შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარმოუდგენელი რაღაცებიც ხდება!(სრულად)


31-03-2016, 17:02
ავტორი nutsa214
ნანახია 5 275

-­აუუ მე რო არ წამოვიდე არა?­-დავიწუწუნე მე.
­-რაა სად არ უნდა წამოხვიდე სანდროც იქ იქნება!-­ლამის ტელეფონიდან გადმოძვრა ნინიკო.
-­აუუ აღარ მიყვარს ეგ სანდრო რა-ა­პირველად ვთქვი ეს ფრაზა.
-­ვა ვა პროგრესია-­ჩაიცინა ქეთამ. რათქმაუნდა ნინიკოსთან ერთად იყო და მობილური ხმამაღალზე ჰქონდათ ჩართული.
-­კაი მაშინ ლუკა იქნება-­კეკლუცურად თქვა ნინიკომ.
­-აუუუ რას ტენი მაგ ლუკას არ მომწონსო ჰო თქვა-­შეეკამათა ქეთა
­-სამაგიეროდ იმას მოსწონს.
-­ჰო კაი კაი მიდი ანკა ესლა ჩაიცვი მეც მაგრა მეზარებოდა წამოსვლა მაგრამ ნინიკოს ამბავი ჰო იცი თუ დაიჩემა რას გადაათქმევინებ.
-­ოო კაი ჰოო ჩავიცმევ მალე მოდით.­ მობეზრებით ვუთხარი და მობილური გავთიშე.
რადგანაც სკოლის დამთავრებიდან ხუთი წლის თავს აღვნიშნავდით და იქ მხოლოდ ჩემი კლასელები და პარალელურ კლასელები იქნებოდნენ ძაან გამოპრანჭვა არც
მიფიქრია.
-­შენ ცუდად ხო არ ხაარ?­- წამოიყვირა ნინიკომ როგორც კი კარი გავუღე და მაღალწელიან ჯინსებში და თხელ ნაცრისფერ ნაქსოვში გამოწყობილი დავხვდი.
-­აუ ეხლა არ დაიწყოო რა-­ხელი ავიქნიე მე.
­- ჰო რა გინდა მშვენივრად აცვია, ოღონდ ბოლოები ცოტა აიკეცე იმიტომ რომ ოდნავ განივრად გაქვს, სვიტერი ჩაიტანიე და მაღალქუსლიანები ჩაიცვი­-მინიშნებები მომცა
ქეთამ.
­-ჰო მეც მაგას ვაპირებ-­თვალები გადავატრიალე.
-­ეგრე კიდევ არაუშავს-­ჩაიბუტბუტა მთლიან ტანზე მომდგარ მუხლამდე კაბაში გამოწყობილმა ნინიკომ.
რესტორანში რომ შევედით პირდელმა ნინი ასათიანმა დაგვინახა ჩვენი პარალელური კლასელი და ყოველთვის ჩვენი მეგობარი იყო.
-­გოგოებო როგორ ხააართ-?­გადაგვკოცნა სამივე. ახლომახლოს ბევრ სასურველ და არასასურველ ადამიანს მოვკარი თვალი.
-­აუ უნდა დავლიო-­ჩაიბუტბუტა ნინიკომ
-­რაა არა სახლში შენ უნდა მიგვიყვანო.-­თვალები დაუბრიალა ქეთამ
-­არა მე უნდა დავლიო-­მტკიცედ განაცხადა ნინიკომ­-შენ არ დალიო და შენ წაგვიყვანე.
-­მე უკვე დავლიე­-უკმაყოფილოდ თქვა ქეთამ
-­მეც-­ამოვილუღლუღე.­არაუშავს ტაქსით წავალთ.
-­ანკა შენ ბევრი აღარ დალიო ხო იცი რა ცუდი სიმთვრალე გაქვს­ სიცილით მითხრა ნინიკომ
-­აუ... ეს ვის რას ეუბნება­ხელი აიქნია ქეთამ­ -ორ ჭიქას დალევს და ეგრევე გაითიშება.
-­ჰო ქეთუშ ერთი შენ გვყავხარ მაგარი-­გაგვეცინა მე და ნინიკოს.
რომ ვთქვა კარგად გავერთეთქო მოგატყუებთ არც ისე მაგარი სიტოაცია იყო და ცოტა არ იყოს მოვიწყინე კიდევ კარგი დავლიე მაინც თორემ ალბათ ჩამეძინებოდა. არადა
ჩვენი კლასი სკოლაში ყველაზე გიჟI კლასი ვიყავით ახლა კი ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს 60 წლის ხალხის შეკრებაზე ვიყო.
­-აუ გოგოებო წავიდეთ არ გინდათ?-­გვერძე ამოგვიდგა ნინი.
-­კი მინდა მარა სად?-­ამოიწუწუნა ნინიკომ
-­ჩემმა ძმამ დამირეკა კლუბში მიდის თავისი ორი ძმაკაცით და მეც მითხრა წამოდიო და ვინმეც წამოიყოლეო-­თვალი გადაავლო ნინიმ გარშემომყოფებს-­სხვებს ნამდვილად ვერ წავიყვან-­ჩაეცინა.
-­შენი ძმა?-­ცინიკურად ვიკითხე
­-ოოოოო-­გოგოებს სიცილი აუვარდათ
­-ოღონდ იკა არა და სხვა ვინც გინდა.-­თვალები გავაფართოვე მე
-­ხუმრობს კაცო-­თქვა ქეთან და ხელმკლავი გამომდო. მეორე მხრიდან ნინიკომ ჩამავლო ხელი და თითქმის ძალით გამიყვანეს გარეთ.გარეთ რომ გამოვედი და ზამთრის
სუსხი მეცა რატომღაც უმაგრეს ხასიათზე დავდექი თან უკვე კარგად ნასვამი ვიყავი და ლამის ცეკვა დავიწყე.
ნინი კა ქეთა რაღაცეებს ჭორაობდნენდა სიცილით კვდებოდნენ.
-­რა გაცინებთ ეეე-­ჩამოვეკიდე ქეთას.
-შენ და იკა გაგიხსენეთ.
­-ირაკლიიი?ეგ ხეპრეეე-­დაკრეჭილმა სიტყვები გავწელე გოგოებს სიცილი აუვარდათ.
­-აუ გოგოებო-­გაჩერდა და დოინჯი შემოირტყა ნინიკომ.-­მგონი უკვე მთვრალები ვართ.-­თქვა და სიცილი აუტყდა მერე ჩვენც ავყევით. აშკარად მტვრალები ვიყავით. მე
ძლივს მივიფეფხვებოდი მაღლებზე რომ ჩვენს წინ მანქანა გაჩერდა. ჩემს მხარეს ირაკლი იჟდა წინ. ფანჯარა ჩამოუწია
-­ვა ანკ-ა­ირონიული ღიმილი მომაპყრო. მე თვალები მოვჭუტე და ბოროტულად დავუწყე ყურება. ისიც თვალებში მომაშტერდა და მალევე სიცილი აგვიტყდა.
-­მესამე სად გყავთ?-­იკითხა ნინიმ.
­-მოვა ეგეც დასხედით.
გოგოები უკან ჩავსხედით და მანქანა რომ დაიძრა ნინიკოს დაეწყო... დაეწყო გულისრევის შეგრძნება რაც უკანა სავარძელზე ჯდომისას ემართება ხოლმე სამჯერ
გაგვაჩერებინა თავისი კივილით ცუდადვარო. რათქმაუნდა გული არ არევია ეს არასდროს მოსდის უბრალოდ შეგრძნება აქვს.
ირაკლი ნინის ძმა ჩვენზე ორიწლით დიდია. მედა მას სულ დაჭმა გვქონდა ერთმანეთში, სულ ვკამათობდით და შეიძლება ითქვას რომ ერთმანეთს ვერ ვიტანდით ოღონც
ერთმანეთის მიმართ არც ისე ბოროტულად ვიყავით განწყობილები. ის სკოლის ყველაზე მაგარი ბიჭი იყო ხოლმე და ჩემთან კამათის უფლებას საკუთარი თავის გარდა არავიის არ აძლევდა
­-შემეშვი რა.-­ხელი ვკარი ერთხელ
-­რა იყო სანდროსთან მიქრიხარ?-­ცინიკურად მითხრა და ცხალი წარბი ამიწია. მე ხმა არ გავეცი ეგრევე ზურგი ვაქციე.
-­მოიცა სანდროს სახლი იქით არის­ წინ გადამიდგა
-­შემეშვები?!
-­აუ რა კრეტინია­ ირონიული სახით ამოილაპარაკა.
-­ჩემზე ამბობ?­თვალები გავაფართოვე
-­არა სანდროზე. ჰო იცი რო კიდიხარ?­მკითხა და სიგარეტს მოუკიდა.გავბრაზდი.
-­და შენ რა? გაიქეცი შენი მაშო გიხმობს­ თვალებით მივანიშნე მარიამიზე რომელიც თვალებით მჭამდა.
­-რა იყო ხომ არ ეჭვიანობ?-­ნიკაპზე ნაზად მომადო მუშტი და თვალი ჩამიკრა.
-­შენზე? ღმერთმა დამიფაროს.
-­არა აშკარად ეჭვიანობ­ -არ მეშვებოდა ირაკლი/
-­აუუ რა წარმოდგენები გაქვს შენ თავზე მეცინება-­ჩამეცინა მე.
-­ჰო აბა­ -ქვედა ტუჩი კბილებში მოაქცია და გაიღიმა.
"თავმომწონე იდიოტი" შევარქვი მაშინ და დღემდე ასე ვეძახი.
კლბში გვერძე მომიჯდა.
-­აბა რას შვრება ჩვენი არქიტექტორი-­ირონიით აღსავსე მზერა მომაპყრო. მე ნახევარწამიანი ცინიკური ღიმილით დავაჯილდოვე და ავდექი.
-­ცეკვა მინდა.
-­ვაუ.-­გაკვირვებით წარმოთქვა ირაკლიმ.
-­შენ არც მიგულისხმიხარ­- ცალი წარბი ავწიე და გიორგისკენ გავიხედე ირაკლის ძმაკაცისკენ რომელიც ძაან სიმპატიური იყო ოღონდ მთლად ირაკლივით ვერა. ისიც
ადგა ირაკლის გაღიმებულმა შეხედა და ცეკვა დავიწყეთ. საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი ცეკვაში ისე გავერტე რომ გიორგი სულ გადამავიწყდა.
-­კლასელები იყავით?-­გამომაფხიზლა გიორგის ხმამ
-­აა...ვინ?
-­შენ და იკა.
-­აა არა ჩემზე ორი წლით დიდია მაგის დის პარალელურ კლასელი ვარ .
თავი უფრო მაგრა ვიგრძენი დალევა მომინდა გოგოებს მივუჯექი რომლებიც სვავდნენ.მერე ბიჭებიც მოვიდნენ მესამიანად უკვე მაგარი მთვრალი ვიყავი... მერე მახსოვს
როგორ ვიცინოდით და როგორ მეფიცებოდა ირაკლი სიყვარულს ... მერე გათიშული ნინა მანქანაში ბოლო ხმაზე ჩართული მუსიკა და ჩვენი სიმღერა... მერე ბოდიალი
ქუჩაში... დაა მერე აღარაფერი.
დილით გაბრუებულს გამეღვიძა თვალებს ვერც ვახელ. ხელი მარჯვენა მხარეს გადავყავი სადაც წესით ჩემი უჯრიანი მაგიდა დგას და ტელეფონი როგორც ყოველთვის
მანდ დევს. ხელი გადავწიე მაგრამ მაგიდის ნაცვლად საბანი დამხვდა. ალბათ საწოლის მეორე მხარეს ვწევარ. თვალები ძლივს ძლივობით გავახილე და ოთახს თვალი
მოვავლე. ჩემი ოთახი არაა... არც ნინიკოსი.... არც ქეთასი... უკვე ავღელვდი. გვერძე გავიხედე და ბალიშში ნახევრად სახე ჩარგული ირაკლი რომ დავინახე გიჟივით
წამოვვარდი. თავბრუ დამეხვა და კედელს მივეყრდენი.
რა ჯანდაბაა? ტანზე დავიხედე ზემოდან ბიუსჰალტერის ამარა ვიყავი მაგრამ საბედნიეროდ ქვემოდან ჯინსი მეცვა და ოდნავ დავმშვიდდი. ფანჯრიდან კაშკაშა შუქი შიგ
თვალებში მანათებდა და თვალებს მიბრმავებდა. მისკენ წავედი ფარდის გასაწევათ და ისევ ჯანდაბა! რა მაგარი თოვლია არამგონია თბილისში ვიყოთ. გული შემეკუმშა.
ოთახე მოვათვარიალე ძირს დაგდებულ სვიტერს ხელი დავავლე მაგრამ ირაკლისი იყო და უკანვე მოვისროლე. ირაკლი კიდევ მუცელზე იწვა წელს ზემოთ შიშველი და
მკვდარივით ეძინა. წელსქვემოთ სამანი ეფარა. არ მინდოდა ამის გაკეთება მაგრამ მაინც გადავხადე. უცებვე დავაფარე. ისიც ჯინსში იყო და კიდევ უფრო დავმშვიდდი.
ტელეფონს დავუწყე ძებნა ვერსად ვიპოვე. მაგიდაზე ერთი ორი ქაღალდი ეწყო, სიქივემ ამიტანა და იძულებული გავხდი ირაკლის სვიტერი ჩამეცვა. ქაღალდები
მოვათვარიელე პირველი რაღაც წერილი იყო ქეთას ნაწერს ჰრავდა მაგრამ გაკრული ხელით იყო დაწერილი გუშინ დაწერდა სიმტვრალეში.
"ჩემოოოო ჩემოოოო რავი საყვარლებო რაა.:) გისურვებთ ბედნიერებას და ბევრ ლეკვებს. ლეკვებს კი არა შვილებს:)))"
რაა? რა იდიოტობებს წერს? თან ქეთა? რაუბედურებაა.
მეორეც წერილი იყო ნინისგან ოღონდ არაფერი არ ეწერა მთელ ფურცელზე დიდი იქსი იყო დასმული და ბოლოში ეწერა მულისგან სიყვარულითო. რა იდიოტები არიან
თავის ჭკუაში ირაკლიზე დამაქორწინეს­ ჩამეცინა. მესამე ქაღალდი ორად იყო გადაკეცილი ღიმილიტ გავშალე ვიფიქრე ესეც ერთ ერთის გამოგზავნილი იდიოტური
წერილი იქნებათქო და ღიმილი სახეზე შემაშრა. რაა?
არა! არა! არა!ეს ვერ იქნება ქორწინების მოწმობა! გვარებს დავხედე და... ირაკლი ასათიანი და ანასტასია აბაშიძე. არა! ხელისმომკიდეები კიდევ ქეთევან ნაკაშიძე და
გიორგი დევდარიანი.
რაა? არა! არა! ღმერთო ეს ვერ იქნება ნამდვილი. შუბლზე ხელი ვიტკიცე და ნერვულობისგან ოთახში წინ და უკან სიარული დავიწყე.
ვინ... ვინ მოგვცემდა ქორწინების მოწმობას მთვრალებს იმ შუაღამეზე. ღმერთო! ალბათ რომელიმე ბანძ ოცდაოთხსაათიან ქორწინების სახლში მოვაწერეთ ხელი ეგეთი
თუ არსებობს თბილისში. არმჯერა! ქეთა? ქეთამ როგორ დაუშვა ეს ან მაგდენი როგორ დალია? თუმცა ქეთას რას ვკიცხავ მეთვითომ უარესი რაღაც გავაკეთე. გათხოვილი
ვარ ადამიანზე რომელსაც ჩემ ქმრად ვერ წარმოვიდგენდი ვერასდროს! რათქმაუნდა გავეყრები და მერე განათხოვარი ვიქნები. რისთვის რაღაც სულელური ღამისთვის.
ღმერთო ცხოვრებაში სასმელს აღარ გავეკარები.ან ირაკლი რამ დაათრო ასე ძალიან რომ ცოლად მომიყვანა. ნერვიულობისგან ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა. ვერ
ვხვდებოდი რაღას ვაკეთებდი თან ტელეფონს ვეძებდი გამწარებული.ვერსად ვერ ვნახე და ირაკლის მივვარდი.
-­ირაკლი!-­ვანჯღრევდი მაგრამ ვერ იღვიძებდა. ჯანდაბა ხო არ მოკვდა. სახეში მწარედ გავარტყი და ცოტა გამოფხიზლდა.
-­ირაკლი!
­-ჰმმმმმმ......­-დუდღუნი დაიწყო და ისევ მწარე სილა მოხვდა სახეში.
­-ააა რა ჯანდაბაა?­-თავი წამოყო და თვალები ძლივს ძლივობით გაახილა.
-­ა.აა.. ანკკა?-­მე რომ დამინახა ენა დაება.-­რახდება?
­-რა ხდება და აი ეს!­- ხელში ქორწინების მოწმობა მივაჩეჩე. ქაღალდს ჩააშტერდა თვალები მოჭუტა თითქოს კარგად ვერ ხედავსო, მერე ცოტა შორს გაწია მერე ისევ ახლოს
და სახე შეეცვალა. მე ოთახში წინ და უკან დავდიოდი.
-­რა ჯანდაბაა?-­ გაკვირვებულმა წამოიძახა. მიუხედავად იმისა რომ ახალი ამდგარი ვიყავი უკვე ამდენი აზრებისხლართვისგან ძალა გამომეცალა და საწოლზე ჩამოვჯექი.
­ -რასაც ხედავ­ -ვუთხარი მშვიდად.
-­მოიცა გუდაურში რატომ ვართ?
­-რაა? საად?
-­სად და გუდაურში ჩემს სახლში.
-­ნტ... აუუუ რა გვინდა გუდაურში.
­-მოიცა. გუშინ....­-დაიწყო ირაკლიმ და ვეღარ დააბოლოვა
-გუშინ რა მოხვდა არ მახსოვს.და ჩემს ტელეფონს ვერ ვპოულობ ქეთას მაინც დავურეკო.
­-აჰა ჩემი-­ირაკლიმ ჯინსის ჯიბიდან მობილური ამოიღო და მე გამომიწოდა.
ჯერ ნინიკოს დავურეკე არ იღებდა, მერე ქეთას
-­ალო­-მიპასუხა ზარითგაღვიძებულმა ქეთამ.
­-ქეთა სად ხარ?
-სად უნდა ვიყო სახლში-.­ჩაიფრუტუნა ქეთამ
­-დარწმუნებული ხაარ?­ -რამდენიმე წამიანი დუმილი ჩამოვარდა როგორც ჩანს შეამოწმა მართლა სახლში იყო თუ არა.
-­კიი...
-­და რატო ხარ შენ სახლში და მე გუდაურში ირაკლისთან ერთად და რატომ ვართ მე და ირაკლი ოფიციალურად ცოლქმარი?­-ლამის ყურმილში ჩავყვირე ქეტას.
­-ნტ... აუუ რას ბოდავ? დამაძინე რა.
­-ქეთა არ გეღადავები!
-­იუმორი ნოლი-­ჩაიბუტბუტა.
­-ქეთა!-­ვერც მივხვდი როგორ მომიახლოვდა უკნიდან ირაკლი.
­-მე დამალაპარაკე.-­მობილური გამომართვა.
­-რაა... ვინიყო?-­მომესმა მობილურიდან ქეთას ხმა.
-­ქეთა.-­ახლა ირაკლიმ დაიწყო ლაპარაკი.
­-რაა? რახდება მართლა ერთად ხაართ?­-აღელვდა ქეთა
-­ჰოო ერთადვართ
-­მე მომეცი-­ირაკლის ხელიდან გამოვგლიჯე ტელეფონი.
-­ჰო გითხარი ერთად ვართ.
-­ეგ კაი მაგრამ რა ოფიციალური ცოლქმარი?
-­რა და ჩვენი ქორწინების მოწმობა გვაქვს!
­-არა...რაააა?-­იკივლა ქეთამ
­-გუშინდელიდან არაფერი არ გახსოვს?
-­ნტ... აუუუ..-.­წუწუნი დაიწყო ქეთამ­- მარტო ნინიკო.
-­რა ნინიკო?
-­რავი დავცინოდით მგონი... გათიშულს ეძინა მანქანაში.
-­აუუ ეხლა რა უნდა ვქნააა?-­საწოლზე ჩამოვჯექი მე და ლამის ტირილი ამივარდა.
­-კა...­-ქეთას რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ წინადადება შევაწყვეტინე.
­-მიდი შენ ნინიკოს გადაურეკე, იმედია კარგად არის და ქართლის დედის ფიალაში არ წევს ან სულაც სომხეთში არ არის.-­ჩავილაპარაკე და მობილური გავთიშე.
ირაკლის გავხედე წელსზემოთ შიშველი აივანზე გასულლიყო და ეწეოდა. ვიფიქრე ძაან არცივათქო მეც გავალ და ცოტას გამოვფხიზლდებიმეთქი. კარი რომ გამოვაღე
ლამის ადგილზე მივიყინე, ის კი ასე იდგა...
­-გაგიჟდი შემოდი! გაცივდები­- ვუთხარი და კარები მივხურე. აქეთ არც გამოუხედავს ისევ თავისას აგრძელებდა. მერე მინაზე ხმამაღლა დავუკაკუნე და შემოსვლა
ვაიძულე. მანაც სიგარეტი მოისროლა და შემოვიდა.
-­რაღას დგახარ წავედით-­ტირილისგან თავს ძლივს ვიკავებდი ისე ვინერვიულე.
-­კარგად ხარ?
-­როგორც ყოველთვის იდიოტურ კითხვას სვამ! კი გადასარევად ვარ!­ -ხელები ავწიე მე.
-­ჩავალთ და მოვაგვარებთ.-­ცივად მითხრა და ისევ ქორწინების მოწმობას დააშტერდა.
-­ჰოო? შენ შეიძლება სულ ფეხებზე გკიდია მაგრამ ჩემთვის ასე სულერთი არარის? როგორია ჩავიდე თბილისში ხელი მოვაწერო გაყრის საბუთებს და ვსო უკვე
განათხოვარივარ! და რა იყო ჩემი პირველი ქორწინება? არაფერი! მხოლოდ ერთი დღე! და ვინ იყო პირველი ქმარი? შენ! ადამიანი რომელსაც ჩემს ქმრად ვერასდროს
ვერასდროს წარმოვიდგენდი! რამაგარია! ჩემი ცხოვრება შენ დაგიკავშირე და რაც არ უნდა ვქნა შენ ყოველთვის ჩემი ყოფილი ქმარი იქნები!­ვიყვირე მე.
ირაკლის ხმა არ ამოუღია ცოტახანი მიყურა როგორ ვცემდი ოთახში ბოლთას და მერე გაეღიმა... ჰო გაეღიმა! მე აქ ტვინს ვიხევ აზრების ხლართვით ეს კიდევ იცინის!
საშინლად გავბრაზდი და ოთახიდან გამოვვარდი. პირველსართულზე ჩასასვლელ კიბეზე ჩემი სვიტერი ეგდო. ავიღე ირაკლის სვიტრი გავიხადე ჩემის ჩასაცმელად, და
ამდროს ირაკლი გამოვიდა. ხმა არ ამომიღია უკვე ისე ვიყავი ყველაფრისგან გაბრაზებული და ამბრაზისგან დაღლილი რომ აღარაფრის თავი აღარ მქონდა. უსიტყვოდ
ამიარა გვერდი და კიბეებზე დაეშვა. ზემოდან ისევ შიშველი იყო. მე ჩემი სვიტერი ჩავიცვი და კიბეები ჩავირბინე.
-­აჰა შენი სვიტრი ჩაიცვი.-­გადავუგდე თავისი სვიტრი, მანაც ჩაიცვა.მაცივარი გამოაღი.
-­ვაა თაფლობისთვისთვისაც ამოგვიტანია მარაგი.-­ირონიული სახით გამომხედა.
-­შეწყვიტე.
-­რა?-­მდივანზე ჩამოჯდა ირაკლი.
­-სახუმარო თემა არ არის მგონი.-­ვთქვი და მისმა მობილურმა რეკვა დაიწყო.
­-ნინიკოა, შენ უპასუხე­- გამომიწოდა მე.
-­ალო
-­ანკა მობილური სად გააქვს რომ გირეკავ არ გესმიის?-­აღელვებით მითხრა ნინიკომ.
-­წარმოდგენა არ მაქვს.
­-რა?
-­რა და დავკარგე რა ვაა. შენ ხომ კარგად ხარ?
­-კი საბედნიეროდ ჩემს სახლში ვიყავი.
­-კაია-­მეც მდივანზე ჩამოვჯექი.
-­ანუ გუდაურში ხაართ?
­-კი
-­ჰო ნინიკომ მომიყვა ყველაფერი... გოგო წამოსვლას როდის აპირებთ?
-­რა კითხვაა დღესვე რათქმაუნდა.
-­ისაა... ააა...­-დაიწყო ნინიკომ ლუღლუღი.
-­რაგინდა თქვი დროზე.
-­დილით რომ გირეკავდი ტელევიზორი მქონდა ჩართული დაა...
-­დაა...­ვეღალ ვითმენდი უკვე
-­და თქვეს რომ ამ ღამე მაგრა უთოვია გუდაურში და გზებია გადაკეტილი... გაწმენდითი სამუშაოები იწყება და მინიმუმ ოთხი ხუთი დღე მაინც ვერ წამოხვალთ..-.­რაც
შეეძლო სწრაფად ჩაარაკრაკა ნინიკომ. მე გავშეშდი. ნათქვამის გააზრებას ვცდილობდი. გული შემეკუმშა და ყბა ჩამომვარდა.
-­რახდება?-­იკითხა ირაკლიმ. ხმა არ გამიცია მობილური მივაწოდე და მერე ალბად ნინიკომ მასაც იგივე უთხრა მე აღარ გამიგია გაშეშებული ვიჯექი და ბრაზი
მახრჩობდა.
ოთხი დღე! და ისიც მინიმუმ! უნდა გამეტარებინა ირაკლისთან რომლის ატანაც არ მქონდა ერთ სახლში! არა წარმოუდგენელია!

-­კაი ეხლა მთელი ხუთი დღე თავს ნუ მოიკლავ ნერვიულობით.-­თქვა ირაკლიმ და ტელევიზორი ჩართო
-­შესაზლოა ოთხი ანდა რა მნიშვნელობა აქვს­-ჩავიბუტბუტე ჩემთვის.
-­მშია­-სევდიანი თვალები მომაპყრო ირაკლიმ.
-­ადექი და ჭამე-­ვუთხარი ცივად რადგან იმ წუთში შიმშილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
­-ნტ...კაი რა მიდი რამე გააკეთე.-­დაიწუწუნა ირაკლიმ.
-­ყავას მოვადუღებ-­ავდექი და ყავა მოვადუღე.
საღამომდე ორივე უხმოდ ვიჯექით და ტელევიზორს ვუყურებდით. მერე ირაკლიმ აიჩემა ასტრალ 3­ს უნდა ვუყუროო.
­-აუუ კაი რა ვინც მაგას უყურა ყველამ თქვა ბანაობისას თვალებს ვეღარ ვხუჭავდიო და არ მინდა მეც იგივე დამემართოს.­-ამაზე ირაკლი სიცილით მოკვდა და მაინც
ჩართო ფილმი. მთელი ფილმი გულაჩქარებული ვიჯექი და დროდადრო რომ ამოვიწუწუნწბდი ირაკლის ეცინებოდა. ფილმი მორჩა, ეკრანიც ჩაბნელდა და ოთახში
სრული სიბნელე ჩამოვარდა ეხლაღა მივხვდი რომ უკვე ღამე იყო და შიმშილის გრძნობამ შემაწუხა, ადგილიდან არ გავინძერი ველოდებოდი ირაკლი როდის აანთებდა
შუქს, ის კი აყოვნებდა და ჩემს შეშინებას ცდილობდა. სიბნელის არასდროს მეშინოდა მაგრამ ამ მომენტში მომინდა რაც შეიძლება მალე აენთო შუქი.
-­ირაკლი...-­ჩავილაპარაკე მე. აქამდე გაჩუმებულ ირაკლის სიცილი წასკდა.
-­ოოო მიდი აანთე­-ფეხი მხარზე ვკარი, ისიც ადგა და აანთო.
-­აბა...­-მრავალაზროვნად ჩაილაპარაკა.
-­რა აბა?
-­შეგეშინდა?
-­არა­-დარწმუნებით გავიქნიე თავი.
­-კაი რა ერთი ორი კვირა ბანაობისდროს თვალებს ვეღარ დახუჭავ­-გაეცინა ირაკლის.
-­არამგონია-­სპეციალურად არ გავიღიმე მე.
­-იმედია ეხლა მაინც მოგშივდა.-­წინ დამიდგა და ჩამომხედა.
-­კიი, შიმშილით ვკვდები-­ავდექი და მაცივარი გამოვაღე.-­რა ვჭამოთ?
­-მგონი დიდი არჩევანი გვაქვს.­-თვალებით მანიშნა გატენილ მაცივარზე. მე მაცივარი მივათვალიერ მოვათვალიერე ბევრი რამე იყო.
-­პურს და ჩიფსებს მაცივარში რაღა უნდათ-­ჩავილაპარაკე.
­-აუფ რა კითხვას სვავს, პურის და ჩიფსების გიკვირს ჩვენთვითონ სად ვართ.
-­სოსოისს მოვხარშავ-­გამოვიღე სოსისი.
-­როგორც გინდა.
სოსისი მოვხარშე მერე ვჭამეთ და ირაკლი ისევ ტელევიზორს ჩაუჯდა.
­მე წავედი უნდა დავიძინო­ვთქვი მე და ოთახში ავედი.
-­გარდერობში ნინის რაღაც ტანსაცმელებიც არის და თუ გინდა გამოიყენე­მომაძახა ირაკლიმ.
გარდერობი გამოვაღე და ნინის ტანსაცმელები მივათვალიერე სულ თბილი ტანსაცმელები ჰქონდა. ერთი ორი უგიც და ჩექმაც იდო. როგორც იქნა რაღაც თხელი უმკლავო
მაისური ჩავიცვი და ლოგინში შევწექი.
უკვე ძილბურანში ვიყავი რომ კარი ვიღაცამ შემოაღო. ნუ ვინიქნებოდა თუ არა ირაკლი. ვერ გამოვფხიზლდი სანამ საწოლზე არ ჩამოჯდა
­-აქ რას აკეთებ?-­წამოვყავი თავი ის კიდევ უკვე მაისურს იხდიდა.
-­ჩემს ოთახში წევხარ და კიდევ მე მეკითხები?
-­რაა... აუუუუ... რა მნიშვნელობა აქვს შენნ გვერძე ოთახში დაიძინე.
-­გვერძე ოთახში?-­საწოლში შემოწვა ირაკლი მე კიდევ რაც შემეძლო კიდისკენ გავიწიე.-­კარგი იქნებოდა იქ ერთხელ მაინც შეგეხედა.-­განაგრძო უკვე კომფორტულად
მოკალათებულმა ირაკლიმ.-­რომელ საწოლზეა ლაპარაკი მთელი ოთახი ცარიელია, იქ ნინი აკეთებს თავის ოთახს და ავეჯი ჯერ არ შეუტანია. ასე რომ ამ სახლში
ერთადერთი საწოლია.მე აქ ძილის არანაირი პრობლემა არ მაქვს.
-­ჰაჰ შენ რათქმაუნდა პრობლემა არ გაქვს!
რაა კარით რაა? ჯერ ირაკლიზე დაქორწინება მერე ერთ სახლში მარტო ყოფნა მერე კიდევ ერთ საწოლში ძილი. რა უბედურებაა? მართლა ცოლ ქმარი კი არ ვართ! ნუ
ოფიციალურად კი ვართ მაგრამ ეგ შეცდომა იყო და სხვა არაფერი.ან გავეფრთხილებინე მაინც ნინის რომელიმე სპორტულ შარვალს ამოვიცმევდი.
-­აუუუუ... კაი რა... ტახტზე დაიძინეე...-­დავიწყე წუწუნი.
­-რა ტახტზე?
-­ქვემოთ როა.
-­მაგ ტახტზე ჩემმა მტერმა დაიძინოს­-ჩაეცინა ირაკლის.
­-აუუუუ მიდი რაააა.-­ჩემსამ არ ვიშლიდი რადგან ირაკლის გვერძე ამ თითქმის ორსაწოლიანსაწოლზე წოლა ნამდვილად არ მინდოდა.
­არა­იუარა ირაკლიმ
-­მიიდი რააა
-­ნტ...-­თავი წამოყო ირაკლიმ-­ანკა ეს ჩემი სახლია და ერთადერთი ვისაც შეიძლება იმ მაგარ ტახტზე მოუწიოს დაძინება ეს შენ იქნები ასე რომ გაჩუმდი და დაიძინე.­
მითხრა და თავი ისევ ბალიშზე დაახეთქა.
მე გავბრაზდი ბრაზისგან ნესტოები გამიფართოვდა, საწოლიდან წამოვხტი საბანი შემოვიხვიე და გასასვლელისკენ წავედი.
-­სად მიდიხარ? ჩემი საბანი სადღა მიგაქვს?
-­არ მაინტერესებს, ქვემოთ მივდივარ!შენ ის დებილი პლედი დაიფარე­-ხელით მივანიშნე საწოლის გვერძე მდგარ სკამზე დაკეცილ პლედზე და ოთახოდან გამოვვარდი.
კიბეები ჩამოვირბინე, საბანი ფეხებში გამებლანდა წავიქეცი და სულ ხოხიალ­ხოხიალით ჩავედი დაბლა. ხმაურზე ირაკლი გამოვიდა და ბოლო კიბეზე გაშხლართული
რომ დამონახა სიცილი აუტყდა.
­-უნამუსო! ხეპრე! იდიოტი! გაუთლელი!-­ყველანაირად ვლანძღავდი ირაკლის და ძლივს ძლივობით წამოვდექი.
­-კარგად ხარ?-­კიბეები სიცილით ჩამოირბინა ირაკლიმ
-­შემეშვი!-­დავუყვირე მე და ტახტზე დავეხეთქე.
­-კაი რას მიბრაზდები-­სიცილს ვერ იკავებდა ირაკლი მის სიცილზე უფრო ვბრაზდებოდი და თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ წამოვმხტარიყავი და სახეში სილა არ
გამექანებინა.-­შენ თვითონ ვერ დაეტიე იმ საწოლზე და რა ჩემი ბრალია.
-­აუუ გადი რაა! შემეშვი!-­მივახაელე მე­-კრეტინი­ჩავილაპარაკე.
-­აუ რა დარტყმულია-­ამოილაპარაკა ირაკლიმ.
-­მე ვარ დარტყმული? გადი ეხლა აქედან! ვერ გიტან! დედამიწაზე ბოლო კაციც რომ ყოფილიყავი ცოლად არ გამოგყვებოდი! იდიოტი!-­ ვერ ვხვდებოდი რა აცინებდა
მაგრამ იცინოდა.
­-კაი­-მხრები აიჩეჩა და კიბეები სიცილით აიარა.
არა ვერ ვიჯერებ! მე აქ ტახტზე უნდა გავმხმარიყავი იმასკიდე ტკბილად უნდა სძინებოდა ლოგინში.
ბევრი ვეცადე დაძინება მაგრამ ვერ მოვახერხე. ეს ტახტი ძილისთვის მართლაც საშინელება იყო ვერ მოვისვენე. მერე ცოტა გაბრაზებამ გადამიარა დაგადავწყვიტე ავსულიყავი. კარი შევაღე და ოთახში შევედი. ირაკლი საწოლის შუაში გაშხლერთულიყო.
-­მიიწიე.-­შევანჯღრიე მე.
­-მოგეწონა ტახტზე ძილი?-­მიიწია ირაკლი.
­-არ მეძინა-­ცივად ვუთხარი და საბნიანად დავწექი ლოგინზე.
­-მეც დამაფარე თორემ გავიყინე ამ პლედში.- ირაკლი ჩემსკენ მოიწია და ნახევარი საბანი თავისკენ გაწია.
­-როგორ გაგითბია.-­ჩაეცინა
-­ნტ...დაიძინე რა-­ჩავიბუტბუტე მე.
­-ნეტა საათი რომელია?
-­და-ი-ძი-ნე!­-დამარცვლით ვუთხარი.
მე მისთვის ზურგი მქონდა შექცეული. ზურგიდან სიცივე ვიგრძენი ეს მისი სხეულის სიცივე იყო რომელიც მე მიახლოვდებოდა. ვერ მივხვდი რას აკეთემდა მან კი ხელი
ჩემს ზევით გადაატარა, საწოლის გვერძე მდგარი პატარა უჯრიანი მაგიდიდან ტელეპონი აიღო და მომშორდა.
-­რომელია?-­ვკითხე მე.
-­სამი დაიწყო.-­მითხრა მან და თავი ბალიშზე დადო. მალევე ჩამეძინა.
დილით რომ გავიღვიძე ირაკლი ოთახში აღარ იყო აივანზე გასულიყო წელს ზემოთ შიშველი და სიგარეტს აბოლებდა. ავდექი შარვალი ამოვიცვი და კარები გავაღე.
-­შემოდი!გაცივდები.
-­ცოლ­ქმრული მზრუნველობა და რამე?-­ოთახში შემოვიდა ირაკლი თან ანთებული სიგარეტიც შემოიყოლა. მე წარბები შევკარი და სიგარეტი ხელიდან გამოვგლიჯე.
-­რა ცოლქმრული მზრუნველობა. გაცივდები და მერე ჩემი მოსავლელი უნდა გახდე-.­აივნის კარი გავაღე და სიგარეტი მოვისროოლე.
-­ოთახში ნუ ეწევი სიგარეტის სუნზე ცუდად ვხდები.
-­აუუ ეს დაქალები და თავიანთი წიკები-­ჩაილაპარაკა უკმაყოფილო ირაკლიმ.
-­დაქალები რაშუაშია?
-­ნინიკომაც ეგრე იცის. აუ აქ ნუ ეწევი სიგარეტის კვამლზე გული მერევა­წვრილი ხმით გააჯავრა ნინიკოს და გაეცინა. მე თვალები გადავატრიალე და ოთახიდან გავედი.
ჩაი ავადუღე და მდივანზე მოთავსებულ ირაკლის გავუწოდე.
-­გინდა დღეს ვიგუნდაოთ.­-მკითხა უცებ.
­-არა.
­-სკუტერიც მაქვს ცოტა გავიაროთ.-­თავი გვერძე გადახარა და ისეთი სახით შემომხედა გამეღიმა.
-­კაი-­დავთანხმდი მე. ნინის თბილი ტანსაცმელები ჩავიცვი ჩექმები ამოვიცვი ჩაცმის პროცესში მყოფ ირაკლის აღარ დაველოდე და გარეთ გამოვედი. ცივმა ჰაერის ნაკადმა რომელიც გამოსვლისთანავე სახეზე მეცა გამომაფხიზლა და განწყობა ამიმაღლა. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ეზოდან გამოვედი. დავიხარე თოვლი ავიღე
გუნდის კეთებას შევუდექი რომ უკნიდან მწარედ მომხვდა გუნდა პირდაპირ თავში.
-­ეხლა დამაცადე-­მივუბრუნდი ჩაბჟირებულ ირაკლის. არა სულ ასე რატომ დამცინის? მისკენ გავექანე და მანაც მოკურცხლა. ისე სწრაფად დარბოდა რას დავეწეოდი.
სახლზე ერთი წრე შემომარბენინა. მე უკვე სუნთქვა მიჭირდა და გაჩერებას ვაპირებდი რომ ფეხი აუსრიალდა და თოვლზე ზურგით დაეცა.
მე გამეცინა თან არ დავაყოვნე და თოვლში ჩამარხვა დავუწყე. სიცილისგან ჩაბჟირებული ცოტა გავჩერდი და ეგრევე ხელი ჩამავლო. ახლა მის ადგილას მე აღმოვჩნდი და თოვლის დაყრა დამიწყო.
­-გაჩერდი-­თოვლით პირგამოტენილმა ძლივს მოვითქვი სული და წამოვჯექი.
-­კარგი გვეყო­-თქვა და ხელი გამომიწოდა.
სარდაფიდან სკუტერი გამოიყვანა და დაქოქა. სკუტერს დავხედე და ჩემთვის განკუთვნილი ადგილი ცოტა მეპატარავა.
-­აქ უნდა დავჯდე?­-ვიკითხე მე.
­-კი­-ხელი ჩემს ადგილზე დააბაგუნა ირაკლიმ და მანიშნა დაჯექიო. დიდად გულზე არ მეხატებოდა მასთან ასე ახლოს დაჯდომა მაგრამ დავჯექი.
­-კარგად მომეჭიდე, სხვანაირად არ ვიფიქრებ-­ეშმაკურად გაიღმა ირაკლიმ
-­ნტ....-­თვალები გადავატრიალე მე. სკუტერი ისე გააქროლა პირდაპირი გაგებით მთელი სხეულით ავეკარი.
-­ტარება იცი ვაფშე?-­ხმამაღლა ვკითხე მე.
-­კი როგორ არა.
ორ წუთში ისეთ ადგილას ვიყავით საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლებოდა.
-­ვაუ-­აღრფთოვანებულმა წამოვიძახე მე.
-­ლამაზია­-შემომხედა ირაკლიმ.
-­კი ძაან-­მეც შევხედე. არ ვიცი მაშინ რა მოხვდა მაგრამ მისი თალები სულ სხვანაირად გამოოიყურებოდა. მის ყურებაში გამახსენდა რომ ცოლ­ქმარი ვიყავით ისიც გამახსენდა როგორი მთვრალები ვიყავით და გამეცინა.
­-რა იყო?­-შემეკითხა ირაკლი.
­-არაფერი უბრალოდ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი უიღბლობაა­გაღიმებულმა ვუთხარი მე.
-­რა?
­-აი ეს, ის რომ მე და შენ ცოლქმარი ვართ ის რომ გუდაურში ვართ ის რომ კიდევ სამი დღე აქ უნდა ვიყო და შენთან ერთად მეძინოს-.­ჩაფიქრებულს გამეღიმა მე. ირაკლის რატომღაც არ გაღიმებია.
-­ჩემთვის არაა უიღბლობა-­ჩაილაპარაკა ირაკლიმ და უკიდეგანო სივრცეს მიაშტერდა. მერე მე შემომხედა.­-მაგ ყველაფერს ერთად აღებულს თავი რომ დაანებო თაფლობის თვე გვაქვს.­-გაეცინა მას.
-­ჰოო-­გაღიმებულმა თავი გავაქნიე და ქვაზე ჩამოვჯექი, ირაკლიც გვერძე მომიჯდა.-­რას წარმოვიდგენდი-­ვთქვი ცას ავხედე და ენა გადმოვყავი თოვლის ფიფქების დასაჭერად.
-­წარმოუდგებელი რაღაცეებიც ხდება...-­მრავალაზროვნად ჩაილაპარაკა ირაკლიმ და მანაც ენა გადმოყო. ვიჯექით ეს 23 წლის გოგო და 25 წლის ბიჭი პატარა ბავშვებივით ენაგადმოყოფილი და ველოდებოდით როდის დავიჭერდით ფიფქს. ეს რომ გავაანალიზე გამეცინა.
სკუტერი ეზოში რომ შემოვაყენეთ ვიფიქრე ირაკლის გუნდა ვესვრი და სახლში შევვარდებითქო. ვინ გაცალა სახლში შევარდნა რო ჩამავლო ხელი და თოვლში მაბანავა
ძლივს გამოვექეცი. მერე უკან მივუბრუნდი და არც მე დავაკელი. გამიკვირდა რა მაგარი ვყოფილვარ. სახლში სულ სველები შევედით. გარეთ რომ ვიყავი ვკანკალებდი სახლში რომ შევედი სითბოზე ძაგძაგი ამიტყდა. ოთახში შევვარდით. მშრალი ტანსაცმელები ავიღე აბაზანაში შევედი გამოსაცვლელად. რომ გამოვედი ირაკლისაც
გამოცვლილი ჰქონდა მარტო სვიტერის ჩაცმაღა ჰქონდა დარჩენილი და ისიც გადაიცვა. გამოცვლის მიუხედავად მაძაგძაგებდა. ირაკლიმ პლედს დაავლო ხელი, მეორე ხელითთ გასასვლელისკენ მიბიძგა.
­-წამო ფილმს ვუყუროთ.
­-ოღონდ არჩევანი ჩემზეა-­თითი ავუწიე მე.
-­კაი.
მისი უფროსწორად ნინის კინოკოლექცია კარგად გადავათვალიერე და ჩემი საყვარელი ფილმი „წიგნების ქურდი“ ავარჩიე.ვიცოდი რომ უნდა მეტირა ამიტომაც თავიდან ცოტა ვიყოყმანე მაგრამ ბოლოს მაინც მასზე შევჩერდი.
ჩიფსები გავხსენი და ირაკლის გვერდით, სავარძელზე მოვკალათდი.
-­მოდი თორე შექცივდება.-­ჩემსკენ მოიწია და პლედი გადამაფარა.
-­ცოლქმრული მზრუნველობა და რამე?­-გავუმეორე მისი დილით ნათქვამი სიტყვები.
-­კი-­თავი ერთხელ დაიქნია და ფილმი ჩართო.
-­არ გაქვს ნანახი?-ვკითხე ჩურჩულით.
-­რატო ჩურჩულებ?
­-რავი­-მეთვითონაც არ ვიცოდი რატო ვჩურჩულებდი ალბად ფილმი რომ დაიწყო მაგიტომ.-­ნანახი გააქ?-­გავუმეორე კითხვა.
­-არა
-­აუ ძააან მაგარი ფილმია! ვგიჟდები­- ვუთხარი გახარებულმა და ფილმს მივაშტერდი. ფილმის ბოლოს უკვე თვალებ დასიებული ტუჩგადმოგდებული და სახეაწითლებული ვიჯექი სვარძელზე ჩემდა უნებურად მთელი ჩემი მარცხენა გვერდით ირაკლიზე აკრული.
-­აბა?-­თქვა ირაკლიმ ისევ შემომხედა და ღიმილი სახეზე შეაშრა.-­რაა?რასტირიხარ? ააუუუ ფოტო უნდა გადაგიღო-­დაიწყო ლაზღანდარაობა.
-­აუუუ გაჩერდი რაააა-­დავიწუწუნე მე ცრემლები მოვიწმინდე და ირაკლის ცოტა მოვშორდი.
­-მოიცა აბა ნანახი მაქვსო?
-­მაქვს, თან სამჯერ მაგრამ მაინც მეტირება.
-­აუუ კაი ნუღა ტირიხარ.
-­ეგრე რატო მიყურებ?-­უცებ შევამჩნიე ირაკლის რაღაცნაირი მზერა. სიყვარულნარევი ოღონდ დედა რო შვილს უყურებს ხოლმე ეგეთი.
-­როგორ?-­გაიკვირვა.
-­როგორც შეწუხებული დედა მტირალ ბავშვს-­გამეცინა.
-­იცი რომ მომშივდა?-საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა მან.- ამ სამ დღეში უნდა მომკლა?- მთელი დღე რომ მაშიმშილებ­ჩემს ნათქვამს ყურადღებაც არ მიაქცია.
-­ჰოო კაი კარტოფილს შევწვავ-­წამოვდექი და კარტოფილი გამოვიღე.
-­აუუ შემეცოდა ის ბიჭი-­დაღონებულმა ვთქვი ჭამი დროს.
-­კაი რა სამაგიეროდ იმ ებრაელთან ხო დარჩა.
-­ჰოო.
ჭამის შემდეგ მინდოდა დავრჩენილიყავი და ტელევიზორისთვის მეყურებინა მაგრამ გუნდაობისგან დაღლილს ძილი მომერია მეც ავედი და დავწექი. ირაკლის დაწოლა
არ მიგვრძვნია. ღამე სიცხემ გამაღვიძა.... ძალიან მცხელოდა.შუბლზე ხელი მივიდე მაგრამ სიცხე არ მქონდა. ირაკლისკენ გადავბრუნდი. ღამის ფარდების გაწევა დამვიწყებია და
მკრთალ შუქზე კარგად ჩანდა მისი შეწუხებული და აწითლებული სახე.
­-ირაკლი.-­შევანჯღრიე. წუწუნით გაიღვიძა.
-­რა?
-­სიცხე ხომ არ გაქვს?
­-სიცხე შენ გაქვს-­ამოიბურტყუნა ნახევრად ბალიშში თავჩარგულმა.
­-ოოო ვითომ ვერ მიხვდი ეხლა რაზე გეკითხები.
-­ჰო სიცხე მაქვს თან მგონი მაღალი.­- შუბლზე ხელი მივადე მართლაც ცხელი იყო.
-­ხელით ვერ გაიგებ, ტუჩებით­-გაღიმებულმა ამოილუღლუღა.
­-ოო კაი რა.­- წამოვდექი. -თერმომეტრი იქნება აქ სადმე.
-­გარდერობშია სულ ზემოთა თაროზე ,წამლების ყუთი იქ იქნება.
შარვალი ამოვიცვი შუქი ავანთე და გარდერობი გამოვაღე. სულ ზემოთა თარო ჩემთვის ოდნავ მაღალი იყო და თითისწვერებზე აწეულიც კი ვერ მივწდი. ირაკლის ჩემს მცდელობაზე გაეღიმა.
-­ნუ დამცინიხარ.
საწოლს შემოვუარე და იქ მდგომ სკამს დავავლე ხელი. გარდერობთან მივათრიე და სკამზე შევდექი. ზედა თარო მოვათვალიერე და იქ არსებულ ერთადერთ ყუთს დავავლე ხელი. ყუთი გავხსენი და შიგნით წამლები და სხვადასხვა რაღაცეები რომ იყო ირაკლის გამარჯვებული მზერით გადავხედე.
-­იპოვე?-­თავი წამოყო ჩემი მზერის დანახვისთანავე.
-­კი-­წარბები ავათამაშე მე. არ ვიცი რატომ გამახარა აფთიაქის ყუთის პოვნამ ასე. თერმომეტრი ამოვიღე და ირაკლის მივეცი.
­-რა წითელი ხარ.-­თავი გვერძე გადავწიე­-გითხარი! რო დადექი გარეთ ტიტველი!­ნიშნისმოგებით დავუწყე ლაპარაკი.
-­რა ბებიაჩემივით მელაპარაკები.-­წარბები აწია მან
­-მორჩი­-მივანიშმე თერმომეტრზე.
-­კი­- თერმომეტრს დახედა და ხმა არ ამოიღო. თერმომეტრი მოუთმენლად გამოვგლიჯე ხელიდან და მე თვითონ დავხედე. ოცდათვრამეტი და შვიდი ხაზი ჰქონდა.
-­აუფ...წამალი უნდა დაგალევინო-­თვალები გავაფართოვე მე და ყუთში დავიწყე სიცხისთვის წამლის ძებნა.-­აუ სიცხის წამალი რომელია არ ვიცი.­ჩავიბუტბუტე ჩემთვის­ შენ არიცი რომელია სიცხის წამალი?
-­ნტუ...-­უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია ირაკლიმ.
-­კაი ქეთას დავურეკავ ეცოდინება, მომე შენი ტელე.
-­რადროს დარეკვაა შუაღამეა. დაწექი ეხლა და დილით დაურეკე
-­ოო არა მაღალი სიცხე გაქვს. წამალი უნდა დალიო.თან ისეთი ცხელი ხარ ჩემამდეც აღწევს ტემპერატურა.
­ტელეფონი შენს მხარეს დევს, მაგიდაზე .­მიმითითა ირაკლიმ საწოლის გვერძე მდგარ პატარა უჯრიან მაგიდაზე. მობილური ავიღე და ქეთას გადავურეკე.
-­ალო-­ხმაჩახლეჩილმა მიპასუხა ქეთამ და ჩახველებით ხმა ჩაიწმინდა.
­-ქეთა...
­-რა იყო გუდაურში სხვა დროა, თუ საათი არ გაქვთ მანდ.-­დაიწყო ლუღლუღი.
-­მისმინე...-­დავიწყე და ისევ შემაწყვეტინა.
­-ან ამშუაღამისას როგორ გღვიძავთ? მართლა ცოლქმრულ მოვალეობებს ხომ არ ასრულებთ?-­ღიმილნარევი ხმით მითხრა მან.
-­ქეთა!-­საყვედურნარევი ტონით როგორც იქნაგავაჩუმე.
-­ჰა
-­ირაკლის სიცხე აქვს...
-­ჰო ჰო აბა ისე ხო არ დამირეკავდი...­უბერავდა თავისას.
-­ვაიმე გოგო შენ მთვრალი ხო არ ხარ შემთხვევით? თუ რამე გაინტერესებდა დაგერეკა.
-­რა მთვრალი ორიდღეა თავი მისკდება. თან... აღარ დავრეკე ხელი არ შეგიშალეთ­-ეშმაკურად თქვა ქეთამ და სიცილი აუტყდა.
-­აუუუუ ეს ვინაა!!! ვთიშავ!-­მობეზრებით წარმოვთქვი
­-კაი ჰო რაგინდოდა?
­-ირაკლის სიცხე აქვს და რამე წამალი ხომ არ იცი რაც უშველის???-­ერთი ამოსუნთქვით რაც შეიძლება სწრაფად წარმოვთქვი იმის შიშით კიდევ არ შეეწყვეტინებინა აზრი.
რაღაც უცნაური დასახელების წამალი მითხრა რაც საბედნიეროდ ჩვენს აფთიაქის ყუთში იყო და ირაკლის დავალევინე.
-­კაი მადლობა.-­დავემშვიდობე ქეთას
­-კიდევ აღარ გამაღვიძო თორემ მოგკლავ!
­-მინიმუმ სამი დღე ვერა ასე რომ დაწყნარდი.­გაღიმებულმა ვთქვი და მობილური გავთიშე. შუქი ჩავაქრე შარვალი გავიძრე და საწოლში დაწოლისთანავე ირაკლისკენ გადავბრუნდი.
-­გიშველა წამალმა?
იკამ ცოტა უცნაურად შემომხედა.
­-ოცდაათ წამში თუ შველის ეს წამალი მაშინ კი.
ჩემს თავზე მათვითონ გამეცინა და ირაკლის ზურგი ვაქციე.
დილით რომ გავიღვიძე ირაკლის მკვდარივით ეძინა. ჩემსკენ იყო გადმობრუნებული დახელი ჩემს მკლავზე ედო. მისი ხელი საჩვენებელი და ბერა თითით ისე მოვიშორე
თითქოს ვიღაცის სუნიან ნასკს ვეხებოდე. წამოვდექი, თვალებს ძლივს ვახელდი, მაინც მეძინებოდა და ბოლომდე ვერ ვფხიზლდებოდი. აბაზანაში შევედი მოვწესრიგდი
და გამოსვლისას ირაკლი შემეჩეხა, წელსზემოთ შიშველი, ცოტა დავიბენი არვიცი რატომ, თითქოს აქამდე არ მყავდა ნანახი ასე.
-­ააამ...დილამშვიდობისა-­ძლივს წარმოვთქვი. ჩემი დაბნეულობა შეატყო და ტუჩის კუთხეში გაეღიმა. ჩემი თავი მაშინვე გავკიცხე „რა გინდა ანკა რა სულელი ხარ? რა დაგემართა? მგონი ძილი დაგაკლდა.“
-­თვალები რას გიგავს­-მომახალა უტაქტოდ.
­-რაა...-­ვერ მივხვდი მე.
­-დასიებული გაქვს.-­თითებით ჩემს თვალებზე მანიშნა. მე თვალები მოვიფშვნიტე.
-­ჰოო რაავი...­-მხრები ავიჩეჩე დამისთვის გვერდის აქცევა ვცადე. მაგრამ წინ გადამიდგა.
-­დღეს რას მაჭმევ?
­-გამოკეთდი ?-­კითხვაზე პასუხი არ გავეცი.
-­კი რასმაჭმევ?
-­ხვერცხს შევწვავ­-ვუთხარი და როგორც იქნა გვერდი ავუქციე.
ქვემოთ ჩამოვედი და კვერცხი შევწვი.
-­აუ ნეტა ჩემი ტელეფონი სად დავკარგე?-­ჩავიბუტბუტე შუა ჭამის დროს.
­-ვიპოვე-­თეფშიდან თავი აწია ირაკლიმ.
-­რაა...სად?-­სიხარულისგან ლამის ფეხზე წამმოვვარდი.
-­ლოგინის ქვეშ ეგდო.
-­მანდ ვნახე და არ იყო
-­ეტყობა კარგად არ ნახე.
-­მომე-­ხელი გავუშვირე.
­-ნტუ...-­თავი გაიქნია ირაკლიმ.
­-რა ნტუ­-გამიკვირდა მე
-­ზემოთ დევს მაგიდაზე.-­მითხრა და წამოხტა ორი წამი დამჭირდა იმის გასაანალიზებლად თუ რა გააკეთა მერე მივხვდი რომ ჩემი ტელეფონის ასაღებადგარბოდა და ყვირილით უკან ავედევნე.
-­ეეეე..!!!
კიბეები სწრაფად აირბინა ერთი მომენტი ლამის ფეხში ჩავავლე ხელი მაგრამ გამისხლტა.
როგორც იქნა ღრმა სუნთქვით შევედი ოთახში. ირაკლი უკვე საწოლთან იდგა ჩემი მობილურით ხელში.
­მოოჰ..მომეცი­ძლივს მოვითქვი სული.
-­პინ კოდი მითხარი მერე თხუთმეტი წუთით მათხოვე და მოგცემ.
­-პფუ...­-ჩავიცინე მე-­ვერეღირსები.­სახე დავისერიოზულე და ცალი წარბი ავწიე.
-­ჰოდა ვერც შენ ეღირსები ტელეფონს-­თავი ოდნავ ზემოთ ასწია ისედაც გამოკვეთილი ყბები და ნიკაპი უბტო გამოეკვეთა და ცბიერად დამიწყო ზემოდან მზერა.
­-აუუუუ.... კაი მომეციიი.....-­წუწუნით მივუახლოვდი. მან ხელი ზემოთ ასწია მის აწვდილ ხელს კიდევ ასი წელი ვერ მივწვდებოდი. თითის წვერებზე ავიწიე და ვწადე მივმწვდარიყავი როცა ირაკლიმ ხელი უკან გადასწია და მეც მას უფრო მივუახლოვდი. გავბრაზდი. თვალები მოვჭუტე და ბოროტი მზერა მივაპყარი. -­მომეცი­- უკანასკნელად გავაფრთხილე.
-­არა­-თვალებში ჩამაშტერდა ირაკლი.
-­კაი მომეცი-­ხელი ვკარი თან მეორეწ ხელი ტელეპონისკენ წავიღე . გააზრება ძლივს მოვასწარი რომ ირაკი საწოლზე დაეხეთქა და მე ზემოდან მოვექეცი. ხელით მობილური საწოლის გვერძე მდგარ მაგიდაზე გადადო. მე კვლავ მისკენ მივიწევდი მაგრამ ირაკლიმ ხელები წელზე მჭიდროდ მომკიდა და თითქმის მიღწეულ მიზანს დამაშორა. ისევ ვერ მოვასწარი გააზრება ისე ამომაბრუნა ირაკლიმ და ახლა მე ვიყავი მოქცეული მისსა და საწოლს შორის. ისე ახლოს იყო ჩემთან სუნთქვა და პულსი ერთად ამიჩქარდა სახეზე ჩამაშტერდა მე თვალებში არ შემიხედავს თავი გვერძე გადმოვაბრუნე.
­-კაი გამატარე.-­რომ მივხვდი უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი ადგომა ვცადე.
­-პინ კოდი.-­არ გამიშვა ირაკლიმ.
-­რა პინ კოდი! არა!-­წარბები შევკარი მე უკვე თვალებში ვუყურებდი მოურიდებლად. ისიც ისე იყო ჩაშტერებული თვალის არიდება ისევ მე მომიხდა.
-­გამატარე...-­თავი ისევ გვერძე გადავაბრუნე.
-­შენი ქმარი ვარ და პინ კოდი უნდა ვიცოდე-­გაეღიმა ირაკლიმ.
-­ჰოო სულ დამავიწყდა რომ ახალდაქორწინებული წყვილი ვართ და თაფლობის თვე გვაქვს­-ცინიკურად გავიღიმე მე.
-­რაიყო?-­თავი ოდნავ გვერძე გადახარა ირაკლიმ. მე უკვე სუნთქვა მეკვროდა ის კი მაინც არ მშორდებოდა.
-­რა რაიყო?
-­არ მითხრა რო ჩემი ცოლობა არ მოგწონს.­ -და აი ისევ გაიღვიძა თავმომწონე იდიოტმა.
-­ჰაჰ­-ისეც ცინიკურად ჩავიცინე მე­-კაი გეყოფა ­მკერდზე ხელები მივაჭირე მაგრამ ძვრა ვერ ვუყავი. უნდა ვაღიარო რომ მის გვერდით თავი ერთდროულად დაცულად და დაუცველათ ვიგრძენი. ისეთი ძილიერია... ქვეცნობიერში შიშის გრძნობა დამეუფლა, მე მის გვერძე უნდა ვწოლილიყავი კიდევ სამი ღამე და წარმოდგენა არ მქონდა თავში რა იდეა მოუვიდოდა. ქვეცნობიერის მეორე ნაწილი კი მას სრულიად ენდობოდა და მისი იმედი ჰქონდა.
-­ადექი-­გავუმეორე. ისიც მომშორდა გვერძე დაწვა და თავქვეშ ხელები ამოიდო.
-­აუ რაღაც მეძინება-­ჩაიბუტბუტა მან. იმ დროს მეც ზუსტად ეგ ვიგრძენი რაც მან თქვა.
­-მეც-­ზურგი ვაქციე და ვერც მივხვდი როგორ ჩამეძინა.
­-ანკა­-ძილბურანში ჩამესმა ირაკლის ხმა.-- ­ანკა!
­-ჰმმმ-­გამოვფხიზლდი.
­-ადექი უკვე რვასაათია.
-­რა რვა?
-­საღამოს რვა.
-­აუ მეძინება შემეშვი.-­თვალები არც გამიხელია ისე შევძვერი საწოლში და შარვალი გავიხადე.
­-არ გშია მაინც?-­მხარზე თბილი ხელი ვიგრძენი
-­აუ არა ძაან მეძინება-­ჩავიბუტბუტე და ისე მეძინებოდა ეგრევე ჩამეძინა.
-­ანკა!­-ჩამესმა ყურთან ირაკლის სუნთქვა
-­რაგინდა -მერამდენედ მაღვიძებ.
­-მერამდენედ დილაა უკვე.
-­რა?-­თავი წამოვყავი ფანჯარაში გავიხედე და ისევ სიბნელე რომ დავინახე უკმაყოფილოდ დავახეთქე თავი ბალიშზე.
-­ადექი
­-რაა?-­ისევ ამოვიბუტბუტე
-­ადექი-­გამიმეორე მან.
-­რატო?
-­ადექი მზის ამოსვლას ვუყუროთ.-­საწოლიდან წამოდგა ირაკლი.
-­რაა?-­სიცილი ამიტყდა მე.
-­რა და მზის ამოსვლას ვუყუროთ, მიდი ადექი არ ინანებ ძაან მაგარია.
-­მეზარება-­თავი ისევ ბალიშში ჩავრგე.
-­მიდი ადექი-­შემანჯღრია ირაკლიმ.
-­გაგიჟდი რადროს მზის ამოსვლაა ჯერ ღამეა ვერ ხედავ.
-­იქ რო ავალთ მაშინ დაიწყება ზუსტად
-­იიქ? სად იქ? აუ შემეშვი რა ირაკლი.
-­ადექი!-­საწოლს შემოუარა და საბანი მოურიდებლად გადამხადა. ეგრევე თვალები გავაფართოვე და საბანი უკან გადავიფარე. ირაკლიმ შუქი აანთო
-­აუუუ ესს ვინ არიიის! თუ დაიჩემააა რას გადაათქმევინებ!-­წუწუნით წამოვჯექი ლოგინზე-.­გადი ჩავიცმევ.
ირაკლიმ თვალები გადაატრიალა და გარეთ გავიდა.
-­მალე! ვერ მოვასწრებთ!-­მომაძახა იქიდან.
შარვალი ამოვიცვი და ირაკლის გავხედე.
­-აუ შუა ღამეა რააა გარეთ რო გავიდე გავიყინები!
-­თბილად ჩაიცვი-­გარდერობს მივარდა და რაღაც თბილი ნაქსოვი მომაჩეჩა ხელში. ნაქსოვი გავშალე და მივხვდი რომ მისი იყო. ნაქსოვზე ქურთუკი შემოვიცვი ფეხზე ჩექმა ამოვიცვი და უკვე გამზადებულ ირაკლის ხელმკლავი გამოვდე. ისეთი სერიოზული იყო გამიკვირდა .თვალები მეხუჭებოდა და მთვრალი კაცივით აქეთ იქით ვყირაობდი. ირაკლიმ ელვისსისწრაფით ჩამაქროლა კიბეებზე. სარდაფიდან სკუტერი გამოიყვანა.
თავით მანიშნა დაჯექიო. მეც ქურთუკში ჩაჭედილი ძლივს შემოვუჯექი უკან და ძლივს მოვხვიე ხელები. გზას ისევ ორი წუთი მოვანდომეთ. ამ დროის მანძილზე ირაკლის ზურგზე თავი მივადე და ლამის ჩამეძინა.
ისევ იმ ადგილზე მივედით საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა . სკუტერი ისე დააყენა რომ თან მზის ამოსვლისთვის გვეყურებინა თან მასზე დავმჯდარიყავით.
ირაკლის გვერძე მივუჯექი და ჩემი გაყინული ხელები ფეხებს შორის მოვიქციე.
-­ხელთათმანები დაგრჩა?- ­შემომხედა და თავისების მოძრობა დაიწყო.
-­ჰოო.. -­ჩავილაპარაკე და მან თავისი ხელთათმანები გამომიწოდა. ხელთათმანები ჩავიცვინ და გავისუსე.
-­აუუ მეძინება როდის ამოვა
-­ჩუ­-გამაჩერა ირაკლიმ თითქოს რაღაცას უსმენდა
-­რა ჩუ?­-გამიკვირდა მე.
-­იწყება.
-­მერეე რა ისე მაჩუმებ თითქოს....
-­ჩუუ­-ტუჩებზე თითი აიფარა და გაჩუმება მანიშნა.
­-ნტ..-­სხვაგზა რომ აღარ დამიტოვა გავჩუმდი. მზემ ამოსვლა დაიწყო თითქოს მის ამოსვლასთან ერთად ფილტვები უფრო და უფრო მევსებოდა სუფთა ჰაერით, ძილი სულ გადამავიწყდა . ნელ­ნელა ნათდებოდა ცა და ნელ­ნელა მიმაღლდებოდა განწყობა როცა გვერდიდან ირაკლის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. გავხედე და მისი თბილი და სანახაობით კმაყოფილი მზერა დავინახე.
-­აბა?-­მკითხა.
მე თვალები გადავატრიალე ამ კითხვით გაბეზრებულმა.
-­მაგარია...­-მხრები ავიჩეჩე
ირაკლი რაღაცნაირად მიყურებდა და გაღიმებულმა თავი გააქნია.
-­კაი წავედით-­წამოდგა
სახლში შესვლამდე ისევ ძილი მომერია. ირაკლიმ გასაღები ამოიღო და კარების გაღება დაიწყო.
-­აუუ მალეე­ თავი ვეღარ შევიკავე და ირაკლის მხარზე თავი ჩამოვადე...
დაწოლილს მალე ჩამეძინა. დაწოლამდე ვიგრძენი რომ ირაკლი საერთოდ აღარ მაღიზიანებდა, პირიქით შევეჩვიე და მივხვდი რომ თბილისში ჩასვლის შემდეგაც მომენატრებოდა.
რომ გავიღვიძე ირაკლი გვერძე აღარ მეწვა.
-­სასიხარულო ამბავი მაქვს-­დაბლა ჩასვლისთანავე მითხრა ტელევიზორის წინ მოკალათებულმა ირაკლიმ. მისი ტონი ცოტა არ იყოს ცივი მომეჩვენა.
-­რა ამბავი?
­-ხვალ საღამოს გზები უკვე გაწმენდილი იქნება­-ისევ იგივე ტონით თქვა.
-­ჰოო კაია...-­წესით უნდა გამხარებოდა და სიხარულისგან ფრენა დამეწყო მაგრამ მისმა ასეთმა ტონმა დამაფიქრა. თან თბილისში ჩასულს განქორწინების საბუთებზე ხელის მოწერა მომიწევდა და მშობლებისთვის ყველაფრის მოყოლა, ეს კი დიდად არ მახარებდა. მართალია მშობლებისგან დამოუკიდებლად ვცხოვრობ მაგრამ მათ
იმდენ პატივს ვცემ რომ ამ ამბავს ნამდვილათ არ დავუმალავ მითუმეტეს რომ ამის გაკეთება ძნელია. ჩაფიქრებული ირაკლის გვერძე ჩამოვუჯექი.
-­ისე ზამთრის არდადეგები კი გამოგვივიდა...-­ჩაილაპარაკა ირაკლიმ ისე რომ ჩემთვის არც შემოუხედავს.­....-უიღბლო არდადეგები­-დაამატა უფრო ხმადაბლა, ადგა შარვლის ჯიბეებში ხელებჩაყოფილი ფანჯრისწინ დადგა. არ ვიცი რა ტომ მაგრამ საშინელი მოწყენილობა ვიგრძენი. ირაკლი ისეთი სერიოზული იყო. აღარ ჩანდა ისეთი მომღიმარი და ირონიით აღსავსე როგორც ადრე. თუმცა რა გასაკვირია? ის ხომ შემთხვევით იმ ადამიანზე დაქორწინდა რომელიც გულზე არ ეხატებოდა.! ალბათ მისთვისაც როგორც ჩემთვის ეს უიღბლო არდადეგები იყო.
­-გინდა ვიგუნდაოთ?-­ვკითხე. მინდოდა რამით გავრთობილიყავით არ მომწონდა ასეთ სერიოზულს რომ ვხედავდი. მერჩივნა ისევ ირონიული ყოფილიყო და ჩემი დაცინვა განეგრძო, მეჩივნა ყოფილიყო ისევ ის თავდაჯერებული იდიოტი.
­-რავი არა.
­-რა გჭირს?-­გვერძე ამოვუდექი და ფანჯარაში ასახულ სითეთრეს გავხედე.
-­ჯობია ფილმს ვუყუროთ.-­კითხვაზე არ მიპასუხა ირაკლიმ და თვალებშ შემომხედა.
­-კაი­-თვალებ გაფართოებულმა ვუთხარი მე. ძლივსშესამჩნევი ღიმილი მოერია.
-­დაგინახე-­წარბი ავწიე მე
-­რა?-­ვითომც აქ არაფერიო ისე მკითხა ირაკლიმ
-­შენ გაიღიმე-­თითის აწევით ვუთხარი ირაკლის. მის სახეზე ასახული ძლივსშესამჩნევი ღიმილი კი ნამდვილ ღიმილში გადაიზარდა.
-­კაი ეხლა ფილმს ვუყუროთ­-გვერდი ამიარა ირაკლიმ და სავარძელში ჩაეშვა.
-­არჩევანი შენზეა.-­ვუთხარი მე
-­იყოს შენ აირჩიე.
კინოკოლექცია ახლიდან გადავათვალიერე.
-­ვაიმე ჩეემი საყვარელი ფილმი­- წამოვიძახე როცა ფილმი „ძნელად აღსაზრდელები“ დავინახე.
-­რა ფილმია?
-­ძნელად აღსაზრდელები გაქვს ნანახი?
-­არა
-­ვა როგორ მოხვდა­-გავიკვირვე მე.
ფილმი ჩავრთე, პლედს ხელი დავავლე ირაკლის ახლოს დავჯექი და ნახევარი მას გადავაფარე.
­-გინდა დავლიოთ?
­-არა­-კატეგორიული უარი განვაცხადე.
-­რატო?
-­იმის შემდეგ რაც მთვრალმა გავაკეთე არ დავლევ­-შევხედე ირაკლის რომელიც ჩემს ნათქვამზე იღიმოდა.
­მაშინ გალეშილი მთვრალი იყავი...­ჩემი პასუხის მოლოდინში წარბები ზემოთ აწია.
არვიცი რა დამემართა ანრას მივარტყი თავი მაგრამ ჩემი თვი მეთვითონვე გავაკვირვე როცა დავთანხმდი. არმჯერა ირაკლის რომელთან ერთადაც მარტო ვიყავი ამ
სახლში იმის წყალობით რომ სიმთვრალეში დავქორწინდით დავთანხმდი რომ დაგველია. ოღონდ ჩემს თავს პირობა მივეცი რომ ბევრს არ დავლევდი. ასეც იყო ბევრი არ
დამილევია უბრალოდ სკოჩმა სწრაფად იმოქმედა ჩემზე და ფილმის ბოლოსთვის უკვე თითქმის მთვრალი ვიყავი. ირაკლიმაც ზუსტად იმდენი დალია რამდენიც მე
მაგრამ არ მგონია ისიც ჩემსავით დამთვრალიყო.ნახევარი ფილმისთვის თითქმის არ გვიყურებია. ლაპარაკით და სიცილით გავსკდი. ბოლოს როგორც იქნა მოვკეტე და
სახლში უკუნითი სიჩუმე ჩამოწვა.
­მოდი ვჭამოთ და გავიდეთ საგუნდაოდ თუ გინდა­მითხრა ირაკლიმ. ჩვენც ვჭამეთ და თბილ ტანსაცმელებში გატენილი გამოვედი გარეთ. ირაკლი ყველა გუნდას
მიზანში არტყავდა­პირდაპირ ჩემს თავში. მე კიდევ ყველა გუნდა ავაცილე რადგან წამითაც არ შემიწყვეტავს სიცილი და აქეთ იქით ბარბაცი. ბოლოს კი როდესაც
სირბილით დავიღალე და აღარაფერი მაინტერესებდა დედამიწის ზურგზე გარდა სურვილი იმისა რომ ირაკლი თოვლშ დამემარხა ეზოს წინ სკამზე ჩამოვჯექი.
­-დაიღალე?-­გამომწვევათ მკითხა ირაკლიმ.
­-უჰ კი-­ღრმად ამოვისუნთქე მე. ირაკლი ნელ ნელა მომიახლოვდა და ჩემს გვერძე ცამოჯდა-­გინდა სახლში?-­თავი ჩემსკენ შემოატრიალა.
-­არაჯერ ცოტა გავიაროთ და მერე მოვიდეთ
გზაშიირაკლის ჯიბეში მობილური ამღერდა ეს ჩემი მობილურის ზარი იყო. ხელი გავუწოდე მანაც ჩემი მობულური ჯიბიდან ამოიღო და მომცა.
-­ალო­-ვუპასუხე ნინიკოს ზარს.
-­ვაა იპოვე ტელე?-­გახარებულმა წამოიძახა
-­კიი.
-­ჰო ირაკლისთან ვაპირებდი გადმორეკვას და ჯერ შენთან გადმოვრეკე იქნებ სადმე იპოვათქო.
-­ირაკლიმ იპოვა..
-­ახალი ამბავი გითხრაა?
-­ვიცი გზა ხვალ გაიწმინდება.-­სიცილით ვუთხარი და რამოდენიმე წამს გაცერდა ნინიკო ალბათ დაფიქრდა სასაცილო რა ვთქვიოო.
-­მოიცა...-­დაიწყო ეჭვნარევი ტონით-­ნასვამი ხაარ?­ -აი მაინც ვერ გავიგე როგორ მიხვდა რომ ნასვამი ვიყავი სულ რაღაც ერთი წინადადებით.
-­ააა... ააამ არა რავი ცოთატი.
-­გიჟ ხარ? ყველაფრის მერე ისევ სვავ ირაკლისთან ერთად?
-რავი კარგად ვარ შენ?-­ვაგრძნობინე რომ არმინდოდა ირაკლისთან ერთად მისთვის მასზე ლაპარაკი დამეწყო
­-ნტ..ოოხ..­უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა-­მეც კარგად ვარ სად ხართ?
-­რავიგარეთ ვსეირნობთ.
­-გუშინ სიცხე ქონდა და დღეს ისევ თოვლში სეირნობთ?
-­ოო ჰოოო.
-­ეე არ იცი...ონიანმა სიყვარული ამიხსნა??
­-რაა როდის?
-­წეღან.
-­მოიცა ნიკუშა?
-­რა ნიკუშა? რაღადროს ნიკუშაა.
­-აუუ მოგწონს მერე.?
­-კიი ძაან საყვარელიააა
-­ვა კაია.-­ვთქვი და შევამჩნიე რომ ირაკლის გაეღიმა. ყურადღება მთლიანად მასზე გადავიტანე და ვერც გავიგე ნინიკოს ნათქვამი წინადადება. მას სპეციალურად არ
შემოუხედავს იდგა და იღიმოდა.
-­ანაკა!-­მომესმა ტელეფონში ნინიკოს ხმა.
-­ააა ჰოოო ნინიკო რას მეუბნებოდი?
-­რას და ხვალ რო ჩამოხვალ ყველაფერს დეტალურად მოგიყვები.
-­ჰო მეც.
-­და შენ რა გაქვს მოსაყოლი?
­-აა რავი რაც არი რა­-ცოტა არ იყოს დავიბენი მის კითხვაზე.
­-რა გაცინებდა?-­ვკითხე ირაკლის მობილურის გათიშვის შემდეგ.
-­არაფერი­-მხრები აიჩეჩა ირაკლიმ. სახეზე და ცბიერ გამოხედვაში შევატყვე რომ რაღაცას არ მეუბნებოდა და უდიდესი სურვილი გამიჩნდა მის თავში ჩამეხედა და გამეგო
ყველაფერიიი რაც მაინტერესებდა.
სახლში რომ შევედით თავბრუსხვევა ვიგრძენი, სასმელი ისევ მოქმედებდა ჩემზე და თავის შეკავების მიზნით ირაკლის მკლავს ცამოვეყრდნე მეორე ხელი კი
საფეთქლებზე მივიჭირე.
-­ცუდად ხარ?-­წელზე ხელი მომხვია ირაკლიმ.
-­ჰოო თავბრუ მეხვევა.­-ჩემი ხელი მისი მკლავიდა ნ მხარზე გადავიტანე. თვალებ დახუჭულმა ვერც მივხვდი როგორ შემომხვია ერთი ხელი ზურგხე მეორე მუხლებთან და
ხელში ამიყვანა. გული გადამიქანდა.
-­მოიცა რას აკეთებ?-­გაკვირვებულმა თვალები დავაჭყიტე.
-­ოთახში ამყავხარ.-­სრულიად ბუნებრივად განაცხადა მან.
ოთახში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა. თვალები გავახილე და მისი უძირო ჭაობისფერი თვალების სიახლოვემ შემაკრთო. თავი გვერძე გადავაბრუნე.
-­სულ ასე რატომ აკეთებ?-­ღიმილმოგვრილმა მკითხა. გამახსენდა რომ ორივენი ნასვამები ვიყავით.
-­როგორ?
­-ყოველთვის როცა შენთან ოდნავ მაინც ახლოს ვარ თავს აბრუნებ.
­-არა მეე არაასდროს... უბრალოდ..-­მისმა სიახლოვემ დამაბნია და სუნთვა გამიხშირდა.
­-გეშინია რომ არ გაკოცო­-უფრო მომიახლოვდა.
-­არა მე..-­რაღაცის თქმას ვაპირებდი მას ავხედე და პირდაპირ ჩემი ტუჩებისკენ წამოვიდა. მე გავქვავდი მან კი მაკოცა. მთელ ტანში სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა,
გავთბი, ხელები წელზე შემომხვია, მე კი სიამაყემ შემახსენა თავი და მალევე მოვიშორე.სუნთქვა უფრო გახშირებული მქონდა და გულისცემა აჩქარებული.
-­არ მითხრა რომ არ მოგეწონა­ -თავის ადგილას გადაწვა და გამომწვევად მკითხა. რატომღაც არ გავბრაზებულვარ. იმ მომენტში ისე ვიყავი რომ არაფერი არ მადარდებდა.
-­და მაინც როგორი წარმოდგენები გაქვს შენს თავზე.-­მისკენ ღიმილით გადავბრუნდი და ვგრძნობდი რომ ჩაძინებამდე მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა.
მეორე დილითრომ გავიღვიძე თვალწინ პირდაპირ ირაკლის სახე შემეჩეხა. ტუჩები დრუნჩივით ჰქონდა გამობზეკილი და რითმულად სუნთქავდა მისი სუნთქვა პირდაპირ სახეზე მეცემოდა და მალევე მივხვდი რომ თავი მის ხელზე მედო, სასწრაფოდ წამოვდექი თუმცა ნელა მას რომ გაეღვიძა. კოცნა გამახსენდა და თავში ხელი ვიტკიცე.
„რა სულელი ვარ რატომ ვაკოცე, ნუ მე არ მიკოცნია თვითონ მაკოცა მაგრამ მაინც, არაუშავს ორივე ნასვამები ვიყავით! ოოჰ ჯანდაბა!-ვკიცხავდი ჩემს თაავს , ბოლოს მაინც ყველაფერი ალკოჰოლს დავაბრალე.
-ირაკლი!!!!!-დავუწყე ირაკლის გაღვიძება.
-ოო რა გაყვირებს!-დაიწყო ბუზღუნი.
-ადე ადე წავიდეტ რა.-ლოგინზე ხტუნვა დავიწყე მე.
-დამაძინე!-თქვა მან და საბანი თავზე გადაიფარა.
-ოოოოო ადე! არ დაგაძინებ იცოდე!-პატარა ბავშვივით ბალიშის რტყმა დავუწყე ზემოდან.
-აუ ანკა არ ამაყენო თორე ვერ გადამირჩები
-ოოჰ ფეხები არ მომჭამო- კისკისით ვუთხარი.
-ნუ მიწვევ!
-ბჰლა ბლა ბლააა! ადექიიი!-დავიწყე რაც შემეძლო მაღალხმაზე ყვირილი და ვერც კი შევამჩნიე ისე უცებ წამოხტა ირაკლი და მხარზე მომიგდო.
-მე შენ გიჩვენებ..!-ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ წავიდა.
-ეე დამსვი ცხოველო!-ზურგზე მუშტებს ვურტყამდი.
-ისე ზოგჯერ სულ მავიწყდება ცოლ-ქმარი რომ ვართ-წარმოთქვა უცეწბ და ჩამომსვა. კიბეები უკვე ჩავლილი გვქონდა კართან ვიდექით და მე კუთხეში ვიყავი მომწყვდეული.
-ჰო აბა რა ერთი სული მქონდა შენი ცოლი გავმხდარიყავი- დავიწყე მსახიობობა მინდოდა როგორმე თავი დამეძვრინა მისგან.
-მე კიდევ მთელი ცხოვრებაა შენზე ვოცნებობ-თქვა და ისე ფართოთ გაიღიმ ყველა კბილი გამოუჩნდა.
-ნუ ეხლა ჩემზე ბევრიც ოცნებობს მაგრამ შენ იღბლიანი აღმოცნდი ხომ ხედავ-ცალი წარბი ავწიე და ხელები მხრებზე შემოვალაგე.
-კი ჩემო ძვირფასო.-წელზე ხელი მომხვია და ისე მჭიდროდ ამიკრა მგონი საერთოდ ვერ გავითავისუფლებდი თავს, არმოველოდი და ღიმილი სახეზე გამეყინა.
-ჰოდა დააფასე ეგ პატივი-არაფერი შევიმჩნიე ტუჩები ყურთან მივუტანე ახლოს და ყურში ჩავჩურჩულე. ვიფიქრე ყურადღება მოადუნა და ადვილად გავექცევი მეთქი.
-დიდი სიამოვნებით ჩემო ლამაზო-თქვა და ოდნავ ხელი მოადუნა. მეც მეტი რა მინდოდა ხელსაყრელ მომენტს ჩავუსაფრდი რომ გავქცეულიყავი.
-თუმცა...-დაიწყო მან და ხელი ისევ მჭიდროდ მომხვია.-მე დაგპირდი... ხომ იცი შენ ჩემთვის რამდენს ნიშნავ და რამეს რომ დაგპირდები აუცილებლად უნდა შეგისრულო.-თავიდან ვერ მივხვდი მაგრამ მის ცბიერ ღიმილს რომ მოვკარი თვალი მივხვდი რომ საქმე ვერ მქონდა კარგად.-დაგპირდი რომ თუ ამაყენებდი ვერ გადამირჩებოდი!-ეს ბოლო სიტყვეი უკვე ჩემს სახესთან ძალიან ახლოს წარმოთქვა და სუნთქვა შემეკრა, არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ ჩემსკენ იხრებოდა, პულსაცია ამიჩქარდა. არ ვიცი მე რას მოველოდი მაგრამ იმას ნამდვილად არა რომ ისევ მხარზე მომიგდებდა, ასეც მოიქცა, ამას ნაბდვილად არ მოველოდი იმ წამს არ ვიცი რატომ მაგრამ კოცნასაც კი ველოდი მაგრამ არა ამას.
-დამსვი!-დავიწყე ისევ კივილი. მან კი შემოსასვლელი კარი გააღო, ისეთი სუსხი შემოვარდა წამშივე ამაკანკალა მით უმეტეს ბრეტელებიანი ღამი პერანგი მეცვა და ფეხშიშველი ვიყავი.-რას აკეთებ დარტყმულო! დამსვი!-ვყვიროდი თან მაკანკალებდა და მერე გამახსენდა რომ წელს ზემოთ ისიც შიშველი იყო.
-აეეეე შენ რა მაქცია ხაარ? არ ქცივა მაინც?-ვწრიპინებდი მაგრამ ჩემს წრიპინს აზრი არ ქონდა ნელ-ნელა მაშორებდა სახლს და ეჭვი მეპარებოდა რომ რაღაც გიჟურს გამიკეთებდა. უცებ გაჩერდა, და თოვლში ჩამახეთქა. ჩახეთქება და ჩემი უკანასკნელ ხმაზე კივილი ერთი იყო. იმხელა თოვლში ჩამსვა მთლიანად დავიფარე. გავგიღდი ვერ ვინძრეოდი და შეშლილლი სახით შევცქეროდი მოცინარ ირაკლის რომელიც ნელ-ნელა მშორდებოდა.
-ირაკლი რას აკეთებ აქ არ დამტოვო!-ვუყვირე თუმცა ამდენი ყვირილისგან უკივე ხმა ჩამიწყდა. გზას აგრძელებდა და ჩემსკენ აღარ იყურებოდა.-ააააააააააა შე დამპალო აქ როგორ მტოვებ ფეხზეც არაფერი მაცვია წამიყვანე! უზრდელო ხეპრე!აუუუუუუუუ-დავიწყე წუწუნი კიდევ რომ არ მოიხედა უკვე სერიოზულად გავბრაზდი და ნერვები ისე მომეშალა სიცივეს ვეღარც ვგრძნობდი, მივხვდი რომ უკვე გავიყინე და ლამის ტირილი ამივარდა. ხმა ვეღარ ამოვიღე ტირილი რომ არ დამეწყო. კარგახანს რომ გავჩერდი ირაკლიმ მაშინვე შემომხედა და ლამის აცრემლებული და ტუჩგადმოგდებული რომ დამინახა სიცილი თბილ ღიმილში გადაეზარდა ალბათ გაუკვირდა კიდეც ამდენი ხანი რატომ არ ავდექი.
„დამპალი! ხმას აღარ გავცებ ცხოვრებაში!“ ვბრაზობდი მე. ჩემსკენ წამოვიდა. მას აღარ ვუყურებდი.
-კაი ჰო მოდი აგაყენო.-დამადგა თავზე. ხმას არ ვცემდი.-გაიბუტე ?-თავი გვერძე გადააგდო.
-შემეშვი რა-ტირილნარევი ხმით ვუთხარი. ჩემი ხმა რომ გაიგო სახე შეეცვალა. ხელი მკლავზე მომკიდა ისეთიო თბილი ხელი ქონდა გამიკვირდა ამ სიცივეში არ გაიყინა მაინც. მე კიდევ სულ გავიყინე და მგონი ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი.
-კაი ბოდიში, ადექი თორემ გაიყინები-მკლავით ზემოთ მქაჩავდა, ბოდიშმა კი მომალბო მაგრამ მაინც ვებუტებოდი.
-ნუ მეხები რა ვაფშე!-ხელი უხეშად გავაშვებინე და ტირილის შეკავების მცდელობისგან უკვე ცხვირი მქონდა დასიებული.
-კაი რატო ხარ ეგეთიჯიუტი!-დასერიოზულდა და მეც ერთი ცრემლი თავისით ჩამომვარდა სახეზე ცხვირში სრუტუნი დავიწყე. ირაკლიმ თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
-სხვა გზას აღარ მიტოვემბ!- თქვა დახელში ამიტაცა. ფართხალი არ დამი9წყია გათოშილი ვიყავი ის კი ძალიან თბილი იყო სითმო მესიამოვნა და მკერდზე მივეკარი. სანამ თვალებს დავხუჭავდი მისი ოდნავშესამჩნევი ღიმილი დავინახე, მე დამყურებდა, მერე თვალები დავხუჭ და სახლში შევედით.
-სულ გაყინულხარ მითხრა და ტახტზე დამაწვინა, საბანი მოიტანა გვერძე მომიჯდა.
-კიდევ მებუტები?-მომაფარა საბანი. მე გაბუსული ვიყავი და ხმას არ ვიღებდი. ისევ ჩაეცინა ხელი გადამხვია და მიმიხუტა. არაფერი მითქვამს უბრალოდ მივეხუტე და ყელში ცხვირი შევუყავი. ნერწყვი გადაყლაპა მეც გამეღიმა.
-რა იყო?-ჩემი ღიმილი არ გამოპარვია.
-არაფერი-გაღიმებულმა ვუთხარი და თვალები დავხუჭე. ვერც კი მივხვდი ისე ჩამეძინა. თითქოს ძიილში ირაკლის კოცნა ვიგრძენი ლოყაზე, ან დამესიზმრა. ჰო ალბათ დამესიზმრა, რატომ უნდა ეკოცნა ჩემთვის, ის კოცნაც მაშინდელი ალკოჰოლის ბრალი იყო და სხვა არაფრის.
თვალები რომ გავახილე მანქანაში ვიჯექი და საბანი მქონდა მოფარებული.
-რახდება?-გავიკვირვე და საჭესთან მჯდარ ირაკლის გავხედე.
-თბილისში მივდივართ.
-რატომ არ გამაღვიძე? ყველაფერი წამოიღე?
-ისე ტკბილად გეძინა აღარ გაგაღვიძე-გაღიმებულმა მითხრა მარჯვენა ხელით ფეხებთან საბანი შემისწორა. საბანი წინ გავწიე და ჩემს თავს დავხედე ბრეტელებიან ღამის პერანგზე თბილი ნაქსოვი ჟაკეტი მეცვა და ფეხზეც ნაქსოვი გეტრები.
-ესენი შენ ჩამაცვი?-გამეცინა ჩემს თავზე. პასუხი არ გაუცია ღიმილით მიპასუხა.-ისე როგორ მოახერხე რომ არ გამეღვიძა.
-ისე ამბობ თითქოს მაგარი ფხიზელი ძილი გქონდეს.
-ნეტა შენ რა იცი-ტუჩები გამოვბერე, სულ დამავიწყდა მთელი სამი ღამე მის გვერძე რომ მეძინა.
-ჰო მე რავიცი ეს სამი დღე ჩემს გვერძე კი არ გეძინა.-წარბაწეულმა მითხრა და ირონიულად ჩაიცინა.
-უუუფ-დავიწუწუნე მე.
-თან მაშინ გიგასთან რომ ვიყავით მაგრა გამოიძინე.
-გიგასთან როდის?
-არ გახსოვს ფეხი რომ ჰქონდა მოტეხილი.- იმდენიხნის ამბავი გაიხსენა აზრზე ვერ მოვედი.
-აა მაშინ ეგ კიდე გახსოვს?
-კი თან კარგად ლამის იქაურობა დავანგრიეთ შენ კიდევ თავი რომ ჩამოდე მდივანზე და რომ ამოუშვი ხვრინვა ვეღარ გაგაღვიძეთ.
-ეეე რა ხვრინვა?
-ხო ხვრინავდი-მხრები აიჩეჩა.
-არა არ ვხვრინავდი!
-კი ხვრინავდი როგორც ჩანს მერე გადაეჩვიე-ნიშნისმოგებით შემომხედა, მე თვალები გადავატრიალე და გზას გავხედე. ძაან მეცინებოდა, როგორ ახსოვდა მთელი შვიდი წლის წინანდელი ამბავი ჩემზე, მითუმერტეს მე არ მახსოვდა .
„რა საყვარელია“ გავიფიქრე და ჩემი თავის გამიკვირდა.
-აუ მშია-ამოვიწუწუნე.
-სხვათაშორის წამოსვლის წინ მხედველობაში მივიღე რომ ღორმუცელა ხარ და ეს წამოგიღე-უკანა სავარძლიდან ქაღალდის პაკეტი გადმოიღო და მომაწოდა. ეს ტოსტები იყო ყველით და სოსისით.
-ვაა მადლობა-ვთქვი და გემრიელად ჩავკბიჩე.
თბილისში რომ ჩამოვედით გული ამიჩქარდა ერთი მხრივ მიხაროდა ქალაქის ნახვა მეორე მხრივ საერთოდ არა და გულიც მწყდებოდა. რაღაცნაირად ეს ქორწინების მოწმობა ჩვენსშორის დაბრკოლებად მეჩვენებოდა, ყველაფერს ურევდა. უნდა გავქორწინებულიყავით და მერე შეიძლება აღარც გვქონოდა კარგი ურთიერთობა. როგორია ერქვას ყოფილი ქმარი თან ის ქორწინებაც შეცდომით იყო და თან ჩვეულებრივად მეგობრობდეთ. რა ვიცი, თან ისიც ვერ გადამეწყვიტა მეთქვა თუ არა მშობლებისთვის, რა რეაქცია ექნებოდათ ან საერთოდ რა მელოდა წინ? ფიქრებსი გართული ვერც კი მივხვდი როგორ გავცდით ჩემს სახლს.
-იკა სად მივდივართ?
-ჩემთან.
-შენთან რა გვინდა-ვთქვი ვითომც აქ არაფერი, ვითომ არავითარი ეჭვები არ გამიჩნდა და საღეჭი რეზინა გავიქანე პირში.
-ჩვენ გველოდება ყველა.
-რაა? ვინ ყველა?
-ჩვენი მეგობრები რა.
-რა იყო ქორწილი ხომ არ უნდა გადაგვიხადონ-კისკისით წარმოვთქვი მე.
-ნუ ჯერ-ჯერობით გულს დაგწყვეტავ და გეტყვი რომ არა.
-აუუფ ისე დამწყდა გული.
-ჰო ეგ ოცნება ჯერ ვერ აგისრულდება-ეშმაკურად გაიღიმა. მე კიდევ სიტყვა ჯერ-ჯერობითზე გამეცინა.
„ჯერ ისე თქვა თითქოს მომავალში იქნება რა რამე“-გავიფიქრე გაღიმებულმა.
-დამპალო-დავიბუზღუნე და ისევ გამეცინა.
-გიორგიმ აიტეხა უნდა დაგხვდეთო რა მეგობრებიო და ჩემთან არიან ყველა.
-და შენთან როგორ შევიდნენ?-გულუბრყვილოთ ამოვილაპარაკე.
-გიორგისაც აქვს სათადარიგო გასაღები-მიპასუხა მან.
-ჰო ალბათ ნინიკო და ქეთიც იქ იქნებიან.
-ჰო იღონდ გამაფრთხილეს ანკას არ უთხრა რომ ველოდებითო რამე მიზეზი მოიგონე და ისე მოიყვანე აქამდეო მაგრამ აი უბრალოდ რა მიზეზიი უნდა მომეფიქრებინა ვერ ვხვდები-გაოცებულმა წარმოთქვა ირაკლიმ.
-არვიცი ეგეთი რა მიზეზი უნდა ყოფილიყო შენ რომ გამოგყოლოდი-ენას არ ვაჩერებდი მე.
-ის მიზეზი რომ ცოლქმარი ვართ.-ნიშნისმოგებით გამომხედა მან.
-უუფ კი აბა რა ეგ ნამდვილად მიზეზია-თვალები გადავატრიალე და მობილურში ნინიკოს ნომერი ავკრიფე.
-ალო.
-ნინიკო რას შვრები როგორ ხარ.
-რავი არაფერს თქვენ სად ხართ ჩამოხვედით უკვე?
-ჰო გოგო თბილისში ვართ...-დავიწყე მე და გვერდიდან ირაკლიმ დაიწყო ხელების ქნევა არ უთხრა არაფერიო.-ვაიმე გოგო სახლის გასაღები დავკარგე და ირაკლისთან ავდივარ მაგრამ თუ სახლში ხარ შენთან ამოვალ.-მოვიგონე უცებ.
-გოგო კი სახლში ვარ მაგრამ გასასვლელი ვარ სსასწრაფოდ.
-იმასთან?
-ჰო კაფეში ვხვდეწბი.
-კაი კაი მიდი მაშინ მე იკასთან ავალ და მერე რამეს მოვახერხებ რა.-დავემშვიდობე.
-კაი- მითხრა და ტელეფონი გათიშა. სიცილი წამსკდა.
-ვა ეგ რა გაჩითე- ირონიულად მითხრა ირაკლიმ.
-შენ ვაფშე ვერაფერი ვერ მოიფიქრე და რა გიხარია?-ცალი წარბი ავწიე და ამაყად გავუღიმე.
სახლში მივედით შუქი ავანთეთ და რათქმაუნდა. ყვეკლამ ერთად:
-სურპრიზიიიი!
მე რათქმაუნდა მსახიობობა არ დამიწყია და ამ ყველაფერს ცინიკური სახით შევხვდი.
-ვააა ბავშვებო ვიცოდი რომ აქ იყავით-დავიწყე ტაშის დაკვრა.
-ნტ...-გვერდიდან ირაკლიმ უკმაყოფილოდ ამოისუნთქა.
-რაა?-მხრები ავოჩეჩე.
-შენ ხომ კაცს არაფერში გამოადგები.
ყველას გაუკვირდა რომ ვიცოდი და ყველა გაუბრაზდა ირაკლის. მერე იყო გაკვირვებული სახეები და სიცილი მათ შორის ჩემიც, საკუთარ ჩაცმულობაზე.
-წავალ გამოვიცვლი.-ვუთხარი ქეთას.და იმ ოთახში შევედი სადაც წესით ჯინსი და მაისური უნდა ყოფილიყო . ჯაკეტი გავიხადე, პერანგიც მივაყოლე ბიუსჰალტერი ჩავიცვი რომ კარები გაიღო და ირაკლი შემოვიდა. თავიდან ვერ დამინახა და ლამის ოთახის შუაგულამდე მივიდა.
-ირაკლი!-საყვედურნარევი გაკვირვებული ტონით ვუთხარი და თვალები გავაფართოვე. მოულოდნელობისგან ლამის შეხტა და საცვლების ამარა რომ დამინახა ერთი საცოდავ სვიტრ აფარებული სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს! ან რას შემოვარდი! დაგეკაკუნებინა მაინც!-წარბები შევკარი.
-ცნობისთვის ეს ჩემი ოთახია... და არმეგონა აქ შენ მითუმეტეს ესე თუ დამხვდებოდი-სიცილით მითხრა და თან ხელი ჩემსკენ გამოიშვირა.
-ოოო გადი რააა! დამაცადო იქნებ ჩაცმა!
-კაი კაი გავდივარ-ეშმაკურად გაიღიმა ერთხელ კიდევ ამათვალიერ ჩამათვალიერა და ოთახიდან გავიდა.
-იდიოტი რას მიყურებს-გავბრაზდი.
ყველა რაღაცაზე ლაპარაკობდა და რომ გავედი რატომღაც ყველა გაჩეუმდა. ჩემს თავზე დავიხედე რამე ხომ არმჭირსმეთქი მაგრამ რადგანაც არაფერი მჭირდა ამ ფაქტს ყურედღემა არ მივაქციე მეც მათ შორის ჩავჯექი. ნუ მომიწია ირაკლისა და ნინიკოს შორის ჩაჯდომა გავიღიმე და ყველამ ჩვეულებრივად განაგრძო საუბარი, ეს ფაქტი ცოტა მეუცნაურა მაგრამ არაფრად ჩავთვალე და მასზე ფიქრი და ეჭვები აღარ გამიგრძელებია.
ირაკლის მთელი მარჯვენა მხარე მეხებოდა და მოსვენებას აღარ მაძლევდა.
-აუ თავი მტკივა.-ამოვიწუწუნე მე.
-რატო?-მკითხა ირაკლიმ და თავი ჩემსკენ შემოაბრუნა. რაღაცნაიირად ავღელვდი ახლაღა მივხვდი რომ მასთან ძალიან ახლოს ვიყავი შემობრუნებისას ლამის ცხვირი მომარტყა. ისე შემომხედა თბილად სახეზე შემათვალიერა მე კარგათვართქო ჩავილაპარაკე და საჩქაროდ ავდექი იმ ადგილიდან. მეორე ოთახში გადავინაცვლე და ტელევიზორის წინ მდივანზე მოვკალათდი. ნინიკომ და ქეთამ არ დააყოვნეს ერთი ერთ მხარეს მომიჯდა მეორე მეორე მხარეს.
-აბა?-დაიწყო ნინიკომ.
-რა აბა?-მხრები ავიჩეჩე.
-რამოხვდა?-თავი გვერძე გადაწია ქეთან. მაიძულეს ის სამი დღე დეტალურად მომეყოლა მეც მოვყევი ოღონდ რათქმაუნდა კოცნა გამოვტოვე.
სადღაც თერთმეტი ხდებოდა მხოლოდ მე ნინიკო ქეთა ირაკლი გიორგი და ნინი რომ დავრჩით.
-ანკაა რაღაც უნდა გითხრათ.- დაიწყო გიორგიმ საეჭვო ტონით ნინიკომ და ქეთამ ერთმანეთს გადახედეს ნინის ხველება აუტყდა ირაკლის კი ოდნავ გაეღიმა.
-უიმეე რა იყოთ რა ხდება-მათმა რეაქციებმა გამაკვირვა.
-მართლა დაიჯერე?-მოუთმენლად მკითხა ნინიმ.
-კი დაიჯერა-უპასუხა ირაკლიმ.
-რა დავიჯერე? გამიკვირდა მე. რამოდენიმე წამიანი დუმილი ჩამოვარდა.
-მოკლედ ეგ ქორწინების მოწმობა ყალბი იყო რა-მობეზრებულმა თქვა ქეთამ.
ყურებს არ დავუჯერე! გამიხარდა! კი კი გამიხარდა მაგრამ ისე გავბრაზდი ისე რომ ამდენიხანი არაფერი უთქვამთ რომ ლ;ამის ორთქლი ავუშვი.
-ყალბი?-უემოციოდ გავიმეორე.
-ჰოო კაი რა აბა ვინ მოგცემდა შუაღამით თან მთვრალებს.-გააგრძელა ქეთამ.
უცებ სიცილი ამივარდა, ისტერიკული სიცილი ცრემლების წამოსვლამდე რომ მივედი სახე დავისერიოზულე.
-გაგიხარდა?-მკითხა ირაკლიმ.
-რათქმაუნდა გამიხარდა.-სერიოზულად წარმოვთქვი-შენ იცოდი?-გაბრაზება დამეტყო და ირაკლის პირდაპირ თვალებში ვუყურებდი.
-კი
-შენ?-ნინიკოს შევხედე ნინიკო რაღაცნაირად შეიშმუშნა ალბათ თავი დამნაშავედ იგრძნო.
-ყველამ ვიცოდით.-პასუხი აღარ დააცადა ქეთამ.
- კაი გასაგებია მაშინ მთვრალები იყავით მაგრამ მერე არ უნდა გეთქვათ-ტონს ოდნავ ავუწიე და უკვე აშკარად დამეტყო გაბრაზება.
-კაი რა რას ბრაზდები...-დაიწყო ირაკლიმ.
-რას ვბრაზდები?!-შევაწყვეტინე მე.-შენ მაინც ვერ დაინახე როგორ ვინერვიულე უნდა გეთქვა ხოო?! ეს უბრალო რაღაც კი არარი ქორწინებაა! აზრზე თუ ხართ რამხელა რაღაცაა და საერთოდ როგორ ვინერვიულე! ჰოო რათქმაუნდა არცერთს არ გიფიქრიათ!-იმედგაცრუებულმა წარმოვთქვი, ყველა გაშეშდა. ალბათ არცერთი არ მოელოდა ჩემს ასეთ რეაქციას.-კარგით არაუშავს.-უემოციოდ წარმოვთქვი ფეხზე წამოვდექი და ნელი ნაბიჯით აივანზე გავედი. ალბათ ერთი წუთიც არ იქნებოდა გასული უკნიდან ირაკლის მოახლოვება ვიგრძენი.
-კაი რა ნუღა ბრაზდები-გვერძე ამომიდგა.
-შენ ხომ მაინც იცოდი როგორ ვინერვიულე?
-შენთავსვფიცავარ არ მეგონა ასე თუ გაბრაზდებოდი. მეგონა პირიქით სიხარულისგან ცას ეწეოდი რომ თურმე იმ ადამიანის ცოლი არ ყოფილხარ ვისაც ვერ იტანდი-თქვა და ჩაეცინა.
-ნტ ეგრეც არაა, იმაზე გავბრაზდი ამდენიხანი რომ იცოდი და არმეუბნებოდი არც შენ და არც ის ორი გიჟი. მოსაკლავები ხართ.
-მაშინ ინტერვიუს ავიღებ ანასტასია აბაშიძესგან, როგორი იყო სამი დღით ირაკლი ასათიანის ცოლობა?
-ოოფ შენ კიდევ რით ვერ გაიზარდე-თვალები გადავატრიალე.-სახლში წამიყვანე რა.
ირაკლის მანქანაში ჩავჯექით და ხუთ წუთში ჩემს სახლთან ვიყავით.
-კაი აბა კარფგად-გავაღე მანქანის კარი.
-მოიცა აგაცილებ თქვა ირაკლიმ და თვითონაც გადმოვიდა მანქანიდან.
-კიდევ მიბრაზდები?-მკითხა და უკვე ჩემს კართან მდგომი მისკენ შევბრუნდი.
-კი-ვუთხარი თვალებგაფართოებულმა.-კარგი მსახიობი ხარ! ვითომ არ იცოდა რომ არ იყო ნამდვილი! ყოველწუთას იმეორებდა „ხომ არ დაგავიწყდა ჩემი ცოლი რომ ხარ“-ბოხი ხმით მივბაძე მას და დიონჯი შემოვირტყი.ჩემს იმიტაციაზე გაეცინა, კარგად რომ იცინა წელში გაიმართა და წყლიანი თვალებით შემომხედა. არ ვიცი რა მომივიდა მაგრამ გულში სითბო ჩამეღვარა.
-ისე ყველაფერი თამაში არ იყო.-მრავალაზროვნად ჩაილაპარაკა და ეშმაკურად გამომხედა.
-რას გულისხმობ?-თავი გვერძე გადავწიე.
-იმას რომ მიყვარხარ!
ღიმილი სახეზე შემაშრა მთელი სხეული ამიხურდა გულისცემამ კი პიკს მიაღწია.
-კაი რა კიდევ ღადაოობ-თვალები გადავატრიალე და ჯიბიდან გასაღები ამოვიღე.
-არა ანკა სერიოზულად ვამბობ მიყვარხარ!-მართლაც დასერიოზულდა და ჩემთან ისე ახლოს მოვიდა კარებზე ავიტუზე მაგრამ ამანაც არ მიშველა ლამის ზედ მეკვროდა. დავიბენი მეტყველების უნარი წამერთვა. მჯეროდა მჯეროდა მისი სიტყვების მაგრამ ხუთ დღეში? როგორ?
-ირაკლი...-ძლივს წარმოვთქვი მისი სახელი.-კაი რა ხუთ დღეში როგორ შეგიყვარდი? იქამდე ვერ მიტანდი.
-ხუთ დღეში?-ჩაეცინა ირაკლის-ხუთი დღე არა უკვე დიდი ხანია მიყვარხარ, უბრალოდ ბოლო ხუთი დღე ამაში დავრწმუნდი. ვერც კი წარმოიდგენ ისე ვეჭვიანობდი ხოლმე სანდროზე...-გაღიმებულმა წარმოთქვა და წელზე ხელი მომხვია-უბრალოდ ადრე ჩემს თავს არ ვუტყდებოდი, სწორედ ამიტომ ვიყავი ასე შენთან სხვანაირი არ შემეძლო ვყოფილიყავი ყოველთვის ირონიული ვიყავი ამას კი შენ მაიძულებდი არ ვიცი რას მიკეთებდი მაჯადოებდი!- ბოლო სიტყვები უკვე ჩემს ყურთან ძალიან ახლოს წარმოთქვა ჩურჩულით. ყელში მის სუნთქვას ვგრძნობდი და მთელ ტანში სასიამოვნო შეგრძნება მქონდა. ვგრძნობდი რომ ირაკლის მიმართ მეც იგივეს ვგრძნობდი მეც ამიტომ ვიყავი მის მიმართ ვითომ ცივი ვერც კი ვიგრძენი როგორ ჩამივარდა გულში. გამახსენდა ყველაფერი. მის გვერდით გატარებული ყოველი და მივხვდი რომ ძალიან მინდოდა მასთან ერთად ყოფნა და არ ვაპირებდი ამ გრძნობის დამალვას. ბედნიერბისგან გამეღიმა ხელები მხრებზე შემოვაწყე და მივეხუტე.
-მეც მიყვარხარ...-ამოვიჩურჩულე და თვალებში შევხედე. ოდნავ ღიმილი ბედნიერ ღიმილში გადაეზარდა თავი ჩემსკენ მოწია და მადიანად დაეწაფა ჩემს ტუჩებს, მთელ ტანში ისევ სასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, გავთბი.
-სულ ერთი კვირის წინ ჩემთვის ყველაზე მეტად წარმოუდგენელი შენგან ამ სიტყვების გაგონება იყო-ტუჩები მომაშორა და თვალებდახუჭული შუბლით შუბლზე მომეყრდნო.
-წარმოუდგენელი რაღაცეებიც ხდება-გამეღიმა მე და ლამის გავდნი მის ძლიერ მკლავებში.



№1  offline წევრი nutsa214

ჩემი პორველი სრული ისტორიაა და ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი♥♥

 


თავებად რომ გედო მაშინ ვმითხულობდი და ბოლო თავები ვეღარ ვმახე ახლა კი ისე გამიხარდა სრულად რომ დავინახრ.
კარგი იყო ძალაინ მომეწონა
--------------------
romantikosi mwerali

 


№3 სტუმარი nini

auu dzaaliiaann magarii iyo yochagg dzaann sayvarlebii iyvnen esenii

 


№4 სტუმარი A

dźalian magaria vagiareb agprtovanebuli davchi.

 


№5  offline აქტიური მკითხველი uchveulo

kargii iyoo :))

 


№6  offline წევრი american boy-:d :d

უმაგრესობაააააააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent