალისში სახე ჩარგულმა ერთი დაიღმუვლა.



____

არ აქტიურობთ ... იმედია მოგწონთ !
მადლობა გვერდში დგომისთვის .
მიყვარხართ !



№1  offline აქტიური მკითხველი tatuka20

აუუ როგორ მომწოონს ეს ისტორიაა და მოხარია დიდი თავი რომ იყო.ასე გააგრძელეეე ველოდები შემდეგ თავს მაგარი ხაარ ძალიან ☺

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

ვაიმეე როგორ გამახარეე.... კიდე როო დადოო არ გინდა? როგორ ველოდიი დღეს ამ თავს შენ ვერ წარმოიდგეენ <3 რა საყვარელია მაშოო <3 ბათუც.... ბიჭებიც რო საოცრებები არიაან ვგიჟდებიი პირდაპირ <333

 


№3  offline აქტიური მკითხველი grafo

ერთი რაღაც ვერ გავიგე ან გამომრჩა რა ვიცი. დათოს ხომ დაუნის სინდრომი სჭირს და ჩვეულებრივ სკოლაში რა უნდა?მე რამდენადაც ვიცი მათ სპეც. პროგრამები და საერთოდ სხვა მზრუნველობა და გაგება სჭირდებათ. ისინი ვერ სძლევენ იმ პროგრამას, რასაც ჩვეულებრივი მოსწავლე. არ მომეწონა ის, რომ გიწერია დათოს აზროვნების ბევრს შეშურდებოდაო. არასწორი მიდგომა მგონია. მე ზოგადად ამ სინდრომით დაავადებულებზე კეთილი ვინმე თუ არსებობს ამქვეყნად არ მგონია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ რაღაცეები უნდა ავურიოთ ერთმანეთში.
ისტორია ძალიან მომწონს როგორც ყოველთვს, ოღონდ ამ თავში დათოს ამბავს გადავახტი და კლასში მომხდარსაც.

 


№4  offline მოდერი D-roni

grafo
ერთი რაღაც ვერ გავიგე ან გამომრჩა რა ვიცი. დათოს ხომ დაუნის სინდრომი სჭირს და ჩვეულებრივ სკოლაში რა უნდა?მე რამდენადაც ვიცი მათ სპეც. პროგრამები და საერთოდ სხვა მზრუნველობა და გაგება სჭირდებათ. ისინი ვერ სძლევენ იმ პროგრამას, რასაც ჩვეულებრივი მოსწავლე. არ მომეწონა ის, რომ გიწერია დათოს აზროვნების ბევრს შეშურდებოდაო. არასწორი მიდგომა მგონია. მე ზოგადად ამ სინდრომით დაავადებულებზე კეთილი ვინმე თუ არსებობს ამქვეყნად არ მგონია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ რაღაცეები უნდა ავურიოთ ერთმანეთში.
ისტორია ძალიან მომწონს როგორც ყოველთვს, ოღონდ ამ თავში დათოს ამბავს გადავახტი და კლასში მომხდარსაც.



არსებობენ ერთეული ინდივიდები , რომლებიც დადიან ჩბეულებრივ სკოლაში და სწავლიბენ ფსიქოგენის , მეგობრების და .შობლების დახმარებით , რა თქმა უნდა მასწავლებლებისაც . მე ყოველდღიური კონტაქტი მაქვს მათთან და რაც ვიცი , რასაც ვხედავ და რაც რეალურია ის დავწერე .
რაც შეეხება მათ აზროვნებას , ბევრ ჩამოყალიბებელ 30წლის კაცს მართლა უნდა შეშურდეს მათი აზროვნების !
დიდი მადლობა , ხომ იცი გამიხარდა შენი კომენტარის დანახვა ❤❤❤

 


№5  offline წევრი tatuli)

rogor velodebodi meore nawils da dzaan gamaxare :***

 


№6  offline აქტიური მკითხველი grafo

ოჰ, რას მელაპარაკები,მართლა?! მერე მე რა ვთქვი სხვა:)))). რა ეტყობა ამ სკოლას ფქიქოლოგი რომ მუშაობს ვინმესთან, მაშომ ჩაუტარა ყველას უფასო გაკვეთილი:))). მე სხვა ბავშვების პოზიციიდან დავწერე ეს კომენტარი. რატომ დადიან ჩვეულებრივ სკოლაშიმეთქი, იმიტომ ვთქვი რომ ყველას ვერ მოსთხოვ მათთან ჩვეჯლებრივ კონტაქტს, რადგან მათ საერთოდ სხვა პროგრამა სჭირდებათ. ამ ცხოვრებისგან გაბოროტებულ ბავშვებთან მაგათ არაფერი აქვთ საერთო.
არ ვიცი, არ ვიცი...შენ ასეთი ვინ შეგხვდა 30 წლის, რომ ამათ აზროვნებას ადარებ:))).

 


№7  offline მოდერი D-roni

grafo
ოჰ, რას მელაპარაკები,მართლა?! მერე მე რა ვთქვი სხვა:)))). რა ეტყობა ამ სკოლას ფქიქოლოგი რომ მუშაობს ვინმესთან, მაშომ ჩაუტარა ყველას უფასო გაკვეთილი:))). მე სხვა ბავშვების პოზიციიდან დავწერე ეს კომენტარი. რატომ დადიან ჩვეულებრივ სკოლაშიმეთქი, იმიტომ ვთქვი რომ ყველას ვერ მოსთხოვ მათთან ჩვეჯლებრივ კონტაქტს, რადგან მათ საერთოდ სხვა პროგრამა სჭირდებათ. ამ ცხოვრებისგან გაბოროტებულ ბავშვებთან მაგათ არაფერი აქვთ საერთო.
არ ვიცი, არ ვიცი...შენ ასეთი ვინ შეგხვდა 30 წლის, რომ ამათ აზროვნებას ადარებ:))).



არა ეგრეა , ვერავის ვერ მოთხოვ მაგრამ შეგნებაზეა დამოკიდებული.
მგონი ამ ადაკში მაგაზე ლაპარაკი არ უნდა გჭირდებოდეს.
მე რაც რეეალურად დავინახე , ის გადმოვიტანე .
მაშოს საქციელიც ჩემიდან გამონდინარე დავწერე .
დამიჯერე ეგეთ კაცებს არაფერი არ დალევს , გირჩევნია მაგათთან ლაპარაკს ხეს უკაკუნო ხელი :დ

 


№8  offline მოდერი Nude

მომეწონა, რა თქმა უნდა, შენი ნაწერები, როდის არ მომწონს ხოლმე. love მაშკას სიყვარულმა და გრძნობებმა ისე მოაღწია ჩემამდე, მგონია რომ მე მიყვარს ბათუ. am ეს ხუმრობით, რაღა თქმა უნდა, თუმცა ბათუს მსგავს ბიჭზე, არც მე ვიტყოდი უარს..! request tongue
--------------------
bailey

 


№9  offline წევრი mimimimo

ჩემს გამო - არა, ჩემ გამო.

მაშო რა ძალიან საყვარელია.
ბათუც რაღაცნაირი ამოუცნობია თითქოს.

ბარბარეს ილია უყვარს ხომ? wink
ძალიან კარგი იყო..
მომეწონა, გააგრძელე, წარმატებები!

 


№10  offline აქტიური მკითხველი grafo

D-roni
grafo
ოჰ, რას მელაპარაკები,მართლა?! მერე მე რა ვთქვი სხვა:)))). რა ეტყობა ამ სკოლას ფქიქოლოგი რომ მუშაობს ვინმესთან, მაშომ ჩაუტარა ყველას უფასო გაკვეთილი:))). მე სხვა ბავშვების პოზიციიდან დავწერე ეს კომენტარი. რატომ დადიან ჩვეულებრივ სკოლაშიმეთქი, იმიტომ ვთქვი რომ ყველას ვერ მოსთხოვ მათთან ჩვეჯლებრივ კონტაქტს, რადგან მათ საერთოდ სხვა პროგრამა სჭირდებათ. ამ ცხოვრებისგან გაბოროტებულ ბავშვებთან მაგათ არაფერი აქვთ საერთო.
არ ვიცი, არ ვიცი...შენ ასეთი ვინ შეგხვდა 30 წლის, რომ ამათ აზროვნებას ადარებ:))).



არა ეგრეა , ვერავის ვერ მოთხოვ მაგრამ შეგნებაზეა დამოკიდებული.
მგონი ამ ადაკში მაგაზე ლაპარაკი არ უნდა გჭირდებოდეს.
მე რაც რეეალურად დავინახე , ის გადმოვიტანე .
მაშოს საქციელიც ჩემიდან გამონდინარე დავწერე .
დამიჯერე ეგეთ კაცებს არაფერი არ დალევს , გირჩევნია მაგათთან ლაპარაკს ხეს უკაკუნო ხელი :დ


ჩემს ასაკს რატომ შეეხე მართლა ვერ მივხვდი და...რაც შეეხება ხეზე კაკუნს და შეუგნებლობას, ეგ ქრომოსომების რაოდენობაზე, კი არა ადამიანის მონდომებაზეა დამოკიდებული ჩემი მოკრძალებული აზრით.
კი, მაშოს ადგილას მეც ეგრე მოვიქცეოდი და დათოს მერე ისეთ სკოლაშI გადავიყვანდი, სადაც სრულყოფილად იგრძნობდა თავს. მათ სწორედ ეს სჭირდებათ.

 


№11  offline მოდერი D-roni

შენს ასაკს კი არა კლასელების ასაკს შევეხე :D
შენთანრა მინდა გოგო wink

 


№12  offline მოდერი bibo

vaime chemi nucikunkuli dabrunebula dzlivs ar megirsa sheni xilva dideba gmerts ura :***** vapren me shenze saqalbatone nucikunkusi da es ra mari ragavit dabrundio....egi bichi ra biskviwiaaa guls daga dugi gaq da eg erti dzapic chamiwyda too :D shokolado bombonero kowaxuris komfeto da korkakolav vapren me shenze

 


№13 სტუმარი babi

Sauketeso xar rogorc yoveltvis!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent