შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 2


30-03-2016, 13:49
ავტორი D-roni
ნანახია 5 386

^^^


- დე მამა როგორ გაიცანი ? - მის მკლავებში მოყუჟულს კითხა და გვერდით მწოლიარე , ღიმილიან მამიკოს თითები დაძარღვულ ხელებზე დაუსვა.
- რატომ გაგიჩნდა ეგ კითხვა ? - სიცილით აუჩეჩა თმა შვილს თუკამ.
- ისე ... - თვალები ააფახულა და პატარა ვაჟკაცი ხელში შეათამაშა , რომელიც მუცელზე ეჯდა.
- როგორ და ... - ქმარს გახედა და აწითლებულმა ღიმილით გააბრუნა თავი გარდერობისკენ .
მიშომ ისევ გაიცინა და ცოლი ხელის ერთი მოსმით გვერდით გადაიწვინა.
- ბოროტო ! - ენა გამოუყო და გაბრაზებულმა გადაიჯვარედინა ხელები .
- აქ ნუ შემომარიგებინე თავს ! - ჩასჩურჩულა ანთებული თვალებით და მის ისევ აწითლებულ სახეზე ფხუკუნი ვერ შეიკავა.
- დეგენერატო ! - შეიცხადა და მკლავის კუნთზე მაგრად უჩქმიტა .
- დაისჯები მაგისთვის ! -გააფრთხილა და შუბლზე აკოცა.
- ჰა ახლა მოყვებით ? - თვალები დაქაჩა სიცილით მაშომ.
- გული წამივიდა და საავადმყოფოში მიმიყვანა ... - ხველა-ხველით წარმოთქვა და ქმარს თვალები უბრიალა მზერით " არ გაბედო ბოლომდე თქმაო " .
- ეს ხველა ? ანუ რაღაცას არ ამბობ ! - საწოლზე წამოჯდა და მამას მიაჩერდა . - აუ მაა შენ მაინც მითხარი !
- ჩემს გამო წაუვიდა გული ! - ახარხარდა და ცოლის დაშენილი მუშტები ხელებში მოიქცია.
- ჰაა? - სიცილი აუტყდა მაშოს და გაბუტულ დედას გადახედა . - თუკა , რა სუსტი გული გქონია გოგო ! - ოთახში ილია შემოვიდა და დედას სიცილით აუჩეჩა თმა.
- ძაან შემაჩვიეთ ენა თქვენ ! - მტრულად გადახედა ოჯახს და ფეხზე წამოდგა.
მიშომ უკანალზე მიკრა ხელი და თვალი ჩაუკრა ღიმილით .
- აპ აპ , ვერ მოტყდები ! - ილიამ დედას ხელი დაავლო და საწოლზე დააწვინა.
- ოო - აბუზღუნდა და ბალიშს მიეყრნო , პატარა შვილი ხელში მოიქცია და მკერდზე დაიწვინა , მანაც როგორც კი დედის მკერდი იგრძნო თავქვეშ ნასიამოვნებმა ამოიკრუსუნა და ტუჩები გააწკლაპუნა . - დედას მაცმაცუნა ! - შუბლზე აკოცა და ცხვირზე ჩააცოცა ტუჩები . - მოკლედ ... რომ დავინახე გული წამივიდა , ამან საავადმყფოოში მიმიყვანა და მერე ასე გაგრძელდა რა ... - მოკლედ დაასრულა და იმ რამდენიმე წელს ხაზი გადაუსვა.
- მოიცა , მერე რა მოხდა ? - ინტერესით იკითხა მაშომ და ილიას მუხლს ნიკაპი ჩამოადო.
- მერე სულელი დედათქვენი " თემაზე" გამომყვა თავისი ბაკეტიდან ... - ირონიული ღიმილით გადახედა ცოლს და მის გაბრაზებულ მზერას სიყვარულით სავსე მზერით შეხვდა.
- რა ? - ხარხარი ატეხა ილიამ . - რა იყო ტოო , დედას ატარებდი თემებზე ?
- ოთხი შენდენი ვარ და გირჩევნია მოკეტო თორე დავიწყე ღადაობა ! - თვალი ჩაუკრა მიშომ შვილს და ილიამაც მაშინვე მოკუმა პირი.
- მოიცა რაო ? - მაშომ თავი წამოყო და გაოგნებული მიაჩერდა ძმას . - ვინმე მოგწონს და მე არ ვიცი ? - ნაწყენმა შეკრა წარბები და უკან დაიხია .
- არა ... - დაიბნა სუბელიანი და დისკენ ხელი წაიღო.
- ჩვენ შევთანმხდით , რომ შეყვარებული როცა გეყოლებოდა პირველი მე გავიგებდი ამას ! - ნაწყნემა გადააქნია თავი და მისი ხელი მოიშორა.
- ე გოგო არ მყავს და რა გითხრა ! - წარბები შეკრა ილიამ და კალთაში ჩაიჯინა გაბუტული და.
- აბა რაზე გეღადავება მამა ? - მიშოსკენ გაიხედა , რომელიც უმროს ვაჟს და ცოლს ერთად ეფერებოდა.
ისინიცმის მკლავებში კრუსუნებდნენ და ინაბებოდნენ.
- უთხარი ჰა ! - თვალები გადაატრიალა ილიამ და მიშოს ანიშნა თავით მაშოსკენ.
- რა და , ერთ გოგოს გაუჭედა სვანურად რა პონტში არ იღებ , რომ გირეკავო ... - დამცინავად გადააქნია თავი მიშომ და თვალებდაჭყეტილ-მოკისკისე ცოლს გაბადრულმა შეხედა.

^^^

მესამე დღე იყო რაც ბათუზე არაფერი გაეგო ... იმ სიტყვების შემდეგ , არც ერთი დამთხვევა , არც ერთი შეხვედრა ...
რაღაც თითქოს მთელი ძალით ანჯღრევდა და ბოლოს გველნაკბენივით წამოვარდა ფეხზე, როგორც კი ცივი სითხე იგრძნო სხეულზე.
ბარებარეს , რომელიც სიცილით იყო აყუდებული დაკეტილ კარზე მტრულად გადახედა და სველ საცვლებსაც დანანებით დახედა.
- შენ გოგო ნორმალური ხარ ?! - აწიკვინდა და აქავებულ სხეულზე ფრჩხილები , რომ არ დაესვა ძლივს შეიკავა თავი ,მერე ნაფხაჭნები აჩნდება და ...
- აბა ოთხი საათია გაღიძებ ! - თვალები დაუბრიალა და კარიდან გაუჩინარდა ... - უი ხო ბიჭები არიან მოსულები , ბათუც აქაა... - თვალი ჩაუკრა და მიხურული კარი გაიკეტა.
- ბათუც აქ არის... - გამოაჯავარდა კლაკვნით და მხოლოდ მერე გაიზრა რა უთხრა ბარბარემ . - რაო ვინ მოვიდაო ? - თვალები გადმოკარკლა და იტაკაზე ფეხშიშველი ახუნავდა .
სწრაფად გადაივლო წყალი და გრილი შავი ბრეტელიანი სპორტული მაიკა გადაიცვა .
ნაცრისფერი , მოკლე შორტი ამოიცვა და შლოპანცებში გაუყარა ფეხები.
თმის შეკვრით გადიოდა ოთახიდან და თან მობილური ეკავა პირით .
იოანე მაშინვე წამოხტა , მობილური პირიდან გამოაცალა და ლოყები მაგრად გაუწელა.
- მაცადე !- თმის შეკვრა ძლივს , რომ დაამთავრა მხოლოდ მერე უბრიალა თვალები და ღიმილით მოაჯდა წელზე. - აჩუ , აჩუ ცხენო , საით გაგაჭეენო , უნაგირი გკიდიაა , შიგ ბებერი კიდია , პური ვთხოვე არ მაჭამა , ჩემი ცოდვა ჰკიდია !- "ცხენზე" მომჯდარი გაჰკიოდა და კისკისით მიჰყვებოდა სასტუმრო ოთახისკენ , კიბეებზე ჩასულ იოანეს.
- ვაა გიო , შე ძველო ! - მხარზე დაჰკრა ხელი დს სიცილი ატეხა "გიორგი ბიძამ" , რომ აიყვანა ხელში .
- შე პატარა ჭინკა , არ იზრდები ხო ?! - ჰკითხა და ხელებში აათამაშა.
- ნწ ... - თავი გაუქნია და ღიმილით აკოცა გვერდით ჩამომჯდარ სოფოს ლოყაზე . - სოფიო რას შობი სიმონ , უძლებ მიწისძვრებს ? - მოსმენილი შეახსენა და გიოს გადახედა . - გამიტანე აქედან, თორე ჩამკლავს შენი ცოლი ... - კისკისი ამოუშვა ბაგეებიდან.
- თქვენი გარყვნილია ეს გოგო ! - სოფომ თავი გადააქნია და მაკოს მხარს ტუჩებგახსნილი მიეყრდნო.
- მაკუნკულ ! - გიოს ხელებიდან ჩამომხტარი ბიცოლასკენ წავიდა და ლოყები მაგრად დაუკოცნა... - კაი რა სოფიი ... - თვალები ააფახულა და ხელებგადაჯვარედინებულ ქალს ლოყებზე წაეთამაშა თითებით . - ხო იცი რავარც მევასები სიმონ ... - ეშმაკურად აუთამაშა წარბები .
- ოკეიოკეი ... - ენა გამოუყო და სიცილით წაკბინა ცხვირზე.
- იმენა გაუტრაკუცუნეთ ამ ჩემს ცხვირს რა ... - ჯღანვით წავიდა დასაჯდომად ბათუს გვერდით ... - ბართლომე ! - რევერანსი გააკეთა ირონიუილი ღიმილით მის წინ ... - სად იყავი დაკარგული , თხებს კოდავდი ? - ჩუმად გადაუჩურჩულა და ვაშლი გაიქანა პირისკენ.
ბათუმ გაკვირვებულმა გადახედა და დაბლოკილი მობილური იქვე მიაგდო.
- არა , გოგოებს ... - უდარდელად ჩაილაპარაკა და ხველა ამტყდარ გოგონას მხარზე მიჰკრა ხელი ... - იცოცხლე , იცოცხლე ... - ირონიულად გამოაჯავარა და ბარბარეს გადახედა , რომელიც სიცილისგან იჭაჭებოდა.
- სხვა პასუხს ველოდი , თუმცა არც ეგაა ურიგო ... - გაუღიმა და უკანალის ქნევით წამოდგა სავარძლიდან.
ზედმეტად ამაღლებულ განწყობაზეა დღეს !
- გისმენთ ... - სტაფილოს ჭამით გართულმა აიღო მობილური და სამზარეულოში შემოსულ ილიას , იოანეს და ბათუს გაუღიმა. უკნიდან ბარბარე დაეკიდა მხარზე და ლოყაზე აკოცა დაქალს. - ვაა , კარგად შენ ? , დღეს ? კი მცალია ... რა ხდება ? - სასხვათაშორისოდ იკითხა და თვალებმოჭუტული მიუტრიალდა დაქალს . - რომელზე ? , კარგი და მშვიდობაა ? ... კარგი შევეცდები , რომ მოხვალ მომწერე ან დამირეკე და ჩამოვალ ...
- ვინ იყო ? - დაბნეულმა გააცეცა თვალები და მისი მაგიდაზე დადებული სტაფილო პირისკენ გაიქანა.
- ეგ ჩემია! - ხელიდან ღიმილით გამოგლიჯა და კბილები დაასო ბოსტნეულს. - დათო იყო , მთხოვა საღამოს სადღაც გამომყევიო ... - მხრები აიჩეჩა და მორიგი სტაფილოს გახეხვა დაიწყო დანით .
- ვინაა დათო ? - ილია დას მიუახლოვდა და დახლს მიეყრნო.
- ჩვენი სკოლელია ... - სიტუაციაში გაარკვია და ონკანი გადაკეტა.
- და ყველა სკოლელს დაყვები დანიშნულ ადგილას ? , როდის აქეთ არ მეკითხები ? - ილიამ თვალები დაქაჩა და სტაფილო ხელიდან გამოგლიჯა . - კურდღლად გადაიქცევი ! - იქვე მიაგდო და გაბრაზებული მიაჩერდა .
- შენ რა , სულ გააფრინე ? - ჰკითხა გაოგნებულმა და იოანეს გადახედა , რომელიც ნაწყენი უმზერდა , მზერა ბათუზე გადაიტანა , რომელიც კეფაზე თითებს ათამაშებდა.
- რას ნიშნავს გავაფრინე ? - გაიოცა ილიამ . - რომ მკითხო აზრი , მინდა თუ არა შუა ღამეს ჩემი და წავიდეს , ვიღაც დათოსთან ერთად და თან სადღაც ! არა ?! - ნაწყენმა ჩამოუყალიბა თავისი სათქმელი და მაჯახი ხელი წაავლო . - არსად არ წახვალ !
- შენ დამიშლი ? - ჰკითხა დამცინავად და ჩამდგარი ცრემლები გადაყლაპა.
ილიამ გაბრაზებულმა გადააქნია თავი , ყველაზე მეტად ვერ იტანს , როცა მის გამო ტირის მისი და , თუმცა ისეა გაბრაზებული თავის შეკავებას როდემდე შეძლებს ვერ გეტყვით !
- მე დაგიშლი , რა იყო თავზე გადამჯ*ვავ ? - ჰკითხა ირონიულად და მის მაჯაზე წავლებული თითები მოადუნა.
- ახლა შენ , რომ მახტები თავზე ხვდები ?! - ჩამწყდარი ხმით ამოლღლუღა და აწითლებულ ხელს ატირებულმა დახედა. - ვინ გგონივარ ?! მიპასუხე ვინ გგონივარ ... მე , რომ ვიცოდე არ შეიძლება წასვლა , შენი აზრით წავიდოდი ?! , არ მენდობი ?!
- მე შენ გენდობი ! მას არა , მე არ ვიცნობ დათოს , მე არ ვიცი იმ სადღაცში რას იგულისხმებდა !
- მართალია ილია მაშო ! ჯერ , რომ კითხო არ იქნება ურიგო ! - იოანე მისკენ წავიდა და ილიას თვალების ბრიალით გამოგლიჯა მისი მაჯა ხელიდან , ახლა თვითონ მოუჭირა მთელი ძალით ხელი.
- რა ჯანდაბა გინდათ ?! - ბარბარე წამოენთო და დაქალს გვერდით ამოუდგა. - თქვენ სულ ხომ არ გააფრინეთ ?!
- ზემდეტი მოგდით ორივეს ! , დაეტით თქვენს ადგილებზე ! - გაბრაზდა ილია და მთელი ხმით დაიღრიალა.
ბათუმ გაბრაზებულმა გადახედა ძმაკაცებს და იოანესკენ წავიდა , ხელით უკან გასწია და მაშოს მტკივანი ხელი თავისაში მოიქცია.
- გეყოფათ ! - მშვიდი ხმა ამოუშვა და უტეხი მზერით გადახედა ბიჭებს.
- რა მეყოს ბიჭო , ღმერთმა უწყის ვისთან ერთად დატასაობენ აქეთ-იქით !
- რა ხდება აქ ? - ყველა სამზარეულოში შევარდა , მიშო ატირებული შვილისკენ წავიდა , დემეტრე კი კუთხეში აყუდებულ დატუქსულ შვილს მიუახლოვდა და ბარბარეს განიერ მხრებში მოიქცია.
- მე რამდენჯერ უნდა ვთქვა , რომ მათთან ტონს არ უნდა აუწიოთ ? - გაბრაზდა დემეტრე.
- რა ხდება მა ... - ატირებულ შვილს თვალებზე აკოცა მიშომ .
- ვიღაც დათოსთან ერთად უნდა თურმე წასვლა და თან სად ?! სადღაც ! - დამცინავად ამოიგესლა ილიამ და დას გაბრაზებულმა გადახედა. - ისე , რომ არც კი მეკითხება გაიგე ?
- და პირველად გაიგე სახელი დათო ?! - წყობილებიდან გამოვიდა მიშო და შვილს ხელი უშვა.
- რა ? - გაოგნებული მიაჩერდა ილია მამას.
- არ იცი , რომ დათო მათი სკოლელია ?
- რა ჩემ ფეხებად მაინტერესებს , ამის სკოლელია ... თუ ჩემი ყ*ე იყოს თუ უნდა ! ჯერ მკითხონ და მერე დაგეგმონ სადღაც ღამე წასვლა !- თავისას არ ეშვებოდა ილია.
- ილია ! - დაიგრგვინა მიშომ და უფროს ვაჟს მიუახლოვდა . - დათო 10 წლისაა , მას დაუნის სინდრომი აქვს და მისი ერთადერთი მეგობარი მაშოა ! , მიპასუხე პირველად გაიგე , რომ მაშო მას ზოგჯერ სადღაც დაყვება ?! , პირველად გაიგე , რომ მაშო მას მეგობრობას და მორალურ თანადგომას უწევს ?!
ილია ფერდაკარგული იდგა იოანეს გვერდით და იმედგაცრუებულ დას უყურებდა , რომელსაც გაბრაზება , ზიზღი , უიმედობა ... ყველაფერი სახეზე ეხატა.
- მე ... მაშო ... - დისკენ წავიდა ლუღლუღით და ერთ ადგილზე შედგა , როცა მაშო ოთახში გავარდა ატირებული .
- ორივე ! - ძმას და მეგობარს მიუბრუნდა ბარბარე . - ორივე ერთმანეთზე დიდი მუტრუკები ხართ , რომლებიც მხოლოდ თავის კუნთებზე და პრინციპებზე იყურებით და ფიქრობთ ! , რამდენჯერ სცადა ახსნა , არც ერთხელ არ მოუსმინეთ ! თქვენსას იმეორებთ და ამბობთ , რომ საქმის კურსში უნდა იდგეთ ! , ძმობა მხოლოდ ის არ არის , რომ ერთი სისხლი გაქვთ , დას აკონტროლებთ და მის გამბრაზებლებს სახეს უხევთ !, ძმობა გვერდში დგომა , ურთიერთგაგება და სიყვარულია ! , მგონია რომ ამას თქვენ ვერასდროს მიხვდებით ! - ზიზღით გამოსცრა ბარბარემ კბილებში და დაქალის ოთახისკენ წავიდა მშვიდი ნაბიჯებით .
- რა საქციელია ეს ? - გაბრაზებული მიუბრუნდა დემეტრე იოანეს .
- აუ ტვინს ნუ ტყნავ*თ - იოანემ ანერვიულებულმა აიჩეჩა თმა და მაშოს ოთახისკენ წავიდა.
- დამელოდე ! - ილია კუდში აეკიდა და ძმაკაცთან ერთად მიადგა დის ოთახს.
- გაჩერდით ! - ხმამაღლა შესძახა თუკამ და პატარა ხელში უფრო კარგად მოითასა. - არ ღირს ახლა მაშოსთან დალაპარაკება , ხომ იცით როგორია ... ცოტა ხანი მოითმინეთ , დამშვიდდეს ამოისნთქოს ! - ორივეს თავზე მიუკაკუნა ოდნავ და ქმარს შეპარული ღიმილით გადააბარა პატარა. - მაშოსთან შევალ ... - დაბნეული სიტუაციაში გაარკვია და შვილის ოთახისკენ მშვიდი ნაბიჯებით წავიდა . - შეიძლება ? - კარზე ოდნავ მიაკაკუნა და კარი შეაღო.
- მოდი დე ... - ჩამწყდარი ხმით ამოიხრიალა მაშომ და ბარბარეს ხელებში ჩამალა ცხვირი.

- კაი დე რა გჭირს - შვილთან მივიდა და თმაზე ხელი გადაუსვა.
- დეგენერატი შვილი , რომ გყავს ის მჭირს ! - გაბრაზებულმა ჩაიფრუტუნა და თავი წამოსწია.
- მაშო დე , როგორ შეიძლება შენს ძმაზე ასე ლაპარაკი ? - ნაწყენმა ჩაილაპარაკა თუკამ და თავი უკან გასწია.
- აუ დედა , ნუ მელაპარაკები ისე როგორც 3 წლის ბავშვებს ელაპარაკებიან ! - თვალები გადაატრიალა მომაბეზრებლად მაშომ.
თუკამ ღიმილით ააყოლ-ჩააყოლა შვილს თვალი და ის დღე გაახსენდა , მიშომ რომ "სჯიდა" თვალების აქეთ-იქით ტრიალის გამო ...
- რა გაცინებს ? - ბარბარე გაოგენბული მიუტრიალდა თუკას და სიცილი ატეხა.
- არაფერი , რაღაც გამახსენდა ... - დაბნეულმა გაატრიალა თავი კარისკენ და მიშო , რომ დაინახა თვალები გადაატრიალა.
- ყიფშიძე ! - დაიგრგვინა მიშომ და თითი გამაფრთხილებლად დააქნია.
- დაე დავისაჯო ... - ახლოს მოსულ ქმარს სიცილით ჩასჩურჩულა და შვილს გახედა , რომელიც ბარბარეს ფრჩხილებს ეთამაშებოდა.
- მამა იმ იდიოტს უთხარი , რომ ხმა არ გამცეს ! - თვალების ბრიალით წამოდგა ფეხზე და სარკის წინ აღიმართა.
- მიყვარხარ , მიყვარხარ , მიყვარხარ ! - შეძახილებით შემოვარდა კარში ილია და და ხელში აიტაცა. - მაპატიე რაა , შემდეგში გავარკვევ და ისე დაგცხებ ... - შეაპარა და არაფრის თქმა არ აცადა მხარზე მოიდო .
- გამიშვი შე დაძმარულო ! - მხარზე ხელი დაჰკრა ძმას და უკუღმა გადაწოლილმა მხოლოდ ბათუს ღიმილიანი სახე დაინახა. - რო იკრიჭები მანდ ! მიშველე ! - თვალები უბრიალა ფარჯიანს.
- მე რა გიშველო ... - მხრები აიჩეჩა და იოანეს გახედა.
- დამსვი ! - შეჰყვირა და გაოფლილ შუბლზე ხელი მიიდო.
- ჯერ მაპატიე ! - გვერდულად ახედა დას და ხტუნვა დაიწყო.
- ვაიმე გაპატიებ , ოღონდ დამსვი ! - შეჰკივლა და თავი როგორც კი ხმელეთზე დაიგულა , მაშინვე წონასწორობა დაკარგა და ბათუს კალთაში გემრიელად მოთავსდა.
ფაჯიანმა ჯერ გაკვირვებულმა დახედა მის მკლავებში გატრუნულ არსებას , შემდეგ თვალები დააწვრილა და ღიმილით გასწორდა წელში .
- დამიქიანეთ ! - ამოიხრიალა და ხელები აიფრიალა სახესთან ახლოს.
- რა ქენითო ? - იოანემ იქვე დადებული წყლის ჭიქიდან ხელზე რამდენიმე წვეთი გადაისხა და სახეზე შეასხა სიცილით.
- ვაი მე !
ბათუმ ნელი მოძრაობით შეაცურა ხელები ჯერ მუხლებს ქვეშ , შემდეგ კი წელზე და ისე წამოდგა ფეხზე , რომ სხეულზე აკრული მაშო " იძულებული გახდა" კისერზე ნაზად მოეხვია ხელები.
- მოემზადე და მე წაგიყვან დათოსთან ... - ჩასჩურჩულა და ოთახისკენ წაიყვანა.
ბედნიერი ღიმილით ახედა მასზე დაჩერებულ ბათუს.
როგორც კი ოთახში შეიყვანა , მაშინვე დასვა და კარისკენ წავიდა.
მაშომ მკლავში ჩაავლო ხელი და უკან მობრუნებულს თავით კარზე ანიშნა.
ბათუმ ღიმილით მიხურა კარი და ფანრის რაფასთან ჩამოდგა.
- მადლობა მინდა გადაგიხადო , ერთადერთი ხარ ვინც გაგებით მოეკიდა დათოს ზარს და " აუ ჩემი " არ დაუწყია ... ვიცი ახლა იტყვი არც მქონია ამის უფლებაო , მაგრამ ... - გაგრძელება არ დასცალდა ბათუმ თვალები , რომ მოჭუტა და ღიმილით გადასწია თავი გვერდულად.
- და ვინ თქვა , რომ უფლება არ მაქვს ? - წარბი აუწია და მისკენ წავიდა.
დამფრთხლამა მაშომ უკან დაიხია და თვალების ცეცებას მოჰყვა.
- გქონდა ? - გაბედულად შეეპასუხა და კედელზე აკრულმა ღრმად ჩაისუნთქა ჟანგბადი.
ბათუმ თავი დაუქნია და ცალი ხელი მის ლოყაზე მოათავსა.
იგრძნო წამიერად როგორ გააჟრჟოლა და მთელი სხეული დაეხორკლა.
ბანალურად ... დიახ ბანალურად მოუნდა ეს ყველაფერი ძალიან ბევრჯერ განეცადა ...
ის ადგილიც და მთელი სახეც მაგრად აუხურდა და თვალები გადაატრიალა.
ბათუმ წარბები შეკრა და ხელები ამჯერად მის მოშიშვლებულ მხრებზე დაალაგა.
ახლად მოსული ცუნამივით დაატყდა თავს ეს ყოველივე და ისე უჭირდა თავის დახსნა , რომ გამოსავალსაც კი ვეღარ ეძებდა .
ტვინი გათიშული ჰქონდა და გონებამდე ისიც კი ვერ მიდიოდა , რომ შესაძლო იყო ახლა კარი გაღებულიყო და ვიღაც შემოვარდნილიყო.
- მოვემზადები ... - თავის დაძვრენა სცადა და გვერდით გადგა ნელი ნაბიჯებით .
ფარჯიანმა ერთი გაუღიმა და თავის დაკანტურებით ანიშნა , რომ გადიოდა და ელოდებოდა.
გულდამშვიდებულმა მიიდო მკერდზე ხელი და იგრძნო , რომ მარცხენა მხარეს მფეთქავი ორგანო ჯერ ოდნავ შესამჩნევად ფეთქავდა , შემდეგ კი ორმაგი ძალით აგრძელებდა მუშაობას.
საწოლზე გულაღმა გაწვა და ბალიში თავზე დაიმხო.
ფრჩხილები თეთრ მატერიას მთელი ძალით ჩაარჭო და მაგრად ამოიღმუვლა.
- ეს შეცდომაა ... შეცდომა ! - თავისთვის ჩაიფრუტუნა და ღმუილით შეძვრა გარდერობში.
ორმაგად მოუნდა , რომ მუდმივად ფორმაში იყოს.
არა აქამდეც ხომ ძალიან უნდოდა , მაგრამ დღეს რაღაც ეტაკა...
მარტოსული მთიელივით დაეხეტებოდა ოთახში აქეთ-იქით და უმისამართოთ აცეცებდა თვალებს.
იმაზე ფიქრში თუ რა უნდა ჩაეცვა საკმაოდ დიდი დრო გაეპარა.
თვალები გადაატრიალა და გარდერობში ცხვირშემძვრალმა ჯინსის ღია , მომდგარი და მაღალწელიანი გაქექილი შარვალი გამოაძვრინა.
მოკლე და გაშლილი ზედაც მიაყოლა და ქვედა უჯრიდან უცხვირო კედიც გამოიღო.
სარკესთან ჩამოდგარმა ყველაფერი , რომ მოირგო მხოლოდ მაშინ გადაისვა წითელი ფერის ტუჩსაჩხი მკრთალად და თმა ზემოთ აიწია.
ისეთი კანის ფერი აქვს , მაკიაჟს იშვიათად იკეთებს , გეგონებათ რომ ყოველთვის რაღაც უსვია , მკრთალად , ბავშვურად და ლამაზად . უბრალოდ ...
მობილურს ხელი დაავლო და მისაღებში ჩავიდა.
დედას და მამას დაემშვიდობა და გასუსულ იოანესა და ილიას გაბრაზებული მზერით გადახედა.
- ხო აქ იქნები ? - ბარბარეს კითხა და მიშოს მიეხუტა.
- ხო აბა ... - მხრები აიჩეჩა და კოცნა გაუგზავნა დაქალს.
- გკოცნი მაა ... - ლოყაზე აკოცა და ბათუს ამოუდგა გვერდში.
- აბა შენ იცი ბათუ , შენ გაბარებ ჩემ ჭინკას ... - ბიჭს გაუღიმა და შვილს შუბლზე აკოცა . - მეც გკოცნი მამას სიცოცხლე !
კარი გამოიკეტეს და ჭიშკრის წინ დაყანებული შავი ჯიბისკენ წავიდნენ.
მანქანის კარი გამოაღო და ბათუს სიცილით გადახედა.
მამაკაცმა საჭესთან ადგული დაიკავა და მშვიდად დაძრა მანქანა.
- ჯენლტმენობასაც არ მაცდი ... - თავი ღიმილით გააქნია და მანქანა გზატკეცილზე გაიყვანა.
- ასეა ჩემო ბართლომე ! - ამაყი გაიჯგიმა მაშო . - აქეთ გამოგიღებ მანქანის კარს და პირველსაც შენ შეგატარებ ... - კისკისით გამოაჯავრა და გზას გახედა.


______

ძალიან დიდი მადლობა თითოეულს ასეთი სითბოსთვის !
მიყვარხართ ყველა და ველი შეფასებას ...

______


N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 2



N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 2



N:9 - (თეთრი ანგელოზი) ნაწილი 2 - თავი 2



№1  offline წევრი mimimimo

როგორ გამიხხარდა, რომ დაგვიბრუნდი!
ძალიან მიხარია, რომ აგრძელებ.
იმედია 12-ის მერეც დადებ.
უკვე ვეღარ ვითმენ.

საოცრად მომწონს ბათუ..
ილიაზე და იოზე ნერვები მომეშალა ოხ..
კარგია, გელოდები, წარმატებები! feel

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

საოცრებაა ვაიმე რა კარგია <3 ბართლომეე რა საყვარელიააა <33

 


№3  offline წევრი Meruem

მაგარია ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent