შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიუტონის მეოთხე კანონი (8)


31-03-2016, 12:03
ავტორი Nude
ნანახია 2 095

საერთოდ არ უნერვიულია თამარს იმაზე, რომ მშობლებისთვის ეთქვა ნოესთან გადასვლის ამბავი, რადგან მათი იმედი ყოველთვის ჰქონდა და არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი, მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა, სხვა თემებთან შედარებით ბევრად სერიოზული იყო. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც უნდა ჩაევლო. მამაკაცებმა საუბარიც მოასწრეს გაურკვეველ თემაზე. დიდად არ დაინტერესებულან დედა–შვილი, მაგრამ ერთმანეთს ეჭვის თვალით მაშინ გადახედეს, როცა ახარხარებულმა კაცებმა გააღეს აივნის კარი და მისაღებში დაბრუნდნენ. ღრმად, ძალიან მშვიდად ამოისუნთქა გოგონამ და თბილად გაუღიმა ორივეს. დიდი ხანი არ დარჩენილა ნოე მათთან. წასვლის წინ კვლავ გააფრთხილა თამარი, პარასკევს მოგაკითხავ და მზად იყავიო, შემდეგ კი წავიდა.

ვერ გეტყვით, როგორ ეძინა იმ ღამეს, თამარს, უბრალოდ, რაღაც სასწაული გრძნობა იყო ეს. ნოეს... ნოეს საერთოდ არ ეძინა. ის გაცილებით სხვაგვარი შეგრძნებებით იყო დამუხტული. 26 წლის განმავლობაში პირველად უყვარს გიჟივით, პირველად უყვარს, გადაუყვარებლად, სამუდამოთ, თავდავიწყებით, როგორც გინდათ ისე ჩათვალეთ.

ცოლი.

პირველად იღებს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პირად ცხოვრებაში და გული ისე უფართხალებს, როგორც პატარა ბიჭს. პირველად, მისი ცხოვრების მანძილზე ფეხს ითრევს წასვლაზე, იმის გამო, რომ აქ უნდა დატოვოს ცოლი. იმიტომ რომ სამშობლოში დაბრუნებულს, მხოლოდ და და მამა არ ეგულება, ახლა, უკვე ცოლზეც უნდა იზრუნოს... რაც მთავარია თამარმა იცის, რომ სამსახური და პირადი ცხოვრება ერთმანეთში ვერანაირად ვერ აირევა, ორივეს სხვადასხვა ადგილი უკავია. ეს ესმის და იმიტომაც არის ასე, ერთი შეხედვით, მშვიდად. ალბათ, მისი არ ყოფნის განმავლობაში, ელენესთან მოუწევს თამარას გადაყვანა, მარტო რომ არ იყოს მთელი 6-7 თვე.

საოცრებაა სიყვარული, ნამდივი საოცრება. საოცრება, რომელმაც ქვასავით ნოეც კი აამჩატა და საკვირველად მგძნობიარე გახადა.

* * *
– რატომ გღვიძავს? – გაკვირვებულმა ნოემ გახედა, გამთენიისას, აივანზე მჯდომ ელენეს, რომელსაც თვალები ტირილისაგან იმდენად ჩაწითლებული და შეშუპებული ჰქონდა, წესიერად ვერც ახელდა.

– არ ვიცი, ვერ დავიძინე. ჩაალაგე ბარგი, თუ დაგეხმარო? – შეეცადა, როგორღაც დაეფარა თვალები, მაგრამ რანაირად მოახერხებდა?!

– ჩავალაგე. – გვერდზე მიუჯდა დას.

– როგორ ჩაიარა გუშინდელმა საღამომ? გუშინ საღამოს დამირეკა თამარიმ, მაგრამ ძალიან ეძინებოდა და მისი მონაყოლიდან, ნახევარი ვერ გავიგე. – ღიმილით გადახედა იგივე მდგომარეობაში მყოფ ნოეს. – გილოცავ, ცოლის მოყვანას! – საოცრად ბედნიერი ხმით უჩურჩულა და ოდნავ გადაიხარა წინ.

– მადლობა! როგორ უნდა ჩაევლო, კარგად. ძალიან მაგარი მშობლები ჰყავს, ნუ, ნინას ისედაც ვიცნობდი, მაგრამ ახლა სხვა საქმეზე ავედი, ამიტომ სხვა დამოკიდებულებით იყვნენ ჩემდამი. პარასკევს ცოტა ადრე ჩამოვალ, ვიდრე ჩამოვდიოდი და წავიყვან ჩემს სახლში.

– კარგი იქნებოდა, აქ რომ გეცხოვრათ. – დანანებით გადააქნია თავი აქეთ–იქით ელენემ.

– თამარს მოუწევს მას შემდეგ, რაც მე წავალ. მარტო ვერ დავტოვებ, ცოდოა.

– ძალიან კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა, ძმაო. – თვალი ეშმაკურად ჩაუკრა გოგონამ. – ყველაზე, ყველაზე მაგარი გოგოა, ეგეთს შენ ვერასდროს იპოვი. რომ აწყენინო, მოგკლავ. – გაეხუმრა და ხმამაღლა გაიცინა.

– რატომ მემუქრები?! – სიცილით გადაიხარა მისკენ და გახურებულ საფეთქელზე მიაკრა ტუჩები. – ყველაფერი მაგრად იქნება. ბანალური სიტყვებია, მაგრამ მართალია. ახლა, მითხარი, რატომ ტიროდი. – სწრაფად გადავიდა ერთი თემიდან მეორეზე და სახის ნაკვთები ხმასთან ერთად დაუსერიოზულდა მაშინვე.

– დამალვა აღარ შემიძლია რაა. ვიღაცას, თუ არ მოვუყევი, გული გამისკდება მალე. გიგასთან მაქვს პრობლემები, თანაც სერიოზული. – გაუმხილა მისი საიდუმლოა, რომელსაც 1 კვირაა გულით ატარებს და ვერავის ვერ ეუბნება, რადგან არ უნდა რომ ის ხალხი მის გამო დაამწუხროს, მაგრამ თვითონაც რომ ვეღარ უძლებს?!

– ჰო... გიგა რთული თემაა ჩემთვის, მაგრამ ცოტა შევიცვალე აზრი, მას შემდეგ, რაც ჩემთან მოვიდა სალაპარაკოდ.

– რა? – ფეხზე სწრაფად წამოხტა ელენე, თან დაფეთებული აცეცებდა აქეთ–იქით თვალებს. – რაზე გელაპარაკა?

– დაჯექი. – მშვიდი გამომეტყველებით შეხედა აფორიაქებულ დას და მშვიდი ხმით უთხრა.

– რა უნდოდა? – დაჯდა თუ არა, ჰკითხა, თან აკანკალებულ ხელებზე ცრემლ მორეულმა დაიხედა.

– მე მაინტერესებს, რატომ არ უშვებდი იმ ბიჭს ჩემამდე? შეიძლება მისდამი უარყოფითად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ საუბარს არ დავაცდიდი, ან შენ დაგიშლიდი რამეს. ასე ფიქრობ? ასეთი შეუგნებელი გგონივარ? – ელენემ თავი გადააქნია და დამნაშავის მზერით შეხედა ქვემოდან, მაგრამ წარბიც კი არ შერხევია ნოეს, ისე განაგრძნო საუბარი. – როდის იყო, რომ მე შენს პირადში ასე უხეშად ჩავრეულიყავი? ერთი–ორი რჩევის მოცემა არ არის თქვენს ურთიერთობაში ხელის ფათური. არ მომწონს, მაგრამ შენ თუ მაგ ბიჭთან ბედნიერი ხარ, ურთიერთობას, როგორ დაგიშლი? არც პატარა ბავშვი ხარ, რომ არ იცოდე ვინ და რა გინდა. შეიძლება, შენ ისეთი რამ დაინახე მასში, მე რომ ვერ შევამჩნიე, მაგრამ იცოდე, რაიმე რომ გაწყენინოს, არ ვაცოცხლებ. ადვილად შესაძლებელია, რომ ერთ დღეს შევიცვალო მისდამი დამოკიდებულება, მაგრამ ეს დრო ახლა არ არის. – დაამთავრა მონოლოგი, თავზე აკოცა, თავისი ნივთები აკრიფა და სახლი უკანმოუხედავად დატოვა.

* * *
– დედი... – დაუძახა ახალ გაღვიძებულმა თამარმა ნინას და სამზარეულოში თვალების ფშვნეტით გავიდა.

– გიყურებ, გაკვირდები და ვერ გამიგია, შენ, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, შვილი როგორ უნდა გააჩინო ახლო მომავალში. – გაიცინა და ძილისაგან აწითლებული ლოყები დაუკოცნა შვილს.

– რამეს ვიზამ. – გაიკრიჭა სასაცილოდ თამარი. – ვაიმე, ჩემი და ნოეს შვილს რომ წარმოვიდგენ, ბედნიერებისაგან მაკანკალებს.

– ჯერ სად ხარ, დეე. ყველაფერი წინ არის. ისაუზმებ, ხო?

– არა, ხო იცი, დილით ვერ ვჭამ. ყავა მინდა, დედი, რაა. – ამოიფრუტუნა საწყლად და მაგიდაზე დადო თავი. – ლეო წავიდა უკვე ხო?

– ჰო, ისევ წავიდა რუსეთში, მაგრამ მალე ჩამოვალო, დამაბარა შენთან. ჰო, კიდევ არ დამირეკოს, ცოტა ხნითო.

– რატომო? – გაკვირვებულმა დაქაჩა თვალები.

– არ ვიცი, მაგრამ არ დაურეკო. მაგას ისე უბრწყინავდა თვალები, მგონი იქ ვიღაც ისეთი გაიცნო, ვინც ასეთი რამ მოახერხა.

– ნეტავ, ვინმე მოარჯულებდეს მაგას და არ მინდა არაფერი მეტი. – სიცილით გადააქნია თავი აქეთ–იქით.

– რა ნამუსით არ დაგეთანხმო? – გაიცინა ქალმაც. – სკოლაში მიდიხარ, ხო?

– გამოცდები მეწყება დღეიდან.

– ვიცი. მოემზადე, მერე? – ეჭვის თვალით გახედა ნახევრად მძინარე შვილს.

– დედა, მოუმზადებელი, როდის ვარ ხოლმე? – წყრომით იკითხა და ფეხზე სწრაფად წამოხდა. – აბა, გამოფხიზლდი, თამარ, გამოცდები დაგეწყოოო. – წაიღიღინა და თავის საძინებელ ოთახში შევიდა.

სწრაფად ჩაიცვა, თავი მოიწესრიგა, სახლიდან გასვლის წინ ლოცვა წაიკითხა, რომელსაც სულ კითხულობს და სირბილით დაეშვა ქვევით. არც ისე მალე მივიდა სკოლაში. ჯერ ერთი საათი იყო დარჩენილი შესვლამდე, ამიტომ ცოტა ხანი გარეთ მოიცადა, ლეოს ელაპარაკა, გალანძღა, თან მოესიყვარულა, შემდეგ კი შენობაში შევიდა. საერთოდ არ ნერვიულობდა, თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული, მისი კლასელებისაგან განსხვავებით. კლასელებმა რომ გაიგეს თამარას ამბავი, როგორ გითხრათ, ზოგს გულწრფელად გაუხარდა, ზოგს კი შურით აღვსილი ტალღა ეცათ. ამ შურიან ხალხში, უმეტესობა ინარჩუნებდა სიმშვიდეს, ცდილობდნენ თავიანთი თავი და გრძნობები არ გაეცათ, ზოგი კი ყველანაირ ემოციას დაუფარავად ამჟღავნებდა, ამაზე კი გულიანად ეცინებოდა, გოგონას. რა თქმა უნდა, არ წყინდა. როგორ უნდა გეწყინოს ისეთი ადამიანისგან სიტყვები, რომელსაც გულში შურის და ღვარძლის გარდა არაფერი აქვთ. კი, იყო რამდენიმე სისინა ენით ნათქვამი რეპლიცა, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა. ელოდა კიდეც იმ ხალხისგან მსგავს რეაქციას და იმიტომაც არ მიუქცევია იოტისოდენა ყურადღებაც კი. შესვლამდე 10 წუთით ადრე დაურეკა ცოლს, ნოემ.

– ხომ არ ჩაგიბარებია, ჯერ? – იჭვნეული ხმა ჰქონდა ჯანხოთელს.

– არა, ჯერ. 10 წუთში შევალ, პირველივე ჯგუფთან ერთად, თორემ ნერვიულობისგან გავაფრენ. – ტუჩზე იკბინა. გაიცინა. იქვე შორიახლოს კლასელებისგან, კიბეზე ჩამოჯდა.

– სანერვიულო, არაფერი არ არის. ბოლომდე მოეშვი და მხოლოდ კარგზე იფიქრე. რთული საგნები, რაც იყო, უკვე ჩაბარებული გაქვს, თუმცა მაინც მობილიზდი, მაქსიმალურად. – დაარიგა თითბერიძეების ქალიშვილი შეფარული ღიმილით, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას და ის უფრო მეტად ნერვიულობდა ცოლის გამოცდებზე, ვიდრე თვითონ თამარა. ანერვიულებულმა ჩამოისვა წვერზე თლილი, გრძელი თითები და ჩაიცინა.

– არ ვნერვიულობ ძალიან. – დამამშვიდებლად გაიჟღერა გოგონას ხმამ. – შენ, როგორ ხარ? ვეღარ დაგირეკე ხელი რომ არ შემეშალა. როგორ იმგზავრე? – თბილად შეეკითხა.

– კარგად, კარგად. როგორც კი გამოხვალ გამოცდიდან, გადმომირეკე აუცილებლად, კარგი?

– გასაგებია.

– ჩემ თავს გაფიცებ, როცა შეძლებ შეუარე ჩემ უტვინო დას, რა! ნამტირალები იყო დილით, ხომ იცი, ელენეს, როგორ უყვარს ძილი შენსავით, მაგრამ დღეს 5 საათზე აივანზე იჯდა. გიგასთან მაქვს პრობლემებიო. ჩემი ჩარევა, ჯერ, არ მგონია სწორი იყო, მაგრამ თუ დიდ ხანს გასტანა ჩემი დის ცუდად ყოფნამ, ჩემი ხელით მოვახრჩობ იმ... – ჩაახველა. როგორ ვერ იტანს ქალთან რომ იგინება, ამიტომ ძლივს შეიკავა თავი და განაგრძო. – როცა შეძლებ მიდი მასთან. დღეს, ხვალ, როდესაც მოახერხებ, უბრალოდ დაელაპარაკე, ვიცი, შენი გვერდში დგომა ყველაზე მეტად სჭირდება.

– რა თქმა უნდა, წავალ. წავალ, აბა, რას ვიზამ. ნუ იღელვებ შენ, დაგირეკავ საღამოს. აუ, როდის ჩამოხვალ, რა. უკვე მომენატრე! – მისი ყურადღება სხვა რამეზე უნდა გადაეტანა, მაგრამ ამის მეტი ვერაფერი მოიფიქრა უცბად.

– მეც მომენატრე. ავღანეთიდან, რომ დავბრუნდები, – აქ, ცოტა შეყოვნდა, რადგან ზუსტად არ იცოდა, შეძლებდა თუ არა უკან საღსალამათი დაბრუნებას, – სავარაუდოდ, კრწანისში გადმოვალ ბაზაზე და ყოველ დღე მოვახერხებ სახლში მოსვლას.

– ჯერ ერთი, აუცილებლად დაბრუნდები, მერე მეორე, მართლა არის შესაძლებელი აქ გადმოსვლა? – აღტაცებისაგან ხმა აუთრთოლდა თამარს.

– ხო, შესაძლებელია, მაგრამ ისიც მარტივად შესაძლებელია რომ ვერ გადმოვიდე.

– მაშინ, მე გადმოვალ მაქეთ. – სიცილით უთხრა, თუმცა ორივემ მშვენივრად იცოდა რომ ეს შეუძლებელი იყო, თან არც ერთ მათგანს გააჩნდა იქ ცხოვრების სურვილი.

– კი, ეგრე ვქნათ! – გაიცინა ხმამაღლა ნოემაც.

– წავედი მე. მიყვარხარ. რომ გამოვალ, დაგირეკავ.

მშვიდი, მტკიცე ნაბიჯებით გაემართა ინფორმატიკის კაბინეტისაკენ თავის რამდენიმე კლასელთან ერთად. მთელი წელი სწავლაზე იყო ორიენტირებული, მთელი მისი ცხოვრება. ოქროს მედალოსანს, არ გასჭირვებია, რა თქმა უნდა, გამოცდების ჩაბარება. იქიდან ძალიან ლაღი და თავისუფალი გამოვიდა.



№1 სტუმარი Black

Sagol gamur kai tavia..<3veli shemdeg shensavit sayvarel tavs;)

 


№2 სტუმარი darina

Ra sayvarlebi da ra tkbilebi arian eseni.

 


№3  offline წევრი LONDON

Dzalian kargia <3 miyvars noe <3 chemii <3 velodebi shemdeg tavs <3

 


№4  offline მოდერი Nude

მადლობა სამივეეს. love love
--------------------
bailey

 


№5 სტუმარი სტუმარი ირინა

გაგრძელება არ დევს გული დამწყდაა

ან სად ვნახო ტუ დევს მომეწონააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent